გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
330210018002470091
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №2/15899-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ო

წარმომადგენელი - ნ---- წ---–-----ი

 

მოპასუხე - სსიპ ი------–--------------------------–---------–-------–---------–---–--------------–-----------------ი

წარმომადგენელი - ს--–---- მ-------–ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სსიპ ი------–--------------------------–---------–-------–--ას - ს--–---–--------------–----------------ს მოსარჩელე სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 4553 ლარის გადახდა.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოპასუხემ 2015 წლის 11 მარტს წერილით მიმართა ს----------–----------------------------–---------ს თხოვნით სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, მსჯავრდებულ დ---------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით. შესაბამისი საექსპერტო კვლევების საფუძველზე ს----------–----------------------------–---------ში 2015 წლის 19 ივნისს მომზადდა ექსპერტის დასკვნა, რომელიც 2015 წლის 08 ივლისს ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მითითებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური განისაზღვრა 2008 ლარის ოდენობით. შემსყიდველს საექსპერტო მომსახურების საფასური დღემდე არ აქვს გადახდილი.

 

მითითებულ პერიოდში საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის დადგენილებით დამტკიცებული ს----------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფებით. ექსპერტის მიერ მომზადებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად იყო გამოყენებული ტარიფების 377-ე კოდი, რომელიც ითვალისწინებს საექსპერტო მომსახურების საფასურს ცოცხალი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისთვის მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობით. ექსპერტის მიერ მოწვეულ იქნა ორი სპეციალისტი, ამასთან, გამოსაკვლევ პირს ჩაუტარდა დასკვნის მომზადებისთვის შესაბამისი კვლევები, რამაც შეადგინა 1608 ლარი. საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასურმა შეადგინა საერთო ჯამში 2008 ლარი.

 

მოსარჩელ მხარის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მოპასუხე მხარემ 2015 წლის 13 მაისის წერილით მიმართა ს----------–----------------------------–---------ს თხოვნით სასაქონლო, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. შესაბამისი, საექსპერტო კვლევების საფუძველზე ს----------–----------------------------–---------ში 2015 წლის 29 ივნისს მომზადდა ექსპერტის დასკვნა, რომელიც 2015 წლის 02 ივლისს ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მითითებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური განისაზღვრა 360 ლარის ოდენობით. შემსყიდველს საექსპერტო მომსახურების საფასური დღემდე არ აქვს გადახდილი.

 

მითითებულ პერიოდში საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის დადგენილებით დამტკიცებული ს----------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფებით. ექსპერტის მიერ მომზადებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად იყო გამოყენებული ტარიფი 257-ე, 434-ე და 433-ე კოდები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საექსპერტო მომსახურების საფასურმა საერთო ჯამში შეადგინა 360 ლარი.

 

მოპასუხე მხარემ 2015 წლის 27 მაისის წერილით მიმართა ს----------–----------------------------–---------ს თხოვნით სასაქონლო, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

 

შესაბამისი საექსპერტო კვლევების საფუძველზე ს----------–----------------------------–---------ში 2015 წლის 08 ივლისს მომზადდა ექსპერტის დასკვნა, რომელიც 2015 წლის 10 ივლისს ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მითითებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური განისაზღვრა 900 ლარის ოდენობით. შემსყიდველს საექსპერტო მომსახურების საფასური დღემდე არ აქვს გადახდილი.

 

მითითებულ პერიოდში საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის #--- დადგენილებით დამტკიცებული ს----------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფებით. ექსპერტის მიერ მომზადებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად იყო გამოყენებული 257-ე, 260-ე და 433-ე კოდები. საექსპერტო მომსახურების საფასურმა საერთო ჯამში შეადგინა 900 ლარი.

 

მოპასუხე მხარემ 2015 წლის 05 ივნისის წერილით მიმართა ს----------–----------------------------–---------ს თხოვნით სასაქონლო, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

 

შესაბამისი საექსპერტო კვლევების საფუძველზე ს----------–----------------------------–---------ში 2015 წლის 21 ივლისს მომზადდა ექსპერტის დასკვნა, რომელიც 2015 წლის 23 ივლისს ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მითითებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური განისაზღვრა 440 ლარის ოდენობით. შემსყიდველს საექსპერტო მომსახურების საფასური დღემდე არ აქვს გადახდილი.

 

მითითებულ პერიოდში საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის #--- დადგენილებით დამტკიცებული ს----------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფებით. ექსპერტის მიერ მომზადებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად იყო გამოყენებული 434-ე, 257-ე, 433-ე და 260-ე კოდები. საექსპერტო მომსახურების საფასურმა საერთო ჯამში შეადგინა 440 ლარი.

 

მოპასუხე მხარემ 2015 წლის 17 ივნისის წერილით მიმართა ს----------–----------------------------–---------ს თხოვნით სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, მსჯავრდებულ ი-–--------------ის გამოკვლევის მიზნით. შესაბამისი საექსპერტო კვლევების საფუძველზე ს----------–-------------------------–---------ში 2015 წლის 13 ივლისს მომზადდა ექსპერტის დასკვნა, რომელიც 2015 წლის 15 ივლისს ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მითითებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური განისაზღვრა 845 ლარის ოდენობით. შემსყიდველს საექსპერტო მომსახურების საფასური დღემდე არ აქვს გადახდილი.

 

მითითებულ პერიოდში საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის #--- დადგენილებით დამტკიცებული ს----------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფებით. ექსპერტის მიერ მომზადებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად იყო გამოყენებული 430-ე კოდი. საექსპერტო მომსახურების საფასურმა საერთო ჯამში შეადგინა 845 ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, საერთო ჯამში მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 4 553 ლარს, რომელიც დღემდე ანაზრაურებული არ არის (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ ი------–--------------------------–---------–-------–--ას - ს--–---–--------------–----------------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ექსპერტის მიერ ექსპერტის დასკვნაზე ხელმოწერის შესრულებისა და შემსყიდველისათვის სათანადო წესით ექსპერტის დასკვნის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შემსყიდველი მის მიერ შედგენილ საგადასახადო დოკუმენტებში მიუთითებს მიმწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის ნომერს, რომლის მიხედვითაც შემსყიდველი გადარიცხავს გაწეული მომსახურების ღირებულების საფასურს. ამ მიზნით შემსყიდველის მიერ თავისი მომსახურე ბანკისათვის წარდგენილ საგადასახადო დავალების გრაფაში: ,,გადახდის დანიშნულება“, უნდა იყოს მითითებული მიმწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი, რომლის მიხედვითაც ხდება ფულადი თანხის გადარიცხვა.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს საექსპერტო სამუშაო (დასკვნა) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გადაცემის (მათ შორის ელექტრონული ფორმით) შემდეგ.

 

სსიპ ლ----------------–ის ს----–----ს ს----------–----------------------------–---------ს შესაბამისი მოთხოვნისამებრ შესრულებული საექსპერტო დასკვნების ჩაბარების შემდეგ არ წარმოუდგენია მოპასუხისთვის მიმწოდებლის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი ნომრით, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა შემსყიდველის მხრიდან დასკვნის საფასურის გადახდის წინაპირობას, ვინაიდან სწორედ ანგარიშ-ფაქტურაში მოცემული ნომერი უნდა მიეთითებინა მას საგადასახადო დავალების შესაბამის გრაფაში ,,გადახდის დანიშნულება“. აღნიშნულიდან გამომდინარე თავად მიმწოდებლის მიერ იქნა დარღვეული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ექსპერტიზის თანხების გადარიცხვის თაობაზე. აღნიშნული საფუძველზე მოპასუხე მხარე წარმოდგენილ სარჩელეს არ სცნობდა (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2014 წლის 30 დეკემბერს, სსიპ ლ----------------–ის ს----–----ს ს----------–----------------------------–---------ს და ს----------–-----------–---------–-----------------–--------------------------–---------–--------------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ,,სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #--- დადგენილებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული საექსპერტო მომსახურების გაწევა, ექსპერტის დასკვნის ან აქტის დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 26-31)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. ს----------–-----------–---------–-----------------–--------------------------–---------–--------------------მა 2015 წლის 11 მარტს წერილით მიმართა ს----------–----------------------------–---------ს თხოვნით სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, მსჯავრდებულ დ---------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისა და შეფასების მიზნით.

 

შესაბამისი საექსპერტო კვლევების საფუძველზე ს----------–----------------------------–---------ში 2015 წლის 19 ივნისს მომზადდა ექსპერტის დასკვნა, რომელიც 2015 წლის 08 ივლისს ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს - ს----------–-----------–---------–-----------------–--------------------------–---------–--------------------ის შესაბამისი პირის მიერ.

 

საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 08 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მითითებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური განისაზღვრა 2008 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ს----------–-----------–---------–-----------------–---------------ომ წერილები (ს.ფ. 32-34)

- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს წერილები (ს.ფ. 35-42)

- ექსპერტიზის დასკვნა #--------- (ს.ფ. 44-50)

- მიღება-ჩაბარების აქტი #---------- (ს.ფ. 51)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. ს----------–-----------–---------–-----------------–---------------ომ 2015 წლის 13 მაისის წერილით მიმართა ს----------–----------------------------–---------ს თხოვნით სასაქონლო, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. შესაბამისი, საექსპერტო კვლევების საფუძველზე ს----------–----------------------------–---------ში 2015 წლის 29 ივნისს მომზადდა ექსპერტის დასკვნა, რომელიც 2015 წლის 02 ივლისს ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მითითებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური განისაზღვრა 360 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 13/05/2015 წლის წერილი (ს.ფ. 51)

- ექსპერტიზის 2015 წლის 29 ივნისის დასკვნა #--------- (ს.ფ. 54-58)

- 29/06/2015 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 59)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.4. ს----------–-----------–---------–-----------------–---------------ომ 2015 წლის 27 მაისის წერილით მიმართა ს----------–----------------------------–---------ს თხოვნით სასაქონლო, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

 

შესაბამისი საექსპერტო კვლევების საფუძველზე ს----------–----------------------------–---------ში 2015 წლის 08 ივლისს მომზადდა ექსპერტის დასკვნა, რომელიც 2015 წლის 10 ივლისს ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

 

საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად მითითებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური განისაზღვრა 900 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 273/05/2015 წლის წერილი (ს.ფ. 60)

- ექსპერტიზის 2015 წლის 08 ივლისის დასკვნა #--------- (ს.ფ. 62-67)

- 08/07/2015 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 67)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.5. ს----------–-----------–---------–-----------------–---------------ომ 2015 წლის 05 ივნისის წერილით მიმართა ს----------–----------------------------–---------ს თხოვნით სასაქონლო, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

 

შესაბამისი საექსპერტო კვლევების საფუძველზე ს----------–----------------------------–---------ში 2015 წლის 21 ივლისს მომზადდა ექსპერტის დასკვნა, რომელიც 2015 წლის 23 ივლისს ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

 

საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მითითებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური განისაზღვრა 440 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 05/06/2015 წლის წერილი (ს.ფ. 69)

- ექსპერტიზის 2015 წლის 21 ივლისის დასკვნა #--------- (ს.ფ. 70-76)

- 21/07/2015 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 77)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.6. ს----------–-----------–---------–-----------------–---------------ომ 2015 წლის 17 ივნისის წერილით მიმართა ს----------–----------------------------–---------ს თხოვნით სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, მსჯავრდებულ ი-–--------------ის გამოკვლევის მიზნით. შესაბამისი საექსპერტო კვლევების საფუძველზე ს----------–-------------------------–---------ში 2015 წლის 13 ივლისს მომზადდა ექსპერტის დასკვნა, რომელიც 2015 წლის 15 ივლისს ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

 

საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მითითებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური განისაზღვრა 845 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 17/06/2015 წლის წერილი (ს.ფ. 78-79)

- ექსპერტიზის 2015 წლის 13 ივლისის დასკვნა #--------- (ს.ფ. 82-87)

- 13/07/2015 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 88)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.7. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად, მიიჩნევს, რომ მოპასუხე სსიპ ი------–--------------------------–---------–-------–--ა - ს--–---–--------------–-----------------ს მოსარჩელე სსიპ ლ----------------–ის ს----–----ს ს----------–----------------ს მიმართ, გაწეული მომსახურების ღირებულება, რაც მთლიანობაში შეადგენს 4553 ლარს, შესრულებული არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 26-31)

- ს----------–-----------–---------–-----------------–---------------ომ წერილები (ს.ფ. 32-34)

- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს წერილები (ს.ფ. 35-42)

- ექსპერტიზის დასკვნა #--------- (ს.ფ. 44-50)

- მიღება-ჩაბარების აქტი #---------- (ს.ფ. 51)

- 13/05/2015 წლის წერილი (ს.ფ. 51)

- ექსპერტიზის 29.06.2015 წლის დასკვნა (ს.ფ. 54-58)

- 29/06/2015 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 59)

- 273/05/2015 წლის წერილი (ს.ფ. 60)

- ექსპერტიზის 08.07.2015 წლის დასკვნა (ს.ფ. 62-67)

- 08/07/2015 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 67)

- 05/06/2015 წლის წერილი (ს.ფ. 69)

- ექსპერტიზის 21.07.2015 წლის დასკვნა (ს.ფ. 70-76)

- 21/07/2015 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 77)

- 17/06/2015 წლის წერილი (ს.ფ. 78)

- ექსპერტიზის 13.07.2015 წლის დასკვნა (ს.ფ. 82-87)

- 13/07/2015 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 88)

- 17/06/2015 წლის წერილი (ს.ფ. 78)

- ექსპერტიზის 13.07.2015 წლის დასკვნა (ს.ფ. 82-87)

- 13/07/2015 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 88)

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 120-121)

- შეთანხმების აქტი (ს.ფ. 122)

- 2015 წლის27 ივლისის წერილი (ს.ფ. 123)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლები

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ ლ----------------–ის ს----–----ს ს----------–----------------------------–---------ს და ს----------–-----------–---------–-----------------–---------------ოს შორის დაიდო ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ,,სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #--- დადგენილებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული საექსპერტო მომსახურების გაწევა, ექსპერტის დასკვნის ან აქტის დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ გაცემა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ლ----------------–ის ს----–----ს ს----------–----------------------------–---------ს შესაბამისი მოთხოვნისამებრ შესრულებული საექსპერტო დასკვნების ჩაბარების შემდეგ არ წარმოუდგენია მოპასუხისთვის მიმწოდებლის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი ნომრით, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა შემსყიდველის მხრიდან დასკვნის საფასურის გადახდის წინაპირობას, ვინაიდან სწორედ ანგარიშ-ფაქტურაში მოცემული ნომერი უნდა მიეთითებინა მას საგადასახადო დავალების შესაბამის გრაფაში ,,გადახდის დანიშნულება“. აღნიშნულიდან გამომდინარე თავად მიმწოდებლის მიერ იქნა დარღვეული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ექსპერტიზის თანხების გადარიცხვის თაობაზე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, როგორიცაა, ს--------------დმი გაგზავნილი წერილები, ექსპერტიზის დასკვნები და მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები, ცალსახად დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ კეთილსინიდისიერად და ჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულების პირობები, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ კი მიღებული იქნა მოსარჩელის მიერ შესრულებული ზემოაღნიშნული ხუთივე ექსპერტიზის დასკვნა. სსიპ ლ----------------–ის ს----–----ს ს----------–----------------ს ეროვნულმა ბიურომ მოპასუხეს გაუწია ის მომსახურება, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, ხოლო აღნიშნული მომსახურების საფასური ექსპერტიზის ბიუროს მიღებული არ აქვს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს მოპასუხე მხარე იყო ს----------–-----------–---------–----------------–----------------- და ამჟამად მისი უფლებამონაცვლედ კანონის შესაბამისად განისაზღვრა სსიპ საქართველოს ი------–--------------------------–---------–-------–---------–---–--------------–-----------------ი, აღნიშნული არ ცვლის და არ წყვეტს მოპასუხის შესასრულებელ ვალდებულებას მოსარჩელესთან მიმართებაში, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ შესრულებული აქვს მომსახურება, რაც მოპასუხის მხრიდან მიღებულია და რამაც წარმოშვა მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოსარჩელესთან მიმართებაში.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება სრულად, მიღებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე და შესაბამისად, მის მიმართ არსებული მოთხოვნა დავალიანების ძირითადი თანხის 4553 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 136,59 ლარის ანაზღაურება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სარჩელი მოპასუხე სსიპ ი------–--------------------------–---------–-------–---------–---–--------------–-----------------ის მიმართ - დაკმაყოფილდეს სრულად.

1.1. მოპასუხე სსიპ ი------–--------------------------–---------–-------–--ას - ს--–---–-------------–----------------ს მოსარჩელე სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს მიმართ დაეკისროს ხუთი ექსპერტიზის დასკვნის ღირებულების 4553 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე სსიპ ი------–--------------------------–---------–-------–--ას - ს--–---–-------------–----------------ს მოსარჩელე სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს მიმართ დაეკისროს ამ უკამნასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 136,59 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 10 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 136,59 ლარის ოდენობით- დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე