განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-142-2018 (130100118002547988)
განაჩენი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-------------ე, პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 1996 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----–-
ადვოკატი - მ---------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 2381 მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ი-------------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 10 ივნისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----–-, მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ი-------------ემ მუცლის არეში დანა დაარტყა დ---------–--–---–ს, რითაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა, რაც სახიფათოა სიცოცხლისათის.
ი-------------ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
გარდა ამისა, ი-------------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ, იყო რა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, 2018 წლის 10 ივნისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----–- ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ი-------------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–სა და ბრალდებულ ი-------------ეს შორის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ---------ის მონაწილეობით, 2018 წლის 12 ნოემბერს დაიდო საპროცესო შეთანხმება, რაც კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული იქნა ზემდგომ პროკურორთან.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირი გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
2018 წლის 21 ნოემბერს ხაშურის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა პროკურორ ბ----------------–---–ის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
არსებითი განხილვის სხდომაზე პროკურორმა ბ----------------–---–მა იშუამდგომლა ბრალდებულ ი-------------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და ითხოვა, რომ ი-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
ი-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ი-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ი-------------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა ქვეპუნქტით შეფარდებული პირობითი მსჯავრი.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ი-------------ეს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ბრალდებულმა ი-------------ემ და ადვოკატმა მ---------ემ.
სასამართლომ საქართველოს სსსკ 209-213-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მოისმინა რა პროცესის მონაწილეთა განმარტებები, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადაოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არსებული სხვა მასალები, საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ბრალდებულმა ი-------------ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულები. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდება არის დასაბუთებული, ხოლო ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, შუამდგომლობაში მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი.
სასამართლო დარწმუნდა ასევე, რომ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს, ადგილი არ ჰქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე უკანონო დაპირებას, ბრალდებულს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ აქვს საქართველოს სსსკ 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები. იგი აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს.
ამდენად, პროკურორის მიერ ბრალდებულ ი-------------ის ქმედების ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება არის სწორი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე როზა სამუშიას შუამდგომლობა და უნდა დამტკიცდეს მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-e, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ბ----------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის თანხმობით 2018 წლის 12 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ს, ბრალდებულ ი-------------ეს და ადვოკატ მ---------ეს შორის;
ი-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
ი-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ი-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ი-------------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა ქვეპუნქტით შეფარდებული პირობითი მსჯავრი.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ი-------------ეს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
კონტროლი და დახმარება მსჯავრდებულ ი-------------ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს ი-------------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ი-------------ეს დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 11 ივნისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: 2 (ორი) ცალი სისხლისმაგვარი ლაქით დასვრილი ხელსახოცი განადგურდეს; სპორტული ზედატანი, დ---------–--–---–ის და ი-------------ის კუთვნილი ტანისამოსი, რომლებიც ინახება შსს ქარელის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, ხოლო ხისტარიანი ლითონის დანა, რომელიც ასევე შსს ქარელის რაიონული სამმართველოს შენობაში ინახება განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საჩივრდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის საფუძველზე.
მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ზაზა რამიშვილი