გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
330210017002176083
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210017002176083

საქმე №2/31737-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელ ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი - სოფიო სუხიტაშვილი

 

მოსარჩელე - ე-–--------–--ა

წარმომადგენლები - ნ---------------------------–------

 

მოპასუხე - ა---------ი

წარმომადგენელი - ვ----------------

 

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღიკვეთოს ხელშეშლა, რა მიზნითაც ა---------ს აეკრძალოს ხელი შეუშალოს ე-–--------–--ას ისარგებლოს, ქ. თბილისი, გ ტ----ის ქუჩა #3/5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე - 47,65 კვ.მ საერთო სარგებლობის შემინული აივნით (ლოჯია, ე.წ. "შუშაბანდი“).

სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:

 

ე-–--------–--ა და ა---------ი ცხოვრობენ ქ. თბილისში, გ. ტ----ის ქუჩა #3/5-ში მდებარე სამსართულიან სახლში, მესამე სართულზე. სახლს გააჩნია როგორც ინდივიდუალური საკუთრების, ისე საერთო საკუთრების ფართები. მათ სართულზე მდებარეობს შემინული აივანი (შუშაბანდი), რომლითაც ერთობლივად სარგებლობდნენ მეზობლები. 2016 წელს ა---------მა ჯერ ჩაკეტა ამ შემინულ აივანზე გასასვლელი კარი, შემდეგ ამოაშენა ტიხარი და არ აძლევს მოსარჩელეს უფლება ისარგებლოს საერთო საკუთრების ფართით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ფართი არ წარმოადგენს მხარეთა საერთო საკუთრებას. მართალია სადავო ფართი არც ა---------ის საკუთრებადაა რეგისტრირებული, თუმცა ესაზღვრება მხოლოდ ა---------ის საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებას და მას აქვს ამ ფართის უკეთესი ფლობის უფლება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 1993 წელს წელს გ--------–---ამ პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში მიიღო ორ ოთახიანი ბინა, მდებარე გ--–--------ის 3/5-ში, რომლის საცხოვრებელი ფართი იყო 40 კვ.მ, საერთო ფართი იყო 47 კვ.მ, ასევე საერთო იყო აბაზანა, ტუალეტი, სამზარეულო და კორიდორი.

ე-–--------–--ა არის გ--------–---ას მემკვიდრე.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ე-–--------–--ას ინდივიდუალურ საკუთრებად არის რეგისტრირებული - 57.21 კვ.მ, ხოლო აბაზანა, ტუალეტი, სამზარეულო, კორიდორი თანასაკუთრებაა.

ე-–--------–--ას მესამე სართულზე აქვს ასევე ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრირებული 1.94 კვ.მ, 7.37 კვ.მ. და 1.54 კვ.მ. ფართები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პროვატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ. 17);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 55);

 

3.1.2. 2002 წელს ქ. თბილისი, გ--–--------ის ქუჩა #3/5-ში მდებარე 91 კვ.მ სამი ოთახის და 4 კვ.მ საკუჭნაოს პრივატიზაცია განახორციელეს მ----------–--ემ და ლ-–-------------–მა. ხელშეკრულების თანახმად დერეფნები, სამზარეულო, სააბაზანო, ტუალეტი და ლოჯია საერთო სარგებლობისა იყო.

2003 წელს მ----------–--ემ და ლ-–-------------–მა ზემოთმითითებული 91 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 4 კვ.მ. საკუჭნაო მიყიდეს ი-----------ს. ა---------ი არის ი-----------ის მემკვიდრე.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ა---------ის საკუთრებად არის რეგისტრირებული 95 კვ.მ ფართი მდებარე ქ. თბილისი, გ.ტ----ის ქუჩა #3/5.

გ--–--------ის 3/5-ში, 1993 წელს 45 კვ.მ. ფართის პროვატიზაცია განახორციელა ზ--------–-------ემ. მის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში წერია, რომ შესასვლელი, სამზარეულო, აბაზანა, ტუალეტი საერთო იყო. ზ--------–-------ემ ეს ფართი მიყიდა ნ-----------–--ეს, ხოლო ნ-----------–--ისაგან ფართი იყიდა ი-----------მა. ა---------ს, როგორც ი-----------ის მემკვიდრეს საკუთრებად აქვს დარეგისტრირებული ასევე ეს 45 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პრივატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ. 23);

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 25);

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 29);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37);

- პროვატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ. 39);

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 40);

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 42);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 44);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი გამგეობის საექსპლუატაციო ტრესტის ბეჭდით დამოწმებული, ძნელაძე, ც----------–--------- სქემატური ნახაზზე ასახულია მ----------–--ის, გ--------–---ას და ზ--------–-------ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართები და ასევე ასახული საერთო სარგებლობის შემინული შუშაბანდი.

სქემატურ ნახაზზე შემინულ შუშაბანდში კარი გადის საერთო სამზარეულოდან. მოსარჩელის მიერ სარჩელთან ერთად წარმოდგენილ სურათზე ჩანს სამზარეულოდან შემინულ შუშაბანდში გამავალი კარი, რომელიც მოსარჩელის მითითებით თავდაპირველად გასაღებით ჩაკეტა ა---------მა, რაც დასტურდება 2016 წლის 29 ივლისის რეაგირების ოქმით.

2018 წლის 24 სექტემბრის პროცესზე წარმოდგენილ სურათებზე ჩანს, რომ სამზარეულოდან შუშაბანდში გამავალი კარი უკვე შიგნიდან აჭედილია ხის ფიცრებით, რასაც ასევე ადასტურებს რეაგირების ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სქემატური ნახაზი (ს.ფ. 46);

- ფოტოსურათი (ს.ფ. 47);

- რეაგირების ოქმი (ს.ფ. 83);

- ფოტოსურათები;

- რეაგირების ოქმი;

 

3.2.2. გ. ტ----ის ქუჩა #3/5-ში მდებარე სახლის მესამე სართულის აზომვით ნახაზებზე ჩანს, რომ სადავო შემინული აივანი რეალურად არსებობს მესამე სართულზე.

ქ. თბილისი, გ ტ----ის ქუჩა #3/5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე - 47,65 კვ.მ შემინული აივანი (ლოჯია, ე.წ. "შუშაბანდი) არ აქვს რეგისტრირებული საკუთრებად არც ა---------ს და არც ე-–--------–--ას.

გ. ტ----ის ქუჩა #3/5-ში მდებარე სახლის მესამე სართულზე ცხოვრობს მხოლოდ ა---------ი და ე-–--------–--ა. ამ მისამართზე მდებარე სახლის მესაკუთრეთა მიერ დაფუძნებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „სოლოლაკი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აზომვითი ნახაზები (ს.ფ. 50-51);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 66);

 

3.2.3. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, გ.ტ----ის ქუჩა #3/5-ში მდებარე, ექსპერტიზაზე კვლევისათვის წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზზე არსებული #47 და #48 შემინული აივნები (შუშაბანდები) აღნიშნული პერიოდისათვის გაერთიანებულია და წარმოადგენენ ერთიან სივრცეს, რომელიც სხვა ოთახებისაგან გამოყოფილია კედლითა და თაბაშირმუყაოს ტიხრით. ხსენებულ აივანში (შუშაბანდში) მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ ა---------ის საკუთრებაში არსებული #254 და #255 ოთახების გავლით.

ქ. თბილისში, გ. ტ----ის ქუჩა #3/5-ში მდებარე ექსპერტიზაზე კვლევისათვის წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზზე არსებული #47 და #48 შემინული აივნების (შუშაბანდები), რომლებიც ფაქტობრივი მდგომარეობით გაერთიანებულია და წარმოადგენენ ერთიან სივრცეს, მდებარეობს ა---------ის საკუთრებაში არსებული #253, #254 და #255 ოთახების მიჯნაზე.

 

როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საერთო სარგებლობის სამზარეულოდან კარით გადიხარ შემინულ პატარა ფართში, რომლის მარცხენა მხარეს არის ა---------ის საკუთრებად რეგისტრირებული 4 კვ.მ საკუჭნაო, ხოლო მარჯვნივ შემინული აივანი. შემინულ აივანს სამზარეულოდან გასასველის გარდა მართლაც ესაზღვრება მხოლოდ ა---------ის საკუთრებად რეგისტრირებული ფართები. ამ პატარა შემინული სივრციდან სადავო აივანზე გასასვლელ კარებში დღეის მდგომარეობით მოწყობილია თაბაშირმუყაოს ყრუ კედელი, რომელიც მოაწყო ა---------მა საქმის სასამართლოში განხილვის პერიოდში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას მისი უკეთესი ფლობის უფლებასთან მიმართებაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისი დამტკიცება ობიექტურად უნდა შეეძლოს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მტკიცების ტვირთს აკისრებს მოპასუხეს. მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ შუშაბანდი, რომელიც არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ეკუთვნის მოპასუხეს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სადავო შუშაბანდი ესაზღვრება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ფართებს არ აქცევს საერთო სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებულ შემინულ აივანს მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებად. ექსპერტიზის დასკვნაში შესწავლილია დღეს არსებული მდგომარეობა, ისიც სიტუაციური ნახაზის მიხედვით, როცა სამზარეულოდან შუშაბანდში გასასვლელი კარები ამოკეტილია. სწორედ ამითაა განპირობებული ექსპერტის დასკვნა იმის თაობაზე, რომ სადავო შუშაბანდი სხვა ოთახებისაგან გამოყოფილია კედლითა და თაბაშირმუყაოს ტიხრით და ხსენებულ აივანში (შუშაბანდში) მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ ა---------ის საკუთრებაში არსებული #254 და #255 ოთახების გავლით.

მხარეებმა სასმართლოში საქმის განხილვისას დაადასტურეს, რომ ამოკეტვამდე შემინულ აივანზე მოხვედრა შეიძლებოდა როგორც საერთო სარგებლობის სამზარეულოდან, ასევე ა---------ის საკუთრებად რეგისტრირებული ოთახებიდან. ე-–--------–--ამ განმარტა, რომ მისი, მ----------–--ის და ზ--------–-------ის ოჯახები წლების მანძილზე ცხოვრობდნენ ერთ სართულზე და ერთნაირად სარგებლობდნენ საერთო სარგებლობის შემინული აივნით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ფართი (ლოჯია) საერთო სარგებლობის ფართადაა მითითებული მ----------–--ის და ლ-–-------------–ის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში და ისინი ამ ლოჯიის გარდა ერთად სარგებლობდნენ კორიდორებით, აივნით, ტუალეტით, აბაზანით. ყველა ამ ფართს დღესაც საერთოდ მოიხმარენ ა---------ი და ე-–--------–--ა, გარდა სადავო შემინული აივნისა, რისი სარგებლობის საშუალებას ა---------ი არ აძლევს ე-–--------–--ას. სასამართლო ვერ გაიზიარებს ა---------ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სადავო ფართი საერთო იყო მხოლოდ მ----------–--ის და ზ--------–-------ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართებისათვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან შეიძინა ორივე მესაკუთრის საკუთრება, მათ საერთო სარგებლობაში არსებული ფართი გახდა მისი ინდივიდუალური საკუთრება. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა---------ის საკუთრების წინა მესაკუთრეების და ე-–--------–--ას ოჯახისათვის სადავო 47,65 კვ.მ შემინული აივანი საერთო სარგებლობისა იყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა;

- მხარეთა ახსნა განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ფართები წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრებას, როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო საკუთრების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის პირობებს და ადგენს, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ე-–--------–--ა და მოპასუხე ა---------ი ცხოვრობენ ქ. თბილისში, გ. ტ----ის ქუჩა #3/5-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მესამე სართულზე და მათ გარდა ამ სართულზე არავინ ცხოვრობს. როგორც მოსარჩელეს, ისე მოპასუხეს ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებული აქვთ გარკვეული ფართები, თუმცა ამ სართულზე ასევე არსებობს - 47,65 კვ.მ სადავო შუშაბანდი, რომელიც არც მოსარჩელეს აქვს საკუთრებად რეგისტრირებული და არც მოპასუხეს. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო 47,65 კვ.მ შემინული აივანი წარმოადგენს ა---------ის და ე-–--------–--ას საერთო სარგებლობის სივრცეს და როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე სადავო ფართის თანამოსარგებლეები არიან. რადგან სადავო ფართი მდებარეობს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქ არსებული საერთო სარგებლობის ფართები წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას. სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრში სადავო ფართის საკუთრებასთან დაკავშირებით ჩანაწერის არარსებობის გამო შეუძლებელია მითითებულ ქონებაზე ა---------ის რაიმე უპირატესი უფლების აღიარება.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის კი საჭიროა დადგინდეს საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში დადგენილია - მოპასუხე ა---------ი არ აძლევს უფლებას ე-–--------–--ას ისარგებლოს საერთო სარგებლობის (საკუთრების) შემინული აივნით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მესაკუთრეს უნდა შეეძლოს საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილით თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ხელშეშლის ფაქტი იარსებებს, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან (თუნდაც ეს ხელმყოფი თანამესაკუთრე იყოს), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი.

 

სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის, 173-ე მუხლის პირველი ნაწილის, 955-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 956-ე მუხლის თანახმად, განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს იმის კანონისმიერი ვალდებულება, რომ მოპასუხემ ხელი არ უნდა შეუშალოს მოსარჩელეს კარის ჩარაზვით ან ტიხრის ამოშენებით საერთო საკუთრებით სარგებლობაში. აღნიშნული საერთო სარგებლობის შემინული შუშაბანდის კარი წარმოადგენს მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებული ფართების დანიშნულებისამებრ გამოყენების უზრუნველყოფის საშუალებას, რომლით სარგებლობის აკრძალვის უფლება ერთმანეთისათვის არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს არ გააჩნია თანასაკუთრების რეჟიმიდან გამომდინარე. კონკრეტული სარჩელი წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს მოსარჩელის სურვილია მის საკუთრებაში უკვე არსებული ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრა, ანუ საკუთრების უფლების ფარგლებში კუთვნილი უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, რაც გამოწვეულია იმით, რომ მოპასუხე არ აძლევს საშუალებას, ისარგებლოს საერთო სარგებლობის შემინული აივნით. ამდენად, სახეზეა ისეთი ვითარება, როდესაც ერთ ერთი მესაკუთრე ვერ იყენებს დანიშნულებისამებრ მის კუთვნილ ნივთს, რადგან მოპასუხემ ხელყო მოსარჩელის უფლება და ამოკეტა საერთო სარგებლობის დერეფნის კარი, რითაც მოსარჩელეს მოუსპო საერთო საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ცდილობს, დაიცვას საკუთარი უფლებები, დაუბრკოლებლად შევიდეს და ისარგებლოს თავისი საკუთრებით. მოპასუხეს კი მოეთხოვება მის მიერ შექმნილი დაბრკოლების აღმოფხვრა.

 

6.2. მოსარჩელე შუამდგომლობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა. კონკრეტულს შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის განხილვისას სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება ისეთი გარემოებები, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან მოსარჩელეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. შესაბამისად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 120 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ელსაბედ ცავას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. აღიკვეთოს ხელშეშლა, რა მიზნითაც ა---------ს აეკრძალოს ხელი შეუშალოს ე-–--------–--ას ისარგებლოს, ქ. თბილისი, გ ტ----ის ქუჩა #3/5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე - 47,65 კვ.მ საერთო სარგებლობის შემინული აივნით (ლოჯია, ე.წ. "შუშაბანდით).

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი დაეკისროს ა---------ს ე-–--------–--ას სასარგებლოდ.

4. ე-–--------–--ას მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში (მე-4 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე