გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
330210018002420670
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1-----1-

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 201- წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე- ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი

 

მოსარჩელეები - ს----ო თ--------ძე, ლ--------ი ჩ-----------ძე, ჯ----–ი შ-----–ია

წარმომადგენელი - ნ-----რ ყ----–---–ი

 

მოპასუხე - ნ-----რ ს--------–-ძე

წარმომადგენლები - ზ------- ბ----–--ე, ა-----ნ ბ---------–ი

 

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს საზიარო უფლება მისამართზე თბილისი, დიღმის ს--–---–---ს-–----–ი მეურნეობა (ქ--–-------) მიწის საერთო ფართობი 1--- კვ/მ, საკადასტრო კოდით 7----------- და ნ-----რ ს--------–-ძეს მიეკუთვნოს ¼ წილის შესაბამისი ფართი - 3-- კვ.მ, ხოლო ლ--------ი ჩ-----------ძეს, ს----ო თ--------ძესა და ჯ----– შ-----–იას - ¾ წილის შესაბამისი ფართი - 9-- კვ/მ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 201- წლის 4-------–ს გაცემული №0-------- დასკვნის I ვარიანტის შესაბამისად.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ მხარეებს გააჩნიათ თანასაკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთზე, მდებარე თბილისი, დიღმის ს--–---–-- ს-–----–ი მეურნეობა (ქ--–-------), საერთო ფართობი 1---,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 7-----------.

 

201- წლის 11 აპრილს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთზე შესრულებული იქნა მიწის გამიჯვნის ორი შესაძლო ვარიანტი, რომელთაგან მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე მხარისათვის მისაღები იქნება პირველი ვარიანტი, ვინაიდან სახლთან მისასვლელი გზა შეუნარჩუნდება, რომლის თანახმად, მიწის საერთო ფართობიდან 1--- კვადრატიდან ლ--------ი ჩ-----------ძეს, ს----ო თ--------ძესა და ჯ----– შ-----–იას გამოეყოფათ მათი კუთვნილი მიწა ფართობით 9-- კვ/მეტრი, ხოლო ნ-----რ ს--------–-ძეს გამიჯვნის შედეგად პირად საკუთრებაში დარჩება კუთვნილი მიწის ნაკვეთის ¼ წილი, 3-- კვ.მ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეები შეცდომით არიან შეყვანილი საჯარო რეესტრის ამონაწერში. მოპასუხემ მიმართა საკუთრების ლეგალიზების კომისიას და შემდეგ საქართველოს პროკურატურას, სადაც კომისიის განმარტებით გადაცემული იყო საქმის მასალები. 2017 წლის 12 ივლისს მოპასუხემ მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შეცდომით დაფიქსირებული გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. უძრავი ქონება მდებარე, თბილისი, დიღმის სასწ. ს-–----–ი მეურნეობა, ქ--–-------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 7-----------, დაზუსტებული ფართობი 1---,00 კვ.მ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ირიცხება ლ--------ი ჩ-----------ძის, ჯ----– შ-----–იას, ს----ო თ--------ძისა და ნ-----რ ს--------–-ძის საკუთრებაში.

 

მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა მოსარჩელეთა მესაკუთრეობის ფაქტი და საჯარო რეესტრის მონაცემის სისწორე. მიუთითა რა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ოქმისა და მის საფუძველზე გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საკუთრების უფლების მოწმობის რეესტრის მონაცემებთან შეუსაბამობაზე და მოსარჩელის მესაკუთრეებად არასწორად აღრიცხვის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1-3-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის 3---ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მოპასუხე მხარემ განსახილველი დავის ფარგლებში ვერ უზრუნველყო რეესტრის მონაცემების საწინააღმდეგო გარემოებების დადასტურება.

 

შესაბამისად, სასამართლო იზიარებს წარმოდგენილ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან და მიიჩნევს, რომ საკადასტრო კოდით 7----------- რეგისტრირებულ, დაზუსტებული ფართობის 1---,00 კვ.მ მქონე ნაკვეთის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ლ--------ი ჩ-----------ძე, ჯ----– შ-----–ია, ს----ო თ--------ძე და ნ-----რ ს--------–-ძე.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 200- წლის 2- დ------რი. მოპასუხეს მოსარჩელეთა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლო წესით ამ დრომდე სადაოდ არ გაუხდია.

 

3.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1-------1- წლის №0-------- დასკვნის თანახმად, „თბილისში, დიღმის სასწ. ს-–----–ი მეურნეობაში, ქ--–-------ზე მდებარე, 7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1---,00 კვ.მ, ნაკვეთის გამიჯვნა, ¼ და ¾ წილების შესაბამისად (ლ--------ი ჩ-----------ძე, ჯ----– შ-----–ია და ს----ო თ--------ძე ¾ წილი და ნ-----რ ს--------–-ძე ¼ წილი), ტექნიკური თვალსაზრისით, მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაძლებელია ორი ვარიანტით, ისე როგორც ეს დანართ №- და №2-ზეა ნაჩვენები.

 

I და II ვარიანტებით გაყოფის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის 1--- კვ.მ ფართიდან ლ-------- ჩ-----------ძეს, ჯ----– შ-----–იასა და ს----ო თ--------ძეს შესაძლებელია გამოეყოს მათი კუთვნილი 2/4 წილის შესაბამისი 9-- კვ.მ ფართი (იხ. დანართ №--ზე და №2-ზე ყვითელი ფერით ნაჩვენები), ხოლო ნ-----რ ს--------–-ძეს შესაძლებელია გამოეყოს მისი კუთვნილი ¼ წილის შესაბამისი 3-- კვ.მ ფართი (იხ. დანართ №--ზე და №2-ზე ლურჯი ფერით ნაჩვენები). I ვარიანტით გამიჯვნის შემთხვევაში საჭირო გახდება ლ--------ი ჩ-----------ძეს, ჯ----– შ-----–იასა და ს----ო თ--------ძის გამიჯნული მიწის ნაკვეთის ფართთან დამოუკიდებელი ნორმალური ექსპლუატაციის პირობებისათვის დამაკმაყოფილებელი მისასვლელი გზის მოწყობა, ხოლო II ვარიანტით გამიჯვნის შემთხვევაში საჭირო გახდება ნ-----რ ს--------–-ძის გამიჯნულ მიწის ნაკვეთის ფართთან დამოუკიდებელი ნორმალური ექსპლუატაციის პირობებისათვის დამაკმაყოფილებელი მისასვლელი გზის მოწყობა“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.0-.2013 წლის №--------- დასკვნა (ს.ფ. 67-78).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 173-ე, 953-ე, 954-ე, 961-ე, 963-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილი. აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამასთან, საკუთრება წარმოადგენს პირთა აბსოლუტურ უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქონების ამა თუ იმ პირზე კუთვნილებას უნდა აცნობიერებდეს არა მარტო ამ ნივთის მფლობელი, არამედ ყველა დანარჩენი მესამე პირი. ეს წინაპირობები აუცილებელია იმისათვის, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონებასთან თავისუფალი ურთიერთობების განხორციელება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საზიარო უფლება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მონაწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას. თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა - სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეები არიან საზიარო საგნის თანამესაკუთრეები, შესაბამისად, მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის (საზიარო უფლებები) წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. საზიარო უფლების გაუქმება კანონით გარანტირებული უფლებაა. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი), რასაც მოცემულ შემთხვევაში ითხოვენ მოსარჩელეები და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმება კანონით გარანტირებული უფლებაა. იგი მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებათა რანგშია აყვანილი იმ თვალსაზრისით, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადას არ ექვემდებარება, ამასთან, პატივსადები ინტერესის არსებობის შემთხვევაში მისი მოთხოვნა მაშინაც შეიძლება, როდესაც შეთანხმებით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით გამორიცხულია. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით,- გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად და ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (იხ, სუსგ, საქმეზე №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად საზიარო საგანი შესაძლებელია დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ტექნიკური ვარიანტების გათვალისწინებით. იმის გათვალისწინებით, რომ საზიარო საგანი წარმოადგენს არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი გაყოფის შემთხვევაში საზიარო საგანი არ დაკარგავს თავის ფუნქციურ დანიშნულებას. ამასთან, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მასზედ, რომ პირველი ვარიანტით გაყოფის შემთხვევაში გათვალისწინებულია მოპასუხის ინტერესები. კერძოდ, 201- წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს მოთხოვნა და მოითხოვეს პირველი ვარიანტით გაყოფა, ამასთან წარმოადგინეს ორთოფოტო, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხის სახლის მიმდებარედ სწორედ ეს ნაკვეთი მდებარეობს და ასეთი გაყოფა მოპასუხის ინტერესებშია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაძლებელია თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლა და საზიარო უფლების ნატურით გაუქმება მოსარჩელეთა მოთხოვნის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ, სახეზეა, სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, უნდა გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე - მდებარე თბილისი, დიღმის სასწ. ს-–----–ი მეურნეობა, ქ--–-------, 7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 1---,00 კვ.მ, ნაკვეთზე მოსარჩელეების ლ--------ი ჩ-----------ძის, ჯ----– შ-----–იასა და ს----ო თ--------ძის ¾ წილის გამოყოფით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1-------1- წლის №0-------- დასკვნის თანახმად: მიწის ნაკვეთის 1--- კვ.მ ფართიდან ლ-------- ჩ-----------ძეს, ჯ----– შ-----–იასა და ს----ო თ--------ძეს შესაძლებელია გამოეყოს მათი კუთვნილი 3-- წილის შესაბამისი 9-- კვ.მ ფართი (იხ. დანართ №--ზე ყვითელი ფერით ნაჩვენები), ხოლო ნ-----რ ს--------–-ძეს შესაძლებელია გამოეყოს მისი კუთვნილი ¼ წილის შესაბამისი 3-- კვ.მ ფართი (იხ. დანართ №--ზე ლურჯი ფერით ნაჩვენები (I ვარიანტი)).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ს----ო თ--------ძის, ლ--------ი ჩ-----------ძისა და ჯ----– შ-----–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ნივთზე მდებარე თბილისი, დიღმის სასწ. ს-–----–ი მეურნეობა, ქ--–-------, 7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 1---,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელეებს - ლ--------ი ჩ-----------ძეს, ჯ----– შ-----–იასა და ს----ო თ--------ძეს მიწის ნაკვეთის 1--- კვ.მ ფართიდან გამოეყოთ მათი კუთვნილი 3-- წილის შესაბამისი 9-- კვ.მ ფართი (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1-------1- წლის №0-------- დასკვნის დანართ №--ზე ყვითელი ფერით ნაჩვენები), ხოლო ნ-----რ ს--------–-ძეს გამოეყოს მისი კუთვნილი ¼ წილის შესაბამისი 3-- კვ.მ ფართი (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1-------1- წლის №0-------- დასკვნის დანართ №--ზე ლურჯი ფერით ნაჩვენები (მიწის ნაკვეთის გამიჯვნის I ვარიანტი)).

 

3. მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე