გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N252-817-3/098-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ს------------------------------
წარმომადგენელი – თ--------------–---–-
მოპასუხე - სა------------------------------–------------
მოპასუხე - სა------------------------------–------------ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
მოპასუხეთა წარმომადგენელი - ი------------–---–-
მოპასუხე - ს---------–-–-------------------------–------------
მოპასუხის წარმომადგენელი - მ-------------
მოპასუხე - ს----------–-------------------------------------------------------------
მოპასუხის წარმომადგენელი - ც-----------–---–-
მესამე პირი – ვ-–------------------–---
მესამე პირი – ა-–--------------
დავის საგანი: სა------------------------------–------------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 აგვისტოს N8--------------, 2016 წლის 2---------- N8-------------- და 2016 წლის 17 თებერვლის N8-------------- გადაწყვეტილებების, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 29.01.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება N2------------ უ.უ., ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სს ე-------------------------“ კუთვნილი 27 კვ.მ. ფართის უძრავი ქონების ნაწილში.
სახელმწიფო ქ------------------–- სააგენტოს 2015 წლის 0------------ N------- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სს „ე-------------------------“ კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილში, სს „ე-------------------------“ 01.03.2018 წლის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ს----------–-------------------------------------------------------------ს ე.წ „ვირტუალური უარის“ ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სა------------------------------–------------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 აგვისტოს #8--------------, 2016 წლის 2---------- #8-------------- და 2016 წლის 17 თებერვლის #8-------------- გადაწყვეტილებები, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 29.01.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება #2------------ უ.უ დდ“ ე-------------------------“ კუთვნილი 27 კვ.მ ფართის უძრავი ქონების ნაწილში.
1.2. მოპასუხეს დაეკისროს სს „ე------------------------- „მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟი - 400,00 ლარის ოდენობით ) ანაზღაურების ვალდებულება.
1.3. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქ------------------–- სააგენტოს 2015 წლის 0------------ #1------ ბრძანება, სს „ე------------------------ ს კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილში.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------–-------------------------------------------------------------ს ე.წ. „ვირტუალური უარი" სს „ე-------------------------“ 2018 წლის 1 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
1.5. მოპასუხეს დაეკისროს სს „ე-------------------------“ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების (სახემწიფო ბაჟი - 100,00 ლარის ოდენობით ) ანაზღაურების ვალდებულება.
2. 1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ს---------–-–-------------------------–------------ არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას 29.01.2016 წელს სააგენტოსა და ვ-–------------------–---ს შორის გაფორმებული #2------------ უ.უ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. აგრეთვე სახელმწიფო ქ------------------–- სააგენტო არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას 2015 წლის 0------------ N 1------ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.
2.2. მოპასუხე სა------------------------------–------------ სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება.
2.3. მესამე პირის პოზიცია.
2.3.1. მესამე პირი ვ-–------------------–--- სასარჩელო მოთხოვნებს არ ეთანხმება და განმარტავს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
2.3.2 მესამე პირი ა-–-------------- სასარჩელო მოთხოვნებს არ ეთანხმება და განმარტავს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2008 წლის 0- მაისს ს----------–---------------------------------- სამინისტროსა და სს „ე-------------------------“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება N 1------, რომლის საფუძველზედ, სს „ე-------------------------“ საკუთრებაში გადაეცა ამ ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტის N-------------- დანართებით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებასი არსებული აქტივები - შემდგომში ქონება, მათ შორის ა------------------ დაბა ა----------–------–--–---–--------- მიმდებარე ტერიტორიის 27 კვ.მ არსასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობა სატრანსფორმატორო პუნქტით N--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 0-.05.2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება # 1------
3.2.ს----------–---------------------------------- მინისტრის 2008 წლის 2------------------- ბრძანების საფუძველზე ს----------–---------------------------------- სამინისტროს მიერ 2008 წლის 2- მაისს სს ე------------------------- სახელზე გაიცა დამადასტურებელი მოწმობა N 6----, რომლის თანახმად მას საკუთრებაში გადაეცა დანართი N---------------ით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივები, მათ შორის ა------------------ დაბა ა----------–------–--–---–--------- მიმდებარე ტერიტორიის 27 კვ.მ არსასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობა სატრანსფორმატორო პუნქტით N--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2-.05.2008 წლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა #6----;
3.3. საჯარო რეესტრიდან 2008 წლის 12 ივნისის ამონაწერით მიწის უძრავი ქონების შესახებ სს „ე-------------------------“ საკუთრებაშია ა------------------ დაბა ა----------–------–--–---–--------- მიმდებარე ტერიტორიის 27 კვ.მ არსასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 6-.1-.0-.22-, რომელსაც მას შემდეგ სს „ე------------------------“ უწყვეტად ფლობს და სარგებლობს ამ ქონებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 0-.05.2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება # 1------
- 2-.05.2008 წლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა #6----;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა # 6-.1-.0-.22-
- საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის განკარგულების დანართი N1, N2, N3;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.4. 2015 წლის 0------------ სახელმწიფო ქ------------------–- სააგენტოს N------- ბრძანებით, უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, სს „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ მიემართა, რათა განახორციელოს ა------------------ დაბა ა----------–------–--–---–--------- მიმდებარედ 1-30 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია და 82.24 კვ.მეტრის საერთო სარგებლობის გზის (სერვიტუტი) დატვირთვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს---------–-–-------------------------–------------ს 2015 წლის 0------------ #1------ ბრძანება;
3.5. სა------------------------------–------------ს 2015 წლის 13 აგვისტოს N 8-------------- გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქ------------------–- სააგენტოს მოთხოვნა ად-----ს რაიონი, დაბა ა----------–------–--–---–--------- მიმდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის და საერთო სარგებლობის გზის (სერვიტუტი) დატვირთვის შესახებ, დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს---------–-–-------------------------–------------ს 2015 წლის 0------------ #1------ ბრძანება.
- სა------------------------------–------------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 აგვისტოს #8-------------- გადაწყვეტილება;
3.6. 2015 წლის 13 აგვისტოს N8----------- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სახელმწიფო საკუთრებაშია რეგისტრირებული, ად-----ს რაიონი, დაბა ა----------------–--–---–--------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო სამეურნეო 1-30.00კვ.მ მიწის ნაკვეთი და შეზღუდული სარგებლობით, 82.24 კვ.მეტრის საერთო სარგებლობის გზის (სერვიტუტი) დატვირთვა საკადასტრო კოდით N6-.1-.2-.2--;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ N6-.1-.2-.2--;
- საკადასტრო გეგმა საკადასტრო კოდით N6-.1-.2-.2--;
3.7. 2016 წლის 2---------- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას N2------------ უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ს----------–-------------------------------------------------------------ს სისტემაში შემავალი ს---------–-–-------------------------–------------ს მიერ ფიზიკურ პირს ვ-–------------------–---ს საკუთრებაში გადაეცა დაბა ა----------–------–--–---–--------- მიმდებარე 1-30კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 29.01.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება #2------------ უ.უ.
3.8. სა------------------------------–------------ს 2016 წლის 2---------- N 8-------------- გადაწყვეტილებით ვ-–------------------–--ის მიერ მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე დ----------------------–--–---–--------- მიმდებარედ, დაკმაყოფილდა.
2016 წლის 2---------- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან არასასოფლო სამეურნეო 1-30კვ.მ მიწის ნაკვეთი ირიცხება ვ-–------------------–--ის საკუთრებაში საკადასტრო კოდით 6-.1-.2-.2--. და შეზღუდული სარგებლობით, 82.24 კვ.მეტრის საერთო სარგებლობის გზა (სერვიტუტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სა------------------------------–------------ს 29.01.2016 წლის გადაწყვეტილება N 8--------------.
-29.01.2016 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო კოდით 6-.1-.2-.2--.
3.9. ვ-–------------------–---სა და ა-–--------------ს შორის 2016 წლის 15 თებერვალს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამყიდველმა ვ-–------------------–---მ მყიდველს ა-–--------------ს მიჰყიდა დ----------------------–--–---–--------- მიმდებარედ, საკადასტრო კოდით 6-.1-.2-.2--, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხოლოდ 1/6, რაც შეადგენს 200 კვ.მ-ს შემდეგი უძრავი ქონებიდან: დ----------------------–--–---–--------- მიმდებარედ, საკადასტრო კოდით 6-.1-.2-.2--, დაზუსტებული ფართობი 1 130 კვ.მ, ზონა - ად-----, სექტორი - დაბა ა----------ი, კვარტალი -2-, ნაკვეთი - 2--, ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 15.0-.2016 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.10. ვ-–------------------–---სა და ა-–--------------ს შორის 2016 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ქონება საკუთების უფლებით ეკუთვნის გამყიდველს და სათანადოდ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, რაც შემოწმებულია და დადასტურებულია შემდეგი დოკუმენტებით: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 29.01.2016, განცხადების რეგისტრაციის ნომერი N8----------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 6-.1-.2-.2--.
ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანს არ ადევს ყადაღა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება არ არის რეგისტრირებული, რაც დასტურდება ამ მუხლის 6.1. პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით მითითებული დოკუმენტით.
ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, გამყიდველის განცხადებით არ არსებობს სხვა მესამე პირი, რომელსაც დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლით შეიძლება ჰქონდეს უძრავ ქონებაზე საკუთრების ან მფლობელობის მოპოვების საფუძველი.
ხელშეკრულების 6.4. პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, გამყიდველმა დაადასტურა, რომ ნასყიდობის საგანი არ არის სადავო, არ არის აღძრული სარჩელი მესამე პირის მიერ ნასყიდობის საგანზე საკუთრების ან სხვა (მფლობელობის, სარგებლობის) უფლების მოპოვების მოთხოვნით.
ხელშეკრულების 6.5. პუნქტის თანახმად, გამყიდველი აცხადებს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ არის შეცვლილი ნასყიდობის საგნის სამართლებრივი მდგომარეობა, მითითებული ამ მუხლის წინა პუნქტებში.
ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, გამყიდველმა დაადასტურა, რომ უძრავ ქონებას აქვს საჯარო ამონაწერში დაფიქსირებული/რეგისტრირებული 82,24 კვ.მ. საერთო სარგებლობის გზა((სერვიტუტი), აღნიშნულის გარდა უძრავი ქონება ნივთობრივად უნაკლოა. ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ქონებას არ აქვსისეთი დაფარული ნაკლი, რაც შეამცირებს მის ღირებულებას, ან ხელს შეუშლის დანიშნულემისამებრ მის გამოყენებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15.0-.2016 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.1-. სა------------------------------–------------ს 2016 წლის 17 თებერვლის N 8-------------- გადაწყვეტილებით ა-–--------------ს მიერ მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგტისტრაცია გარიგების საფუძველზე დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სა------------------------------–------------ს 2016 წლის 17 თებერვლის N 8-------------- გადაწყვეტილება;
3.12. 2016 წლის 17 თებერვლის საჯარო რეეტრიდან N 8----------- ამონაწერით 1-30 კვ.მ არსასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად ირიცხებიან ვ-–------------------–--- 5/6 წილით, ხოლო ა-–-------------- 1/6 წილით, საკადასტრო კოდზე 6-.1-.2-.2--, ასევე რეგისტრირებულია შეზღუდული სარგებლობით, 82.24 კვ.მეტრის საერთო სარგებლობის გზა (სერვიტუტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.0-.2016 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო კოდით 6-.1-.2-.2--;
3.13. 2018 წლის 0- თებერვალს, ვ-–------------------–--ისა და ა-–--------------ს მიერ წერილი გაეგზავნა სს „ე-------------------------", რომლითაც მოითხოვდნენ N 6-.1-.0-.22- საკადასტრო კოდზე წითელი ხაზების დაზუსტებას, აგრეთვე მათ ნაკვეთზე არსებული შენობის დემონტაჟს კომპანიის მხრიდან გონივრულ ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 0- თებერვლის მიმართვა ე-------------------------.
3.14. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის N 8------------03 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა სააქციო საზოგადოება ე------------------------- 2018 წლის 06 მარტის N 8----------- განცხადება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ად-----ს რაიონი, დაბა ა----------------–--–---–--------- მიმდებარედ. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ე-------------------------- განცხადებით მოთხოვნილი აქვს 6-.1-.0-.22- საკადასტრო კოდზე 45 კვ.მ. ხოლო მიწის ფართი რეალურად ფიქსირდება 27 კვ.მ. ამასთან ცნობილია, რომ საკადასტრო კოდზე 6-.1-.0-.22- არსებული აზომვითი ნახაზისა და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნახაზის შედარების დროს 6-.1-.0-.22- საკადასტრო კოდზე 6-2--------- არ შეესაბამება ატვირთულ ქაღალდის ვერსიას, აგრეთვე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ ობიექტსა და რეგისტრირებულ მონაცემს საკადასტრო კოდით : 6-.1-.2-.2-- მესაკუთრეები ვ-–------------------–--- და ა-–-------------- ფიქსირდება ზედდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სა------------------------------–------------ს 2018 წლის 12 მარტის N 8------------03 გადაწყვეტილება;
3.15. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის N 8------------04 გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოება ე------------------------- განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2018 წლის 08 მაისის სა------------------------------–------------ს გადაწყვეტილება.
3.16. სს „ე-------------------------“ მიერ გასაჩივრდა ს---------–-–-------------------------–------------ს 2015 წლის 0------------ #1------ ბრძანება, რომლითაც მოხდა ენერგოკომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვა სახელმწიფო ქ------------------–- სააგენტოს მიერ, საჩივარი ს----------–-------------------------------------------------------------ს გაეგზავნა 2018 წლის 1 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ე-------------------------“ 2018 წლის 1 მარტის საჩივარი ს----------–-------------------------------------------------------------ს.
3.17. სს „ე-------------------------“ 2018 წლის 01 მარტის N- 2------ ადმინისტრაციული საჩივრის თანახმად, ს---------–-–-------------------------–------------ს 2015 წლის 0------------ #1------ ბრძანების საფუძველზე, სა------------------------------–------------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 აგვისტოს #8-------------- გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა დაბა ა----------ში, ფა-–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ არსებული 1-30 კვ.მ ფართობის უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით #6-.1-.2-.2--, რომლის - 27კვ.მ რეალურად არის არა სახელმწიფოს, არამედ სს ე------------------------- საკუთრება. მოგვიანებით ს---------–-–-------------------------–------------ს მიერ განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული ზემოხსენებული უძრავი ქონების პრივატიზაცია, უპირობო აუქციონის ფორმით და უძრავი ქონება შეიძინა ფიზიკურმა პირმა ვ-–------------------–---მ (26.01.2016 წლის ხელშეკრულება #2------------ უ.უ) დღევანდელი მდგომარეობით, უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით 6-.1-.2-.2-- საკუთრების უფლებით ფლობს ორი ფიზიკური პირი - ვ-–------------------–--- და ა-–--------------. თავის მხრივ, სს ე------------------------მ ზემოხსენებულ ტერიტორიაზე მდებარე 27 კვ.მ ფართობის უძრავი ქონება შეიძინა 2008 წლის 0- მაისს ს----------–---------------------------------- სამინისტროსთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. 2-.05.2008 წელს მასზე გაიცა საკუთრების მოწმობა #6---- და მას შემდეგ ენერგოკომპანია ფლობს და სარგებლობს ამ ქონებით უწყვეტად. უძრავ ქონებაზე განთავსებულია სატრანსფორმატორო პუნქტი. ს.ს „ე-------------------------" საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და გაცემულია შესაბამისი ამონაწერი, რომლის (მიწის, უძრავი ქონების) საკადასტრო კოდია #6-.1-.0-.22-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ე-------------------------“ 2018 წლის 1 მარტის საჩივარი ს----------–-------------------------------------------------------------ს.
3.18. სს „ე-------------------------“ 2018 წლის 01 მარტის N-2------ ადმინისტრაციული საჩივრი, რომელიც სამინისტროს ჩაბარდა 2018 წლის 5 მარტს, ს----------–-------------------------------------------------------------ს არ განუხილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.სხდომის ოქმი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „ე-------------------------“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 2--ე მუხლი;
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17, 22-ე, 32-ე მუხლები;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი, მე-2, 53-ე, 601-ე, 96-ე მუხლები.
საქართველოს კანონი ,,საჯარო რეესტრის შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 2--ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სა------------------------------–------------ს (შემდგომში – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით სა------------------------------–------------ს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
დადგენილია, რომ 2008 წლის 0- მაისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება N 1-----, ს----------–---------------------------------- სამინისტროსა და სს „ე-------------------------“ შორის. 2008 წლის 2- მაისის ს----------–---------------------------------- სამინისტროს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N 6-----ით, ე----------------------------- მინისტრის 22.05.08 წლის N1------ ბრძანების საფუძველზე ე------------------------- სახელზე ირიცხება დანართი N1 , N2, N3 ით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივები.
2008 წლის 12 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის უძრავი ქონების შესახებ სს „ე-------------------------“ საკუთრებაშია ა------------------ დაბა ა----------–------–--–---–--------- მიმდებარე ტერიტორიის 27 კვ.მ არსასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 6-.1-.0-.22-.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელმწიფო ქ------------------–- სააგენტოს 2015 წლის 0------------ N------- ბრძანებით, უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ დაევალა, ა------------------ დაბა ა----------–------–--–---–--------- მიმდებარედ 1-30 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 82.24 კვ.მეტრის საერთო სარგებლობის გზის (სერვიტუტი) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია.
სა------------------------------–------------ს 2015 წლის 13 აგვისტოს N 8-------------- გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქ------------------–- სააგენტოს მოთხოვნით გათვალისწინებული, სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ად-----ს რაიონ დაბა ა----------–------–--–---–--------- მიმდებარედ, დაკმაყოფილდა.
2015 წლის 13 აგვისტოს N8----------- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სახელმწიფო საკუთრებაშია, არასასოფლო სამეურნეო 1-30.00კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ად-----ს რაიონი, დაბა ა----------------–--–---–--------- მიმდებარე ტერიტორია.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 2----------, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება #2------------ უ.უ. საფუძველზე ფიზიკურ პირს ვ-–------------------–---ს გადაეცა დაბა ა----------–------–--–---–--------- მიმდებარე 1-30კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
2016 წლის 2---------- N 8-------------- გადაწყვეტილებით სა------------------------------–------------ს, ვ-–------------------–--ის მიერ მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე, უძრავ ნივთზე მდებარე დაბა ა----------------–--–---–--------- მიმდებარედ, დაკმაყოფილდა.
2016 წლის 2---------- ამონაწერის თანახმად საჯარო რეესტრიდან არასასოფლო სამეურნეო 1-30კვ.მ მიწის ნაკვეთი ირიცხება ვ-–------------------–--ის საკუთრებაში საკადასტრო კოდით 6-.1-.2-.2--.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 15 თებერვალს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ვ-–------------------–---სა და ა-–--------------ს შორის, რომლის თანახმადაც ა-–--------------მ შეიძინა ნასყიდობის საგნის 1/6 რაც შეადგენს 200 კვ.მ.
სა------------------------------–------------ს 2016 წლის 17 თებერვლის N 8-------------- გადაწყვეტილებით ა-–--------------ს მიერ მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგტისტრაცია გარიგების საფუძველზე, დაკმაყოფილდა.
2016 წლის 17 თებერვლის საჯარო რეეტრიდან N 8----------- ამონაწერით 1-30 კვ.მ არსასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად ირიცხებიან ვ-–------------------–--- 5/6 წილით ხოლო ა-–-------------- 1/6 წილით საკადასტრო კოდზე 6-.1-.2-.2--.
2018 წლის 01 მარტის N- 2------ ადმინისტრაციული საჩივრით დადგენილია, რომ ს---------–-–-------------------------–------------ს 2015 წლის 0------------ #1------ ბრძანების საფუძველზე, სა------------------------------–------------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 აგვისტოს #8-------------- გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა დაბა ა----------ში, ფა-–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ არსებული 1-30 კვ.მ ფართობის უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით #6-.1-.2-.2--, რომლის - 27კვ.მ რეალურად არის არა სახელმწიფოს, არამედ სს ე------------------------- საკუთრება. მოგვიანებით ს---------–-–-------------------------–------------ს მიერ განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული ზემოხსენებული უძრავი ქონების პრივატიზაცია, უპირობო აუქციონის ფორმით და უძრავი ქონება შეიძინა ფიზიკურმა პირმა ვ-–------------------–---მ (26.01.2016 წლის ხელშეკრულება #2------------ უ.უ) დღევანდელი მდგომარეობით, უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით 6-.1-.2-.2-- საკუთრების უფლებით ფლობს ორი ფიზიკური პირი - ვ-–------------------–--- და ა-–--------------.
თავის მხრივ, სს ე------------------------მ ზემოხსენებულ ტერიტორიაზე მდებარე 27 კვ.მ ფართობის უძრავი ქონება შეიძინა 2008 წლის 0- მაისს ს----------–---------------------------------- სამინისტროსთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. 2-.05.2008 წელს მასზე გაიცა საკუთრების მოწმობა #6---- და მას შემდეგ ენერგოკომპანია ფლობს და სარგებლობს ამ ქონებით უწყვეტად. უძრავ ქონებაზე განთავსებულია სატრანსფორმატორო პუნქტი. ს.ს „ე------------------------- საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და გაცემულია შესაბამისი ამონაწერი, რომლის (მიწის, უძრავი ქონების) საკადასტრო კოდია #6-.1-.0-.22-.
აღნიშნული გარემოების შესახებ კომპანიისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სს „ე-------------------------“ ერთობლივი განცხადებით მიმართეს ვ-–------------------–---მ და ა-–--------------მ, რომლითაც წარმოადგინეს მათი საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდით 6-.1-.2-.2-- და მოითხოვეს ენერგო კომპანიის კუთვნილი სატრანსფორმატორო პუნქტის გადატანა აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან. სს „ე------------------------“-ს უფლებამოსილ წარმომადგენელთა მიერ ჩატარდა დეტალური მოკვლევა, რომელმაც გამოავლინა ის გარემოება, რომ ენერგოკომპანიის კუთვნილ უძრავი ქონების განკარგვა, მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე, სახელმწიფო ქ------------------–- სააგენტოს მიერ მოხდა განმეორებით, აქედან გამომდინარე ადგილი აქვს ზედდებას რეგისტრირებულ მონაცემებთან, საკადასტრო კოდით 6-.1-.2-.2--.
„საჯარო რეესტრის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებებზე ადრე იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციოდ. იმავე კანონის 2--ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ , თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს .
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმით უზრუნველყოფილიყო ისეთი საფრთხის თავიდან აცილება, რაც შესაძლებელია დამდგარიყო ერთი და იმავე უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთზე) სხვადასხვა სუბიექტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თვალსაზრისით. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თავდაპირველად ე------------------------- საკუთრებად იქნა რეგისტრირებული აღნიშნული მიწის ნაკვეთის 27 კვ.მ, რომელიც შემდგომ სა------------------------------–------------ს მიერ არასწორად იქნა აღრიცხული სახელმწიფო საკუთრებად და მოხდა მისი პრივატიზება აუქციონის სახით, რომელიც შეიძინა ფიზიკურმა პირმა ვ-–------------------–---მ და ა-–--------------მ, შესაბამისად სს „ე-------------------------“ კუთვნილ მიწის ნაკვთთან მოხდა ზედდება.
სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავდაპირველად 2008 წლის 0- მაისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, საქართველოს ეკონომიკის გ------------- სამინისტროსა და სს „ე------------------------- „ შორის, რომელიც დადასტურებულია საკუთრების მოწმობა 6-----ით.
შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს---------–-–-------------------------–------------ს 2015 წლის 0------------ #1------ ბრძანება, სა------------------------------–------------ს მიერ გამოკვლევის გარეშე მოხდა 2015 წლის 13 აგვისტოს #8-------------- გადაწყვეტილების გამოტანა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ გამოკვლევის საფუძველზე უნდა გამორიცხულიყო ზედდება, ხოლო აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში დადგენილიყო ხარვეზი და წარმოდგენილიყო პირველადი რეგისტრირებისას კორექტირებული ნახაზი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მესამე პირების განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კეთილსინდისიერი შემძენები არიან, რადგან მათ უნდა გამოეკვლიათ იყო თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, კეთილსინდისიერად არ ჩაითვლლება შემძენი, რომელსაც უნდა სცოდნოდა რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმციიდან გამომდინარე ითვლება, რომ სს „ე-------------------------“ საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი - სარეგისტრაციო სამსახურის სააღრიცხვო ბარათი ნაკვეთზე სს „ე-------------------------“ საკუთრების უფლების მითითება არ შეცვლილა, ასევე საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი - არ გაუქმებულა;
ამდენად, მოსარჩელის უფლების რეგისტრაციის დღიდან სადავო გადაწყვეტილებების მიღებამდე მოქმედი მოცემულ საკითხთან მიმართებით არსებული საკანონმდებლო სფეროს ანალიზი ცხადყოფს, რომ მიუხედავად კანონში შეტანილი არაერთი ცვლილებისა, ან ახალი კანონის ამოქმედებისა, რეგისტრირებული მონაცემის სარწმუნოობა და მის მიმართ უტყუარობის პრეზუმციის არსებობა დაცულია ყველა მიღებული ნორმის საფუძველზე. რეგისტრირებული მონაცემის შეცვლა დასაშვებია რეგისტრირებული მონაცემის შეცვლით, ტექნიკური ხარვეზის გასწორებით, ან დასაშვებია მისი გაუქმება. ყველა ეს მოქმედება, რაც პირის უფლების შეცვლას გამოიწვევს, მოითხოვს მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასა და მხარის სათანადო ინფორმირებულობას.
6.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მის მიერ მიღებულ Nბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა. მართალია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6. მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, სა------------------------------–------------ს სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა... საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით სასამართლომ მიუთითა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს
თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში აღნიშნული სადაო ადმინისტრაციული აქტები გასაჩივრებულ ნაწილში, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სს „ე-------------------------“ მიერ გასაჩივრდა ს---------–-–-------------------------–------------ს 2015 წლის 0------------ #1------ ბრძანება, რომლითაც მოხდა ენერგოკომპანიის კუთვნილი ურავი ქონების განკარგვა სახელმწიფო ქ------------------–- სააგენტოს მიერ, საჩივარი ს----------–-------------------------------------------------------------ს გაეგზავნა 2018 წლის 1 მარტს. სს „ე-------------------------“ 2018 წლის 01 მარტის N-2------ ადმინისტრაციული საჩივრი, რომელიც სამინისტროს ჩაბარდა 2018 წლის 5 მარტს, ს----------–-------------------------------------------------------------ს არ განუხილია.
ს----------–-------------------------------------------------------------ს სს „ე-------------------------“ 2018 წლის 01 მარტის N-2------ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, საჩივარზე დართული მასალები.
შესაბამისად დადგენილია, რომ ს----------–-------------------------------------------------------------მ სს „ე-------------------------“ 2018 წლის 01 მარტის N-2------ ადმინისტრაციული საჩივარის სამინისტროსთვის 2018 წლის 01 მარტის გადაგზავნის შემდეგ, სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში არათუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ უწარმოებია, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა სს „ე-------------------------“ საჩივარზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში, რადგან ს----------–-------------------------------------------------------------ს უარი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზიანს აყენებს მოსარჩელის სს „ე-------------------------“ კანონიერ უფლებას და ინტერესს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს----------–-------------------------------------------------------------მ სს „ე-------------------------“ საჩივარზე ისე მიიღო უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის არცერთი გარემოებები, არც საჩივარზე დართული მასალები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.
ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში აღნიშნული სადაო ადმინისტრაციული აქტები გასაჩივრებულ ნაწილში, ასევე ს----------–-------------------------------------------------------------ს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადაო ადმინისტრაციული აქტები გასაჩივრებულ ნაწილში, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს----------–-------------------------------------------------------------ს ე.წ. „ვირტუალური უარი" სს „ე-------------------------“ 2018 წლის 1 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც სსიპ - ს----–-–--------------------------–------------- ს--------------------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 200 ლარის გადახდა, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, აგრეთვე სსიპ სა------------------------------–------------ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს ს--------------------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 300 ლარის გადახდა, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, 2--ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ს--------------------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ - სახელმწიფო ქ------------------–- სააგენტოს 2015 წლის 07 აგვისტოს N------- ბრძანება ად-----ს რაიონი, დაბა ა----------ი, ფა-–--–---–-- ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების ს--------------------------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში.
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ე------------ და მ--------- გ------------- სამინისტროს უარი ს--------------------------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში სსიპ - სახელმწიფო ქ------------------–- სააგენტოს 2015 წლის 07 აგვისტოს N------- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის შესახებ ს--------------------------------ს“ 2018 წლის 01 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
4. ბათილად იქნეს ცნობილი სა------------------------------–------------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილება, სახელმწიფოს საკუთრებად ად-----ს რაიონი, დაბა ა----------ი, ფა-–--–---–-- ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 6-.1-.2-.2--) ს--------------------------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში.
5. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2016 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება N2------------ უ.უ. ს--------------------------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.
6. ბათილად იქნეს ცნობილი სა------------------------------–------------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 29 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილება, ად-----ს რაიონი, დაბა ა----------ი, ფა-–--–---–-- ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 6-.1-.2-.2--) ს--------------------------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ვ-–------------------–--ის საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში.
7. ბათილად იქნეს ცნობილი სა------------------------------–------------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 17 თებერვლის N8-------------- გადაწყვეტილება, ად-----ს რაიონი, დაბა ა----------ი, ფა-–--–---–-- ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 6-.1-.2-.2--) ს--------------------------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ვ-–------------------–--ის და ა-–---------------- თანასაკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში.
8. დაეკისროს სსიპ - ს----–-–--------------------------–------------- ს--------------------------------ს“ სასარგებლოდ 200 ლარის გადახდა, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
9. დაეკისროს სსიპ სა------------------------------–------------ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს ს--------------------------------ს“ სასარგებლოდ 300 ლარის გადახდა, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი