გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/11999-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე ნი----–---- სა------–---–ი
წარმომადგენელი ნ-----–----------ია
მოპასუხეები ლი---- მი----–----, ნ---- ჯი------
წარმომადგენელი ლ-------------ძე
დავის საგანი გარიგებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ლი---- მი----–----ს და ნ---- ჯ------ს შორის 2016 წლის 7 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებებზე მდებარე: ქ. თბილისი, ბ---------–------------ #1/3, 49.53 კვ.მ, ს/კ 0----------------------; ქ. თბილისი, ბ---------–------------ #1/3, 52.74 კვ.მ, ს/კ 0----------------------.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ლი---- მი----–----ს და ნი----–---- სა------–---–ს შორის 2014 წლის 21 მარტს გაფორმებული ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება.
1.3. ნი----–---- სა------–---–ი ცნობილი იქნეს თბილისში, ბ---------–------------ #1/3, 49.53 კვ.მ, ს/კ 0----------------------; და თბილისში, ბ---------–------------ #1/3, 52.74 კვ.მ, ს/კ 0---------------------- მდებარე უძრავი ნივთების მესაკუთრედ.
2011 წლის 29 ივლისს ნი----–---- სა------–---–ს და ლი---- მი----–----ს შორის გაფორმდა ორი იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 2011 წლის 29 ოქტომბრამდე სესხის სახით მიიღო 23 000 აშშ დოლარი. მოსარჩელის გადმოცემით, აღნიშნულ პერიოდამდე მოპასუხისთვის გადახდილი იქნა სარგებელი 3680 აშშ დოლარი.
ვინაიდან, ვალდებულება დათქმულ დროს ვერ შესრულდა, მხარეები ზეპირ სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ თანხის გადახდის ვადა გაგრძელდებოდა იმ დრომდე, ვიდრე მოსარჩელე არ გაყიდდა უძრავ ქონებას და ძირითად ვალს არ დაფარავდა, ხოლო სარგებლის გადახდა გრძელდებოდა. 2013 წლის ბოლომდე გადახდილი პროცენტების ოდენობამ შეადგინა 14720 აშშ დოლარი.
2014 წელს იმის მუქარით, რომ მოპასუხე ქონებს გაასხვისებდა, გაფორმდა უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხოლო ზეპირი შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხე უძრავ ქონებას არ გაასხვისებდა და მხარეები მას ერთობლივი ძალისხმევით გაყიდდნენ. ამონაგები თანხით კი გადაიხდიდა დავალიანებას. აღნიშნული პირობით 2014 წლის 21 მარტს გაფორმდა ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. თუმცა მოპასუხემ დაარღვია შეთანხმება და ნივთი 47 000 აშშ დოლარად გაასხვისა ნ---- ჯ--------ე, რომელიც ამჟამად როგორც ქონების მესაკუთრე მოითხოვს მოსარჩელის და მისი ოჯახის გამოსახლებას. მოპასუხემ ქონება გაასხვისა თვალთმაქცურად, მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო გარიგების საფუძველზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ლი---- მი----–----მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2011 წლის 29 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს გადაეცა 23 000 აშშ დოლარი. 2014 წლის 21 მარტს ვალის სანაცვლოდ, მოსარჩელემ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება. გარიგების თანახმად, მას 6 თვის განმავლობაში უნდა გამოესყიდა ქონება, რომელიც არ განახორციელა. საქმეში წარმოდგენილია სამი ხელშეკრულება, ყველა მათგანში მოსარჩელეს გამოხატული აქვს ნება და დამოწმებულია ნოტარიალურად.
მოპასუხის განმარტებით, უძრავი ქონება გასხვისების დროისათვის წარმოადგენდა მის საკუთრებას და იგი განკარგა, როგორც მესაკუთრემ. შესაბამისად, სადავო გარიგებები არის კანონიერი და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.2. მოპასუხე ნ---- ჯ------მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, მოსარჩელემ არ ისარგებლა 2014 წლის 21 მარტის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობით და ქონება არ გამოისყიდა 2014 წლის 21 სექტემბრამდე. აღნიშნულის შემდეგ ლი---- მი----–---- წარმოადგენდა კანონიერ მესაკუთრეს, რომელთანაც კანონის შესაბამისად 2016 წლის 7 ივლისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 29 ივლისს ნი----–---- სა------–---–ს (მსესხებელი) და ლი---- მი----–----ს (გამსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს 2011 წლის 29 ოქტომბრამდე სესხის სახით გადაეცა 17 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სარგებლის 4%-ის დარიცხვით. მხარეთა შეთანხმებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მესაკუთრე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს იპოთეკარს პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.3%. მესაკუთრე ვალდებულია სესხის ძირითადი თანხა დაუბრუნოს იპოთეკარს 2011 წლის 29 ოქტომბრამდე.
სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნი----–---- სა------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ბ---------–------------ #1/3, 49.53 კვ.მ, ს/კ 0----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 45-49)
3.1.2. 2011 წლის 29 ივლისს ნი----–---- სა------–---–ს (მსესხებელი) და ლი---- მი----–----ს (გამსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს 2011 წლის 29 ოქტომბრამდე სესხის სახით გადაეცა 6 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვით. მხარეთა შეთანხმებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მესაკუთრე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს იპოთეკარს პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.3%. მესაკუთრე ვალდებულია სესხის ძირითადი თანხა დაუბრუნოს იპოთეკარს 2011 წლის 29 ოქტომბრამდე.
სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნი----–---- სა------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ბ---------–------------ #1/3, 52.74 კვ.მ, ს/კ 0----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 50-54)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 21 მარტს ნი----–---- სა------–---–ს და ლი---- მი----–----ს შორის გაფორმდა ვალის სანაცვლოდ ქონების გადაცემის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად ნი----–---- სა------–---–მა ლი---- მი----–----ს ფულადი ვალდებულების სანაცვლოდ გამოსყიდვის უფლებით საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონებები მდებარე: ქ. თბილისი, ბ---------–------------ #1/3, 49.53 კვ.მ, ს/კ 0----------------------; ქ. თბილისი, ბ---------–------------ #1/3, 52.74 კვ.მ, ს/კ 0----------------------. მხარეთა განცხადებით, ნასყიდობის საგანი კრედიტორს საკუთრებაში გადაეცა გამოსყიდვის უფლებით ვალის 47 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ.
ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, გამყიდველი იტოვებს უფლებას გამოისყიდოს უძრავი ქონება გარიგებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასით ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის განმავლობაში, 2014 წლის 21 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ს.ფ 67-71)
3.2.2. 2016 წლის 7 ივნისს ლი---- მი----–----ს და ნ---- ჯ------ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენს ლი---- მი----–----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები მდებარე: თბილისი, ბ---------–------------ #1/3, 49.53 კვ.მ, ს/კ 0----------------------; და თბილისი, ბ---------–------------ #1/3, 52.74 კვ.მ, ს/კ 0----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ 63-66)
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (59-62)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ნი----–---- სა------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 319-ე, 185-ე, 327-ე, 477-ე, 509-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ნი----–---- სა------–---–ის მოსაზრებით, მოპასუხე ლი---- მი----–----მ დაარღვია ზეპირსიტყვიერი შეთანხმება და ნ---- ჯ------თან კანონსაწინააღმდეგოდ გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, მოპასუხემ ქონება გაასხვისა თვალთმაქცურად, მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე ნორმის შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში დასახელებული გარემოებანი სადავო გარიგებათა მართლსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ შედის მოსარჩელის მტკიცების საგანში.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ. კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გამოსყიდვის უფლებით ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულების მე-5 პუნქტზე რომლის თანახმად, გამყიდველი იტოვებს უფლებას გამოისყიდოს უძრავი ქონება გარიგებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასით ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის განმავლობაში, 2014 წლის 21 სექტემბრამდე.
სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს გამყიდველის უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებით განკარგოს გამოსყიდვის უფლების გამოყენების საკითხი.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან დგინდება, რომ მოსარჩელემ არ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება, რომლის განხორციელება მხოლოდ ნი----–---- სა------–---–ის ნებაზე იყო დამოკიდებული. მოსარჩელე მხარის მიერ გამოსყიდვის უფლება რეალიზებული არ ყოფილა, შესაბამისად, ლი---- მი----–----ს 2014 წლის 21 სექტემბრის შემდგომ შეუზღუდავად შეეძლოს უძრავი ქონების განკარგვა.
უდავოა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით ლი---- მი----–---- გარიგების შედგენის დროისთვის იყო ქონების მესაკუთრე. ხოლო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარეები წერილობითი გარიგების შინაარსის მიუხედავად, ზეპირსიტყვიერად სხვა პირობაზე შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის დანაწესით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
დადგენილია, რომ 2016 წლის 7 ივნისს ლი---- მი----–----ს და ნ---- ჯ------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ორი ნასყიდობის ხელშეკრულება და მხარეებს წარმოეშვათ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები, რაც გამოიხატა საჯარო რეესტრში უძრავი ქონების ნ---- ჯი------ს სახელზე აღრიცხვით.
საქმეში მასალებში დაცულია აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის წინადადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. დადასტურებულია, რომ საკუთრების უფლების მოპოვების შემდგომ, ნ---- ჯი------ს სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 15 მაისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მიმდინარეობს ნი----–---- სა------–---–ის უკანონო მფლობელობიდან მოპასუხის შეძენილი ქონების გამოთხოვის ღონისძიებები.
სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე შემძენის კეთილსინდისიერება გამორიცხულია, თუ მან იცოდა ჩანაწერის უზუსტობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ საჯარო რეესტის მონაცემებით ლი---- მი----–---- წარმოადგენდა ნივთის რეგისტრირებულ მესაკუთრეს და უძრავ ქონებასთან მიმართებაში მესამე პირებს პრეტენზია არ გააჩნდათ.
იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეები ხელშეკრულების დადების დროს მოქმედებდნენ შეთანხმებულად და კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის, მოსარჩელის დასადასტურებელია და სასამართლოს მოსაზრებით, ნი----–---- სა------–---–ს 2016 წლის 07 ივნისის გარიგებათა კანონსაწინააღმდეგო ხასიათის დამადასტურებელი მტკიცებულებანი არ წარმოუდგენია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ნ---- ჯი------ს მოქმედებებზეც, რომელმაც უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელა საჯარო რეესტრში.
ნ---- ჯი------ ცდილობს რეალურადაც დაეუფლოს შეძენილ ქონებას და ამ მიზნით მიმართა სასამართლოს ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
ნ---- ჯი------ს მოქმედებები მეტყველებს მასზედ, რომ მოპასუხეს რეალურად სურდა უძრავი ნივთის შეძენა, 2016 წლის 07 ივნისის გარიგებების შედგენისას მის მიერ გამოვლენილი ნება არაა ნაკლის მქონე და შესაბამისად დასახელებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის გარემოებანი წარმოდგენილი ვერ იქნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ცხადია, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.
როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელის ერთ ერთი მოთხოვნაა ბათილად იქნეს ცნობილი მასსა და ლი---- მი----–----ს შორის 2014 წლის 21 მარტს გაფორმებული ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება.
ვინაიდან 2016 წლის 07 ივნისის ხელშეკრულებანი სასამართლომ მიიჩნია კანონიერად ნი----–---- სა------–---–ს 2014 წლის 21 მარტს გაფორმებული ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულების ბათილად ცნობის რეალური იურიდიული ინტერესი არ გააჩნია. სასამართლოს დასკვნით, არ იკვეთება სადაო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში რა სამართლებრივი შედეგს მიღწევს მოსარჩელე ვინაიდან უძრავი ქონება ნი----–---- სა------–---–ის საკუთრებაში მაინც ვერ აღირიცხება. ამავე მსჯელობის გათვალისწინებით აბსოლუტურად დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა კანონიერი გარიგებათა შედეგად განკარგული უძრავი ნივთის მის საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია და ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3, მე–8, 55–ე, 1991, 243–244–ე, 248–250, 257–ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნი----–---- სა------–---–ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ნ---- ჯ------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე: თბილისი, ქუჩა დი------- ბა------, შესახვევი II, #1, ქუჩა/დი------- ბა------, #3, ს/კ #0---------------------- და თბილისი, ქუჩა დი------- ბა------, შესახვევი II, #1, ქუჩა/დი------- ბა------, #3, ს/კ #0----------------------, გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე