განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორები: გ------- ჭ-----------, ს--–---- ჩ--------
ადვოკატი: გ------- რ------–---–-
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ბ---- ჯ-- (ძებნილი)
პასპორტის ნომერი: E--------
დაბადებული: 0---------–-
მოქალაქეობა: ჩ------- სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2--------- წ. (საბოლოო ბრალი 0---------წ.)
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტები
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ბ---- ჯ--ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
2----–-–-------------ს საოქმო განჩინებით სისხლის სამართლის №0----------- საქმიდან (სასამართლო საქმის განხილვის ნომერი 1--------) ბრალდებულების ჰ--- ლ----, ხ---–-- ჟ-----, ს-- ჯ--ს, ბ---- ჯ--ს და ა----- კ-------- მიმართ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტებით, არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მიზნით, გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულების ჰ--- ლ----, ხ---–-- ჟ-----, ს-- ჯ--ს და ა----- კ-------ას მიმართ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ ბ---- ჯ--ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მანვე, ჩაიდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბ---- ჯ--მ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ჩ------- სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებმა ხ---–-- ჟ---მა, ს-- ჯ--მ, ჰ--- ლ---მ და ყ------------ რესპუბლიკის მოქალაქე ა----- კ-------ამ განიზრახეს თაღლითურად დაუფლებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ ფულად თანხებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბ---- ჯ--მ მითითებულ პირებთან ერთად 2016 წლის 29 სექტემბრიდან 2017 წლის 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ს----------–--------------–------ის მიერ ლიცენზირებული კომერციული საბანკო და მიკროსაფინანსო დაწესებულების მეშვეობით, სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემის - ,,M---------ის“ გამოყენებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში და ნიდერლანდებში მცხოვრები 64 ფიზიკური პირისგან 106 ტრანზაქციის შედეგად მიიღეს 183 136 აშშ დოლარი და 3 529 ევრო.
2016 წლის ნოემბერში სს „ს----------–--------მა“ „M---------ისგან“ მიიღო შეტყობინა, რომლის თანახმადაც, სწრაფ ფულადი გზავნილით ბ---- ჯ--ს, ჰ--- ლ----, ხ---–-- ჟ-----, ს-- ჯ--ს და ა-----ი კ-------ას სასარგებლოდ ფულადი თანხის გადმორიცხვა განხორციელებული იყო მოტყუებით და თაღლითური გზით. კერძოდ, თანხების გადმორიცხვას წინ უძღოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სხვადასხვა კომპიუტერული სერვისების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფიქტიური მომსახურების გაწევის შეთავაზება, რის სანაცვლოდაც ანაზღაურების სახით და სხვადასხვა თაღლითური მოტივით, თითქოსდა მომსახურების გამწევი პირები ითხოვდნენ თანხების გადმორიცხვას “M---------ის” სისტემის მეშვეობით საქართველოში მყოფი ფიზიკური პირების - ბ---- ჯ--ს, ჰ--- ლ----, ხ---–-- ჟ-----, ს-- ჯ--ს და ა-----ი კ-------ას სახელზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბ---- ჯ--, ჰ--- ლ---, ხ---–-- ჟ---ი,ს-- ჯ--, ა-----ი კ-------ა, გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად 106 (ასექვსი) ტრანზაქციის შედეგად, ჯამში თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ - 183 136 აშშ დოლარს და 3 529 ევროს.
ბ---- ჯ--მ და ჯგუფის სხვა წევრებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის, მათი უკანონო წარმოშობის დაფარვის და ნამდვილი ბუნების დამალვის მიზნით, სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით ჩარიცხვის შემდგომ, თავდაპირველად გადაიტანეს მათ პირად საბანკო ანგარიშებზე. შემდგომში კვალის დაფარვის მიზნით, კვლავ განათავსეს მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე და რამდენიმე ტრანზაქციის შემდეგად თანხის აკუმულირების შემდგომ, გადარიცხეს საზღვარგარეთ დაუდგენელი პირების საბანკო ანგარიშზე სხვადასხვა ფიქტიური დანიშნულებით, რითაც მოახდინეს თაღლითური გზით მიღებული ფულადი თანხიდან 153 076 აშშ დოლარის და 1397 ევროს ლეგალიზაცია.
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- ს--------–--ემ განმარტა, რომ არის სს ,,ს----------–--------ის“ ს---------–----–------------------------------------ სამსახურის უფროსი. მის უფლება-მოვალეობაში შედის ბ---–- გამოვლენილ კრიმინალურ შემთხვევების შესწავლა და ინფორმაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების მიწოდება სამართალდამცავ ორგანოებისთვის, ასევე სამართალდამცავ ორგანოებიდან შესული სასამართლო განჩინებების შესრულება. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულმა მოქალაქეებმა 2016 წელს სს ,,ს----------–--------ში“ გახსნეს ანგარიშები, მათ შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს - ბ---- ჯ--მ, 2016 წლის 17 ოქტომბერს - ხ---–-- ჟ---მა, 2016 წლის 29 სექტემბერს - ჰ--- ლ---მ, 2016 წლის 28 სექტემბერს - ს-- ჯ--მ, 2018 წლის 17 ოქტომბერს - ა-----ი კ-------ამ. 2016 წლის 12 ნოემბერს სს ,,ს----------–--------ში“ ანგარიში გახსნა ს-- ჯ--მ, რომელიც ფიქსირდებოდა შპს ,,დ--–- თ--------- კ------ის’’ დირექტორად, დამფუძნებლად და 80 %-იანი წილის მფლობელად. კომპანიის დარჩენილ 10%-ს ფლობდა - ჰ--- ლ---, 10%-ს კი მ-------------- ბ-----------ი. საქმიანობის სფეროდ დირექტორმა მიუთითა მობილური ტელეფონებით ვაჭრობა, თუმცა კომპანიას ქონდა ნულოვანი ბრუნვა, ანუ რაიმე თანხის მოძრაობა და ტრანზაქციები, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა დეკლარირებულ საქმიანობასთან, არ ფიქსირდებოდა, გარდა ს-- ჯ--ს მიერ განხორციელებული შენატანისა, რომელიც შეადგენდა 4000 აშშ დოლარს და რომელიც მალევე გაიტანა ანგარიშიდან. გა----ოწმებით დგინდებოდა, რომ აღნიშნული პირები სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდნენ სწრაფი ფულადი გზავნილის სახით თანხებს, რაც მათ გადაჰქონდათ საკუთარ ანგარიშებზე, რის შემდეგაც მიღებული თანხებს ძირითადად ათავსებდნენ შპს ,,დ--–- თ--------- კ------ის“ დირექტორის ს-- ჯ--ს ანგარიშზე. მოწმემ განმარტა, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბ---–- შექმნილმა სამსახურმა, რომელსაც ევალება რისკების გამოვლენა, მოცემულ შემთხვევაში ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ კონკრეტულ პირებს ანგარიშები გახსნილი ჰქონდათ დროის მცირე მონაკვეთში, რის შემდეგაც დიდი ოდენობით თანხები ერიცხებოდათ. გარდა ამისა, მათ მიერ შექმნილი კომპანიის საქმიანობას, მათივე განმარტებით, წარმოადგენდა მობილური ტელეფონებით ვაჭრობა, რეალურად კი კომპანიის ანგარიშზე არანაირი თანხების აკუმულირება არ ხდებოდა. სხვადასხვა ფიზიკური პირების სახელზე გადმორიცხული ფულადი გზავნილები თავსდებოდა ერთი პირის - ს-- ჯ--ს ანგარიშზე. შესაბამისად, 2016 წლის ნოემბრის დასაწყისში, ფ--------------------------ს სამსახურს მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული პირების შესახებ, 16 ნოემბერს კი მიიღეს შეტყობინება, რომ მოქალაქეები თანხებს თაღლითურად იღებდნენ, კერძოდ, დაზარალებულებს მოტყუებით აგზავნინებდნენ ფულადი გზავნილის სისტემა - ,,მ---------თ“. ინფორმაციის ფ---------------------------------------სათვის მიწოდებიდან მოკლე პერიოდში ოფიციალურად დადასტურდა ვარაუდები, კერძოდ 2016 წლის 16 ნოემბერს მიიღეს ოფიციალური საერთაშორისო სვიფტ შეტყობინება, რომ ადგილი ქონდა თაღლითობას. თანამშრომელმა ს------ ჭ--------ემ დაიბარა ხ---–-- ჯ---ი და გამოკითხა ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებით, მან განმარტა, რომ თანხები შპს-თან იყო დაკავშირებული და მისი უფროსი იყო ს-- ჯ--.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---–-- ტ---------ამ განმარტა, რომ 2005 წლიდან მუშაობს სს ,,ს----------–--------ში“ ფ---–-----------------–-------------------–-- დეპარტამენტში, ტ--------–---------------------------------–---ს უფროსად. მის მოვალეობაში შედის საეჭვო გარიგებების და ოპერაციების გამოვლენა და ფ---------------------------------------სთვის მიწოდება. სს ,,ს----------–--------ი“ თანამშრომლობს ფულადი გზავნილების სისტემა ,,მ------------“, რომლის საშუალებითაც ანაღდებენ გზავნილს. საქართველოს პერიოდულად სტუმრობს ,,მ---------ს“ წარმომადგენელი - ე----- პ----------ი. მისი ერთ-ერთი ვიზიტისას მიიღეს ინფორმაცია, რომ საქართველოში დაფიქსირდა ა-----------, კ---------- და ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმოგზავნილი თაღლითური გზით მოპოვებული თანხების განაღდება. აღნიშნულის გამო პ----------იმ ითხოვა შესაბამისი ზომების მიღება. შესაბამისად, ბ---–- დაიწყეს არარეზიდენტი პირების მიერ სს ,,ს----------–--------ში“ განაღდებული გზავნილების მონიტორინგი. დიდი ყურადღება მიექცა დისტანციური არხით განაღდებულ გზავნილებს. მოწმემ განმარტა, რომ სს ,,ს----------–--------ს“ აქვს მომსახურება - სატელეფონო ცენტრის საშუალებით ჩაურიცხოს კლიენტს თანხა, თუ ის არის ბანკის კლიენტი და ოპერატორს მიაწვდის გზავნილის კოდს. ანალიზის შედეგად ფ--------------------------ს სამსახურში გადაიგზავნა შეტყობინება, იმის შესახებ, რომ ხ---–-- ჟ---ს და ა----- კ-------ას ,,მ---------ს“ სისტემის საშუალებით ერიცხებოდათ თანხები ა––-----. ხ---–-- ჟ-----გან და ს-- ჯ--სგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ტელეფონების ბიზნესით იყვნენ დაკავებული და საქმიანობდნენ საქართველოში, თუმცა მათ მიერ ვერ დასახელდა შესაბამისი საიტი, მიუხედავად იმისა, რომ აჩვენეს ტელეფონების სურათები და ქვითრები ჩინურ ენაზე, რითიც სცადეს, დაედასტურებინათ მათი ბიზნესის რეალურობა. განმარტეს, რომ ჩინეთიდან აშშ-ში აწვდიდნენ ტელეფონებს და შესაბამისად, ა––----- კლიენტები ურიცხავდნენ თანხებს ს-- ჯ--ს. კონკრეტული კომპანია გა----ოწმდა მ-–-------------------ს საშუალებით. დადგინდა, რომ ხ---–-- ჟ----- და ა----- კ-------ას ანგარიშზე ირიცხებოდა თანხები, რაც შემდეგ აკუმულირდებოდა ს-- ჯ--ს ანგარიშზე, ამ უკანასკნე-–-- ანგარიშიდან კი თანხები ირიცხებოდა ა------------–- და ჩ-----–-. მალევე ე----- პ----------ისგან მიიღეს წერილი, რომ აღნიშნულმა პირებმა ბ---–- თაღლითური გზით გაანაღდეს თანხები და დაზარალებული პირებისგან ,,მ---------ს“ ოფისმა მიიღო საჩივრის წერილები. მოწმემ განმარტა, რომ სს ,,ს----------–--------ში“ კლიენტის განაცხადში ს-- ჯ--ს დაფიქსირებული აქვს ანგარიშის გახსნა მიზნობრივად, მოსალოდნელი ბრუნვით 100 000-500 000-მდე, სამუშაო ადგილი ,,დ--–- თ--------- კ------ი’’. აღნიშნული კლიენტები ფლობდნენ სს ,,ს----------–--------ის“ ბარათებს, რაც საშუალებას აძლევს ე.წ. ,,ქ---––-------ს“ მეშვეობით ოპერატორისთვის მიწოდებული ინფორმაცის საფუძველზე გადაგზავნილი თანხა გადაერიცხათ საკუთარ ანგარიშებზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს------- ჯ--------ემ განმარტა, რომ არის სს ,,ს----------–--------ის“ უნივერსალური ბანკირი. მის მოვალეობაში შედის კლიენტის მომსახურება, კონსულტაცია, ანგარიშების გახსნა, სესხების გაცემა და სხვა. ჩ------- მოქალაქეებმა - ს-- ჯ--მ და ხ---–-- ჟ---მა კონსულტაცია გაიარეს ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელს ესმოდა ინგლისურ ენა და მას ესაუბრებოდა, ის კი თავის მხრივ უთარგმნიდა თანმხლებს. ფინანსური სამსახურის მონიტორინგიდან უთხრეს, რომ კლიენტებთან შეევსო კითხვარი დამატებითი ინფორმაცის მოსაპოვებლად, კერძოდ რას საქმიანობდენ, რა იყო შემოსავლის წყარო და სხვა. დაახლოებით 30-31 ოქტომბერს დააწერინა სპეციალური კითხვარი, რა დროსაც კლიენტებმა განმარტეს, რომ შემოსავლები ჰქონდათ კომპანიიდან, რომელიც დაარსა ერთ-ერთმა მათგანმა და ვაჭრობდნენ ტელეფონებით, თუმცა ოფიციალური მაღაზია არ ჰქონდათ და პროდუქტს ინტერნეტით ყიდდნენ. მათვე წარმოადგინეს ტელეფონების ფოტო სურათები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--- მ---------ამ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შ--------–---------------------------ს დეპარტამენტში. 2017 წლის 6 აპრილს N9--- ბრძანების საფუძველზე, ა--------------------------ს უფროსისგან დაევალა შპს ,,დ--–- თ--------- კ------ის’’, ხ---–-- ჟ-----, ს-- ჯ--ს, ჰ--- ლ----, ბ---- ჯ--ს, ა----- კ-------ას, ს---- ს-- და ე---–----------- საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების და გადარიცხული თანხების მოძრაობის ანალიზი, ჩამრიცხავი და გა----რიცხავი პირების მითითებით. ასევე ცალკე უნდა გამიჯნულიყო 66 პირი და მათ მიერ გადმორიცხული თანხები. შპს ,,დ--–- თ--------- კ------ის’’ შემოსავალი ანგარიშზე დაფიქსირდა 4000 აშშ დოლარი და 1044 ლარი, მათ შორის 4000 აშშ დოლარი შეიტანა ს-- ჯ--მ, ასევე 848 ლარი სავაჭრო ობიექტის ბარათით მომსახურებისათვის და კიდევ 191 ლარი, ხოლო 5 ლარი შეიტანა ბ---- ჯ--მ. ბრალდებულებს, მათ შორის ბ---- ჯ--ს ჩარიცხვები ქონდა ა––-----, დ---------------------, ა--------–------ და შ------------.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ--- ქ------ამ განმარტა, რომ საქართველოს ფ---------------------------------------დან საქართველოს მ---------------------------- საგამოძიებო ნაწილში მიიღეს წერილი, რომლის მიხედვითაც ჩ-------- და ყ------------ მოქალაქეებს სს ,,ს----------–--------ში“ გახსნილი ჰქონდათ პირადი საბანკო ანგარიშები და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან: კ----------, ა––-----, ა--------–------, ნ-------–---------- სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით ერიცხებოდათ სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხები, რაც სს ,,ს----------–--------ის“ ე.წ. ,,ქ---––-------ს“ მეშვეობით გადაჰქონდათ თავიანთ პირად ანგარიშზე და შემდგომ აკუმულირდებოდა ერთ-ერთი პირის საბანკო ანგარიშზე, აღნიშნულის შემდეგ კი ხდებოდა მისი ნაღდი სახით გამოტანა ან სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვა. კომპანია ,,მ---------სგან“ სს ,,ს----------–--------ს“ ეცნობა თაღლითობასთან დაკავშირებით, კერძოდ ის ფაქტი, რომ ჩ-------- და ყ------------ მოქალაქეებს ერიცხებოდათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები. სს ,,ს----------–--------ის“ ფ---------------------------ს სამსახურმა ინფორმაცია გაუგზავნა საქართველოს ფ--------------------------ს სამსახურს, საქართველოს ფ---------------------------ს სამსახურმა კი ინფორმაცია გაგზავნა საქართველოს მ--------------------------ში. მოწმემ დაიწყო გამოძიება, ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. შ--------–----------------დან გამოთხოვილი ინფორმაციით და საბანკო ანგარიშების გამოთხოვის შედეგად დადგინა, რომ კონკრეტული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული იყო მხოლოდ 4000 აშშ დოლარი. გამოთხოვილი იქნა ყველა ამ საქმეში ფიგურანტი ჩ------- მოქალაქეების და ყ------------ მოქალაქეების პირადი საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ მათ არანაირი სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებიათ. კომპანია ,,მ---------ს“ მიერ მიწოდებული ინფორმაციით ასევე დასტურდებოდა, რომ თანხები თაღლითური გზით ერიცხებოდათ ხსენებულ პირებს. კომპანიის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და სხვა ნივთები. ჩატარებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზა, საიდანაც აღდგენილი იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ჰ--- ლ--- ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივ საქმიანობას და უცხოეთიდან წინასწარ იღებდა ინფორმაციას, თუ როდის და ვის ჩაერიცხებოდა თანხა. პირს, რომლის სახელზეც ირიცხებოდა თანხა, შესაბამისი კოდი უნდა მიეწოდებინა ფინანსური ინსტიტუტისთვის. გარდა აღნიშნულისა, დაკითხული იქნა მოწმეები. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული მასალებით დგინდებოდა, რომ დაზარალებულები ძირითადად იყვნენ ხანში შესული ა-----ანები და მათ მოტყუებით გადმორიცხეს თანხები. სხვადასხვა პირის ანგარიშზე დაახლოებით 111 ტრანზაქციით ჩაირიცხა დაახლოებით 200 000 აშშ დოლარი, თუმცა საბოლოოდ თანხების აკუმულირება ხდებოდა კომპანიის დირექტორის ანგარიშზე და იქიდან ხდებოდა ნაღდი ფულის გადატანა, ან სხვადასხვა ანგარიშებზე გადატანა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----- კ-------ამ (ბრალდებული) განმარტა, რომ გარკვეული პერიოდის წინ ჩამოვიდა საქართველოში და სს ,,ს----------–--------ში“ გახსნა ანგარიშები, რათა გადარიცხულიყო თანხები. ანგარიშის გახსნისას მასთან ერთად იყო ხ---–-- ჟ---ი და ეხმარებოდა, ჰ--- ლ---- მითითებით. სავარაუდოდ 200 000 აშშ დოლარი იყო ჩარიცხული ა--------–------, კ---------- და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან, ფულადი გზავნილების სისტემა - ,,მ---------თა“ და ,,ი------------თ“. რამდენიმე შემთხვევაში ჰ--- ლ---- ხელში გადასცეს მიღებული თანხა, უმეტესად კი ბარათზე ჩარიცხულ თანხას ნდობით აღჭურვილ პირებს უგზავნიდნენ ჩ-----–-. პროცესს ხელმძღვანელობდა ჰ--- ლ---, სწორედ ის აგებინებდა, რომ თანხა ჩაირიცხა და სასწრაფოდ უნდა გამოეტანათ. მოწმემ განმარტა, რომ ფული უკანონო იყო და უკან, რომ არ გადაგზავნილიყო ჩამრიცხველთან, სწრაფად უნდა მოეხსნათ ანგარიშიდან და უნდა გადაეტანათ სხვა ანგარიშზე. მოწმემ დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო თანხების უკანონო წარმომავლობის შესახებ, თუმცა არ ფლობდა ინფორმაციას რა გზით და რა ხერხით მოიპოვებოდა. ამასთან, ყველანი ახლო ურთიერთობაში იყვნენ და იცოდნენ უკანონო თანხების შესახებ, მათ შორის იცოდა ბ---- ჯ--მაც.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ---–-- ჟ---მა (ბრალდებული) განმარტა, რომ ის თავს ცნობს დამნაშავედ, ეთანხმება და აღიარებს დანაშაულს, რომლის მონაწილეც თავადაც იყო. კერძოდ, საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის ოქტომბერში და შეხვდა ჰ--- ლ---- და ს-- ჯ--ს. სამუშაოს ერთ-ერთი ნაწილი იყო ბ---–- ანგარიშების გახსნა, რაც განახორციელეს სს ,,ს----------–--------ში“. უცხოეთიდან გადმორიცხულ თანხების შესახებ ატყობინებდა ჰ--- ლ---, თანხის ასაღებად მიდიოდა ბ---- ჯ--სთან ან სხვა პირთან ერთად და აღების შემდეგ გზავნიდა ჩ-----–-. თანხა ირიცხებოდა ბანკის ანგარიშზე და ანაღდებდნენ და გამოჰქონდათ სასწრაფოდ, რადგან ისინი არალეგალური და უკანონო იყო და არსებობდა შესაძლებლობა დაინტერესებულ პირებს გაესაჩივრებინათ და მოეთხოვათ თანხების უკან დაბრუნება. ჯამში დაახლოებით იყო 180 000 აშშ დოლარი. მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ თანხები იყო მოტყუებით მიღებული და არაკანონიერი გზით მოპოვებული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს-- ჯ--მ (ბრალდებული) განმარტა, რომ ის თავს ცნობს დამნაშავედ და აღიარებს დანაშაულს, რომლის მონაწილეც თავად იყო. კერძოდ სს ,,ს----------–--------ში“ გახსნა ანგარიში, სადაც ა----------- და კ----------, ფულადი გზავნილის სისტემა - ,,მ---------ს“ საშუალებით ერიცხებოდა დანაშაულებრივი გზით, მოტყუებით მოპოვებული უკანონო თანხები. მიუხედავად გადარიცხვებით თანხის მიღებისა და განაღდებისა, კონკრეტული დეტალები მისთვის უცნობია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ჰ--- ლ---მ (ბრალდებული) განმარტა, რომ თავს ცნობს დამნაშავედ და აღიარებს დანაშაულს, რომელსაც მართავდა თავად. საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის 26 სექტემბერს და ანგარიში გახსნა სს ,,ს----------–--------სა“ და ,,ბ----------ში“, სადაც ა––-----, გ------------, კ----------, ი---–------- და ი----–------ ერიცხებოდა თანხები, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. მან გადმორიცხული თანხები გადარიცხა ჩ-----–- და ა------------–-. ჩარიცხული თანხები შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდში გამოჰქონდათ. თანხების გადარიცხვა იყო მუშაობის ერთ-ერთი ნაწილი და თანხის წარმომავლობის და გადარიცხვების შესახებ ყველამ იცოდა. მოწმემ განმარტა, რომ საქართველოში მოქმედ კანონებს არ იცნობდა, თუმცა მოგვიანებით გაიგო, რომ გადმორიცხვები ითვლებოდა უკანონოდ.
გარდა ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის: დათვალიერების ოქმები, სსიპ შ--------–----------------ს წერილები, ბ---------- მიღებული მომართვის წერილები და ამოღებული დოკუმენტები, ჩხრეკის ოქმები, თემატური რევიზიის აქტი, ბრალდებულებისა და შპს ,,დ--–- თ--------- კ------ის“ საბანკო ანგარიშებზე 01.09.2016-31.01.2017 პერიოდში მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია, დადგენილებები დაზარალებულად ცნობის შესახებ, საქართველოს მ---------------------------- ს--------–--------------------–----------------------------------–-------------------------ს სამმართველოს მომართვის წერილი თანდართულ საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი დახმარების ფარგლებში უცხო ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებიდან შემოსულ დოკუმენტაციასთან ერთად, რითაც სრულად და უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ბ---- ჯ--ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
სამართლებრივი დახმარების ფარგლებში წარმოდგენილი:
ე----- პ----------ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: მუშაობს კომპანია ,,მ---------ს“ რ--------–------–--------------–--------–---ს პოზიციაზე, საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში და ყირგიზეთში. უშუალოდ მის კომპეტენციაში სხვა უფლებამოსილებებთან ერთად შედის განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების მონიტორინგი და კანონდარღვევით განხორციელებული ტრანზაქციის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება, ასევე ინფორმაციის მიწოდება იმ ფინანსური ინსტიტუტებისათვის, სადაც უშუალოდ განხორციელდა გზავნილის თაღლითური ტრანზაქცია. მოწმე განმარტავს, რომ სამსახურიდან გამომდინარე საქართველოში ჩამოდის წელიწადში ორჯერ, კერძოდ, სექტემბერსა და მაისში, იმ მიზნით, რომ შეხვდეს სხვადასხვა კომერციული საბანკო დაწესებულებების წარმომადგენლებს და განიხილოს შესაბამისობა ფულის გათეთრებასა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებთან, მონიტორინგისა და სანქციების საკითხები და სხვა. 2017 წლის 25 სექტემბერს ჩამოსვლის შემდგომ შეხვედრები ჰქონდა სს ,,ს----------–--------ის‘’, სს ,,თ-----------ს‘’, სს ,,ლ--------------ს‘’ და ,,რ-------------ის‘’ წარმომადგენლებთან. მოწმემ განმარტა, რომ ხშირია ,,მ---------ს“ გზავნილების თაღლითური განაღდება, ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლები აფრთხილებენ კლიენტებს, ავრცელებენ რეკლამებს, რათა მოქალაქეები არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი. თაღლითობის შესახებ მიღებულ ინფორმაციას აწვდიან კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ საბანკო დაწესებულებას, სადაც განაღდდა თაღლითური ფულადი გზავნილი. ერთ-ერთი ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულების სს ,,ს----------–--------ში’’ ,,მ---------ს“ სისტემის მეშვეობით ხდებოდა თაღლითური გზავნილების განაღდება ჩ-------, ყ------------ და ტ---------- მოქალაქეების მიერ. კერძოდ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ,,მ---------ს“ საშუალებით გადარიცხეს სწრაფი ფულადი გზავნილები, მოტყუებით, კერძოდ ზოგიერთი მათგანი ადასტურებდა, რომ გაუტეხეს ელექტრონული ფოსტა, მოიპოვეს მათი პერსონალური მონაცემები და შეიყვანეს შეცდომაში, რაც მათი მხრიდან გახდა ტრანზაქციის განხორციელების საფუძველი. მომხდართან დაკავშირებით 2016 წლის ნოემბერში მან აცნობა სს ,,ს----------–--------ის’’ წარმომადგენელს ი---–-- ტ---------ას, მიაწოდა თანხის მიმღები პირების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ ხ---–-- ჟ-----, ბ---- ჯ--ს, ჰ--- ლ----, ს-- ჯ--ს და ა-----ი კ-------ას შესახებ, რადგან დაზარალებულებისგან მიღებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული პირები ახდენდნენ ,,მ---------ს“ სისტემის მეშვეობით თაღლითურ ტრანზაქციებს. დამუშავებული მონაცემების თანახმად, დაზარალებული პირები იყვნენ ძირითადად ასაკოვანი პირები - ა---------–-----------–--–------------, კ----------, ნ-------–-----------, ა--------–------, დ--------------------- და ტ---–---------. თავის მხრივ, სს ,,ს----------–--------მა‘’ აცნობა, რომ ს----------–----------------------ში თაღლითურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. დაზარალებულ პირთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას ახორციელებს კომპანია ,,მ---------ს“ სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში. მოცემულ შემთხვევაში მათ მიერ დამუშავებულ იქნა ინფორმაცია, რომ თაღლითური გზით გზავნილების განაღდება ხდებოდა არა მხოლოდ სს ,,ს----------–--------ის’’ მეშვეობით, არამედ საქართველოში არსებული სხვა კომერციული საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ამასთან, მათ მიერ სს ,,ს----------–--------ისთვის’’ გაგზავნილ ტრანზაქციებში მითითებული იყო ყველა საბანკო დაწესებულება, სადაც განხორციელდა თაღლითური გზით ტრანზაქციები, რაც როგორც მათთვის გახდა ცნობილი, თავის მხრივ მიწოდებულ იქნა ს----------–-----------------------------.
ჯ---- დ--------ს ჩვენების თანახმად: კომპიუტერთან მუშაობისას მიიღო შეტყობინება, რომ კომპიუტერს ჰქონდა ვირუსი და უნდა დაერეკა ეკრანზე მითითებულ ნომერზე. ტელეფონზე საუბრისას უცნობი ამტკიცებდა, რომ მუშაობდა კომპანია ,,კ-----------------–-’’ (-------------- და მას კომპიუტერის შეკეთებისათვის საფასური უნდა გადაეხადა ფულადი გზავნილების სისტემა ,,მ---------ს’’ ან ,,ვ------------------ს’’ საშუალებით. შესაბამისად, ,,მ---------ს“ საშუალებით გადარიცხა: 18.10.16 წელს ა----- კ-------- სახელზე - 2000 აშშ დოლარი; 18.10. 16 წელს ჰ--- ლ---- სახელზე - 2 000 აშშ დოლარი, 19.10. 16 წელს ჰ--- ლ---- სახელზე - 2000 აშშ დოლარი, 19.10.16 წელს ს-- ჯ--ს სახელზე -2 000 აშშ დოლარი, 19.10.16 წელს ბ---- ჯ--ს სახელზე - 2000 აშშ დოლარი, ჯამში 10 000 აშშ დოლარი. დაზარალებულმა განმარტა, რომ გადაგზავნილი თანხების სანაცვლოდ არ მიუღია რაიმე მომსახურება ან ნივთი, მოგვიანებით მიხვდა, რომ თაღლითობის მსხვერპლი იყო.
უ---- ვ---–--ის ჩვენების თანახმად: მან კომპიუტერული კომპანიისგან შეიძინა სერვისი, რის შემდეგაც დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენელი და უთხრა, რომ მისთვის უკან უნდა დაებრუნებინათ 299.99 აშშ დოლარი და თანხა უნდა გადარიცხულიყო მის ანგარიშზე. აღნიშნულის გამო უ---- ვ---–--ი საუბრისას შევიდა ონლაინ საბანკო ანგარიშზე, სადაც ფიქსირდებოდა 2999.99 აშშ დოლარის ტრანსფერი. წარმომადგენელმა უთხრა, რომ მან ზედმეტი ფული გადარიცხა ვ---–--ის ანგარიშზე და სამსახურიდან გააგდებდნენ, თუ არ გამოასწორებდა შეცდომას, ანუ უკან არ დ----------ბდა ზედმეტ თანხას. სთხოვა, რომ სწრაფი ფულადი გზავნილი ,,მ---------ს“ მეშვეობით 2 250 აშშ დოლარის ჰ--- ლ----ათვის გადაერიცხა, საქართველოში. პარალელურად დაიბლოკა მისი კომპიუტერი და წარმომადგენლის გარეშე აღარ ჰქონდა წვდომა. რამდენჯერმე სცადა 2 250 აშშ დოლარის გადარიცხვა ,,მ---------ს“ მეშვეობით ჰ--- ლ----ათვის, თუმცა გადარიცხვა უარყოფილ იქნა, ვინაიდან თანხის ოდენობა იყო ძალიან დიდი ერთჯერადი ტრანსფერისათვის, შესაბამისად, კომპიუტერული კომპანიის წარმომადგენლის მოთხოვნისამებრ, 2 250 აშშ დოლარის გადარიცხვა სცადა ორ ტრანზაქციად, მაგრამ კვლავ უარყოფილ იქნა, შემდეგ,,მ---------ს“ წარმომადგენლისაგან შეიტყო, რომ უკან უბრუნებდნენ გადარიცხულ თანხას. 2016 წლის 31 ოქტომბერს ვ---–--მა საბანკო ანგარიშიდან გამოიტანა - 2, 250 აშშ დოლარი და შეიტანა იმ ანგარიშზე, რომელიც სრულდებოდა 9----ით. გარდა ამისა მის ანგარიშზე აისახა 500 აშშ დოლარი, წარმომადგენე-–-- თხოვნით 2016 წლის 1 ნოემბერს მისი ბანკის ანგარიშიდან ნაღდი ფულის სახით გამოიტანა - 500 აშშ დოლარი და შეიტანა ანგარიშზე, რომელიც სრულდებოდა 1----ით. ანგარიშის სახელი იყო ჰ---------------------. ასევე იყო მესამე ტრანზაქციაც, კერძოდ 5000 აშშ დოლარი შეტანილ იქნა მის საბანკო ანგარიშზე, რის უკან გადარიცხვაც სთხოვა კომპანიის წარმომადგენელმა. შესაბამისად, 2016 წლის 3 ნოემბერს ვ---–--მა მისი ანგარიშიდან ნაღდი ფულის სახით გამოიტანა 5000 აშშ დოლარი და შეიტანა იმ ანგარიშზე, რომელიც სრულდებოდა 0----ით. კომპიუტერული კომპანიის წარმომადგენელმა მისცა ანგარიშის ნომერი და სახელი, ვინაიდან ,,მ---------“ არ მუშაობდა. წარმომადგენელმა უთხრა, რომ ტრანზაქციები არ განხორციელდა, ამიტომაც გადარიცხა 5000 აშშ დოლარი, თუმცა შემდეგ აღმოაჩინა, რომ 2 250, 5 000 და 5 000 აშშ დოლარის ტრანზაქციები განხორციელდა მისი საკუთარი კაპიტალის საკრედიტო ხაზიდან. ინციდენტის შედეგად მიადგა დაახლოებით 12 549. 99 აშშ დოლარის ზიანი.
ს------ ჯ---------ის ჩვენების თანახმად: სახელებიდან - ხ---–-- ჟ---ი, ჰ--- ლ---, ბ---- ჯ--, ს-- ჯ-- და ა----- კ-------, ამოიცნო სახელი - ჰ--- ლ---, რომელთანაც გაგზავნა თანხა ფულადი გზავნილების სისტემა ,,მ---------ს“ მეშვეობით. კერძოდ, 2016 წლის ოქტომბრის დასაწყისში კომპიუტერის ეკრანზე გამოჩნდა დიალოგური ფანჯარა და უცნობმა პიროვნებამ, რომელიც მას ეგონა კომპიუტერული კომპანია ,,დ-----“ წარმომადგენელი, აცნობა, რომ მის კომპიუტერს ჰქონდა პრობლემა, რომლის გამოსასწორებლადაც პირველ ეტაპზე სთხოვა ტელეფონის ნომერი. 2016 წლის ოქტომბერში ხშირად ურეკავდნენ თაღლითურ სქემაში ჩართული პირები და ეუბნებოდნენ ვისთვის რა ოდენობის თანხა უნდა გაეგზავნა ,,მ---------ს“ სერვისის საშუალებით, თუმცა გააფრთხილეს ,,მ---------ს“ სისტემის თანამშრომლებისათვის ეთქვა, რომ თანხას უგზავნიდა მეგობარს. ის დარწმუნებული იყო, რომ ფულს იხდიდა კომპიუტერის პრობლემის მოგვარებაში, ამასთან უხდიდა ,,დ-----“ ან ,,------------- წარმომადგენლებს, საერთო ჯამში გადარიცხა 20 000 აშშ დოლარზე მეტი. ონლაინ შესყიდვა, რომელიც იყო ზემოთ აღნიშნული პირებისათვის ,,მ---------ს“ საშუალებით ფულის გადარიცხვის საფუძველი, არ განხორციელებულა, სანაცვლოდ არ მიუღია რაიმე ნივთი ან/და სერვისი.
ჯ---- მ----------–------- მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: მისთვის უცნობია სახელი და გვარები - ხ---–-- ჟ---ი, ჰ--- ლ---, ბ---- ჯ--, ს-- ჯ-- და ა----- კ-------, თუმცა შესაძლებელია სახელები და გვარები გამოიყენა ფულადი გზავნილის სისტემა ,,მ---------ს“ გამოყენებისას. მოწმე განმარტავს, რომ დაახლოებით 2016 წლის 10 ივნისს ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა პირი, რომელიც გაეცნო როგორც კომპანია ,,------------- წარმომადგენელი, მას ჰქონდა აქცენტი, რის გამოც უჭირდა საუბრის შინაარსის გაგება, თუმცა მას არ გაკვირვებია, რადგან აღნიშნული კომპანია არის გლობალური. მოსაუბრეს უფლება დართო დისტანციური წვდომა ქონოდა მის კომპიუტერთან, რა დროსაც უჩვენა საბანკო ამონაწერის ასლი, რომელიც ნამდვილს გავდა. მოსაუბრემ უთხრა, რომ ანგარიშიდან მისი ფული მოხსნილი იყო და იმისთვის, რომ დაებრუნებინა და შემდეგში დაეცვა კომპიუტერი და ანგარიშები, უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა ,,---------------. შესაბამისად გადარიცხა 11 800 აშშ დოლარზე მეტი ,,მ---------ს“ მეშვეობით. პირველი გზავნილი განახორციელა 2016 წლის ივნისში, სჯეროდა, რომ საბანკო ანგარიშებთან და კომპიუტერთან დაკავშირებული პრობლემები გადაიჭრებოდა. დაახლოებით 1 თვის შემდგომ კვლავ დაუკავშირდა უცნობი პირი ვითომდა - ,,------------- წარმომადგენელი და მისი მითითებით, ვითომდა საბანკო ანგარიშსა და კომპიუტერზე შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად კვლავ გადარიცხა თანხა, რომლის მიღებაც სატელეფონო ზარით დაუდასტურეს, თუმცა უთხრეს, რომ კიდევ უნდა გადაეგზავნა თანხა სხვა პირისათვის ,,მ---------ს“ მეშვეობით, რაც ასევე სცადა, თუმცა, ვეღარ განახორციელა, რადგან მაღაზიის მოხელე მიხვდა, რომ ის თაღლითობის მსხვერპლი იყო. პირმა, რომლიც უკავშირდებოდა უთხრა, რომ გადარიცხვის განხორციელება ვერ შეძლო ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და ის უნდა წასულიყო სხვა ადგილას და განეხორციელებინა გადარიცხვა. მითითებისამებრ სხვა ადგილიდან გადარიცხა, რაც ასევე დაუდასტურეს, შესაბამისად ჩათვალა, რომ პრობლემა მოგვარებული იქნებოდა. აღნიშნულის შემდეგ 2016 წლის აგვისტოში, ისევ დაუკავშირდა სავარაუდოდ იგივე პიროვნება და უთხრა, რომ მისი საბანკო ანგარიშიდან მოხსნეს თანხა და მის კომპიუტერს ჰქონდა პრობლემები. სწორედ აღნიშნულ დროს მიხვდა, რომ თაღლითობის მსხვერპლი იყო. მოწმე განმარტავს, რომ მას ონლაინ შესყიდვა, რომელიც იყო ზემოთ აღნიშნული პირებისათვის ,,მ---------ს“ საშუალებით ფულის გადარიცხვის საფუძველი, არ შეუსრულებია და გადარიცხვის სანაცვლოდ არ მიუღია რაიმე ნივთი ან/და სერვისი, მას სჯეროდა, რომ მისი კომპიუტერი ,,ა---------ს“ და ფული ,,დ----------ს“, ახლა იცის, რომ მისი საბანკო ანგარიშს და კომპიუტერს არასოდეს ჰქონია პრობლემები.
ჯ------- ბ--ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: მისთვის უცნობია სახელები და გვარები - ხ---–-- ჟ---ი, ჰ--- ლ---, ბ---- ჯ--, ს-- ჯ-- და ა----- კ------- და მათთვის არ გადაურიცხავს თანხები. ონლაინ შესყიდვა, რომელიც იყო ,,მ---------ს“ საშუალებით ფულის გადარიცხვის საფუძველი არ შეუსრულებიათ და თანხების გადარიცხვის სანაცვლოდ არ მიუღია რაიმე ნივთი ან/და სერვისი. ინციდენტის შედეგად ზიანი არ მიდგომია.
ლ---- ბ------–-- მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: მას დაუკავშირდა უცნობი პირი და უთხრა, რომ მის კომპიუტერს ჰქონდა პრობლემები და თუ დართავდა უფლებას, კომპიუტერს შეამოწმებდა და შეასწორებდა პრობლემებს, თუმცა მან უარი უთხრა დისტანციურად მის კომპიუტერთან წვდომაზე. უცნობმა უთხრა, რომ საჭირო იყო 1950 აშშ დოლარი ,,ა--------“ სასაჩუქრე ბარათების შესაძენად და კომპიუტერის შესაკეთებლად. მანვე, შესთავაზა თანხა გადაერიცხა ,,მ---------ს“ საშუალებით. მეორე დღეს უთხრეს, რომ არ მიუღიათ თანხა, შესაბამისად პულმა კიდევ ერთხელ გაგზავნა 1950 აშშ დოლარი ,,მ---------ს“ მეშვეობით ვ---–-------დან, ასევე დაუკავშირდა კომპიუტერული უ--------------ს კომპანია: ,,ს--------–--------------“ და უთხრა, რომ მისი კომპიუტერი დაზიანებული იყო და შეკეთებაში გადაიხადა დაახლოებით 400 აშშ დოლარი. გაგზავნილი ფულის საფუძველზე არ განუხორციელებია არანაირი ონლაინ შესყიდვა და არ იცის როგორ მოიპოვეს მათ მისი ტელეფონის ნომერი. ინციდენტის შედეგად მიყენებული ზარალი შეადგენს 3900 აშშ დოლარს და 400 აშშ დოლარს.
კ----– რ------- გ------–--ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: კომპიუტერთან მუშაობისას რეკლამაში დეტალურად იყო აღწერილი თუ როგორ უნდა მომხდარიყო შენელებული კომპიუტერის შეკეთება, იმ დროისათვის მის კომპიუტერს მართლაც ჰქონდა პრობლემა, ამიტომ დააჭირა რეკლამას. მომსახურებისათვის თანხა გადაიხადა ონლაინ საკრედიტო ბარათით, არ ახსოვს თანხის რაოდენობა და არც კომპანიის სახელი. კომპიუტერის შესაკეთებლად კი უცნობს მისცა უფლება დისტანციური წვდომა ქონოდა მის კომპიუტერთან 12 საათის განმავლობაში. მომსახურების შემდეგ ვერ შეამჩნია კომპიუტერის გაუმჯობესებული მუშაობა. რამდენიმე თვეში დაუკავშირდა ე---------–-----, როგორც კომპანიის კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი, რომელმაც სცადა მისი კომპიუტერის შეკეთება და უთხრა, რომ ის ცდილობდა თანხის დაბრუნებას, რა დროსაც შემთხვევით დაუბრუნა 4,000 აშშ დოლარით მეტი და სთხოვა ზედმეტი თანხის მისთვის გადარიცხვა ვ---–-------დან. თანხის გადარიცხვისას გადარიცხვა უარყოფილ იქნა, ვინაიდან თანხა ქვეყანა საქართველოს ნაცვლად გაგზავნა შტატ ჯორჯიაში, შემდეგ ჯერზე კი წარმატებით გადარიცხა თანხა, თუმცა არ ახსოვს ვის გადაურიცხა. შემდგომ გამოარკვია, რომ ანგარიშიდან თანხები გატანილი იყო, რის გამოც დახურა ანგარიშები.
ჰ--------- ბ----–--ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: ხ---–-- ჟ---ს, ჰ--- ლ----, ბ---- ჯ--ს, ს-- ჯ--ს და ა----- კ-------- არ იცნობს, თუმცა ეცნობა სახელი და გვარი ს-- ჯ-- და ბ---- ჯ--. 2016 წლის 16 ოქტომბერს კომპიუტერთან მუშაობისას შექმნილი პრობლემის გამო დარეკა კომპანია ,,---------–--, მოსაუბრემ გადაამისამართა სხვა კომპანიაში, ამ უკნასკნე-–-- თანამშრომელი დ------------ კი დაეხმარა კომპიუტერის შეკეთებაში, რაც განხორციელდა დისტანციურად მას შემდეგ, რაც ჰ--------- ა-–---------- ბ----–--იმ მისცა საშუალება წვდომა ქონოდა მის კომპიუტერზე. დ------------ მისცა კლიენტის კოდი, რომელიც მომავალში უნდა გამოეყენებინა საჭიროებს შემთხვევაში თუ დაუკავშირდებოდნენ კომპანიიდან, რათა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად კონკრეტული კომპანიის წარმომადგენელს ესაუბრებოდა. მომსახურებაში გადაიხადა 350 აშშ დოლარი. 2016 წლის 27 ოქტომბერს ტელეფონით დაუკავშირდა ს--------------, რომელიც ამტკიცებდა, რომ იყო იმავე კომპანიის წარმომადგენელი და უთხრა კლიენტის კოდი. რ--------, რომლის ხმაც აღმოსავლეთ ინდურს ჰგავდა, უთხრა, რომ გადახდისას დაფიქსირდა შეცდომა, კერძოდ მან გადაიხადა ზედმეტი და შესაბამისად, მისთვის უკან უნდა დაებრუნებინათ - გადაერიცხათ თანხა. მოსაუბრე დისტანციურად შევიდა ჰ--------- ა-–---------- ბ----–--ის კომპიუტერში, მონიტორზე უჩვენა მის ანგარიშზე არსებული თანხა - 4,960 აშშ დოლარი და უთხრა, რომ დაკარგავდა სამსახურს თუ არ დ----------ბდა ზედმეტობას, თანხის დასაბრუნებლად კი სთხოვა წასულიყო მაღაზიაში და ,,მ---------ს“ საშუალებით გადაერიცხა 4,960 აშშ დოლარი ს-- ჯ--სა და ბ---- ჯ--სათვის თბილისში, საქართველოში. ჰ--------- ა-–---------- ბ----–--ი წავიდა ვ---–------ში და სცადა თითოეულისათვის გადაეგზავნა - 2,480 აშშ დოლარი, თუმცა გადარიცხვას ჰქონდა ლიმიტი 2000 აშშ დოლარამდე, შესაბამისად თითოეულს გადაურიცხა 2000 აშშ დოლარი, რისთვისაც დაეკისრა 40 აშშ დოლარის გადასახადი თითოეულ გადარიცხვაზე. მეორე დღეს აღმოაჩინა, რომ მიმდინარე ანგარიშზე - 4,960 აშშ დოლარი გადარიცხული იყო შემნახველი ანგარიშიდან, რაც სავარაუდოდ მოსაუბრემ გააკეთა მაშინ, როდესაც დისტანციურად შევიდა მის ანგარიშზე. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში კომპანიისგან მიიღო ელექტრონული წერილი, რომ კომპანია გახდა ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი და დამნაშავეებმა მოიპოვეს კლიენტების კოდის ნომრები და სხვა ინფორმაცია. მოწმე განმარტავს, რომ მას ონლაინ შესყიდვა, რაც იქნებოდა ზემოაღნიშნული პირებისათვის ,,მ---------ს“ საშუალებით ფულის გადარიცხვის საფუძველი, არ განუხორციელებია და მათგან რაიმე სახის ნივთი ან სერვისი არ მიუღია. მის საბანკო ანგარიშზე თანხა არავის ჩაურიცხავს, რასაც შესაძლოა გამოეწვია თანხის დაბრუნება ჩამოთვლილ პირებთან. აღნიშნულის შედეგად მიადგა 4,080 აშშ დოლარის ზიანი.
ჰ------- გ----------- გ----------- ა------------ მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში სახლის ფიქსირებულ ტელეფონზე დაურეკა უცნობმა, როგორც კომპანია ,,------------- თანამშრომელმა და აცნობა, რომ მის კომპიუტერის ,,------------- ლიცენზია არ იყო წესრიგში, რის გამოსასწორებლადაც მისივე თანხმობით კომპიუტერზე უნდა მიეცა დისტანციური წვდომის საშუალება, მანვე დააკავშირა ინგლისურად მოსაუბრე კოლეგა ქალბატონს, რომელიც საუბრობდა ინდურ-ინგლისური აქცენტით. შეთანხმების თანახმად სისტემის მწყობრში მოყვანისათვის 400 ევრო გადარიცხა ფულადი გზავნილის სისტემა ,,მ---------ს“ საშუალებით ხ---–-- ჟ-----ა და ს-- ჯ--ს სახელზე. ხვდებოდა, რომ ატყუებდნენ, თუმცა სისტემაზე წვდომა მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ შეძლო, მაგრამ ყველა საქაღალდე მაინც არ იყო მისაწვდომი. მოწმე განმარტავს, რომ ის არის თაღლითობის მსხვერპლი, მოატყუეს წინასწარ დაგეგმილად, ვითომდა მისი კომპიუტერის ლიცენზია არ იყო მწყობრში.
ლ------ ბ--------–ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: 2016 წლის 25 ოქტომბერს ტელეფონზე დაურეკა ინდური აქცენტით ინგლისურ ენაზე მოსაუბრე მამაკაცმა, რომელიც გაეცნო როგორც კომპანია ,,------------- წარმომადგენელი და უთხრა, რომ მის კომპიუტერს ქონდა არასწორი კოდები, რასაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა მისი მონაცემებისათვის, კერძოდ დაეკარგა ყველა ინფორმაცია. თავის დაზღვევის მიზნით ურჩია შეესრულებინა მითითებები, მალე დაინახა, რომ მის კომპიუტერში დისტანციური კონტროლი იყო გააქტიურებული, კერძოდ კომპიუტერის ე.წ. ,,მაუსის’’ ინდიკატორი მისდა დამოუკიდებლად მოძრაობდა და იხსნებოდა ფანჯრები. ასევე დაინახა, რომ ერთ-ერთ შავ ფანჯარაში გახსნილი იყო ყველა კოდი. მამაკაცმა უთხრა, რომ მისი კომპიუტერის ,,------------- ლიცენზიის ვადა ამოწურული იყო და ავარიულ სიტუაციაში იმყოფებოდა და ვეღარ შეძლებდა წვდომას მასალებზე, იმავდროულად დააიმედა, რომ შეძლებდა ახალი ლიცენზიის შეძენას. მანვე, შესთავაზა ორი სახის ლიცენზია, რომელთაგან ერთ-ერთი უფრო გრძელვადიანი იყო და 1000 ევრო ღირდა. მოსაუბრე აცნობდა სხვა საჭირო ინფორმაციას და საუბრის უწყვეტობიდან გამომდინარე არ მიეცა საშუალება შეეფასებინა სიტუაცია, ამასთან მისცა კონკრეტული მითითება, თუ საიდან და როგორ უნდა გადაერიცხა 1000 ევრო ხ---–-- ჟ----- სახელზე. გადარიცხვის დასრულებისთანავე, როცა შეძლო დაფიქრება და გაუჩნდა ეჭვი, რომ მოტყუვდა, შინ დაბრუნებისთანავე დარეკა თავისი ბანკის ოფისში და იკითხა, შეძლებდა თუ არა თანხის უკან დაბრუნებას. უთხრეს, რომ დაერეკა იმ ოფისში, საიდანაც ფული გადარიცხა. აღნიშნული ოფისში დაბრუნებისას გაიგო, რომ თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო, რადგან გადარიცხვის ამ მეთოდით ფული მომენტალურად იმ პირის ანგარიშზე გადავიდა, ვისაც ჩაურიცხა.
ჰ------------------ მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: 2016 წლის 27 ოქტომბერს მას დაურეკეს უცხო ქვეყნის ოპერატორის ნომრიდან და ინგლისურად მოსაუბრე ქალბატონმა, რომელიც გაეცნო როგორც კომპანია ,,------------- სათაო ოფისის თანამშრომელი, განუმარტა, რომ მის კომპიუტერს გაუვიდა ლიცენზია და თუ კომპიუტერთან მივიდოდა, უჩვენებდა კონკრეტულ პრობლემას. მთელი რიგი დირექტივების შემდეგ, მართლაც აღმოაჩინა, რომ ლიცენზიის ვადა ამოწურული იყო. შესთავაზეს პრობლემის მოგვარების ორი გზა: 1. მოკლევადიანი მოიცავდა 3 წელს და ღირდა 499 ევრო და 2. გრძელვადიანი მოიცავდა 8 წელს და ღირდა 799 ევრო. მან აირჩია მოკლევადიანი ლიცენზია. მოსაუბრემ შესთავაზა ლიცენზიის იმ დღესვე აღდგენა წინასწარ თანხის გადახდის შემთხვევაში. სპეციალური პროგრამის საშუალებით დასთანხმდა მოსაუბრეს ჰქონოდა დისტანციური წვდომა მის კომპიუტერთან და დაინახა, რომ ყველა ფოტო და საქაღალდე გაქრა. მიმდინარე პროცესში დაახლოებით 1 საათით მოუწია სახლიდან გასვლა, შესაბამისად, დატოვა ჩართული კომპიუტერი. მოგვიანებით დაავალეს უკვე ფულის გადარიცხვა. ყველაფერი საეჭვო იყო, თუმცა ან ვეღარ დაიბრუნებდა საქაღალდეებს, ან უნდა გადაეხადა თანხა. შესაბამისად, მოუწია თანხის - 499 ევროსა და საკომისიო - 28 ევროს გადაგზავნა ,,მ---------ს’’ მეშვეობით ხ---–-- ჟ----- სახელზე, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ არასწორად იქცეოდა, მითუმეტეს, რომ თანხას საქართველოში გზავნიდა. სახლში დაბრუნებისას ნახა, რომ მის კომპიუტერში მონაცემები ნელ-ნელა ბრუნდებოდა. საღამოს კომპიუტერის კოდები სრულიად შეცვალა, გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაამოწმა ნომერი საიდანაც უკავშირდებოდნენ, ის უკვე აღარ არსებობს. ამ შემთხვევის შემდეგ კიდევ დაუკავშირდნენ სხვა ნომრიდან, თუმცა საუბარი არ გაუგრძელებია. შემდეგ დაუკავშირდა ,,მ---------ს’’ წარმომადგენლებს და გაარკვია, რომ მის მიერ გადარიცხული თანხა ადრესატს უკვე განაღდებული ქონდა.
ჩ----–-------------–-- მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: ხ---–-- ჟ---ს, ჰ--- ლ----, ს-- ჯ--ს და ა----- კ-------- არ იცნობს. კომპიუტერთან მუშაობისას დაინახა ფანჯარა, რომელიც ატყობინებდა, რომ უნდა დაერეკა მითითებულ ნომერზე, რათა გაესუფთავებინათ კომპიუტერი ვირუსისგან. ესაუბრა პიროვნებას სახელად პ-------, რომელმაც იცოდა მის შესახებ ინფორმაცია და უთხრა, რომ გაუგზავნიდა მრავალჯერად საბანკო დეპოზიტებს საბანკო ანგარიშზე. ის დისტანციურად მართავდა მის კომპიუტერს, შემდეგ ეკრანზე გამოჩნდა რამდენიმე ათასი დოლარი, რომელიც მოსაუბრის განმარტებით უკან უნდა გადაერიცხა M---------ის მეშვეობით. მოწმე განმარტავს, რომ დაახლოებით 6-ჯერ გადარიცხა თანხა, დაახლოებით 14 000 აშშ დოლარი, თუმცა გადარიცხული თანხის სანაცვლოდ არ შეუსყიდია რაიმე სერვისი ან საქონელი. კონკრეტულ პირს რეალურად დაუკავშირდა იმიტომ, რომ მოეგვარებინა კომპიუტერული პრობლემა.
ჯ-----------------------–----- მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: ხ---–-- ჟ---ს, ჰ--- ლ----, ს-- ჯ--ს და ა----- კ-------- არ იცნობს, თუმცა ვერ იხსენებს თანხის მიმღები პირების სახელსა და გვარებს. მოწმე განმარტავს, რომ მის კომპიუტერთან მუშაობისას ეკრანზე დაინახა კომპიუტერის უ--------------ს შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინება (P-------------) და დარეკა მითითებულ ტელეფონის ნომერზე. პიროვნებამ მომსახურებისათვის თანხის გადასარიცხად მოსთხოვა საბანკო ანგარიშის ონლაინ ელექტრონული შემოწმება. შესაბამისად, მ-----–----- კომპიუტერის უ--------------ს მომსახურება გადაიხადა ელექტრონული ჩეკით - N3--- გაცემული T--------------- სახელზე 519,23 აშშ დოლარი. გადარიცხვის შემდეგ დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ კომპიუტერული უ--------------ს სერვისი, რომელიც მან იყიდა, არ ვრცელდებოდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე და თანხის უკან დაბრუნებისას შეცდომით გადაურიცხეს 5 000 აშშ დოლარი, ნაცვლად 500 აშშ დოლარისა, რის გამოც მის თანამდებობას საფრთხე ემუქრებოდა, თუ მ-----–---- თანხას უკან არ დ----------ბდა. მასვე კომპიუტერში აჩვენეს დოკუმენტი, სადაც ასახული იყო თანხა, რაც ადასტურებდა 5000 აშშ დოლარის მის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხვას, თუმცა დამოუკიდებლად არ შეუმოწმებია საკუთარი ანგარიში. მ-----–----- უთხრა, რომ უკან გადაურიცხავდა ფულს, მოსაუბრემ მისცა ანგარიშის ნომრები და სახელები. მასვე აცნობეს, რომ შემთხვევით 50 000 აშშ დოლარი დასვეს მის საბანკო ანგარიშზე, თუმცა საბანკო ანგარიშის შემოწმებისას მან ვერ აღმოაჩინა დამატებით 50 000 აშშ დოლარი. მოწმემ განმარტა, რომ ესაუბრა ქალბატონს სახელად - ლ---- და მამაკაცს სახელად - კ-----. მოწმემ დაადასტურა, რომ გადარიცხვის მიზანი იყო ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. თანხა გადარიცხა ორჯერ, ორი ა-----ანისთვის M---------ის საშუალებით, დაახლოებით 7,500 აშშ დოლარი. თანხის სანაცვლოდ რაიმე სერვისი ან საქონელი არ მიუღია. მოწმე განმარტავს, რომ მითითების თანახმად თანხა უნდა გადაერიცხა W-------იდან ,,მ---------ს“ საშუალებით და კითხვის დასმის შემთხვევაში უნდა ეთქვა, რომ თანხას მეგობარს უგზავნიდა. მის ანგარიშზე რეალურად არანაირი თანხა არ იყო გადარიცხული, თუმცა კომპიუტერში ნანახი ფურცლით - ეკრანზე გადაღებული ფოტო ე.წ. ,,s----------ი”, რომელიც გავდა მის საბანკო ანგარიშს, რითიც დაარწმუნეს, რომ დაერიცხა თანხა. მხოლოდ მე-2 ჯერზე დაურეკა ბანკის თანამშრომელს და დაადგინა, რომ მის ანგარიშზე არ იყო არანაირი 50 000 აშშ დოლარი დარიცხული.
ე-–-- მ--–---ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: არ ახსოვდა, როგორ და რა ოდენობის თანხა გადაურიცხა M---------ის საშუალებით ჰ--- ლ----, თუმცა გადარიცხვა განახორციელა ვ---–-------დან. რაიმე სერვისი ან საქონელი თანხის სანაცვლოდ, არა მიუღია.
ს------ თ-------ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: ხ---–-- ჟ---ს, ჰ--- ლ----, ბ---- ჯ--ს და ა----- კ-------- არ იცნობს, თუმცა ხ---–-- ჟ----- სახელი და გვარი იცის, რადგან ის დაუკავშირდა გადარიცხვისთვის. მოწმე განმარტავს, რომ 2016 წლის სექტემბერში, კომპიუტერთან მუშაობისას შენიშნა ,,------------- ანტი-ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფის რეკლამა, ჩათვალა, რომ შეთავაზებული პროდუქტი მისი კომპიუტერისთვის იყო სასარგებლო და დაინტერესდა ყიდვით. საკონტაქტო ინფორმაციაში შესვლისთანავე მას დაურეკა უცნობმა მამაკაცმა სახელად ა-----, რომელმაც წარუდგინა თავი ,,------------- წარმომადგენლად და უთხრა, რომ პროდუქტის ფასი იყო დაახლოებით 530 აშშ დოლარი და შესყიდვა შეიცავდა 5 წლიან გარანტიას, შესყიდვა კი გააუმჯობესებდა კომპიუტერის სისწრაფესა და ინფორმაციის გამტარიანობას. ს------ თ-------მა მიაწოდა სადებეტო ბარათის ნომერი, მოსაუბრემ კი უთხრა, რომ გამოუგზავნიდა შეძენის ხელშეკრულებას უკაბელო კავშირის საშუალებით, პირდაპირ პრინტერზე. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ დაუკავშირდა აღნიშნული პიროვნება და აცნობა, რომ პროგრამის სერვისი ,,გაუქმდა“ და პროგრამა ვეღარ იქნებოდა მისთვის ხელმისაწვდომი. შესაბამისად გადახდილი თანხა უნდა დაებრუნებინათ, მას კი უნდა შეემოწმებინა საბანკო ანგარიში, დაბრუნებული თანხის დასადასტურებლად. ს------ თ-------იმ კომპიუტერით საბანკო ანგარიშის შემოწმებისას, შენიშნა, რომ ვიღაც შესული იყო მის საბანკო ანგარიშში და დისტანციურად მართავდა, თავად კი ვერ შეძლო ანგარიშში შესვლა. აღნიშნული უთხრა ა----სს, ამ უკანასკნელმა თავის მხრივ უპასუხა, რომ შეეძლო მის ზედამხედველთან, ჯ-- ა----------თან საუბარი, თუმცა ვერც მასთან საუბრის შემდეგ შეძლო თავის საბანკო ანგარიშზე შესვლა. ე.წ. ,,დასქრინული“ სახით ანახეს მის მიმდინარე ანგარიშზე, 5000 აშშ დოლარიანი დეპოზიტი, რა დროსაც ა----------მა დაიწყო ტირილი, რომ მას გააგდებდნენ სამსახურიდან, რადგან შეცდომით ზედმეტი თანხა გადაურიცხა. სთხოვა არ ,,დაეხურა“ კომპიუტერი და ,,M--------”-ის საშუალებით გადაერიცხა თანხა უკან ხ---–-- ჟ----- სახელზე საქართველოში. მითითებისამებრ ს------ თ-------ი წავიდა W--------ში და M---------ის საშუალებით გადარიცხა თანხა. სახლში დაბრუნებულმა შეამოწმა საბანკო ანგარიში და აღმოაჩინა, რომ M-------- საკაბელო გადარიცხვა, რომელიც შეიძინა მისი შემნახველი ანგარიშიდან გამქრალი იყო. მიხვდა, რომ მოატყუეს და თანხები მოპარეს. მოწმემ განმარტა, რომ მან განახორციელა 3 ტრანზაქცია, თავდაპირველი გადარიცხვა დაახლოებით 530 აშშ დოლარი, შემდეგ კი M---------ით შეასრულა ორი გადარიცხვა - 2500 აშშ დოლარი და 2400 აშშ დოლარი. თანხის სანაცვლოდ რაიმე სერვისი ან საქონელი არ შეუსყიდია.
ა------- ჯ----ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: ხ---–-- ჟ---ს, ბ---- ჯ--ს და ა----- კ-------- არ იცნობს, ხოლო ჰ-----–---- და ს-- ჯ--ს იცნობს. კომპიუტერის ტექნიკური მხარდაჭერისთვის დაუკავშირდა სპეციალისტს, რომელიც გაეცნო სახელი და გვარით ს------–----- და უთხრა, რომ კომპიუტერის შეკეთების მომსახურება დაუჯდებოდა 100 აშშ დოლარი. მოსაუბრეს ქონდა ინდური აქცენტი და ტელეფონში ისმოდა სხვა პიროვნებების ხმები. ჯ----მა მისცა უფლება დისტანციურად ჰქონოდა წვდომა მის კომპიუტერში, მომსახურებისთვის გადაუხადა 100 აშშ დოლარი, საკუთარი ვიზა საკრედიტო ბარათის ნომრით. აღნიშნულის შემდეგ კომპიუტერმა უარესად დაიწყო მუშაობა და იყიდა ახალი კომპიუტერი. 2016 წლის სექტემბერში ს------–------ დაურეკა ჯ---- ისევ და უთხრა, რომ რადგან კომპიუტერი გაფუჭდა, უნდა დაებრუნებინა 100 აშშ დოლარი, რისთვისაც კითხა საბანკო ანგარიშზე ინფორმაცია, ჯ----მა მიაწოდა W----------------ის საბანკო ანგარიშზე ინფორმაცია. მალევე მოსაუბრემ უთხრა, რომ შემთხვევით გადაურიცხა 4000 აშშ დოლარი და აჩვენა საბანკო ამონაწერი, სადაც ფიქსირდებოდა 8000 აშშ დოლარი, საიდანაც 4000 აშშ დოლარი ეკუთვნოდა მას. ს------–------ უთხრა, რომ დაკარგავდა სამსახურს, თუ ზედმეტად ჩარიცხულ თანხას არ დ----------ბდა. მანვე, ჩართო მისი ზედამხედველი ს-- ჯ--, რომელიც ასევე ესაუბრა თანხის ,,მ---------ს“ საშუალებით დაბრუნების შესახებ. 2016 წლის 30 სექტემბერს, ჯ----მა ,,მ---------ს“ საშუალებით სცადა ს-- ჯ--ს და ჰ--- ლ---- სახელზე საქართველოში გაეგზავნა 1950 აშშ დოლარი, თითოეულ ტრანზაქციაში გადაიხადა 20 აშშ დოლარი. ს------–----მა უთხრა, რომ თანხა გააგზავნა ჯორჯიის შტატში, ნაცვლად ქვეყანა საქართველოში, აღნიშნულის გამო ჯ----ი 2016 წლის 1 ოქტომბერს ისევ წავიდა W--------ში და სცადა გაეგზავნა ხელახლა თანხა იგივე მიმღებისათვის, რისთვისაც კვლავ გადაიხადა 20 აშშ დოლარი თითოეული ტრანზაქციისთვის, მაგრამ გადარიცხვები წარუმატებელი აღმოჩნდა. 2016 წლის 2 ოქტომბერს 1920 აშშ დოლარი გაუგზავნა ჰ--- ლ----, ხოლო 1989 აშშ დოლარი ს-- ჯ--ს საქართველოში. გადარიცხული თანხის სანაცვლოდ რაიმე სერვისი ან საქონელი არ შეუძენია, გადარიცხვა M---------ით განახორციელა, რადგან უთხრეს, რომ ბანკის საშუალებით გადარიცხვა ჯდებოდა უფრო ძვირი. თანხა რეალურად მისთვის არავის ჩაურიცხავს და აჩვენეს მხოლოდ ყალბი საბანკო ამონაწერები. დანაკარგთან დაკავშირებით აცნობა - W----------------ს, რომლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის თაღლითობის მსხვერპლი იყო.
დ----------------------------ს მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: არ იცნობს ხ---–-- ჟ---ს, ს-- ჯ--ს, ა----- კ-------- და ჰ--- ლ----. დაახლოებით 2017 წლის 26 ოქტომბერს 4000 აშშ დოლარი ,,მ---------ს“ საშუალებით გადაურიცხა ჯ--ს, აგრეთვე გადაურიცხა თანხა ან H----------------ს ან S-------------ს, ინსტრუქციების მიხედვით, რომელიც მიიღო ტელეფონით, იგივე პირისგან, ვინც თავდაპირველად დაუკავშირდა ჯ--სთან გადარიცხვის თაობაზე. მოწმემ განმარტა, რომ მას არანაირი ონლაინ შესყიდვა არ განუხორციელებია გადარიცხვებთან დაკავშირებით. ამასთან რაიმე სერვისი ან საქონელი არ მიუღია ტრანზაქციების სანაცვლოდ. თაღლითობის შედეგად მიადგა დაახლოებით 8000 აშშ დოლარის ზიანი.
2----–-–-----------–-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით: 1. ჰ--- ლ--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის 2. ს-- ჯ-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 3. ხ---–-- ჟ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 4. ა----- კ-------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები ასევე შეთანხმდენენ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, უპირობოდ ვერ გახდება პირის წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების საფუძველი, არამედ თითოეული მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს ჯერ ფაქტის დადგენა და შემდგომ მისი სამართლებრივი შეფასება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ ბ---- ჯ--მ ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო საკუთარ მსჯელობაში დეტალურად შეეხება როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ასევე მათ საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზოგადად ქმედების სამართლებრივ განმარტებას, ასევე, ყველა იმ სადავო შეფასებას, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია დაზარალებულისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებისაკენ, რასაც ახერხებს მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია, დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისაგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე.
განსახილველ შემთხვევაში გარეგნულად თანხების გადაცემა ბრალდებულებისათვის მოხდა ნებაყოფლობით, მესაკუთრეთა მიერ, თუმცა ისინი შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი, ფულადი თანხების გადაცემისას, მოტყუება წინ უძღოდა კონკრეტული თანხების დაუფლებას და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების - თაღლითობის სპეციფიკაც სწორედ ამაში გამოიხატება.
მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით მოპოვებული დაზარალებულების ჩვენებები, რომელთა თანახმადაც დადგინდა, რომ ისინი გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი და საქართველოში მყოფ პირთა სახელზე გაგზავნეს სხვადასხვა ოდენობის თანხები ფულადი გზავნილების ,,M---------ის“ სისტემის მეშვეობით. კერძოდ, მათ განმარტეს, რომ უცნობი პირები ეცნობოდნენ როგორც კომპიუტერული პროგრამირების უზრუნველყოფის კომპანიის წარმომადგენლები და სხვადასხვა სერვისის შეთავაზების გზით ატყუებდნენ, რის შემდგომაც სთხოვდნენ მომსახურების სანაცვლოდ გადაერიცხათ სხვადასხვა პირებისათვის სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა. ასევე პერსონალური მონაცემების მოპოვების საფუძველზე ატყუებდნენ და შეცდომაში შეყავდათ დაზარალებული პირები.
დაზარალებულთა საჩივრების საფუძველზე ,,M---------ის“ სისტემის უ--------------ს სამსახურისა და ე----- პ----------ის მუშაობით დადგინდა, რომ სწრაფი ფულადი გზავნილები საქართველოში მიღებული ქონდათ: ხ---–-- ჟ---ს, ბ---- ჯ--ს, ჰ--- ლ----, ს-- ჯ--ს, ა-----ი კ-------ას და მ-------------- ბ----------ს. გზავნილების განაღდება კი ხდებოდა საქართველოში სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის სს ,,ს----------–--------ში“.
აღნიშნული დადასტურებულია ასევე თავად ე----- პ----------ის ჩვენებით, რომელმაც სამართლებრივი დახმარების ფარგლებში განმარტა, რომ ხშირია სისტემა ,,მ---------ს“ გზავნილების თაღლითური განაღდება, ასეთ შემთხვევაში ინფორმაციას აწვდიან კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ საბანკო დაწესებულებას, სადაც ხდება თაღლითური ფულადი გზავნილის განაღდება. მოცემულ შემთხვევაში ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მოატყუეს და ,,მ---------ს“ საშუალებით გადარიცხეს სწრაფი ფულადი გზავნილები, ზოგიერთი მათგანი ადასტურებდა, რომ გაუტეხეს ელექტრონული ფოსტა, მოიპოვეს მათი პერსონალური მონაცემები და შეიყვანეს შეცდომაში, რაც მათი მხრიდან გახდა ტრანზაქციის განხორციელების საფუძველი. ასევე დადგინდა, რომ საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულების სს ,,ს----------–--------ში’’ ,,მ---------ს“ სისტემის მეშვეობით ხდებოდა თაღლითური გზავნილების განაღდება ჩ-------, ყ------------ და ტ---------- მოქალაქეების მიერ.
თავის მხრივ სს ,,ს----------–--------ში“ ფ---–-----------------–-------------------–-- დეპარტამენტის, ტ--------–---------------------------------–---ს უფროსმა ი---–-- ტ---------ამ დაადასტურა, რომ ე----- პ----------ისგან მიიღო ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დაფიქსირდა ა-----------, კ---------- და ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმოგზავნილი თაღლითური გზით მოპოვებული თანხების განაღდება. შესაბამისად, ბ---–- დაიწყეს არარეზიდენტი პირების მიერ სს ,,ს----------–--------ში“ განაღდებული გზავნილების მონიტორინგი, დიდი ყურადღება მიექცა დისტანციური არხით განაღდებულ გზავნილებს. ანალიზის შედეგად ფ--------------------------ს სამსახურში გადაიგზავნა შეტყობინება, იმის შესახებ, რომ ხ---–-- ჟ---ს და ა----- კ-------- ,,მ---------ს“ სისტემით ერიცხებოდათ თანხები ა––-----. ხ---–-- ჟ-----გან და ს-- ჯ--სგან მიიღეს ინფორმაცია, რომ თითქოსდა ტელეფონების ბიზნესით იყვნენ დაკავებულები და ჩინეთიდან აშშ-ში აწვდიდნენ ტელეფონებს, კლიენტები კი თანხებს ურიცხავდნენ ს-- ჯ--ს. გადამოწმებით დადგინდა, რომ ხ---–-- ჯ---ის და ა----- კ-------- ანგარიშზე ირიცხებოდა თანხები და შემდეგ აკუმულირდებოდა ს-- ჯ--ს ანგარიშზე, ამ უკანასკნელის ანგარიშიდან კი თანხები ირიცხებოდა ა------------–- და ჩ-----–-. ამასთან ე----- პ----------ისგან მიიღეს წერილი, რომ აღნიშნულმა პირებმა ბ---–- თაღლითური გზით გაანაღდეს თანხები და დაზარალებული პირებისგან ,,მ---------ს“ ოფისმა მიიღო საჩივრის წერილები.
სს ,,ს----------–--------ის“ უნივერსალურმა ბანკირმა ს------- ჯ--------ემ განმარტა, რომ ჩ------- მოქალაქეებმა - ს-- ჯ--მ და ხ---–-- ჟ---მა კონსულტაცია გაიარეს ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით. დაახლოებით 30-31 ოქტომბერს მათ დააწერინა სპეციალური კითხვარი, რა დროსაც მათ განმარტეს, რომ შემოსავლები ჰქონდათ კომპანიიდან, რომელიც დაარსა ერთ-ერთმა მათგანმა და ვაჭრობდნენ ტელეფონებით, თუმცა ოფიციალური მაღაზია არ ჰქონდათ და ინტერნეტით ყიდდნენ.
საქართველოს შ--------–---------------------------ს დეპარტამენტის თანამშრომელმა ბ--- მ---------ამ განმარტა, რომ დაევალა შპს ,,დ--–-ტ რ------- კ------ის’’, ხ---–-- ჟ-----, ს-- ჯ--ს, ჰ--- ლ----, ბ---- ჯ--ს, ა----- კ-------ას, ს---- ს-- და ე---–----------- საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების და გადარიცხული თანხების მოძრაობის ანალიზი, ჩამრიცხავი და გადამრიცხავი პირების მითითებით. შპს ,,დ--–- თ--------- კ------ის’’ შემოსავალი ანგარიშზე დაფიქსირდა 4000 აშშ დოლარი და 1044 ლარი, მათ შორის 4000 აშშ დოლარი შეიტანა ს-- ჯ--მ, ასევე 848 ლარი სავაჭრო ობიექტის ბარათით მომსახურებისათვის და კიდევ 191 ლარი, ხოლო 5 ლარი შეიტანა ბ---- ჯ--მ. ბრალდებულებს, მათ შორის ბ---- ჯ--ს ჩარიცხვები ჰქონდა ა––-----, დ---------------------, ა--------–------ და შ------------.
ასევე სს ,,ს----------–--------ის“ ს---------–----–------------------------------------ სამსახურის უფროსის ლ-–- ს--------–--ის ჩვენებით, ბ---------- ამოღებული დოკუმენტებით, თემატური რევიზიის აქტითა და ბრალდებულებისა და შპს ,,დ--–- თ--------- კ------ის“ საბანკო ანგარიშებზე 01.09.2016-31.01.2017 პერიოდში მიღებული თანხების შესახებ ინფორმაციით დადგინდა, რომ კონკრეტულმა პირებმა ,,ს----------–--------ში“ გახსნეს ანგარიშები, მათ შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს - ბ---- ჯ--მ, 2016 წლის 17 ოქტომბერს - ხ---–-- ჟ---მა, 2016 წლის 29 სექტემბერს - ჰ--- ლ---მ, 2016 წლის 28 სექტემბერს - ს-- ჯ--მ, 2018 წლის 17 ოქტომბერს - ა-----ი კ-------ამ, 2016 წლის 10 ოქტომბერს მ-------------- ბ-----------იმ. 2016 წლის 12 ნოემბერს სს ,,ს----------–--------ში“ ანგარიში გახსნა ს-- ჯ--მ, რომელიც ფიქსირდებოდა შპს ,,დ--–- თ--------- კ------ის’’ დირექტორად, დამფუძნებლად და 80 %-იანი წილის მფლობელად. კომპანიის დარჩენილ 10 %-ს ფლობდა - ჰ--- ლ---, 10%-ს კი მ-------------- ბ-----------ი. საქმიანობის სფეროდ დირექტორმა მიუთითა მობილური ტელეფონებით ვაჭრობა, თუმცა კომპანიას უფიქსირდება ნულოვანი ბრუნვა, ანუ არ ხდებოდა არანაირი თანხის მოძრაობა და ტრანზაქციები, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა რაიმე სამეწარმეო საქმიანობასთან. ლ-–- ს--------–--ემ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ კონკრეტულ პირებს ანგარიშები გახსნილი ჰქონდათ დროის მცირე მონაკვეთში, სადაც ერიცხებოდათ დიდი ოდენობით თანხები, გარდა ამისა მათ მიერ შექმნილი კომპანიის საქმიანობას მათივე განმარტებით წარმოადგენდა მობილური ტელეფონებით ვაჭრობა, რეალურად კი კომპანიის ანგარიშზე არანაირი თანხების აკუმულირება არ ხდებოდა, ასევე სხვადასხვა ფიზიკური პირების სახელზე გადმორიცხული ფულადი გზავნილები თავსდებოდა ერთი პირის - ს-- ჯ--ს ანგარიშზე. შესაბამისად, 2016 წლის ნოემბრის დასაწყისში, ფ--------------------------ს სამსახურს მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული პირების შესახებ, 16 ნოემბერს კი მიიღეს შეტყობინება, რომ მოქალაქეები თანხებს თაღლითურად იღებდნენ, კერძოდ, დაზარალებულებს მოტყუებით აგზავნინებდნენ ფულადი გზავნილის სისტემა - ,,მ---------თ“.
გარდა ამისა სასამართლო სხდომაზე თავად ბრალდებულებმა ა----- კ-------ამ, ხ---–-- ჟ---მა, ს-- ჯ--მ და ჰ--- ლ---მ აღიარეს ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და განმარტეს, რომ მოცემულ საქმეში ყველანი ერთად იყვნენ ჩართული, რომ მათთვის ისევე როგორც ჯგუფის წევრ ბ---- ჯ--სთვის პირველივე ეტაპიდან ცნობილი იყო დანაშაულებრივი სქემა და სწორედ ამ დანიშნულებით გახსნეს ანგარიშები სს ,,ს----------–--------ში“, სადაც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები ერიცხებოდათ, რაც გამოჰქონდათ დაუყონებლივ, ვინაიდან რაიმე სახის შეფერხებას არ ჰქონოდა ადგილი, იქიდან გამომდინარე, რომ თანხები იყო უკანონო. ამასთან ჰ--- ლ---მ განმარტა, რომ დანაშაულებრივ სქემას მართავდა თავად და ბრალდებულების სახელზე ჩარიცხული თანხები გადარიცხა ჩ-----–- და ა------------–-.
ამასთან, თანხის წარმომავლობის და გადარიცხვების შესახებ დეტალები ჯგუფის ყველა წევრმა იცოდა.
სასამართლო ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე, როგორიცაა დიდი ოდენობა და ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის (ფულის, ქონების) საერთო ღირებულებას, კონკრეტული დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის მოცულობას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარს ზევით, განსახილველ შემთხვევაში თაღლითურად დაუფლებული თანხის ოდენობა გაცილებით აღემატება ამ მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ ნიშნულს.
რაც შეეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის ჩადენას, საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტი, რომ ბრალდებულები წინასწარ შეკავშირდნენ, ერთობლივად მოქმედებდნენ და მათთვის ცნობილი იყო ქმედების მიზანი - მოტყუებით თანხების მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), ე.ი. უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის, ანდა სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა.
იმავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი უკანონო ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები, რომელიც პირს, მის ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით. იმავე შენიშვნის თანახმად, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება – შემოსავალი 50 000 ლარის ზევით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ტრანსნაციონალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება, რაც განაპირობებს მის განსაკუთრებულ საშიშროებას. ფულის გათეთრება არალეგალური გზებით მიღებული ფულადი სახსრების ან საკუთრების სხვა ფორმების ლეგალიზებას გულისხმობს, ანუ მათი ჩრდილოვანი, არაფორმალური მდგომაროებიდან ფორმალურში გადაყვანას იმისათვის, რომ ამ სახსრებით ღიად სარგებლობა გახდეს შესაძლებელი, სხვაგვარად, რომ ითქვას ხდება ,,ჭუჭყიანი” - შავი ფულის (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული) „გარეცხვა“ - გათეთრება, მოცემულ შემთხვევაში უკანონო გზით მოპოვებული ფული კვალის დაფარვის მიზნით თავსდებოდა ბრალდებულების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე და რამდენიმე ტრანზაქციით თანხის აკუმულირების შემდგომ, ირიცხებოდა საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ფიქტიური დანიშნულებით.
დანაშაულის ობიექტური მხარე ორი ფორმით შეიძლება გამოიხატოს: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ე.ი. უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში, რაც შესაძლებელია გამოიხატოს ქონებით სარგებლობაში, შეძენაში, გადაცემაში ან სხვა მოქმედებაში, მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით ან/და სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სახეს წარმოადგენს ნაღდი ფულის გარდაქმნა სხვა ღირებულებად, მათ შორის უძრავ ქონებად, რომელის შემდგომი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები კანონიერად გამოიყურება.
აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური მხარე, გამოიხატება განზრახვაში. ყველა საერთაშორისო აქტი მიუთითებს, რომ ფულის გათეთრების ქმედების ჩადენისას პირს წინასწარ შეცნობილი უნდა ჰქონდეს, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მიღებული და მიზნად უნდა ისახავდეს მისთვის კანონიერი სახის მიცემას ან/და სხვა პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაში დახმარებას. ქონების დაუსაბუთებელი ან უკანონო სახის შენიღბვის მიზანი, შესაძლებელია ამოძრავებდეს, როგორც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პრედიკატული დანაშაულის ჩამდენს, ასევე სხვა პირსაც, ხოლო მეორე მიზანი, სხვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაში დახმარება გულისხმობს, რომ აღნიშნული მიზანი ამოძრავებს არა იმას, ვინც თავად ჩაიდინა ფულის გათეთრების წინმსწრები დანაშაული, არამედ სხვა პირს, რომელიც დაინტერესებულია, იმით რომ წინარე დანაშაულის ჩამდენმა პირმა თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას. საერთაშორისო აქტების თანახმად უბრალო ინფორმირებულობაც კი იმის შესახებ, რომ ქონება უკანონო გზითაა შეძენილი, საკმარისია, სუბიექტური მხარის დასასაბუთებლად.
ევროსაბჭოს 1990 წლის 8 ნოემბრის ,,ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ” სტრასბურგის კონვენცია აფართოებს უკანონო შემოსავლის ცნებას და აცხადებს, რომ უკანონო შემოსავალი არის სისხლის სამართლის დანაშაულიდან მიღებული ნებისმიერი ეკონომიკური სიკეთე, იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ქონებას, რომელიც არის ნებისმიერი სახის ნივთიერი ან არანივთიერი, მოძრავი ან უძრავი. ასევე მოიცავს სამართლებრივ დოკუმენტებს ან აქტებს, რომლებიც ადასტურებენ ამგვარ ქონებაზე უფლებას. აღნიშნული კონვენცია ხელმომწერი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს, რომ შიდა სამართლებრივად დასჯადად გამოაცხადონ ყველა ქმედება, რაც წარმოადგენს ქონების კონვერსიას ან გადაცემას, როდესაც პირმა იცის, რომ ასეთი ქონება არის უკანონო შემოსავალი, იმ მიზნით, რომ დაიფაროს ან შეინიღბოს ქონების არაკანონიერი წარმომავლობა, ან დახმარება გაეწიოს ძირითადი დანაშაულის ჩადენაში ჩარეულ ნებისმიერ პირს, მისი ქმედების იურიდიული შედეგების თავიდან აცილებაში. გარდა ამისა, აღნიშნულში ასევე მოიაზრება ქონების ნამდვილი ბუნების წყაროს, ადგილმდებარეობის, განკარგვის, გადაადგილების მასზე ან მის ფლობაზე უფლებების დამალვა, როდესაც შესაბამისმა პირმა იცის, რომ ეს ქონება არის უკანონო შემოსავალი, ქონების შეძენა, ფლობა, გამოყენება, როდესაც პირმა ქონების მიღების დროს იცის, რომ ასეთი ქონება არის უკანონო შემოსავალი, აღნიშნულ ქმედებების ჩადენაში მონაწილეობის მიღება, ჩადენისათვის ჯგუფში გაერთიანება ან კონსპირაცია, ჩადენის მცდელობა, ან ჩადენაში დახმარება, წაქეზება, ხელის შეწყობა და რჩევების მიცემა.
ფულის გათეთრება, მოიცავს ოპერაციათა რთულ ერთობლიობას, რომლის მიზანია ფინანსური აქტივების წყაროს იმგვარად შენიღბვა, რომ შემდეგში ასეთი აქტივების გამოყენება კომპრომეტაციის გარეშე იყოს შესაძლებელი. ფულის გათეთრება იყოფა შემდეგ სამ ეტაპად: განთავსება, დანაწევრება, ინტეგრაცია. თუმცა ოპერაციათა სირთულიდან გამომდინარე ზღვარის გავლება ამ ეტაპებს შორის საკმაოდ რთულია და დამოკიდებულია ფულის ,,გამთეთრებელი“ პირის ან/და ჯგუფის ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზანია შემოსავლის უკანონო წარმოშობის დაფარვა, რისთვისაც დამნაშავემ შეიძლება განახორციელოს არაერთი ქმედება და გამოიყენოს არაერთი საშუალება. პირველ ეტაპზე იმალება დანაშაულის შედეგად მიღებული ფულის წარმომავლობა, შემდეგ კი ხდება ქონებიდან გარკვეული შემოსავლის მიღება. მოცემული დანაშაული თავისი ხასიათიდან გამომდინარე არის სოციალურად საშიში, ვინაიდან იგი წარმოადგენს დანაშაულის დაფარვის ერთ-ერთ საშუალებას, კერძოდ პირი, რომელიც სჩადის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, იმავდროულად ახდენს მის ან სხვა პირის მიერ პირველად (უკვე ჩადენილ) უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების დაფარვას, საკუთარი ან სხვისი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ ბ---- ჯ--სა და სხვა ბრალდებულების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას წინ უსწრებდა მათ მიერ ჩადენილი არაერთი პრედიკატი დანაშაული: კონკრეტულ დაზარალებულების მოტყების გზით ფულადი სახსრების მათ ანგარიშებზე გადმორიცხვა სწრაფი გზავნილების საშუალებით. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბანკიდან მიღებული ინფორმაციით - აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბ---- ჯ--, ჰ--- ლ---, ხ---–-- ჟ---ი,ს-- ჯ--, ა-----ი კ-------ა, სხვა პირებთან ერთად 106 (ას ექვსი) ტრანზაქციის შედეგად ჯამში თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ - 183 136 აშშ დოლარს და 3 529 ევროს. აღნიშნული უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით კი სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით ჩარიცხვის შემდგომ, თავდაპირველად გადაიტანეს მათ პირად საბანკო ანგარიშებზე, შემდგომში კვალის დაფარვის მიზნით, კვლავ განათავსეს მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე და რამდენიმე ტრანზაქციის შედეგად თანხის აკუმულირების შემდგომ, გადარიცხეს საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ფიქტიური დანიშნულებით, რითაც მოახდინეს თაღლითური გზით მიღებული ფულადი თანხიდან 153 076 აშშ დოლარის და 1397 ევროს ლეგალიზაცია.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ბ---- ჯ--მ სხვა პირებთან ერთად თაღლითურად, ცრუ ინფორმაციისა და დაზარალებულების პირადი მონაცემების მოპოვების გზით მიიღო თანხები, შეუსრულებელი (არარსებული) მომსახურებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ, აღნიშნულ უკანონოდ მიღებულ თანხებს მრავალჯერადი ტრანზაქციებით მისცეს კანონიერი სახე. აქვე მნიშვნელოვანია დაზარალებულების განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ ფულადი თანხების გადარიცხვისას მათთან კონტაქტში მყოფი პირებისგან მიიღეს მითითება, რომ სწრაფი ფულადი გზავნილის ,,მ---------ს“ მომსახურე პერსონალისათვის არ უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ თანხას იხდიდნენ მიღებული მომსახურებისთვის, კითხვების არსებობის შემთხვევაში კი უნდა ეთქვათ, რომ თანხებს ურიცხავდნენ მეგობრებს. დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული პირები სწორედ ამ ხერხით ცდილობდნენ მათი დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვას, რათა არ მომხდარიყო სქემის გაშიფვრა. ამასთან, როგორც აღინიშნა, ისინი ჩარიცხულ თანხების მინიმალურ დროში ათვისებას ცდილობდნენ, რადგან თანხების არაკანონიერი ბუნებიდან გამომდინარე ქონდათ მოლოდინი, რომ მათზე წვდომა შეეზღუდებოდათ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულების ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ ბ---- ჯ-- ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად დაზარალებული პირების შეცდომაში შეყვანის გზით სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდა სწრაფ ფულად გზავნილებს, რაც მათ გადაჰქონდათ საკუთარ ანგარიშებზე, რის შემდეგაც მიღებული თანხებს ძირითად ათავსებდნენ შპს ,,დ--–- თ--------- კ------ის“ დირექტორის ს-- ჯ--ს ანგარიშზე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით კი თანხები ირიცხებოდა სხვადასხვა ქვეყნებში.
სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის პოზიციას, რომ ბრალდებულმა ბ---- ჯ--მ სხვა ბრალდებულებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლისას ანგარიში გახსნა პირადი მიზნებისთვის, სადაც ურიცხავდნენ თანხებს, ისე რომ მისთვის ცნობილი არ იყო მისი წარმომავლობის შესახებ, მას არ ჰქონია არანაირი წინასწარი შეთანხმება საბანკო ანგარიშის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების მისაღებად და იგი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან და ემსახურება ბრალდებულისათვის მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. ამასთან, ყოველგვარ აზრს მოკლებულია დაცვის მხარის განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ დღეის მდგომარეობით თითქოს პრობლემას არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის დაბრუნების მოთხოვნა, იმაზე მინიშნებით, რომ მოცემულ შემთხვევაშიც შეეძლოთ დაზარალებულებს მოეთხოვათ ფულის დაბრუნება. თუმცა, რასაკვირველია, თანხების უკან დაბრუნება (რაც არ მომხდარა) თავისთავად, არ გამორიცხავს ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს სამართლებრივი დახმარების ფარგლებში დაზარალებულების მიერ მიცემული ჩვენებები მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მოცემული დოკუმენტები არ არის შედგენილი საქართველოში მოწმეთა გამოკითხვისათვის დადგენილი სტანდარტით. დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, მოცემული მოწმეების მიერ გაცხადებული ჩვენებების საწინააღმდეგოდ, მითუფრო მოწოდებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება სს ,,ს----------–--------იდან“ ამოღებულ ტრანზაქციებს და სხვა მოწმეთა ჩვენებებს და ისინი მოპოვებულია საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი დახმარების ფარგლებში კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით კანონის სრული დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია, შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს ბრალდების ამ ნაწილში რაიმე კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია, დაცვის მხარე ვერ განმარტავს თუ რატომ ერიცხებოდა თანხები ბრალდებულს, ან/და რატომ მონაწილეობდა მოცემულ სქემაში, თუ არ ფლობდა კონკრეტულ ინფორმაციას.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ბ---- ჯ--მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 06-დან 09 წლამდე. მანვე, ჩაიდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 09-12 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასამართლო მხედველობაში იღებს მოცემულ საქმეში ბრალდებულის როლს და ფუნქციებს, რითაც უნდა შეფასდეს მისი ქმედებები და მოხდეს სასჯელის ინდივიდუალიზაცია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ბ---- ჯ--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები მაღალი სოციალური საშიშროებისაა და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებითაც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ბ---- ჯ--ს გამოსწორება შეუძლებელია საზოგადეობისაგან მისი იზოლაციის გარეშე და შესაბამისად, ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბ---- ჯ--ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 50.000 (ორმოცდაათიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ---- ჯ-- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 50.000(ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ბ---- ჯ--ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 50.000 (ორმოცდაათიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ბ---- ჯ--ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან და დაკავებისთანავე შესახლებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
ბ---- ჯ--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 2016 წლის 15 ნოემბერს N------ საქართველოს ფ---------------------------------------ს წერილით მოწოდებული 01 ცალი CD-R დისკი, 2016 წლის 18 ნოემბრის N------ საქართველოს ფ---------------------------------------ს წერილით მოწოდებული 01 ცალი CD-R დისკი, 2017 წლის 20 ივნისს ლ. ს----------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს დოკუმენტის გასვლის ბარათი, მოწოდებული 2017 წლის 13 ივნისს ლ. ს----------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს N---------- წერილზე თანდართული ამოღებული და აღდგენილი ინფორმაცია ჩაწერილი 18 (თვრამეტი) ცალ DVD დისკზე, 2017 წლის 18 ივლისის დათვალიერების ოქმით დათვალიერებული დოკუმენტაცია ჩაწერილი 01 ცალ CD-R დისკზე, 2017 წლის 20 ივლისის დათვალიერების ოქმით დათვალიერებულ დოკუმენტაცია ჩაწერილი 01 ცალ CD-R დისკზე, 2017 წლის 21 ივლისის დათვალიერების ოქმით დათვალიერებული დოკუმენტაცია ჩაწერილი 01 ცალ CD-R დისკზე, 2017 წლის 21 ივლისის N-------- საქართველოს მ---------------------------- ს--------–--------------------–----------------------------------–-------------------------ს სამმართველოს მომართვის წერილით მიღებული (კანადის კომპეტენტური ორგანოდან გამოგზავნილი) 01 ცალი მეხსიერების ბარათი, 2017 წლის 24 ივლისის N-------- საქართველოს მ---------------------------- ს--------–--------------------–----------------------------------–-------------------------ს სამმართველოს მომართვის წერილით მიღებული (კანადის კომპეტენტური ორგანოდან გამოგზავნილი) 02 ცალი CD დისკი, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე