გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/19625-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე - მ-----–- კ----------–--ე
წარმომადგენელი - ლ-- მ-----
მოპასუხე - ზ---- ხ---–--ე
წარმომადგენელი - ე---------- ი-----ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ---- ხ---–--ეს მ-----–- კ----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 5880 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულ-- შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 25.11.2015 წელს მ-----–- კ----------–--ესა და ზ---- ხ---–--ეს შორის გაფორმდა ვალის სანაცვლოდ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშერულება, რომლის შესაბამისადაც ქ. თ---–--–-, ს----- დ------–- მ------------–--–-------------ში მდებარე უძრავი ნივთი დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე. მთელი იმ დროის მანძილზე, როცა სადავო ქონების მესაკუთრე იყო მოსარჩელე, ბინას ფლობდა მოპასუხე, რის გამოც, მოსარჩელე ქონებით ვერ სარგებლობდა და სთხოვდა ქირის გადახდას, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია და მ-----–- კ----------–--ეს მიადგა ზიანი. მას სურდა, ქონება გაექირავებინა და შემოსავალი მიეღო, რისი საშუალებაც მოპასუხემ არ მისცა. 02.02.2017 წელს უძრავი ქონება მოპასუხემ მიჰყიდა თ----- გ-–----–---–ს. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს მიუღებელი ქირის სახით დაეკისროს თვეში 400 ლარი 11.11.2015 წლიდან 02.02.2017 წლამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და მიუთითა, რომ ზ---- ხ---–--ე სადავო პერიოდში არ ფლობდა უძრავ ქონებას. იგი ხელშეკრულების დადებამდეც და შემდეგაც ცხოვრობდა სახლის მეორე ნაწილში, რომელსაც გაყოფის შემდეგ მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი 0--7--14.0------ და არა მ-----–- კ----------–--ის კუთვნილ ფართში. მხარეები არასოდეს შეთანხმებულან ქირის გადახდაზე. არასწორია ქირის გაანგარიშება. ზიანი არ იყო მოპასუხისათვის წინასწარ სავარაუდო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 25.11.2015 წელს მ-----–- კ----------–--ესა (მყიდველი) და ზ---- ხ---–--ეს (გამყიდველი) შორის დაიდო ვალის სანაცვლოდ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ-----–- კ----------–--ემ შეიძინა ქ. თ---–--–-, ს----- დ------–- მ------------–--–-------------ში მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ 0---------------). აღნიშნული უძრავი ნივთი 12.05.2014 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული იყო იპოთეკარ მ-----–- კ----------–--ის სასარგებლოდ. ვინაიდან ზ---- ხ---–--ემ ვერ უზრუნველყო სესხის დაბრუნება, მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი);
- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 20-23).
3.1.2. 02.02.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ-----–- კ----------–--ემ ქ. თ---–--–-, ს----- დ------–- მ------------–--–-------------ში მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ 0---------------) მიჰყიდა თ----- გ-–----–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 24-25).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 25.11.2015 წლიდან 02.02.2017 წლამდე ზ---- ხ---–--ე არ ფლობდა მის მიერ გასხვისებულ უძრავ ნივთს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლ-- და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლ--ნი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილ-- შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხემ აანაზღაუროს ზიანი (მიუღებელი შემოსავალი), ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ნივთი გაასხვისა, ფლობდა თავად და მოსარჩელეს არ მიეცა საშუალება, ფართი გაექირავებინა.
მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა იმის დამდასტურებელი მტკიცებულებები, რომ მითითებულ პერიოდში უძრავ ნივთს მოპასუხე ფლობდა.
სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად, ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ წარმოადგინა ფოტოილუსტრაცია, იმის დასადასტურებლად, რომ ფართს კვლავ მოპასუხე ფლობს, ამასთან თავად მიუთითა, რომ ფართში იმყოფებოდა მხარესთან ერთად და ფოტოები გადაიღო სხდომის დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე (იხ. 18.09.2018 წლის სხდომის ოქმი 10:40:52).
მოსარჩელის ინიციატივით დაკითხა მოწმე ლ-------------–ი, რომელიც არის მოსარჩელის შვილი. მისი განმარტებით, დაახლოებით ერთი თვის წინ იყვნენ მისულები ამ ფართში. ადგილზე დახვდათ ზ---- ხ---–--ე და მისი ოჯახის წევრები. ბინაში არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი სიტუაცია. ყველანაირი ინვენტარი დევს. ზ---- ხ---–--ესთან თავად არ უსაუბრია. დაახლოებით სამი წელ-- დედამისისგან ესმის ქირის საკითხი. ესმოდა სატელეფონო საუბრები და იცის, რომ დედა ძალ--ნ ნერვიულობდა (იხ. 10.10.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 11:55-11:57:37).
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს სარჩელის აღძვრის შემდგომ ფლობს თუ არა ზ---- ხ---–--ე სადავო ფართს, ვინაიდან 02.02.2017 წლიდან მ-----–- კ----------–--ე უძრავი ქონების მესაკუთრე აღარ არის. შესაძლებელ--, მოპასუხე ქონებას ფლობდეს ახალ მესაკუთრესთან შეთანხმებით, რაც ვერ გახდება იმის დასტური, რომ ის იმ პერიოდშიც ფლობდა ნივთს, როცა მესაკუთრე მ-----–- კ----------–--ე იყო. რაიმე მტკიცებულება, რომელიც სადავო პერიოდში მოპასუხის ან მისი ოჯახის წევრების მიერ ფართის ფლობას დაადასტურებდა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის. მოწმის, რომელიც მოსარჩელის შვილ--, მხოლოდ იმ ზოგად მითითებაზე დაყრდნობით, რომ დაახლოებით სამი წელ-- დედამისისგან ესმის ქირის საკითხი, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენა შეუძლებელ--.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნება სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრული ნივთის ფლობის უწვეტობის ვარაუდი, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, სადავო ფართს ახალი მესაკუთრე ჰყავს.
მოპასუხის განმარტებით, რასაც არც მოსარჩელე ხდის სადავოდ, ქ. თ---–--–-, ს----- დ------–- მ------------–--–-------------ში მდებარე უძრავი ნივთი - საცხოვრებელი სახლი და ეზო გაყოფილ-- ორ ნაწილად. ფართის იმ ნაწილს, რომელიც მ-----–- კ----------–--ის საკუთრება იყო, გაყოფის შემდეგ მიენიჭა საკადასტრო კოდი 0---------------. სახლის მეორე ნაწილს ფლობდნენ და ამჟამადაც ფლობენ მოპასუხის ოჯახის წევრები.
მოპასუხე მიუთითებს, რომ ცხოვრობდა სახლის მეორე ნაწილში.
მოპასუხის ინიციატივით მოცემულ საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა - ნ-------------–---–მა და თ-----------------–-–---–მა, რომლებიც მოპასუხის მეზობლები არიან, მიუთითეს, რომ სადავო ფართი ზ---- ხ---–--ემ რამდენიმე წლის წინ დაცალა, გაიტანა ნივთები და მას შემდეგ ცხოვრობს სახლის მეორე ნაწილში, შვილთან ერთად (იხ. 10.10.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 12:05-12:12:20; 12:14:45-12:20:31).
სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა სადავო პერიოდში მოპასუხის მიერ უძრავი ქონების ფლობის ფაქტი, ამდენად, სასამართლო მხოლოდ დამატებითი არგუმენტის სახით მიუთითებს მოპასუხის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე. რაიმე მტკიცებულება, რაც ამ გარემოებას დაადასტურებდა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო პერიოდში მოპასუხე ფართს არ ფლობდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 394-ე, 361-ე, 408-ე, 411-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, უძრავი ნივთის გასხვისების შემთხვევაში, გამყიდველმა არა მხოლოდ საკუთრების უფლება უნდა გადასცეს მყიდველს, არამედ ქონება უნდა გადასცეს ფაქტობრივ მფლობელობაში, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლ-- მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხემ (გამყიდველმა) დაარღვია ნასყიდობის ხელშეკრულების პირობა, შეძენილი უძრავი ნივთი არ გადასცა მოსარჩელეს, რის გამოც, მან ვერ შეძლო მისი კუთვნილი ფართის გაქირავება და ვერ მიიღო შემოსავალი.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლ--ნობას განაპირობებს ამ მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების შესრულება და მოთხოვნის გამომრიცხავი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მთავარი ფაქტობრივი გარემოება: რომ მოპასუხემ არ დაცალა და არ გადასცა მფლობელობაში მის მიერ შეძენილი უძრავი ნივთი, რაც პირდაპირ გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და სასამართლო აღარ აფასებს ზიანის ანაზღაურების სხვა წინაპირობებს.
7. საპროცესო ხარჯები
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების განაწილების საფუძველი არ არსებობს, გარდა ამისა, მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულ-- სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----–- კ----------–--ის სარჩელი მოპასუხე ზ---- ხ---–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია