განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/389-2673790
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახ--––---
ახ--––---ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–ი
დაცვის მხარე: ბრალდებული – სე-------------------ი, დაბადებული 19-- წლის 28 აგვისტო, პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ახ--––---, სოფელი ორ--–-.
ადვოკატი - ტა-----–----–-----–---–ი
თარჯიმანი- ლე-------------ნ
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2008 წლის 06 მარტის თბილისი სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 16 ნოემბრის ახ--––---ს რაიონული სასამართლოს მიერ ორჯერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ნასამართლევმა სე-------------------მა 2018 წლის 21 აგვისტოს ღამის საათებში უკანონოდ შეაღწია ახ--––---ს რაიონის სოფელ წყ------–ი მცხოვრებ ჯა-----------------ს კუთვნილ ავტოფარეხში და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მის კუთვნილ ერთ ცალ ლითონის შემდუღებელ აპარატს, რითაც დაზარალებულ ჯა----------------ს მიაყენა 140 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.1. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
1.2. წარდგენილი ბრალდება.
2018 წლის 11 ოქტომბერს სე-------------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.3. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
ახ--––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 სექტემბრის განჩინებით სე-------------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
1.4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სე-------------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვის მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
1.5. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
დაზარალებულ ჯა-----------------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 21 აგვისტოს დილით ჯა----------------მა შეამჩნია, რომ ავტოფარეხის კარები ღია იყო და რის გამოც შევიდა ფარეხში, სადაც მოათვალიერა და ყველაფერი იყო თავის ადგილზე. ამის შემდეგ მოწმემ შენიშნა, რომ ავტოფარეხში არსებული ა/მანქანის საბარგულის ასახდელი ნახევრად ღია იყო, რომელიც შეამოწმა ჯა----------------მა და ნახა რომ ლითონის შემდუღებელი აპარატი იყო მოპარული, რომლითაც ჯა----------------ს მიადგა 230 ლარის მატერიალური ზიანი.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 34-36;
ელ--------------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის ივნისის თვეში მასთან ბინის საქირავებლად მივიდა სე-------------------ი. 2018 წლის ივლისის თვის ბოლოს ან აგვისტოს თვის დასაწყისში საუბრისას მან სე-------------------ს უთხრა, რომ სოფელში სამუშაო იყო ელექტრო შემდუღებელი აპარატით რაზეც გადაუხდიდნენ 900 დოლარს, რაზეც სე-------------------მა თქვა, რომ სახლში ჰქონდა კარგი „სვარკის“ აპარატი და ჩამოიტანდა. 2018 წლის 22 ან 23 აგვისტოს ზუსტად დღე არ ახსოვს, სე-------------------მა მოიტანა ე.წ. სვარკის“ აპარატი.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 96-97;
2018 წლის 27 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად ამოღებულ იქნა: ბო-–----ს რაიონის სოფელ ცუ------–ი ელ--------------ს საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ჩრდილოეთ მხარეს არსებული ოთახიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ლითონის შემდუღებელი აპარატი, შავი ფერის კორპუსით გვერდებზე ღია მწვანე ფერით, სადაც აქვს ე.რ. ვინტილიატორის კუთვნილი შავი ფერის კორპუსი, ორივე მხარეს აქვს ერთი და იგივე წარწერა კერძოდ, STROMO და SW250, აპარატს გააჩნია ერთი ცალი ე.წ. „დერჟატელი“ ერთი ცალი შავი ფერის მინუსის კაბელი და ერთი ცალი შავი ფერის კაბელი, ასევე აპარატს აქვს დაუზიანებელი შავი ფერის რემენი.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 106-109;
საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის 2018 წლის 29 აგვისტოს N168/ს დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „STROMO“-ს ფირმის, „SW250“ მოდელის მობილურ ელექტრო შედუღების აპარატის საორიენტაციო ღირებულება (მუშა მდგომარეობაში, მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) შეესაბამება -140 (ას ორმოც) ლარს.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 151-153;
2. ასევე სასამართლომ დაადგინა:
2008 წლის 06 მარტის თბილისი სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 16 ნოემბრის ახ--––---ს რაიონული სასამართლოს მიერ ორჯერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ნასამართლევმა სე-------------------მა 2018 წლის 27 აპრილს, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა ქ. ახ--––---ში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ელ--- ელექტრონიქსის ტექნიკის მაღაზიაში მობილურ ტელეფონს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იმავე მაღაზიაში არსებულ სს „ლ-------ი ბანკი“-ს განვადების მენეჯერ თა---------–---–ს წარუდგინა მოქალაქე რა------------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და აღნიშნული პიროვნების დაუსწრებლად, მისივე დემოგრაფიული მონაცემების გამოყენებით გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ხსენებულ მაღაზიაში მოტყუებით დაეუფლა 248,99 ლარის ღირებულების „სამსუნგი“-ს ფირმის მობილურ ტელეფონს.
2.2 ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სე-------------------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი არაერთგზის.
2.3. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
თა---------–---–ი ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის აპრილის თვეში თა---------–---–თან მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელსაც სურდა 250 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის შეძენა განვადებით, რომელსაც შევსებული ჰქონდა შესაბამისი ინვოისი. თა----- გაესაუბრა კლიენტს, ჰკითხა მისამართი, მობილური ტელეფონი, მისცა პირადობის მოწმობა და პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან გადავიდა ლ-------ი ბანკის ელექტრონულ სისტემაში ხსენებული პიროვნების დემოგრაფიული მონაცემები. კლიენტმა თა---------–---–ს მოახსენა თავის სამუშაო ადგილის შესახებაც და მიუთითა, რომ ჰქონდა 500 ლარი ხელფასი, რაც თა-----ა ასახა შესაბამის საგანვადებო განაცხადში. თა---------–---–მა ასევე გადაუგო კლიენტს ფოტო, რომელიც ავტომატურად აისახა ელექტრონული განაცხადის შესაბამის ველში, სადაც ინახება ლ-------ი ბანკის ელექტრონულ სისტემაში. განვადების დამტკიცების შემდეგ წარადგენს კლიენტი მაღაზიის სალაროში, რათა გაეტანა დამტკიცებული ნივთი.
იხ. ტომი 2 ს.ფ. 28-30;
რა------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის ივნისში რა------------ემ სცადა თავისი პენსიის აღება, მაგრამ საპენსიო თანხას ედო ბრონი. სწორედ ამის გამო მიმართა ქ. ახ--––---ში მდებარე ლ-------ი ბანკის ოფისს სადაც გაარკვია, რომ ჰქონდა დაახლოებით 300 ლარის ოდენობის განვადება გამოტანილი. ამის შემდეგ რა------------ე, რომ გარკვეულიყო აღნიშნულში მივიდა ქ. ახ--––---ში მდებარე „ელ--- ელექტრონიქსის“ მაღაზიაში, ლ-------ი ბანკის წარმომადგენელთან, რომელმაც პირადი ნომრით გადაამოწმა ბაზაში და უთხრა, რომ 2018 წლის 27 აპრილს რა------------ის პირადობით და მონაცემებით არის გაცემული განვადება ხსენებულ თანხაზე.
იხ. ტომი 2 ს.ფ. 17-19;
2018 წლის 29 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, თა---------–---–მა ამოიცნო 2018 წლის 27 აპრილს მასთან რა------------ის მონაცემებით მისული სე-------------------ი.
იხ. ტომი 2 ს.ფ. 166-167;
3. ასევე სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 27 აპრილს, სე-------------------მა ქ. ახ--––---ში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ელ--- ელექტრონიქსის მაღაზიაში არსებულ სს „ლ-------ი ბანკი“-ს განვადების მენეჯერს თა---------–---–ს წარუდგინა მოქალაქე რა------------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და აღნიშნული პიროვნების დაუსწრებლად, რა------------ის დემოგრაფიული მონაცემებით შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადებინა ყალბი სანაკო კრედიტის ხელშეკრულება, და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რაც იმავე დღეს გამოიყენა და ქ. ახ--––---ში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ელ--- ელექტრონიქსის ტექნიკის მაღაზიაში თაღლითური გზით დაეუფლა მობილურ ტელეფონს.
3.1. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სე-------------------მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება.
3.2 პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ბო-----------–---ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 14 ივნისს სს „ლ-------ი ბანკი“-ს ახ--––---ს ფილიალიდან შევიდა ბანკის კლიენტის რა------------ის განცხადება, მასზედ, რომ მისი სახელზე, მისი ნების გარეშე, 2018 წლის 27 აპრილს გაფორმებულია 281,88 ლარის ოდენობით განვადების ხელშეკრულება. აღნიშნული განცხადების საფუძველზე ბანკის შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმებულ იქნა 2018 წლის 27 აპრილის რა------------ის სახელზე გაფორმებულ განვადების ხელშეკრულებასთან (ხელშეკრულების N2-------) დაკავშირებული მონაცემები და დოკუმენტები, ასევე ფოტომასალა, რომელიც ინახება ბანკში კლიენტის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან ერთად.
იხ. ტომი 2 ს.ფ. 33-35;
ნათ--–-------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 27 აპრილს მან შეავსო რა------------ის სახელზე ინვოისი.
იხ. ტომი 2 ს.ფ. 23-25;
2018 წლის 21 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად შსს ახ--––---ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სს „ლ-------ი ბანკი“-ს იურისტისგან- ბო-----------–---ისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი CD-R დისკი, რომელზეც ბო-----------–---ის განმარტებით ჩაწერილია ფოტომასალა, სადაც გამოსახულია იმ პიროვნების ფოტო, რომელმაც 2018 წლის 27 აპრილს რა------------ის (პ/ნ 4----------) სახელით, სს „ლ-------ი ბანკი“-ს მეშვეობით ქ. ახ--––---ში, გააფორმა განვადების ხელშეკრულება (ხელშეკრულება N 2-------) და თვით რა------------ის ფოტო.
იხ. ტომი 2 ს.ფ. 38-40;
გრაფიკული ექსპერტიზის 2018 წლის 07 სექტემბრის N1188/გრ დასკვნა, რომლის თანახმად ხელწერილები რა------------ის სახელით 2018 წლის 27 აპრილით დათარიღებულ ს.ს. „ლ-------ი ბანკი“-ს მიერ გაცემულ საბანკო კრედიტის N 2------- ხელშეკრულებაზე (სამომხმარებლო განვადება) და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე (მითითებული N1 ცხრილში რიგითი ნომრებით: 1-5) შესრულებულია სე-------------------ის მიერ.
იხ. ტომი 2 ს.ფ. 234-237;
4. ასევე სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 27 აპრილს სე-------------------ი და რა------------ე ქ. ახ--––---ში ნათენაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში არსებულ ერთ-ერთ კაფეში იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც სე-------------------ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რა------------ის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ელ--- ელექტრონიქსის მაღაზიაში არსებულ სს „ლ-------ი ბანკი“-ს განვადების მენეჯერ თა---------–---–ს დაამზადებინა რა------------ის მონაცემებით ყალბი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რითაც ქ. ახ--––---ში კოსტავას ქუჩაზე მდებარე „ელ--- ელექტრონიქსის“ ტექნიკის მაღაზიაში თაღლითური გზით დაეუფლა მობილურ ტელეფონს.
4.1. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სე-------------------მა ჩაიდინა დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, ჩადენილი ანგარებით.
4.2. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
რა------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 27 აპრილს თითქმის მთელი დღის განმავლობაში რა------------ე იმყოფებოდა ქ. ახ--––---ში ცენტრალურ სკვერში და იქ არსებულ ღია კაფეში და სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. კაფეში იმ დროს იმყოფებოდა რა------------ის ნაცნობი სე-------------------იც, რომელიც სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და ორივე პიროვნება იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. ივი ვერ იხსენებს იმ ფაქტს, რომ სე-------------------ს მისცა პირადობის მოწმობის, რათა რაიმე ეყიდა. მან თავისი პირადობა მეორე დილით ნახა იმავე ტერიტორიაზე. 2018 წლის ივნისში მაც სცადა თავისი პენსიის აღება, მაგრამ საპენსიო თანხას ედო ბრონი. სწორედ ამის გამო მიმართა ქ. ახ--––---ში მდებარე ლ-------ი ბანკის ოფისს სადაც გაარკვია, რომ ჰქონდა დაახლოებით 300 ლარის ოდენობის განვადება გამოტანილი.
იხ. ტომი 2 ს.ფ. 157-159; 17-19;
2018 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით რა------------ე ცნობილ იქნეს დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით
იხ. ტომი 2 ს.ფ. 251-252;
თა---------–---–ი ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის აპრილის თვეში თა---------–---–თან მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელსაც სურდა 250 ლარის ოდენობის მობილური ტელეფონის შეძენა განვადებით, რომელსაც შევსებული ჰქონდა შესაბამისი ინვოისი. მან სე-------------------ს მოსთხოვა პირადობის მოწმობა და ჰკითხა სახელი თუ როგორ მიემართა, რაზედაც საე-------------------მა უთხრა, რომ ერქვა რაინდი და წარუდგინა რა------------ის სახელით პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
იხ. ტომი 2 ს.ფ. 28-30;
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღმდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ სე-------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სე-------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ნასამართლობა.
სე-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრ--–-ს აღიარება.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სე-------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს სე-------------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახეზეა რეციდივის ფაქტი. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს წარსულში ნასამართლობის ფაქტი გავლენას ახდენს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის მინიმალურ ოდენობაზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარმოადგენს მაკვალიფიცირებელ ნიშანს.
ამდენად, ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით, წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის ფაქტის გათვალისწინებით.
8.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
ელექტროშემდუღებელი აპარატი, რომელიც ინახება შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
-„სამსუნგი“-ს ფირმის მობილური რომელიც ინახება შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
სე-------------------ისგან აღებული ფოტონიმუში CD-R დისკზე, რომელიც ინახება შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ბო-----------–---ისგან ამოღებული CD-R დისკი, რომელიც ინახება შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- სს „ლ-------ი ბანკი“-დან გამოთხოვილი ფოტომასალა დატანილ ერთ დისკზე, ფოტომასალით. რომელიც ინახება შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სე-------------------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილიდან აღებული ბიოლოგიური მასალა 01 პაკეტად (ანაწმენდები) შემდგომი კვლევისათვის გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სე-------------------ი (პ/N4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
ასევე, სე-------------------ი (პ/N4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
ასევე, სე-------------------ი (პ/N4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
ასევე, სე-------------------ი (პ/N4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, სე-------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
2. მსჯავრდებულის სე-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 30 აგვისტოდან.
3. ნივთიერი მტკიცებულება ელექტროშემდუღებელი აპარატი, რომელიც ინახება შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
-„სამსუნგი“-ს ფირმის მობილური რომელიც ინახება შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
სე-------------------ისგან აღებული ფოტონიმუში CD-R დისკზე, რომელიც ინახება შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ბო-----------–---ისგან ამოღებული CD-R დისკი, რომელიც ინახება შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- სს „ლ-------ი ბანკი“-დან გამოთხოვილი ფოტომასალა დატანილ ერთ დისკზე, ფოტომასალით. რომელიც ინახება შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სე-------------------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილიდან აღებული ბიოლოგიური მასალა 01 პაკეტად (ანაწმენდები) შემდგომი კვლევისათვის გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახ--––---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე