განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2018
საქმის ნომერი
330100118002561329
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#---------

#--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ნინო მაისაია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - დ--- გ---------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

დ----- მ--–----ე - დაბადებული 1--- წლის 3-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, გ--------–---–--------------

 

კვალიფიკაცია:

დ----- მ--–----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2----–-–-----------ს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, დ----- მ--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2018 წლის 4 ივნისს, დილის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევი დ----- მ--–----ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, ფ--------------------ში მდებარე თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს ტერიტორიაზე, რა დროსაც ფულადი თანხის მიმღები აპარატიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს ,,ი------–ის“ კუთვნილ 180 ლარის ოდენობის ფულის მონეტებს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

2.1. ბრალდებულმა დ----- მ--–----ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რომ 2018 წლის 4 ივნისს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ფ---------------------ში მდებარე თვითმომსახურების ავტო-სამრეცხაოს ტერიტორიაზე, ფულადი თანხის მიმღები აპარატიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს ,,ი------–ის“ კუთვნილ 180 ლარის ოდენობის ფულის მონეტებს,2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.3. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ----- მ--–----ემ ჩაიდინა შპს ,,ი------–ის“ კუთვნილი თანხის ქურდობა.

 

ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდებული დ----- მ--–----ე 2018 წლის 4 ივნისს ფულადი თანხის მიმღები აპარატიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს ,,ი------–ის“ კუთვნილ 180 ლარის ოდენობის ფულის მონეტებს.

 

2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 180 ლარი.

 

2.6. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ----- მ--–----ემ ჩაიდინა შპს ,,ი------–ის“ კუთვნილი თანხის ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის.

 

2.7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით დ----- მ--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.8. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

2.9. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

2.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ დ----- მ--–----ე ამჟამად ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენისას ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

2.11. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ----- მ--–----ემ ჩაიდინა ქურდობა არაერთგზის.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. დ----- მ--–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: ა-–---------- დ--–---–---–-ს, ი-----–- ბ-–--ის, ნ--- ყ------ის, ი-----–- ს------ის, დ----- მ--–----ის ინფორმაციები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერები, 2018 წლის 28 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენი და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- მ--–----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია, ჩადენილი არაერთგზის, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ----- მ--–----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. დ----- მ--–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. დ----- მ--–----ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას; იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას დ----- მ--–----ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3. სასჯელის სამართლიანობის და კანონიერების არსიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დ----- მ--–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.3. „დ--–------ს“ კამერის დათვალიერების ამსახველი ვიდეო -ჩანაწერი 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.4. შპს „დ--–------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.5. ნიმუშის აღების დროს გადაღებული ფოტომასალა 1 ცალ CD დისკზე, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ს----------------------–---------- დეპარტამენტში, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.6. დ----- მ--–----ისგან ამოღებული გრძელმკლავიანი პერანგი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- მ--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. დ----- მ--–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს დ----- მ--–----ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

5. საბოლოოდ, დ----- მ--–----ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

6. დ----- მ--–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

7. დ----- მ--–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანიდან - 2018 წლის 19 ნოემბრიდან.

 

8. ნივთმტკიცებები:

8.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8.3. „დ--–------ს“ კამერის დათვალიერების ამსახველი ვიდეო -ჩანაწერი 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8.4. შპს „დ--–------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8.5. ნიმუშის აღების დროს გადაღებული ფოტომასალა 1 ცალ CD დისკზე, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ს----------------------–---------- დეპარტამენტში, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8.6. დ----- მ--–----ისგან ამოღებული გრძელმკლავიანი პერანგი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/