განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/42-18
გამოძიების #036200818002
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზუ-----------------------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–---------------ს, პირადი ნომერი - 1----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, უმუშევარი, ნასამართლევი, რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბ--–---------------–-- #6, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი დაკავებამდე: ქ. თბ--–--------------–---–-- ქ. #28, ამჟამად პატიმარი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-ს განაჩენებით ქურდობისათვის ნასამართლევი ზუ--------------–---–ი თე-----–-------------------------–-------ში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრიდან მართლსაწინააღმდერგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მაცხოვრის ხატს, რითაც დაზარალებულ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
3. მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომელმაც მრავალჯერ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32.). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII .).
4. განსახილველ საქმეში ბრალდებულ ზუ--------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გამხდარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: სე------------–---–ის (ეხმარება ეკლესიას) გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც მან აღმოაჩინა ეკლესიაში ხატის არარსებობის ფაქტი და აღწერა იგი, ხოლო შემდეგ ნუ----------–-–---–თან (სანთლებს ყიდის ეკლესიაში) ნახა, რომელთანაც ნა-----------–---–ს მიუტანია; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ფოტოურათებით), რომლითაც დგინდება, რომ ეკლესიაში არის ცარიელი ხის ჩარჩო; მოწმე ნუ----------–-–---–ის განცხადებით მან 20 აგვისტოს დილით გადაწმინდა იგი, თუმცა ხატის ზუსტი აღწერა არ შეუძლია; ამოღების ოქმით დასტურდება, რომ სე------------–---–ისგან ამოღებულია მაცხოვრის ხატი; მოწმე ალ---------------ემ (მუშაობს ე.წ. „მშრალ ხიდზე“, იბარებს ხატებს) დაადასტურა, რომ მან ჩაიბარა მაცხოვრის ხატი შუახნის მამაკაცისგან, რომელმაც აჩვენა პირადობა და იგი დაარეგისტრირა ჟურნალში და რომლის სახელია ზუ--------------–---–ი, ხოლო პირადი ნომერი - 1----------. აღნიშნული ხატი გაატანა კო---–ი მცხოვრებ ნა---------------–---–ს, როდესაც გაიგო შემთხვევის შესახებ; თავად ნა---------------–---–იც ადასტურებს აღნიშნულ გარემოებებს; მა---–-----------–----ოს საეპარქიო სამმართველოს წერილით დგინდება, რომ ხატის ღირებულებაა 500 ლარი; გი-----------------მა, რომელიც წმინდა ნინოს ტაძრის მოძღვარია გამოკითხვისას აღწერა აღნიშნული ხატი და ასევე ამოიცნო იგი; ბრალდებულმა ზუ--------------–---–მა აღიარა ჩადენილი ქმედება და დაადასტურა, რომ მან მოიპარა მაცხოვრის ხატი კო-----–------------ს სახელობის ტაძრიდან. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით ზუ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საიდანაც 1 წელი უნდა მოეხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 5 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე ჯარიმა 2000 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-ს განაჩენით ზუ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (7 ეპიზოდი) და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. აგრეთვე გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი და საბოლოოდ ზუ--------------–---–ს განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 12 წელი უნდა მოეხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 5 წლის გამოსაცდელი ვადით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 13 იანვარს. იმავე სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ზუ--------------–---–ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი პირობითი მსჯავრი 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით ზუ--------------–---–ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან. იგი იმავე დღეს გათავისუფლდა შესაბამისი დაწესებულებიდან. სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზუ--------------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში. ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვისას აღიარა დანაშაული და დაადასტურა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების განხორციელება.
სამართლებრივი შეფასება:
7. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი გულისხმობს იგივე ქმედებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც განისაზღვრება 150 ლარს ზევით ღირებულებით, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი მოიცავს ქურდობას ჩადენილს იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ეს უკანასკნელი შემთხვევა სახეზეა მაშინ, როდესაც არც ერთი ქმედებისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის.
8. სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულმა ჩაიდინა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ზუ--------------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ზუ--------------–---–ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ზუ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას. ზუ--------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
11. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
12. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციას - თავისუფლების აღკვეთა 6-დან 10 წლამდე.
13. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში უალტერნატივოა ზუ--------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რაც შეეხება მის ზომას, სასამართლო მიუთითებს მის გულწრფელ აღიარებასა და სინანულზე პირველივე დღიდან, მან უდავოდ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებები, ასევე სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ წინა ნასამართლობა 11 ეპიზოდში უკავშირდება ეკლესიებიდან ხატებისა და ჯვრების ქურდობას, რაც კერძო პრევენციის ადეკვატურ გათვალისწინებას გულისხმობს, რის გამოც მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა - პროპორციული იქნება ზუ--------------–---–ისათვის. სასამართლო ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ხედავს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების (სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა) შესაძლებლობას ზუ--------------–---–თან მიმართებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მან როგორც წინა,ისე მოცემულ საქმეზე დანაშაული გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა.
14. ასევე სახეზეა პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველი და განაჩენთა ერთობლიობა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის ??????????? ??????? ????????? ????????? ???????? XXI ????? შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. ამასთან, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ზუ--------------–---–მა ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-ს განაჩენით დანიშნული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შემცირებული პირობითი მსჯავრი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდილი ნაწილისა და მოცემულ საქმეზე არსებული შემამასუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით წინამდებარე საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-ს განაჩენით დანიშნული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შემცირებული პირობითი მსჯავრი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემულ საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-ს განაჩენით დანიშნული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ზუ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 სექტემბრიდან.
4. ნივთმტკიცებები: ხელის კვლები, ანაწმენდები და სუნის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს, ხოლო საქმეზე ამოღებული მაცხოვარის ხატი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - სოფელ კო---–ი მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს.
5. ზუ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი