გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.11.2018
საქმის ნომერი
140210016001573098
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210016001573098

საქმე №2/1421-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - ს----–-------------ი”

წარმომადგენელი - ლ--–----------

მოპასუხეები - გ------------–--–---–ი

ა---------------------ი (მონაწილეობის გარეშე)

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეებს: გ------------–--–---–სა და ა---------------------ს სს „ლიბერთი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3624.50 ლარის გადახდა (საიდანაც

2713.94 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 407.07 ლარი - სარგებელი, 503.49 ლარი - პირგასამტეხლო.

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 150 ლარამდე და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 3271.01 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

სს „ლიბერთი ბანკსა“ და გ------------–--–---–ს შორის 2015 წლის 28 მაისს გაფორმდა №0002/2015/65148 საბანკო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ------------–--–---–ზე გაიცა სესხი 3030 ლარის ოდენობით, 2018 წლის 05 ივნისამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი 18%. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო. 2015 წლის 28 მაისს სს „ლიბერთი ბანკსა“ და ა---------------------ს შორის დაიდო თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა გ------------–--–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და მის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7887 ლარით.

 

2015 წლის 05 ოქტომბრიდან მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულება და მისი დავალიანება 2016 09 სექტემბრის მდგომარებით შეადგენს 3624.50 ლარს, საიდანაც 2713.94 ლარი არის ძირი თანხა, სარგებელი - 407.07 ლარი, პირგასამტეხლო - 503.49 ლარი (მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 150 ლარამდე) (იხ. სარჩელი და 31.10.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ, კერძოდ, ა---------------------მა მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ მართალია იგი არის გ------------–--–---–ის თავდები, მაგრამ ჯერ ერთი მისთვის არ განუმარტავთ თავდებობის არსი და მეორე - ბანკიდან არ მიუღია არც წერილი და არც შეტყობინება გ------------–--–---–ის ვალთან დაკავშირებით. ამასთან, თავდებობა არ ნიშნავს, რონ ზიანის ანაზღაურება ყველა შეთხვევაში მოუწევს.

 

მოპასუხე ა---------------------ი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

 

მოპასუხე გ------------–--–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლო სხდომაზე მან დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო, კერძოდ - ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო (იხ. 31.10.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სს „ლიბერთი ბანკსა“ და გ------------–--–---–ს შორის 2015 წლის 28 მაისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 3030 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 18%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ყოველდღიურად ვადაგადაცილებული თანხის 0,5%.

 

მტკიცებულება:

- 28.05.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

 

3.1.2. 2015 წლის 28 მაისს სს „ლიბერთი ბანკს“ და ა---------------------ს შორის დაიდო თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მან სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა გ------------–--–---–ის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრა.

 

მტკიცებულება:

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 28.05.2015 წლის თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.1.3. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ 2015 წლის 05 ოქტომბრიდან დაირღვა საკრედიტო ხელშეკრულების პირობები და წარმოიქმნა დავალიანება რაც საკრედიტო ხელშეკრულებაზე შეადგენს 3421.01 ლარს, მათ შორის: ძირი - 2713.94 ლარი; სესხის პროცენტი - 407.07 ლარი; პირგასამტეხლო (შემცირებული) - 300 ლარი.

 

მტკიცებულება:

- ცნობა დავალიანების თაობაზე

 

3.1.4. მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა.

 

მტკიცებულება:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც დაასაბუთა მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მოპასუხე გ------------–--–---–მა არათუ შესაგებელი არ წარმოადგინა, არამედ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მისი მხრიდან სს „ლიბერთი ბანკიდან“ სესხის აღების ფაქტი, ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ მას სესხის სახით აღებული თანხა არ დაუბრუნებია. რაც შეეხება მოპასუხე ა---------------------ს, თავდებს, მას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ როგორც თავდებს, არ ეკისრება ვალდებულების შესრულება, ამასთან, იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლის მიხედვით კი მოპასუხე მხარე თვითონ იყო ვალდებული შესაგებელსა თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული არგუმენტები დაესაბუთებინა მყარი მტკიცებულებებით. მას ასეთი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ხოლო ა---------------------ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ მათ მოსარჩელის მიმართ არ გააჩნიათ შესასრულებელი ვალდებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკამყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ეე, 625-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება.

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

მოსარჩელემ მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება და მოპასუხე მხარის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

7.4. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა)შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ)შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება საბანკო კრედიტის (სესხის) და თავდებობის ხელშეკრულებებს.

 

7.5. სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე მუხლების თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი და საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმისფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.

 

7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

7.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

7.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

7.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

მოცემულ შემთხვევაში გ------------–--–---–მა ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და სარგებლის გადახდის ნაწილში, ცნო მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, პირგასატეხლოზე კი მიუთითა, რომ შეუსაბამოდ მაღალი იყო, ხოლო ა---------------------ი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

 

7.9. რაც შეეხება თავდებობის ხელშეკრულებას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

7.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

ამდენად, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მხარეებმა აღიარეს და წარმოადგინეს მათი დამადასტურებელი მტკიცებულების სახით. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების დაკისრების ნაწილში კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სარჩელი გ------------–--–---–ისა და ა---------------------ის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ, საფუძვლიანია.

 

7.11. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვიანიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოა გ------------–--–---–ის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში, რის გამოც პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე - ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-მდე - 150 ლარამდე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 108.74 ლარი, მოსარჩელემ შეამცირა სასასრჩელო მოთხოვნა 3624.50 ლარიდან 3421.01 ლარამდე, ე.ი. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შემცირებულ სასარჩელო მოთხოვნაზე შეადგენს 102.89 ლარს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 108.74 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 99.22 ლარი, ხოლო იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, 4.76 ლარის ანაზღაურება უნდა დეკისროთ მოპასუხეებს.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ს----–-------------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს: გ------------–--–---–სა და ა---------------------ს მოსარჩელე სს ”ლიბერთი ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3271 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე სს ”ლიბერთი ბანკს” (ს/№203828304) მის მიერ 2016 წლის 26 ოქტომბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 108.74 ლარიდან (საგადასახადო დავალება №5121340797) დაუბრუნდეს 99.20 ლარი, ხოლო 9.54 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. მოპასუხეებს: გ------------–--–---–სა და ა---------------------ს მოსარჩელე სს ”ლიბერთი ბანკის” სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4.76 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

 

6. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი