განაჩენი

სისხლის სამართლის 20.10.2018
საქმის ნომერი
330100116001526728
თარიღი
20.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

(#00----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

20 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ----–-----

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - გ----------------------------–---–- (დაბადებული - 1----–-–-----------ლს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ა-------------–----–----------------–----------–-, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-----------–--------–---–----------–------- #--ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფის მიმართ;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ბრალდებული - ბ--------------------------–---–- (დაბადებული - 1----–-–-------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–------------------–--–----–------------3-ში, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–------------------–--–------------------------------------ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფის მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. ბრალდებული - ა-–-----------–------------------–---–- (დაბადებული - 1----–-–-----------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------- არასრული უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-----–--------------------------–-----------------ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფის მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. ბრალდებული - ლ------------------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–---------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–---------------------------------------ი, I კვარტალი, კორპუსი #-------------–ი, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-----------–--------–---–-------------ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფის მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდებულების ადვოკატი - ტ------–---------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2016 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ი.ჭავჭავაძის ქუჩა #--ში მდებარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ-----------------–---–-----------------–---–-----–------------–---–---------–-------------–---–--, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელების და ფეხების მრავლობითი დარტყმებით, სხეულის სხვადასხვა არეში სცემეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მდგომარეობაში მყოფი შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კონტროლიორი - პ-----------ა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ, ასევე, უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - გ-----------------–---–ის, ბ------------–---–ის, ა-–-------------–---–ის და ლ------------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ-----------------–---–ის, ბ------------–---–ის, ა-–-------------–---–ის და ლ------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. დაზარალებულმა პ-----------ამ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2012 წლის 1--------დან მუშაობს შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მგზავრთა მონიტორინგის სამსახურში. მის მოვალეობებში შედის ავტობუსში მყოფი და ავტობუსიდან ჩამოსული მგზავრების ბილეთების შემოწმება, უბილეთო მგზავრის გამოვლენა და მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმება. 2016 წლის 31 ივლისს, საღამოს სმენაში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ქ.თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, კერძოდ, იმყოფებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ მდებარე ავტობუსების გაჩერებაზე, რა დროსაც კონკრეტული ავტობუსიდან ჩამოვიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელსაც შესამოწმებლად დახვდა მისი მეწყვილე - ა--------ა და ასევე, თ--------------------–---, რომლებსაც უცნობმა პიროვნებამ შემოწმებისას წარუდგინა მოსწავლის ბარათით შეძენილი ბილეთი. აღნიშნულ პირს, გადამოწმების მიზნით, ა--------ამ და თ--------------------–---მ მოსთხოვეს პირადობის მოწმობის წარდგენა, რომლის წარდგენის შემდეგ, მან ჯიბიდან ამოიღო მობილური ტელეფონი და დაუწყო მათ ვიდეოს გადაღება, რაც შემჩნეულ იქნა მის მიერ და მოუწოდა, რომ ჩუმად ვიდეოს გადაღების უფლება არ ჰქონდა და შეეწყვიტა ვიდეოს გადაღება. აღნიშნულის შემდეგ, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და აღნიშნული უცნობი პიროვნება ისევ ავიდა ავტობუსში ისე, რომ იგი არ დაუჯარიმებიათ. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც უცნობი პიროვნება ავიდა ავტობუსში, პ-----------ა მივიდა ავტობუსის მძღოლთან და უთხრა, რომ თუ კიდევ ეყოლებოდა ერთი-ორი ასეთი მგზავრი, სამსახურში შეექმნებოდა პრობლემები. აღნიშნულზე უცნობი პიროვნება ისევ ჩამოვიდა ავტობუსიდან, მის მიმართ გახდა აგრესიული და ითხოვდა ეთქვა, თუ რა მიაძახა მას ავტობუსში ასვლის შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ განუცხადა, რომ რაც სათქმელი ჰქონდა ავტობუსში ასვლამდე უთხრა და სხვა არაფერი არ მიუძახებია მისთვის. მოწმის განმარტებით, მასსა და აღნიშნულ უცნობ პიროვნებას შორის არსებული სიტყვიერი შელაპარაკება შენიშნა მისმა მეწყვილემ ა--------ამ, რომელიც მგზავრთა გადამოწმების მიზნით ავტობუსში იყო ასული, ჩამოვიდა და აღნიშნულ უცნობ პიროვნებას ჰკითხა, რა იყო მისთვის გაურკვეველი. აღნიშნულზე ამ უკანასკნელმა ა--------ას ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ როგორც იგი ედგა მის თანამშრომელს გვერდით, მასაც შეიძლებოდა ასე დასდგომოდნენ გვერდში მისი მეგობრები/ახლობლები, რის შემდეგაც იგი ავიდა ავტობუსში და წავიდა, ხოლო მან და მისმა მეწყვილე ა--------ამ გააგრძელეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იგი ა--------ასთან ერთად ბრუნდებოდა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე, რა დროსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელიდან რამდენიმე მეტრში მათ წინ დადგა 6-7 პიროვნება, რომელთა შორის იყო ზემოთ დასახელებული უცნობი პიროვნება, რომელმაც აგრესიულად ჰკითხა თუ რა მიაძახა ავტობუსში ასვლისას, რის შემდეგაც მან და მისმა თანმხლებმა პირებმა დაუწყეს ხელებისა და ფეხებით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. მისი მეწყვილე გოგონა ა--------ა კი გაიქცა მეორე თანამშრომლის თ--------------------–---ს დასაძახებლად, რათა დახმარებოდა მას. მოწმის განმარტებით, მას ურტყამდნენ სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფი ბრალდებულები, კერძოდ, მან გ-----------------–---–ზე მიუთითა და აღნიშნა, რომ იგი არის ის პიროვნება, რომელთანაც რაღაც პერიოდით ადრე სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, ხოლო კონფლიქტის დროს მეორემ დაარტყა ხელი (მიუთითა ბ------------–---–ზე), რაც შეეხება ა-–-------------–---–ს და ლ------------–---–ს, მოწმემ ასევე სასამართლო სხდომის დარბაზშივე მიუთითა მათზე და აღნიშნა, რომ მართალია, დაინახა, რომ ისინიც ურტყამდნენ, თუმცა, რომელმა რა რიგითობით და ასევე ვინ ხელი დაარტყა და ვინ ფეხი, ან ვინ რამდენჯერ დაარტყა, ამის შესახებ არ იცის. ამასთან, არ შეუძლია დაზუსტებით იმის თქმა, მხოლოდ წარმოდგენილი ბრალდებულები ურტყამდნენ მას, თუ მათთან მყოფი სხვა პირებიც. მოწმის განმარტებით, დარტყმების დროს თავდაცვის მიზნით, სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული, თუმცა, მაინც შეძლო იმ პირების სახეზე დანახვა, რომლებიც ურტყამდნენ. მოწმის განმარტებით, აღნიშნული პირები დაახლოებით 5-10 წამის განმავლობაში ურტყამდნენ, ხოლო შემდეგ მან შეძლო აღნიშნული პირებისგან მომდინარე ფიზიკური შეურაცხყოფისგან თავის დაღწევა და გაიქცა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, კისერზე ჰქონდა ნაკაწრები, რაზეც ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და დაუდგინდა დაზიანებები. გარდა აღნიშნულისა, მოცემული შემთხვევის დროს მას დაუზიანდა მისი კუთვნილი საათი, სამსახურებრივი ვიდეოკამერა და პრინტერის ჩასადები, აგრეთვე დაეკარგა სამსახურებრივი ბეიჯი, ოქროს ჯაჭვი და ჯვარი. აღნიშნული შემთხვევიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, მას ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც გაეცნო სახელით ,,კ-----“ და როგორც მისთვის არის ცნობილი, იგი იყო ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძა და დაკარგული ნივთების ანაზღაურების მიზნით შეხვდა ერთ-ერთ ბრალდებულს - გ-----------------–---–ს (რომლის სახელი და გვარი გაიგო გამოძიების მიმდინარეობისას), კიდევ ერთ ბრალდებულს, რომლის სახელი და გვარი არ იცის და ასევე, ზემოაღნიშნული ბრალდებულის ბიძას - ვინმე ,,კ------“, რომლებიც პოლიციიდან საჩივრის გამოტანის სანაცვლოდ თანახმანი იყვნენ მისთვის აენაზღაურებინათ ოქროს ნივთების დაკარგვით მიყენებული ზიანი/ზარალი. თუმცა, მათ აღნიშნული ზიანი დღემდე არ აუნაზღაურებიათ. მოწმის განმარტებით, გამოძიებაში მას ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას მას წარუდგინეს ბ------------–---–ის, ა-–-------------–---–ის, ლ------------–---–ის და სხვა პირების ფოტოსურათები, თუმცა, გამოკითხვისას გამომძიებლისთვის არ დაუდასტურებია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ბრალდებულები იყვნენ ის პიროვნებები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში.

3.2. მოწმე ა--------ამ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის ივლისის მდგომარეობით მუშაობდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ კონტროლიორის პოზიციაზე და მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა მგზავრების შემოწმება, უბილეთო მგზავრების გამოვლენა და ა.შ. 2016 წლის ივლისის თვის ბოლოს, როგორც ახსოვს იყო კვირა დღე, პ-----------ასთან ერთად, ვაკის მოძრავ დისლოკაციაზე, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ მდებარე ავტობუსების გაჩერებაზე, რა დროსაც, #-- ავტობუსიდან ჩამოვიდა სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფი ახალგაზრდა პიროვნება (მიუთითა გ-----------------–---–ზე), რომელმაც მას მიაწოდა შეღავათიანი ბარათით შეძენილი უფასო ბილეთი და პირადობის მოწმობა. მან გადაამოწმა და ვინაიდან ყველაფერი იყო წესრიგში, მოსწავლის სამგზავრო ბარათი და პირადობის მოწმობა დაუბრუნა აღნიშნულ პირს, ხოლო თვითონ გააგრძელა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, რა დროსაც დაინახა, რომ მის მეწყვილე - პ-----------ასა და ზემოაღნიშნულ პიროვნებას შორის მოხდა შელაპარაკება, რის გამოც იგი კვლავ მივიდა მათთან და იკითხა, თუ რა ხდებოდა, რაზედაც ორივე მათგანმა უპასუხა, რომ არაფერი არ ხდებოდა, ხოლო ვინაიდან აღნიშნული პიროვნება მის მიერ იყო მოცემულ შელაპარაკებამდე გადამოწმებული სამგზავრო ბილეთთან დაკავშირებით, ჰკითხა რაიმე პრეტენზია ხომ არ ჰქონდა მის მიმართ, რაზეც აღნიშნულმა მგზავრმა უთხრა, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, ბოდიში მოუხადა მას, ავიდა ავტობუსში და წავიდა, ხოლო მან და მისმა მეწყვილე პ-----------ამ გააგრძელეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამის შემდეგ, დაახლოებით 20:30 საათზე, ის და მისი მეწყვილე პ-----------ა ბრუნდებოდნენ კვლავ ზემოაღნიშნულ გაჩერებასთან, რა დროსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოსვლის შემდეგ, დაახლოებით 20 მეტრში, მათთან მივიდა 5-6 ბიჭი, რომლებმაც იგი გვერდზე გასწიეს, ხოლო პ-----------ას დაუწყეს ცემა, თუმცა, მას არ შეუძლია პ-----------ას ცემაში მონაწილე პირების კონკრეტული სახეების გახსენება, ასევე, არ დაუნახავს ვინ ხელს ურტყამდა და ვინ ფეხს, ვინაიდან აღნიშნულ დროს იგი თ--------------------–---ს ეძახდა დასახმარებლად. მოწმის განმარტებით, პ-----------ამ შეძლო აღნიშნული პირებისგან თავის დაღწევა და ვარაზისხევის მიმართულებით გაქცევა. მას უკან გაეკიდა ორი პიროვნება, ხოლო დანარჩენები მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდნენ და წავიდნენ. მოწმის განმარტებით, აღნიშნული შემთხვევის შედეგად, პ-----------ას დაეკარგა სამსახურებრივი ბეიჯი, დაუზიანდა საათი, დასვრილი ჰქონდა სამსახურეობრივი ფორმა და ასევე, კისერზე ეტყობოდა სიწითლეები, ასევე, როგორც თავად პ-----------ა ამბობდა, დაეკარგა ოქროს ჯაჭვი და ჯვარი. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე იგი გამოიკითხა მოწმის სახით, რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში - ამოცნობასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში.

3.3. მოწმე თ--------------------–---მ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მონიტორინგის სამსახურში კონტროლიორის პოზიციაზე. მის მოვალეობებში შედის მგზავრთა ბილეთების შემოწმება, უბილეთო მგზავრების გამოვლენა და მათი კანონით დადგენილი წესით დაჯარიმება. მოწმის განმარტებით, 2016 წლის 31 ივლისს, იგი იმყოფებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ მდებარე ავტობუსების გაჩერებაზე და უძრავ დისლოკაციაზე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ავტობუსიდან ჩამოვიდა მგზავრი, რომელსაც ბილეთი აღებული ჰქონდა შეღავათიანი ბარათით ანუ მოსწავლის ბარათით. იგი გადამოწმებულ იქნა ა--------ას მიერ, მგზავრის მიერ წარდგენილ იქნა მოსწავლის სამგზავრო ბარათი და პირადობის მოწმობა და იმის გამო, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მან სხვა ავტობუსის მგზავრთა გადამოწმება დაიწყო, რა დროსაც შელაპარაკების ხმა შემოესმა. როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ პ-----------ასა და იმ პიროვნებას შორის, რომლის გადამოწმებაც განხორციელდა, მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი წავიდა, ხოლო პ-----------ამ და ა--------ამ გააგრძელეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელება. ამის შემდეგ, დაახლოებით საათნახევარი-ორი საათის შემდეგ, ზემოაღნიშნულ გაჩერებაზე მასთან მივიდა ის პიროვნება, რომლის ბილეთიც გადაამოწმა ა--------ამ და პ-----------აზე ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდა. აღნიშნულზე მან უპასუხა, რომ იგი იყო მოძრავ დისლოკაციაზე და მოძრაობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაინახა, რომ 5-6 ბიჭი გაიქცა პ-----------ას მიმართულებით და დაახლოებით 3-4 პიროვნებამ დაუწყეს დარტყმების მიყენება მას. შემდეგ, პ-----------ამ შეძლო გაქცევა, რომელსაც უკან გამოედევნენ აღნიშნული პირები, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი გაემართა პ-----------ას მიმართულებით, აღნიშნული პირები გაიქცნენ მიწისქვეშა გადასასვლელით. მოწმემ სასამართლო სხდომაზე მყოფი ბრალდებულებიდან გ-----------------–---–ზე მიუთითა, როგორც იმ მგზავრზე, რომლის ბილეთის და დოკუმენტების გადამოწმებაც მოხდა ა--------ას მიერ და რომელმაც მოგვიანებით იკითხა მისი კოლეგა პ-----------ა. მოწმის განმარტებითვე, მან მხოლოდ ორი პირის მხრიდან დარტყმის ფაქტი დაინახა, თუმცა, მას არ შეუძლია იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც პ-----------ას ურტყამდნენ. ამასთან, პ-----------ამ პირველივე დარტყმისთანავე დახარა თავი და სახეზე მიიფარა ხელები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევის დროს ჩხუბის ადგილიდან იგი 60-70 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა.

3.4. მოწმე გ-----------–--–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს მე-3 განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 01 აგვისტოს მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც მოწმის სახით გამოკითხა პ-----------ა, რომელმაც დეტალურად აღუწერა მომხდარი ფაქტი და მისი გამომწვევი მიზეზები. ამის შემდეგ, გამოძიების პროცესში, მისი თანამშრომლის - ლ-–--------ის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პ-----------ას მიმართ განხორციელებული დანაშაულის ჩამდენი პირები უნდა ყოფილიყვნენ ბ------------–---–ი, გ-----------------–---–ი და ლ-–--------–---–ი, რომლებიც დაბარებულ იქნენ პოლიციის განყოფილებაში და გამოკითხულ იქნენ მოწმის სახით, რა დროსაც სამივე დასახელებულმა პირმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს, აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და დაასახელეს ცემაში თანამონაწილე პირები, რის გამოც მოხდა თანამონაწილე პირების მოწმის სახით გამოკითხვა, რომლებმაც ყოველგვარი ზეწოლის გარეშე აღიარეს ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გარდა აღნიშნულისა, მის მიერ საპროცესო ნორმების დაცვით ასევე ჩატარებულ იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და დაადასტურა მათი სისწორე.

3.5. მოწმე ი-–-------–---–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს მე-3 განყოფილებაში უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ექპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, მოწმეების - ა--------ას და პ-----------ას ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, საპროცესო ნორმების დაცვით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტები, რა დროსაც პ-----------ამ და ა--------ამ მიუთითეს ის ადგილი, სადაც დაზარალებულ პ-----------ას მიმართ განხორციელდა ცემა. მის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, სადაც ასახულ იქნა ა--------ას და პ-----------ას მიერ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას გაცხადებული ინფორმაცია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

3.6. მოწმე ა------------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს მე-3 განყოფილებაში უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ა--------ა, რომელმაც განუცხადა, რომ შეეძლო ამოეცნო ერთ-ერთი პირი, რომელმაც სცემა პ-----------ას. აღნიშნულის გამო მან ა--------ას და თ--------------------–---ს მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება - პირის ამოცნობები, რა დროსაც აღნიშნულმა პირებმა ამოიცნეს ბრალდებული გ-----------------–---–ი. გარდა ამისა, მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ექპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, მოწმე - თ--------------------–---ს ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც თ--------------------–---მ მიუთითა ის ადგილი, სადაც დაზარალებულ პ-----------ას მიმართ განხორციელდა ცემა. მის მიერ შედგენილ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სადაც ასახული იქნა თ--------------------–---ს მიერ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას გაცხადებული ინფორმაცია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

3.7. მოწმეებმა ვ----–---–----ემ და გ------------–-–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს, სხვადასხვა დროს, როგორც ექსპერტ-კრიმინალისტებმა მონაწილეობა მიიღეს გამომძიებლების - ა------------–---–ისა და ი-–-------–---–---–ის მიერ ცალ-ცალკე ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტებში, რა დროსაც მოწმეებმა მიუთითეს ის ადგილი, სადაც პ-----------ას მიმართ განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მათ მიერ გადაღებულ იქნა ფოტოსურათები, რომელიც გადაეცა შესაბამისად გამომძიებლებს.

3.8. 2016 წლის 02 აგვისტოს დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა პ-----------ას მიერ გამოძიებისათვის ნებაყოფლობით წარდგენილი კუთვნილი მაჯის საათი, სამსახურებრივი პერანგი, პრინტერის ჩასადები და სამეთვალყურეო ვიდეო კამერა, რომლებიც დათვალიერების შემდეგ ამოღებულ იქნა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

3.9. 2016 წლის 31 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე თ--------------------–---ს ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, რომლის თანახმად, 2016 წლის 31 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით იგი იმყოფებოდა ქ.თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტობუსების სამარშრუტო გაჩერებაზე, რა დროსაც შენიშნა სატრანსპორტო კონტროლიორისთვის მგზავრის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ფაქტი. თ--------------------–---მ დაადასტურა აღნიშნული ჩვენება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩვენების ადგილზე შემოწმების დაწყებამდე და ამის შემდგომ მიუთითა ადგილი სადაც იგი იმყოფებოდა აღნიშნულ დროს. ჩვენების ადგილზე შემოწმებისას ჩატარდა ფოტოგადაღება.

3.10. 2016 წლის 31 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე ა--------ას ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, რა დროსაც მან მიუთითა ადგილი სადაც 2016 წლის 31 ივლისს, ავტობუსების გაჩერებაზე შეზღუდული ბილეთით სარგებლობასთან დაკავშირებით მოუწიათ შეხება მისთვის უცნობ მგზავრთან, ასევე, მიუთითა ადგილი - მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეების ბოლოსთან, სადაც მას და პ-----------ას მოგვიანებით შეხვდნენ ზემოაღნიშნული მგზავრი, მის თანმხლებ რამდენიმე პირთან ერთად. მოწმემ ასევე მიუთითა მიმართულება, საითაც გაიქცა პ-----------ა ცემის შემდეგ. ჩვენების ადგილზე შემოწმებისას ჩატარდა ფოტოგადაღება.

3.11. 2016 წლის 31 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე პ-----------ას ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, რა დროსაც მან მიუთითა ადგილი, სადაც 2016 წლის 31 ივლისს, ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი #--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტობუსების გაჩერებაზე შეხვდა მგზავრს, რომელმაც მოგვიანებით სცემა მის თანმხლებ პირებთან ერთად, მან ასევე, მიუთითა ადგილი - მიწისქვეშა გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ზემოაღნიშნულმა პირებმა სცემეს და ასევე მიუთითა მიმართულება, საითაც იგი გაიქცა აღნიშნული პიროვნებებისგან თავის დაღწევის მიზნით. ჩვენების ადგილზე შემოწმებისას ჩატარდა ფოტოგადაღება.

3.12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 10 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, მოქალაქე პ-----------ას სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას კისრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანებანი - ნაჭდევების სახით. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2016 წლის 31 ივლისს;

3.13. ბრალდებულმა გ-----------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

3.14. ბრალდებულმა ბ------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

3.15. ბრალდებულმა ა-–-------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

3.16. ბრალდებულმა ლ------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულების გ-----------------–---–ის, ბ------------–---–ის, ა-–-------------–---–ის და ლ------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

4.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.5. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

4.7. სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

4.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (მცირე სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი და სხვა), თუმცა, შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა, თმების მოქაჩვა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

 

4.9. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული “.

 

4.11. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.12. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.13. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.14. განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა გ-----------------–---–ის, ბ------------–---–ის, ა-–-------------–---–ის და ლ------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად.

 

4.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-----------------–---–ის, ბ------------–---–ის, ა-–-------------–---–ისა და ლ------------–---–ის მიერ 2016 წლის 31 ივლისს, პ-----------ას ცემის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ფაქტობრივად მხოლოდ ერთი მტკიცებულება - პ-----------ას ჩვენება, რომელმაც დაადასტურა მის მიმართ მისთვის უცნობი პირების მიერ განხორციელებული ცემის ფაქტი, თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ჩვენება არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ხოლო გ-----------------–---–ის, ბ------------–---–ის, ა-–-------------–---–ისა და ლ------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია პირდაპირი ხასიათის უტყუარი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

4.15.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა პ-----------ამ მიუთითა, რომ 2016 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ი.ჭავჭავაძის ქუჩა #--ში მდებარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სცემეს დარბაზში მყოფმა ბრალდებულებმა, რომლებიც ინციდენტის დღეს პირველად ნახა. მან ასევე განმარტა, რომ მართალია, გამოძიებაში გამოკითხვისას გამომძიებელს უთხრა, რომ ინციდენტში მონაწილე პირებს, გარდა იმ პირისა, რომელთანაც რამდენიმე საათით ადრე სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, ვერ ამოიცნობდა, თუმცა, იმის გამო, რომ მან აღნიშნული პირები კარგად დაინახა, დამშვიდების შემდეგ, აღიდგინა მათი სახეები და მხოლოდ სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, შეძლო მათი ამოცნობა და იდენტიფიცირება.

 

4.15.2. გარდა აღნიშნული ჩვენებისა, რომელიც არ არის გამყარებული გამოძიების ეტაპზე ჩატარებული ამოცნობით (არც პირის და არც ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით), ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არცერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გ-----------------–---–ის, ბ------------–---–ის, ა-–-------------–---–ისა და ლ------------–---–ის მიერ პ-----------ას ცემის ფაქტს დაადასტურებდა.

 

4.15.3. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ თვითმხილველი მოწმეები: ა--------ა და თ--------------------–---, რომელთაც, მართალია, დაადასტურეს 2016 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ი.ჭავჭავაძის ქუჩა #--ში მდებარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 5-6 ახალგაზრდა მამაკაცის მიერ პ-----------ას ცემის ფაქტი, თუმცა, ორივე მათგანმა განმარტა, რომ მათ სახეზე არ დაუნახავთ/ვერ დაიმახსოვრეს პირები, რომლებიც პ-----------ას ურტყამდნენ.

 

4.15.4. დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით კი დადგენილია მხოლოდ ინციდენტის ფაქტი და ადგილი.

 

4.15.5. სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა, ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის და ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ პ-----------ას კისრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანებანი - ნაჭდევების სახით, თუმცა, აღნიშნული ექსპერტის დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა პ-----------ას აღნიშნული დაზიანებები, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ეს დაზიანებები პ-----------ას მიაყენეს გ-----------------–---–მა, ბ------------–---–მა, ა-–-------------–---–მა და ლ------------–---–მა, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.

 

4.15.6. რაც შეეხება მოწმეების - ი-–-------–---–---–ის, ა------------–---–ის და გ-----------–--–---–ის ჩვენებებს, ისინი არიან საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლები. მოწმეებმა ი-–-------–---–---–მა და ა------------–---–მა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შესახებ. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სასამართლოს მიაწოდეს ასევე მასში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტებმა - ვ----–---–----ემ და გ------------–-–---–მა, რაც შეეხება გ-----------–--–---–ის ჩვენებას, რომელმაც საქმეზე ჩაატარა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, მან დაადასტურა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ჩვენებაში ისაუბრა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც შეეხებოდა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს და იმ ინფორმაციას, რომელიც მიიღო დაზარალებულის, მოწმეთა და ბრალდებულთა გამოკითხვის შედეგად.

 

4.15.7. სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეები - ვ----–---–----ე, გ------------–-–---–ი, ი-–-------–---–---–ი, ა------------–---–ი და გ-----------–--–---–ი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების/ბრალდებულების ძალადობრივი ქმედების მიმართ, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით განახორციელეს გ-----------------–---–მა, ბ------------–---–მა, ა-–-------------–---–მა და ლ------------–---–მა, წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობისა თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, ასევე, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს ბრალდებულების მიერ პ-----------ას მიმართ განხორციელებული ცემის ფაქტი.

 

4.15.8. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულებმა გ-----------------–---–მა, ბ------------–---–მა, ა-–-------------–---–მა და ლ------------–---–მა საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიყენეს დუმილის უფლება. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ბრალდებულების მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა ვერ იქნება გამოყენებული მათ წინააღმდეგ და ვერ შეფასდება მათი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

4.16. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი გ-----------------–---–ის, ბ------------–---–ის, ა-–-------------–---–ისა და ლ------------–---–ის მიერ პ-----------ას ცემის ფაქტი. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მხოლოდ ის რომ 2016 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ი.ჭავჭავაძის ქუჩა #--ში მდებარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სცემეს პ-----------ა, რასაც არც თავად დაცვის მხარე ხდის სადავოდ, თუმცა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმ პირთა იდენტიფიცირება, რომელთაც განახორციელეს აღნიშნული ცემის ფაქტი, შესაბამისად ვერ იქნა დადგენილი დანაშაულის ჩამდენი სუბიექტები (ქმედების სუბიექტი პირები).

 

4.17. სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, თუმცა მოცემულ საქმეზე გამოძიება წარიმართა არასრულყოფილად და არაეფექტურად, რამდენადაც არ ჩატარებულა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, გამოძიების ეტაპზე დაზარალებულ პ-----------ას ამოსაცნობად არ წარდგენია (არც ფოტოსურათით და არც პიროვნულად) გ-----------------–---–ი, ბ------------–---–ი, ა-–-------------–---–ი და ლ------------–---–ი, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, აუცილებელია (იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის #42აპ-18 გადაწყვეტილება). აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებას ბრალდების მხარე შეეცადა საქმის არსებითი განხილვისას, კერძოდ, დაზარალებულმა დაკითხვისას მიუთითა სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ გ-----------------–---–ზე, ბ------------–---–ზე, ა-–-------------–---–იზე და ლ------------–---–ზე, როგორც მის მიმართ დარტყმების განმახორციელებელ პირებზე, ასევე, მოწმეებმა ა--------ამ და თ--------------------–---მ, დაკითხვისას მიუთითეს სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ გ-----------------–---–ზე, როგორც პირზე, რომელსაც ცემის ფაქტამდე დაახლოებით 2-3 საათით ადრე პ-----------ასთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, თუმცა, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ასეთი ამოცნობა (გამოძიების მიმდინარეობისას, მოწმეების ა--------ასა და თ--------------------–---ს მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობები კი წინასასამართლო სხდომის ეტაპზევე დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნა ცნობილი) მტკიცებულებად ვერ განიხილება, შესაბამისად, დაზარალებულისა და მოწმეების ზემოააღნიშნული მითითება - სასამართლო სხდომის დარბაზშივე ბრალდებულების „ამოცნობა“ - ბრალდებულების წინააღმდეგ ვერ იქნება გამოყენებული (ამის შესახებ ასევე, იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის #42აპ-18 გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის #560აპ-16 გადაწყვეტილება).

 

4.18. რაც შეეხება სასამართლოში მოწმე ლ-–--------–---–ის დაკითხვის მცდელობის ფაქტს, აღნიშნულს სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს, ვინაიდან არ მოხდა მისი საპროცესო ნორმების შესაბამისად დაკითხვა. კერძოდ, პირდაპირი დაკითხვის მიმდინარეობისას, ვინაიდან ზემოაღნიშნული მოწმე სასამართლოს აძლევდა გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციისაგან განსხვავებულ/საწინააღმდეგო ჩვენებას, პროკურორმა შეწყვიტა მოწმის დაკითხვა, მოხსნა მოწმე და მოითხოვა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციის სრულად (და არა გარკვეული ნაწილის) გამოქვეყნება, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული, რადგან აღნიშნული ცალსახად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის სულისკვეთებას და რაც მთავარია, სასამართლო პროცესზე გამოძახებული მოწმის მიმართ დაცვის მხარეს არ მიეცა ჯვარედინი დაკითხვის გზით შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. ამდენად, სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ლ-–-------–---–მა სასამართლოს მიაწოდა გარკვეული ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ლ. პ-----–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას საერთოდ ვერ გამოიყენებს, მით უფრო, რომ აღნიშნული მოწმე ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდების საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებდა.

 

4.19. სასამართლო ასევე, ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის პოზიციაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების მხოლოდ დაცვის მხარის თანხმობის გათვალისწინებით, უდავოდ ცნობასთან დაკავშირებით და განმარტავას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან“. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა იმპერატიულად მოითხოვს ორივე მხარის (როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის და არა მხოლოდ ერთ-ერთი მხარის) შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მტკიცებულებებს პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ ექნება. მოცემულ ვითარებაში კი, ბრალდების მხარე წინასასამართლო სხდომაზე უარს აცხადებდა საკუთარი მტკიცებულებათა უდავოდ ცნობაზე, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, უდავოდ ვერ იქნებოდა მიჩნეული და შესაბამისად, სწორედ ამიტომ ჩატარდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ცალკეული მტკიცებულებების უშუალო და ზეპირი გამოკვლევა.

 

4.20. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ გ-----------------–---–ის, ბ------------–---–ის, ა-–-------------–---–ის და ლ------------–---–ის მიერ ჩადენილია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4.21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

4.22. სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------------–---–ი, ბ------------–---–ი, ა-–-------------–---–ი და ლ------------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულების მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.

 

4.23. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ-----------------–---–ი, ბ------------–---–ი, ა-–-------------–---–ი და ლ------------–---–ი უნდა გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე- 277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

2. ბ------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

3. ა-–-------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

4. ლ------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

5. გამართლებულებს - გ-----------------–---–ს, ბ------------–---–ს, ა-–-------------–---–ს და ლ------------–---–ს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- პ-----------ას მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი სამსახურებრივი პერანგი, მაჯის საათი, პრინტერის ტყავის ჩასადები და სამეთვალყურეო ვიდეო კამერა (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს მე-3 განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს პ-----------ას;

 

- პ-----------ას, ა--------ას და თ--------------------–---ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტებისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 3 (სამი) ცალი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე