გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/1528-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი,2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - სს ,,კ-------– ბანკი“
წარმომადგენელი - რ-----–-–--–---–ი, მ-----–-----------
მოპასუხე - გ------ი გ------–---–ი
წარმომადგებელი - ო-------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ------ი გ------–---–ს მოსარჩელე სს ,,კ-------– ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, კრედიტის ძირითადი თანხის 34 241.65 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე გ------ი გ------–---–ს მოსარჩელე სს ,,კ-------– ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, პროცენტის 8941.53 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე გ------ი გ------–---–ს მოსარჩელე სს ,,კ-------– ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2012 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, კრედიტის ძირითადი თანხის 30 346.14 ლარის გადახდა.
1.4. დავალიანების გადახდევინების მიზნით აღსრულება მიექცეს გ------ი გ------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2012 წლის 27 თებერვალს, სს ,,კ-------– ბანკს“ და გ------ი გ------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ბანკმა აიღო ვალდებულება გაეხსნა მსესხებლისთვის საკრედიტო ხაზი და მის ფარგლებში მიეცა კრედიტი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა მიღებული კრედიტი, გადაეხადა დარიცხული პროცენტი და სრულად შეესრულებინა გენერალური ხელშეკრულების სხვა ვალდებულებები. საკრედიტო ხაზის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 83 000 ლარით. იმავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, კრედიტი გაიცა ოთხი წლით სარგებლობის ვადით და სრულად უნდა დაფარულიყო 2016 წლის 27 თებერვლამდე.
2013 წლის 22 იანვარს, ბანკს და მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკმა აიღო ვალდებულება, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით მიეცა მსესხებლისათვის საბანკო კრედიტი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა მიღებული საბანკო კრედიტი, გადაეხადა მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი და სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით დადგენილი სხვა ვალდებულებები. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 24 თვე, საკრედიტო თანხის მთლიან მოცულობად 40 000 ლარი, წლიურ საპროცენტო განაკვეთად 15%. კრედიტის დაფარვის ვადა განისაზღვრა 2.3 მუხლით, რომლის თანახმად, კრედიტი სრულად უნდა დაფარულიყო 2015 წლის 22 იანვარს. მომდევნო 2.4 პუნქტის თანახმად, კრედიტით სარგებლობისთვის მსესხებელი უხდიდა ბანკს საპროცენტო სარგებელს წლიური 15 %-ის ოდენობით.
მოპასუხემ მიიღო და ისარგებლა მოსარჩელის მიერ გაცემული საბანკო პროდუქტით, არ შეასრულა შესაბამისი ფულადი ვალდებულებები ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და გაფრთხილების მიუხედავად, არ დაუბრუნა მოსარჩელეს მიღებული კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოვალის დავალიანება ბანკის მიმართ ჯამში შეადგენს 43 183.18 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 34 241.65 ლარი, ხოლო დარიცხული პროცენტი 8941.53 ლარი.
2012 წლის 25 ოქტომბერს, ბანკს და მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, ფიზიკური პირისთვის სამომხმარებლო კრედიტის გაცემის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად ბანკმა აიღო ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით მიეცა მსესხებლისათვის საბანკო კრედიტი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა მიღებული საბანკო კრედიტი, გადაეხადა მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი და სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით დადგენილი სხვა ვალდებულებები. საკრედიტო ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 36 თვე, საკრედიტო თანხის მთლიან მოცულობად 42 800 ლარი, წლიურ საპროცენტო განაკვეთად 15%. კრედიტის დაფარვის ვადა განისაზღვრა 2.3 მუხლით, რომლის თანახმად, კრედიტი სრულად დაფარული უნდა ყოფილიყო 2015 წლის 25 ოქტომბერს.
მოპასუხემ მიიღო და ისარგებლა მოსარჩელის მიერ გაცემული საბანკო კრედიტით, არ შეასრულა შესაბამისი ფულადი ვალდებულებები ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და გაფრთხილების მიუხედავად, არ დაუბრუნა მოსარჩელეს მიღებული კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოვალის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს ჯამში 40929.43 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 30346.14 ლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი 10583.29 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------ი გ------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის საფუძვლით. მოპასუხემ განმარტა, რომ 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მან ბოლო გადახდა განახორციელა 2013 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო სასესხო დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2018 წლის 18 იანვარს. რაც შეეხება 2012 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2015 წლის 25 მარტს. მოპასუხემ მიუთითა, რომ დროის ამ მონაკვეთზე მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო რაც შეეხება არახანდაზმულ, 2015 წლის 25 მარტიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდს, ამ პერიოდისთვის გადასახდელი სესხის ძირი თანხა და დარიცხული პროცენტი, რაც მთლიანობაში შეადგენს 11 869.44 ლარს, მოპასუხის მიერ გადახდილია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიუთითა, რომ სს ,,კ-------– ბანკის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 27 თებერვალს, სს ,,ი---------კს“ (შემდგომში სს ,,კ-------– ბანკი“) და გ------ი გ------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ბანკმა აიღო ვალდებულება გაეხსნა მსესხებლისთვის საკრედიტო ხაზი და მის ფარგლებში მიეცა კრედიტი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა მიღებული კრედიტი, გადაეხადა დარიცხული პროცენტი და სრულად შეესრულებინა გენერალური ხელშეკრულების სხვა ვალდებულებები. საკრედიტო ხაზის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 83 000 ლარით. იმავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, კრედიტი გაიცა ოთხი წლით სარგებლობის ვადით და სრულად უნდა დაფარულიყო 2016 წლის 27 თებერვლამდე.
ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, კრედიტით სარგებლობისთვის მსესხებელი ბანკს უხდიდა საპროცენტო სარგებელს, წელიწადში მაქსიმუმ 15%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 27 თებერვლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 17-21);
- სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2013 წლის 22 იანვარს, სს ,,ი---------კს“ (შემდგომში სს ,,კ-------– ბანკი“) და მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკმა აიღო ვალდებულება, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით მიეცა მსესხებლისათვის საბანკო კრედიტი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა მიღებული საბანკო კრედიტი, გადაეხადა მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი და სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 24 თვე, საკრედიტო თანხის მთლიან მოცულობად 40 000 ლარი, წლიურ საპროცენტო განაკვეთად 15%. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, კრედიტი სრულად უნდა დაფარულიყო 2015 წლის 22 იანვარს. 2.4 პუნქტის თანახმად, კრედიტით სარგებლობისთვის მსესხებელი უხდიდა ბანკს საპროცენტო სარგებელს წლიური 15 %-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2012 წლის 25 ოქტომბერს, სს ,,ი---------კს“ (შემდგომში სს ,,კ-------– ბანკი“) და მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, ფიზიკური პირისთვის სამომხმარებლო კრედიტის გაცემის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად ბანკმა აიღო ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით მიეცა მსესხებლისათვის საბანკო კრედიტი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა მიღებული საბანკო კრედიტი, გადაეხადა მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი და სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საკრედიტო ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 36 თვე, საკრედიტო თანხის მთლიან მოცულობად 42 800 ლარი, წლიურ საპროცენტო განაკვეთად 15%. კრედიტის დაფარვის ვადა განისაზღვრა 2.3 მუხლით, რომლის თანახმად, კრედიტი სრულად დაფარული უნდა ყოფილიყო 2015 წლის 25 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 91-98);
- კრედიტის გაცემისა და დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 99-100);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მოპასუხე გ------ი გ------–---–მა დაარღვია სს ,,კ-------– ბანკთან“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების ფარგლებში არსებული ვალდებულებები, შესაბამისად, 2012 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 40 929.43 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 30 346.14 ლარი, პროცენტი 10 583.29 ლარი, ხოლო 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 43 183.18 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 34 241.65 ლარი და საპროცენტო სარგებელი 8 941.53 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 17 იანვრის ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 89);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (მოპასუხე მხარეს დავალიანების ციფრობრივი გამოთვლა სადავო არ გაუხდია, მიუთითა, რომ იცის საბანკო პროგრამის სპეციფიკა და გამოთვლაში შეცდომა არ იქნება).
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 09 ივლისს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში განხორციელებული ცვლილებებით (სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, საფირმო სახელწოდების ცვლილება), სს ,,ი-----------ს“ შეეცვალა სახელი და ეწოდა სს ,,კ-------– ბანკი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 164-165; 168-171);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს ,,კ-------– ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს 2012 წლის 25 ოქტომბრის და 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან, არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მან ბოლო გადახდა განახორციელა 2013 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო სასესხო დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2018 წლის 18 იანვარს. რაც შეეხება 2012 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2015 წლის 25 მარტს. მოპასუხემ მიუთითა, რომ დროის ამ მონაკვეთზე მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო რაც შეეხება არახანდაზმულ, 2015 წლის 25 მარტიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდს, ამ პერიოდისთვის გადასახდელი სესხის ძირი თანხა და დარიცხული პროცენტი, რაც მთლიანობაში შეადგენს 11 869.44 ლარს, მოპასუხის მიერ გადახდილია.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, გ------ი გ------–---–ის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით საპირისპირო გარემოება დასტურდება, კერძოდ, მოპასუხე გ------ი გ------–---–ს 2013 წლის 22 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში, მის მიერ მითითებული თარიღის 2013 წლის 25 ოქტომბრის შემდგომ, აქვს გადახდები განხორციელებული, სახელდობრ, 2015 წლის 24 აპრილს 422.16 ლარი, 2016 წლის 27 აპრილს 422.15 ლარი, 2016 წლის 2 აგვისტოს 428 ლარი, 2016 წლის 25 აგვისტოს 422.16 ლარი, 2016 წლის 23 სექტემბერს 422 ლარი, 2016 წლის 25 ოქტომბერს 422 ლარი, 2016 წლის 28 ნოემბერს 3000 ლარი.
რაც შეეხება 2012 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებას, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე გ------ი გ------–---–ს აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული აქვს შემდეგი გადახდები, კერძოდ, 2014 წლის 25 ოქტომბერს 325.18 ლარი, 2014 წლის 20 აპრილს 51.50 ლარი, 2014 წლის 27 მაისს 350.88 ლარი, 2014 წლის 31 მაისს 39.28 ლარი, 2014 წლის 25 ივნისს 325.39 ლარი, 2014 წლის 25 ივლისს 330.57 ლარი, 2014 წლის 25 აგვისტოს 336.78 ლარი, 2014 წლის 01 სექტემბერს 58.39 ლარი, 2014 წლის 25 სექტემბერს 331.42 ლარი, 2014 წლის 01 ოქტომბერს 39.22 ლარი, 2014 წლის 24 ოქტომბერს 325.46 ლარი, 2014 წლის 31 ოქტომბერს 51.28 ლარი, 2014 წლის 25 ნოემბერს 351.11 ლარი, 2014 წლის 01 დეკემბერს 40.86 ლარი, 2014 წლის 23 დეკემბერს 311.22 ლარი, 2014 წლის 31 დეკემბერს 50.30 ლარი, 2015 წლის 26 იანვარს 227.63 ლარი, 2015 წლის 31 იანვარს 178.39 ლარი, 2015 წლის 28 თებერვალს 146.10 ლარი, 2015 წლის 25 მარტს 435.09 ლარი, 2015 წლის 31 მარტს 144.72 ლარი, 2015 წლის 24 აპრილს 346.11 ლარი, 2015 წლის 30 აპრილს 24.71 ლარი, 2015 წლის 01 ივნისს 113.89 ლარი, 2015 წლის 30 ივნისს 86.89 ლარი, 2015 წლის 31 აგვისტოს 57.14 ლარი, 2015 წლის 30 სექტემბერს 37.71 ლარი, 2015 წლის 26 ოქტომბერს 17.23 ლარი, 2016 წლის 02 აგვისტოს 340.47 ლარი, 2016 წლის 19 აგვისტოს 5270.38 ლარი, 2016 წლის 25 აგვისტოს 374.13 ლარი, 2016 წლის 23 სექტემბერს 374 ლარი, 2016 წლის 25 ოქტომბერს 374 ლარი. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე გ------ი გ------–---–ის მიერ განხორციელებული პერიოდული გადახდებიდან მოსარჩელე სს ,,კ-------– ბანკის“ მიერ სასამართლოსთვის სარჩელით მომართვამდე (სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის 18 იანვარს) არ არის გასული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
სასამართლო განხილვისას მოპასუხე მხარის მიერ მიეთითა იმასთან დაკავშირებით, რომ თანხის გადახდა მას სულ სხვა ხელშეკრულების ე.წ. ,,ოვერდრაფტის“ დაფარვისთვის ჰქონდა გამიზნული, თანამშრომლისთვის მითითებაც სწორედ ეს იყო, თუმცა სავარაუდოდ ტექნიკური შეცდომის გამო ფულადი თანხის ჩარიცხვა მითითებული საკრედიტო ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელდა. საგულისხმოა და სადავო არ გამხდარა რომ მოპასუხე თავად იყო ბანკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამშრომელი. სასამართლო ხანდაზმულობის ფატის შემოწმებისას ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის აღნიშნულ მითითებას, რადგან იგი ვერ იქნა დადასტურებული სარწმუნო მტკიცებულებით და მეტიც, თავად საკრედიტო ხელშეკრულების, მის ფარგლებში არსებული დავალიანების და მისი კონკრეტულ თარიღში დაფარვების ფაქტები დასტურდება კონკრეტული მტკიცებულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი 01/01/2013-18/01/2018 (ს.ფ. 35-87);
- ამონაწერი 20/10/2012-18/01/2018 (ს.ფ. 106-163);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კ-------– ბანკის“ სარჩელი გ------ი გ------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ემუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 25 ოქტომბერს, სს ,,ი---------კს“ (შემდგომში სს ,,კ-------– ბანკი“) და მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, ფიზიკური პირისთვის სამომხმარებლო კრედიტის გაცემის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად ბანკმა აიღო ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით მიეცა მსესხებლისათვის საბანკო კრედიტი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა მიღებული საბანკო კრედიტი, გადაეხადა მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი და სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით დადგენილი სხვა ვალდებულებები. საკრედიტო ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 36 თვე, საკრედიტო თანხის მთლიან მოცულობად 42 800 ლარი, წლიურ საპროცენტო განაკვეთად 15%. კრედიტის დაფარვის ვადა განისაზღვრა 2.3 მუხლით, რომლის თანახმად, კრედიტი სრულად დაფარული უნდა ყოფილიყო 2015 წლის 25 ოქტომბერს.
2013 წლის 22 იანვარს, სს ,,ი---------კს“ (შემდგომში სს ,,კ-------– ბანკი“) და მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკმა აიღო ვალდებულება, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით მიეცა მსესხებლისათვის საბანკო კრედიტი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა მიღებული საბანკო კრედიტი, გადაეხადა მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი და სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 24 თვე, საკრედიტო თანხის მთლიან მოცულობად 40 000 ლარი, წლიურ საპროცენტო განაკვეთად 15%. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, კრედიტი სრულად უნდა დაფარულიყო 2015 წლის 22 იანვარს. 2.4 პუნქტის თანახმად, კრედიტით სარგებლობისთვის მსესხებელი უხდიდა ბანკს საპროცენტო სარგებელს წლიური 15 %-ის ოდენობით.
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოპასუხე გ------ი გ------–---–მა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები, შესაბამისად, 2012 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 40 929.43 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 30 346.14 ლარი, პროცენტი 10 583.29 ლარი, ხოლო 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 43 183.18 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 34 241.65 ლარი და საპროცენტო სარგებელი 8 941.53 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე გ------ი გ------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, სს ,,კ-------– ბანკის“ მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გ------ი გ------–---–ს სს ,,კ-------– ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2012 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 40929.43 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 30 346.14 ლარი და საპროცენტო სარგებელი - 10 583.29 ლარი, ხოლო 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 43 183.18 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 34 241.65 ლარი და საპროცენტო სარგებელი - 8941.53 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ყ“ პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების, მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე.
ვინაიდან, მოსარჩელე სს ,,კ-------– ბანკის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რომელიც კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, მოპასუხე გ------ი გ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2523.38 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,კ-------– ბანკი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. გ------ი გ------–---–ს სს ,,კ-------– ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 40929.43 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 30 346.14 ლარი და საპროცენტო სარგებელი - 10 583.29 ლარი.
1.2. გ------ი გ------–---–ს სს ,,კ-------– ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 43 183.18 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 34 241.65 ლარი და საპროცენტო სარგებელი - 8941.53 ლარი.
1.3. დავალიანების გადახდევინების მიზნით აღსრულება მიექცეს გ------ი გ------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
2. გ------ი გ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 2523.38 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე