გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.08.2018
საქმის ნომერი
330310117002061402
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №3/5850-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - პ-----------–--–--ა

წარმომადგენელი - ი-------------------

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენლები - ქ--------------–-–---–-, ბ---------------ე

 

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ქ--------------ე

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები - ქ--------------–-–---–-, ბ---------------ე

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - ი----------------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----------–---ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–ი

 

მესამე პირი (16.2) - სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

წარმომადგენლები - ქ--------------–-–---–-, ბ---------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №---- განკარგულება პ-----------–--–--ასათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 24 ნოემბრის №8-------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 22 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 8 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;

 

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის №0--------- მიმართვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა; იხ. ტომი 1, ს.ფ. 183-185);

 

1.7. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 17 თებერვლის №0-------- მიმართვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა; იხ. ტომი 1, ს.ფ. 183-185);

 

1.8. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ,,უძრავი ქონების ერთ საკადასტრო ერთეულად გაერთიანების შესახებ’’ 2015 წლის 13 ივლისის №0------- ბრძანება (როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის/თვითმმართველი ერთეულის №0---------------, №01-------------- და №01-------------- საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველების) იმ ნაწილში, რომელიც გადაფარვაშია პ-----------–--–--ას მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ მიწის ნაკვეთთან (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა; იხ. ტომი 1, ს.ფ. 183-185);

 

1.9. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ’’ 2015 წლის 29 მაისის №1------- ბრძანება (როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის/თვითმმართველი ერთეულის №01--------------. საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლის) იმ ნაწილში, რომელიც გადაფარვაშია პ-----------–--–--ას მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ მიწის ნაკვეთთან (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა; იხ. ტომი 1, ს.ფ. 216-218);

 

1.10. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი პ-----------–--–--ას მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს წარდგენილი №E---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ვირტუალური უარი) (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა; იხ. ტომი 1, ს.ფ. 216-218);

 

1.11. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის №1------------- წერილი (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი) (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა; იხ. 25.04.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 139-145);

 

1.12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, მ-------------------ში მდებარე, №0--------------- ნაკვეთის მომიჯნავე 544 კვ.მ. (646 კვ.მ.-ის ნაცვლად) მიწის ნაკვეთის პ-----------–--–--ას სახელზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა; იხ. 27.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 241-250).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.3. მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.4. მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.5. მოპასუხეს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობითი ფორმით შესაგებელი პ-----------–--–--ას სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.6. მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილობითი ფორმით შესაგებელი პ-----------–--–--ას სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირს - სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს წერილობითი ფორმით შესაგებელი პ-----------–--–--ას სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ქ. თბილისში, მ-------------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2014 წლის 04 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია პ-----------–--–--ას სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3146.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 11, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 - საერთო ფართით 862 კვ.მ., №2 - საერთო ფართით 100.28 კვ.მ. და №3 - საერთო ფართით 272.8 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 04.02.2014 (ტომი 1, ს.ფ. 17-18).

 

4.1.2. ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა 2009 წლის 16 ნოემბერს №0--------- წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სთხოვა მუ--------------–----------სა დ-----------------------------–------ არსებული 750,5 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 24 ნოემბრის №8-------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, მუ--------------–----------სა დ-----------------------------–------ (ნაკვეთი 11/016) მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №0---------------, 2009 წლის 24 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 750.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 11.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის №0--------- მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 155);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 24 ნოემბრის №8-------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 62);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 24.11.2009 (ტომი 1, ს.ფ. 63-64).

 

4.1.3. ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა 2010 წლის 17 თებერვალს №0-------- წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სთხოვა მუ--------------–----------სა დ-----------------------------–------ არსებული 1686კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 22 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, მუ--------------–----------სა დ-----------------------------–------ (ნაკვეთი 11/017) მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №0---------------, 2010 წლის 22 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1686.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 11.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 17 თებერვლის №0-------- მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 145);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 22 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 58);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 22.02.2010 (ტომი 1, ს.ფ. 59-60).

 

4.1.4. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 11 თებერვლის №0------ ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისში, მ---------------------------------ის მიმდებარედ არსებული 202 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენის უფლებამოსილება კი მიენიჭა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მთავარ სპეციალისტს.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, მ---------------------------------ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №0---------------, 2015 წლის 16 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 202.00კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 11 თებერვლის №0------ ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 125);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 131);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 16.02.2015 (ტომი 1, ს.ფ. 133-134).

 

4.1.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის №1------- ბრძანებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა 261.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისში, მ------------------------------- (ს/კ: №01--------------).

 

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 8 ივნისს მიღებულ იქნა №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ქ. თბილისში, მ--------------------------------ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №01--------------, 2015 წლის 08 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 261.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: №0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის №1------- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 137);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 8 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 54);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 08.06.2015 (ტომი 1, ს.ფ. 55-56).

 

4.1.6. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 13 ივლისის №0------- ბრძანებით ერთ საკადასტრო ერთეულად გაერთიანდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: ა) მ--------------------------------ში არსებული 261 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №01--------------); ბ) მ---------------------------------ის მიმდებარედ არსებული 202 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №0---------------); გ) მუ--------------–----------სა დ-----------------------------–------ არსებული 750 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №0---------------); დ) მუ--------------–----------სა დ-----------------------------–------ არსებული 1686 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №0---------------) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდა მუ--------------–----------სა დ-----------------------------–------ არსებული 2899 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

 

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 14 ივლისს მიღებულ იქნა №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ქ. თბილისი, მუ--------------–----------სა და ეკონომიკურ კოლეჯს შორის (ნაკვეთი 11/017)/ქ. თბილისი, მუ--------------–----------სა დ-----------------------------–------ (ნაკვეთი 11/016) )/ქ. თბილისი, მ---------------------------------ის მიმდებარე/ქ. თბილისი, მ--------------------------------ში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №0---------------, 2015 წლის 14 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2899.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: №0---------------, №0---------------, №0---------------, №01--------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 13 ივლისის №0------- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 116);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 50);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 14.07.2015 (ტომი 1, ს.ფ. 51-52).

 

4.1.7. 2016 წლის 12 აგვისტოს პ-----------–--–--ას წარმომადგენელმა დ-------------- №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია ქ. თბილისში, გ-------–----------ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 ოქტომბრის №2----- წერილის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განსახილველად გადაეგზავნა პ-----------–--–--ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისში, გ-------–----------ის მიმდებარედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პ-----------–--–--ას წარმომადგენლის - დ------------ას 2016 წლის 12 აგვისტოს №8----------- განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 20-22);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 ოქტომბრის №2----- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 45);

 

4.1.8. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 16 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით ნ---------------–---–ი და გ------------------–ი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მათი მეზობელი პ-----------–--–--ა 2007 წლიდან დღემდე სარგებლობს და ფლობს 646 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მისი უძრავი ქონების მიმდებარედ ქ. თბილისში, მ------------------ (ს/კ: №0---------------) და გამოთქვამენ თანხმობას, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს მის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ---------------–---–ის 2017 წლის 16 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ტომი 2, 109-110);

- გ------------------–ის 2017 წლის 16 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ტომი 2, 111-112).

 

4.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №---- განკარგულების თანახმად, პ-----------–--–--ას განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, მ-------------------ის მიმდებარედ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით, მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - უსასყიდლო და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა პ-----------–--–--ას საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №---- განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 48-49).

 

4.1.10. 2017 წლის 26 აგვისტოს პ-----------–--–--ას წარმომადგენელმა ი-------------------მ №1-------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის №0---------, 2010 წლის 17 თებერვლის №0-------- მიმართვების და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ,,უძრავი ქონების ერთ საკადასტრო ერთეულად გაერთიანების შესახებ’’ 2015 წლის 13 ივლისის №0------- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის №1------------- წერილით ი-------------------ს ეცნობა, რომ ვინაიდან მის მიერ 2017 წლის 26 აგვისტოს წარდგენილ №1-------------- ადმინისტრაციული საჩივარში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადი იყო, უკან უბრუნდებოდა თანდართულ მასალებთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პ-----------–--–--ას წარმომადგენლის - ი------------------ის 2017 წლის 26 აგვისტოს №1-------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 189-196);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის №1------------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 186-188).

 

4.1.11. 2017 წლის 29 აგვისტოს პ-----------–--–--ას წარმომადგენელმა ი-------------------მ №E---- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის №1------- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კანონით დადგენილ ვადაში, პ-----------–--–--ას წარმომადგენლის - ი------------------ის მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს წარდგენილ №E---- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პ-----------–--–--ას წარმომადგენლის - ი------------------ის 2017 წლის 29 აგვისტოს №E---- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 221-225).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პ-----------–--–--ას მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვალი №13-42 დადგენილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 აგვისტოს №---- განკარგულება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 24 ნოემბრის №8-------------03, 2010 წლის 22 თებერვლის №8------------03, 2015 წლის 8 ივნისის №8------------03 და 2015 წლის 14 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილებები რეგისტრაციის შესახებ, ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის №0--------- და 2010 წლის 17 თებერვლის №0-------- მიმართვები, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ,,უძრავი ქონების ერთ საკადასტრო ერთეულად გაერთიანების შესახებ’’ 2015 წლის 13 ივლისის №0------- ბრძანება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ’’ 2015 წლის 29 მაისის №1------- ბრძანება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი პ-----------–--–--ას მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს წარდგენილი №E---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ვირტუალური უარი) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის №1------------- წერილი (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

7.2. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი’’ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან(ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი; გ) ინფორმაცია, საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები; დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა, დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ დაინტერესებული პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100 000-ზე (ასი ათასზე) (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) სააგენტოში არსებული უახლესი ინფორმაცია მიწის იმ ნაკვეთის თაობაზე, რომელზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხიც განიხილება, კერძოდ, რეგისტრირებულია თუ არა მასზე უფლება ან წარდგენილია თუ არა სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელზეც მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება ან/და ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოება, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, 2016 წლის 12 აგვისტოს პ-----------–--–--ას წარმომადგენელმა დ-------------- №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია ქ. თბილისში, გ-------–----------ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 ოქტომბრის №2----- წერილის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განსახილველად გადაეგზავნა პ-----------–--–--ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისში, გ-------–----------ის მიმდებარედ. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული კომისიაში სარეგისტრაციო წარმოება.

 

7.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პ-----------–--–--ას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის აღიარებაზე უარი ერთვა იმ საფუძვლით, რომ ზედდებაში იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ მიწის ნაკვეთთან, ნაწილზე კი ვრცელდებოდა სატრანსპორტო ზონა (აღნიშნულ ნაწილში განკარგულება გასაჩივრებული არ არის), რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაცია არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, რის დასტურადაც მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის N ბს-319-319 (კ-18) განჩინებაზეც, სადაც აღნიშნულია, რომ: „საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზანია კერძო საკუთრებაში არმყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და განუკარგავი მიწის ნაკვეთის პირისათვის საკუთრებაში გადაცემა და ამ გზით მიწის ფონდის ათვისება. შესაბამისად, სწორედ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი განაპიროებებს კონკრეტულ შემთხვევაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის გავრცელების შესაძლებლობას“.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულება) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია), სადაც მითითებულია, რომ სააგენტოს ფუნქციაა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. იგივე ჩანაწერს შეიცავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვალი №13-42 დადგენილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ. შესაბამისად, თუ გაზიარებული იქნება მოპასუხე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, მაშინ გაუგებარია რას მოიაზრებენ ზემოაღნიშნული დადგენილებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს სადავო სამართალურთერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაციის მიუხედავად, შესაბამისი წესითა და პროცედურის დაცვით უნდა განხორციელდეს მისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო განკარგულებით ირკვევა, რომ პ-----------–--–--ამ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად წარადგინა დოკუმენტაცია კომისიაში, რომელთა გამოკვლევის შედეგად დადგინდა პ-----------–--–--ას მიერ მოთხოვილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, თუმცა ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1) და ამასთან კვეთდა №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით. სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიას სათანადოდ არ უმსჯელია და არ შეუფასებია პ-----------–--–--ას მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან (აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში), რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, საქმის გარემოებების გამოკვლევის ეტაპზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოადგენილი იქნა ახალი აზომვითი ნახაზი, რომლის შესაბამისადაც შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა - დაევალოს მოპასუხეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, მ-------------------ში მდებარე, N0--------------- ნაკვეთის მომიჯნავე 544 კვ.მ (ნაცვლად 646 კვ.მ ) მიწის ნაკვეთის, პ-----------–--–--ას სახელზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა კი განმარტა, რომ შემცირებულ ნაწილზე მოსარჩელეს არ უდასტურდებოდა მფლობელობის ფაქტი.

 

7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2017 წლის 4 აგვისტოს №---- განკარგულება პ-----------–--–--ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით არის მიღებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე პ-----------–--–--ას განცხადების შემოწმებისას გამოიკვლიოს ის გარემოება, წარდგენილი განცხადება აკმაყოფილებს თუ არა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აღნიშნულის გამოკვლევის მიზნით იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 04 აგვისტოს №---- განკარგულება პ-----------–--–--ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (გასაჩივრებულ ნაწილში) და მასვე უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პ-----------–--–--ას მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

7.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის №0--------- და 2010 წლის 17 თებერვლის №0-------- მიმართვებისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ,,უძრავი ქონების ერთ საკადასტრო ერთეულად გაერთიანების შესახებ’’ 2015 წლის 13 ივლისის №0------- ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომელიც გადაფარვაშია პ-----------–--–--ას მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ მიწის ნაკვეთთან. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი) განსაზღვრავს თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსს, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს და საფინანსო-ეკონომიკურ საფუძვლებს.

 

დასახელებული კანონის 35.1 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნება: ა) ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა; ბ) სახელმწიფოს მიერ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ან შეძენილი ქონება.

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება: ა) ამ კანონით თვითმმართველი ერთეულისათვის მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი ან შეძენილი ქონება.

 

,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებით დამტკიცებულ ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე(წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესზე’’, რომლის მე-61 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა 2009 წლის 16 ნოემბერს №0--------- და 2010 წლის 17 თებერვალს №0-------- წერილებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სთხოვა მუ--------------–----------სა დ-----------------------------–------ არსებული 750,5 კვ.მ. და 1686 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 24 ნოემბრის №8-------------03 და 2010 წლის 22 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილებებით კი განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აღნიშნული მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.

 

დადგენილია ასევე, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 13 ივლისის №0------- ბრძანებით ერთ საკადასტრო ერთეულად გაერთიანდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: ა) მ--------------------------------ში არსებული 261 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №01--------------); ბ) მ---------------------------------ის მიმდებარედ არსებული 202 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №0---------------); გ) მუ--------------–----------სა დ-----------------------------–------ არსებული 750 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №0---------------); დ) მუ--------------–----------სა დ-----------------------------–------ არსებული 1686 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №0---------------) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდა მუ--------------–----------სა დ-----------------------------–------ არსებული 2899 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 14 ივლისს მიღებულ იქნა №8------------03 გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 106-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სწორად მოითხოვა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის №0--------- და 2010 წლის 17 თებერვლის №0-------- მიმართვებისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ,,უძრავი ქონების ერთ საკადასტრო ერთეულად გაერთიანების შესახებ’’ 2015 წლის 13 ივლისის №0------- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის №1------------- აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.6. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ’’ 2015 წლის 29 მაისის №1------- ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომელიც გადაფარვაშია პ-----------–--–--ას მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ მიწის ნაკვეთთან. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1 მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ - ქონების სააგენტო).

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებულ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულებაზე, რომლის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ღ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ახორციელებს კანონით დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების (ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი) საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 113-ე მუხლი ითვალისწინებს ?????????? ??????????? ???????? ??????? ??????????????????? ??????????? ?????????? ??????? ას. ამავე კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში ქონების მმართველის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის 113-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის №1------- ბრძანებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა 261.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისში, მ------------------------------- (ს/კ: №01--------------), რომლის თავდაპირველ მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო (იხ. ტომი 1, ს.ფ. 141-142), ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 8 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ, რაც კანონიერია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება, თუ რა ზიანი მიადგა აღნიშნული აქტის გამოცემით მოსარჩელე მხარეს.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პ-----------–--–--ას სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის №1------- ბრძანების (გასაჩივრებულ ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.7. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 24 ნოემბრის №8-------------03, 2010 წლის 22 თებერვლის №8------------03, 2015 წლის 8 ივნისის №8------------03 და 2015 წლის 14 ივლისის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ’’ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად კი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ამასთან, ამავე ინსტრუქციის მე-16 მუხლის ასევე ითვალისწინებს უძრავი ნივთის დაყოფისა და გაერთიანების შესაძლებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 24 ნოემბრის №8-------------03, 2010 წლის 22 თებერვლის №8------------03, 2015 წლის 8 ივნისის №8------------03 და 2015 წლის 14 ივლისის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის №0--------- და 2010 წლის 17 თებერვლის №0-------- მიმართვების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ,,უძრავი ქონების ერთ საკადასტრო ერთეულად გაერთიანების შესახებ’’ 2015 წლის 13 ივლისის №0------- ბრძანებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ’’ 2015 წლის 29 მაისის №1------- ბრძანების) საფუძველზე, რომლებიც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე სწორად მოახდინა უძრავი ქონების რეგისტრაცია, ვინაიდან არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებული რეგისტრაციის შესახებ გადაწვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.4. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც პ-----------–--–--ას უარი ეთქვა მის მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს წარდგენილი №E---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ვირტუალური უარი). მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 29 აგვისტოს პ-----------–--–--ას წარმომადგენელმა ი-------------------მ №E---- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის №1------- ბრძანების ბათილად ცნობა, თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კანონით დადგენილ ვადაში, პ-----------–--–--ას წარმომადგენლის - ი------------------ის მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს წარდგენილ №E---- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის №1------- ბრძანება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ’’, გასაჩივრებული - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვირტუალური უარის კანონშესაბამობაც სახეზეა. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვირტუალური უარის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი პ-----------–--–--ას მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს წარდგენილი №E---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინიტრაციულ სამართლაწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ სარჩელზე უარის თქმისას სამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, წამოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 04 აგვისტოს №---- განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში, მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელე - პ-----------–--–--ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო დარჩენილი 300 (სამასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. პ-----------–--–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 04 აგვისტოს №---- განკარგულება პ-----------–--–--ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (გასაჩივრებულ ნაწილში) და მასვე დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პ-----------–--–--ას მოთხოვნასთან დაკავშირებით;

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელე - პ-----------–--–--ას სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. პ-----------–--–--ას მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი