გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002649469
№ 2/8---2018წელი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი 2018 წელი ქ.ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე
მოსარჩელე - ე-–---------------;
წარმომადგენელი- გ------------------
მოპასუხეები - ე------------------, გ---------------------
წარმომადგენელი -დ-------------- ( გ------------------- წარმომადგენელი);
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
გამოთხოვილ იქნას მოპასუხეების ე-------------------- და გ---------------------- უკანონო მფლობელობიდან ე------------------ საკუთრებაში არსებული ქ.ზესტაფონში, ბ-------------------------–- მდებარე 3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება და აეკრძალოთ მათ ამ ნივთით სარგებლობა.
გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ქონება მოსარჩელს გადაეცეს დაუყოვნებლივ.
მოსარჩელის განმარტებით: 2017 წლის 13 ნოემბერს დ-------------------- შეიძინა ქ.ზესტაფონში, ბ-------------------------–- მდებარე 3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, რაშიც გადაიხადა 9600 ლარი და ქონება დაირეგისტრირა თავის საკუთრებად. როდესაც მივიდა თავის სახლში, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ამ სახლში ცხოვრობდნენ მოპასუხეები ე------ და გ-------------------ეები. მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ მის საკუთრებას, რომელიც ძალიან სჭირდება, ვინაიდან იგი გაშორდა მეუღლეს, უნდა წამოვიდეს მისი სახლიდან მცირეწლოვან შვილებთან ერთად და უნდა იცხოვროს თავის სახლში, რის შესაძლებლობასაც მოპასუხეები არ აძლევენ.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე მხარემ არ ცნო სარჩელი, განმარტა, რომ ესაა მათ მიერ შექმნილი ქონება, რომელშიც 40 წელზე მეტია ცხოვრობენ. მათმა შვილმა ხ----------------- სესხის გარანტიად გადააფორმა ქონება დ----- რ----------, დ----- რ-------- კი ქონება გაასხვისა ე-–----------------ე. მათ დღემდე სურთ შეთანხმება მოსარჩელესთან, რათა გამოისყიდონ თავიანთი ქონება, რაზედაც მოსარჩელე არ თანხმდება.
ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, ვინაიდან ის არაა დაყენებული საპროცესო ნორმების დაცვით, კერძოდ, მხარეს არც სარჩელში მიუთითებია და არც შუამდგომლობის ეტაპზე დაუყენებია იგი. ასევე არ არსებობს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. ქ.ზესტაფონში, ბ-------------------------–- მდებარე N3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრეა ე-–---------------.
სასამართლო დაეყრდნო საჯარო რეესტრის ამონაწერს.
3.2. ე------------------ საკუთრებაში არსებულ ქ.ზესტაფონში, ბ-------------------------–- მდებარე 3----------- საკადასტრო კოდის მქონე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ მოპასუხეები ე------------------ და გ--------------------- და ისინი უარს აცხადებენ საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლებაზე.
სასამართლო დაეყრდნო სარჩელს, შესაგებელს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს.
3.3. მოპასუხეები ე------ და გ-------------------ეები ქ.ზესტაფონში, ბ-------------------------–- მდებარე 3----------- საკადასტრო კოდის მქონე სახლში ცხოვრობდნენ ე------------------ მიერ მის შეძენამდეც, ისინი აღნიშნულ სახლში ცხოვრობენ დაახლოებით 40 წელია და მათ რაიმე უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნიათ.
სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.
3.2.4. მოპასუხეებს ე------------------სა და გ-------------------ეს ამჟამად არ გააჩნიათ ე------------------ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელ სახლის ფლობის კანონიერი საფუძველი.
სასამართლო დაეყრდნო სარჩელს, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა-ახსნა განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.
- საქართველოს სამოქალო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლები.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1.,,საქართველოს კონსტიტუციის’’ 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლო განმარტავს, რომ სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება, მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით. სამი პირობის არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა: 1.მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი ; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ მათ აქვთ სადავო უძრავი ქონების ფლობის კანონიერი უფლება, რადგან აღნიშნულის თაობაზე მათ მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.ზესტაფონში, ბ-------------------------–- მდებარე 3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრეა ე-–---------------.
დადგენილია ასევე, რომ ე------------------ საკუთრებაში არსებულ ქ.ზესტაფონში, ბ-------------------------–- მდებარე 3----------- საკადასტრო კოდის მქონე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ მოპასუხეები ე------------------ და გ-------------------ე და ისინი უარს აცხადებენ საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ე------------------ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ე------ და გ---–---- გ----–------ გამოსახლებულ უნდა იქნან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან და იგი მოსარჩელეს გადაეცეს მოპასუხეთაგან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში
6.4. მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადაცემა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილული იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის შუამდგომლობა არ არის წარმოდგენილი საპროცესო ნორმების დაცვით, კერძოდ, არ არის წარმოდგენილი წერილობით და არც შუამდგომლობების ეტაპზე. ამასთანავე, მოსარჩელემ მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება დაუყონებლივ და რა ზიანი მიადგება მხარეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღუსრულებლობის შემთხვევაში, მხოლოდ ზეპირი განმარტება კი არ შეიძლება გახდეს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება: 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
მითითებული სამართლებრივი ნორმების თანახმად, მოცემულ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 60 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ე------------------ (პ/ნ 0----------- სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2.გამოთხოვილ იქნას მოპასუხეების ე-------------------- (პ/ნ 1----------- და გ-------------------ის (პ/ნ 1----------- უკანონო მფლობელობიდან ე------------------ (პ/ნ 0----------- საკუთრებაში არსებული ქ.ზესტაფონში, ბ-------------------------–- მდებარე 3----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება და მოპასუხეებს აეკრძალოთ ამ ქონებით სარგებლობა.
3. მოპასუხეებს ე------------------სა (პ/ნ 1----------- და გ-------------------ეს (პ/ნ 1----------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 60 (სამოცი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებლად გადაცემის ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღეში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე