გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 10031001800-620903
საქმე#3/38-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19.1-.2--- წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: თა----- ნო----ე
მოპასუხე: ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: მა----- ბა------ე
მესამე პირი : მი----– ნო----ე (პ/ნ 3----------)
წარმომადგენელი: მა---- ცა--–--ე
მესამე პირი : მი----– ნო----ე (პ/ნ 0----------)
კანონიერი წარმომადგენელი: ნა------- ნო----ე
წარმომადგენელი: მა---- ცა--–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 8 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 3-.1-.4-.4-- (წინა ნომერი 3-.1-.0-.1--) რეგისტრაციის შესახებ
მოსარჩელის მითითებით დავის არსს წარმოადგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–- მდებარე, სადაო მიწის (საკადასტრო კოდი: N 3-.1-.4-.4--) ნაკვეთის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მოქალაქე მი----– ნო----ისათვის დარეგისტრირება.
მოსარჩელის განმარტებით ხსენებული მიწის ნაკვეთი თავდაპირველად დაირეგისტრირა მისმა მეზობელმა მი----– ნო----ემ 2013 წელს (საკადასტრო კოდი: N3-.1-.4-.0--). აღნიშნულის თაობაზე იყო სასამართლო დავა და საჩხერის რაიონული სასამართლომ 2016 წლის 22 თ--------–- მიიღო გადაწყვეტილება (N3/120-15) ნაკვეთის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე.
ხსენებული სადაო და საზოგადოებისათვის საერთო სარგებლობის, პირუტყვის საძოვარი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა კვლავ უსაფუძვლოდ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე 2--- წლის 8 აგვისტოს დაურეგისტრირა მი----– ნო----ეს (საკადასტრო კოდი: N 3-.1-.4-.4--).
ჯ--–--------- ადმინისტრაცული ერთეულის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ იდენტურობა არ დგინდებოდა მი----– ნო----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და სადაო ნაკვეთს შორის, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მი----– ნო----ეს არ ჰქონდა უფლება ამ სადაო მიწაზე და სარეგისტრაციო სამსახურსაც არ უნდა დაერეგისტრირებინა საზოგადოებისათვის საერთო სარგებლობის დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2--- წლის 8 აგვისტოს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ მი----– ნო----ისათვის საკუთრების უფლებით გაცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველი გახდა: საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია;საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვა (სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N00591) N53/6---, დამოწმების თარიღი: 0-/08/2---, რომელშიც აღნიშნულია, რომ სადაო მიწა არ არის გათვალისწინებული მი----– ნო----ის მიღება - ჩაბარების აქტში; სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება - ჩაბარების აქტი N1----, რომელშიც აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ფიქსირდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურმა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე დაარეგისტრირა სადაო და საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთი მი----– ნო----ეს.
მოსარჩელე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 8 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 3-.1-.4-.4-- (წინა ნომერი 3-.1-.0-.1--) რეგისტრაციის შესახებ
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საჯარო რეესტრის საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ფილიალს 2--- წლის 12 ივლისს N9----------- განცხადებით მომართა მი----– ნო----ის წარმომადგენელმა მა---- ცა--–--ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაუზუსტებელი მონაცემებით - საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1--. - რეგისტრირებულ 1-48 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. მდებარე საჩხერის რაიონი სოფელი მ-----. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას თან დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსია.
სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა, რომ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდით 3-.1-.0-.1-- საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2000 წლის 15 მაისიდან დაუზუსტებელი მონაცემებით მი----– აქვსენტის ძე ნო----ის საკუთრებაში. სარეგისტრაციო წარმოებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2--- წლის 18 ივლისს მიღებულ იქნა N 8------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2--- წლის 18 ივლისს N3----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, უფლების სააღრიცხვო ბარათით (საკადასტრო კოდი: 3-.1-.0-.1--) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმივთ/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ--–--------- ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2--- წლის 30 ივლისს გაცემული ცნობით N3-- დასტურდება, რომ მითითებულ განცხადებაზე წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთი იდენტურია 3-.1-.0-.1-- კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა. აღნიშნული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 08 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილებით დაზუსტდა 3-.1-.0-.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები და მიწის ნაკვეთის ფართობად მი----– ნო----ის საკუთრებად დარეგისტრირდა 1-48 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: N 3-.1-.4-.4--).
2--- წლის 13 აგვისტოს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ N8------------03 (16.08.2---) გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე განხორციელდა მიხეიოლ ნო----ეზე პ/ნ 0---------- (დაბ:.29.04.2---წ.) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მოპასუხის განმარტებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შესახებ 2--- წლის 8 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება რეგისტრაციის დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას, მომზადებული და გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის ნორმების სრული დაცვით, არ ლახავს მოსარჩელის კანონიერ უფლებას თუ ინტერესს.
2.1.2. საქმეში მესამე პირებად ჩართული მი----– ნო----ე (პ/ნ 0----------)მ და მი----– ნო----ე (პ/ნ 3----------) წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნობენ სარჩელს. მათი განმარტებით წარმოდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საჯარო რეესტრის საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა წარმოდგენილი დავის საგნის ირგვლივ, რაზეც მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - თა----- ნო----ე (პ.№3----------) მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩართული მი----– ნო----ე (პ.№3----------) ცხოვრობენ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–- და არიან მეზობლები. სასამართლო დადგენილად თვლის იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე თა----- ნო----ე გარკვეულწილად რქოსანი პირუტყვისათვის იყენებდა და იყენებს სადაო მიწის ნაკვეთს. დადგენილია, რომ იგი ასევე სარგებლობდა იქ არსებული მიწიდან ამომავალი წყლით. მოსარჩელე სადაო რეგისტრაციის შემდგომ ვერ ისარგებლებს აღნიშნული სიკეთით.
დადგენილია, რომ საჩხერის რაიონის სოფელ მ-----ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1995 წლის 14 ნოემბერს გაცემულია №1---- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მი----– ნო----ემ მიიღო 1,25 ჰა ფართობი 6 ნაკვეთად.
დადგენილია, რომ სადაო მიწის ნაკვეთზე მი----– აქვსენტის ძე ნო----ის სახელზე გაცემულია სააღრიცხვო ბარათი 2000 წლის 15 მაისს (განაცხადი N5380/00, საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1--). უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება - ჩაბარების აქტი N1----.
სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ შეესაბამება №1---- მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული არც ერთი ნაკვეთის კონფიგურაციას და ფართობს. ხსენებული რეგისტრაციისას საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა №1---- მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც ექვსი ნაკვეთი იყო აღრიცხული. სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ მიღება-ჩაბარების აქტში არ არის ასახული სააღრიცხვო ბარათში მითითებული მიწის ნაკვეთი.
ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებული ნაკვეთი არ არის აღრიცხული №1---- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში- საკუთრების დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტში, რის საფუძველზედაც გაიცა სარეგისტრაციო მოწმობა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ მოპასუხეები მათ შორის საჯარო რეესტრის წარმომადგენელიც. მი----– ნო----ე განმარტავს, რომ ,.ის ექვსი მიწის ნაკვეთი, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტშია მითითებული სხვა ადგილზე მდებარეობს“ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
- მიწის ნაკვეთის №1---- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.18-19)
- 22.0-.2016 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება. (ს.ფ.20-31)
- სააღრიცხვო ბარათი (ს.ფ. 83)
3.2.2. დადგენილია, რომ 2013 წლის 1- ნოემბერს მი----– ნო----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს, საჩხერის რაიონის სოფელ მ----–- მდებარე, მხარეთა შორის სადაო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, განხორციელდა უძრავი ნივთის საკუთრების რეგისტრაცია, გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ქონება დარეგისტრირდა მი----– ნო----ის, დავით ნო----ის, თინათინ ფალავანდიშვილის და ნუცა მუმლაძის (გარდაცვლილია) საკუთრებად (საკადასტრო კოდი: 3-.1-.4-.0--).
სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ხსენებული გადაწყვეტილების მიღებისას განხორციელდა მი----– ნო----ის და მისი ოჯახის წევრთა საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა მიწის ნაკვეთი, რომელიც რეგისტრირებული იქნა საკუთრების უფლებით ხსენებული პირების სახელზე არ იყო აღრიცხული საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტში- N1---- მიღება-ჩაბარების აქტში (აღნიშნულ გარემოებას თვითონ მი----– ნო----ეც ადასტურებს), შესაბამისად მოცემული აქტი ვერ წარმოშობდა სადაო მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაციის უფლებას. რაც შეეხება სააღრიცხვო ბარათს იგი შეუსაბამოა მიღება ჩაბარების - აქტთან და სარეგისტრაციო დოკუმენტის სტატუსი ვერ ექნებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 36)
- 22.0-.2016 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება.
3.2.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 16 დეკემბერს საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თა----- ნო----ემ და მოითხოვა 2013 წლის 15 ნოემბრის რეგისტრაციის საკადასტრო კოდით N3-.1-.4-.0--, განაცხადის რეგისტრაციის N 8----------- ბათილად ცნობა, რაც საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილდა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
- 22.0-.2016 წლის სასამრთლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 2-31)
3.2.4 დადგენილია, რომ სადაო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით მი----– ნო----ემ არაერთხელ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8-----------3- (1-.07.2017) გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის N5------ წერილის თანახმად უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთი საკადასტრო აგეგმვით/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური, აღნიშნულის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8------------03 (1-.09.2017) გადაწყვეტილებით, N8-------------- (19.06.2---) გადაწყვეტილებით და 89201--62345 (0-.07.2---) გადაწყვეტილებით მი----– ნო----ეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაზე არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებას. მოცემული გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მომართვა 53/6--- და სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N1----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ.47-53)
3.2.5. დადგენილია, რომ 2--- წლის 12 ივლისს N8----------- განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს მი----– ნო----ის წარმომადგენელმა მა---- ცა--–--ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაუზუსტებელი მონაცემებით - საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1--. - რეგისტრირებულ 1-48 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. მდებარე საჩხერის რაიონი სოფელი მ-----. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას თან დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსია.
დადგენილია, რომ უძრავი ნივთზე საკადასტრო კოდით 3-.1-.0-.1-- საჯარო რეესტრში შექმნილია სააღრიცხვო ბარათი 2000 წლის 15 მაისით მი----– აქვსენტის ძე ნო----ის სახელზე. სარეგისტრაციო წარმოებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2--- წლის 18 ივლისს მიღებულ იქნა N 8------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2--- წლის 18 ივლისს N3----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, უფლების სააღრიცხვო ბარათით (საკადასტრო კოდი: 3-.1-.0-.1--) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმივთ/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ--–--------- ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2--- წლის 30 ივლისს გაცემული ცნობით N3-- და დათვალიერების N00591 ოქმით დასტურდება, რომ მოქალაქე მი----– ნო----ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი N1----) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთიდან არცერთი არ არის იდენტური საკადასტრო აგეგვით/აზომვით ნახაზზე (მიწის ნაკვეთის მისამართი :საჩხერე, სოფელი მ----, მიწის ნაკვეთის ფართობი 1-48 კ.) ასახული მიწის ნაკვეთისა. ამასთან საკადასტრო რუკით (ს/კ 3-.1-.0-.1--) გათვალისიწნებული მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აგეგვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურია. თუმცა საკადასტრო რუკაზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის გათვალისწინებული როგორც მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტში, ასევე საქართველოს ეროვნული არქივის (N-53/6---- )წერილში ასახულ მი----– ნო----ის კომლზე რიცხული უძრავი ქონების (1.25 ჰა) მთლიან რაოდენობაში.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 08 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილებით განხორციელდა 3-.1-.0-.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაცია და მიწის ნაკვეთი ფართობით 1-48 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: N 3-.1-.4-.4--) დარეგისტრირდა მი----– ნო----ის საკუთრებად
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
- გადაწყვეტილება(ს.ფ.89)
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 82)
- 2--- წლის 18 ივლისის N 8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 86)
- საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ--–--------- ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2--- წლის 30 ივლისს გაცემული ცნობა N3-- (ს.ფ. 91)
- დათვალიერების ოქმი N00591(ს.ფ.124)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 94)
3.2.6. დადგენილია, რომ სააღრიცხვო ბარათში, და საჯარო რეესტრის ამონაწერშიც უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტი N1---- , თუმცა დადგენილია ის ფაქტიც, რომ მიღება-ჩაბარების აქტში არ არის ასახული სადაო მიწის ნაკვეთი, რაც დადასტურებულია კიდეც ადმინისტრაციული ორგანოს გაცემული ზემოთ (ცნობა და დათვალიერების ოქმი) მითითებული დოკუმენტით და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 94)
- საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ--–--------- ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2--- წლის 30 ივლისს გაცემული ცნობა N3-- (ს.ფ. 91)
- 22.0-.2016 წლის სასამრთლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 2-31)
3.2.7.დადგენილია, რომ 2--- წლის 13 აგვისტოს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ N8------------03 (16.08.2---) გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე განხორციელდა მი----– ნო----ეზე პ/ნ 0---------- (დაბ:.29.04.2---წ.) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 94)
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ 99)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 97)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო თვლის, რომ თა----- ნო----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 8 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 3-.1-.4-.4-- (წინა ნომერი 3-.1-.0-.1--) რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საჯარო რეესტრის შესახებ კანონი;
- სამოქალაქო კოდექსი.
- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პირის ინტერესი, რომელიც დავას აღძრავს სასამართლოში, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მას სურს დაიცვას უფლება, რომელიც მიაჩნია, რომ დაარღვია მოწინააღმდეგ მხარემ. ცხადია, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ყოველთვის უკავშირდება გარკვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების რეალურად და სრულად აღდგენას, ეს წარმოადგენს კიდეც თავდაპირველ ინტერესს სასამართლოში დავის აღძვრისა.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. აღნიშნულ შემთხვევაში დასტურდება, რომ მოცემული აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს ჯერ კიდევ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებითაა დადგენილი , რომ მოსარჩელე - თა----- ნო----ე მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩართული მი----– ნო----ე ცხოვრობენ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–- და არიან მეზობლები. სასამართლო დადგენილად თვლის იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე თა----- ნო----ე რქოსანი პირუტყვისათვის იყენებდა და იყენებს სადაო მიწის ნაკვეთს. დადგენილია. რომ იგი ასევე სარგებლობდა და სარგებლობს მოცემულ მიწის ნაკვეთზე არსებული წყლით.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
6.4. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას ახორციელებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ-ლ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
6.5. დადგენილია, რომ 2--- წლის 12 ივლისს N8----------- განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს მი----– ნო----ის წარმომადგენელმა მა---- ცა--–--ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაუზუსტებელი მონაცემებით - საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1--. - რეგისტრირებულ 1-48 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. მდებარე საჩხერის რაიონი სოფელი მ-----. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას თან დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსია.
დადგენილია, რომ უძრავი ნივთზე საკადასტრო კოდით 3-.1-.0-.1-- საჯარო რეესტრში შექმნილია სააღრიცხვო ბარათი 2000 წლის 15 მაისით მი----– აქვსენტის ძე ნო----ის სახელზე. სარეგისტრაციო წარმოებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2--- წლის 18 ივლისს მიღებულ იქნა N 8------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2--- წლის 18 ივლისს N3----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, უფლების სააღრიცხვო ბარათით (საკადასტრო კოდი: 3-.1-.0-.1--) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმივთ/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ--–--------- ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2--- წლის 30 ივლისს გაცემული ცნობით N3-- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N 00591 დასტურდება, რომ მოქალაქე მი----– ნო----ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაარების აქტი N1----) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთიდან არცერთი არ არის იდენტური საკადასტრო აგეგვით/აზომვით ნახაზზე (მიწის ნაკვეთის მისამართი :საჩხერე, სოფელი მ----, მიწის ნაკვეთის ფართობი 1-48 კ.) ასახული მიწის ნაკვეთისა. ამასთან საკადასტრო რუკით (ს/კ 3-.1-.0-.1--) გათვალისიწნებული მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აგეგვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურია. თუმცა საკადასტრო რუკაზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის გათვალისწინებული როგორც მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტში, ასევე საქართველოს ეროვნული არქივის (N-53/6---- )წერილში ასახულ მი----– ნო----ის კომლზე რიცხული უძრავი ქონების (1.25 ჰა) მთლიან რაოდენობაში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 08 აგვისტოს N8------------05 სადაო გადაწყვეტილებით 1-48 კვ.მ. ფართობით (საკადასტრო კოდი: N 3-.1-.4-.4--). მიწის ნაკვეთი მი----– ნო----ის საკუთრებად დარეგისტრირდა.
6.6.სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ: ა) საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.
6.7. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. №503 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითადი საფუძველი. მი----– ნო----ის სახელზე არსებობს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №1----. მოცემულ აქტში არა არის ასახული სადაო მიწის ნაკვეთი.
6.8. ერთმნიშვნელოვანია, რომ საჯარო რეესტრის სააგენტოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული სადავო აქტის გამოცემამდე, მითუმეტეს, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22თებერვლის გადაწყვეტილებაში დადგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტში სადაო მიწის ნაკვეთის არ არსებობის ფაქტი და ამ გარემოებას არც მოპასუხე უარყოფდა.
დადასტურებულია, რომ მოცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველი ყველა შემთხვევაში მიღება -ჩაბარების აქტი იყო და არის, მაშინ როცა ამ მიღება-ჩაბარების აქტში სადაო მიწის ნაკვეთი არ არსებობს. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1 “ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის (ასეთი სახით ჩამოყალიბებულია 201- წლიდან) რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
6.9. საჯარო რეესტრს სადაო მიწის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია სადაო მიწის თაობაზე ყველა ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია მიღება-ჩაბარების აქტში სადაო მიწის ნაკვეთის არ ასახვასთან, ასევე სააღრიცხვო ბარათში სადაო მიწის ნაკვეთის ასახვასთან. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად საკადასტრო გეგმა არ გაიცემა, თუ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია. რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად.
ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად თუ საჯარო რეესტრში უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში მიწის ფართი მითითებულია როგორც დაზუსტებული და ტერიტოირიულ სამსახურში დაცულია რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი ნახაზი, ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციის შესაბამისი საკადასტრო ინფორმაცია, საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში შეასწოროს რეგისტრირებული მონაცემები.
6.10.სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ინსრუქციის მე-13 მუხლის, მეოთხე პუნქტს რომლითაც თუ სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ რომელიმე საკითხზე განცხადებების წარდგენა და შესაბამისი მომსახურება წარმოებს ელექტრონული პროგრამის საშუალებით, ხოლო მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადება წარმოდგენილია ფოსტის ან კანცელარიის მეშვეობით, ან არსებობს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტით დაკისრებული ვალდებულება – მიიღოს გადაწყვეტილება, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრიროს პირობითი განცხადება. პირობითი განცხადებაში სრულად უნდა აისახოს კანონმდებლობით განცხადებისთვის დადგენილი აუცილებელი ინფორმაცია. მარეგისტრირებელ ორგანოს არნისნულ შემთხვევასი მოცემული ნორმა არ გამოუყენებია, თუმცა შეეძლო გამოეყენებია მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისათვის.
სადაო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით მი----– ნო----ემ არაერთხელ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8-----------3- (1-.07.2017) გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის N5------ წერილის თანახმად უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთი საკადასტრო აგეგმვით/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური, აღნიშნულის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8------------03 (1-.09.2017) გადაწყვეტილებით, N8-------------- (19.06.2---) გადაწყვეტილებით და 89201--62345 (0-.07.2---) გადაწყვეტილებით მი----– ნო----ეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაზე არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებას. მოცემული გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
6.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაინტერესებული მხარისათვის - ეცნობებინა წარმოების დაწყების შესახებ, მიეცა მისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ინსტრუქციის 26-ე მუხლის შესაბამისად საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადსტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე 0.15 მ-ისა.
სასამართლო თვლის, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. სასამართლო თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა, მაგრამ სადაო სამართლებრივ ურთიერთობაში არ არსებობს უფლების დამდგენი დოკუმენტი სადაო მიწის ნაკვეთზე.
6.12.ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისადსაქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს........ ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
6.13.სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს სადაო რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაცია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, უნდა გამოიკვლიოს მიღება-ჩაბარების აქტი N1----, რომელიც გაცემულია მი----– ნო----ის სახელზე. მარეგისტრირებელმა ორგანომ ასევე უნდა შეაფასოს ის დადგენილი ფაქტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნულ N1---- მიღება- ჩაბარების აქტში სადაო მიწის ნაკვეთის არ არსებობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს სხვა გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია სადაო მიწის ნაკვეთის შესახებ სააღრიცხვო ბარათის შედგენასთან. სასამართლო ასევე თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს, სადაო აქტებთან. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გამოიკვლიოს სხვა გარემოებები, რომელიც არსებითი მნიშვნელობისაა სადაო აქტთან მიმართებაში.
6.14.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ დავაში გამოყენებული იქნას მოცემული ნორმა და თვლის, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 8 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 3-.1-.4-.4-- (წინა ნომერი 3-.1-.0-.1--) რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6.15.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თა----- ნო----ის (პ/ნ 3----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 8 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების - ს/კ 3-.1-.4-.4-- (წინა ნომერი 3-.1-.0-.1--) რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. მოპასუხე - ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, დაეკისროს მოსარჩელის- თა----- ნო----ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 (ორმოცდაათი) ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი