გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
330210017001849939
საქმე №2/7534-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მ--------------–-----ის სარჩელი
მოსარჩელე მ--------------–-----ი
წარმომადგენელი ბ------------ა
მოპასუხეები შ-- „მ–-----------ა“, მ------------–---–ი, ვ-------------------ე
წარმომადგენელი ი-----–--–--------ე
ვ------------------ის წარმომადგენელი გ----------–---–ი
დავის საგანი დივიდენდის გაცემის დავალდებულება, ზიანის ანაზღაურება
ვ------------------ის სარჩელი
მოსარჩელე ვ-------------------ე
წარმომადგენელი გ----------–---–ი
მოპასუხე მ--------------–-----ი
დავის საგანი ხელშეკრულებიდან გასვლა, გადაცემული წილის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
(მ--------------–-----ის სარჩელზე)
1.1. შ-- „მ–-----------ას“ მ--------------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 2----2017 წლებში დეკლარირებული მოგებიდან, მოსარჩელეზე გასცეს კუთვნილი დივიდენდი - 401 562 ლარის ოდენობით.
1.2. მ------------–---–სა და ვ------------------ეს მ--------------–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ კუთვნილი წილით სარგებლობის ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 158 790 ლარის ოდენობით.
(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა, იხ. სარჩელი/15.05.2---–. დაზუსტებული სარჩელი/ 27.11.2---–. განცხადება/ 12.07.2018წ. დაზუსტებული სარჩელი/23.07.2018წ. - 18.10.2018წ. სხდომის ოქმები).
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
2--- წლის 17 ივნისიდან - 2017 წლის 28 თებერვლამდე, მოსარჩელე მ--------------–-----ი შ-- „მ–-----------ას“ საწესდებო კაპიტალში ფლობდა 17%-იან წილს, ხოლო 2017 წლის 28 თებერვლიდან დღემდე მოსარჩელის საკუთრებაშია საწარმოს 15%-იანი წილი. მოსარჩელის მითითებით, შ-- „მ–-----------ას“ 2----2016 წლებში დეკლარირებული აქვს ჯამში 1 907 017 ლარის ოდენობის მოგება. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელეს დღემდე კომპანიისაგან არ მიუღია დივიდენდი. კანონით მინიჭებული დივიდენდის მიღების მიზნით, მ--------------–-----ის ინიციატივით 2017 წლის 10 მარტს, გაიმართა პარტნიორთა კრება, თუმცა აღნიშნულ კრებაზე ხმათა უმრავლესობას ფლობდა მოპასუხეები მ------------–---–ი და ვ------------------ე, რის გამოც მ--------------–-----ის ინიციატივა ჩავარდა და კრებამ საწარმოს მოგების გაყოფის ნაწილში დადებითი გადაწყვეტილება ვერ მიიღო, უფრო მეტიც - შ-- „მ–-----------ას“ საწესდებო კაპიტალში 50%-იანი წილის მფლობელი მ------------–---–ის წარმომადგენელმა - ქ--------------ემ და შ-- „მ–-----------ას“ საწესდებო კაპიტალში 33%-იანი წილის მფლობელი ვ------------------ის წარმომადგენელმა - ლ---–------------მ განაცხადეს, რომ შ-- „მ–-----------ას“ 2----2016 წლების მოგება სრულად განაწილებული აქვს პარტნიორ მ--------------–-----ზე და ნაწილობრივ - მ------------–---–სა და ვ------------------ეზე, ამასთან 2----2015 წლებში კუთვნილ წილზე მეტი დივიდენდი აქვს მიღებული მ--------------–-----ს. მოსარჩელის მტკიცებით, პარტნიორები ხელყოფენ მის უფლებებს და უსაფუძვლოა მტკიცება, თითქოს მ--------------–-----ს მიღებული აქვს კუთვნილ წილზე მეტი ოდენობის დივიდენდი. პარტნიორთა არამართლზომიერი ქმედებების საფუძველზე მ--------------–-----ს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა სურვილისამებრ ისარგებლოს კუთვნილი წილით, რის გამოც მას ადგება ზიანი და აღნიშნული ხელყოფის საფუძვლით მოპასუხეებს ვ------------------ესა და მ------------–---–ს უნდა დაეკისროთ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
(ვ------------------ის სარჩელზე)
1.1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო, რესტიტუციის სახით, მოსარჩელე ვ------------------ეს დაუბრუნდეს საკუთრების უფლება მოპასუხე მ--------------–-----ისათვის გადაცემულ 15%-იან წილზე შ-- „მ–-----------აში“ და მ--------------–-----ის საკუთრებად რეგისტრირებული 15% წილი შ-- „მ–-----------აში“ აღირიცხოს/დარეგისტრირდეს ვ------------------ის საკუთრებად.
1.2. მ--------------–-----ს ვ------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ გასხვისებული შ-- „მ–----------ის“ 2% წილის ღირებულების 10 589 ლარის ანაზღაურება.
1.3. მ--------------–-----ს ვ------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს დივიდენდის სახით მიღებული თანხის 329 989 ლარის დაბრუნება.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
ვ------------------ემ 2011 წელს ნ-----–---------------ესთან ერთად დააფუძნა კომპანია - შ-- „მ–-----------ა“, რომელიც წარმატებით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. მოსარჩელესა და მ--------------–-----ს შორის ზეპირი ფორმით დაიდო შ-- „მ–----------ის“ 17%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. ზეპირი ფორმითვე განისაზღვრა ხელშეკრულების არსებითი პირობები, მათ შორის ფასი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მ--------------–-----ი გადაიხდიდა წილის საფასურს 90 000 ლარს. წილზე მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, მხარეებმა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში წარადგინეს 2--- წლის 16 ივნისით დათარიღებული წილის გასხვისების დოკუმენტი, რომელშიც მოპასუხის თხოვნისა და მოსარჩელის მიერ მის მიმართ ნდობის საფუძველზე არ მითითებულა ნასყიდობის ფასი, თუმცა ამის მიუხედავად, მხარეთა შორის რეალურად არა უსასყიდლო გარიგება, არამედ დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც დასტურდება საქმეზე თანდართული დოკუმენტებით. მოსარჩელის განმარტებით, მ--------------–-----მა არ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - არ გადაიხადა წილის საფასური. ვ------------------ემ არაერთხელ მოსთხოვა მოპასუხეს ვალდებულების შესრულება, თუმცა უშედეგოდ. ამასთანავე, მოპასუხე მ--------------–-----მა წილის მოსარჩელისათვის დაბრუნებისაგან თავის არიდების მიზნით, მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს თითქოს ადგილი ჰქონდა ვ------------------ის მხრიდან მისთვის კომპანიის წილის გამოძალვის მცდელობას. 2016 წლის 31 აგვისტოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოპასუხის მიმართვის საფუძველზე ჩატარდა სპეციალური ოპერაცია, რასაც მოყვა მოსარჩელის დაკავება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. ვ------------------ეს ბრალი ედებოდა გამოძალვასა და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართის საქმეთა კოლეგიამ 2017 წლის 29 მაისს მოსარჩელე ვ------------------ის მიმართ მიიღო გამამართლებელი განაჩენი.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მ--------------–-----მა, როგორც შ-- „მ–----------ის“ პარტნიორმა საზოგადოებიდან 2----2016 წლებში დივიდენდის სახით მიიღო 329 989 ლარი. მოპასუხის მიერ ასევე გასხვისდა შ-- „მ–----------ის“ 17% წილიდან 2% წილი მ--–----------–---ზე.
2. მოპასუხის პოზიცია
(მ--------------–-----ის სარჩელზე)
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ შ-- „მ–-----------ას“ ნამდვილად აქვს დეკლარირებული 2----2016 წლების შემოსავლები და მ--------------–-----ს შ-- „მ–----------იდან“ 2----2016 წლებში დივიდენდის სახით მიღებული აქვს 329 989 ლარი. მოპასუხეთა განმარტებით, 2017 წლის 10 მარტს შ-- „მ–----------ის“ პარტნიორთა კრებაზე მ--------------–-----ს განემარტა, რომ მასზე სრულად არის განაწილებული მოგება, რაც დასტურდება საწარმოს საბუღალტრო მონაცემებით.
(ვ------------------ის სარჩელზე)
2.2. მოპასუხე მ--------------–-----მა წარმოდგენილი შესაგებლით არ დაადასტურა წილის გასხვისების ხელშეკრულების სასყიდლიანი ხასიათი და ამავდროულად აღნიშნა, რომ მისთვის უსასყიდლოდ გადაცემული 17% წილის სანაცვლოდ, ვ------------------ისათვის გადახდილი აქვს თანხა, ამავდროულად მოპასუხის მტკიცებით, მას 2----2016 წლებში არ მიუღია კუთვნილი დივიდენდი.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შ-- „მ–-----------ა“ მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა 2011 წლის 4 აპრილს. დაფუძნებისას კომპანიის პარტნიორები იყვნენ ნ-----–---------------ე და ვ------------------ე, საწარმოს წილები პარტნიორებზე თანაბრად იყო გადანაწილებული (50-50%).
3.1.2. საზოგადოების წესდების მე-5 მუხლით, დარეგულირდა პარტნიორთა უფლებები, კერძოდ, პარტნიორებს მიენიჭათ შემდეგი უფლებები:
- საზოგადოების მართვაში მონაწილეობის მიღება;
- საზოგადოების ხელმძღვანელობაზე კონტროლი გაწევა;
- კუთვნილი წილის პროპორციულად საზოგადოების მოგებიდან შემოსავლის მიღება;
- საზოგადოების საქმეებისა და ამ მიზნით საზოგადოების წიგნების/ჩანაწერების პირადად გაცნობის უფლება;
- საზოგადოების მიმართ არსებულ ვალდებულებათა შესრულების მოთხოვნისა და ამ შესრულების გამო საკუთარი სახელით სარჩელის წარდგენის უფლება;
- საკუთრებაში არსებული წილის შეუზღუდავად გასხვისებისა ან/და დატვირთვის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.04.2011წ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარემო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. ტ.3, ს.ფ. 32-33);
- წესდება (ტ.3, ს.ფ. 25-30);
3.1.3. შ-- „მ–-----------აში“ ნ-----–---------------ის წილი ერთობლივად შეისყიდა ვ------------------ემ და მ------------–---–მა, რის შემდგომაც საწარმოს 100% წილი გადანაწილდა მითითებულ პარტნიორებზე.
3.1.4. 2--- წლის 16 ივნისს ვ------------------ესა და მ--------------–-----ს შორის დაიდო სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ვ------------------ემ მ--------------–-----ს საკუთრებაში გადასცა შ-- „მ–-----------აში“ მისი კუთვნილი 50% წილიდან 17% წილი.
3.1.5. ხელშეკრულებათა გაფორმებისა და წილების გადაფორმების შედეგად 2--- წლის ივნისის მდგომარეობით შ-- „მ–----------ის“ პარტნიორები და წილის მესაკუთრეები იყვნენ:
- ვ-------------------ე - 33%
- მ------------–---–ი - 50%;
- მ--------------–-----ი - 17%;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.06.2---წ. წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება (ტ.3, ს.ფ. 36-39);
- 04.04.2011წ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარემო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. ტ.1, ს.ფ. 15-16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. შ-- „მ–----------ის“ პარტნიორები გარდა წილის მესაკუთრეობისა, უშუალოდ მონაწილეობდნენ საზოგადოების საქმიანობის წარმართვაში, კერძოდ ვ-------------------ე ახორციელებდა ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, მ------------–---–ი აგვარებდა საქონლის იმპორტის საკითხებს, ხოლო მ--------------–-----ი მეთვალყურეობდა ქარხნის მშენებლობის პროცესს.
3.1.7. 2015 წლის პერიოდისათვის საწარმო ახორციელებდა ქარხნის მშენებლობას, რის ზედამხედველობასაც აწარმოებდა მ--------------–-----ი. სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მიზნით, კომპანიამ 2015 წლის 10 ივნისს ხელშეკრულება დადო შ--------–--–-–---–თან, მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობის, კონტროლის, მონიტორინგისა და საქმის წარმოების მიზნით. აღნიშნულ პროცესი კონტროლდებოდა უშუალოდ მ--------------–-----ის მიერ და სწორედ აღნიშნულით გამოიხატებოდა მისი უშუალო ჩართულობა საწარმოს საქმიანობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ტ. 1, 317-320)
- მოწმეთა ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8. მ--------------–---ნმა 2017 წელს გაასხვისა კუთვნილი 17% წილიდან 2% მ--–----------–---ზე, რის შემდგომაც შ-- „მ–-----------ას“ წილები გადანაწილდა შემდეგნაირად:
- ვ-------------------ე - 33%
- მ------------–---–ი - 50%;
- მ--------------–-----ი - 15%;
- მ--–----------–---ი - 2%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02.02.2---–. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარემო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. ტ.1, ს.ფ. 30-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.9. საწარმოს პარტნიორებს, კერძოდ ვ------------------ესა და მ--------------–-----ს შორის 2017 წელს დაიძაბა ურთიერთობა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადავიდა, რის საფუძველზედაც მ--------------–-----მა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.
3.1.10. 02.09.2016წ. დადგენილებით მ--------------–-----ი ცნობილი იქნა დაზარალებულად. ამასთან, კონკრეტულ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2----–-–-----------------------–--------------–----–----------, რომლითაც ვ------------------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულია და არ არის კანონიერ ძალაში შესული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 75-79);
- დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 219);
- განაჩენი (ტ.1, ს.ფ. 268-311).
3.1.11. 2017 წლის 10 მარტს გაიმართა შ-- „მ–----------ის“ პარტნიორთა კრება, რომელზეც განხილული იქნა - ა) საწარმოს აუდიტის არჩევის, ბ) შ-- „მ–----------ის“ დირექტორის შეცვლისა და გ) 2----2016 წლებში საბუღალტრო ჩანაწერების გათვალისწინებით, საწარმოს წლიური მოგების გაყოფის შესახებ არსებული საკითხები.
კრებაზე შ-- „მ–----------ის“ საწესდებო კაპიტალში 15%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის - მ--------------–-----ის წარმომადგენელმა ბ------------ამ მოითხოვა, რომ მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილება 2---–2016 წლებში წმინდა მოგების შესაბამისად, რეგისტრირებული წილების გათვალისწინებით საწარმოს წლიური მოგების გაყოფის შესახებ. აღნიშნულზე კი, შ-- „მ–-----------ას“ საწესდებო კაპიტალში 50%-იანი წილის მფლობელი მ------------–---–ის წარმომადგენელმა - ქ--------------ემ და 33%-იანი წილის მფლობელი ვ------------------ის წარმომადგენელმა - ლ---–------------მ განაცხადეს, რომ შ-- „მ–-----------ას“ 2---–2016 წლებში მოგება სრულად განაწილებული აქვს პარტნიორ მ--------------–-----ზე, ხოლო ნაწილობრივ - მ------------–---–სა და ვ------------------ეზე, ამასთანავე მ--------------–-----ის წარმომადგენელს განემარტა, რომ მის რწმუნებულს 2----2016 წლებში მიღებული აქვს კუთვნილ წილზე მეტი დივიდენდი, შესაბამისად 83% წილის მესაკუთრე პარტნიორებმა უარი განაცხადეს კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რასაც შეეწინააღმდეგა მ--------------–-----ის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ არ ადასტურებს ინფორმაციას, მ--------------–-----ის მიერ კუთვნილი დივიდენდების მიღების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 10.03.2---–. პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 21-23);
3.1.12. შ-- „მ–----------ის“ მიერ განაწილებულია 2----2017 წლების დივიდენდი, რასაც არ უარყოფს მოპასუხე მხარეც. აღნიშნული გარემოება დასტურდება, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი საწარმოს მოგების დეკლარაციებითაც, კერძოდ საწარმოს მიერ დივიდენდის სახით განაწილებულია:
- 2--- წელს - 439 600 ლარი (მოგების გადასახადი 65 940 ლარი);
- 2015 წელს - 770 219 ლარი (მოგების გადასახადი 115 532.85 ლარ);
- 2016 წელი - 697 198 ლარი (მოგების გადასახადი 104 579.7 ლარ).
- 2017 წელი (ჯამში 428 109.61 ლარი):
· თებერვალი - 61 158.97 ლარი;
· მარტი - 61 158 ლარი;
· მაისი - 122 315.79 ლარი;
· ივლისი - 61 158.95 ლარი;
· აგვისტო - 61 158.95 ლარი;
· ნოემბერი - 61 158.95 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი მოგების დეკლარაციების ასლები (ტ.2, ს.ფ. 20-67);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.13. 30.0--2---–. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით (3--0--2---–. მდგომარეობით) ფ/პ მ--------------–-----ის მიერ 0--01.2--- წლიდან 3--0--2---–.-მდე მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. კონკრეტულად, შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით მ--------------–-----ის მიერ 2--- და 2015 წლებში მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, ხოლო 2016 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა არსებობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 3--0--2---–. ცნობა (ს.ფ. ტ.1, ს.ფ. 20);
3.1.14. ვ-------------------ემ 2018 წელს კუთვნილი 33% წილი შ-- „მ–-----------აში“ გაასხვისა ლ---–------------ზე და დღეის მდგომარეობით საწარმოს პარტნიორები არიან:
- მ------------–---–ი - 50%;
- მ--------------–-----ი - 15%;
- მ--–----------–---ი - 2%;
- ლ---–------------ - 33%
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 13.04.2018წ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარემო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. ტ.1, ს.ფ. 215-217);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ვ-------------------ემ მ--------------–-----ს 2--- წლის 16 ივნისის სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების შესახებ ხელშეკრულებით უსასყიდლოდ გადასცა შ-- „მ–-----------აში“ კუთვნილი 50% წილიდან 17% წილი.
სასამართლო სადავო შემთხვევაში ვერ გაიზიარებს ვ------------------ის მტკიცებას წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულების სასყიდლიან ბუნებასთან მიმართებით, რამეთუ არ დასტურდება მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე მ--------------–-----ის ვალდებულების არსებობა მიღებული წილის სანაცვლოდ გადაეხადა 90 000 ლარი. წილის გასხვისება განხორციელდა წერილობითი ხელშეკრულების დადების გზით, რომელშიც პირდაპირ არის აღნიშნული წილის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, რის საწინააღმდეგოდაც მხარის მტკიცება ფულადი ვალდებულების არსებობის თაობაზე საფუძველს მოკლებულია. ამავდროულად, მ--------------–-----ს მიღებული წილის სანაცვლოდ თანხის - 90 000 ლარის გადახდის ვალდებულების არსებობის თაობაზე არ განუცხადებია და მით უფრო არ დაუდასტურებია სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენების ფარგლებში, პირიქით დამაზუსტებელ შეკითხვაზედაც მ--------------–-----მა განაცხადა, რომ მან უსასყიდლოდ მიიღო წილი, თუმცა აღნიშნულისაგან დამოუკიდებლად მის მიერ გარკვეული თანხები გადახდილია ვ------------------ისათვის, ამასთანავე გველებიანმა მიცემული ჩვენების ფარგლებში განმარტა, რომ კონკრეტულ წილთან მიმართებით წერილობითი ხელშეკრულების გარდა სხვა ზეპირი შეთანხმება თანხის გადახდასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არ შემდგარა. ჩვენებისას მ--------------–-----მა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წილი მის მიერ მიღებულია უსასყიდლოდ, ამავდროულად მხარემ არ უარყო, რომ წილის მიღების შემდგომ, საკუთარი ინიციატივით გადახდილია ვ------------------ისათვის გარკვეული ოდენობის თანხები, თუმცა აღნიშნული განხორციელდა არა წილის საფასურის სანაცვლოდ, არამედ ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებლად. მხარემ ყოველგვარი ზეპირი შეთანხმების გარეშე მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის გადაცემული წილის საკომპენსაციოდ გადაეცა გარკვეული თანხა, რაც წარმოადგენდა მის კეთილ ნებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობასთან დაკავშირებით, რადგანაც არ დასტურდება მხარეთა მიერ ორმხრივი ნების გამოვლენა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებთან მიმართებით, კერძოდ არ შეთანხმებულა წილის მიმღების ვალდებულება საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, რაც არსებითია გარიგების ნასყიდობის ხელშეკრულებად კვალიფიკაციისათვის. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ვ------------------ემ ვერც იმ გარემოების დადასტურება უზრუნველყო, თუ რა მიზნით ჩაიწერა ხელშეკრულებაში უსასყიდლოდ გასხვისების ფაქტი, თუ რეალურად მათ სასყიდლის მიღების მიზნით გაასხვისეს წილი. მ--------------–-----ს არც სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენების ფარგლებში და არც განსახილველ საქმეზე ცალსახად არ დაუდასტურებია ხელშეკრულების სასყიდლიანი ხასიათი, შესაბამისად აღნიშნული გარემოებების სადავოობის პირობებში ვ------------------ის მტკიცების საგანს შეადგენდა დაედასტურებინა ფულადი ვალდებულების არსებობა, რის შემდგომადაც გადავიდოდა მტკიცების ტვირთი მ--------------–-----ზე მისი მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით. კონკრეტულ შემთხვევაში ვ------------------ემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაედასტურებინა ფულადი ვალდებულების არსებობა, რაც გამორიცხავს მ--------------–-----ზე მტკიცების ტვირთის გადაკისრებას მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვან შესრულებასთან მიმართებით. ამასთან, რამდენადაც ვ------------------ე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლასა და გადაცემული წილის დაბრუნებას, მნიშვნელოვანია შეფასდეს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება, რაც ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად ვერ დაექვემდებარება ნასყიდობის მომწესრიგებელ ნორმებს. საკუთრების უსასყიდლოდ გადაცემა თავსდება ჩუქების ხელშეკრულებაში, რომელიც თავის მხრივ არის ცალმხრივი ხელშეკრულება, რა დროსაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით (სკ-ს 524 მუხლი), შესაბამისად კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე ხელშეკრულებიდან გასვლის ნორმების მოხმობა მიზანშეუწონელია. ამასთანავე, ვ------------------ეს არ მიუთითებია არც გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნების სამართლებრივ წინაპირობების არსებობა (სკ-ს 529-530 მუხლი), რაც გამორიცხავს სარჩელის ამ მხრივ დაკმაყოფილებასაც.
უნდა განიმარტოს, რომ წერილობით ხელშეკრულებას, მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასა და მოცემულ საქმეზე გაკეთებულ ახსნა-განმარტებას, ვერ გააბათილებს მოწინააღმდეგე მხარის მხოლოდ ზეპირი შედავება და საგამოძიებო ორგანოსათვის მიცემული ჩვენება წილის შესყიდვასთან მიმართებით. აღნიშნული გარემოება ვერ დადასტურდება ვერც მოწმე ლ-–-------–---- მიერ მიცემული ჩვენებით, რამეთუ იგი ვერ განიხილება სსსკ-ს 102.3 მუხლის შესაბამისად სათანადო მტკიცებულებად. ამასთანავე სასამართლო სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარ გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ გარემოებებს ვერ მიანიჭებს მტკიცებულებით მნიშვნელობას სსსკ-ს 106 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება ფულადი ვალდებულების არსებობა, მოპასუხეს ვერ წარმოეშობა დაუდასტურებელი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, რაც გამორიცხავს ვ------------------ის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება (ტ.3, ს.ფ. 36-39);
- სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენების აუდიო ჩანაწერ (ტ.1, ს.ფ. 82);
- დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (ტ.1, 138-142);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. მ--------------–-----ს, როგორც შ-- „მ–----------ის“ 17% წილის მესაკუთრე პარტნიორს საწარმოს მიერ 2----2017 წლებში განაწილებული დივიდენდი არ მიუღია.
უდავოა, რომ შ-- „მ–-----------ას“ 2----2017 წლებში განაწილებული აქვს დივიდენდი, ამასთან, კომპანიამ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა მის მიერ გაცემული დივიდენდის მ--------------–-----ისათვის გადაცემის ფაქტი, რაც შ-- „მ–------------“ მტკიცების საგანს შეადგენდა. მ--------------–-----ი წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მიუთითებს, რომ მას დივიდენდი არასოდეს არ მიუღია, ამასთანავე საწარმოს მიერ 2----2017 წლებში პარტნიორებზე განაწილებულია დივიდენდი, რის გამოც იგი, როგორც ამავე საწარმოს 17% წილის პარტნიორი უფლებამოსილია მოითხოვოს კუთვნილი დივიდენდი. შ-- „მ–-----------ამ“ წარმოდგენილი შესაგებლით არ უარყო დივიდენდის განაწილების ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ მ--------------–-----ს სრულად აქვს მიღებული დივიდენდი, ამასთან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება კომპანიას არ წარმოუდგენია. იმ პირობებში, როდესაც პარტნიორი უარყოფს დივიდენდის მიღებას, მოპასუხის, როგორც დივიდენდის გაცემაზე ვალდებული სუბიექტის მტკიცების საგანს შეადგენდა სათანადო მტკიცებულებით დაედასტურებინა ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა ფულადი ვალდებულების არსებობა, რის შესრულების მტკიცების ტვირთი აწევს მოვალე სუბიექტს, რაც სკ-ს 429-ე მუხლის შესაბამისად შესაძლოა დადასტურებულიყო კრედიტორის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის გზით. ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, სსსკ-ს 102.3 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ვერ მიიჩნევა სათანადო მტკიცებულებად მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება და თავად მოვალე სუბიექტის მიერ შედგენილი ცნობა, რამეთუ ფულადი ვალდებულების შესრულება უნდა დასტურდებოდეს სხვა სახის მტკიცებულებით. ამასთანავე დივიდენდი მიღების ფაქტი არც მ--------------–-----ს არ დაუდასტურებია სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მიცემისას, პირიქით მ--------------–-----მა ცალსახად უარყო კონკრეტულად დივიდენდის მიღება და განმარტა, რომ კომპანია მას თანხას გადასცემდა ხელფასის სახით, რამეთუ იგი ზედამხედველობდა სამშენებლო სამუშაოებს და ყოველთვიურად იღებდა ხელფასს კომპანიის მოგების შესაბამისად. ამდენად, მოპასუხეთა მტკიცება მ--------------–-----ის მხრიდან დივიდენდის მიღების შესახებ აღიარების შესახებ უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგანაც სხვა რამ დასტურდება საქმეზე თანდართული ჩვენების აუდიო ჩანაწერით, რომლის შესაბამისადაც, გველებიანმა რამდენჯერმე დაადასტურა, რომ მის მიერ მიღებული თანხა წარმოადგენდა ხელფასს და მას ეძლეოდა ქარხნის სამშენებლო სამუშაოების წარმართვის პერიოდში ყოველთვიურად, დაახლოებით წელიწად-ნახევარი.
მ--------------–-----ის მიერ მიღებული თანხების სამართლებრივ საფუძველთან მიმართებით, მნიშვნელოვანია შეფასდეს მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ:
- მოწმე ლ-–-------–---- მიერ მიცემული ჩვენების შესაბამისად, იგი 2--- წლიდან მუშაობს შ-- „მ–-----------აში“ მენეჯერის პოზიციაზე. საწარმოში მისვლისას, მას დამფუძნებლებმა (ვ------------------ე, მ--------------–-----ი და მ------------–---–ი) განუმარტეს, რომ ყოველთვიურად მათთვის უნდა გაენაწილებინა 5000-5000 ლარი. მოწმის განმარტებით, იგი მისვლიდან 6 თვის განმავლობაში მითითებისამებრ ახორციელებდა პარტნიორებისათვის თანხის გადანაწილებას, ხოლო შემდგომ ისევ პარტნიორთა მოთხოვნის შესაბამისად გადაწყდა, ყოველთვიურად საწარმოში შესული თანხის 10%-ის გადანაწილება თანაბრად 3 პირზე. ლ-–-------–---- განმარტებით, თანხებს იგი ხელზე გადასცემდა პარტნიორებს, მათ შორის გველებიანისათვის სახლშიც მიუტანია და გადაუცია მისი ოჯახის წევრისათვისაც. მოწმემ აღნიშნა, რომ ყოველთვიურად გასაცემი თანხა წარმოადგენდა დივიდენდს, რომელიც მხარეთა შორის ნაწილდებოდა თანაბრად, მიუხედავად საწარმოში მათი წილობრივი მონაწილეობისა. დივიდენდის გაცემის დოკუმენტები, მოწმის მითითებით ინახება საწარმოს დირექტორის მეილზე, რასაც იგი ყოველდღიურად კუთვნილი მეილით უგზავნიდა ვ------------------ეს. მოწმემ აღნიშნა, რომ კომპანიაში არც ერთი პარტნიორი არ იკავებდა თანამდებობას, რაც შეეხება ქარხნის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, პარტნიორებს განაწილებული ჰქონდათ ფუნქციები, კერძოდ ხუნაშვილი ძირითადად შესყიდვებით იყო დაკავებული, ტოგონიძე საწარმოს მართვით, ხოლო გველებიანი აკონტროლებდა სამშენებლო პროცესებს. მოწმის მითითებით, საწარმოს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული მშენებლებთან და გველებიანს გადაეცემოდა თანხები სამშენებლო მასალის შეძენის მიზნით, ამავდროულად ხორციელდებოდა ანგარიშგება გახარჯულ ხარჯებთან მიმართებით. მშენებლობა გრძელდებოდა 1 წელზე მეტი ხანი. პარტნიორთა მიერ გადანაწილებული ფუნქციებისათვის არც ერთი დამფუძნებელი არ იღებდა ხელფასს, მათზე გაიცემოდა მხოლოდ დივიდენდი, ამასთანავე დივიდენდი იყოფოდა თანაბრად 3 კაცზე და არა წილების შესაბამისად. ლ-–-------–---- განმარტებით, მისთვის, როგორც ცნობილია გველებიანს ემართა ტოგონიძისათვის 90 000 ლარის გადახდის ვალდებულება გადაცემული წილის სანაცლოდ. მოწმის მითითებით, იგი თანხების გადანაწილებას შემოსული თანხის შესაბამისად ახორციელებდა და აღნიშნული წარმოადგენდა 3-ვე დამფუძნებლის ერთობლივ ნებას. მოწმემ აღნიშნა, რომ მაქსიმალური დივიდენდი, რაც თვეში გაუცია შეადგენდა დაახლოებით 17-19 ათას ლარს თითოეულზე, რაც გაიცემოდა შემოსული თანხის შესაბამისად და არა ბუღალტრულად შეფასებული მოგებისა და გაწერილი დივიდენდის საფუძველზე. ლ-–-------–---- განმარტებით, თანხის გადაცემისას მ--------------–-----ის ხელმოწერას არ ახორციელებდა და საწარმოდან გასულ თანხებთან მიმართებით იგი პირადად აწარმოებდა აღრიცხვას, ბუღალტერიასაც ზეპირი სახით მიეწოდებოდა გასავლის თაობაზე ინფორმაცია. მოწმის მითითებით, ვ------------------ეს, როგორც საწარმოს დირექტორს ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი 2 000 ლარი, ხოლო დივიდენდი პარტნიორებს გადაეცემოდათ ხელზე, ამასთან, მოწმის განმარტებით, ვ------------------ის შემოსავალი თანაბარი იყო დანარჩენი პარტნიორებისა (2000 ლარს დამატებული 3000 ლარი, ჯამში 5000 ლარი). მოწმის მითითებით, ხელფასი უნაღდო ანგარიშსწორებით ირიცხებოდა, ხოლო დივიდენდი ხელზე გაიცემოდა, რადგანაც ესეთი იყო დამფუძნებლების ნება. ამასთანავე, მოწმის მითითებით 17% წილის შესაბამისი დივიდენდის ნაცვლად, 1/3 ოდენობით დივიდენდის გველებიანზე გაცემაც დამფუძნებელთა ერთობლივ შეთანხმებას წარმოადგენდა. ყველა პარტნიორს ხელზე გადაეცემოდა დივიდენდი და ხელწერილი არც ერთ მათგანთან მიმართებით არ დგებოდა, რამეთუ ესეთი იყო პარტნიორთა შეთანხმება და მისთვის არ დაუვალებიათ ხელმოწერის აღნიშვნა.
- მოწმე შ--------–--–-–---–ის განმარტებით, იგი თანამშრომლობდა შ-- „მ–-----------ასთან“ ქარხნის მშენებლობის პერიოდში, კერძოდ აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას, მის უშუალო კომპეტენციაში შედიოდა დაგეგმარება და მშენებლობის ზედამხედველობა. მოწმის მითითებით, სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამასთან, მისი ზედამხედველობით წარიმართა საძირკვლის მშენებლობა, შენობის აშენება, გადახურვა, ასევე შიდა სამღებრო სამუშაოები, რაც შეეხება კოსმეტიკურ სამუშაოებს აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმება არ ყოფილა. მოწმის მითითებით, კომპანიასთან შეთანხმებული იყო ხარჯთაღრიცხვა და იგი ხელფასის სახით იღებდა თვიურ გასამრჯელოს, რომელმაც ჯამში შეადგენდა 20 000 ლარი, რასაც ყოველთვიურად გადანაწილებით იღებდა. მოწმის განმარტებით, იგი მ--------------–-----ს იცნობს ვანოს სახელით, რომელიც დაუკავშირდა მას, აცნობა ქარხნის მშენებლობის თაობაზე და სთხოვა ხარჯთაღრიცხვის შედგენა, ამასთან ტატო იგივე ვ------------------ეც მისი მეშვეობით გაიცნო. სამუშაოების წარმართვისას უშუალო კონტაქტი პირადად მ--------------–-----თან ჰქონდა, რომელიც აკონტროლებდა სამშენებლო სამუშაოებს. შ--------–--–-–---–ის მითითებით, საწარმო თანხებს გასცემდა აქტის გამოწერის საშუალებით, რასაც ეწერებოდა ხელი და ხელმოწერისა და ქვითრის გარეშე თანხები არ გაიცემოდა. მოწმემ აღნიშნა, რომ მ--------------–-----ი აქტიურად, ყოველდღიურ რეჟიმში დადიოდა სამშენებლო ტერიტორიაზე და აკონტროლებდა სამშენებლო სამუშაოებს, რათა სწრაფად და ეფექტურად შესრულებულიყო სამუშაო. მოწმემ განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმდა ხელშეკრულება, რა დროსაც საწარმოს წარმოადგენდა ლაშა კაკუშაძე. რაც შეეხება, მ--------------–-----ს, იგი მასთან მეზობლად, ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა და შორი ნაცნობობა აკავშირებდა, უბრალო მეზობლის სტატუსით, რომელმაც სთხოვა მას ხარჯთაღრიცხვის შედგენა და დაინტერესების შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მოწმის მითითებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული იყო ყველა პარტნიორი, მათ შორის ვ------------------ეც, ძირითადი გადაწყვეტილებები მიიღებოდა ერთად, ხოლო სხვა ყოველდღიური საკითხები თანხმდებოდა უშუალოდ მ--------------–-----თან. მოწმემ აღნიშნა, რომ იგი 6-7 თვის მანძილზე დაახლოებით 3000 ლარამდე ხელფასს იღებდა, ჯამში მის მიერ გასამრჯელოს სახით მიღებულია 20 000 ლარი. შ--------–--–-–---–ის მითითებით, მან იცოდა, რომ საწარმო იყო მ--------------–-----ის საკუთრება და იგი ზედამხედველობას ახორციელებდა, როგორც საკუთარ ქონებაზე მიმდინარე სამუშაოების, ახორციელებდა კონტროლს, რათა უსაფუძვლოდ არ გახარჯულიყო სახსრები, შესაბამისად მას არ უგრძვნია აღნიშნულის სანაცვლოდ იღებდა თუ არა მ--------------–-----ი ხელფასს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ლაშა კაკუშაძე პირადად გადასცემდა თანხებს სამშენებლო სამუშაოებზე მომუშავე ხელოსნებისათვის გასანაწილებლად. მოწმის განმარტებით, მ--------------–-----ი და დანარჩენი ორი პარტნიორი იყვნენ სრული მეწილეები და ეკავათ თუ არა სხვა თანამდებობა საწარმოში მისთვის უცნობია. უშუალოდ მ--------------–-----ს მეტი გამოცდილება ჰქონდა სამშენებლო სფეროში, რის გამოც მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა ევალებოდა მას.
დივიდენდის გაცემასთან მიმართებით, უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მოწმის ჩვენება ვერ განიხილება ამგვარი გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. ამასთანავე, მოწმის ჩვენება საინტერესოა, თავად კომპანიის მიერ მ--------------–-----ზე გაცემული თანხის სამართლებრივი ბუნების შესაფასებლად, კერძოდ მოწმის მითითებით საწარმოს შემოსავალი თანაბრად ნაწილდებოდა 3 პარტნიორზე, მაშინ როდესაც 3 პარტნიორი ფლობდა განსხვავებულ წილს და ზოგადი წესის შესაბამისად დივიდენდიც უნდა გადანაწილებულიყო პარტნიორთა წილების შესაბამისად, სხვაგვარ დანაწესს არ ითვალისწინებდა არც კომპანიის წესდება. ამავდროულად საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თანხები არ გაიცემოდა პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და მოწმის ჩვენებით იგი ერთჯერადად გაფრთხილების შემდგომ ყოველთვიურად ანაწილებდა პარტნიორებზე თანხებს. ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თანხების გაცემას მენეჯერი ახორციელებდა ნაღდი გადახდით და აღნიშნულთან მიმართებით არ დგებოდა არავითარი წერილობითი დოკუმენტი. ამდენად იმ ვითარებაში, როდესაც პარტნიორი სადავოდ ხდის დივიდენდის მიღებას, მხოლოდ მოწმის ჩვენება ვერ დაადასტურებს აღნიშნულ გარემოებას, ამასთანავე მითითებულ ფაქტს ვერ დაადასტურებს თავად საწარმოს მიერ გაცემული ცნობა თანდართული ცხრილით, რამეთუ ვალდებულების შესრულება უნდა დასტურდებოდეს უშუალოდ კრედიტორის მიერ შედგენილი წერილობითი საბუთით, ხოლო თავად მოვალე სუბიექტის მიერ თანხის გაღების შესახებ ცნობის გაცემა ვერ მიიჩნევა იმგვარ მტკიცებულებად, რაც უზრუნველყოფდა სადავო ფაქტის დადგენას, ამავდროულად მ--------------–-----ის მიერ დივიდენდის მიღების ფაქტი არ არის დადასტურებული არც სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენების ფარგლებშიც. მხარემ მართალია დაადასტურა გარკვეული თანხის მიღება, თუმცა აღნიშნული მ--------------–-----ის განმარტებით წარმოადგენს მის ხელფასს და არა დივიდენდს, რასაც იგი იღებდა სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისათვის, ამასთანავე, მ--------------–-----ისა და მოწმე ლ-–-------–---- მითითებით სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობდა 1 წელზე მეტი ვადით, შესაბამისად, მოპასუხეთა აპელირება შ--------–--–-–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც თავის მხრივ განმარტა, რომ მშენებლობას იგი ზედამხედველობდა 6-7 თვის მანძილზე, ვერ გააქარწყლებს ზოგადად ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების ვადასთან დაკავშირებით მ--------------–-----ის ახსნა-განმარტებასა და ლ-–-------–---- ჩვენებას, რადგანაც კონკრეტულ სამშენებლო კომპანიას სრული მშენებლობის პროცესი არ უწარმოებია, რაც თავად შ--------–--–-–---–მაც დაადასტურა, შესაბამისად მოპასუხეთა აპელირება მხოლოდ 6-7 თვის მანძილზე მშენებლობის წარმოება ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგანაც, მოწმე ლაშა კაკუშაძემაც დაადასტურა სამშენებლო სამუშაოს 1 წელზე მეტი ვადით წარმართვა.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა დივიდენდის მ--------------–-----ზე გაცემის ფაქტი, შ-- „მ–-----------ას“ უნდა დაეკისროს აღნიშნული ვალდებულების შესრულება და შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი მოგების დეკლარაციის შესაბამისად მ--------------–-----ი, როგორც შ-- „მ–----------ის“ პარტნიორი უფლებამოსილია მიიღოს 2----2017 წლების დივიდენდი, რაც მისი კუთვნილი წილის შესაბამისად, თითოეულ წელთან მიმართებით შეადგენს:
- 2---წ. – 439 600 ლარის 17%, რაც შეადგენს 74 732 ლარს;
- 2015წ. – 770 219 ლარის 17%, რაც შეადგენს 130 937.23 ლარს;
- 2016წ. – 697 198 ლარის 17%, რაც შეადგენს 118523,66 ლარს;
- 2---–. - 428 109.61 ლარის 15%, რაც შეადგენს 64 216.44 ლარს;
რადგან მოსარჩელე სარჩელის დაზუსტების შესახებ განცხადებით 2017 წლის გასანაწილებელ დივიდენდთან მიმართებით თავად ითხოვს 64215.90 ლარის დაკისრებას, სასამართლო ვერ გაცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენების აუდიო ჩანაწერი (ტ.1, ს.ფ. 82);
- მოწმეთა ჩვენება;
- შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი მოგების დეკლარაციების ასლები (ტ.2, ს.ფ. 20-67);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.3. მ--------------–-----მა წარმოდგენილი სარჩელით ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა კუთვნილი წილით სარგებლობის მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლის საფუძვლზე მიუღებელი შემოსავლის სახით 158 790 ლარის ოდენობით ზიანის არსებობის ფაქტი, რაც გამორიცხავს მ------------–---–ისა და ვ------------------ის სოლიდარულ ვალდებულებას კონკრეტული ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
მოცემულ მოთხოვნასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოსათვის ბუნდოვანია, თუ რაში გამოიხატება პარტნიორის ზიანი და რას მოიაზრებს მხარე წილით სარგებლობაში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პარტნიორს მიეკუთვნა მისი წილის შესაბამისად დივიდენდის მიღების უფლება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ წილი არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, შესაბამისად გაუგებარია არამატერიალური აქტივის ხელყოფაში რას მოიაზრებს მხარე და რა საფუძვლით მიადგა მას როგორც პარტნიორს ზიანი, ან/და რაში გამოიხატება აღნიშნული ხელყოფა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოსათვის გაუგებარია თავად ამ ზიანის ოდენობის გამოთვლის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია, კერძოდ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 ნოემბრის დასკვნა, რომლის შესაბამისად, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, კვირაცხოვლის ქ. N83-ში მდებარე, ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი, შ-- „მ–----------ის“ საკუთრებაში რიცხული N0---------------, N---------------- და N---------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებების მთლიანი საბაზრო ღირებულების 1%-ის ოდენობა 2017 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 3 989 აშშ დოლარს. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია შ-- „მ–----------ის“ საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების 1%, რომელიც მოსარჩელემ გადაამრავლა 17-ზე (მ--------------–-----ის კუთვნილი 17% წილის შესაბამისად), თუმცა აღნიშნული მიდგომა ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რამდენადაც მ--------------–-----ი საკუთრებაში ფლობს საწარმოს წილს და არა უშუალოდ ექსპერტის მიერ შეფასებულ უძრავ ნივთებს, რაც ორი სხვადასხვა უფლების ობიექტია, ამასთან კონკრეტული ნივთების მესაკუთრეა შ-- „მ–-----------ა“, რომელიც სკ-ს 24-ე მუხლის შესაბამისად დამოუკიდებელი სუბიექტია, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განვითარებული მსჯელობა ზიანის ფაქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და აღნიშნული გარემოება ვერ მიიჩნევა ვერც ერთი თვალსაზრისით პარტნიორისათვის ზიანის მიყენებად, გარდა აღნიშნულისა ქონების საბაზრო ღირებულება ვერ ადასტურებს მოგების მიღების შესაძლებლობას, მხარეებმა თავად განმარტეს, რომ საწარმო ახორციელებდა საქონლის იმპორტს და რეალიზაციას, შესაბამისად ქონების სარგებლობით საწარმო მოგებას ვერ მიიღებდა, რაც გამორიცხავს მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ნაწილში მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული მსჯელობის გაზიარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 158-172);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------------–-----ის სარჩელი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ვ------------------ეს უარი უნდა ეთქვას მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე, 429-ე მუხლები;
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-8, 44-ე, 46-ე, 47-ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-105-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოცემულ შემთხვევაში მ--------------–-----ის სარჩელის საფუძვლიანობის კვლევისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შ-- „მ–----------ის“ მიერ 2----2017 წლებში განაწილებული დივიდენდის პარტნიორის მიერ მიღება, ხოლო ვ------------------ის სარჩელის გადაწყვეტისათვის საჭიროა შეფასდეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება და მისგან გამომდინარე მ--------------–-----ის ფულადი ვალდებულების არსებობა. ამდენად, მითითებული სარჩელების შეფასებისათვის გადამწყვეტია ერთ შემთხვევაში ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურება, ხოლო მეორე შემთხვევაში ამგვარი ვალდებულების არსებობის ნამდვილობა, რაც თავის მხრივ მოითხოვს მტკიცების განსხვავებულ სტანდარტს.
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ხოლო მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტად ითვლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება, არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს საწარმოს ვალდებულებებს პარტნიორის (პარტნიორის) მიმართ და პარტნიორის უფლებებს საზოგადოებაში.
ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 46-ე მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანი მოგების მიღებაა. პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღებაა დივიდენდის სახით. სხვა სიტყვებით, საწარმოს მიერ მიღებული მოგების შესაბამის წილზე პარტნიორს წარმოეშობა საკუთრების უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და მისი შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით.
საწარმოს მიერ მიღებული მოგების პარტნიორებზე განაწილების წესს განსაზღვრავს მოხმობილი კანონის მე-8 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვისა.
უნდა განიმარტოს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება. ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. მითითებულ ნორმათა მიხედვით, დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ. ამდენად, მხოლოდ მოგების მიღების ფაქტი საკმარისი წინაპირობა არ არის კაპიტალური ტიპის საზოგადოებაში დივიდენდის მიღებისათვის. მოგების მიღების ფაქტის დადასტურება ვერ გახდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დივიდენდის მიღების ფაქტობრივი საფუძველი იმ პირობებში, როდესაც დადგენილია პარტნიორთა გადაწყვეტილების არარსებობა საწარმოს მოგებიდან დივიდენდის განაწილების თაობაზე. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების უფლებამოსილება დაადგინოს საწარმოს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილება, გულისხმობს როგორც დივიდენდის გაცემა-არგაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, ისე გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილებასაც.
სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. დასახელებული ნორმა განამტკიცებს იურიდიული პირის, როგორც სამართალსუბიექტის დამოუკიდებლობის ზოგად პრინციპს და ყოველი კონკრეტული შემთხვევის რეგულირების მატერიალური საფუძველი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული. მითითებული კანონის მე-3 თავში მოცემულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მახასიათებელი სპეციალური წესები და 47-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, პარტნიორთა გადაწყვეტილება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა, რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს. „დივიდენდების გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდების გაცემის შესახებ. დივიდენდის სავალდებულო რეჟიმში მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის... პარტნიორს დივიდენდის მოთხოვნის უფლება აქვს იმ შემთხვევაში თუ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მოხდა დივიდენდების განაწილება და მას, როგორც პარტნიორს, მისი წილის პროპორციული თანხა არ გაუნაწილეს, ან თუ ის მოითხოვს პარტნიორთა კრების მოწვევას და საწარმოს პარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას დივიდენდების განაწილების თაობაზე.“ (იხ. სუსგ №ას-75-408-09, 02.07.2009 წ/ Nას-863-813-2015 17.12.2015 წელი).
კონკრეტულ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2--- წლის 16 ივნისს ვ------------------ემ საკუთრებაში მიიღო შ-- „მ–----------ის“ 17% წილი, რის საფუძველზედაც, 2017 წლამდე საწარმოს ჰყავდა სამი პარტნიორი - 33% წილის მესაკუთრე ვ-------------------ე, 50% წილის მესაკუთრე მ------------–---–ი და 17% წილის მესაკუთრე მ--------------–-----ი. 2017 წელს, მ--------------–-----მა გაასხვისა კუთვნილი 2% წილი მ--–----------–---ზე, რის შესაბამისადაც 2017 წლიდან მის საკუთრებაშია 15% წილი. ამავდროულად სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, შ-- „მ–----------ის“ მიერ 2----2017 წლებში დივიდენდის განაწილების ფაქტი, კერძოდ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი საწარმოს მოგების დეკლარაციებით დგინდება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის სახით განაწილებულია:
- 2--- წელს - 439 600 ლარი (მოგების გადასახადი 65 940 ლარი);
- 2015 წელს - 770 219 ლარი (მოგების გადასახადი 115 532.85 ლარ);
- 2016 წელი - 697 198 ლარი (მოგების გადასახადი 104 579.7 ლარ).
- 2017 წელი (ჯამში 428 109.61 ლარი):
· თებერვალი - 61 158.97 ლარი;
· მარტი - 61 158 ლარი;
· მაისი - 122 315.79 ლარი;
· ივლისი - 61 158.95 ლარი;
· აგვისტო - 61 158.95 ლარი;
· ნოემბერი - 61 158.95 ლარი;
სწორედ აღნიშნულ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს ამყარებს მოთხოვნას დივიდენდის მიღების თაობაზე მ--------------–-----ი, რასაც თავის მხრივ სადავოდ ხდის შ-- „მ–-----------ა“ მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულების საფუძვლით. ამდენად, დავის საგანს შეადგენს განაწილებული დივიდენდის მ--------------–-----ის, როგორც საწარმოს 17% წილის მესაკუთრე პარტნიორის მიერ მიღების ფაქტი, რაც წარმოადგენს კომპანიის, როგორც ფულადი ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული პირის სამტკიცებელ გარემოებას. საწარმოს მხრიდან დივიდენდის გაცემა წარმოადგენს, პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოების ფულადი ვალდებულების წარმოშობას, ამავე საწარმოს პარტნიორთა მიმართ, შესაბამისად იგი, როგორც მოვალე სუბიექტი, ვალდებულია ადასტუროს მისი მხრიდან აღნიშნული ვალდებულების შესრულება, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, რაც ვერ ჩანაცვლდება მხოლოდ, მოწმის ჩვენებით, თავად კომპანიის მიერ შედგენილი ცნობით. შ-- „მ–-----------ას“ არ უარყვია საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილების ფაქტი, რაც ავტომატურად წარმოშობს მის ვალდებულებას დივიდენდი განაწილებულიყო, მათ შორის მ--------------–-----ზე, ამასთან მხარე არ ეთანხმება სარჩელს მის მიერ ვალდებულების შესრულების საფუძვლით, რაც სწორედ ვალდებულების შემსრულებელი პირის მტკიცების საგანს შეადგენს.
მოპასუხემ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რამეთუ, ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება მოვალის მტკიცების ტვირთია. მოვალის მიერ მითითებული ფაქტის დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებით დადასტურების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეთა შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპს, რომელიც სსსკ-ის მე-4 მუხლითაა გარანტირებული. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებული მხარეთა მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთი შემთხვევაა მოცემული სკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მითითებული დანაწესის ძალით, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის - დასტურის გაცემა. ამ დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა - მოვალის უფლებაა, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. მითითებული კუთხით კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და ისინი ფასდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს უკავშირდება. მოცემულ შემთხვევაში შ-- „მ–-----------ას“ არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომლითაც უზრუნველყოფდა დაედასტურებინა მისი მხრიდან ვალდებულების შესრულება. ამასთან, აღნიშნული გარემოება არც მ--------------–-----ის მიერ დადასტურებულა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებისა, თუ სასამართლო განხილვის ეტაპზე.
6.2. რაც შეეხება, მ--------------–-----ის მოთხოვნას, კუთვნილი წილით სარგებლობის მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლის საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის სახით 158 790 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს, აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს, მისი საფუძვლიანობა, როგორც სანივთო, ასევე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე, რამეთუ ცალსახად არ ირკვევა ის ფაქტობრივი საფუძველი, რასაც მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას.
სამოქალაქო კოდექსის 172.2 მუხლის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამდენად, მითითებული ნორმის შესაბამისად, მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა. თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს ნივთის ლეგალურ დეფინიციას, თუმცა კოდექსი 148-ე მუხლი ერთმანეთისაგან განარჩევს ნივთის ორ სახეს - უძრავსა და მოძრავს. რაც შეეხება, წილს იგი წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, წილის არის ქონებრივი ღირებულების არამატერიალური აქტივი, რაც არ უნდა გაიგივდეს ნივთის ცნებასთან.
სკ-ს 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ამავე კოდექსის 152-ე მუხლის თანახმად, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.
154-ე მუხლის თანახმად, უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც მიიღება ამ უფლების გამოყენების შედეგად. ნივთის ან უფლების ნაყოფს წარმოადგენს აგრეთვე ის შემოსავალი და უპირატესობა, რომელთა მიღებასაც ეს ნივთი ან უფლება უზრუნველყოფს სამართლებრივი ურთიერთობის მეშვეობით. უფლებამოსილება ნივთზე ან უფლებაზე შესაძლებელს ხდის ამ ნივთისა თუ უფლების ნაყოფის მიღებას ამ უფლებამოსილების ვადისა და მოცულობის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამდენად, ქონება აერთიანებს, როგორც ნივთებს, ასევე არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს (უფლებები და მოთხოვნები), სკ-ს 172-ე მუხლით მესაკუთრისათვის მინიჭებული უფლება ვრცელდება უშუალოდ ნივთებთან მიმართებით, რაც ვერ გავრცელდება წილის, როგორც არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მესაკუთრეზე. ამასთანავე, სასამართლოსათვის ბუნდოვანია, თუ რაში გამოიხატება პარტნიორის ზიანი და რას მოიაზრებს მხარე წილით სარგებლობაში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პარტნიორს მიეკუთვნა მისი წილის შესაბამისად დივიდენდის მიღების უფლება. წილი არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, შესაბამისად გაუგებარია არამატერიალური აქტივის ხელყოფაში რას მოიაზრებს მხარე და რა საფუძვლით მიადგა მას როგორც პარტნიორს ზიანი, ან/და რაში გამოიხატება აღნიშნული ხელყოფა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოსათვის გაუგებარია თავად ამ ზიანის ოდენობის გამოთვლის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია, კერძოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია შ-- „მ–----------ის“ საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების 1%, რომელიც მოსარჩელემ გადაამრავლა 17-ზე (მ--------------–-----ის კუთვნილი 17% წილის შესაბამისად), თუმცა აღნიშნული მიდგომა ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რამდენადაც მ--------------–-----ი საკუთრებაში ფლობს საწარმოს წილს და არა უშუალოდ ექსპერტის მიერ შეფასებულ უძრავ ნივთებს, რაც ორი სხვადასხვა უფლების ობიექტია, ამასთან კონკრეტული ნივთების მესაკუთრეა შ-- „მ–-----------ა“, რომელიც სკ-ს 24-ე მუხლის შესაბამისად დამოუკიდებელი სუბიექტია, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განვითარებული მსჯელობა ზიანის ფაქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და აღნიშნული გარემოება ვერ მიიჩნევა ვერც ერთი თვალსაზრისით პარტნიორისათვის ზიანის მიყენებად, გარდა აღნიშნულისა ქონების საბაზრო ღირებულება ვერ ადასტურებს მოგების მიღების შესაძლებლობას, მხარეებმა თავად განმარტეს, რომ საწარმო ახორციელებდა საქონლის იმპორტს და რეალიზაციას, შესაბამისად ქონების სარგებლობით საწარმო მოგებას ვერ მიიღებდა, რაც გამორიცხავს მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ნაწილში მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული მსჯელობის გაზიარებას, სკ-ს 408-412 მუხლების მიზნებიდან გამომდინარე.
კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. რაც შეეხება, მიუღებელ 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ხოლო 412-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ამდენად, არსებულ ვითარებაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა იმგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც წარმოშობდა ზიანის ანაზღაურების წარმოშობის წინაპირობებს მიუღებელი შემოსავლისათვის.
6.3. ვ------------------ის სარჩელთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ მისი დაკმაყოფილების წინაპირობები გამოირიცხება, სადავო ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე.
კერძოდ, კონკრეტული დავის ფარგლებში უდავოა, რომ 2--- წლის 16 ივნისს ვ------------------ესა და მ--------------–-----ს შორის დაიდო სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ვ------------------ემ მ--------------–-----ს საკუთრებაში გადასცა შ-- „მ–-----------აში“ მისი კუთვნილი 50% წილიდან 17% წილი. ხელშეკრულებასთან მიმართებით მხარეებმა სადავო გახადეს მისი სასყიდლიანობა, კერძოდ ვ------------------ის მტკიცებით წილის სანაცვლოდ მ--------------–-----ს უნდა გადაეხადა მისი საფასური 90 000 ლარის ოდენობით, აღნიშნულის საპირისპიროდ, კი მ--------------–-----ის მტკიცებით მას უსასყიდლოდ გადაეცა ქონება და შესაბამისად არ არსებობდა მისი ვალდებულება თანხის გადახდასთან დაკავშირებით, რის გამოც უნდა გამოირიცხოს გასვლისა უფლების რეალიზება, რასაც ეფუძნება მომდევნო სასარჩელო მოთხოვნებიც.
ვ------------------ის მტკიცების საგანს შეადგენდა დაედასტურებინა კონკრეტული ხელშეკრულების სასყიდლიანი ხასიათი და შესაბამისად მ--------------–-----ის ფულადი ვალდებულების არსებობა, რისი დადასტურებაც მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ვერ უზრუნველყო. წილის გასხვისება განხორციელდა წერილობითი ხელშეკრულების დადების გზით, რომელშიც პირდაპირ არის აღნიშნული წილის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, რის საწინააღმდეგოდაც მხარის მტკიცება ფულადი ვალდებულების არსებობის თაობაზე საფუძველს მოკლებულია. ამავდროულად, მ--------------–-----ს მიღებული წილის სანაცვლოდ თანხის - 90 000 ლარის გადახდის ვალდებულების არსებობის თაობაზე არ დაუდასტურებია სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებისა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების ფარგლებში, სადაც გველებიანმა განაცხადა, რომ მან უსასყიდლოდ მიიღო წილი, თუმცა აღნიშნულისაგან დამოუკიდებლად მის მიერ გარკვეული თანხები გადახდილია ვ------------------ისათვის, ამასთანავე გველებიანმა მიცემული ჩვენების ფარგლებში განმარტა, რომ კონკრეტულ წილთან მიმართებით წერილობითი ხელშეკრულების გარდა სხვა ზეპირი შეთანხმება თანხის გადახდასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არ შემდგარა. რაც ვერ დაადასტურებს ხელშეკრულების სასყიდლიან ხასიათს. ჩვენებისას მ--------------–-----მა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წილი მის მიერ მიღებულია უსასყიდლოდ, ამავდროულად მხარემ არ უარყო, რომ წილის მიღების შემდგომ, საკუთარი ინიციატივით გადახდილია ვ------------------ისათვის გარკვეული ოდენობის თანხები, თუმცა აღნიშნული განხორციელდა არა წილის საფასურის სანაცვლოდ, არამედ ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობასთან დაკავშირებით, რადგანაც არ დასტურდება მხარეთა მიერ ორმხრივი ნების გამოვლენა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებთან მიმართებით, კერძოდ არ შეთანხმებულა წილის მიმღების ვალდებულება საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, რაც არსებითია გარიგების ნასყიდობის ხელშეკრულებად კვალიფიკაციისათვის (სკ-ს 477 მუხლი). შესაბამისად აღნიშნული გარემოებების სადავოობის პირობებში ვ------------------ის მტკიცების საგანს შეადგენდა დაედასტურებინა ფულადი ვალდებულების არსებობა, რის შემდგომადაც გადავიდოდა მტკიცების ტვირთი მ--------------–-----ზე მისი მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით. ამასთან, რამდენადაც ვ------------------ე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლასა და გადაცემული წილის დაბრუნებას, მნიშვნელოვანია შეფასდეს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება, რაც ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად ვერ დაექვემდებარება ნასყიდობის მომწესრიგებელ ნორმებს. საკუთრების უსასყიდლოდ გადაცემა თავსდება ჩუქების ხელშეკრულებაში, რომელიც თავის მხრივ არის ცალმხრივი ხელშეკრულება, რა დროსაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით (სკ-ს 524 მუხლი), შესაბამისად კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე ხელშეკრულებიდან გასვლის ნორმების მოხმობა მიზანშეუწონელია. ამასთანავე, ვ------------------ეს არ მიუთითებია არც გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნების სამართლებრივ წინაპირობების არსებობა (სკ-ს 529-530 მუხლი), რაც გამორიცხავს სარჩელის ამ მხრივ დაკმაყოფილებასაც.
ამასთან, არსებულ ვითარებაზე გასვლის ნორმების მოხმობა მიზანშეუწონელია იმ მხრივაც, რომ გასვლის უფლება დაკავშირებულია ორმხრივ ხელშეკრულებასთან (სსკ-ს 405.1 მუხლი). კონკრეტულ შემთხვევაში კი, 2--- წლის 16 ივნისის წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება თავისი შინაარსით ვერ მიიჩნევა ორმხრივ ხელშეკრულებად, იგი ორმხრივი გარიგებაა, რომელიც მოითხოვს გარიგების მონაწილეთა ნების გამოვლენას, თუმცა კონკრეტული ხელშეკრულება არ წარმოშობს მხარეთა შემხვედრ (ორმხრივ) უფლება-მოვალეობებს. წილის გასხვისების შესახებ შეთანხმება ცალმხრივი ხელშეკრულებაა, რა დროსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აღიჭურვა მხოლოდ უფლებით, ხოლო მეორე მხოლოდ ვალდებულებით. კერძოდ, მ--------------–-----ს წილის მიღების სანაცვლოდ არ უკისრია შემხვედრი ვალდებულება, რასაც მოწმობს წერილობითი ხელშეკრულება, შესაბამისად გასვლის უფლება, რომელიც თავის მხრივ, როგორც მეორადი სახელშეკრულებო უფლება, დაკავშირებულია ხელშეკრულების ფარგლებში პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან, ამდენად არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება მხარეთა ორმხრივი უფლება-მოვალეობები გამორიცხულია გასხვლის მარეგულირებელი ნორმების მოხმობა. შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდება გასვლის თანმდევი რესტიტუციის მოთხოვნა, ვერც წილის დაბრუნებასთან, ვერც გასხვისებული 2% წილის ღირებულების ანაზღაურებასთან და ვერც გაცემულ დივიდენდთან მიმართებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.)
არსებული დავის ფარგლებში, შ-- „მ–-----------ამ“ და ვ------------------ემ ვერ უზრუნველყვეს მათი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება, რამაც განაპირობა მ--------------–-----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და ვ------------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მ--------------–-----ის სარჩელი შ-- „მ–----------ის“ მიმართ დაკმაყოფილდა 388 408.79 ლარის ოდენობით დივიდენდის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად კონკრეტულ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი. ამასთან, ვ------------------ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც გამორიცხავს მ--------------–-----ის პასუხისმგებლობის წარმოშობას ვ------------------ის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებასთან მიმართებით.
ამასთანავე მ--------------–-----ის მიერ გაღებულია წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯი, შესაბამისად დავის საგნის მოცულობისა და დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად, შ-- „მ–-----------ას“ უნდა დაეკისროს 700 ლარის ანაზღაურება, რაც თავსდება სსსკ-ს 53-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით, ვ------------------ის სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მ--------------–-----ს აეკრძალა შ-- მ–-----------აში მის საკუთრებაში არსებული 15% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
იმის გათვალისწინებით, რომ ვ------------------ის სარჩელი არ კმაყოფილდება, საქართველოს სსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან, ნორმით რეგულირებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის შესაბამისად - გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედი და დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--------------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შ-- "მ–-----------ას" მ--------------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს - 2--- წლის დასაბეგრი მოგების 439 600 ლარიდან მ--------------–-----ის კუთვნილი დასაბეგრი დივიდენდის - 74 732 ლარის, 2015 წლის დასაბეგრი მოგების 770 219 ლარიდან მ--------------–-----ის კუთვნილი დასაბეგრი დივიდენდის - 130 937,23 ლარის, 2016 წლის დასაბეგრი მოგების 697 198 ლარიდან მ--------------–-----ის კუთვნილი დასაბეგრი დივიდენდის - 118 523,66 ლარის, ჯამში - 324 192,89 ლარის გადახდა;
3. შ-- "მ–-----------ას" მ--------------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის კუთვნილი დივიდენდის 2017 წლის განაწილებული მოგების - 428 106 ლარის 15%-ის 64 215.90 ლარის გადახდა.
4. მ--------------–-----ის მოთხოვნა - შ-- "მ–----------ის" საწესდებო კაპიტალიდან მ--------------–-----ის კუთვნილი წილის მიტაცების კომპენსაციის სახით მოპასუხე მ------------–---–ისათვის და ვ-------------------ისათვის სოლიდარულად 158 790 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;
5. ვ-------------------ის სარჩელი შ-- "მ–-----------აში" მ--------------–-----ის 15% წილის ვ-------------------ისათვის დაბრუნების, მის საკუთრებად აღრიცხვის, მ--------------–-----ის მიერ გასხვისებული შ-- "მ–----------ის" 2% წილის ღირებულების 10 589 ლარისა და წილის შესაბამისად მიღებული დივიდენდის 329 989 ლარის მ--------------–-----ისათვის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;
6. შ-- „მ–-----------ას“ დაეკისროს მ--------------–-----ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 700 ლარის გადახდა;
7. ვ-------------------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
8. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ--------------–-----ს აეკრძალა შ-- „მ–-----------აში“ მის საკუთრებაში არსებული 15% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე