გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/1-------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 20-8 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე) - ს----------–-----------–-----------------
წარმომადგენელი - გი-------–----ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელის ავტორი) - შპს „ლ-------–-----------“
წარმომადგენელი - გო-------–-----–---–ი, ნი------------ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
შპს „ლ-------–-----------“-ს ს----------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 10- 393.54 ლარის გადახდა;
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 20---–-–----------ს ს----------–-----------–-----------------სა და შპს „ლ-------–-----------“-ს შორის დაიდო ხელშეკრულებები N--- და N---- რაც მოქმედებდა 20---–-–----------------ს ჩათვლით. 20---–-–------------ს N---/1 შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა 20---–-–----------ის N--- ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2 456 260 ლარით. 20---–-–------------ს N---/1 შეთანხმების ოქმით ასევე ცვლილება შევიდა 20---–-–----------ის N--- ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 1 0-6 858 ლარით. 2--- წლის N--- და N--- ხელშეკრულებების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საწვავის მოთხოვნილი შესაბამისი ტალონების მიწოდება, წერილობითი შეკვეთის წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში, რომლის შესრულების თაობაზე მოპასუხეს მოთხოვნა გაეგზავნა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 20---–-–-----------------ს N3-------- წერილით და რომელიც მას ჩაბარდა 20---–-–-----------------ს.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ლ-------–-----------მ“ ხელშეკრულებით გათვალისწი-ნებულ ხუთ დღიან ვადაში 20---–-–-----------------ს სამინისტროს მიაწოდა 20---–-–-----------------ს N3-------- წერილით მოთხოვნილი საქონლის ნაწილი არასრული მოცულობით, ხოლო დარჩენილის მიწოდება განახორციელა 15 დღის გასვლის შემდგომ ანუ 20---–-–------------------ს, რითაც არსებითად დაირღვა N--- და N--- ხელშეკრულებების 8.2 პუნქტები. 20---–-–----------ის N--- და N--- ხელშეკრულების 16.1.1. პუნქტის მიხედვით მიმწოდებელს საქონლის მომსახურებით მიუწოდებლო-ბისათვის (მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კერძოდ, 20-4 წლის 10 აპრილის N----2 აქტის საფუძველზე - 73 687.80 ლარის ოდენობით, ხოლო 20-4 წლის 10 აპრილის N----2 აქტის საფუძველზე 31 70-.74 ლარის ოდენობით.
1.2. შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა
ს----------–-----------–-----------------ს შპს „ლ-------–-----------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 40 484.15 ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ მხარეებს შორის 2--- წლის განმავლობაში გაფორმდა სხვადასხვა ხელშეკრულებები საწვავის შეძენასთან დაკავშირებით. N--- ხელშეკრულების ფარგლებში თ-----–-----------------მ 20---–-–-------------------ე ეტაპობრივად განახორციელა პრემიუმის მარკის საწვავის შეძენა ტალონებით, რაც გამოიხატებოდა საწვავის პერიოდული გატანით. საწვავის ყოველი გატანისას გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურა რომლის საფუძველზეც მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ანგარიშსწორება, ყოველი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერიდან არაუგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ გადახდის ვადების დარღვევისათვის პირგასამტეხლომ შეადგინა 30 668.38 ლარი.
N--- ხელშეკრულების ფარგლებში თ-----–-----------------მ 20---–-–-------------------ე ეტაპობრივად განახორციელა დიზელის მარკის საწვავის შეძენა პლასტიკური ბარათებით, რაც გამოიხატებოდა საწვავის პერიოდული გატანით. საწვავის ყოველი გატანისას გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურა რომლის საფუძველზეც მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ანგარიშსწორება, ყოველი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერიდან არაუგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ გადახდის ვადების დარღვევისათვის პირგასამტეხლომ შეადგინა 1473.68 ლარი.
მოპასუხე, ასევე სხვადასხვა ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებდა საწვავის სითხით შეძენას ეტაპობრივად მოსარჩელის კუთვნილი ნავთობბაზიდან. კერძოდ, 20---–-–---------–--------- ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს ნავთობბაზიდან, 20---–-–---------–------ე, ეტაპობრივად გატანილი აქვს 380 239.97 ლარის ღირებულების დიზელის სწავავი. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ გადახდის ვადების დარღვევისათვის პირგასამტეხლომ შეადგინა 7604.81 ლარი.
20---–-–---------–---ს N--- ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს 20---–-–---------–----დე, ეტაპობრივად გატანილი აქვს 461 138.18 ლარის ღრებულების დიზელის საწვავი სითხის სახით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ გადახდის ვადების დარღვევისათვის პირგასამტეხლომ შეადგინა 737.28 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელთან დაკავშირებით
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 20---–-–---------------ს მხარეთა შორის 20---–-–----------ს გაფორმებული N--- და N--- ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებულ იქნა შეთანხმების ოქმები N---/2, 336/2. აღნიშნული შეთანხმების ოქმით ცვლილება იქნა შეტანილი ხელშეკრულებების 8.1 პუნქტში და მოპასუხემ აიღო ვალდებულება საწვავი მიეწოდებინა როგორც ტალონებით ასევე პლასტიკური ბარათებით. 20---–-–---------------------ის ს----------–-----------–-----------------ს ტალონებსა და პლასტიკურ ბარათებზე დარიცხული საწვავის ნაშთი შეადგენდა პრემიუმ ავანგარდის საწვავზე 1180 ლიტრს, ხოლო ევრო დიზელის საწვავზე - 80-0 ლიტრს. 20---–-–-----------------ს მოსარჩელეს გადაეცა 50 000 ლიტრი პრემიუმის მარკის საწვავის ტალონები და 30 000 ლიტრი დიზელის ტალონები. მოსარჩელემ 2--- წლის 19 სექტემბრიდან 0-----------------ე აითვისა 49 370 ლიტრი პრემიუმ ავანგარდისა და 27 770 ლიტრი ევრო დიზელის საწვავის ტალონები, ხოლო 2--- წლის 03 ოქტომბრისთვის ნაშთის სახით დარჩენილი ქონდა პრემიუმ ავანგარდის საწვავის 630 ლიტრის ტალონი და ევრო დიზელის 2 230 ლიტრის ტალონი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ 15 დღის განმავლობაში, როდესაც მოსარჩელეს არ მიეწოდა საწვავის ტალონების ნაწილი, მოსარჩელეს გააჩნდა მარაგი და მასზე დამატებული მოპასუხის მიერ 50 000 ლიტრი პრემიუმის მარკის საწვავის ტალონები და 30 000 ლიტრი დიზელის ტალონები. ვინაიდან, მოსარჩელის საწვავით უზრუნველყოფა შეჩერებული არ ყოფილა, შესაბამისად, ზიანი არ დამდგარა.
მოპასუხის განმარტებით, 20---–-–---------------------ის მოსარჩელის ვადამოსული დავალიანება შეადგენდა 23 00-.85 ლარს, ხოლო 20---–-–-----------------ს მას უნდა გადაეხადა 611 872.92 ლარი. მხარეთა შეხვედრისას მოსარჩელე ვერ აზუსტებდა, თუ როდის გადაიხდიდა აღნიშნულ თანხებს. შესაბამისად, შპს „ლ-------–-----------მ“ გამოიყენა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და უარი თქვა ვალდებულების ნაწილის შესრულებაზე მოსარჩელის მხრიდან საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე. 20---–-–------------------ს აღნიშნული დავალიანების დაფარვის შემდგომ ს----------–-----------–-----------------ს გადაეცა დარჩნილი საწვავის ტალონები.
2.2. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით
ს----------–-----------–-----------------მ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის 20---–-–----------------ს N--- ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებელს გადაუხადოს მიწოდებული საქონლის ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტის და არა ანგარიშფაქ-ტურის გაფორმებიდან 30 დღის ვადაში. ასევე სარჩელზე თანდართულია საგადახდო დავალებები და მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც შეუძლებელია მიღება-ჩაბარების აქტსა და საგადახდო დავალებებში მითითებული თანხების ერთმანეთთან კავშირის დადგენა. ამდენად, მხარე არ ეთანხმება პირგასამტეხლოს ვინაიდან, არ არის დაკონკრეტებული რა სახით მოხდა აღნიშნული თანხის დაანგარიშება.
მოპასუხის განმარტებით, ბუნდოვანია თუ რა პრინციპით და რომელ აქტებზე დაყრნდობით განხორციელდა პირგასმტეხლოს ოდენობის დაანგარიშება, ასევე ფაქტობრივ გარემოებაში მტკიცებულებად მითითებულია, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტი, რაც შეუძლებელს ხდის თარიღის მითითების გარეშე მოხდეს მისი იდენტიფიცირება, თუ კონკრეტულად რომელ მიღება-ჩაბარების აქტს დაეყრდნო პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშებისას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–----------ს ს----------–-----------–-----------------სა და შპს „ლ-------–-----------“-ს შორის დაიდო ხელშეკრულებები N--- და N---- ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 20---–-–----------------ს ჩათვლით.
აღნიშნული ხელშეკრულებების 8.2 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საწვავის მოთხოვნილი შესაბამისი ტალონების მიწოდება, წერილობითი შეკვეთის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.
ხელშეკრულებათა 16.1.1 პუნქტის მიხედვით მიმწოდებელს საქონლის მომსახუ-რებით მიუწოდებლობისათვის ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრუ-ლების ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- (ტომი 1, ს.ფ. 16 - 21);
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- (ტომი 1, ს.ფ. 24 - 29)
3.1.2. 20---–-–------------ს N---/1 შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა 20---–-–----------ის N--- ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2 456 260 ლარით. 20---–-–------------ს N---/1 შეთანხმების ოქმით ასევე ცვლილება შევიდა 20---–-–----------ის N--- ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 1 0-6 858 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–------------ს შეთანხმების ოქმი N---/1 (ტომი 1, ს.ფ. 32);
- 20---–-–------------ს შეთანხმების ოქმი N---/1 (ტომი 1, ს.ფ. 33);
3.1.3. შპს „ლ-------–-----------“-ს მოთხოვნილი საწვავის შესაბამისი ტალონების შესრულების თაობაზე მოთხოვნა გაეგზავნა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველ-ყოფის სარდლობის 20---–-–-----------------ს N3-------- წერილით, რაც კომპანიას ჩაბარდა 20---–-–-----------------ს. შპს „ლ-------–-----------მ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 5 დღიან ვადაში 20---–-–-----------------ს სამინისტროს მიაწოდა 20---–-–-----------------ს N3-------- წერილით მოთხოვნილი საქონლის ნაწილი, დარჩენილი ნაწილის მიწოდება განახორციელა 20---–-–------------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1--09.2--- წლის N3-------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 34)
- ჩაბარების დასტური (ტომი 1, ს.ფ. 35-36)
- მიღება - ჩაბარების აქტი N65 (ტომი 1, ს.ფ. 37 - 38)
- მიღება - ჩაბარების აქტი N63 (ტომი 1, ს.ფ. 38 - 39)
3.1.4. N--- ხელშეკრულების ფარგლებში 20---–-–-------------------ე ს----------–-----------–-----------------მ ეტაპობრივად განახორციელა პრემიუმის მარკის საწვავის შეძენა ტალონებით, რაც გამოიხატებოდა საწვავის პერიოდული გატანით. საწვავის ყოველი გატანისას გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურა რომლის საფუძველზეც მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ანგარიშსწორება, ყოველი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 176 - 181);
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები, საგადახდო დავალებები, მიღება ჩაბარების აქტები (ტომი 1, ს.ფ. 192 - 212);
3.1.5. N---- ხელშეკრულების ფარგლებში ს----------–-----------–-----------------მ 20---–-–-------------------ე ეტაპობრივად განახორციელა დიზელის მარკის საწვავის შეძენა პლასტიკური ბარათებით, რაც გამოიხატებოდა საწვავის პერიოდული გატა-ნით. საწვავის ყოველი გატანისას გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურა რომლის საფუძველზეც მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ანგარიშსწორება, ყოველი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 214 - 219);
- საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, მიღება - ჩაბარების აქტები, საგადახდო დავალებები (ტომი 1, ს.ფ 230- 248)
3.1.6. ს----------–-----------–-----------------, ასევე სხვადასხვა ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებდა საწვავის სითხით შეძენას ეტაპობრივად მოსარჩელის კუთვნილი ნავთობბაზიდან. კერძოდ, 20---–-–---------–--------- ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს ნავთობბაზიდან, 20---–-–---------–------ე, ეტაპობრივად გატანილი აქვს 380 239.97 ლარის ღირებულების დიზელის სწავავი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- (ტომი 1, ს.ფ. 250 - 254);
- საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები (ტომი 1, ს.ფ. 256 - 275);
- მიღება - ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 276);
- საგადასახადო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 277)
3.1.7. 20---–-–---------–---ს N--- ხელშეკრულების ფარგლებში ს----------–-----------–-----------------ს 20---–-–---------–----დე, ეტაპობრივად გატანილი აქვს 461 138.18 ლარის ღირებულების დიზელის საწვავი სითხის სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- (ტომი 1, ს.ფ. 280 - 283);
- საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, მიღება - ჩაბარების აქტი, საგადასახადო დავალება, საბუღალტრო ცხრილი (ტომი 1, ს.ფ. 285 – 289)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ლ-------–-----------“-ს მხრიდან საწვავის მიწოდება განხორციელდა 15 დღის დაგვიანებით;
3.2.2. შპს „ლ-------–-----------“-ს გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა დაგვიანებით მიწოდებული საწვავის სანაცვლოდ უნდა განისაზღვროს თითოეულ ხელშეკრულებაზე 5 000 ლარით, რაც საერთო ჯამში შეადგენს 10 000 ლარს;
3.2.3. 20---–-–---------–--------- ხელშეკრულებაზე და 20---–-–---------–---ს N--- ხელშეკრულებაზე ს----------–-----------–-----------------ს მიერ საწვავის შეძენისას, გადახდის ვადის შეუსრულებლობით ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, შეადგენს 3 - 3 სამუშაო დღეს;
3.2.4. 2--- წლის N--- ხელშეკრულების მიხედვით ს----------–-----------–-----------------ს მიერ ანგარიშსწორების პირობის შეუსრულებლობით გამოწვეული პირასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - 2 281.44 ლარს;
3.2.5. 2--- წლის N--- ხელშეკრულების მიხედვით ს----------–-----------–-----------------ს მიერ ანგარიშსწორების პირობის შეუსრულებლობით გამოწვეული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - 276.83 ლარს;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალ-წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითო-ეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 10--ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
შპს „ლ-------–-----------“ ადასტურებს ფაქტს დარჩენილი საწვავის დაგვიანებით მიწოდების თაობაზე, თუმცა, განმარტავს, რომ ს----------–-----------–-----------------ს ჰქონდა შესაბამისი მარაგი და აღნიშნული 15 დღის განმავლობაში საწვავის დეფიციტი არ შექმნილა, არც მოხმარების გზით მომხდარა შეფერხება. ამასთან, შპს „ლ--------–-------------ს საწვავის დაგვიანებით მიწოდების ერთ-ერთ არგუმენტს წარმოადგენს მხარეებს შორის სხვა ურთიერთობიდან გამომდინარე ს----------–-----------–-----------------ს მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულების დაგვიანება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ მიზეზს და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შესრულებულია (დასრულებულია), დაგვიანებით არის მიწოდებული მხოლოდ 437 186.03 ლარის საწვავი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს დაგვიანებით მიწოდებული საწვავის ნაწილიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდე-ბელს მოუწევს ჯარიმის გადახდა ხელშეკრულების იმ ნაწილზეც, რომელიც უკვე შესრულებული აქვს, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს და შესაბამისად, სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაგვიანებით მიწოდებული საწვავის ღირებულების პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და იწვევს მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების საფუძველს.
რაც შეეხება შპს „ლ-------–-----------“-ს შეგებებულ სარჩელს საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ექსპერტიზის ეროვ-ნულმა ბიურომ ვერ დაადგინა 20---–-–----------ის N--- და N--- ხელშეკრულებებზე ს----------–-----------–-----------------ს მიერ საწვავის შეძენისას, გადახდის ვადის შეუსრულებლობით ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა ამავე ხელშეკრულებების მიხედვით ს----------–-----------–-----------------ს მიერ ანგარიშსწორების პირობის შეუსრულებლობით გამოწვეული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა.
ამდენად, შპს „-–------–-------------ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ 2 558.27 ლარის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმი);
- მიღება - ჩაბარების აქტი N65 (ტომი 1, ს.ფ. 37 - 38)
- მიღება - ჩაბარების აქტი N63 (ტომი 1, ს.ფ. 38 - 39)
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ტომი 2, ს.ფ.182 - 208)
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ს----------–-----------–-----------------ს სარჩელი და შპს „ლ-------–-----------“-ს შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–-----------–-----------------ს სარჩელთან დაკავშირებით:
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
ს----------–-----------–----------------- ითხოვს შპს „ლ-------–-----------“-ს ხელშეკ-რულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 10- 393.54 ლარის გადახდა. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, სასამარ-თლოს მსჯელობის საგანია შესრულდა თუ არა გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში, 20---–-–----------ს ს----------–-----------–-----------------სა და შპს „ლ-------–-----------“-ს შორის დაიდო ხელშეკრულებები N--- და N---- რაც მოქმედებდა 20---–-–----------------ს ჩათვლით. 20---–-–------------ს N---/1 შეთანხმების ოქმით ცვლილება შევიდა 20---–-–----------ის N--- ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2 456 260 ლარით. 20---–-–------------ს N---/1 შეთანხმების ოქმით ასევე ცვლილება შევიდა 20---–-–----------ის N--- ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 1 0-6 858 ლარით. დადგენილია, რომ მოპასუხემ მხოლოდ დააგვიანა ვალდებულების შესრულება 15 დღით.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებუ-ლების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ფაქტი, რომ მოპასუხემ საწვავის მიწოდება განახორციელა 15 დღის დაგვიანებით. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან რაც შეადგენს 10- 393.54 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.
მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთი-თებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ამ მოცულობით არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და მოპასუხეს დაგვიანებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულების სანაცვლოდ უნდა დაეკისროს თითოეულ ხელშეკრულებაზე 5 000 ლარი, რაც საერთო ჯამში შეადგენს 10 000 ლარს.
6.2. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
ს----------–-----------–-----------------ს არგუმენტი, რომ სარჩელზე თანდართული საგადახდო დავალებებით და მიღება-ჩაბარების აქტით, შეუძლებელია მიღება-ჩაბარების აქტსა და საგადახდო დავალებებში მითითებული თანხების ერთმანეთთან კავშირის დადგენა დადასტურდა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასვკნით. კერძოდ, ს----------–-----------–-----------------ს გადახდის ვადის შეუსრულებლობით ვაგადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ როგორც 2--- წლის N--- ისე 20-- წლის N--- ხელშეკრულებებზე შეადგინა 3-3 დღე. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობამ საერთო ჯამში განისაზღვრა 2 558.27 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელის ფასი განსაზღვრულია 10- 393.54 ლარით, შესაბამისად, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 3 161.81 ლარს. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 10 000 ლარის ნაწილში, (9%) მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 284 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნინული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
შპს „ლ-----–-----------“-ს სარჩელის ფასი განსაზღვრულია 40 484.15 ლარით, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1214.53 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა 2 558.27 ლარის ნაწილში (7 %). შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის შპს „ლ-------–-----------“-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს დაკმაყოფი-ლებული მოთხოვნის პროპორციულად 85 ლარის გადახდა.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 2--------ს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს----------–-----------–-----------------ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე შპს ,,ლ-------–-----------ს” (ID 2--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მდებარე: ქ. თბ--–-----------------------------------------------------------------–----ის (საკადასტრო კოდი №0-.1--1--0---0--), ქ. თბილისი, საქართველოს სამხედრო გზის მე-13 კილომეტრზე, (საკადასტრო კოდი №0-.1--0-.0--.00-), ქ. თბ--–-------------–---–---------------------------------------–--------------- (საკადასტრო კოდი №0-.1--0-.0---0--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–---------------------------თ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-4 წლის 2--------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბ--–-----------------------------------------------------------------–----ის (საკადასტრო კოდი №0-.1--1--0---0--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან, ს----------–-----------–-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი. შეგებებულ სარჩელთან მიმართებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ს----------–-----------–-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
შპს „ლ-------–-----------“-ს ს----------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 10 000 ლარის გადახდა;
2. შპს „ლ-------–-----------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 284 ლარის გადახდა;
3. შპს „ლ-------–-----------“-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
ს----------–-----------–-----------------ს შპს „ლ-------–-----------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2 558.27 ლარის გადახდა;
4. ს----------–-----------–-----------------ს შპს „ლ-------–-----------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 85 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე