გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2018
საქმის ნომერი
330210017002202702
კატეგორია
დავის ტიპი
ქირავნობა
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/34024-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 20-- წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - შო------–-–----–---–ი

წარმომადგენელი - ლი---–------ე

მოპასუხეები - ფა-----------------ა, მა--------–---ი

წარმომადგენელი - ნი-----------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ფა-----------------ასა და მა--------–---ს შო------–-–----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა, 20-6 წლის 03 დეკემბრიდან 20-- წლის ნოემბრის ჩათვლით, რაც შეადგენს 5500 ლარს. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შო------–-–----–---–ი არის უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, ა-----------------, ს--------, ბ------, ფართი 61,69 კვ.მ., დაზუსტებული ფართობი 269 კვ.მ., საკადასტრო კოდი N--.1-.0-.0--.0--.0-.00- მესაკუთრე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-5 წლის 11 ნოემბრის N----------0--/00- განკარგულება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მითითებულ მისამართზე არსებული უძრავი ქონება შეიძინა აუქციონის წესით, მხარეებს შორის 20-5 წლის 03 დეკემბერს შედგა მორიგების აქტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები ფა-----------------ა და მა--------–---ი 20-6 წლის 03 დეკემბრამდე საცხოვრებლად დარჩებოდნენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, ხოლო 20-6 წლის 03 დეკემბრიდან ნებაყოფლობით გამოათავისუფლედნენ ამ ქონებას. პირობები მოპასუხეების მიერ არ შესრულდა, რის გამოც შო------–-–----–---–მა მიმართა სასამართლოს მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით. 20-- წლის 16 ოქტომბერს შო------–-–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ ბინას და კვლავ აგრძელებენ იქ ცხოვრებას ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე. აუდიტორული დასკვნის თანახმად, შო------–-–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქირის ღირებულება განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, რასაც მიიღება მოსარჩელე იმ შემთხვევაში თუ მოპასუხეების მორიგების აქტის თანახმად ნებაყოფლობით, დროულად გაათავისუფლებდნენ შო------–-–----–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ქუჩა ა----------, №-, ს--------–---, ბინა №- (საკადასტრო კოდი № 0-.1-.0-.0--.0--.0-.00-) - რეგისტრირებულია შო------–-–----–---–ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება A---------0--/00-, დამოწმების თარიღი: 11/11/20-5.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 20-5 წლის 03 დეკემბერს შო------–-–----–---–ს, ფა-----------------ასა და მა--------–---ს შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფა-----------------ა და მა--------–---ი შო------–-–----–---–ის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისი, ა------------------ში მდებარე ბინაში იცხოვრებენ 20-5 წლის 03 დეკემბრიდან - 20-6 წლის 03 დეკემბრამდე და მათი გამოსახლება ახალი მესაკუთრის მიერ არ მოხდება.

 

მოპასუხეები დღემდე ფლობენ სადავო უძრავ ქონებას მდებარე - თბილისი, ქუჩა ა----------, №-, ს--------–---, ბინა №-;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მორიგების აქტი (ს.ფ. 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 20-6 წლის დეკემბრიდან 20-- წლის ნოემბრის პერიოდში ქ. თბილისში, ქუჩა ა----------, №--ში ს--------–---, მდებარე ბინა №--ის გაქირავების შედეგად მისაღები სარგებელია 5500 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მოპასუხეები დღემდე ფლობენ სადავო უძრავ ქონებას მდებარე - თბილისი, ქუჩა ა----------, №-, ს--------–---, ბინა №-;

 

თბილისში, ქუჩა ა----------, №--ში ს--------–---, მდებარე ბინა №--ის გაქირავების შედეგად მისაღებ სარგებელთან დაკავშირებით, სარჩელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად შო------–-–----–---–მა წარმოადგინა დამოუკიდებელი აუდიტორის საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო საცხოვრებელი ბინის ქირის ღირებულება თვეში განისაზღვრა 500 ლარით.

 

აუდიტორული ფირმა ,,ს--–----“-ს 20-- წლის 19 ოქტომბრის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

მოპასუხეებს აღნიშნული მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტების საწინააღმდეგოდ მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მარტოოდენ მითითება მტკიცებულების უსაფუძვლობაზე, საკმარისი არ არის და არ შეესაბამება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, ვინაიდან, მტკიცებას ექვემდებარება როგორც სარჩელის, ასევე შესაგებლის საფუძვლები. ამდენად, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლო აუდიტორული დასკვით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოების გაქარწყლება, აღნიშნულ მტკიცებულებას სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც საპროცესო ნორმის დაცვით მიღებულ და მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეუცილებად წერილობით დოკუმენტს.

 

ამდენად, სასამართლო ბინის ქირის ღირებულების დასადგენად იზიარებს ზემოაღნიშნულ დამოუკიდებელი აუდიტორის საექსპერტო დასკვნას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დამოუკიდებელი აუდიტორის საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 17-19);

 

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.

 

2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ. -ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 20--ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 20--ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

 

ფა-----------------ასა და მა--------–---ის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 20--ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ- ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.

 

მოპასუხე - ფა-----------------ა და მა--------–---ი არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას, მაგალითად, იმას, რომ სადავო პერიოდში 20-6 წლის დეკემბრიდან 20-- წლის ნოემბრის პერიოდში ქ. თბილისში, ქუჩა ა----------, №--ში ს--------–---, მდებარე ბინა №--ის გაქირავების შედეგად მისაღები სარგებელია 5500 ლარი.

 

მოპასუხის შედავება შემოიფარგლა ძირითადად იმაზე მითითებით, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რაც ზოგადი ხასიათის შედავებაა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 20--ე, 206-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 979-ე, 982-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მესაკუთრეს სურს, კერძოდ, მოპასუხეების მხრიდან სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი ჩარევის შედეგად მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 164-ე მუხლის პირველი წინადადებიდან (არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე, მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი) 982-ე და 408-ე მუხლის პირველი ნაწილებიდან (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი; იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1. მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შო------–-–----–---–ის მოთხოვნაზე, კერძოდ, შო------–-–----–---–მა მოითხოვა 20-6 წლის 03 დეკემბრიდან სარჩელის შემოტანამდე - 20-- წლის დეკემბრამდე პერიოდში მისი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5500 ლარის ოდენობით. მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ მის საკუთრებას, რითიც მას მოესპო ქონებით შემოსავლის მიღება-გაქირავების შესაძლებლობა. ფაქტობრივად შო------–-–----–---–ი ფა-----------------ასა და მა--------–---ისაგან ითხოვს ზიანის ანაზღაურებას ამ უკანასკნელის ამ ფართში ცხოვრების გამო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაზე არ ვრცელდება დელიქტური ვალდებულებების ინსტიტუტი, რადგან ფა-----------------ასა და მა--------–---ის მიერ უკანონო მფლობელობის პერიოდში ბინის გამოყენებას შო------–-–----–---–ისათვის (მესაკუთრეს) ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისის სახით რაიმე ზიანი არ მიუყენებია. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ უკანონო მფლობელობით ამ უკანასკნელის ქონება არ შემცირებულა, რასაც გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, შესაბამისად, ფა-----------------ასა და მა--------–---ის სადავო ბინაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრებით ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი მესაკუთრეს არ მიუღია.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმის გამო, რომ შო------–-–----–---–ის მოთხოვნა უკავშირდება ფა-----------------ასა და მა--------–---ის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მფლობელობას, სადავო შემთხვევაზე უნდა გავავრცელოთ ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.

 

აქედან გამომდინარე, ამ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ფა-----------------ასა და მა--------–---ის მიერ შო------–-–----–---–ის საკუთრებაში არსებული ბინის უკანონო მფლობელობის გამო, ამ უკანასკნელმა დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლებას აძლევს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.

 

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გათანაბრების ოდენობის განსაზღვრის საკითხი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საყურადღებოა შესრულების კონდიქციის რეგულირების მექანიზმი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (ფა-----------------ასა და მა--------–---ის მიერ უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ზემომითითებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (შო------–-–----–---–მა) შეიძლება, გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი ბინის ქირის ოდენობით. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას შო------–-–----–---–ი ეყრდნობა აუდიტორული ფირმა ,,ს--–----“-ს 19.10.20--წ. აუდიტორულ დასკვნას, რომელშიც ერთი თვის საიჯარო ქირად მითითებულია 500 ლარი (ს.ფ. 17-19). შესაბამისად, 20-6 წლის დეკემბრიდან 20-- წლის ნოემბრის პერიოდში ქ. თბილისში, ქუჩა ა----------, №--ში ს--------–---, მდებარე ბინა №--ის გაქირავების შედეგად მისაღები სარგებელია 5500 ლარი.

 

მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა თავის შესაგებელს.

 

შესაბამისად, შო------–-–----–---–ი უფლებამოსილია მოითხოვოს ფა-----------------ასა და მა--------–---ისაგან მისი ბინით სარგებლობისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 5500 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 165 ლარი (იხ. ს.ფ. 21-22);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეებს ფა-----------------ასა და მა--------–---ს შო------–-–----–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 165 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შო------–-–----–---–ის სარჩელი ფა-----------------ასა და მა--------–---ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. ფა-----------------ასა და მა--------–---ს შო------–-–----–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5500 ლარის გადახდა.

 

3. ფა-----------------ასა და მა--------–---ს შო------–-–----–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 165 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი