გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.11.2018
საქმის ნომერი
211310018002544877
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 211310018002544877 (N3-02/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.11.2018 დაბა ხულო

შესავალი ნაწილი

ხულოს მაგისტრი სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი მაყვალა ხიმშიაშვილი

მოსარჩელე: ზე-------------ძე

მოპასუხე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილება.

წარმომადგენელი: და-------------ძე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება 04-15-05/757.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის 04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 05 მაისის კომისიის სხდომის ოქმი ზე-------------ძის ნაწილში.

 

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ხულოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება N04/30711.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მოსარჩელე ზე-------------ძეს ბავშვობიდან აქვს ცუდი მხედველობა, არის ამ მხრივ მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, რაზეც 2000 წლიდან მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი და ღებულობს პენსიას. 2017 წლის 05 ივლისის ხულოს რაიონული განყოფილების გადაწყვეტილებით 04-15-05/757 ეცნობა, რომ 2016 წლის 1 დეკემბრის შემდეგ მის მიერ მიღებული სოციალური პაკეტის თანხა 700 ლარის ოდენობით და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დანამატის თანხა 140 ლარი აღსადგენი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

2017 წლის 31 ოქტომბრის ხულოს ტერიტორიული ერთეულის სახელით 201712 გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზე-------------ძეს დაენიშნა სოციალური პაკეტი შშმ პირის მნიშვნელოვნად გამახვილებული სტატუსის გამო-100 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 27 თებერვლის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის N732 საფუძველზე შეზღუდვის სტატუსის დადგომის დროდ 2000 წელი, ხოლო სტატუსი დადგინდა უვადოდ.

 

2017 წლის 05 დეკემბერს განცხადებით მიმართა ხულოს რაიონულ განყოფილებას 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილების 04-15-05/757 ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ადმინისტრაციამ აღნიშნული განცხადება არც კი ჩაიბარა, იმ განმარტებით, რომ მოცემული შინაარსის განცხადების ჩაბარება არ წარმოადგენდა მათ კომპეტენციას.

 

2018 წლის 15 თებერვალს მიღებული N04/8647 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით და განუმარტეს, რომ ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 ივლისის 04-15-05/757 წერილი მისი მხრიდან არ იყო სადავოდ გამხდარი. მოგვიანებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და გაეგზავნა ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის 04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმი (ინფორმაცია ზე-------------ძის ნაწილში) სადაც მითითებულია, რომ უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მისთვის სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვის შეწყვეტა.

 

მნიშვნელოვანია, რო 2017 წლის 31 ოქტომბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების მიერ მიღებული 201712 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაენიშნა სოციალური პაკეტი შშმ პირის მნიშვნელოვნად გამახვილებული სტატუსის გამო-100 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ მოსარჩელე ზე-------------ძის პირადი საქმის გადამოწმების შედეგად კომისიამ აღმოაჩინა, რომ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის პენსია ფონდი ხულოს რაიონული განყოფილების მიერ დანიშნული აქვს 2002 წლის 13 მარტიდან. მორიგი გადამოწმება გავლილი აქვს 2003 წლის 03 ოქტომბერს უვადოდ. (სსებ შემოწმების აქტის ამონაწერი, სერია N072396, სსბ შემოწმების აქტი N28) საპენსიო საქმეში არ აღმოჩნდა სამედიცინო საქმე. საპენსიო საქმის მონაცემები შედარებულ იქნა ხულოს რაიონის არქივში დაცულ სსებ შემოწმებისმონაცემებს, სადაც 2003 წლის N28 სააქტო ჩანაწერი არ აღმოჩნდა ზე-------------ძის კომისიაზე გატარების შესახებ. შესაბამისად მას სახელმწიფო გასაცემლები ერიცხებოდა უსაფუძვლოდ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულ განყოფილებაში 2016 წლის 16 მარტს შედგენილ იქნა აქტი.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 05/07/2017 წლის N04-15-05/757 წერილის თანახმად, ზე-------------ძეს ეცნობა რომ 2017 წლის 05 მაისის კომისიის სხდომის ოქმი N1 საფუძველზე 2017 წლის 1 ივლისიდან განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება სოციალური გასაცემლის შეწყვეტის შესახებ. 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება, ხოლო შემდგომ პერიოდში მიღებული გასაცემელი, რომელმაც შეადგინა 840 ლარი, ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტის აღდგენას.

სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის 279 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური პაკეტის გაცემა შეწყდა, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენამდე. ზე-------------ძე გატარდა კომისიაზე 2017 წლის 30 ოქტომბერს, დაიდგინა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსი, უვადოდ. განყოფილებაში წარმოადგინა სსებ აქტის ამონაწერი N0345308, რის საფუძველზეც დაენიშნა სპეციალური გასაცემელი 100 ლარის ოდენობით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 05/07/2017 წლის N04-15-05/757 წერილი არის საინფორმაციო ხასიათის, რომლითაც ზე-------------ძეს 2016 წლის 10 მარტის აქტის საფუძველზე, 2012 წლის 11 მაისის N04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2017 წლის 05 მაისის ოქმი N1 მიღებული გადაწყვეტილებით, 2017 წლის 01 ივლისიდან შეუწყდა სოციალური პაკეტის დარიცხვა. ასევე საინფორმაციო ხასიათისაა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიხეილ დუნდუას 2018 წლის 24 მაისის N04/30711 წერილი. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან განმარტა, რომ არ არსებობს სააგენტოს ხულოს რაიონულ განყოფილებაში 2010 წლის 01 იანვრიდან, 2016 წლის 01 თებერვლამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის შერჩევით შესწავლის შესახებ 2016 წლის 16 მარტის აქტის საფუძველზე, 2012 წლის 11 მაისის N04-3003/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2017 წლის 05 მაისის ოქმი N1 მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ზე-------------ძის ნაწილში.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ზე-------------ძეს მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის პენსია ფონდი ხულოს რაიონული განყოფილების მიერ დანიშნული აქვს 2002 წლის 13 მარტიდან. მორიგი გადამოწმება გავლილი აქვს 2003 წლის 03 ოქტომბერს და სტსტუსი მინიჭებული აქვს უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსებ შემოწმების აქტის ამონაწერი, სერია N072396, სსბ შემოწმების აქტი N28

 

4.1.2. ზე-------------ძეს 2016 წლის 10 მარტის აქტის საფუძველზე, 2012 წლის 11 მაისის N04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2017 წლის 05 მაისის ოქმი N1 მიღებული გადაწყვეტილებით, 2017 წლის 01 ივლისიდან შეუწყდა სოციალური პაკეტის დარიცხვა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 ივლისისN 04-15-05/757 წერილით ზე-------------ძეს ეცნობა, რომ 2016 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა ცვლილების მართლზომიერებისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს მიერ ხულოს რაიონულ განყოფილებაში სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა ცვლილებების კანონიერების შესწავლისას საპენსიო საქმეში არსებული აქტის ამონაწერი არ შეესაბამება სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის დავთარ რეესტრის მონაცემებს, რის გამოც 2017 წლის 1 ივლისისდან შეუწყდა სოციალური პაკეტის დარიცხვა. ასევე ეცნობა, რომ 2016 წლის 1 დეკემბრის შემდეგ მის მიერ მიღებული სოციალური პაკეტის თანხა 700 ლარის ოდენობით და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დანამატის თანხა 140 ლარი აღსადგენი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-კომისიის სხდომის 2017 წლის 05 მაისის ოქმი N1

-სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 ივლისისN 04-15-05/757 გადაწყვეტილება

 

4.1.3. ბათუმის სსე ბიუროს N732 შემოწმების აქტის თანახმად, ზე-------------ძეს 2017 წლის 27 თებერვალს ჩაუტარდა საექსპერტო გამოკვლევები და დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ. შეზღუდვის სტატუსის დადგომის დროდ დადაგინდა 2000 წელი. 2017 წლის 31 ოქტომბრის ხულოს ტერიტორიული ერთეულის სახელით 201712 გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზე-------------ძეს დაენიშნა სოციალური პაკეტი შშმ პირის მნიშვნელოვნად გამახვილებული სტატუსის გამო-100 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი;

-გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის შესახებ შესახებ

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1 საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზე-------------ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის I დამატებითი ოქმი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. .საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ,,საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის 04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 05 მაისის კომისიის სხდომის ოქმი ზე-------------ძის ნაწილში და მის საფუძველზე გამოცემული სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება N04/30711. ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება 04-15-05/757 ზე-------------ძის მიმართ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, თუ არა მოსარჩელე ზე-------------ძის მოთხოვნა იმ ადმინისტრაცილი აქტების ბათილად ცნობაზე, რომლებიც უკავშირდება მის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტას.

 

7.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება საკუთრებაზე, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შელახვა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

7.3. . სასამართლო აღნიშნავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზე-------------ძე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით 2000 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

ასევე უდავოდაა დადაგენილი,რომ 2017 წლის 27 თებერვლის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის N732 საფუძველზე ზე-------------ძეს მხედველობის დაქვეითების გამო დადგენილი აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა. შეზღუდვის სტატუსის დადგომის დროდ 2000 წელი, ხოლო სტატუსი დადგინდა უვადოდ.

 

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის განსაზღვრავს სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლებს, რომლის თანახმად, 1. სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა;

გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება:

გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

გ.ბ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში – სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;

ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ვ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას;

ზ) სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;

თ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას;

ი) სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას;

კ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;

ლ) ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას; (23.04.2014 N 310 ამოქმედდეს 2014 წლის 14 აპრილიდან)

მ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;

ნ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზე-------------ძეს 2000 წლიდან აქვს მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. 2003 წლიდა სტატუსი მიენიჭა უვადოდ. აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების ხულოს რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. ის გარემოება, რომ არქივში არ აღმოჩნდა ყველა საჭირო დოკუმენტი, არ შეიძლება გახდეს ზებურ აბაშიძეზე სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი, რამდენადაც კომისიის ამჟამინდელი დასკვნითაც სტატუსი მინიჭებული აქვს 2000 წლიდან. ამ პერიოდში მისთვის არ მოუთხოვიათ ხელახლა კომისიაზე გავლა და არ შეუტანიათ ეჭვი არსებული დოკუმენტების სინამდვილეში, ის გარემოება რომ ზე-------------ძეს 2000 წლიდან აქვს მნიშვნელოვანი მხედველობითი დაავადება, უდავოდ არის დადგენილი. შესაბამისად არ არსებობდა სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი და არც კომისიის გადაწყვეტილებაშია მითითებული კონკრეტული ნორმა, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მიღებული მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტები.

 

ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ზე-------------ძეს უსაფუძვლოს შეუწყდა სოციალური პაკეტი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 ივლისის 04-15-05/757 წერილით უსაფუძვლოდაა მოთხოვნილი 840 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

7.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დარიკო აბაშიძის სარჩელი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული უფლებების, შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი ,,საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის 04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 05 მაისის კომისიის სხდომის ოქმი ზე-------------ძის ნაწილში, მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება N04/30711. და მის საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება 04-15-05/757.

 

7.5 სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დარიკო აბაშიძის სარჩელი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული უფლებების, შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი ,,საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის 04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 05 მაისის კომისიის სხდომის ოქმი ზე-------------ძის ნაწილში, მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება N04/30711. და მის საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება 04-15-05/757.

 

7.5 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება 04-15-05/757, ,,საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის 04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 05 მაისის კომისიის სხდომის ოქმი ზე-------------ძის ნაწილში და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება N04/30711 ზე-------------ძეზე სოციალური გასაცემლის სახით მიღებული ტანხის 840 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნა, უკანონოა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 24-ე 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ზე-------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება 04-15-05/757.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის 04-303ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 05 მაისის კომისიის სხდომის ოქმი ზე-------------ძის ნაწილში.

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება N04/30711.

 

5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მხარეთათვის დასაბულებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე