გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/25652 -18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გი-----ი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე ია----------ე
წარმომადგენელი ია--------–---–ი
მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ი
წარმომადგენელი და-----------–-------ე
დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნი-- ღა-----–---–ის (დაბადებული 2009 წლის 17 დეკემბერს), სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ნოემბრის №2/10407-12 გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა და მისი განსაზღვრა 500 (ხუთასი) ლარით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 31 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე ია----------ე და გი-----ი ღა-----–---–ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2008 წლიდან. მათ 2009 წლის 17 დეკემბერს შეეძინათ შვილი ნი------------ე. ბავშვის დაბადების შემდეგ, მოპასუხემ უარი განაცხადა ბავშვის აღიარებაზე. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა ,,დე---------------–----–---------–--------–ი“. თავშესაფრიდან წამოსვლის შემდეგ, მოსარჩელე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოპასუხე არანაირ ვალდებულებას არ ღებულობდა ბავშვის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნი------------ის მამად აღიარებულ იქნა გი-----ი ღა-----–---–ი და ნი------------ეს მიენიჭა მამის გვარი - ღა-----–---–ი. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ს ია----------ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრუწლოვანი შვილის - 2009 წლის 17 დეკემბერს დაბადებული ნი------------ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 90 ლარის ოდენობით. არსებული თანხა არ არის საკმარისი ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. მას არ გააჩნია სრულფასოვანი კვება. ბავშვს აქვს ჩამორჩენა ქვედა ყბის განვითარების. ამასთან აქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც, კერძოდ, მისი დიაგნოზია ,,ხერხემლის სქოლიოზი“ და ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა-რეაბილიტაცია, თუმცა მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა. ია----------ე და არასრულწლოვანი ნი-- ღა-----–---–ი ცხოვრობენ ნათესავთან, მათ არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი. მოსარჩელე მხარე არ არის დასაქმებული, იგი მარტო ზრდის არასრულწლოვანს. მოსარჩელე არის სოციალურად დაუცველი და სახელმწიფოსგან ღებულობს საარსებო შემწეობას 130 ლარის ოდენობით. არასრულწლოვანი ნი-- ღა-----–---–ის ასაკის ზრდამ გაზარდა მისი მოთხოვნილებები და ამისთვის საჭირო ხარჯის ოდენობაც. მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ი მუშაობდა სადისტრიბუციო კომპანიაში და იღებდა საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას. ვინაიდან მოპასუხე ნებაყოფლობით არ იჩენს ბავშვის მიმართ მზრუნველობას, მოსარჩელე იძულებულია, ბავშვის უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის მოთხოვნით.
(სარჩელი, 2018 წლის 09 ნოემბრის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ალიმენტის გაზრდის თაობაზე. მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ს ჰყავს თავისი ოჯახი და ორი არასრულწლოვანი შვილი. მოპასუხის შვილი, ლუ-- ღა-----–---–ი დაავადებულია აუტიზმით და მისი მკურნალობა დაკავშირებულია დიდ თანხებთან. ამასთან, მოპასუხის მშობლებს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და მათი მკურნალობის ხარჯების გაღებაც მოპასუხეს უწევს. ამასთან, მოპასუხე დასაქმებული იყო შპს ,,შა---------------–ი“, თუმცა ამ ეტაპზე იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან და აღარ აქვს სტაბილური შემოსავალი.
(შესაგებელი, 2018 წლის 09 ნოემბრის სხდომის ოქმი);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ია----------ეს და მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ს 2009 წლის 17 დეკემბერს შეეძინათ შვილი ნი------------ე. ია----------ე შვილთან, ნი------------ესთან ერთად ,,დე---------------–----–---------–--------–ი“ ჩაირიცხა 2009 წლის 25 დეკემბერს და თავშესაფრიდან გავიდა 2010 წლის 10 აგვისტოს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფილიალის“ მიერ 2011 წლის 01 თებერვალს გაცემული ცნობა N61 (ს.ფ. 21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. მხარეები, ია----------ე და გი-----ი ღა-----–---–ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე ია----------ე არასრულწლოვან შვილთან ერთად ამჟამად ცხოვრობს ნათესავებთან. მათ მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნიათ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ია----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა: 2009 წლის 17 დეკემბერს დაბადებული ნი------------ის მამად აღიარებულ იქნა გი-----ი ღა-----–---–ი და მიენიჭა მამის გვარი - ღა-----–---–ი. მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ს ია----------ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრუწლოვანი შვილის - 2009 წლის 17 დეკემბერს დაბადებული ნი------------ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 90 ლარის ოდენობით.
მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ი იხდის დაკისრებულ ალიმენტს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე N2/10407-12 (ს.ფ. 23).
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 09200912954 (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. მოსარჩელე ია----------ე და ნი-- ღა-----–---–ი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად 130 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
_ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადების თარიღი 14.08.2018 წელი (ს.ფ. 22);
3.1.5. არასრულწლოვან ნი-- ღა-----–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ მისი დიაგნოზია: ,,სქოლიოზის სხვა ფორმები, M41.8“. მას ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა, ცურვა, მასაჟი და ვარჯიში;
ასევე, სს ,,ევ--------------------–---–-----ს“ მიერ გაცემული ცნობით, თავად მოსარჩელე ია----------ეს აქვს დასმული დიაგნოზი: ,,სქოლიოზი I-II, ოსტექონდროზი M41.8“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
_სს ,,ევ--------------------–---–-----ს“ მიერ 23.07.2018 წელს გაცემული ცნობა ნი-- ღა-----–---–ის ჯანმრთელობის შესახებ (ს.ფ. 24);
_სს ,,ევ--------------------–---–-----ს“ მიერ 28.08.2018 წელს გაცემული ცნობა ია----------ის ჯანმრთელობის შესახებ (ს.ფ. 25).
3.1.6. მოსარჩელე ია----------ე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ია----------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისს გაცემული ცნობა N2----- (ს.ფ. 101);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.7. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის N0----------- საქმე, ნი-- გი-----ის ძე ღა-----–---–ის ცემის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. ამჟამად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
_საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ 22.08.2018 წელს გაცემული ცნობა NM-------------- (ს.ფ. 27);
3.1.8. გი-----ი ღა-----–---–ი ქორწინებაშია ნი-----------თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2005 წლის 23 ივლისს დაბადებული ლუ-- ღა-----–---–ი და 2011 წლის 13 დეკემბერს დაბადებული მა----- ღა-----–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი Nნ-------- (ს.ფ. 79);
_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0--------- (ს.ფ. 133);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, გი-----ი ღა-----–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 14.09.2018 წელს გაცემული ცნობა N395131 (ს.ფ. 62);
3.1.10. მოპასუხის შვილს, არასრულწლოვან ლუ-- ღა-----–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ მისი დიაგნოზია: ,,ბავშვთა აუტიზმი, გადის რეაბილიტაციის კურსს, რომელიც ფონზეც ფიქსირდება დადებითი დინამი--. გამოხატულია მეტყველების განვითარების შეფერხება, მყისიერი და მოგვიანებითი ექოლალიები, აგრამატიზმები. გარშემომყოფებთან კონტაქტს ამყარებს სურვილის და ინტერესების შესაბამისად. გამოხატულია მრავლობითი აკვიატებები და რიტუალები. აპროტესტებს ყოველდღიური რუტინის დარღვევას, ავლენს, შფოთვას, აგრესიას, ღიზიანდება ადვილად. ბოლო თვეებში გამოხატულია კუნთების ჰიპერტონუსი ქვედა კიდურებში, უჭირს დგომა, იმყოფება მედი--მენტოზურ თერაპიაზე“. არასრულწლოვანს ესაჭიროება ფსიქო-სოციალური კურსის გაგრძელება, განმეორებითი მონიტორინგი. ბავშვს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
არასრულწლოვან მა----- ღა-----–---–ის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა არის შემდეგი სახის: ,,ბავშვთა ასაკის შფოთვით ფობიური აშლილობა. იგი გაღიზიანებულია, იოლად ფეთქებადი, მტირალა, უჭირს კომუნი--ცია და ინიციატივის გამოჩენა, იზრდება სტრესულ გარემოში უფროს ძმასთან ერთად, რომელიც აუტიზმის გამო მოითხოვს სპეციფიკურ მიდგომას“. იგი საჭიროებს ბავშვთა ფსიქიატრის ზედამხედველობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
_შპს ,,ი. ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრის“ მიერ 14.09.2018 წელს გაცემული ცნობა ლუ-- ღა-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 80-81);
_საექსპერტო დასკვნა, ამბულატორიული სამედიცინო ბარათი N01424097773 (ს.ფ. 50-51);
_შპს ,,ნეიროგანვითარების ცენტრის“ მიერ 14.09.2018 წელს გაცემული ცნობა მა----- ღა-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 82-83).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებით, გი-----ი ღა-----–---–ს 2017 წლის იანვრის თვიდან უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი. მის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2018 წლის იანვრის თვიდან შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1250 ლარს და 31.25 ლარს, თებერვლის თვეში - 1976.25 ლარს და 31.25 ლარს, მარტის თვეში - 31.25 ლარს და 9265 ლარს, აპრილის თვეში - 2750 ლარს და 31.25 ლარს, მაისის თვეში - 2000 ლარს და 31.25 ლარს, ივნისის თვეში - 31.25 ლარს და 2750 ლარს, ივლისის თვეში - 2000 ლარს და 31.25 ლარს და აგვისტოს თვეში - 2000 ლარს და 31.25 ლარს. ამ პერიოდში დამსაქმებლად მითითებულია შპს ,,შარმ ტრეიდინგი“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 21.09.2018 წლის მიმართვა N21-11/119730, დანართი (ს.ფ. 57-61);
3.2.2. შპს ,,შარმ ტრეიდინგის“ მიერ გაცემული ცნობით, გი-----ი ღა-----–---–ი აღარ მუშაობს აღნიშნულ საწარმოში. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით აღნიშნული სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორს წარმოადგენს მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ის მეგობარი, რის გამოც, წარმოდგენილი ცნობის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს. სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დღეის მდგომარეობით, მოპასუხე მხარის შპს ,,შა---------------–ი“ დასაქმებისა და ამ საწარმოდან შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვევა, როდიდან აღარ მუშაობს მოპასუხე აღნიშნულ საწარმოში და რა გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- შპს ,,შარმ ტრეიდინგის“ მიერ 11.10.2018 წელს გაცემული ცნობა N01003 (ს.ფ. 132);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, გი-----ი ღა-----–---–ის სახელზე დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია: სატრანსპორტო საშუალება ,,TO----------” - სახელმწიფო სანომრე ნიშნით C------, ,,H--------” - სახელმწიფო სანომრე ნიშნით OV-----, ,,SU-----------A” - სახელმწიფო სანომრე ნიშნით GP-----.
მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ის სახელზე რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ფაქტი მიუთითებს მის მყარ ფინანსურ მდგომარეობასა და შემოსავალზე. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გარდა საკუთრებაში რიცხული ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებისა (1. ,,TO----------” - სახელმწიფო სანომრე ნიშნით, C------, გამოშვების წელი 2012, 2. ,,H--------” - სახელმწიფო სანომრე ნიშნით OV-----, გამოშვების წელი - 2008, 3.,,SU-----------A” - სახელმწიფო სანომრე ნიშნით GP-----, გამოშვების წელი 2006), მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ის ოჯახის წევრების სახელზე ირიცხება შემდეგი ქონება: 1. უძრავი ნივთი, მდებარე გარ------------------ი, დაზუსტებული ფართობი 500 კვ.მ. (მესაკუთრე მა-------–--–---–---–ი), 2. უძრავი ნივთი, მდებარე დუ–------------–---ი, დაზუსტებული ფართობი 700 კვ.მ. (მესაკუთრე მა-------–--–---–---–ი); 3. უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, დ------------------------------–------------------------------–-------------------------------------- (მესაკუთრე მა-------–--–---–---–ი);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
_ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 13.09.2018 წელს გაცემული ცნობა, დანართი (ს.ფ. 55);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 16.07.2008 წელი (ს.ფ. 92-93);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 09.10.2009 წელი (ს.ფ. 94-98);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 09.10.2017 წელი (ს.ფ. 99-100).
3.2.4. მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ის მამას, პაატა ღა-----–---–ს აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მისი დიაგნოზია: ,,ხორხის კიბო, ლარინგექტომიის, ტრაქეო-საყლაპავის შუნტირება. პროტეზირების შემდგომი პერიოდი, მუდმივი ნაწირუბოვანი ტრაქეოსტომა“. მისი სამკურნალო რეკომენდაციაა სხიური თერაპიის კურსის ჩატარება, ენდოკრინოლოგიის კონსულტაცია, რაინკოლოგის მეთვალყურეობა. იგი საჭიროებს მუდმივ სამედიცინო კვლევების, მანიპულაციების ჩატარებას და მედი--მენტოზურ მკურნალობას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ის კმაყოფაზე იმყოფება მისი მამა პაატა ღა-----–---–ი. როგორც მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, გი-----ი ღა-----–---–ს ჰყავს ორი ძმა, რომელთაც ასევე აკისრიათ მშობლის რჩენის ვალდებულება, რომელიც საჭიროებს დახმარებას. ამასთან, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ასევე დედასაც, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- შპს ,,ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ მიერ 21.07.2018 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 45-46);
- შპს ,,კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ მიერ 05.06.2018 წელს ჩატარებული ფიბროლარინგოსკოპიის შედეგები (ს.ფ. 47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი ლუ-- ღა-----–---–ის მკურნალობის ხარჯების გაღება მხოლოდ თავად უხდება, ვინაიდან სახელმწიფოში მოქმედებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გარკვეულწილად ფინანსდება მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვთა მკურნალობის კურსი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.6. არასრულწლოვანი ნი-- ღა-----–---–ი, როგორც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი გასულ წელს იღებდა შეღავათს და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დადიოდა საცურაო აუზზე ცურვის შემსწავლელ წრეზე, თუმცა მიმდინარე პერიოდისათვის, იგი მომლოდინე ჯგუფშია და აღნიშნულ დახმარებას მოცემულ ეტაპზე აღარ იღებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.7. მოპასუხე მხარის განმარტებით, გი-----ი ღა-----–---–ის მშობლები 2018 წლამდე მუდმივად აქცევდნენ ყურადღებას არასრულწლოვან ნი-- ღა-----–---–ს, ყიდულობდნენ მისთვის საჭირო ნივთებს და ეხმარებოდნენ მატერიალურადაც, თუმცა ჯანმღთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ ახერხებენ არასრულწლოვანის დახმარებას.მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შვილისათვის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტს. ამასთან, მოსარჩელე მხარე უარყოფს მითითებულ გარემოებას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ალიმენტის გადახდით შემოიფარგლებოდა მოპასუხე მხარე და სხვამხრივ, მას რაიმე სახის დახმარება შვილისათვის არ გაუწევია, იგი არც ნახულობს და არ აქვს სტაბილური ურთიერთობა ნი-- ღა-----–---–თან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.8. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ, ალიმენტის გადამხდელის მატერიალური მდგომარეობის ცვლილება, ბავშვის ასაკისა და მისი მოთხოვნილებების ზრდა, წარმოადგენს დადგენილი ალიმენტის ოდენობის შეცვლის საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ია----------ემ ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ხოლო სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, არასრულწლოვანი ბავშვის ასაკმა და შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმაც მოიმატა.
დადგენილია, რომ ია----------ეს და გი-----ი ღა-----–---–ს 2009 წლის 17 დეკემბერს შეეძინათ შვილი ნი------------ე. ია----------ე შვილთან, ნი------------ესთან ერთად ,,დე---------------–----–---------–--------–ი“ ჩაირიცხა 2009 წლის 25 დეკემბერს და თავშესაფრიდან გავიდა 2010 წლის 10 აგვისტოს. მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე ია----------ე არასრულწლოვან შვილთან ერთად ამჟამად ცხოვრობს ნათესავებთან. მათ მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ია----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა: 2009 წლის 17 დეკემბერს დაბადებული ნი------------ის მამად აღიარებულ იქნა გი-----ი ღა-----–---–ი და მიენიჭა მამის გვარი - ღა-----–---–ი. მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ს ია----------ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრუწლოვანი შვილის - 2009 წლის 17 დეკემბერს დაბადებული ნი------------ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 90 ლარის ოდენობით. მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ი იხდის დაკისრებულ ალიმენტს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.
მოსარჩელე ია----------ე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. მის სახელზე არ ირიცხება საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად 130 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მშობლები გარდაიცვალნენ.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. გი-----ი ღა-----–---–ი ქორწინებაშია ნი-----------თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2005 წლის 23 ივლისს დაბადებული ლუ-- ღა-----–---–ი და 2011 წლის 13 დეკემბერს დაბადებული მა----- ღა-----–---–ი. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არასრულწლოვან ლუ-- ღა-----–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ მისი დიაგნოზია: ,,ბავშვთა აუტიზმი“. იგი გადის რეაბილიტაციის კურსს, რომელიც ფონზეც ფიქსირდება დადებითი დინამი--. გამოხატულია მეტყველების განვითარების შეფერხება. არასრულწლოვანს ესაჭიროება ფსიქო-სოციალური კურსის გაგრძელება, განმეორებითი მონიტორინგი. ბავშვს მინიჭებული აქვს შეზღუდული სესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. ასევე, გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება მოპასუხის მეორე შვილსაც, მა----- ღა-----–---–საც. მისი დიაგნოზია: ,,ბავშვთა ასაკის შფოთვით ფობიური აშლილობა“. იგი იზრდება სტრესულ გარემოში უფროს ძმასთან ერთად, რომელიც აუტიზმის გამო მოითხოვს სპეციფიკურ მიდგომას. მოპასუხე მხარე აპელირებს არასრულწლოვანი ლუ-- ღა-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობის ხარჯების გაღების აუცილებლობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოში მოქმედებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გარკვეულწილად ფინანსდება მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვთა მკურნალობის კურსი. ამასთან, მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბავშვის მკურნალობის კურსის ჩატარების ხარჯს სრულიად თავად იღებს. სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ არასრულწლოვანი ლუ-- ღა-----–---–ზე და მა----- ღა-----–---–ზე ზრუნვის თანაბარი ვალდებულება აკისრია ასევე მოპასუხის მეუღლეს.
გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე ასევე აპელირებს მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის მიერ გაღებული ხარჯების თაობაზეც. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ის მამას, პაატა ღა-----–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია: ,,ხორხის კიბო, ლარინგექტომიის, ტრაქეო-საყლაპავის შუნტირება. პროტეზირების შემდგომი პერიოდი, მუდმივი ნაწირუბოვანი ტრაქეოსტომა“. იგი საჭიროებს მუდმივ სამედიცინო კვლევების, მანიპულაციების ჩატარებას და მედი--მენტოზურ მკურნალობას. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ის კმაყოფაზე იმყოფება მისი მამა პაატა ღა-----–---–ი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად, სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის პოზიციას დაადასტურებდა მშობლის, პაატა ღა-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოპასუხის მხრიდან ხარჯების სტაბილურად გაწევის თაობაზე. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მშობლების რჩენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა. როგორც მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, გი-----ი ღა-----–---–ს ჰყავს ორი ძმა, რომელთაც ასევე აკისრიათ მშობლის რჩენის ვალდებულება, რომელიც საჭიროებს დახმარებას. ამასთან, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ასევე დედასაც, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებით, გი-----ი ღა-----–---–ს 2017 წლის იანვრის თვიდან უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი. მის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2018 წლის იანვრის თვიდან შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1250 ლარს და 31.25 ლარს, თებერვლის თვეში - 1976.25 ლარს და 31.25 ლარს, მარტის თვეში - 31.25 ლარს და 9265 ლარს, აპრილის თვეში - 2750 ლარს და 31.25 ლარს, მაისის თვეში - 2000 ლარს და 31.25 ლარს, ივნისის თვეში - 31.25 ლარს და 2750 ლარს, ივლისის თვეში - 2000 ლარს და 31.25 ლარს და აგვისტოს თვეში - 2000 ლარს და 31.25 ლარს. ამ პერიოდში დამსაქმებლად მითითებულია შპს ,,შარმ ტრეიდინგი“. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,შარმ ტრეიდინგის“ მიერ გაცემული ცნობით, გი-----ი ღა-----–---–ი აღარ მუშაობს აღნიშნულ საწარმოში. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით აღნიშნული სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორს წარმოადგენს მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ის მეგობარი, რის გამოც, წარმოდგენილი ცნობის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს. სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან მოსარჩელე მხარე სარ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებამ რაც დღეის მდგომარეობით, მოპასუხე მხარის შპს ,,შა---------------–ი“ დასაქმებისა და ამ საწარმოდან შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვევა, როდიდან აღარ მუშაობს მოპასუხე აღნიშნულ საწარმოში და რა გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის. პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული, ვინაიდან არასრულწლოვანი ბავშვი მასზე მიჯაჭვულია. ამასთან, წარმოდგენილი მასალებით, არასრულწლოვანს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (აღენიშნება ,,ხერხემლის სქოლიოზი“) ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობის (ცურვა, მასაჟი, ვარჯიში), რაც დაკავშირებულია ფულად სახსრებთან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ნი-- ღა-----–---–ი დადიოდა საცურაო აუზზე ცურვის შემსწავლელ წრეზე, თუმცა მიმდინარე პერიოდისათვის, იგი მომლოდინე ჯგუფშია და აღნიშნულ დახმარებას მოცემულ ეტაპზე აღარ იღებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებულ უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის საფუძველზე. მოპასუხე მხარის განმარტებით, გი-----ი ღა-----–---–ის მშობლები 2018 წლამდე მუდმივად აქცევდნენ ყურადღებას არასრულწლოვან ნი-- ღა-----–---–ს, ყიდულობდნენ მისთვის საჭირო ნივთებს და ეხმარებოდნენ მატერიალურადაც, თუმცა ჯანმღთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ ახერხებენ არასრულწლოვანის დახმარებას. მოსარჩელე მხარე უარყოფს მითითებულ გარემოებას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ალიმენტის გადახდით შემოიფარგლებოდა მოპასუხე მხარე და სხვამხრივ, მას რაიმე სახის დახმარება შვილისათვის არ გაუწევია, იგი არც ნახულობს და არ აქვს სტაბილური ურთიერთობა ნი-- ღა-----–---–თან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მართალია, დამსაქმებელი კომპანიიდან წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვითაც ზოგადად მოპასუხე აღარ არის დასაქმებული ამ საწარმოში, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ გულისხმობს, რომ მოპასუხეს მატერიალური შემოსავალი საერთოდ არ გააჩნია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ის სახელზე რეგისტრირებულია სამი სატრანსპორტო საშუალება, რაც გარკვეულწილად მის ფინანსურ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გარდა საკუთრებაში რიცხული ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებისა (1. ,,TO----------” - სახელმწიფო სანომრე ნიშნით, C------, გამოშვების წელი 2012, 2. ,,H--------” - სახელმწიფო სანომრე ნიშნით OV-----, გამოშვების წელი - 2008, 3.,,SU-----------A” - სახელმწიფო სანომრე ნიშნით GP-----, გამოშვების წელი 2006), მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ის ოჯახის წევრების სახელზე ირიცხება შემდეგი ქონება: 1. უძრავი ნივთი, მდებარე გარ------------------ი, დაზუსტებული ფართობი 500 კვ.მ. (მესაკუთრე მა-------–--–---–---–ი), 2. უძრავი ნივთი, მდებარე დუ–------------–---ი, დაზუსტებული ფართობი 700 კვ.მ. (მესაკუთრე მა-------–--–---–---–ი); 3. უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, დ------------------------------–------------------------------–-------------------------------------- (მესაკუთრე მა-------–--–---–---–ი). სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილისათვის, გარდა დაკისრებული ალიმენტის თანხისა, სხვა ფულადი თანხით დახმარების ფაქტი. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად შეიცვალა მისი მოთხოვნილებებიც, შესაბამისად, მშობლების მიერ მასზე გასაწევი ხარჯის ოდენობა გაიზარდა. უდავოა, რომ ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის, მისთვის განათლებისა და საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისათვის ასაკის ზრდასთან ერთად უფრო მეტი მატერიალური სახსრებია საჭირო. სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების შემდეგ, შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და დაკისრებული ფულადი თანხის მსყიდველთუნარიანობაც. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკისრებული არასრულწლოვანი ნი-- ღა-----–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს, თუმცა არა მოთხოვნილი ოდენობით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 290 (ორას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელე ია----------ე სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
8. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მოსარჩელე ია----------ემ იშუამდგომლა მოპასუხე გი-----ი ღა-----–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უ--ნონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. 11. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. 2. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში. 3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
მოსარჩელემ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შუამდგომლობის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ალიმენტის მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ია----------ის სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე და გი-----ი ღა-----–---–ს არასრულწლოვანი შვილის - ნი-- ღა-----–---–ის (დაბადებული 2009 წლის 17 დეკემბერს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 290 (ორასოთხმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან - 2018 წლის 31 აგვისტოდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, ყოველთვიურად მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების დასაკმაყოფილებლად. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის ასაკის და მისი განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებს, რის გამოც არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე და სახეზე არსებული საპროცესო სამართლებრივი ხასიათის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე ია----------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს ამ განჩინების აღსრულებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 268-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ია----------ის (პირადი N0----------) სარჩელი;
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ნოემბრის (საქმე N2/10407-12) გადაწყვეტილებით გი-----ი ღა-----–---–ისათვის (პირადი N0----------) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეიცვალოს; დაეკისროს გი-----ი ღა-----–---–ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის - ნი-- ღა-----–---–ის (დაბადებული 2009 წლის 17 დეკემბერს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 290 (ორასოთხმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან - 2018 წლის 31 აგვისტოდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
1.2. სამოქალაქო საქმეზე 2/25652-18 მიღებული გადაწყვეტილების 1.1. პუნქტი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნეს მიქცეული;
2. დაეკისროს გი-----ი ღა-----–---–ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გი-----ი მაისურაძე