გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2018
საქმის ნომერი
180210018002507473
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/500-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2018 წ. ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

მც-----ს რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ბადრი შონია

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) - ზა------ ის-–---–-

მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - ნი--- ლა-----–---–-

არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი - სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ცენტრი (წარმომადგენელი ქეთი ნა--------)

დავის საგანი (ძირითად სარჩელში) - განქორწინება, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - ალიმენტის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. ზა------ ის-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2011 წლის 08 დეკემბერს ზა------ ის-–---–სა და ნი--- ლა-----–---–- შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

1.2. განესაზღვროს ზა------ ის-–---–ს არასრულწლოვან შვილთან, 2012 წლის 09 აგვისტოს დაბადებულ ალ---------- ის-–---–თან, ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, თვეში ორჯერ შაბათი დღეს - დღის პირველი ნახევრიდან, კვირა დღის საღამომდე. თავის საცხოვრებელ ადგილას (ქ. დუ–---ი, ფა---------- ქ. N37) წაყვანის და ღამით დარჩენის უფლებით. (იხ. სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის დაზუსტება, 2018 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 16:49:50სთ).

 

წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, ზა------ ის-–---–- 2011 წლის 08 დეკემბრიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხე ნი--- ლა-----–---–--ან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ალ---------- ის-–---–- (დაბადებული 10.08.2012წ.). ბოლო პერიოდში მას და მოპასუხეს დაეძაბათ ურთიერთობა და 4 წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. შესაბამისად, მათი ქორწინება მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებს და მათ მომავალ თანაცხოვრებას პერსპექტივა არ აქვს. მიუხედავად არაერთი მიმართვისა და თხოვნისა, მოპასუხე არ ცხადდება სამოქალაქო რეესტრში განქორწინების რეგისტრაციისთვის. გარდა ამისა, მოსარჩელეს სურს იზრუნოს თავის შვილზე და მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს მასთან, მაგრამ მოპასუხე არ აძლევს ბავშვთან ურთიერთობის საშუალებას.

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით

 

1.2.1. მოპასუხე ზა------ ის-–---–ს (პ/ნ 16---------) დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის ალ---------- ის-–---–-ს სასარგებლოდ ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. (იხ. სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის დაზუსტება, 2018 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 16:34:51სთ).

1.2.2. მოპასუხე ზა------ ის-–---–ს დაეკისროს წარსული სამი წლის პერიოდის ალიმენტის გადახდა 3 000 ლარის ოდენობით.

 

ნი--- ლა-----–---–-ს განმარტებით, იგი 2011 წლის 08 დეკემბრიდან რეგიტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზა------ ის-–---–თან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ალ---------- ის-–---–-. მხარეები ოთხი წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ამ პერიოდის განმავლობაში ნი--- ლა-----–---–- გამუდმებით მიმართვდა მოპასუხეს და სთხოვდა ალიმენტის გადახდას, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხე მუშაობს თბილისში ორ სკოლაში და აქვს შემოსავალი.

 

2.1. მოპასუხის (ნი--- ლა-----–---–-ს) პოზიცია

 

ნი--- ლაზვიაშვილმა სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, ხოლო მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ არ არის წინააღმდეგი მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან, თუმცა ვინაიდან ბავშვი დადის სკოლაში, ნი--- ლა-----–---–- წინააღმდეგია პარასკევ დღეს წაიყვანოს მამამ ბავშვი თავის საცხოვრებელ ადგილზე. ნი--- ლა-----–---–- თანახმაა ზა------ ის-–---–მა ბავშვი ინახულოს შაბათ-კვირას, ასევე თანახმაა ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მამასთან დარჩეს ბავშვი ერთი ღამით.

 

2.2. მოპასუხის (ზა------ ის-–---–-ს) პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

 

ზა------ ის-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო შეგებებული სარჩელი, კერძოდ მან განმარტა, რომ თანახმაა გადაუხადოს შვილს ალიმენტი თვეში 100 ლარის ოდენობით, ვინაიდან მისი შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 400 ლარს.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. სააგენტო ბავშვის ასაკიდან გამომდინარე არ არის წინააღმდეგია მოპასუხემ წაიყვანოს შვილი მის საცხოვრებელ ადგილზე ღამე დარჩენის უფლებით. აღნიშნული ზიანს არ მიაყენებს ბავშვის ინტერესებს. ამასთან, ბავშვთან ურთიერთობის წესი მამას უნდა განესაზღვროს იმგვარად, რომ არ შეეშალოს ხელი ბავშვს სასკოლო პერიოდში სწავლის პროცესში.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდაო გარემოებები

 

4.1.1. 2011 წლის 08 დეკემბრიდან ზა------ ის-–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნი--- ლა-----–---–--ან

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი

- შესაგებელი

- ქორწინების მოწმობა

 

4.1.2. თანაცხოვრების პერიოდში - 2012 წლის 10 აგვისტოს ზა------ ის-–---–სა და ნი--- ლა-----–---–- შეეძინათ შვილი ალ---------- ის-–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი

- შესაგებელი

- დაბადების მოწმობა

 

4.1.3. მოსარჩელე ზა------ ის-–---–- და მოპასუხე ნი--- ლა-----–---–- ოთხი წელია აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ალ---------- ის-–---–- ცხოვრობს დედასთან, ნი--- ლა-----–---–--ან ერთად მც-----ს რაიონის სოფელ მი---–---–ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი

- შესაგებელი

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

4.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

4.2.1 მოსარჩელე ზა------ ის-–---–- დასაქმებულია შპს ,,პო-–---–----–-’’ მასწავლებლად და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 200 ლარს. ასევე მუშაობს სსიპ ქ. თბილისის 2---ე საჯარო სკოლაში მასწავლებლად და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 132,29 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ცნობა N4-95 (26.09.2018წ)

- ცნობა N MES 9 18 01366889 (23.10.2018წ)

 

4.2.2. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) ნი--- ლა-----–---–- დასაქმებულია და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 700 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნი--- ლა-----–---–-ს ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

4.2.3. ზა------ ის-–---–-ს განმარტებით, იგი მონაწილეობას იღებს შვილის აღზრდაში და შესაძლებლობის ფარგლებში (ვინადიან მისი შემოსავალი არის მწირი) ეხმარება ბავშვს მატერიალურად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზა------ ის-–---–-ს ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ზა------ ის-–---–- თანახმაა მის შვილს გადაუხადოს ალიმენტი 100 ლარის ოდენობით, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

4.2.4. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ასევე ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეგებებული სარჩელის წარდგენამდე ნი--- ლა-----–---–-ს მიერ მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ მოპასუხე ზა------ ის-–---–- თავს არიდებდა მის გადახდას. აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლით დადგენილია მხარეთა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, რომლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სასამართლომ განიხილა ზა------ ის-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნები, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხემ ცნო ამ ნაწილში სარჩელი. ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან.

 

5.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, შეგებებული სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ'' ქვეპუნქტი, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე მუხლები, 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილი

- გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია

- საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზა------ ის-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად მხარეებისათვის შესარიგებელი ვადის დანიშვნა, ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, უნდა შეწყდეს ზა------ ის-–---–სა (პ/ნ 16---------) და ნი--- ლა-----–---–- (პ/ნ 31---------) შორის 2011 წლის 08 დეკემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერის N2----------.

 

7.2. ზა------ ის-–---–მა წარმოდგენილი სარჩელით ასევე მოითხოვა არასრულწლოვან ალ---------- ის-–---–თან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა თვეში ორჯერ პარასკევი დღის 17:00 საათიდან, კვირა დღის 15:00 საათამდე, სასამართლო მთავარ სხდომაზე მან დააზუსტა მოთხოვნა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით მოითხოვა არასრულწლოვან ალ---------- ის-–---–თან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა თვეში ორჯერ შაბათი დღეს - დღის პირველი ნახევრიდან, კვირა დღის საღამომდე, საცხოვრებელ სახლში წაყვანის, (ღამით დარჩენის) უფლებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღნიშნული ნორმებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას, დაიცვას დედათა და ბავშვთა უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების თანახმად, კი ოჯახის კეთილდღეობა უპირველეს ყოვლისა არის ოჯახის წევრებს შორის, მეუღლეებს, მშობლებსა და შვილებს შორის ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულია მშობლებსა და შვილების შორის ურთიერთობები, განსაზღვრულია მათი უფლებები და ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ხსენებული ნორმა მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. შესაბამისად, შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

აღნიშნული ნორმებით აღიარებულია მშობლების თანაბარი უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები, მან უნდა უზრუნველყოს მეორე მშობლის შვილთან ნორმალური ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდა მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობების სამართლებრივ ასპექტებს შეეხება ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებთან შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

გაეროს მიერ მიღებული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

ამდენად, ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, რადგან მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად. ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, კი ბავშვის ინტერესში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისთვის ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპების შთაგონება. ოჯახური გარემოს შექმნა გულისხმობს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობის უზრუნველყოფას იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.

 

მშობლებს ან ოჯახის წევრებს შეიძლება შეეზღუდოთ ან ჩამოერთვათ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათი ბავშვთან ურთიერთობა მის აღზრდა-განვითარებაზე მავნე ზეგავლენას მოახდენს ან როდესაც მშობლების დაშორების გამო აუცილებელია მათი შვილებთან ურთიერთობის საკითხის მოწესრიგება.

 

,,ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის” მე-7 მუხლის მიხედვით, ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძი---ს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.

 

ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ზრუნვის საგანია.

 

მოსარჩელე მოითხოვს თვეში ორჯერ, ერთი ღამით შვილის მის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პერიოდულობით ბავშვის წაყვანა გამართლებულია, რადგან ეს არის ბავშვის მშვიდი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ჩამოყალიბებისთვის მიზანშეწონილი, ვინაიდან მცირეწლოვანს უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან.

 

მშობლების ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებული დავების განხილვისას, სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უპირატესი ინტერესი.

 

დადგენილია, რომ არასრულწოვანი ალესანდრე ის-–---–- ცხოვრობს დედასთან ნი--- ლა-----–---–--ან მც-----ს რაიონის სოფელ მი---–---–ში, ნი--- ლა-----–---–-ს მშობლების სახლში, საცხოვრებელი სახლი კეთილმოწყობილია, დაცულია ჰიგიენური ნორმები და შექმნილია ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის ადეკვატური გარემო. ალ---------- ის-–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, იგი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, ბავშვი ირიცხება სოფელ მი---–---–ის საჯარო სკოლაში. კლასის ხელმძღვანელისგან მიღებული ინფორმაციით ბავშვი სკოლაში ყოველთვის დადის მოწესრიგებული, ოჯახის წევრები ყურადღებით ეკიდებიან ალ----------ს განათლების საკითხს. ბავშვი ასაკის შესაბამისად არის განვითარებული. უზრუნველყოფილია ადექვატური საკვებით, ტანსაცმლით, ასაკის შესაბამისი სათამაშოებით და სხვა საჭიროებებით. დედა გამოხატავს სიყვარულს და სითბოს შვილის მიმართ, იყენებს მასთან ურთიერთობისას პოზოტიურ მეთოდებს. ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების შედეგად გაცემული იქნა შემდგეი რეკომენდაცია: ,,აუცილებელია, უფროსების მხრიდან გაცნობიერდეს ბავშვის ძლიერი მოთხოვნილებების თუ ინტერესების ჩახშობის შემთხვევაში წარმოქმნილი ნეგატიური ემოციური განცდების ზემოქმედებით გამოწვეული საგანგაშო შედეგები, რომლებიც უარყოფით გავლენას მოახდენენ, როგორც ალ----------ს განვითარებაზე, ასევე ბავშვის მშობლებთან და ბავშვის მშობლების ახლობელ ადამიანებთან შემდგომ ურთიერთობაზე. იმისათვის რომ არ გაღრმავდეს ბავშვის შეგნებაში გაორებული მდგომარეობა, მნიშვნელოვანია მშობლებმა და მათმა ახლობელმა ადამიანებმა დაიცვან ერთმანეთის მიმართ ნეიტრალიტეტი. უზრუნველყონ ბავშვისათვის არაკონფლიქტური და სტაბილური გარემო. ალ----------ს ემოციური მდგომარეობს გასაუმჯობესებლად, დაძაბულობის მოსახსნელად, უსაფრთხოების და დაცულობის განცდის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ორივე მშობლის მხრიდან ნაბიჯის გადადგმა ურთიერთთანამშრომლობისათვის, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმების მიღწევით (მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 30 ოქტომბრის დასკვნა).

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ცენტრის სოციალური მუშაკის დაკვნის თანახმად, მოქალაქო ზა------ ის-–---–- გამოთქვამს სურვილს და ინტერესს იზრუნოს შვილზე, როგორც მატერიალურად, ასევე სოციალურად. მას სურს იყოს ჩართული მცირეწლოვანის განვითარებაში. ზა------ ის-–---–- პროფესიით არის პედაგოგი, ამჟამად დასაქმებულია, მისი განმარტებით კარგად აქვს გაანალიზებული ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და მოვალეობები და მზად არის იზრუნოს მცირეწლოვანზე სათანადოდ და ადეკვატურად. სოციალური მუშაკის რეკომენდაციით, მცირეწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით და მისი მშვიდი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ჩამოყალიბებისათვის მიზანშეწონილია მხარეები მორიგდნენ მცირეწლოვანის ჭეშმარიტი საჭიროებების გათვალისწინებით, რათა მას ხელი არ შეეშალოს განვითარებისა და სოციალიზაციის პროცესში. ასევე აღსანიშნავია, რომ მცირეწლოვანს აქვს უფლება ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან.

 

სასამართლო იზიარებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი ალ---------- ის-–---–ს მამასთან ურთიერთობა უნდა განისაზღვროს ბავშვის მცირე ასაკის, ჩვეული რეჟიმის და მისი ემოციური ფონის გათვალისწინებით. ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ორივე მშობელთან და მშობლების ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. ორივე მხარე ვალდებულია, არასრულწლოვან შვილს შეუქმნან ემოციური კომფორტის განცდა და მისცენ ორივე მშობელთან (მათი ოჯახის წევრებთან) ურთიერთობის საშუალება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ალ---------- ის-–---–-ს ასაკობრივ მაჩვენებელს და მის ყოველდღიურ რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე შვილის მიმართ მშობლების მზრუნველობა-დამოკიდებულებას და განმარტავს, რომ უპირატესია ბავშვის უფლება, ურთიერთობა იქონიოს როგორც დედასთან, ასევე მამასთან, მათ საცხოვრებელ ადგილას გაატაროს გარკვეული დრო იმგვარად რომ ხელი არ შეეშალოს მის ასაკობრივ განვითარებას, სკოლაში სიარულს და ასევე, ორივე მშობელს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა, უქმე დღეები გაატარონ ბავშვთან. როგორც საქმის მასალებით, მხარეთა-ახსნა-განმარტებებით და ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით დგინდება, ბავშვს აქვს მამასთან ღამით დარჩენის გამოცდილება, რაც არ არის მისთვის ზიანის მომტანი. ორივე მშობლის მხრიდან ჰარმონიული მზრუნველობითი დამოკიდებულება კი ხელს შეუწყობს ბავშვის სრულყოფილებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ზა------ ის-–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მას არასრულწლოვან შვილთან - ალ---------- ის-–---–თან, ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს დრო - თვეში ორჯერ შაბათი დღის 11:00 საათიდან და კვირა დღის 17:00 საათამდე საცხოვრებელ სახლში წაყვანის, (ღამით დარჩენის) უფლებით. სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია.

 

7.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ნი--- ლა-----–---–-ს შეგებებული სარჩელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შესახებ, ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩი---ნ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.

 

,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ,,ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ,,ბავშვთა უფლებების შესახებ’’ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, სასამართლო ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ალ---------- ის-–---–- ცხოვრობს დედასთან ნი--- ლა-----–---–--ან. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) ნი--- ლა-----–---–- აქვს ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი (ხელზე ასაღები) 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.

 

დადგენილია (შეგებებული სარჩელით) მოპასუხის ზა------ ის-–---–-ს მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ მოპასუხე ზა------ ის-–---–- დასაქმებულია შპს ,,პო-–---–----–-’’ მასწავლებლად და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 200 ლარს. ასევე მუშაობს სსიპ ქ. თბილისის 2---ე საჯარო სკოლაში მასწავლებლად და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 132,29 ლარს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ზა------ ის-–---–- თანახმაა თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 100 ლარი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვი თვეში ორჯერ უქმე დღეებს გაატარებს მამასთან, ამ უკანასკნელის ოჯახში, რა დროსაც იგი ყოველგვარი საჭიროებებით უზრუნველყოფილი იქნება მამის მხრიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისათვის აუცილებელ ხარჯს. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის, ალ---------- ის-–---–-ს სასარგებლოდ, იქნება თვეში 150 ლარი.

 

რაც შეეხება წარსული პერიოდის ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ნი--- ლა-----–---–-ს მიერ მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად და ზა------ ის-–---–- თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

8. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს - 100 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ზა------ ის-–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

ნი--- ლა-----–---–-ს სარჩელზე ხარჯების უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის საფუძველზე ალიმენტის მოთხოვნაზე სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებულია. შესაბამისად, ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. ამ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენს (150*12) 1800 ლარს, ხოლო გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათავლისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი 150 ლარიდან, მოპასუხემ ცნო 100 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 66,6%. საქმეზე გადასახდელი სახლემწიფო ბაჟის (50 ლარის) 66,6% არის 33,3 ლარი. რადგან მოპასუხემ სარჩელის ნაწილი მთავარ სხდომაზე ცნო, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამდენად მის მიერ გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 16,65 ლარს. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TTRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზი--- კოდი 300783150;

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

IV სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს ზა------ ის-–---–-ს სარჩელი;

 

1.1. შეწყდეს ზა------ ის-–---–სა (პ/ნ 16---------) და ნი--- ლა-----–---–- (პ/ნ 31---------) შორის 2011 წლის 08 დეკემბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დუ–---ის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის N2----------;

 

1.2. ზა------ ის-–---–ს ნება დაერთოს არასრულწლოვანი შვილი, 2012 წლის 09 აგვისტოს დაბადებული ალ---------- ის-–---–-, წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილზე - ქ. დუ–---ი, ფა---------- ქ. N37, თვეში ორჯერ შაბათი დღის 11:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე პერიოდში (ღამე დარჩენის უფლებით);

 

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნი--- ლა-----–---–-ს შეგებებული სარჩელი;

 

2.1. ზა------ ის-–---–ს (პ/ნ 16---------) დაეკისროს შვილის 2012 წლის 09 აგვისტოს დაბადებული ალ---------- ის-–---–-ს სარჩენად ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით, ალიმენტის გადახდა დაიწყოს შეგებებული სარჩელის აღძვრის დღიდან 2018 წლის 11 ივლისიდან;

 

2.2 არ დაკმაყოფილდეს ნი--- ლა-----–---–-ს მოთხოვნა წარსული პერიოდის ალიმენტის დაკისრების შესახებ.

 

3. ზა------ ის-–---–ს დაუბრუნდეს 2018 წლის 22 ივნისს №6 საგადახდო დავალებით მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: მიმღების ანგარიში/სახაზი--- კოდი 300783150;

4. ზა------ ის-–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 16.65 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მც-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მც-----ს რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ბადრი შონია