გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002436522
№2/4---2018წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
9 ნოემბერი 2018 წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი: სოფიო ბეღელაძე
მოსარჩელე --------------------;
წარმომადგენელი-მ---------------ე;
მოპასუხე - მ---------------ე;
წარმომადგენელი (ადვოკატი) -ე-–--------------ძე
მესამე პირი_ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი- ი-----------------------
დავის საგანი - არასრულწოვანი ბავშვების აღსაზრდელად დედისათვის გადაცემა და მათ საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
არასრულწლოვანი ბავშვები- 2----–-–------------- დაბადებული ა-----------, 2----–-–---------------- დაბადებული ლ------------ და 2----–-–---------–--- დაბადებული თ-------------- აღსაზრდელად გადაეცეთ დედას მ------------------- და მათ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.
სარჩელის გარემოებები:
მ------------------ 2001 წელს ცოლად გაჰყვა მოპასუხეს და ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი. მეუღლეებს შორის მუდამ კონფლიქტი იყო, ქმარი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო სამუშაოდ წავიდა საზღვარგარეთ, საიდანაც დაბრუნდა 2016 წელს. ოჯახში გაუსაძლისი ყოფის გამო მეუღლეს საბოლოოდ დაშორდა და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში, იქირავა ბინა, იშოვა სამსახური, თუმცა ქმარმა შვილები არ გაატანა და დღეს ბავშვები მამასთან ცხოვრობენ. სასამართლოს 20---–-–--------------–-- განჩინებით მხარეები მორიგდნენ და შვილებთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა დღეები. მას შემდეგ შვილებს ნახულობს და ზრუნავს მათზე. მ--------------- მოძალადეა, რის გამოც გასამართლებულია კიდეც. ბავშვები მძიმე პირობებში ცხოვრობენ. მამა ფაქტობრივად სულ წასულია და ბავშვები სოფელ ფ----ში ცხოვრობენ ხანდაზმულ ბებია- ბაბუასთან. მ--------------- სათანადოდ ვერ ზრუნავს შვილებზე და რაც მთავარია ბავშვებს დედის მზრუნველობა და სიყვარული სჭირდებათ ნორმალური და ჯანსაღი ცხოვრებისათვის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ბავშვები მას გადაეცეს აღსაზრდელად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დედა მ------------------ ვერ შეძლებს სათანადოდ უზრუნველყოს შვილები. ბავშვები დღემდე იზრდებიან მშვიდ და მშობლიურ გარემოში, მამასთან და ბებია -ბაბუასთან. ისინი უზრუნველყოფილი არიან მატერიალურადაც, სწავლობენ სკოლაში და დადიან სხვადასხვა წრეებზე. ბავშვებს აქვთ კარგი პირობები სწავლისათვის, უზრუნველყოფილნი არიან სოფლის ნატურალური პროდუქტით, მათზე ძალიან ზრუნავს ბებია, რომლიც მუდამ სახლშია. დედა ცხოვრობს ქ. თბილისში ნაქირავებ ბინაში, სადაც ბავშვებს არ ექნებათ ისეთი პირობები, როგორც მშობლიურ სახლში. თან დედა მუშაობს და მათ ვერ მიაქცევს სათანადო ყურადღებას. დედას შეუძლია შეუზღუდავად, ნებისმიერ დროს ინახულოს შვილები და მათზე იზრუნოს, თუმცა ბავშვების საუკეთესო ინტერესებისათვის ისინი უნდა დარჩნენ მამასთან, მშობლიურ გარემოში.
მესამე პირის პოზიცია
სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა ი----------------------- განმარტა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება არის ბავშვების წარმომადგენელი და მოცემულ დავაში უმთავრესია სწორედ ბავშვების უფლებები და მათი ინტერესები. უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვების ინტერესები და არა მხარეების. სოციალურმა სამსახურმა სოციალური მუშაკის საშუალებით შეისწავლა მხარეთა მდგომარეობა, პირობები, თავად მხარეების პიროვნული მახასიათებლები, ბავშვების განმარტებები, საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არსებული რეალობა და მიაჩნია, რომ სწორედ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვებმა უნდა იცხოვრონ დედასთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 მ------------------ და მ--------------- 2001 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა ურთიერთშორის ხშირი უსიამოვნების და კონფლიქტის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და 2014 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. მ-------------------ა და მ---------------ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2----–-–------------- - ა-----------, 2----–-–---------------- -ლ------------ და 2----–-–---------–--- -თ--------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბავშვების დაბადების მოწმობები.
3.3. ბავშვები დაბადებიდან დღემდე, მუდმივად ცხოვრობენ მამის ოჯახში- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ----ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები, ბავშვების განმარტებები.
3.4. მეუღლესთან ხშირი უსიამოვნების და ამასთან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო 2014 წელს მ------- ტ--–---ძე სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა და საქართველოში დაბრუნდა 2016 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელს, მოსარჩელის ახსნა- განმარტებას, ნაწილობრივ შესაგებელს.
3.5. საზღვარგარეთ ყოფნისას მ------------------ თავის დას უგზავნიდა ფულს, რომელიც, მისი დავალებით, ხმარდებოდა ბაშვებს მათი საჭიროებებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელს, მოსარჩელის ახსნა- განმარტებას, ბავშვების განმარტებებს.
3.6. ბავშვები სწავლობენ სოფელ ფ----ის საჯარო სკოლაში: ა----------- საჯარო სკოლის მეეცხრე კლასის მოსწავლეა, ლ------------ მეშვიდე კლასის მოსწავლეა, ხოლო თამარი სწავლობს მეოთხე კლასში. დამატებით ბაშვები დადიან ცეკვის წრეზე და ცეკვის სწავლების საფასურს იხდის დედა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელს, შესაგებელს მხარეთა ახსნა- განმარტებებს, ბავშვების განმარტებებს.
3.7. მამის ოჯახში ბავშვებზე ზრუნავს ბებია. 2018 წლის სექტემბრამდე მამა მუშაობდა და ძირითადად ცხოვრობდა ქ. თბილისში, საიდანაც შვილებთან ჩადიოდა თვეში ორჯერ ან სამჯერ. 2018 წლის სექტემბერში მ--------------- გაემგზავრა საზღვარგარეთ და საქართველოში დაბრუნდება 2018 წლის ნოემბრის ბოლოს. საზღვარგარეთ ყოფნისას მან შექმნა ახალი ოჯახი და სამშობლოში დაბრუნების შემდგომ ახალშერთულ მეუღლესთან ერთად აპირებს ქ. თბილისში ცხოვრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბავშვების განმარტებებს, ნაწილობრივ მხარეთა ახსნა- განმარტებებს.
3.8. მ---------------- ოჯახი 2018 წლის 24 მაისის მონაცემებით სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 68 870.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერს სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიანი ბაზიდან.
3.9. სასამართლოს მიერ ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრის შემდეგ, (08.02.2017წელი) შვილებს ხშირი ურთიერთობა აქვთ დედასთან, მ---------------------. დედა მათთან ჩადის ზესტაფონში, ნახულობს მათ და ყიდულობს მათთვის საჭირო და სასურველ ნივთებს. ბავშვებმა 2018 წლის ზაფხულის მთელი არდადეგები გაატარეს დედასთან ქ. თბილისში, ასევე არდადეგებიდან გარკვეული პერიოდი იმყოფებოდნენ დედის მშობლებთან სოფელში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა- განმარტებებს, ბავშვების განმარტებებს.
3.11. მ---------------- დასაქმებულია, მუშაობს ცვლაში, კვირაში 4 დღე, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს. ასევე, მ------- ჭ------ეს მატერიალურად ეხმარება მისი მშობლები, კერძოდ, მამა უხდის ბინის ქირას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა- განმარტებას, 2----–-–------------–-- ცნობას.
3.12. მ---------------- ოჯახში არის საშუალო საყოფაცხოვრებო პირობები. სახლში დაცულია ჰიგიენური ნორმები. დაკმაყოფილებულია ბავშვების შესაბამისი საბაზისო საჭიროებები. მათ აქვთ შესაბამისი ტანსაცმელი, სამეცადინო მაგიდები, თავიანთი საწოლები და მოწესრიგებულები არიან. უზრუნველყოფილი არიან სასკოლო სახელმძღვანელოებით და სასწავლო ნივთებით. ბავშვები იმყოფებიან სამედიცინო აღრიცხვაზე. მამა ხელოსნად მუშაობს, ბებია- ბაბუას აქვთ პენსია. ასევე ოჯახს აქვს მეურნეობა, მოჰყვათ სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ჰყავთ შინაური ცხოველი და ფრინველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოპასუხის განმარტებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–-------------------------------
3.13. მ------------------ ცხოვრობს ქ. თბილისში ნაქირავებ ბინაში, მისამართზე - გ------------------–------------- ბინა შედგება 2 ოთახისა და სამზარეულოსაგან. ჰიგიენური პირობები დაცულია. ბინა უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, ცივი და ცხელი წყლით, არის აღჭურვილი ავეჯითა და ტექნიკით. ბინაში არის საკმარისი საწოლი ბავშვებისათვის და ასევე შესაძლებელია თითოეული მათგანისათვის სამეცადინო კუთხის მოწყობა. დედის სურვილია შვილებმა გააგრძელონ ცეკვის შესწავლა და ასევე გაძლიერებულად ისწავლონ უცხო ენები, რაშიც ის მათ უზრუნველყოფს ფინანსურად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–--------------------------------- დასკვნას.
3.14 სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ არასრუწლოვნები- 14 წლის ა--- 12 წლის ლ--- და 9 წლის თ------- ბავშვები გამოკითხა მათმა წარმომადგენელმა (სოციალური სამასახურის მუშაკი). გოგონები სრულად ფლობდნენ თავიანთი ასაკის შესაბამის განვითარებად უნარებს. ისინი მშვიდად და ნათლად გადმოსცემდნენ თავიანთ მოსაზრებებს და სურვილებს. ბაშვები ერთანაირ ემოციურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ დედისა და მამის მიმართ. მათ სასამართლოს მიაწოდეს ფაქტობრივი ონფორმაცია თავიანთი ყოფის, ინტერესებისა და სურვილების თაობაზე, თუ რა ინტენსივობით არიან მათ აღზრდაში ჩართული მშობლები და ბებია- ბაბუა. საბოლოოდ გარკვევით გამოხატეს დედასთან ცხოვრების სურვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ ბავშვების ა--- ლ--- და თ--------------ების განმარტებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ მ------------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5, მე-6, me-9, მე-12 და მე-18 მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197,1199-ე,1200-ე, 1201-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართ, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგეს.
სამოქალაქო კოდექსმა მშობლების დავის შემთხვევაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას არცერთ მშობელს არ ენიჭება რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა. ამ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უპირველესყოვლისა აპელირებს ბაშვების ინტერესებზე, რაც ვლინდება მათ სწორი მიმართულებით აღზრდაში და სხვა ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც აუცილებელია ბავშვის საზოგადოების ნორმალურ წევრად ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, საგულისხმოა, რომ ამგვარი პირობების შესწავლისას მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ მატერიალური პირობები, არამედ მნიშნელოვანია, ასევე, აღზრდის მორალური მხარე და ის სპეციფიური თავისებურებები, რომელიც აუცილებელია გარკვეული ასაკისა და სქესის ბავშვისათვის. ამის გათვალისწინებით, კანონმდებელმა ასეთ ვითარებაში შეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება და ბავშვის ინტერესების დაცვა მიანდო მიუკერძოებულ ორგანოს.
მოცემული დავის განხილვისას, სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებები: მ-------------------ა და მ---------------ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2----–-–------------- - ა-----------, 2----–-–---------------- -ლ------------ და 2----–-–---------–--- -თ--------------.
მ------------------ და მ--------------- 2014 წლიდან განქორწინებულები არიან და ბავშვები ცხოვრობენ მამის ოჯახში- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ----ში.
ბავშვები სწავლობენ სოფელ ფ----ი საჯარო სკოლაში: ა----------- საჯარო სკოლის მეეცხრე კლასის მოსწავლეა, ლ------------ მეშვიდე კლასის მოსწავლეა, ხოლო თამარი სწავლობს მეოთხე კლასში. დამატებით ბაშვები დადიან ცეკვის წრეზე და ცეკვის სწავლების საფასურს იხდის დედა.
მამის ოჯახში ბავშვებზე მუდმივად ზრუნავს ბებია. 2018 წლის სექტემბრამდე მამა მუშაობდა და ძირითადად ცხოვრობდა ქ. თბილისში, საიდანაც შვილებთან ჩადიოდა თვეში ორჯერ ან სამჯერ. 2018 წლის სექტემბერში მ--------------- გაემგზავრა საზღვარგარეთ და საქართველოში დაბრუნდება 2018 წლის ნოემბრის ბოლოს. საზღვაგარეთ ყოფნისას მან შექმნა ახალი ოჯახი და სამშობლოში დაბრუნების შემდგომ ახალშერთულ მეუღლესთან ერთად აპირებს ქ. თბილისში ცხოვრებას.
მ---------------- ოჯახი 2018 წლის 24 მაისის მონაცემებით სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 68 000.
მ------------------ დასაქმებულია, მუშაობს ცვლაში, კვირაში 4 დღე, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს. ასევე, მ------- ჭ------ეს მატერიალურად ეხმარება მისი მშობლები, კერძოდ, მამა უხდის ბინის ქირას.
სასამართლოს მიერ ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრის შემდეგ, (08.02.2017წელი) შვილებს ხშირი ურთიერთობა აქვთ დედასთან, მ---------------------. დედა მათთან ჩადის ზესტაფონში, ნახულობს მათ და ყიდულობს მათთვის საჭირო და სასურველ ნივთებს. ბავშვებმა 2018 წლის ზაფხულის მთელი არდადეგები გაატარეს დედასთან ქ. თბილისში, ასევე არდადეგებიდან გარკვეული პერიოდი იმყოფებოდნენ დედის მშობლებთან სოფელში.
სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი დასკვნებით დადგინდა, რომ როგორც მამის, ისე დედის საცხოვრებელ სახლებში ბავშვების ყოფისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობებია.
სასამართლო სხდომაზე არასრუწლოვნებმა განაცხადეს, რომ სურთ დედასთან ცხოვრება.
ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დადგინდა, რომ მართალია ბაშვები მამასთან ცხოვრობენ, თუმცა ისინი ფაქტობრივად მამის უშუალო, ყოველდღიური მზრუნველობის გარეშე იზრდებიან და მათზე ზრუნავს ბებია, როგორც ფიზიკურად, ასევე ჩართულია მათ სასკოლო საქმიანობაშიც. მამა ისევე ნახულობს თავის შვილებს, თვეში ორჯერ-სამჯერ, როგორც დედა; ფინასურად კი ორივე მშობელია ჩართული შვილების აღზრდაში. ასევე დადგინდა, რომ მომავალში მამა არ აპირებს სოფელ ფ----ში შვილებთან ცხოვრებას, არამედ მან შექმნა ახალი ოჯახი და მეუღლესთან ერთად აპირებს ქ. თბილისში ცხოვრებას.
6.2. ‘’ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების მიზანია უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ყოვლისმომცველი განვითარება.
კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობლების და, შესაბამის შემთხვევებში, გაფართოებული ოჯახის ან თემის წევრების, როგორც ეს გათვალისწინებულია ადგილობრივი წეს–ჩვეულებებით, მეურვეების ან კანონით ბავშვისათვის პასუხიხმგებელი სხვა პირების პასუხისმგებლობას, უფლებებსა და მოვალეობებს, რომ სათანადოდ მართავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ბავშვს მის მიერ წინამდებარე კონვენციით აღიარებული უფლებების განხორციელებაში და ამას აკეთებდნენ ბავშვის განვითარებადი უნარების შესაბამისად.
აღნიშნული კონვენციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტით, მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანამ, ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გარჩევაში და გამოთქვას თავისი თვალსაზრისით.
კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით.
ზოგად კომენტარ 14-ში, რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, უპირველესი ყურადღება დაეთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, და რომელიც 2013 წლის 29 მაისს გამოქვეყნდა (CRC/C/GC/14), ბავშვის უფლებების კომიტეტმა, გააკეთა შემდეგი განცხადება:
,,ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის #12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის, ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე- 12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე- 12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში.
როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი)... ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს იგივე უფლებები აქვთ, რაც ყველა ბავშვს, მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთი მოსაზრების გამოხატვა ან საკუთარი თავის წარმოდგენა ისე, როგორც უფრო მოზრდილ ბავშვებს. სახელმწიფოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ, მათ შორის უზრუნველყონ წარმომადგენლობა შესაბამის შემთხვევებში, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის; იგივე ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომლებსაც არ აქვთ მოსაზრების გამოხატვის უნარი ან ნება. ''
კომიტეტი მიუთითებს, რომ,, კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებას, მოუსმინონ პირდაპირ ან წარმომადგენლის საშუალებით ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომელიც მას შეეხება...’’
2016 წლის 2 თებერვლის აედამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში ,,ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ’’ განმარტა შემდეგი:
,,კონვენციის მე-12 მუხლი ადგენს ბავშვის უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მას შეეხება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს ან არ ანიჭებს მის მოსაზრებებს სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე.
ზოგადი კომენტარი 12-ის შესაბამის ნაწილებში, რომელიც ეხება ბავშვის უფლებას -მოუსმინოს, ბავშვის უფლებების კომიტეტმა 2009 წლის 20 ივლისს გამოაქვეყნა (CRC/C/GC/12) ვკითხულობთ შემდეგს: I. შესავალი 2. ყველა ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა (შემდგომში კომიტეტი) მუხლი 12 განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, ამასთან, დანარჩენი ძირითადი პრინციპებია - არა-დისკრიმინაციის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, და ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფისთვის უპირველესი ყურადღების დათმობა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას...
A. სამართლებრივი ანალიზი (a) მე-12 მუხლის პუნქტი 1 (i) “უზურნველყოფენ” . მე-12 მუხლის პუნქტი 1-ის შესაბამისად სახელმწიფოები „უზრუნველყოფენ“ ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს მისი შეხედულებები. “უზრუნველყოფს” წარმოადგენს სპეციალური ძალის მქონე იურიდიულ ტერმინს, რომელიც მონაწილე სახელმწიფოს არ აძლევს მოქმედების თავისუფლების საშუალებას. შესაბამისად, სახელმწიფო მკაცრად ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ყველა ბავშვისთვის ამ უფლების სრულად განხორციელების მიზნით. ეს ვალდებულება ორ ელემენტს მოიცავს, რათა უზრუნველყოფილი იქნას იმ მექანიზმების არსებობა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის მოსაზრების მიღება იმ საკითხებზე, რომლებიც მას შეეხება და ამ მოსაზრებისთვის ჯეროვანი მნიშვნელობის მინიჭება.
ii) “საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“.
კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ყველა „საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“ ბავშვის უფლება, მოუსმინონ. ეს ფრაზა უნდა იქნას გაგებული არა როგორც შეზღუდვა, არამედ როგორც სახელმწიფოს ვალდებულება, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეაფასოს ბავშვის უნარი, ჩამოაყალიბოს ავტონომიური შეხედულება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარეს არ შეუძლია ქმედება დაიწყოს იმ დაშვებით, რომ ბავშვს არ გააჩნია უნარი, გამოხატოს მისი შეხედულებები. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო მხარემ უნდა ივარაუდოს, რომ ბავშვს გააჩნია უნარი, ჩამოაყალიბოს მისი შეხედულებები და უნდა აღიაროს, რომ ბავშვს გააჩნია ამ შეხედულებების გამოხატვის უფლება; ბავშვს არ უნდა სჭირდებოდეს მისი უნარის დამტკიცება. კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ მუხლი 12 არ ადგენს ასაკობრივ შეზღუდვას ბავშვის უფლებაზე გამოხატოს მისი მოსაზრებები, და არ უჭერს მხარს სახელმწიფოების მიერ ასაკობრივი შეზღუდვების დაწესებას კანონში ან პრაქტიკაში, რაც შეზღუდავდა ბავშვის უფლებას, მოუსმინონ, ყველა იმ საკითხზე, რომელიც მას ეხება...
(iii) “უფლება, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი“ .
ბავშვს უფლება აქვს „თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია თავისი შეხედულებები გამოხატოს ზეწოლის გარეშე და შეუძლია არჩევანი გააკეთოს - სურს თუ არა მას მოსმენის უფლების განხორციელება. „თავისუფლად“ ასევე ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ პერსპექტივასთან: ბავშვს გააჩნია უფლება გამოხატოს მისი შეხედულებები და არა სხვების შეხედულებები.
(iv) “ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე“. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვს შეეძლოს მისი შეხედულებების გამოხატვა მასთან „დაკავშირებულ ყველა საკითხზე“. ეს წარმოადგენს მოცემული უფლების მეორე მახასიათებელს: ბავშვს აქვს უფლება, მოუსმინონ, თუკი განხილული საკითხი დაკავშირებულია ბავშვთან. ეს ძირითადი პირობა გათვალისწინებული და გააზრებული უნდა იქნას ფართედ.
კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ მუხლი 12 არ ადგენს ასაკობრივ შეზღუდვას ბავშვის უფლებაზე გამოხატოს მისი მოსაზრებები, და არ უჭერს მხარს სახელმწიფოების მიერ ასაკობრივი შეზღუდვების დაწესებას კანონში ან პრაქტიკაში, რაც შეზღუდავდა ბავშვის უფლებას, მოუსმინონ, ყველა იმ საკითხზე, რომელიც მას ეხება... მას შემდეგ, რაც ბავშვი გადაწყვეტს, გამოთქვას თავისი შეხედულება, მან უნდა გადაწყვიტოს, როგორც უნდა მოხდეს მისი მოსმენა: “უშუალოდ, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით“. კომიტეტის რეკომენდაციით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ბავშვს უნდა მიეცეს საშუალება უშუალოდ მას მოუსმინონ ნებისმიერი საქმის წარმოებისას. წარმომადგენელი შეიძლება იყოს მშობელი(ები), ადვოკატი, ან სხვა პირი (მათ შორის სოციალური მუშაკი).
მოსამართლეებმა პატივი უნდა სცენ ბავშვების უფლებას, მოხდეს მათი მოსმენა, ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათზე ან, სულ მცირე, მოხდეს მათი მოსმენა, როდესაც მიჩნეულია, რომ მათ საკმარისად ესმით განსახილველი საკითხები. ამ მიზნით გამოყენებული საშუალებები უნდა ადაპტირებულ იქნას ბავშვის გაგებისა და კომუნიკაციისა და საქმის გარემოებების გათვალისწინების უნარის შესაბამისად. ბავშვებმა უნდა მიიღონ კონსულტაციები იმ ფორმასთან დაკავშირებით, რომლითაც მათ სურთ, მოხდეს მათი მოსმენა. სათანადო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვის შეხედულებებს და მოსაზრებას, მისი ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. უფლება, მოხდეს მისი მოსმენა, წარმოადგენს ბავშვის უფლებას, და არა ბავშვის ვალდებულებას. (ევროსასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება - ,,ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ).
ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლო განმარტავს: კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას.სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Eლსჰოლზ ვ. Gერმანყ, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და თK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - თK ანდ KM ვ. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ №ას-967-916-2915, 25.02.2016წ.
ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის Nას-260-248-2016 გადაწყვეტილება).
სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ არასრუწლოვნები- 14 წლის ა--- 12 წლის ლ--- და 9 წლის თ------- გოგონები შესანიშნავად აღიქვამდნენ მოვლენებს და მათთვის არ ყოფილა დამთრგუნველი სასამართლოს გარემო. ბავშვები გამოკითხა მათმა წარმომადგენელმა, სოციალური სამსახურის თანამშრომელმა. გოგონების ასაკმა და მათი ასაკის შესაბამისად განვითარებულმა უნარებმა სასამართლოს შეუქმნა რწმენა იმისა, რომ ბავშვები სრულიად თავისუფლად გამოხატავდნენ თავიან ,,ავტონომიურ’’ შეხედულებებს. გოგონებმა მისცეს სასამართლოს განმარტებები თავიანთი სურვილით, აზრი გამოთქვეს ჯანსაღად, ზედმეტი ემოციურობის გარეშე. ბავშვები მშვიდად და ნათლად გადმოსცემდნენ აზრებსა და სურვილებს. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი დაინტერესდა მათი ყოველდღიურობით, მისწრაფებებით, სურვილებით, დამოკიდებულებებით დედისა და მამის მიმართ, მათთან ემოციური კავშირით. აღნიშნული ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვებმა ისაუბრეს თავიანთი ყოფის, ინტერესებისა და სურვილების თაობაზე, თუ რა ინტენსივობით არიან მათ აღზრდაში ჩართული მშობლები და ბებია- ბაბუა, როგორ ზრუნავენ ისინი ბავშვებზე, რა გეგმები აქვთ მათ მშობლებს და რა სურთ მათ მომავალში. საბოლოოდ გარკვევით გამოხატეს სურვილი, რომ სურთ დედასთან ცხოვრება. თუმცა ჯანსაღად უყურებენ მამის მიერ მეორე ოჯახის შექმნას, განმარტეს, რომ მამის მეუღლესთან აქვთ კავშირი ინტერნეტის მეშვეობით და მომავალში მამასთან ჩვეულებრივ სურთ ურთიერთობის გაგრძელება.
საუკეთესო ინტერესების საკუთარი შეფასებისას სასამართლომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე, თუ რა სურთ ბავშვებს დაადგინა, რომ ბაშვებს სურთ დედასთან ცხოვრება.
კონვენციის მე-8 მუხლში განსაზღვრული უფლება, კონკრეტულ შემთხვევაში გოგონების უფლება -პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა არის მთავარი და უნდა იქნას დაცული. ამის გარანტი არის სწორედ სასამართლო.
6.3. სადაო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბავშვის ინტერესების დამცველ სახელმწიფო ორგანოს - სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლებიც მოცემულ საქმეში გვევლინება, როგორც მშობლის პასუხისმგებლობის მტვირთველი პირი.
სოციალური სამსახური, ამ შემთხვევაში, არის სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელსაც აქვს ,,სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება’’ უზრუნველყოს ბავშვის ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის.
მოცემული და მსგავსი დავების შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ბავშვის უფლებებს, სოციალური მომსახურების სააგენტოები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა იყვნენ აქტიურები და მკაცრად უნდა აკონტროლებდნენ ბავშვთან დაკავშირებულ ყველა გარემოებას.
ევროსასამართლო მიგვითითებს, რომ ამ კონტექსტში გათვალსწინებული უნდა იქნას ევროპული კონვენცია ბავშვთა უფლებების განხორციელების შესახებ, რომელიც არ არის რატიფიცირებული საქართველოს მიერ, მაგრამ წარმოადგენს შესაბამისი პრინციპების ინტერპრეტაციის სასარგებლო ინსტრუმენტს. ზემოთ ხსენებული კონვენციის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ წარმომადგენლის მოვალეობაა, იმოქმედოს სათანადო წესით ბავშვის სახელით, რაც გულისხმობს ბავშვისთვის ინფორმაციისა და განმარტებების მიწოდებას, ბაშვის შეხედულებების დადგენას და სასამართლო ხელისუფლების წინაშე მათ წარდგენას. (იხ. ევროსასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება ,,ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ).
მოცემული დავის განხვილვისას, სოციალური სამსახურის აქტიური ჩართულობა უზრუნველყო სასამართლომ თავისი განჩინებით. სოციალურმა მუშაკებმა შეისწავლეს მშობლების საყოფაცხოვრებო პირობები, მათი მატერიალური და სოციალური მდგომარეობა და თავიანთი დასკვნებით მისცეს სასამართლოს ინფორმაცია, თუ რა გარემოში ცხოვრობენ და შესაძლოა იცხოვრონ ბავშვებმა. სასამართლო განხილვისას სწორედ სოციალური სამსახურის კვალიფიციურმა წარმომადგენელმა გამოკითხა ბავშვები, სადაც ყურადღება გაამახვილა მათ სურვილებსა და ინტერესებზე, მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და განწყობებზე გარემოსა და მშობლების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩამოაყალიბა თავისი პოზიციას და განაცხადა, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესია მათი დედასთან ცხოვრება.
6.4. ამდენად, საქმეზე დადგენილია, რომ რომ მხარეებს (როგორც დედას, ისე მამას) აქვთ ბავშვების აღზრდისათვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობების და სოციალური გარემოს შექმნის შესაძლებლობა და პოტენციალი. დადგინდა ასევე, რომ ფაქტობრივად მამა არ ცხოვრობს შვილებთან და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იღებს მონაწილეობას და რომ მშობლების ფუნქციას ფაქტობრივად ითავსებს ბებია. დადგინდა ასევე, რომ ამ ეტაპზე, ემოციური სითბო და მიჯაჭვულობა ფიქსირდება დედასთან და გოგონებს სურთ დედასთან, თუმცა ჯანსაღად აღიქვამენ მოვლენებს, არ აღიზიანებთ მამის მიერ მეორე ოჯახის შექმნა და მამასთან ჩვეულებრივ განაგრძობენ ურთიერთობას.
სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მართებულობის საკითხი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, რის გამოც უნდა შეფასდეს ისეთი საკითხები, როგორიც არის ბავშვების ასაკი, სქესი, მათი დამოკიდებულება მშობლებთან, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მშობლების სოციალური პირობები, მათი ჩართულობა შვილების აღზრდაში და სხვა.
სასამართლო ასევე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზეც, რომ მშობლისა და შვილის ერთმანეთთან ყოფნით მიღებული სიამოვნება წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს და ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს მათთვის მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში განვითარების საშუალების მიცემა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------------------- სარჩელი უნდა დაკმყოფილდეს და არასრულწლოვანი ბავშვები 2----–-–------------- დაბადებული ა-----------, 2----–-–---------------- დაბადებული ლ------------ და 2----–-–---------–--- დაბადებული თ-------------- აღსაზრდელად გადაეცეთ დედას მ------------------- და მათ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე ნაწილის ,,ვ’’ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
მოცემული ნორმების თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მოსარჩელე მ------------------- (პ/ნ 1----------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. არასრულწლოვანი ბავშვები- 2----–-–------------- დაბადებული ა----------- (პ/ნ 1------------ 2----–-–---------------- დაბადებული ლ------------ (პ/ნ 18---------- და 2----–-–---------–--- დაბადებული თ-------------- (პ/ნ 1----------- აღსაზრდელად გადაეცეთ დედას მ------------------- (პ/ნ 1----------- და მათ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი - ქ. თბილისი, გ------------------------------
3.მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე