გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
330210118002352885
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/7925-18

330210118002352885

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.10.2018 წ. ქ. თ---–--ი

შესავალი ნაწილი

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე

მოსარჩელე – სს ,,სა---------–---------ი”

წარმომადგენელი – ირ---–--------–-ა

მოპასუხეები - გი------------–---–ი, თა---–------------–---–ი, შპს ,,ენ-----------–----------l”, შპს ,, ე-----------------------------e”

წარმომადგენელი – ბ---------- (გი------------–---–ის, თა---–------------–---–ის), გ---------------–---–- (შპს ,,ენ-----------–----------l”-ის დირექტორი)

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება, იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გი------------–---–ს, თა---–------------–---–ს და შპს ,,ენ-----------–----------l”-ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების NG-------- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან NS-------- გამომდინარე თანხის 317 816.24 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 273 5-6.66 აშშ დოლარი, პროცენტი - 18 524.52 აშშ დოლარი, საკომისიოს 628.83 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 25 146.83 აშშ დოლარი.

 

1.2. 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების N G-------- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან N S-------- გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, თა---–------------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები მდებარე:

ა) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი N--, სართული 16, ფართი 101,16 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N 0------------------.5-2.

 

ბ) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი, N--, სართული 16, ფართი 45.34 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N 0------------------.5-6.

 

გ) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი, N--, ავტოსადგომი N13, სართული 1, (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N0------------------.5-3.

 

დ) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი, N--, ავტოსადგომი N14. სართული 1, მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N 0------------------.5-4.

 

ე) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი, N--, სართული 16, ფართი 142.70 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N 0------------------.5-5.

 

1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის ან საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელეებისადმი არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს გი------------–---–ის, თა---–------------–---–ის და შპს ,,ე------------–------------”-ის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონებები.

 

1.4. გი------------–---–ს, თა---–------------–---–სა და შპს ,,ე-----------------------------e”-ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან N1------ გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 48 687.97 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 35 465.39 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 603.20 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 9 619.38 აშშ დოლარი.

 

1.5. გი------------–---–ს, თა---–------------–---–სა და შპს ,,ე-----------------------------e”-ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 15 ივლისს N1-------2091530 (საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება) გამომდინარე (დაზღვევის ხელშეკრულება) სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 4 244.77 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 995.66 აშშ დოლარი, პროცენტი - 304.19 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1 944.92 აშშ დოლარი.

 

1.6. 2014 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშკერულება N1------ გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაგირავებული გ--------------–---–ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება TOYOTA LANDCRUISER LC200, გამოშვების წეილი 2014, ფერი-შავი, ტიპი-მაღალი განმავლობის, სახელმწიფო ნომერი- G--------, ნომერი J----------------.

 

1.7. იმ შემთხვევაში თუ დაგირავებული საგნ(ებ)ის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას ან გირავნობის საგნის რეალიზაცია შეუძლებელია, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს გი------------–---–ის, თა---–------------–---–ისა და შპს ,,ე-----------------------------e”-ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებები.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2015 წლის 25 მარტს სს ,,ს----------–--------ს“, თა---–------------–---–სა და გი------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N G--------, რომლის თანახმადაც მოპასუხეების - მსესხებლების საკრედიტო ლიმიტი (იპოთეკით უზრუნველყოფილი) განისაზღვრა 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 300 თვით, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0-48% ით. 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების N G-------- უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს----------–--------სა“ და თა---–------------–---–ს შორის 2015 წლის 25 მარტსა და 2016 წლის 13 აპრილს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა თა---–------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, კერძოდ: ა) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი N--, სართული 16, ფართი 101,16 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N 0------------------.5-2. ბ) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი, N--, სართული 16, ფართი 45.34 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N 0------------------.5-6. გ) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი, N--, ავტოსადგომი N13, სართული 1, (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N0------------------.5-3. დ) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი, N--, ავტოსადგომი N14. სართული 1, მიწისს (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N 0------------------.5-4. ე) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი, N--, სართული 16, ფართი 142.70 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N 0------------------.5-5.

 

2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების N G-------- უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ს----------–--------სა“ და შპს,,ენ-----------–----------l”-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ N G---------ა, რომლის მიხედვითაც, სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტის ორმაგი ოდენობით - 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარით.

 

2016 წლის 13 აპრილს სს ,,ს----------–--------ს“, თა---–------------–---–სა და გი------------–---–ს შორის გაფორმდა 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების NG---------ის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება NS--------, რომლის თანამხად, თა---–------------–---–ის და გი------------–---–ის სასარგებლოდ გაიცა კრედიტი - 285 000 (ორას ოთხმოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 8% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 119,8 თვით, დაზღვევის მართვის საკომისიო 0,38%, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

2014 წლის 15 ივლისს სს ,,ს----------–--------სა“ და გი------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N1------, რომლის თანახმად, გი------------–---–ის სასარგებლოდ გაიცა კრედიტი - 58 810 (ორმოცდათვრამეტი ათას რვაას ათი) აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, პირგასამტეხლო - ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

 

2014 წლის 15 ივლისს სს ,,ს----------–--------სა“ და გი------------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების N 1------ უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გირავნობის სახით დაიტვირთა გი------------–---–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, კერძოდ: ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,TOYOTA LANDCRUISER LC200”, გამოშვების წელი- 2014, ფერი - შავი, ტიპი - მაღალი განმავლობის, სახელმწიფო ნომერი - G--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი - T--------.

 

2014 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების N1------ უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,, ე-----------------------------e”-ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N 1-------02.

 

2014 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების N1------ უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს----------–--------სა“ და თა---–------------–---–ს შორის 2016 წლის 13 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N 1-------02, რომლის თანახმადაც, სოლიდარული პასუხისმგებლობა თავდები პირებისათვის განისაზღვრა 117 620 (ასჩვიდმეტი ათას ექვსას ოცი) აშშ დოლარის ან ექვივალენტით სხვა ვალუტაში.

 

2014 წლის 15 ივლისს სს ,,ს----------–--------სა“ და გი------------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების N1-------2091530 (საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება), რომლის თანახმადაც მსესხებელზე დაზღვევის კრედიტი გაიცა 4 429.56 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

 

სს ,,ს----------–--------ის“ მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულ იქნა სრულად. მსესხებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით შესრულებული, კერძოდ, საბანკო ანგარიშებისა და სესხის დაფარვის გრაფიკები ადასტურებენ, რომ 2016 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხელშკერულებიდან გამომდინარე, პირველად გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევა მოხდა 2016 წლის 05 აგვისტოს, ხოლო 2016 წლის დეკემბერში შეწყდა გადახდები. 2014 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული ვადის პირველადი დარღვევა მოხდა 2016 წლის 05 თებერვალს, ხოლო 2016 წლის დეკემბერში გადახდები შეწყდა.

 

მოსარჩელეს მხრიდან ზეპირი და წერილობითი სახით მოხდა მოპასუხეების ვალდებულებათა შესრულებისათვის გაფრთხილებებით მიმართვა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. გი------------–---–მა, თა---–------------–---–მა და შპს ,,ენ-----------–----------l”-ის დირექტორმა შესაგებლით და მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. კერძოდ ისინი დაეთანხმნენ სესხის ძირი თანხის და პროცენტის დაკისრებას, ასევე, მოითხოვეს პირგასამტეხლოს 0,5%-დან 0,05%-მდე შემცირება.

 

2.2. შპს ,,ენ---------------------------e”-ის მიერ აღნიშნულ საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი საკუთარი პოზიცია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 25 მარტს სს ,,ს----------–--------ს“, თა---–------------–---–ს და გი------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N G--------, რომლის თანახმად, მსესხებლების საკრედიტო ლიმიტი (იპოთეკით უზრუნველყოფილი) განისაზღვრა 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 300 თვით, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0-48% ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება NG--------. (ს. ფ. 27-32).

 

3.1.2 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების ხელშეკრულება NG---------ის უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს----------–--------ს“ და თა---–------------–---–ს შორის 2015 წლის 25 მარტს და 2016 წლის 13 აპრილს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა თა---–------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები:

 

ა) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი N--, სართული 16, ფართი 101,16 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N 0------------------.5-2.

 

ბ) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი, N--, სართული 16, ფართი 45.34 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N 0------------------.5-6.

 

გ) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი, N--, ავტოსადგომი N13, სართული 1, (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N0------------------.5-3.

 

დ) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი, N--, ავტოსადგომი N14. სართული 1, მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N 0------------------.5-4.

 

ე) ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი, N--, სართული 16, ფართი 142.70 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონება) საკადასტრო კოდი N 0------------------.5-5.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2015 წლის 25 მარტს და 2016 წლის 13 აპრილს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებები.(ს.ფ 33-36, 39-42, 45-48, 5--54, 57-60). ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 37-38, 43-44, 49-50, 55-56, 61-62). განაცხადი იპოთეკური სესხის შესახებ (ს.ფ. 67-68).

 

3.1.3. 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N G---------ის უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ს----------–--------ს“ და შპს,,ენ-----------–----------l”-ს შორის 2015 წლის 25 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ NG---------ა, რომლის მიხედვით, სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტის ორმაგი ოდენობით - 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N G---------ის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ NG---------ა. (ს.ფ 63-64) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 65-66).

 

3.1.4. 2016 წლის 13 აპრილს სს ,,ს----------–--------ს“, თა---–------------–---–ს და გი------------–---–ს შორის გაფორმდა 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N G---------ის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება NS--------, რომლის თანამხად, თა---–------------–---–ის და გი------------–---–ის სასარგებლოდ გაიცა კრედიტი - 285000 (ორას ოთხმოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 8% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 119,8 თვით, დაზღვევის მართვის საკომისიო 0,38%, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 13 გაფორმებული 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება NG---------ის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება N S--------. (ს.ფ. 69-70).ამონაწერი კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესახებ (ს.ფ. 71-74).

 

3.1.5. 2014 წლის 15 ივლისს სს ,,ს----------–--------ს“ და გ-------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N1------, რომლის თანახმად, გი------------–---–ის სასარგებლოდ გაიცა კრედიტი - 58 810 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, პირგასამტეხლო - ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2014 წლის 15 ივლისს სს ,,ს----------–--------ს“ და გი------------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება N 1------(ს.ფ. 76-77). განაცხადი ავტო სესხის შესახებ (ს.ფ. 75).კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 78-79).

 

3.1.6. 2014 წლის 15 ივლისის სს ,,ს----------–--------ს“ და გი------------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება N1------ უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დაგირავდა გი------------–---–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,TOYOTA LANDCRUISER LC 200”, გამოშვების წელი- 2014, ფერი - შავი, ტიპი - მაღალი განმავლობის, სახელმწიფო ნომერი - G--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი - T--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება N1-------ის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული 2014 წლის 15 ივლისის გირავნობის ხელშეკრულება. (ს.ფ. 80-89)

ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ. 90),ამონაწერი (ს.ფ. 91), ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 92).

 

3.1.7. 2014 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება N1-------ის უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს----------–--------ს“ და შპს ,,ე-----------------------------e”-ს შორის 2014 წლის 15 ივლისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N 1-------02. N1------ უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს----------–--------ს“ და თა---–------------–---–ს შორის 2016 წლის 13 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N1-------02, რომლის თანახმად, სოლიდარული პასუხისმგებლობა თავდები პირებისათვის განისაზღვრა 117 620 აშშ დოლარით ან ექვივალენტით სხვა ვალუტაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2014 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება N1-------ის უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 15 ივლისს გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N1-------02. (ს.ფ. 94-98). განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 93). ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 99-101).

 

3.1.8. 2014 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება N1-------ის ფარგლებში გი------------–---–ზე გაიცა დაზღვევის კრედიტი 4 429.56 (ოთხიათას ოთხას ოცდაცხრა მთელი ორმოცდათექვსმეტი მეასედი) აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2014 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება N1------ (ს.ფ. 108-109).

 

3.1.9. სს ,,ს----------–--------ის“ მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულ იქნა სრულად. მსესხებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით შესრულებული, კერძოდ; საბანკო ანგარიშებისა და სესხის დაფარვის გრაფიკები ადასტურებენ, რომ 2016 წლის 13 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველად გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევა მოხდა 2016 წლის 05 აგვისტოს, ხოლო 2016 წლის დეკემბერში შეწყდა გადახდები. 2014 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული ვადის პირველადი დარღვევა მოხდა 2016 წლის 05 თებერვალს, ხოლო 2016 წლის დეკემბერში გადახდები შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2014 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების N1------ დანართი N1-------2091530 . ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 114-118).

 

3.1.10. მოსარჩელეს მხრიდან ზეპირი და წერილობითი სახით მოხდა მოპასუხეების ვალდებულებათა შესრულებისათვის გაფრთხილებებით მიმართვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ინფორმაცია სს ,,ს----------–--------ის“ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 120-137).

 

3.1.11. გი------------–---–ს, თა---–------------–---–ს და შპს ,,ენ-----------–----------l”-ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება NG---------ის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება NS---------დან გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობით სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება 317 816.84 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 273 5-6.66 აშშ დოლარი, პროცენტი - 18 524.52 აშშ დოლარი, საკომისიო - 628.83 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 25 146.83 აშშ დოლარი.

 

გი------------–---–ს, თა---–------------–---–ს და შპს ,,ე-----------------------------e”-ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება N1-------დან გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობით სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება - 48 687.97 აშშ დოლარი. საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 35 465.39 აშშ დოლარი, პროცენტი - 3603.2 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 9 619.38 აშშ დოლარი.

 

გი------------–---–ს, თა---–------------–---–ს და შპს ,,ე-----------------------------e”-ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 15 ივლისს N1-------2091530 (საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება) გამომდინარე (დაზღვევის ხელშეკრულება) დღევანდელი მდგომარეობით სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება - 4 224.77 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 995.66 აშშ დოლარი, პროცენტი - 304.19 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1 944.92 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2014 წლის 15 ივლისის ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 114-118).

 

3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში მხარეების მიერ რამე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ გამხდარა

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,ს----------–--------ი“-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 868-ე, 400-ე, 361-ე, 873-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე, 892-ე, 463-ე, 464-ე, 465-ე, 286-ე, 301-ე, 254-ე, 276-ე მუხლებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება NG-------- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება NS--------. 2014 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება N1------. 2014 წლის 15 ივლისს N1-------2091530 (საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება) დაზღვევის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 25 მარტს სს ,,ს----------–--------ს“, თა---–------------–---–ს და გი------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N G--------, რომლის თანახმად, მსესხებლების საკრედიტო ლიმიტი (იპოთეკით უზრუნველყოფილი) განისაზღვრა 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 300 თვით, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0-48%-ით. 2016 წლის 13 აპრილს სს ,,ს----------–--------ს“, თა---–------------–---–ს და გი------------–---–ს შორის გაფორმდა 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N G---------ის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება NS--------, რომლის თანამხად, თა---–------------–---–ის და გი------------–---–ის სასარგებლოდ გაიცა კრედიტი - 285000 (ორას ოთხმოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 8% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 119,8 თვით, დაზღვევის მართვის საკომისიო 0,38%, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

 

2014 წლის 15 ივლისს სს ,,ს----------–--------ს“ და გ-------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N1------, რომლის თანახმად, გი------------–---–ის სასარგებლოდ გაიცა კრედიტი - 58 810 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, პირგასამტეხლო - ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

 

2014 წლის 15 ივლისს სს ,,ს----------–--------ს“ და გი------------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება N 1------.

 

2014 წლის 15 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება N1-------ის ფარგლებში გი------------–---–ზე გაიცა დაზღვევის კრედიტი 4 429.56 (ოთხიათას ოთხას ოცდაცხრა მთელი ორმოცდათექვსმეტი მეასედი) აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

 

ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, მხარეთო შორის გაფორმებული ხელშეკრულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებები და მასზე თანდართული გადახდის გრაფიკები, რაც მათთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, რაც შეეხება მსესხებლებს - ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილება ზედიზედ, სულ ცოტა, ორი ვადის. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მულიხ სმე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების NG--------- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის NS-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს - 25-4 აშშ დოლარით. 2014 წლის 15 ივლისის N1------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს - 961 აშშ დოლარით, ხოლო 2014 წლის 15 ივლისის დანართი N1-------2091530 (დაზღვევის ხელშეკრულება) გამომდინარე უნდა განისაზღვროს - 194 აშშ დოლარით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს ,,ენ-----------–----------l"-მა, თა---–------------–---–მა და შპს ,,ე-----------------------------e"-მა თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. კერძოდ, შპს ,,ენ-----------–----------l"-ს სოლიდარული პასუხისმგებლობა 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების NG--------- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის NS-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით, ხოლო შპს ,,ე-----------------------------e"-ს და თა---–------------–---–ის სოლიდარული პასუხისმგებლობა 2014 წლის 15 ივლისის N1------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 117 620 აშშ დოლარით.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თავდები პირებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ მივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

 

იპოთეკა წარმოადგენს კრედიტორის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, მისი გამოყენება ხდება მხარეთა შეთანხმებით და მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ კი მოვალე არაჯეროვნად ასრულებს, ან არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ამ დროს კრედიტორს წარმოეშობა თავისი მოთხოვნის მეორეხარისხოვანი გზით დაკმაყოფილების შესაძლებლობა, რაც მოისაზრება ხელშეკრულებით განსაზღვრული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებაში.

 

ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების NG--------- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის NS-------- ხელშეკრულების პირობები, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს ,,ს----------–--------ს” მიეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლელობა, შესაბამისად, ის უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავი ნივთი შესაძლოა იქნეს გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად. კრედიტორს უფლება აქვს მოვალის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში დაგირავებული ნივთით დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნები.

 

გირავნობა წარმოადგენს კრედიტორის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, მისი გამოყენება ხდება მხარეთა შეთანხმებით და მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ კი მოვალე არაჯეროვნად ასრულებს, ან არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ამ დროს კრედიტორს წარმოეშობა თავისი მოთხოვნის მეორეხარისხოვანი გზით დაკმაყოფილების შესაძლებლობა, რაც მოისაზრება ხელშეკრულებით განსაზღვრული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებაში.

 

აღნიშნულ საქმეში უდავოდაა დადგენილი, რომ გი------------–---–მა 2014 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო, ამიტომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 15 ივლისს დადებული გირავნობის ხელშეკრულების მიხედვით კრედიტორს წარმოეშვა უფლება უზრუნველყოფის რეალიზაციის მეშვეობით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, ამიტომ მოთხოვილი გირავნობის საგნის რეალიზაცია დასაშვებია.

 

6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გირავნობის დროს მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემული ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და კანონის დანაწესთან მიმართვებით უპირატესობას ანიჭებს ცალკეულ ხელშეკრულებათა სამართლებრივ საზღვრებს, თუ კი აღნიშნული ნორმის მოწესრიგების სფეროში მოცემულ დათქმასთან მიმართებით განსხვავებულია კონკრეტული ხელშეკრულების შინაარსი და ეს შინაარსი ნორმის მოცემულობას არ შეესაბამება, მისი ნამდვილობა მაინც ეჭვგარეშედაა მიჩნეული. ამ შემთხვევაში მოქმედებს კერძო სამართალში გაბატონებული ნების ავტონომიის პრინციპი, მხარეებს აქვთ უფლება თავად განსაზღვრონ ხელშეკრულების ცალკეული პირობები, იმ შემთხვევაში თუ ნორმა აწესრიგებს კონკრეტულ საკითხს, მაგრამ ის მაინც აძლევს მხარეებს განსხვავებული მოწესრიგების მიღების უფლებას, მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ განსხვავებულ პირობაზე შეთანხმება და ეს შეთანხმება არ ჩაითვლება ბათილად.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს კანონისმიერი დათქმის მაგალითი - ,,თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. საქმეში არსებული 2014 წლის 15 ივლისის გირავნობის ხელშეკრულების 8.4-პუნქტის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. ნორმისა და აღნიშნული ხელშეკრულების სუბსუმციის შედეგად, კანონისმიერი დათქმა იწყებს მოქმედებას, რის გამოც კანონთან მიმართებით უპირატესობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობას მიენიჭება და, შესაბამისად, ასეთი პირობა ნამდვილია და შესასრულებლად სავალდებულო.

 

უდავოდ დადგენილია, რომ 2014 წლის 15 ივლისის N1------ საკრედიტო ხელშეკრულება არაჯეროვნად შესრულდა, რის გამოც კრედიტორს წარმოეშვა გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონების რეალიზაციით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი ბანკის დავალიანების სრულად დასაფარად, ხელშეკრულების დათქმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია აღსასრულებლად მიექცეს გი------------–---–ის, თა---–------------–---–ისა და შპს ,,ე-------------------------------”-ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებაც.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოვალის მიერ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული საგნით (ამ შემთხვევაში იპოთეკით სატვირტული ქონების) დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.

 

აღნიშნულ საქმეში უდავოდ დადგენილია 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების NG--------- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის NS-------- ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, შესაბამისად კრედიტორის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიზანშეწონილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301 პრიმა მუხლის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემული ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და კანონის დანაწესთან მიმართვებით უპირატესობას ანიჭებს ცალკეულ ხელშეკრულებათა სამართლებრივ საზღვრებს თუ კი აღნიშნული ნორმის მოწესრიგების სფეროში მოცემულ დათქმასთან მიმართებით განსხვავებულია კონკრეტული ხელშეკრულების შინაარსი და ეს შინაარსი ნორის მოცემულობას არ შეესაბამება, ის მაინც ნამდვილად მიიჩნევა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონისმიერი დათქმის მაგალითი ,,თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი“. საქმეში არსებული იპოთეკის ხელშეკრულების 14.4 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგნის რეალიზაციით კრედიტორის არასრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი დაკმაყოფილება მოხდეს მოვალის ასევე სხვა, დაუტვირთავი ქონების ხარჯზეც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი ბანკის დავალიანების სრულად დასაფარად, მიზანშეწონილია აღსასრულებლად მიექცეს გი------------–---–ის, თა---–------------–---–ისა და შპს ,,ე------------–------------”-ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებაც 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების NG--------- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის NS-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დასახელებულ ნაწილში დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ე-----------------------------e"-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების პროპორციულად, 4546 ლარის (სარჩელის) და 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

2018 წლის 16 მარტის განჩინებით, მოსარჩელის შეამდგომლობა უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თა---–------------–---–ს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავ ქონების, მდებარე . თ---–--ი, დ---–--- ქუჩა, კორპუსი 26, ავტოფარეხი შენობა N6 საკადასტრო კოდით 0---------------------- და ქ. თ---–--ი, დოლიძის ქუჩა, კორპუსი 26, ბინა N69, საკადასტრო კოდი N0---------------------- გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს აღნიშნულ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,ს----------–--------ი“-ს სარჩელი გი------------–---–ის, თა---–------------–---–ის, შპს ,,ენ-----------–----------l"-ის და შპს ,,ე-----------------------------e"-ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გი------------–---–ს, თა---–------------–---–ს და შპს ,,ენ-----------–----------l"-ს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების NG--------- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის NS-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა - 273 5-6.66 აშშ დოლარი, პროცენტი - 18 524.52 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 25-4 აშშ დოლარი;

 

3. 2015 წლის 25 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების NG--------- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის NS-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული თა---–------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები მდებარე:

 

ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი N--, მე-16 სართული, 101.16 კვ/მ ს/კოდი N0------------------.5-2.

 

ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი N--, მე-16 სართული, 45.34. კვ/მ ს/კოდი N0------------------.5-6.

 

ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი N--, ავტოსადგომი N13, სართული პირველი, ს/კოდი N0------------------.5-3.

 

ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი N--, ავტოსადგომი N14, სართული პირველი, ს/კოდი N0------------------.5-4.

 

ქ. თ---–--ი, ილ------------ს გამზირი N--, მე-16 სართული, 142.70 კვ/მ ს/კოდი N0------------------.5-5.

 

4. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის/საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი ბანკის დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსასრულებლად მიექცეს გი------------–---–ის, თა---–------------–---–ის და შპს ,,ენ-----------–----------l"-ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი/მოძრავი ქონება.

 

5. გი------------–---–ს, თა---–------------–---–ს და შპს ,,ე-----------------------------e"-ს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ 2014 წლის 15 ივლისის N1------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა - 35 465.39 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 603.20 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 961 აშშ დოლარი;

 

6. გი------------–---–ს, თა---–------------–---–ს და შპს ,,ე-----------------------------e"-ს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ 2014 წლის 15 ივლისის დანართი N1-------2091530 (დაზღვევის ხელშეკრულება) გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა - 1995.66 აშშ დოლარი, პროცენტი - 304.19 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 194 აშშ დოლარი;

 

7. 2014 წლის 15 ივლისის N1------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ დაგირავებული გ--------------–---–ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება TOYOTA LANDCRUISER LC200, გამოშვების წეილი 2014, ფერი-შავი, ტიპი-მაღალი განმავლობის, სახელმწიფო ნომერი- G--------, ნომერი J----------------.

 

8. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის/საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი ბანკის დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსასრულებლად მიექცეს გი------------–---–ის, თა---–------------–---–ის და შპს ,,ე-----------------------------e"-ს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი/მოძრავი ქონება.

 

9. სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ შპს ,,ე-----------------------------e"-ს დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 4546 ლარი (სარჩელის) და 50 ლარი (სარჩელის უზრუნველყოფის) ოდენობით;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე