გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2018
საქმის ნომერი
330210117001969255
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/15677-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „მ-----------------------------–----------------------“

წარმომადგენელი - ნ--------–-–---–ი

 

მოპასუხეები - მ------ კ-------–---–ი, ნ----- ჭ--–---–ი, ქ------- კ--–------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2016 წლის 08 დეკემბრის N5----------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს - მ------ კ-------–---–ს, ნ----- ჭ--–---–სა და ქ------- კ--–------ეს მოსარჩელის შპს „მ-----------------------------–----------------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა - 1990 ლარისა და ჯარიმის - 1200 ლარის ოდენობით გადახდა.

1.2. 2016 წლის 22 დეკემბრის N5----------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს - მ------ კ-------–---–ს, ნ----- ჭ--–---–სა და ქ------- კ--–------ეს მოსარჩელის შპს „მ-----------------------------–----------------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა - 1780 ლარისა და ჯარიმის - 1519,08 ლარის ოდენობით გადახდა.

1.3. მოპასუხეებს - მ------ კ-------–---–ს, ნ----- ჭ--–---–სა და ქ------- კ--–------ეს მოსარჩელის შპს „მ-----------------------------–----------------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით სულ გადახდილი 245 ლარის ანაზღაურება.

1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნეს აღსასრულებლად მიქცეული.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2016 წლის 08 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N5-----------, რომლის საფუძველზეც მ------ კ-------–---–ის სახელზე 60 დღის ვადით გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით, რომლის სარგებელი შეადგენდა 600 ლარს. მსესხებელს ყოველდღიურად უნდა დაეფარა სესხის ნაწილი და სარგებელი მის მიერ გადახდილი 60 ლარიდან. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ნ----- ჭ--–---–მა და ქ------- კ--–------ემ, როგორც თავდებმა პირებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N5-----------, რომლის საფუძველზეც მ------ კ-------–---–ის სახელზე კვლავ გაიცა სესხი 2000 ლარის ოდენობით 90 დღის ვადით, რომლის სარგებელი იყო 759,54 ლარი. ყოველდღიური შენატანის სახით 30,66 ლარის გადახდით, რა დროსაც მოპასუხე ვალდებულებას ფარავდა როგორც ძირი თანხის, ასევე სარგებლის ნაწილში. ნ----- ჭ--–---–მა და ქ------- კ--–------ემ ასევე იკისრეს სოლიდარული ვალდებულება აღნიშნულ სესხთან დაკავშირებითაც.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს ორივე სესხის ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, პირველ სესხზე გადახდილია მხოლოდ 1610 ლარი, ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის 01 მაისს, ხოლო მეორე სესხზე კი გადახდილია სულ 979,54 ლარი, ხოლო ბოლო გადახდა კი განხორციელდა 2017 წლის 26 აპრილს.

მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 22 დეკემბრის, ასევე 2016 წლის 08 დეკემბრის ხელშეკრულებები თავისი არსით არ წარმოადგენს გირავნობის ხელშეკრულებას, რადგან მსესხებელს კრედიტორის მოთხვნის უზრუნველსაყოფად არაფერი დაუგირავებია, რაც შეეხება 1.5. პუნქტში მითითებულ ხილ-ბოსტანს, აღნიშნული ვერ ჩაითვლება დაგირავებულ ნივთად, რადგან მათი რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეთა მიერ ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა, მხარე ითხოვს ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებზე სოლიდარულად თანხის დაკისრებას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას (იხ. სარჩელი და მხარის ახსნა-განმარტება).

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ქ------- კ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ სცნო, თუმცა რაიმე სახის შედავება სარჩელში მითითებულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე არ განუხორციელებია. მოპასუხემ მხოლოდ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ორივე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სცნო ძირი თანხები - 1780 ლარი და 1990 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში კი ითხოვა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის, როგორც შეუსაბამოდ მაღალის, შემცირება.

მოპასუხეებს ნ----- ჭ--–---–სა და ქ------- კ--–------ეს არც შესაგებელი წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებებაა, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია ორივე სესხის ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, პირველ სესხზე გადახდილია მხოლოდ 1610 ლარი, ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის 01 მაისს, ხოლო მეორე სესხზე კი გადახდილია სულ 979,54 ლარი, ხოლო ბოლო გადახდა კი განხორციელდა 2017 წლის 26 აპრილს.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; ამონაწერები ანგარიშიდან (ს.ფ. 23-24)

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2016 წლის 08 დეკემბრის N5----------- სესხის ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხე მ------ კ-------–---–ზე გასცა სესხი 3000 ლარის ოდენობით 60 დღის ვადით. სარგებელი სრულად შეადგენდა 600 ლარს, ხოლო ჯარიმა კი ვადაგადაცილებულ დღეზე - სესხის ნაშთის 0%-ს (ხელშეკრულების 1.2. პუნქტი). ყოველდღიური გადასახდელი თანხა შედგენდა 60 ლარს (1.22. პუნქტი).

1.6. პუნქტის მიხედვით, საგირავნო ნივთები კლიენტს განთავსებული ჰქონდა სავაჭრო ობიექტზე. საგირავნო ნივთების ზოგადი მონაცემები კი მითითებული იყო ხელშეკრულების დანართში, მე-2 გვერდზე 1.21, რაც იყო ხილ-ბოსტანი.

ხელშეკრულების 1.9. პუნქტის თანახმად, თავდები კისრულობდა ვალდებულებას კლიენტთან ერთად სოლიდარულად გაენაწილებინა პასუხისმგებლობა წინადებარე ხელშეკრულების შესრულებაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავდები იღებდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყველა იმ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მისოს წინაშე, რასაც იღებდა კლიენტი.

ამავე ხელშეკრულების 1.12 პუნქტის შესაბამისად, კლიენტი/თავდები პასუხისმგებელია მისოს წინაშე მთელი თავისი ქონებით (იგულისხმება რეგისტრირებული ქონება და არარეგისტრირებული ქონება, რომელიც მოწმის/მოწმეების მიერ იქნება დამოწმებული) და საბანკო ანგარიშებზე არსებული ან მომავალში განთავსებული თანხებით, ეს მუხლი ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ კლიენტს მისოსათვის გადაცემული ექნება საგირავნო ნივთები და მათი რეალიზაციით ვერ დაიფარება მისოს მოთხოვნა.

1.19. პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სსსკ 268-ე მუხლის 1,11 საფუძველზე.

მითითებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე მოპასუხეები - მსესხებელი მ------ კ-------–---–ი და თავდები პირები - ნ----- ჭ--–---–ი და ქ------- კ--–------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22დეკემბრის N5----------- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2016 წლის 22 დეკემბრის N5----------- სესხის ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხე მ------ კ-------–---–ზე გასცა სესხი 2000 ლარის ოდენობით 90 დღის ვადით. სარგებელი სრულად შეადგენდა 759,54 ლარს, ხოლო ჯარიმა კი ვადაგადაცილებულ დღეზე - სესხის ნაშთის 0%-ს (ხელშეკრულების 1.2. პუნქტი). ყოველდღიური გადასახდელი თანხა შედგენდა 30,66 ლარს (1.22. პუნქტი).

1.6. პუნქტის მიხედვით, საგირავნო ნივთები კლიენტს განთავსებული ჰქონდა სავაჭრო ობეიქტზე. საგირავნო ნივთების ზოგადი მონაცემები კი მითითებული იყო ხელშეკრულების დანართში, მე-2 გვერდზე 1.21, რაც იყო ხილ-ბოსტანი.

ხელშეკრულების 1.9. პუნქტის თანახმად, თავდები კისრულობდა ვალდებულებას კლიენტთან ერთად სოლიდარულად გაინაწილებინა პასუხისმგებლობა წინადებარე ხელშეკრულების შესრულებაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავდები იღებდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყველა იმ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მისოს წინაშე, რასაც იღებდა კლიენტი.

ამავე ხელშეკრულების 1.12 პუნქტის შესაბამისად, კლიენტი/თავდები პასუხისმგებელია მისოს წინაშე მთელი თავისი ქონებით (იგულისხმება რეგისტრირებული ქონება და არარეგისტრირებული ქონება, რომელიც მოწმის/მოწმეების მიერ იქნება დამოწმებული) და საბანკო ანგარიშებზე არსებული ან მომავალში განთავსებული თანხებით, ეს მუხლი ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ კლიენტს მისოსათვის გადაცემული ექნება საგირავნო ნივთები და მათი რეალიზაციით ვერ დაიფარება მისოს მოთხოვნა.

1.19. პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სსსკ 268-ე მუხლის 1,11 საფუძველზე.

მითითებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე მოპასუხეები - მსესხებელი მ------ კ-------–---–ი და თავდები პირები - ნ----- ჭ--–---–ი და ქ------- კ--–------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22დეკემბრის N5----------- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მხოლოდ ერთ მოპასუხეს - მ------ კ-------–---–ს უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა, ხოლო დარჩენილ ნაწილში კი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო 316-ე, 317-ე, 623-625-ე, 417-418-ე, 891-ე, 892-ე, 898-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე მ------ კ-------–---–ს შორის, როგორც მსესხებელზე გაიცა სესხი - 2016 წლის 08 დეკემბერს 3000 ლარის, ხოლო 2016 წლის 22 დეკემბერს - 2000 ლარის ოდენობით (ორივე სესხის პირობები დეტალურად მოცემულია გადაწყვეტილების 4.1. და 4.2. ნაწილებში).

 

ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მ------ კ-------–---–ის მიერ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მ------ კ-------–---–მა ორივე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 1780 ლარისა და 1990 ლარის ოდენობით სრულად სცნო მოსამზადებელ ეტაპზე, ხოლო ჯარიმის ნაწილში კი მოითხოვა თანხის შემცირება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული სესხის ძირი თანხის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ მოპასუხე მ------ კ-------–---–ის მიმართ და ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერვე აღიარებული ვალდებულების შესრულება.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ორივე ხელსეკრულების 1.2. პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს სესხის ნაშთის 0%-ს.

 

ამდენად, სასამართლოს მაიჩნია, რომ მხარეები პირგასამტეხლოს არსებობაზე არ შეთანხმებულა, შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ უნდა დაეკისროს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

 

7.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელის თანხმად, სოლიდარულად თავდებ პირებს წარმოადგენენ მოპასუხეები ნ------ ჭ--–---–ი და ქ------- კ--–------ე. საქმეზე დართული ორივე ხელშეკრულების მიხედვით, სწორედ მითითებული პირები აწერენ ხელს ხელშეკრულებებს, როგორც „თავდებები“. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებზე, მათ შორის თავდებ პირებზე, სესხის ძირი თანხისა და ჯარიმის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ხელშეკრულებებში არ არის მითითებული თავდები პირების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რის გამოც უნდა ჩაითვალოს, რომ რეალურად მოპასუხეები ნ----- ჭ--–---–ი და ქ------- კ--–------ე არ წარმოადგენენ თავდებ პირებს, რადგან მოსარჩელესა და მათ შორის თავდებობის ხელშეკრულება დადებულად არ უნდა ჩაითვალოს. ხელშეკრულებების მხოლოდ 1.9. პუნქტში არის თავდებებზე დათქმა, სადაც მხოლოდ ზოგადი ხასიათის ჩანაწერია და მითითებულია, რომ თავდები კისრულობდა ვალდებულებას კლიენტთან ერთად სოლიდარულად გაინაწილებინა პასუხისმგებლობა წინადებარე ხელშეკრულების შესრულებაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავდები იღებდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყველა იმ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მისოს წინაშე, რასაც იღებდა კლიენტი. აღნიშნული ჩანაწერი არ შეიძლება მივიჩნიოთ მხარეთა შორის თავდებობის ხელშეკრულებად, რის გამოც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები, როგორც ძირი თანხის, ასევე ჯარიმის ნაწილში მოპასუხეებზე ნ----- ჭ--–---–სა და ქ------- კ--–------ეზე მოპასუხე მ------ კ-------–---–თან ერთად როგორც სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებზე თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ყველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მხოლოდ ერთ მოპასუხეს - მ------ კ-------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 1780 ლარისა და 1990 ლარის გადახდა.

7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

2016 წლის 08 დეკემბრისა და 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებების 1.19 პუნქტით განისაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ მხოლოდ მოპასუხე მ------ კ-------–---–ს დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის ნაწილში ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაც.

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან მოპასუხე ქ------- კ-------–---–მა სეხის ძირი თანხის ნაწილში სრულად სცნო ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის წინაშე ვალდებულების არსებობა, ხოლო სასამართლოს მიერ არ მოხდა დანარჩენ ორ მოპასუხეზე თანხის დაკისრება, შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ 2017 წლის 14 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 195 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს - 113,10 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა კი 81,90 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დაკმაყოფილდა მხოლოდ ქ------- კ-------–---–ის ნაწილში, ხოლო მოპასუხეებს ნ----- ჭ--–---–სა და ქ------- კ--–------ეს სასამართლომ არ დააკისრა ვალდებლების შესრულება მოსარჩელის მიმართ, ამდენად, მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 16 ივნისს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, რითაც მოპასუხე ქ------- კ--–------ეს (პ/ნ N2----------) აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე ქ------–---- ვ-–----–----–-----------ი, კ--------–-----, კ------------, ბ-------- ს/კ N0---------------------- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე შპს „მ-----------------------------–----------------------“-ის სარჩელი მოაპსუხეების მ------ კ-------–---–ის, ნ----- ჭ--–---–ისა და ქ------- კ--–------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. 2016 წლის 08 დეკემბრის N5----------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მ------ კ-------–---–ს მოსარჩელის შპს „მ-----------------------------–----------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 1990 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა - არ დაკმაყოფილდეს.

1.2. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2016 წლის 08 დეკემბრის N5----------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებზე ნ----- ჭ--–---–სა და ქ------- კ--–------ეზე, როგორც სოლიდარულად თავდებ პირებზე, სესხის ძირი თანხის 1990 ლარისა და ჯარიმის 1200 ლარის დაკისრების ნაწილში - არ დაკმაყოფილდეს.

1.3. 2016 წლის 22 დეკემბრის N5----------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მ------ კ-------–---–ს მოსარჩელის შპს „მ-----------------------------–----------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სესხის ძირი თანხა - 1780 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა - არ დაკმაყოფილდეს.

1.4. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2016 წლის 22 დეკემბრის N5----------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებზე ნ----- ჭ--–---–სა და ქ------- კ--–------ეზე, როგორც სოლიდარულად თავდებ პირებზე ,სესხის ძირი თანხის 1780 ლარისა და ჯარიმის 1519,08 ლარის დაკისრების ნაწილში - არ დაკმაყოფილდეს.

1.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნეს აღსასრულებლად მიქცეული.

2. 2017 წლის 14 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 195 ლარიდან მოსარჩელეს დაუბრუნდეს 113,10 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა კი 81,90 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 14 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გაუქმდეს მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 16 ივნისს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე ქ------- კ--–------ეს (პ/ნ N2----------) აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე ქ------–---- ვ-–----–----–-----------ი, კ--------–-----, კ------------, ბ-------- ს/კ N0---------------------- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5. პუნქტი საჩივრდება მხარეებზე ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე