გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/23746-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - ლ------------ე;
წარმომადგენელი - მ-------------ე;
მოპასუხე - სს ''მ---------------ი'';
წარმომადგენელი - ა--------–---–ი;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს ''მ---------------ის'' ლ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 30.03.2017 წლის პროცენტიანი მარტივი ''მწ--------------ის'' შეძენის შესახებ ხელშეკრულება N2----ით გადახდილი 41000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 4715 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე სს ''მ---------------ის'' ლ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 07.09.2016 წლის პროცენტიანი მარტივი ''მწ--------------ის'' შეძენის შესახებ ხელშეკრულება N1----ით გადახდილი 32000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 3680 აშშ დოლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე სს ''მ---------------ის'' ლ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 05.12.2016 წლის პროცენტიანი მარტივი ''მწ--------------ის'' შეძენის შესახებ ხელშეკრულება N1----ით გადახდილი 25000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 2875 აშშ დოლარის გადახდა.
1.4. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ მიუთითა, რომ ვალდებულების შესრულების ვადა არ არის დამდგარი, ამიტომაც მას არ უნდა დაეკისროს თანხის გადახდა. მოპასუხე ასევე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ვალდებულების არსებობის თაობაზე, თუმცა განმარტა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო, რომელიც მოპასუხეს შეექმნა, იგი ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 7 სექტემბრის ხელშეკრულება N1----ით დასტურდება, რომ მოსარჩელე ლ------------ესა და მოპასუხე სს ''მ---------------ის'' დირექტორს მე-–--------------ეს შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი ''მწ--------------ის'' შეძენის ხელშეკრულება N1---. ხელშეკრულების მე-2 მუხლით თამასუქის ემიტენტი ახორციელებს პროცენტიანი თამასუქის ემისიას (გამოშვება) თამასუქის შემძენი პირი ყიდულობს თამასუქს, მხარეებს შორის შეთანხმებულ ფასში''. ხელშეკრულების მე-3 მუხლით საემისიო ღირებულება შეადგენდა 32000 აშშ დოლარს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 11.50%, დაფარვის თარიღი იყო 2017 წლის 7 სექტემბერი. შეთანხმების გაფორმებისთანავე (ემიტენტმა) მოპასუხე სს ''მ---------------მა'' თამასუქის შემძენ პირს მოსარჩელე ლ------------ეს გადასცა პროცენტიანი მარტივი ''მწ--------------ი'' სერია/ნომერი 2016-06-07/1---, ხოლო თამასუქის მიმღებმა, მოსარჩელე ლ------------ემ მოპასუხეს გადასცა 32000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 7 სექტემბრის ხელშეკრულება N1---);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 7 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება პროცენტიანი მარტივი ''მწ--------------ის'' შეძენის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და თამასუქის განაღდება შესაძლებელი გახდა - 2018 წლის 7 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 7 სექტემბრის შეთანხმება ცვლილებების შეტანის შესახებ.
3.1.3. 2016 წლის 5 დეკემბრის ხელშეკრულება N1----ით დასტურდება, რომ მოსარჩელე ლ------------ესა და მოპასუხე სს ''მ---------------ის'' შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი ''მწ--------------ის'' შეძენის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ შეიძინა მარტივი ''მწ--------------ი'' 25 000 აშშ დოლარად. მოპასუხე უპირობოდ ვალდებული იყო თამასუქის შეძენიდან ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელისათვის დაებრუნებინა 25000 აშშ დოლარი და დარიცხული სარგებელი 11.50%. ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა 2017 წლის 5 დეკემბერს. ლ------------ემ მიმართა მოპასუხეს სს ''მ---------------ს'' რათა მიეღო 25 000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 11.50 %-ის შესაბამისი 2875 აშშ დოლარი, მოპასუხეს კი უნდა დაებრუნებინა მის მიერ გაცემული მარტივი ''მწ--------------ი'', რაც არ განხორციელდა მოპასუხის მხრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 5 დეკემბრის ხელშეკრულება N1---, თამასუქი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 2017 წლის 30 მარტის ხელშეკრულება N2----ით დასტურდება, რომ მოსარჩელე ლ------------ესა და მოპასუხე სს ''მ---------------ის'' შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი ''მწ--------------ის'' შეძენის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ შეიძინა მარტივი ''მწ--------------ი'' 41 000 აშშ დოლარად. ხელშეკრულების 3.9. მუხლით დაფარვის ვადად განისაზღვრა - 2018 წლის 30 მარტი, ხოლო სარგებელი განისაზღვრა 11.50%-ით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 30 მარტის ხელშეკრულება N2---, თამასუქი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე წარდგენილი თამასუქების განაღდება არ განხორციელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. დადგენილია, რომ მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია, მოპასუხის მიმართ დაწყებულია სააღსრულებო წარმოება (გამოყენებულია სააღსრულებო ყადაღები), მოპასუხე გადაუხდელი ვალდებულების გამო იმყოფება მოვალეთა რეესტრში და მისი ქონებები დაყადაღებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ვალდებულება შესრულებული არ აქვს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი.
საქართველოს კანონი''თამასუქის შესახებ''.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის თანახმად - ''თამასუქი'' არის ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას. ამავე კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, ინდოსამეტი პასუხს აგებს აქცეპტისა და თამასუქის გადახდისათვის, თუ სხვა რამ არ არის დათქმული.
თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით: ა) წარდგენისთანავე; ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; დ) განსაზღვრულ დღეს.
''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ''ა'' პუნქტით გათვალისწინებული თამასუქი გადახდილი უნდა იქნეს მისი წარდგენისთანავე. თამასუქის გამცემის მიერ ეს ვადა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. აღნიშნული ვადები შეიძლება შეამციროს ინდოსანტმა.
''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინის სარჩელი ინდოსანტს თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს შემდეგ შემთხვევებში: ა) გადახდის ვადის დადგომისას; ბ) გადაუხდელობისას.
გადახდის ვადის დადგომამდე შემდეგ შემთხვევებში: ა) როდესაც უარი იყო ნათქვამი თამასუქის მთელი თანხისა და მისი ნაწილის აქცეპტებზე; ბ) როდესაც მოვალის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მიუხედავად იმისა, გაუკეთა თუ არა მან აქცეპტება თამასუქს; თუ მან შეაჩერა თავისი გადასახადების შეტანა, რაც არაა დადასტურებული სასამართლო წესით, ან როდესაც იძულებითი გადახდევინებისათვის მიქცევამ შედეგი არ გამოიღო. გ) როდესაც საეჭვოა იმ თამასუქის გამცემის გადახდისუნარიანობა,რომელიც აქცეპტებას არ ექვემდებარება.
დადგენილია, რომ მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია, მოპასუხის მიმართ დაწყებულია სააღსრულებო წარმოება (გამოყენებულია სააღსრულებო ყადაღები), მოპასუხე გადაუხდელი ვალდებულების გამო იმყოფება მოვალეთა რეესტრში და მისი ქონებები დაყადაღებულია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თამასუქის თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები გადახდას ექვემდებარება ''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ''ბ'' და ''გ'' პუნქტების თანახმად.
''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, თამასუქის მფლობელს სარჩელის წარდგენისას შეუძლია მოითხოვოს გადახდა: ა)არააქცეპტებული ან გადაუხდელი თამასუქის თანხისა პროცენტებითურთ, თუ ასეთი გათვალისწინებული იყო.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ სს ''მ---------------ის'' მიერ გაცემული იქნა 3 თამასუქი, რომელთა გადახდის ვადა დადგა - 2018 წლის 7 სექტემბერს, 2017 წლის 5 დეკემბერს და 2018 წლის 30 მარტს. ასევე, დადგენილია, რომ სარგებლის სახით თამასუქების თანხას უნდა დარიცხვოდა 11.5%. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე წარდგენილი თამასუქების განაღდება არ განხორციელებულა.
''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თამასუქის გადახდის ვადა, თუ ის ექვემდებარება გადახდას წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში, დგინდება თამასუქის აქცეპტის ან პროტესტის თარიღით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თამასუქის თანხის და სარგებლის დარიცხვის ნაწილში საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ვ'' ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისთვის თანხის დაკისრება, რაც სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობაში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი და საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გაჭიანურებამ შესაძლოა აღუსრულებელი გახადოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოპასუხე მხარსი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-ე, 244-ე, 248- 250-ე, 257-ე, 2591, 268-ე, 364-ე 369-ე, 270-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ლ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სს "მ---------------ის" მოსარჩელე ლ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 30.03.2017 წლის პროცენტიანი მარტივი ''მწ--------------ის'' შეძენის შესახებ ხელშეკრულება N2----ით გადახდილი თანხის - 41000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 4715 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხე სს "მ---------------ის" მოსარჩელე ლ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 07.09.2016 წლის პროცენტიანი მარტივი ''მწ--------------ის'' შეძენის შესახებ ხელშეკრულება N1----ით გადახდილი თანხის - 32 000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 3680 აშშ დოლარის გადახდა.
4. მოპასუხე სს "მ---------------ის" მოსარჩელე ლ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 05.12.2016 წლის პროცენტიანი მარტივი ''მწ--------------ის'' შეძენის შესახებ ხელშეკრულება N1----ით გადახდილი თანხის - 25 000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული პროცენტის - 2875 აშშ დოლარი.
5. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან - 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. მოპასუხე სს "მ---------------ის" მოსარჩელე ლ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ.რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი