გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27311 -18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი ანდრო კუკავა
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) - მ--–------------–---–ი
წარმომადგენელი - დ--------------ე
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - თ------------ე
წარმომადგენელი - ბ--------------–---–ი
დავის საგანი ძირითად სარჩელში - განქორწინება
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელში)
მ--–------------–---–ს და თ------------ეს შორის 2-----–-–------------–ს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (აქტის ჩანაწერი N-------);
მოსარჩელე მ--–------------–---–ი და მოპასუხე თ------------ე დაქორწინდნენ 2----–-–------------–ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------–ს, შეეძინათ შვილი, ნ----------–---–ი. მხარეები რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და შემდგომში მათი ოჯახის აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია. მოპასუხე მხარე არ არის თანახმა შეწყდეს ქორწინება, ერთობლივი განცხადების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებულ სარჩელში)
მოპასუხე მ--–------------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2-----–-–------------–ს დაბადებული ნ----------–---–ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 11 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე თ------------ე და მოპასუხე მ--–------------–---–ი 2----–-–------------–იდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------–ს, შეეძინათ შვილი, ნ----------–---–ი. დაახლოებით ხუთი წელია მხარეთა შორის თანაცხოვრება შეწყდა და ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე. მოსარჩელეს თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად არ აქვს შესაძლებლობა გაიღოს ბავშვისთვის საჭირო ყველა ხარჯი. მოსარჩელე მუშაობს მკერავად და მისი შემოსავალი მცირეა. ამასთან, თ------------ეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ არასრულწლოვანის რჩენას. ნ----------–---–ს აქვს მეტყველების პრობლემები და მას სჭირდება რეგულარული მკურნალობა. ამასთან, მას აქვს კანის დაავადება და ყოველთვიურად ესაჭიროება სამედიცინო პრეპარატების მიღება. მოპასუხე მხარე ვალდებულია, ზრუნავდეს შვილზე და სტაბილურად იღებდეს მონაწილეობას მის რჩენა-აღზრდის პროცესში.
(შეგებებული სარჩელი, 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თ------------ე ცნობს სარჩელს ქორწინების შეწყვეტის თაობაზე.
2.2. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თანხმობა განაცხადა, არასრულწლოვანი ნ----------–---–ისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ--–------------–---–ი და თ------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–-----------–იდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------–ს, შეეძინათ შვილი, ნ----------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურის მიერ 2----–-–------------–ს გაცემული ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---------- (ს.ფ. 38);
- ნ----------–---–ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 39);
3.1.2. მხარეებს, მ--–------------–---–ს და თ------------ეს შორის ხუთი წელია ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია და ისინი არ ცხოვრობენ ერთად ოჯახად. არასრულწლოვანი ნ----------–---–ი ცხოვრობს დედასთან, თ------------ესთან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).
3.1.3. მოსარჩელე თ------------ე მუშაობს სამკერვალოში და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 300 (სამასი) ლარს;
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, თ------------ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 300 ლარს, მარტის თვეში - 300 ლარს, აპრილის თვეში - 300 ლარს, მაისის თვეში - 300 ლარს, ივნისის თვეში - 300 ლარს, ივლისის თვეში - 300 ლარს, აგვისტოს თვეში - 300 ლარს, სექტემბრის თვეში - 300 ლარს, ოქტომბრის თვეში - 300 ლარს, ნოემბრის თვეში - 300 ლარს, დეკემბრის თვეში - 300 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 300 ლარს, თებერვლის თვეში - 300 ლარს, მარტის თვეში - 300 ლარს, აპრილის თვეში - 300 ლარს, ივლისის თვეში - 600 ლარს; დამსაქმებლად მითითებულია შპს ,,მ-----;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარატმენტის მიერ 2018 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ცნობა N------------, დანართი (ს.ფ. 71, 73);
3.1.4. მოსარჩელე თ------------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია: ,,ეროზიული გასტროდუოდენიტი“. მას ჩაუტარდა მუცლის ღრუს ფუნქციური ულტრაბგერითი გამოკვლევა. მოსარჩელეს სჭირდება პერიოდულად სამედიცინო კვლევების ჩატარება და შესაბამისი სამედიცინო პრეპარატებით მკურნალობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).
- შპს ,----------–------- მიერ 20.02.2017 წელს გაცემული თ------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 40);
- შპს ,----------–------- მიერ 28.02.2017 წელს გაცემული თ------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 41);
- შპს ,----------–------- მიერ 22.02.2017 წელს გაცემული თ------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 42).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, მ--–------------–---–ის მიერ 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის აპრილის თვეში - 1136.38 ლარს, მაისის თვეში - 710.7 ლარს, ივნისის თვეში - 1349.33 ლარს, ივლისის თვეში - 1048.65 ლარს, აგვისტოს თვეში - 858.6 ლარს და სექტემბრის თვეში - 734.55 ლარს. დამსაქმებლად მითითებულია შპს ,------–------------------
მხარეთა განმარტებით, მოპასუხე მ--–------------–---–ი აღნიშნულ საწარმოში დასაქმებამდე პერიოდულად მუშაობდა და ჰქონდა გარკვეული შემოსავალი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარატმენტის მიერ 2018 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ცნობა N------------, დანართი (ს.ფ. 71 - 72);
3.2.2. არასრულწლოვან ნ----------–---–ს ბოლო რამდენიმე წელია აქვს მეტყველების პრობლემა. 2017 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, მან გაიარა დიაგნოსტიკური შეფასება და ჩაიტარა მეტყველების თერაპიის კურსი შპს ,--------------------–----------------------------–------–--. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული კურსი დაფინანსებული იქნა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ამჟამად, არასრულწლოვანი ნ----------–---–ი დადის კერძო პედაგოგთან მეტყველების აღდგენის მიზნით;
სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ეტაპზე არასრულწლოვანი ნ----------–---–ის მკურნალობის კურსის ღირებულება შეადგენს 3000 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).
- შპს ,--------------------–----------------------------–--------- მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 43).
3.2.3. არასრულწლოვან ნ----------–---–ს აქვს პრობლემები კანთან დაკავშირებითაც და მას შპს ,--------------------–---------------------–--–--------- ექიმ-დერმატოლოგის მიერ დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,--------------------–---------------------–--–--------- ექიმ-დერმატოლოგის მიერ გაცემული დანიშნულება (ს.ფ. 44);
3.2.4. მოპასუხე მ--–------------–---–ი ფაქტობრივ ქორწინებაშია სხვა პირთან. სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ცხოვრობს ქირით, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებული მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).
3.2.5. მოპასუხე მ--–------------–---–ს არასრულწლოვან შვილთან, ნ----------–---–თან არ აქვს სტაბილური ურთიერთობა და არ ნახულობს მას. მამის მხრიდან არასრულწლოვანი ნ-----------–---–ისათვის, რაიმე სახის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოპასუხე თ------------ემ ცნო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, შეგებებული სარჩელი, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მ--–------------–---–ი და თ------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–-----------–იდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. მხარეებს, მ--–------------–---–ს და თ------------ეს შორის საქორწინო ურთიერთობა დაახლოებით ხუთი წელია ფაქტობრივად შეწყვეტილია და მითითებული პერიოდიდან მხარეები ერთიან საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან. მ--–------------–---–ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან.
მოპასუხე თ------------ემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, განქორწინების შესახებ, საქმის მომზადების სტადიაზე. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამდენად, სარჩელი მალხაზ მაზმიშვილს და თ------------ეს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელე თ------------ემ შეგებებული სარჩელით ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–------------–ს დაბადებული ნ----------–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ნ----------–---–ი ცხოვრობს დედასთან - თ------------ესთან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. მოსარჩელე თ------------ე (შეგებებული სარჩელით) მუშაობს სამკერვალოში და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 300 (სამასი) ლარს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია: ,,ეროზიული გასტროდუოდენიტი“. მას ჩაუტარდა მუცლის ღრუს ფუნქციური ულტრაბგერითი გამოკვლევა. მოსარჩელეს სჭირდება პერიოდულად სამედიცინო კვლევების ჩატარება და შესაბამისი სამედიცინო პრეპარატებით მკურნალობა. თ------------ის მკურნალობა დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან.
არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ არასრულწლოვან ნ----------–---–ს ბოლო რამდენიმე წელია აქვს მეტყველების პრობლემა. 2017 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, მან გაიარა დიაგნოსტიკური შეფასება და ჩაიტარა მეტყველების თერაპიის კურსი შპს ,--------------------–----------------------------–------–--. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული კურსი დაფინანსებული იქნა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ამჟამად, არასრულწლოვანი ნ----------–---–ი დადის კერძო პედაგოგთან მეტყველების აღდგენის მიზნით. ამასთან, ბავშვს აქვს პრობლემები კანთან დაკავშირებითაც და მას დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკრუნალობა შპს ,--------------------–---------------------–--–--------- ექიმ-დერმატოლოგის მიერ.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ეტაპზე არასრულწლოვანი ნ----------–---–ის მკურნალობის კურსის ღირებულება შეადგენს 3000 ლარს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობის ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, მ--–------------–---–ის მიერ 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის აპრილის თვეში - 1136.38 ლარს, მაისის თვეში - 710.7 ლარს, ივნისის თვეში - 1349.33 ლარს, ივლისის თვეში - 1048.65 ლარს, აგვისტოს თვეში - 858.6 ლარს და სექტემბრის თვეში - 734.55 ლარს. დამსაქმებლად მითითებულია შპს ,------–------------------ მხარეთა განმარტებით, მოპასუხე მ--–------------–---–ი აღნიშნულ საწარმოში დასაქმებამდე პერიოდულად მუშაობდა და ჰქონდა გარკვეული შემოსავალი. ამასთან, მოპასუხე მხარის განმარტებით, მ--–------------–---–ი ამ ეტაპზე იმყოფება ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში სხვა პირთან, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ იქნა სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხე მხარის ქირით ცხოვრების ფაქტს. ამასთან, როგორც მხარეთა განმარტებით დადგინდა, მოპასუხე მ--–------------–---–ს არასრულწლოვან შვილთან, ნ----------–---–თან არ აქვს სტაბილური ურთიერთობა და არ ნახულობს მას. მამის მხრიდან არასრულწლოვანი ნ-----------–---–ისათვის, რაიმე სახის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მოპასუხე მ--–------------–---–ი თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, თანახმაა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარი. იგი თავს არ არიდებს არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულებას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და იმ გარემოებას, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება მოპასუხე მ--–------------–---–ის დასაქმებისა და სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხე თ------------ემ სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულებისაგან,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მ--–------------–---–ს თავდაპირველ სარჩელზე (დავის საგანი ქორწინების შეწყვეტა) გადახდილი აქვს ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი, რაც უნდა ჩაითვალოს მოპასუხე მ--–------------–---–ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ალიმენტის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--–------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს ქორწინება მ--–------------–---–სა (დაბადებული: 1----–-–----------------–ს, პირადი N----------6) და თ------------ეს (დაბადებული: 1----–-–---------------ს, პირადი N-----------) შორის, რეგისტრირებული 2----–-–------------–ს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერი N-------.
3. თ------------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. მოპასუხე მ--–------------–---–ს (პირადი N----------6) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ნ----------–---–ის (დაბადებული: 2----–-–------------–ს, პირადი N-----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 11 ოქტომბრიდან, მის სრულწლოვანებამდე.
5. მოპასუხე მ--–------------–---–ს (პირადი N----------6), სახელმწიფო ბაჟი ჩაეთვალოს გადახდილად.
6. თ------------ე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა