გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
330210018002500497
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/18-----8

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2--8 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი

მოსარჩელე – სს მიკ---------------------------–-----------------------–ი.

წარმომადგენელი - თე----------–--ე.

მოპასუხე - ნი---------------–---–ი.

წარმომადგენელი - ეთ---------ე.

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) – ნი---------------–---–ი.

წარმომადგენელი - ეთ---------ე.

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) - სს მიკ---------------------------–-----------------------–ი.

წარმომადგენელი - თე----------–--ე.

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (მოსარჩელე სს მიკ---------------------------–-----------------------–ი).

1.1. ნი---------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას სს მიკ---------------------------–-----------------------–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კა-–--------ს ქუჩა, კორპუსი №--, ბინა №--, ს/კ 0-.1-.2-.0--.0--.0-.0-- და სს მიკ---------------------------–-----------------------–ს ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კა-–--------ს ქუჩა, კორპუსი №--, ბინა №--, ს/კ 0-.1-.2-.0--.0--.0-.0--. აღნიშნული ქონება იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, რის გამოც მოსარჩელე ვერ ახერხებს უძრავი ქონების მფლობელობას, სარგებლობასა და განკარგვას.

 

2. მოპასუხის პოზიცია (მოპასუხე ნი---------------–---–ი)

2.1. მოპასუხე ნი---------------–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. სასარჩელო მოთხოვნა (მოსარჩელე ნი---------------–---–ი).

3.1. სს მიკ---------------------------–-----------------------–ს ნი---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით მის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კა-–--------ს ქუჩა, კორპუსი №--, ბინა №--, ს/კ 0-.1-.2-.0--.0--.0-.0--. უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2-0- წლის 1- ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და ამავე პერიოდის შემდეგ ნი---------------–---–ი მართლზომიერად ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით. ამავე პერიოდში ნი---------------–---–ის მიერ, მისივე ხარჯებით, გარემონტდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, რითაც არსებითად გაიზარდა მისი საბაზრო ღირებულება და შესაბამისად მოპასუხე უსაფუძვლოდ იღებს სარგებელს.

 

სს მიკ---------------------------–-----------------------–ის მხრიდან აღძრული სარჩელი ნი---------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მიზნად ისახავს კომპანიის უსაფუძვლო გამდიდრებას დაუსაბუთებელი სარგებლის მიღების გზით, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და უსაფრთხოებას. შესაბამისად სს მიკ---------------------------–-----------------------–ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ნი---------------–---–ს მიადგება არსებითი ზიანი, ვინაიდან მის მიერ უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯები ვერ იქნება კომპენსირებული ვერანაირი გზით.

 

4. მოპასუხის პოზიცია (მოპასუხე სს მიკ---------------------------–-----------------------–ი)

4.1. სს მიკ---------------------------–-----------------------–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ გაწეული სარემონტო ხარჯების არსებობა და ოდენობა. ამასთან ბინა კომპანიის მიერ შეძენილი იქნა საჯარო აუქციონზე კანონის დადგენილი წესით, რაც გულისხმობს ბინის აუქციონზე რეალიზაციას მისი ღირებულების გათვალისწინებით.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

5.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, კა-–--------ს ქუჩა, კორპუსი №--, ბინა №--, ს/კ 0-.1-.2-.0--.0--.0-.0--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ნი---------------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

5.1.2. დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-8 წლის 16 აპრილის A---------------- განკარგულების შესაბამისად, ნი---------------–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კა-–--------ს ქუჩა, კორპუსი №--, ბინა №--, ს/კ 0-.1-.2-.0--.0--.0-.0--, შემძენი 2--8 წლის 4 აპრილს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს მიკ---------------------------–-----------------------–ი. კომპანიის მიერ ქონება შეძენილი იქნა 46800 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------–ის A---------------- განკარგულება;

 

5.1.3. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, კა-–--------ს ქუჩა, კორპუსი №--, ბინა №--, ს/კ 0-.1-.2-.0--.0--.0-.0--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს მიკ---------------------------–-----------------------–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

5.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ ნი---------------–---–ის მიერ გაწეულია ბინის რემონტის ხარჯები, რომლითაც ბინის ღირებულება გაიზარდა 10 000 ლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სს მიკ---------------------------–-----------------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნი---------------–---–ს უარი უნდა ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე, 976-ე, 991-ე მუხლები.

 

8. სამართლებრივი შეფასება

8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, კა-–--------ს ქუჩა, კორპუსი №--, ბინა №--, ს/კ 0-.1-.2-.0--.0--.0-.0--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს მიკ---------------------------–-----------------------–ის სახელზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სს მიკ---------------------------–-----------------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - ნი---------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას სს მიკ---------------------------–-----------------------–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კა-–--------ს ქუჩა, კორპუსი №--, ბინა №--, ს/კ 0-.1-.2-.0--.0--.0-.0-- და სს მიკ---------------------------–-----------------------–ს ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

ამავე კოდექსის 991-ე მუხლის შესაბამისად კი პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლით თანხის დაკისრების თაობაზე აღძრული სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, რაც წინამდებარე შემთხვევაში სახეზე არ არის, ვინაიდან სს მიკ---------------------------–-----------------------–ის მიერ უძრავი ნივთის შეძენილია საჯარო აუქციონის გზით. უსაფუძვლო გამდიდრებით სამართალურთიერთობის შეფასებისთვის აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე და პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც, აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი.

 

იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--1 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ქონების საწყისი ფასი შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასს;

 

დასახელებული საკნაონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაცია ხორციელდება ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. შესაბამისად გათვალისწინებით იმისა, რომ სადაო ქონება სს მიკ---------------------------–-----------------------–ის მიერ შეძენილია საჯარო აუქციონის გზით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ კომპანია უსაფუძვლოდ გამდიდრდა აუქციონზე შეძენილი ქონებით.

 

7. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში სს მიკ---------------------------–-----------------------–ს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 12- ლარის ოდენობით.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2--7 წლის 2 ივნისის №ას-4-3-415-2--7 გადაწყვეტილებით განმარტა შემდეგი: ,,მიუხედავად ზემოხსენებულისა, განსახილველი დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. პალატა დამატებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, „ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ №ას-1155-1032-2--0, 6 იანვარი, 2--1 წელი).’’

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ნი---------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი, შესაბამისად სარჩელზე დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით (დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა).

 

ამავე კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გათვალისწინებით იმისა, რომ სს მიკ---------------------------–-----------------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით, ხოლო 60 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--8 წლის 1- ოქტომბრის განჩინებით ნი---------------–---–ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ვინაიდან ნი---------------–---–ის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 300 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს, სასამართლოს გარეშე ხარჯებს.

 

საქმეში წარმოდგენილია გადახდის ქვითარი, რომლითაც ირკვევა, რომ სს მიკ---------------------------–-----------------------–ის მიერ გადახდილია იურიდიული მომსახურების საფასური 400 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ, დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას - 2-00 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს ქონებრივი და არაქონებრივი დავის დროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. იმისათვის, რომ მხარისათვის მისი დაკისრება მოხდეს, აუცილებელია, შეფასება მიეცეს ამგვარი ხარჯის გაწევის აუცილებლობას და საჭიროებას, პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამგვარი ხარჯის ანაზღაურებას მოითხოვს ე.ი. უნდა შეფასდეს ფაქტობრივი საფუძველი, რაც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების აუცილებლობას, მით უფრო იმ ოდენობით (იგულისხმება, ფაქტობრივ- სამართლებრივი სირთულე, საქმის მნიშვნელობა და სხვა), რომელსაც მხარე მოითხოვს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა და წესი ქმნის, როგორც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, ასევე, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში აქცევს (ზღუდავს) სამართალწარმოების ხარჯზე, მეორე მხარისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სს მიკ---------------------------–-----------------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გათვალისწინებით იმისა, რომ ნი---------------–---–ის მიერ წარმოდგენილი იყო შეგებებული სარჩელი, რომელიც არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამ უკანასკნელს უნდა დაეკისროს სს მიკ---------------------------–-----------------------–ის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში სს მიკ---------------------------–-----------------------–ის წარმომადგენელი მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას. მოსარჩელე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება, რომ მას აქვს საჭიროება თავად ისარგებლოს კუთვნილი უძრავი ნივთით, თუმცა მოსარჩელეს არ აქვს მითითებული და შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული, თუ რაში გამოიხატება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საჭიროება. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-24--ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს მიკ---------------------------–-----------------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ნი---------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას სს მიკ---------------------------–-----------------------–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კა-–--------ს ქუჩა, კორპუსი №--, ბინა №--, ს/კ 0-.1-.2-.0--.0--.0-.0-- და სს მიკ---------------------------–-----------------------–ს ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

3. ნი---------------–---–ს დაეკისროს სს მიკ---------------------------–-----------------------–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.

4. ნი---------------–---–ს დაეკისროს სს მიკ---------------------------–-----------------------–ის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

5. სს მიკ---------------------------–-----------------------–ს დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 (სამოცი) ლარის ოდენობით (გადახდის თარიღი 29 მაისი 2--8 წელი, გადახდილი თანხა 12- ლარი, გადამხდელი სს მიკ---------------------------–-----------------------–ი, საგადახდო დავალება 1---------, სახაზინო კოდი 300773150, გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი’’).

6. ნი---------------–---–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

7. ნი---------------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

8. უარი ეთქვას სს მიკ---------------------------–-----------------------–ს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

11. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე