გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
120210118002572851
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2572851-2/624-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი’’

წარმომადგენელი - გ---–- ტ-----–---–-

მოპასუხე - ნ----- ი--------ე

წარმომადგენელი - ნ---- ი--------ე, დ----- მ---------–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის N3890849–8955079 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5795.18 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5 302.91 ლარი, სარგებელი 282.12 ლარი, პირგასამტეხლო 198,62 ლარი და დაზღვევა 11.53 ლარი.

 

1.2. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის N3890849-8955079 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 5 302.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 17.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 77.33 ლარს.

 

1.3. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის N3890849-8955079 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 302.91 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 26.51 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1767 ლარისა.

 

1.4. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849–8971690 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1054.37 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 770 ლარი, სარგებელი – 52.7 ლარი და პირგასამტეხლო - 231.67 ლარი.

 

1.5. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849-8971690 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე – 770 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 18%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.55 ლარს.

 

1.6. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849–8971690 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 770 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.85 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 230 ლარისა.

 

1.7. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის N3890849-9549211 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 806.85 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 606.85 ლარი და პირგასამტეხლო - 200 ლარი.

 

1.8. ნ----- ი--------ეს სს„ თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტით სარგებლობის შესახებ N3890849-9549211 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 606.85 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.03 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა.

 

1.9. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 21 თებერვლის საბანკო კრედიტის N3890849-9634871 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1500 ლარი და პირგასამტეხლო - 500 ლარი.

 

1.10. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 21 თებერვლის საბანკო კრედიტის N3890849-9634871 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიურად 75 ლარის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 21 თებერვლისა.

 

1.11. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 21 თებერვლის საბანკო კრედიტის N3890849-9634871 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 1500 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.41% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 6.-- ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

 

1.12. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 482,33 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის - 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 500 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 24 მაისს ნ----- ი--------ესა და სს „თ----------ს” შორის დაიდო საბანკო კრედიტის N3890849–8955079 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკსა და მესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე, მესხებელზე გაიცა სესხი 6 450 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 17.5%-ით. ხელშეკრულების შესაბამისად სესხის გაცემა უნდა მომხდარიყო ორ ტრანშად. კრედიტით სარგებლობის ვადა – 1447 დღე. კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 17.5%–ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული დავალიანების თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

 

ნ----- ი--------ემ დაარღვია 2017 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის N3890849-8955079 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის აპრილის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. მსესხებლის მიერ აღნიშნული სესხის დასაფარად ჯამში გადახდილია 2 101.65 ლარი, საიდანაც დაიფარა სესხის ძირი თანხა - 1 147,09 ლარი, სარგებელი – 907,51 ლარი და პირგასამტეხლო - 47.05 ლარი. 2018 წლის 30 ივლისის მდგომარეობით ნ----- ი--------ეს 2017 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის N3890849- 8955079 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 5 795.18 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 5302.91 ლარი, სარგებელი - 282.12 ლარი, პირგასამტეხლო - 198.62 ლარი და დაზღვევა – 11.53 ლარი.

 

2017 წლის 02 ივნისს ნ----- ი--------ესა და სს „თ----------ს” შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849–8971690 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მესხებლზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 770 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 16 165 დღით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 18%-ით. ხელშეკრულების შესაბამისად, ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი მინიმუმ 25%-დე უნდა შემცირდეს დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს ყოველ 30 დღეში. დაანგარიშების თარიღი განისაზღვრა ანგარიშზე ოვერდრაფტის ლიმიტის დაშვებიდან ყოველი მე–40 დღე ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2018 წლის 30 ივლისის მდგომარეობით ნ----- ი--------ეს 2017 წლის 2 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849-8971690 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1054.37 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 770 ლარი, სარგებელი - 52.70 ლარი, პირგასამტეხლო - 231.67 ლარი.

 

2018 წლის 20 იანვარს ნ----- ი--------ეს და სს „თ----------ს” შორის დაიდო საბანკო კრედიტის N3890849-9549211 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ხელშეკრულების საფუძველი, მსესხებელზე გაიცა სესხი 606.85 ლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადა – 748 დღე (07.02.2020 წლამდე) ხელშეკრულების შესაბამისად კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებული ყოველ თვის 07 რიცხვში 27.19 ლარის გადახდით ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული დავალიანების თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ნ----- ი--------ემ დაარღვია 2018 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის N3890849-9549211 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის აპრილის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. მსესხებლის მიერ აღნიშნული სესხის დასაფარად ჯამში გადახდილია 56.96 ლარი, რომლითაც დაიფარა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.

 

2018 წლის 30 ივლისის მდგომარეობით ნ----- ი--------ეს 2018 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 907.17 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 606.85 ლარი და პირგასამტეხლო - 300.32 ლარი.

 

2018 წლის 21 თებერვალს ნ----- ი--------ესა და სს „თ----------ს” შორის დაიდო საბანკო კრედიტის N3890849–9634871 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა სესხი 1 500 ლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადა - 365 დღე. ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 75 ლარი და ბოლო თვეს - 1575 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილების შემთხვევაში ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ნ----- ი--------ემ არ შეასრულა 2018 წლის 21 თებერვლის საბანკო კრედიტის N3890849-9634871 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

2018 წლის 30 ივლისის მდგომარეობით ნ----- ი--------ეს 2018 წლის 21 თებერვლის N3890849-9634871 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხაა - 1 500 ლარი და პირგასამტეხლო 806,96 ლარი.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ნ----- ი--------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 24 მაისს სს ,,თ-----------სა’’ და ნ----- ი--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N3890849-955079 ხელშეკრულება, რომლითაც ნ----- ი--------ეზე სესხის სახით გაიცა 6450 ლარი, წლიური 17.5% სარგებლის გადახდევინებით, 1447 დღის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი, ასევე დავალიანების თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

 

3.1.2. 2017 წლის 2 ივნისს სს ,,თ-----------სა’’ და ნ----- ი--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბართით სარგებლობის შესახებ N3890849-8971690 ხელშეკრულება, რომლითაც ნ----- ი--------ეზე გაიცა საკრედიტო ბართი - 770 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 16165 დღით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 18%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.3. 2017 წლის 21 თებერვალს სს ,,თ-----------სა’’ და ნ----- ი--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N3890849-9634871 ხელშეკრულება, რომლითაც ნ----- ი--------ეზე სესხის სახით გაიცა 1500 ლარი, კრედიტის სარგებლობის ვადა 365 დღე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.4. 2018 წლის აპრილიდან მოპასუხე დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

3.1.5. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.05.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3890849-8955079;

- 24.05.2017წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 02.06.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849-8971690 ხელშეკრულება;

- 20.01.2018წ. საბანკო კრედიტის N3890849-9549211 ხელშეკრულება;

- 21.02.2018წ. საბანკო კრედიტის N3890849-9634871 ხელშეკრულება;

- შეტყობინება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- საფოსტო გზავნილი;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.2. მოპასუხე ნ----- ი--------ის დავალიანება სს ,,თ----------ის’’ მიმართ 24.052017წ. საბანკო კრედიტის N3890849–8955079 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 5795.18 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5 302.91 ლარი, სარგებელი 282.12 ლარი, პირგასამტეხლო 282.12 ლარი და დაზღვევა 11.53 ლარი.

 

მოპასუხე ნ----- ი--------ის დავალიანება სს ,,თ----------ის’’ მიმართ 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849–8971690 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 1054.37 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 770 ლარი, სარგებელი – 52.7 ლარი და პირგასამტეხლო - 231.67 ლარი.

 

მოპასუხე ნ----- ი--------ის დავალიანება სს ,,თ----------ის’’ მიმართ 2018 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის N3890849-9549211 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 806.85 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 606.85 ლარი და პირგასამტეხლო - 200 ლარი.

 

მოპასუხე ნ----- ი--------ის დავალიანება სს ,,თ----------ის’’ მიმართ 2018 წლის 21 თებერვლის საბანკო კრედიტის N3890849-9634871 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2000 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1500 ლარი და პირგასამტეხლო - 500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.05.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3890849-8955079;

- 24.05.2017წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 02.06.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849-8971690 ხელშეკრულება;

- 20.01.2018წ. საბანკო კრედიტის N3890849-9549211 ხელშეკრულება;

- 21.02.2018წ. საბანკო კრედიტის N3890849-9634871 ხელშეკრულება;

- შეტყობინება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- საფოსტო გზავნილი;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,თ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 54-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნ----- ი--------ემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''თ----------სა'' და ნ----- ი--------ეს შორის 24.05.2017წ., 20.01.2018წ. და 21.02.2018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების, ასევე 02.06.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ნ----- ი--------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,თ----------სა’’ და ნ----- ი--------ეს) შორის გაფორმებული 24.05.2017წ., 02.06.2017წ., 20.01.2018წ. და 21.02.2018წ. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ნ----- ი--------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა. მოპასუხემ გადააცილა ორი და მეტ გადახდას, რის გამოც გამსესხებელმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს 24.05.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 5302.91 ლარს, 02.06.2017წ. საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან - 770 ლარს, 20.01.2018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან - 606.85 ლარს, ხოლო 21.02.2018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1500 ლარს. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 24.05.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 282.12 ლარს, ხოლო 02.06.2017წ. საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 52.7 ლარს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდა არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ.

 

სამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა, როგორც დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღის - 2018 წლის 30 ივლისის მდგომარეობით, ასევე, ამ ცნობის გაცემიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოთხოვნილი პროცენტი 0.5%, სასამართლოს ასევე შეუსაბამოდ მაღალი მიაჩნია, შესაბამისად დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან 2018 წლის 31 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაკისრებელი პირგასამტეხლო ყოველდღიურად უნდა განისაზღვროს 0.05%.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხისათვის სს ,,თ----------ის'' სასარგებლოდ 2018 წლის 30 ივლისიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან), 2017 წლის 24 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 5302.91 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17.5%-ის სარგებლის გადახდის დაკისრებას რაც ყოველთვიურად შეადგენს 77.33 ლარს, 2017 წლის 2 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 770 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18%-ის სარგებლის გადახდის დაკისრებას რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.55 ლარს.

 

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად 24.05.2017წ. ხელშეკრულებიდან მინიმუმ წლიურ 17,5%-ს, ხოლო 02.06.2017წ. ხელშეკრულებიდან - 18%. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს 24.05.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 530.91 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17.5%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 77.33 ლარს, ხოლო 02.06.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 770 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.55 ლარს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

აღნიშნული ნორმით გარკვეულწილად შეზღუდულია ადამიანის ნების გამოვლენის აბსოლუტური თავისუფლება. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი ცხოვრება სურვილისამებრ განაგოს, იმოქმედოს თავისუფლად, დადოს მისთვის მისაღები გარიგებები და იტვირთოს პასუხისმგებლობა იმ სახით, როგროც ამას თვითონ გადაწყვეტს. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ამოირჩიოს კონტრაჰენტი, განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები და ა.შ. აღნიშნული ნების გამოვლენის თავისუფლებას უკავშირდება, რაც სამართლის ნორმებითაა გარანტირებული. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს ამორალური გარიგება წარმოდგენს, რომლების განმარტებულია ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო გარიგებად. ზნეობის ნორმებში ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის პირობაა, მისი უგულებელყოფა კი გარიგების ბათილობის საფუძველია.

 

2018 წლის 21 თებერვალს სს ,,თ----------სა’’ და ნ----- ი--------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელზე გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა ყოველთვიური შენატანი - სესხით მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 75 ლარის ოდენობით. სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას სს ,,თ----------ის’’ ვალდებულებას წარმოადგენდა სესხის ფორმით გაეცა კრედიტი და სესხით მომსახურების სანაცვლოდ მისი მხრიდან გარკვეული თანხის (საკომისიო) მოთხოვნა არის ამორალური და ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ ამგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც თავისი არსით არღვევს ზნეობის ნორმებს.

 

სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონის, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში ,,საყოველთაოდ მიღებული ქცევების სტანდარტს’’ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და მას ბათილობის სამართლებრივი შედეგები უკავშირდება.

 

სს ,,თ----------სა’’ და ნ----- ი--------ეს შორის დადებული შეთანხმება სესხის სახით გაცემულ თანხაზე ყოველთვიურად საკომისიოს დაკისრების თაობაზე, წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას, ბათილი გარიგება კი ბათილია მისი დადებისთანავე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლისა და მას არ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საკომისიოს დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,თ----------ის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 616.20 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი.

 

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ნ----- ი--------ემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 255.43 ლარი.

 

მოპასუხე ნ----- ი--------ეს სარჩელი არ ცნო პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მას მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 159.58 (მათ შორის უზრუნველყოფის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი) ლარის გადახდა.

 

ამასთან, იმის გათვალისიწნებით რომ სს ,,თ----------მა’’ შემაცირა სასარჩელო მოთხოვნა, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 119.19 ლარი. ასევე, სს თ----------ს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფიო ბაჟი 14.66 ლარი. ამასთან, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ადვოკატი დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 500 ლარის დაკისრებაზე, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკცებულება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ნ----- ი--------ეს (პ/ნ 1----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ს/კ 64.03.--.---.01.---, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ----------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის N3890849–8955079 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5616.42 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5 302.91 ლარი, სარგებელი 282.12 ლარი, პირგასამტეხლო 19.86 ლარი და დაზღვევა 11.53 ლარი.

 

1.2. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის N3890849-8955079 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 5 302.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 17.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 77.33 ლარს.

 

1.3. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის N3890849-8955079 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 302.91 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.65 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 174.9 ლარისა, არაუმეტეს 66 დღისა.

 

1.4. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849–8971690 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 845.86 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 770 ლარი, სარგებელი – 52.7 ლარი და პირგასამტეხლო - 23.16 ლარი.

 

1.5. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849-8971690 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე – 770 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 18%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.55 ლარს.

 

1.6. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849–8971690 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 770 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.38 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 22.80 ლარისა, არაუმეტეს 60 დღისა.

 

1.7. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის N3890849-9549211 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 636.85 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 606.85 ლარი და პირგასამტეხლო - 30 ლარი.

 

1.8. ნ----- ი--------ეს სს„ თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტით სარგებლობის შესახებ N3890849-9549211 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 606.85 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.30 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 30 ლარისა.

 

1.9. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 21 თებერვლის საბანკო კრედიტის N3890849-9634871 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1580.6 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1500 ლარი და პირგასამტეხლო - 80.6 ლარი.

 

1.10. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 21 თებერვლის საბანკო კრედიტის N3890849-9634871 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 1500 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.75 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 60.75 ლარისა.

 

1.11. სს „თ----------ს“ უარი ეთქვას 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 21 თებერვლის საბანკო კრედიტის N3890849-9634871 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიურად 75 ლარის საკომისიოს დაკისრების თაობაზე.

 

2. ნ----- ი--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 109.58 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის და რეგისტრაციის აკრძალვის საფასურის - 20 ლარის გადახდა.

 

3. სს ,,თ----------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 01.08.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 616.20 ლარიდან 389,28 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერბიშვილი