განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3029-18
(№001250518008)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - გურამ კრავეიშვილის, დაჩი გურგენიძის,ბრალდებულ - გიგა ომიაძის,ადვოკატ - გოჩა ძინძიბაძის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გიგა სპარტაკის ძე ომიაძის (დაბადებული 1998 წლის 23 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N35001118861, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ქ.რუსთავში, მე-11 მ/რაიონის, N1 კორპუსის ბინა N42-ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.რუსთავში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის N5-ე კორპუსის ბინა N75-ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ _ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სისხლის სამართლის საქმეზე გიგა ომიაძეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის. მასვე, ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
გიგა ომიაძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ივნისის, 2017 წლის 02 ივნისის და იმავე წლის 21 ნოემბრის განაჩენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ნასამართლევმა გიგა ომიაძემ, 2018 წლის 25 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, საქარე მინის ჩატეხვის გზით, შეაღწია თბილისში თემქის მე-10ა კვარტლის, N40-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ალექსანდრე ქამხაძის კუთვნილ, „მერსედეს ბენც სპრინტერის“ მოდელის, სახელმწიფო ნომრით - AA 780 MM მიკროავტობუსის სალონში, საიდანაც შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სალონში არსებულ ნივთებს. გიგა ომიაძის მიერ დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი იმის გამო, რომ ავტომანქანაში ღირებული ნივთები არ აღმოჩნდა. აღნიშნული ქმედებით ალექსანდრე ქამხაძეს შესაძლოა მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ივნისის, 2017 წლის 02 ივნისის და იმავე წლის 21 ნოემბრის განაჩენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ნასამართლევმა გიგა ომიაძემ, 2018 წლის 25 მაისს, დაახლოებით 03:10 საათზე, საქარე მინის ჩატეხვის გზით, შეაღწია თბილისში, მე-9 კვარტლის N21-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ოთარ სოზიაშვილის სარგებლობაში არსებულ „ტოიოტა კამრის“ მოდელის, სახელმწიფო ნომრით LU-262-KA, ავტომანქანის სალონში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ოთარ სოზიაშვილის კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 300 ლარის და 30 აშშ დოლარის ოდენობით, პირადობის და სამსახურეობრივ მოწმობებს, პლასტიკურ ბარათებს, ასევე ატომანქანის სალონში მოთავსებულ გადამყვან კაბელებს, მეხსიერების ბარათებს, USB გადამყვანს, აუდიო მოდულატორს და მომწვანო ფერის ხელჩანთას. აღნიშნული ქმედებით ოთარ სოზიაშვილს მიადგა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
გიგა ომიაძე ზემოაღნიშნული ქმედებებისთვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელების სიმძიმე, ქმედებათა მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხი, ასევე ის გარემოება, რომ ბრალდებული გიგა ომიაძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, საჯარო ინტერესების დაცვით, იმისთვის, რომ მაქსიმალური ეფექტურობით იქნეს გამოყენებული სახელმწიფო რესურსები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ გიგა ომიაძეს და თბილისის გლდანი ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ დაჩი გურგენიძეს შორის, წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან - დავით ჩხარტიშვილთან და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილესთან - გიორგი გაბიტაშვილთან.
2018 წლის 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, სტაჟიორ-პროკურორმა დაჩი გურგენიძემ ითხოვა, მასსა და ბრალდებულ გიგა ომიაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, კერძოდ, გიგა ომიაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, გიგა ომიაძემ მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
გიგა ომიაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, გიგა ომიაძემ უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გიგა ომიაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, გიგა ომიაძემ მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, გიგა ომიაძემ უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გიგა ომიაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, გიგა ომიაძემ მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სტაჟიორ-პროკურორმა დაჩი გურგენიძემ, ბრალდებულმა გიგა ომიაძემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გოჩა ძინძიბაძემ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას, პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს, საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; იგი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულების ხასიათს, რომელთა ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულებისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს, რომელთა ჩადენასაც ის აღიარებს; მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულ გიგა ომიაძისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გაკეთებულია სწორად საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ ბრალდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
გიგა ომიაძის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: მოწმე რევაზ ქარჩავას, დაზარალებულების: ალექსანდრე ქამხაძის, ოთარ სოზიაშვილის, ბრალდებულ გიგა ომიაძის გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; ამოღების ოქმებით; ამოღებული ნივთებით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ივნისის, 2017 წლის 02 ივნისის და იმავე წლის 21 ნოემბრის განაჩენებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, წარმოდგენილი შუამდგომლობა ბრალდებულ გიგა ომიაძის მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, რომლებიც გადაგზავნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში საექსპერტო კვლევისთვის; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული და ბრალდებულ გიგა ომიაძისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული აგურის ნატეხი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი ორ კომპიუტერულ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ დაჩი გურგენიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს სტაჟიორ-პროკურორ დაჩი გურგენიძესა და ბრალდებულ გიგა ომიაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გიგა ომიაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, გიგა ომიაძემ მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
გიგა ომიაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, გიგა ომიაძემ უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გიგა ომიაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, გიგა ომიაძემ მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, გიგა ომიაძემ უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გიგა ომიაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, გიგა ომიაძემ მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, გიგა ომიაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.
მსჯავრდებულ გიგა ომიაძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 მაისის 04:32 საათიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გიგა ომიაძეს, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, რომლებიც გადაგზავნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში საექსპერტო კვლევისთვის; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული და ბრალდებულ გიგა ომიაძისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული აგურის ნატეხი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი ორ კომპიუტერულ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის III და IV ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაჩენი ექვემდებარება გასაჩივრებას. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე ნათია გუდაძე