განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 05--------------05
საქმე N 1-2---18
განაჩენი
საქართველოს სახელით
1--11.20-- წელი ქ--------------ი
ო----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი: შ-----------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: დ-----------–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N05--------02
ბრალდებული: ე---------------------ე
მამის სახელი: ბ----ო
დაბადებული: 1--03.1--- წელი
პირადი ნომერი: 3--------34
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ო----------ი, ს---------------ს ქუჩა №1-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 20-- წლის 1-------ს, დაახლოებით 22:50 საათზე, ქალაქ ო----------ში ს---------------ს ქუჩა N 1--ში მცხოვრებმა, მთვრალმა ე---------------------მ, განაწყენებულმა იმით, რომ დაინახა მისი ოჯახის მიერ გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, სამსახურებრივი ავტომანქანით თან ახლდნენ შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო----------ის რაიონული სამმართველოს მუშაკები, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გ---------------ე, დ---------–--------ი და გ-----------–---, გამოხატა მათ მიმართ აგრესია, დაუწყო გინება დედის მისამართით და უწოდა "ბოზები" და "ძაღლები". ე---------------------მ, პოლიციის მუშაკების შემთხვევის ადგილზე მიყვანის გამო ასევე აგრესია გამოხატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრების მიმართ და დაუწყო მათ გინება. აღნიშნულზე გ---------------ემ და დ---------–--------მა ე---------------------ს მოუწოდეს დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი და შეეწყვიტა უხამსი სიტყვების ძახილი. მიუხედავად მოწოდებისა, ე--------------------- არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და განაგრძო მათი ლანძღვა-გინება, რის გამოც გ---------------ე და დ---------–--------ი შეეცადნენ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარების მიზნით მის დაკავებას, რა დროსაც ე---------------------მ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხელის შეშლისა და პოლიციელთა საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, პოლიციის თანამშრომლების, გ---------------ის და დ---------–--------ის მიმართ, გამოიჩინა ძალადობა, დაუწყო მათ ცემა ხელებითა და ფეხებით, რის შედეგადაც გ---------------ეს და დავით ქილიფთარს ე---------------------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, განუვითარდათ დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, აგრეთვე დაუზიანდათ კუთვნილი პოლიციის უნიფორმა. ე---------------------ს მიერ პოლიციის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობა, რაც გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, აღკვეთილ იქნა გამოძახებული დამხმარე ჯგუფის მოსვლის შემდეგ.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
2.1. ბრალდებულმა, ე---------------------მ საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს, თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
დაზარალებულმა გ---------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ მუშაობს ო----------ის რაიონულ სამმართველოში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ბრალდებულ ე---------------------ს იცნობდა, რადგან იგი არაერთხელ იყო პოლიციაში წარდგენილი სამართალდარღვევის ჩადენისათვის. 20-- წლის 1-------ს, დ---------–--------თან და გ-----------–----თან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სამორიგეოდან, ხელის რაციით, შეატყობინეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ესაჭიროებოდა პოლიციის დახმარება. წავიდნენ ა-------–ის მიმართულებით და შეხვდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომლებმაც აცნობეს, რომ ხშირად გადიოდნენ აღნიშნულ მისამართზე, სადაც კონფლიქტური პიროვნება ცხოვრობდა, რის გამოც მარტო ვერ მივიდოდნენ მისამართზე. საუბრის დროს კონკრეტულად აღნიშნეს, რომ მიდიოდნენ ე---------------------ს სახლში. გ---------------ის განმარტებით, მივიდნენ მითითებულ მისამართზე, თუმცა სახლში არავინ დახვდათ. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ დაინახა, რომ მათი მიმართულებით გინებით მიდიოდა პიროვნება. გადავიდა მანქანიდან და დაინახა, რომ პიროვნება წელს ზევით იყო შიშველი. კითხა რატომ იგინებოდა და მოუწოდა ბრალდებულს შეეწყვიტა გინება, თუმცა უშედეგოდ. მისი განმარტებით, ეცვა პოლიციის ფორმა და მოკლემკლავიანი პერანგი. დ---------–--------ს ასევე ეცვა პოლიციის ფორმა, რომელსაც ორივე მხარეს ეწერა "პოლიცია". გ-----------–---- კი ეცვა შავი ფერის პოლიციის მაისური. ე--------------------- გაღიზიანდა პოლიციის მანქანის ციმციმებით, რაც გახდა აგრესიის ერთ-ერთი საფუძველი. კითხა ე------ს რატომ იგინებოდა, თუმცა ე------ი აპროტესტებდა ანთებულ ციმციმებს და აგინებდა მათ. ე--------------------- შეუწყვეტლად იგინებოდა მათი და სასწრაფო დახმარების ექიმების მიმართულებით. გინების დროს თან იძახდა - "რა მიგალკებით მომადექით თქვე ძაღლებო". ე--------------------- ძალიან აგრესიული იყო, რის გამოც სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ვერ ჩავიდნენ მანქანიდან. მცირე ხნის შემდეგ, ე--------------------- წავიდა სასწრაფო დახმარების მიმართულებით და დაიწყო მათი გინება. როდესაც დააპირა სასწრაფო დახმარების მანქანის კარისკენ წასვლა, მოუწოდა ე------ს რომ შეჩერებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დააკავებდა. ე---------------------მ განაგრძო მოძრაობა, რის გამოც გამოიძახა დამხმარე ჯგუფი, ხოლო თავად შეეცადა ე------ის დაკავებას. ე---------------------მ გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენა დაზიანებები, კერძოდ, დაუზიანა მაისური და აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. გ---------------ის განმარტებით, ე--------------------- ურტყამდა ხელით. ე------ის მიერ გამოჩენილი ძალადობის გამო, მისი დაკავება შეძლეს მხოლოდ დამხმარე ჯგუფის, კ-------–-----ის და ა-----–-------ის, მისვლის შემდეგ და დაადეს ხელბორკილი. მისი განმარტებით, ე------მა დააზიანა ასევე დ---------–--------ის ფორმა. გ-----------–---- კი დაზიანება არ მიუღია, რადგან იგი ზურგიდან აკავებდა ე------ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა, დაზარალებულმა დ---------–--------მა, განმარტა, რომ იცნობს ე---------------------ს და ხშირად ქონდა მასთან შეხება. ე--------------------- კონფლიქტური პიროვნება იყო და ხშირად უპირისპირდებოდა, როგორც სასწრაფო დახმარების, ასევე, შპს "მ-----–---ს" თანამშრომლებს, რომლებიც სისტემატურად იძახებდნენ პოლიციას. 20-- წლის 1-------ს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, გ---------------ეს და გ-----------–----თან ერთად. დაუკავშირდა მორიგე და აცნობა, რომ 112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვით, სასწრაფო დახმარების ჯგუფი ვერ მიდიოდა მისამართზე, რადგან ეშინოდა ე---------------------ს, რომელიც ხშირად უწევდათ წინააღმდეგობას. სამსახურებრივი ავტომანქანით წავიდნენ დაბა ა-------–ში, ე---------------------ს მისამართზე. გზად შეხვდნენ სასწრაფო დახმარების ჯგუფს და ერთად მივიდნენ მისამართზე. სახლში არავინ დახვდათ და დაელოდნენ გამოძახების ინიციატორის მისვლას. მცირე ხნის გასვლის შემდეგ დაინახეს პიროვნება რომელიც იყო წელს ზევით შიშველი, ეცვა შორტები, მიდიოდა მათკენ და იგინებოდა დედის, პოლიციის, ოჯახის მისამართით და იძახდა, რომ "ეს ძაღლები" არ ჭირდებოდა. ასევე, აგინებდა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს და ეკითხებოდა "რატომ მიიყვანეს ძაღლები". არაერთხელ მოუწოდა ე---------------------ს, რომ შეეწყვიტა ქმედება და განუმარტა, რომ დააკავებდნენ ადმინისტრაციული წესით, თუმცა ბრალდებულმა დაუწყო მათ ხელებით და ფეხებით ცემა. დ---------–--------ის განმარტებით, ე---------------------მ შემოახია მაისური და მიაყენა დაზიანებები. გ---------------ეს კი მოგლიჯა სამხრეები და შემოახია პერანგი. მისი განმარტებით, ე---------------------ს წინააღმდეგობის დაძლევა მხოლოდ დამხმარე ჯგუფის მისვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. დაკავების შემდეგ, როდესაც გადაყავდათ პოლიციის განყოფილებაში, ე--------------------- პოლიციის მანქანაში განაგრძობდა გინებას, რაც არც პოლიციის შენობაში შეწყვიტა.
ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, გ-----------–---მ, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ 20-- წლის 1-------ს, გ---------------ესთან და დ---------–--------თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 112-ზე შევიდა შეტყობინება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ჭირდებოდა დახმარება. წავიდნენ მითითებულ მისამართზე. გზად შეხვდათ სასწრაფო დახმარების მანქანა და ერთად მივიდნენ მისამართზე. გამოძახების ინიციატორი სახლში არ იმყოფებოდა და დაელოდნენ. დაახლოებით 20 წუთის შუალედში მივიდა ე---------------------ე, რომელიც წელს ზევით იყო შიშველი, ეცვა მოკლე შარვალი და ჩუსტები. ე------მა გამოხატა აგრესია მათ მიმართ, ეძახდა ძაღლებს, ბოზებს და აგინებდა პოლიციელებს დედის მისამართით. გ---------------ემ და დ---------–--------მა მოუწოდეს შეეწყვიტა გინება, თუმცა ე------ი უფრო აგრესიული გახდა, წავიდა სასწრაფო დახმარების მანქანასთან, ყვიროდა "რატომ მიიყვანეს ეს ძაღლები და ბოზები" და აგინებდა მედპერსონალს. გ--მ და დ------ა კვლავ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ე------მა ხელები და ფეხები დაარტყა ორივე პოლიციელს და შემოახია მათ პოლიციის ფორმები. 10-15 წუთი გაგრძელდა კონფლიქტი, რადგან ე------ი არის სპორტსმენი. დამხმარე ჯგუფის მისვლის შემდეგ ე------ს ხელზე დაადეს ხელბორკილი. პოლიციაში გადაყვანის დროს ე------ი განაგრძობდა გინებას და აფურთხებდა მათ.
ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-- წლის 24 ივლისის N 0------18 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებისა 14.06.18. 10:50 სთ, დ---------–--------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-- წლის 24 ივლისის N 00------8 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებისა 14.06.18. 10:38 სთ, გ---------------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში (ლოკალიზაცია იხილეთ გამოკვლევით ნაწილში), რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქმის არსებითი განხილვის დროს, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო არ არის და ორივე მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ე---------------------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებისა, აგრეთვე ადასტურებს საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების ნ----–-------ს, ბ------------------–---–ის, ქ--------------------–--ის, ა-----–-------ის, კ-----------–-----ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმები, საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ე---------------------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1-88, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეების, დაზარალებულების გ---------------ის და დ---------–--------ის, ასევე მოწმე გ-----------–---ს, პირდაპირი ჩვენებებით დადგენილია, რომ 20-- წლის 1-------ს, გ---------------ე და დ---------–--------ი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალოებას, ეცვათ სამსახურებრივი ფორმები, იმყოფებოდნენ მორიგე ჯგუფში და გადაადგილდებოდნენ სამსახურებრივი ავტომანქანით, რომელსაც აქვს სპეციალური ციმციმები და წარწერები. მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე მიუთითეს, რომ ე---------------------ს მოთხოვეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ე---------------------მ ხელებით და ფეხებით მიაყენა დარტყმა პოლიციის თანამშრომლებს, გ---------------ეს და დ---------–--------ს, რომლებსაც ასევე დაუზიანა პოლიციის ფორმები. N 0------18 და N 00------8 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დადგენილია, რომ ე---------------------ს წინააღმდეგობის შედეგად დ---------–--------ს და გ---------------ეს აღენიშნებოდათ სისხლნაჟღენთები. ამოღების ოქმებზე დართულ ფოტოსურათებზე აღბეჭდილია პოლიციელთა დაზიანებული სამსახურებრივი ფორმები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით კი დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა პოლიციელის ფორმის სამხრე, რომელიც პოლიციელის ფორმას მოგლიჯა ე---------------------მ. ამდენად, დადგენილია, რომ ე---------------------მ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს, გ---------------ეს და დ---------–--------ს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, ეცვათ პოლიციელის ფორმები და იმყოფებოდნენ პოლიციის ავტომანქანით. წინააღმდეგობის დროს, ე---------------------მ არაერთხელ დაარტყა პოლიციის თანამშრომლებს და მიაყენა მათ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ე---------------------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ, საფუძვლიანია.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, არ გამოვლენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე---------------------მ ჩაიდინა - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ე---------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ჩადენილი ქმედების აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ე---------------------ს წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ე--------------------- არის ნასამართლობის მქონე, წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, 20-- წელს ხუთჯერ არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 173-ე მუხლით ადმინისტრაციულსახდელდადებული, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე---------------------ს უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ე--------------------- ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.
ამდენად, ე---------------------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ე---------------------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ნასამართლობის ფაქტის გათვალისწინებით, სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გ---------------ის კუთვნილი, დაზიანებული უნიფორმის პერანგი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული უნიფორმის სამხრე, რომლებიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუდეს დაზარალებულ გ---------------ეს. დ---------–--------ის კუთვნილი, დაზიანებული უნიფორმის პერანგი, რომელიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუდეს დაზარალებულ დ---------–--------ს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე--------------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 11 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ე---------------------ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ე---------------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ე---------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 20-- წლის 1-------ის 22:50 საათიდან.
3. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
3.1. გ---------------ის კუთვნილი, დაზიანებული უნიფორმის პერანგი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული უნიფორმის სამხრე, რომლებიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუდეს დაზარალებულ გ---------------ეს.
3.2. დ---------–--------ის კუთვნილი, დაზიანებული უნიფორმის პერანგი, რომელიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუდეს დაზარალებულ დ---------–--------ს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა