გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/24010-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2018 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელე - ირ---–------------ე
წარმომადგენელი - მა-------------–--
მოპასუხეები - 1 - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - გი------------ე
2 - ირ---–--–-----–-ა
წარმომადგენელი - ცი------------–ი
დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან 2----–-–---------–---- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, კერძოდ: 1. ტელევიზორი - SAMSUNG - შავი ფერის მეორადი მოხმარების, პლაზმური, საშუალო ზომის; 2. ნაჭრის სამეული - მეორადი მოხმარების, მუქი ლურჯი ფერის, ერთი სავარძელი, ერთი ორკაციანი დივანი და ერთი დივანი; 3. ჟურნალების მაგიდა - მუქი ყავისფერი ხის, საშუალო ზომის; 4. მაცივარი - LG - მეორადი მოხმარების ორკამერიანი, საშუალო ზომის რუხი ფერის; 5. სარეცხი მანქანა - SAMSUNG - მოთეთრო ფერის; 6. საძინებლის კომპლექტი - ერთი საწოლი, ორი ტუმბო, ერთი კომოდი, ერთი ტანსაცმლის კარადა; 7. კომპიუტერის მაგიდა - ხის მუქი ყავისფერი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2----–-–----------------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ბინა, მდებარე: თბილისი, შა-–------–-----------------------------------------------------. ქონების შეძენა მოხდა მასში არსებულ ავეჯთან ერთად. მხარეთა შეთანხმებით, ვინაიდან მოსარჩელეს არ სჭირდებოდა საცხოვრებლად შეძენილი ბინა, უფლება დართო ყოფილ მესაკუთრეს დროებით ეცხოვრა ბინაში. 2----–-–---------–--- მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ბინის ყოფილი მესაკუთრის შვილის ბანკის მიმართ არსებული დავალიანების გამო, სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლებმა დააყადაღეს ბინაში არსებული ავეჯი. მხარის მითითებით, კუთვნილ ბინაში არსებული ყველა მოძრავი ნივთი, გარდა პიანინოსი, წარმოადგენს მის საკუთრებას და შესაბამისად, უსაფუძვლოდ განხორციელდა ყადაღის დადება, რის გამოც უნდა მოხდეს მათი ყადაღისაგან გათავისუფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სს „თ----------ის“ წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.
2.3. მოპასუხე ირ---–--–-----–-ას წარმომადგენელმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო და დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–---------–--- შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2----–-–------------------- გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც ირ---–--–-----–-ას კრედიტორ სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა მოვალის კუთვნილი შემდეგი ქონების აღწერა-დაყადაღება: 1. ტელევიზორი - SAMSUNG - შავი ფერის მეორადი მოხმარების, პლაზმური, საშუალო ზომის; 2. ნაჭრის სამეული - მეორადი მოხმარების, მუქი ლურჯი ფერის, ერთი სავარძელი, ერთი ორკაციანი დივანი და ერთი დივანი; 3. ჟურნალების მაგიდა - მუქი ყავისფერი ხის, საშუალო ზომის; 4. მაცივარი - LG - მეორადი მოხმარების ორკამერიანი, საშუალო ზომის რუხი ფერის; 5. სარეცხის მანქანა - SAMSUNG - მოთეთრო ფერის, 6 კგ; 6. საძინებლის კომპლექტი - ერთი საწოლი, ორი ორუჯრიანი ტუმბო, ერთი კომოდი სამი დიდი უჯრით და ორი მომცრო ზომის უჯრით, ერთი ტანსაცმლის კარადა სამი კარით და სამი მომცრო ზომის კარით; 7. პიანინო - გამმა - მეორადი, ძველი მუქი ყავისფერი, ორი პედლით, ხის მრგვალი ფორმის სკამით; 8. კომპიუტერის მაგიდა - ხის მუქი ყავისფერი, სამი უჯრით საშუალო ზომის. მოსარჩელის განმარტებით პიანინო არ წარმოადგენს მის საკუთრებას.
(მტკიცებულება: ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, ს.ფ. 14-15)
3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–----------------- გაცემული ცნობის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2----–-–------------------- გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ირ---–--–-----–-ას სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. ამავე ცნობის მიხედვით, 2----–-–---------–--- ირ---–--–-----–-ას მისამართზე დაყადაღებულ მოძრავ ქონებაზე დღეის მდგომარეობით აუქციონი ჩანიშნული არ არის.
(მტკიცებულება: თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 15 აგვისტოს გაცემული ცნობა, ს.ფ. 25)
3.2.4. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, სადაც განხორციელდა მოვალის ქონების აღწერა-დაყადაღება, მისამართზე: ქალაქი თბილისი, შა-–------–------------------------------------------------------------------ ფართი: 121.41 კვ.მ, საკადასტრო კოდით N---1--0--0--.---.--.--- - რეგისტრირებულია ირ---–------------ის საკუთრებად. მხარეთა ახსნა-განმარტებების შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ირ---–------------ე წარმოადგენს დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეს.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მხარეთა ახსნა-განმარტება - 2018 წლის 14 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 18-19, 79-83)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 158-ე, 186-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40 მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრული მოთხოვნისას, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ქონებაზე, მოპასუხეს კი ეკისრება მოსარჩელის საკუთრების უფლების გაქარწყლების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს ირ---–------------ის საკუთრებას. მოპასუხე სს „თ----------ის“ წარმომადგენელმა (კრედიტორმა) სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო. სარჩელი ასევე ცნო მოპასუხე ირ---–--–-----–-ამ (მოვალემ). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს სამართლებრივად დასაბუთებულად მიაჩნია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე და შესაბამისად, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ირ---–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან 2----–-–---------–---- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, კერძოდ: 1. ტელევიზორი - SAMSUNG - შავი ფერის მეორადი მოხმარების, პლაზმური, საშუალო ზომის; 2. ნაჭრის სამეული - მეორადი მოხმარების, მუქი ლურჯი ფერის, ერთი სავარძელი, ერთი ორკაციანი დივანი და ერთი დივანი; 3. ჟურნალების მაგიდა - მუქი ყავისფერი ხის, საშუალო ზომის; 4. მაცივარი - LG - მეორადი მოხმარების ორკამერიანი, საშუალო ზომის რუხი ფერის; 5. სარეცხი მანქანა - SAMSUNG - მოთეთრო ფერის; 6. საძინებლის კომპლექტი - ერთი საწოლი, ორი ტუმბო, ერთი კომოდი, ერთი ტანსაცმლის კარადა; 7. კომპიუტერის მაგიდა - ხის მუქი ყავისფერი.
2. მოსარჩელე ირ---–------------ეს დაუბრუნდეს 2----–-–--------------- მა-------------–--ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ს--------------–----------- სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი T-------- საგადახდო დავალება N1 და 2----–-–---------------- ირ---–------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 20 (ოცი) ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ს--------------–----------- სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი T-------- საგადახდო დავალება N12.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი