განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 100100118002369334
№1/25-2017 წელი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი 2018 წელი ჭიათურა
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი
პროკურორი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–------–-------
ბრალდებული - მ----------------
ადვოკატი - თ--------------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №062090218001
ბრალდებული მ----------------;
მამის სახელი: ა---------–-
დაბადებული: 2---------–-
პირადი № 3----------;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: ა---------–----–----–--;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;
საცხოვრებელი მისამართი: ს----------------–----------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები და 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
მ----------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სადგომში უკანონო შეღწევით; (ორი ეპიზოდი) ასევე მან ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და სადგომში უკანონო შეღწევით;
კერძოდ; 2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 19 საათზე მ----------------მ უკანონოდ შეაღწია ს-------–------–----------–- მდებარე მ-------------–---–-- საცხოვრებელის სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სამუშაო იარაღებს ე.წ "ბარგალკას" და "დრელს", ასევე 200 მეტრი სიგრძის სპილენძის ლითონის ელ.სადენს. ჩადენილი ქმედებით მარიამ ხარაიშვილს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. 2018 წლის იანვარში, ზუსტი დრო დაუდგენელია, მ----------------მ უკანონოდ შეაღწია საჩხერე, რუსთაველის ქN88–ში მდებარე მ-------–----–---–-- საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში – მარანში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლატუნის ლითონის ვენახის სარწყავ მანქანას და სპილენძის ლითონის ე.წ "ჩამჩას". ჩადენილი ქმედებით მარინე ცუხიშვილს მიადგა 570 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. 2018 წლის 4 თებერვალს,19 საათიდან 20 საათამდე პერიოდში მ----------------მ უკანონოდ შეაღწია საჩხერე, აბაშიძის ქN6–ში მდებარე გ--------------–-–---–-- საცხოვრებელი სახლის სარდაფში და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვადასხვა დასახელების მისთვის სასურველ ნივთებს, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სადგომში უკანონო შეღწევით; (ორი ეპიზოდი) ასევე მან ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და სადგომში უკანონო შეღწევით;
3. ბრალდებულმა მ----------------მ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით
წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
კერძოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ამოღების ოქმებით და ამოღებული ნივთებით, დაზარალებულების: მ-------------–---–--, გ--------------–-–---–-- და მ-------–----–---–-- გამოკითხვებით, მოწმეების: მალხაზი გაბაძის, სოფიკო კუტალაძის, თეა მაჩიტიძის, ბესიკი მიქაუტიძის, შოთა ლომიძის, ოთარი კუპატაძის გამოკითხვებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმებით, თავად მ---------------ის გამოკითხვებით და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით;
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ ქურდობის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ ქურდობის ბრალდებაში (სსკ-ს 177 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები, - ორი ეპიზოდი და სსკ 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ----------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სადგომში უკანონო შეღწევით; (ორი ეპიზოდი) ასევე მან ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და სადგომში უკანონო შეღწევით;
კერძოდ, 2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 19 საათზე მ----------------მ უკანონოდ შეაღწია ს-------–------–----------–- მდებარე მ-------------–---–-- საცხოვრებელის სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სამუშაო იარაღებს ე.წ "ბარგალკას" და "დრელს", ასევე 200 მეტრი სიგრძის სპილენძის ლითონის ელ.სადენს. ჩადენილი ქმედებით მარიამ ხარაიშვილს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის იანვარში, ზუსტი დრო დაუდგენელია, მ----------------მ უკანონოდ შეაღწია საჩხერე, რუსთაველის ქN88–ში მდებარე მ-------–----–---–-- საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში – მარანში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლატუნის ლითონის ვენახის სარწყავ მანქანას და სპილენძის ლითონის ე.წ "ჩამჩას". ჩადენილი ქმედებით მარინე ცუხიშვილს მიადგა 570 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 4 თებერვალს,19 საათიდან 20 საათამდე პერიოდში მ----------------მ უკანონოდ შეაღწია საჩხერე, აბაშიძის ქN6–ში მდებარე გ--------------–-–---–-- საცხოვრებელი სახლის სარდაფში და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვადასხვა დასახელების მისთვის სასურველ ნივთებს, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.
სამართლებრივი შეფასება:
6. მ----------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
7. მ---------------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ზიანი ანაზღაურებულია; ადრე ნასამართლევი ან სახდელდადებული არაა; კმაყოფაზე ყავს მცირეწლოვანი შვილი და უმუშევარი მეუღლე;
8. მ----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
09. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის ობიექტის, მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ-----–----------- სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით დანაშაულის პირველ ეპიზოდში (თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით) სასჯელის ქვედა ზღვარის ზომით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, დანაშაულის მეორე ეპიზოდში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით) სასჯელის ქვედა ზღვართან მიახლოებული ზომით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით; დანაშაულის მესამე ეპიზოდში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, (თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით) სასჯელის ქვედა ზღვართან მიახლოებული ზომით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით; ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, ზარალი ანაზღაურებულია, ადრე ნასამართლევი არაა, კმაყოფაზე ყავს მცირეწლოვანი შვილი და უმუშევარი მეუღლე, დანიშნული სასჯელი სამივე ეპიზოდში სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ---------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. საგულისხმოა სსკ-ს 59-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს უფრო მსუბუქ სასჯელს;
სასჯელის დანაშაულებრივ ქმედებასთან, ბრალდებულის პიროვნებასთან პროპორციულობის შემოწმება შეუძლებელი იქნება თუ არ განისაზღვრა თავად დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი, მისი სიმძიმე და ქმედებით გამოწვევადი საფრთხე; ასევე ბრალდებულის პიროვნება და წარსული;
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ მ---------------ის მიმართ საბოლოოდ ამ სახით და ზომით (თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით, სსკ-ს 63-64-ე მუხლების საფუძველზე სასჯელის პირობითად ჩათვლა და გამოსაცდელი ვადის დაწესება), სასჯელი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორი და სამართლიანი განმსაზღვრელი ფაქტორი; რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებთან;
საგულისხმოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;
ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა; რაც სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა;
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
ნივთმტკიცებები - გამოძიების მიმდინარეობის დროს ამოღებული ე.წ. „დრელი“ და ე.წ. „ბარგალკა“, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საჩხერის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს მარიამ ხარაიშვილს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 63-64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული მ---------------- (პ/ნ 3----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით; (პირველი ეპიზოდი);
ბრალდებული მ---------------- (პ/ნ 3----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით; (მეორე ეპიზოდი);
ბრალდებული მ---------------- (პ/ნ 3----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; (მესამე ეპიზოდი)
2. ბრალდებულ მ----------------ს (პ/ნ 3----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
ბრალდებულ მ----------------ს (პ/ნ 3----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
ბრალდებულ მ----------------ს (პ/ნ 3----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მესამე ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ----------------ს (პ/ნ 3----------) საბოლოოდ სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მესამე ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების 03 (სამი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 05 (ხუთი) წელი;
4. მსჯავრდებულ მ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; (გირაოს თანხა გადახდილი არაა);
5. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულ მ---------------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ნივთმტკიცებები - გამოძიების მიმდინარეობის დროს ამოღებული ე.წ. „დრელი“ და ე.წ. „ბარგალკა“, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საჩხერის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს მარიამ ხარაიშვილს (პ/ნ 38001038053);
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით კეკენაძე