გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.11.2018
საქმის ნომერი
030210018002422564
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N030210018002422564

N-/513-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.11.2018 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე ნ----------ია

წარმომადგენელი ნ---------ია

მოპასუხე ს-----------------ია

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო

განყოფილება

წარმომადგენელი შ-------------ვა

დავის საგანი არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის

განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ნ-----–---------------იას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ნ----------იას საცხოვრებელი ადგილი, მდებარე: ქ. ფოთი, ჭ-----------–--------.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ნ----------ია 1997 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ს-----------------იასთან, მათ თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - თ----------------ია, დაბადებული 1----–-–---------------- და ნ-----–---------------ია, დაბადებული 2----–-–-----------. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხშირი კონფლიქტის გამო მოპასუხე შვილებთან ერთად საცხოვრებლად მშობლების ოჯახში გადავიდა. მოპასუხემ მოტყუებით წაიყვანა ბავშვები და მოსაჩელეს შვილებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდა. მოსარჩელე ოჯახიდან წასვლის შემდეგ 6 თვით სამუშაოდ თ--------–- წავიდა. თ------------- დაბრუნების შემდეგ მან თ---–--–- "ს---------------–-" ცვლის უფროსად დაიწყო მუშაობა. მას ფ------ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით განესაზღვრა ბავშვებთან ურთიერთობის დღეები. ფსიქოლოგის ლ--–-----–------იას ბავშვებთან ურთიერთობის შედეგად ნ-----–----- უფრო თავდაჯერებული გახდა, გამოხატავს თავის ემოციებს. ბავშვმა თქვა, რომ სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას მამამ აიძულა ტყუილი ეთქვა, თითქოს მას დედასთან ცხოვრება არ სურდა. მას მამის ოჯახში დაბრუნება არ სურს. მოსარჩელე ცხოვრობს მშობლებთან და ისინი ეხმარებიან შვილის აღზრდაში. ის დედის ოჯახში თავს დაცულად გრძნობს, მას არ სურს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ფსიქოლოგის დასკვნით "ამ ეტაპზე ნ-----–------ დამოკიდებულება მამასთან წასვლის შესახებ უარყოფითია". ნ-----–------ ამჟამინდელი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით ფსიქოლოგიურად არ არის რეკომენდირებული ძალისმიერი მეთოდებით მისი მამასთნ სახლში წაყვანა. ბავშვები ამჟამად მოსაჩელესთან ცხოვრობენ, უფროსი ვაჟი სრულწლოვანია, რაც შეეხება უმცროს ვაჟს ის 10 წლისაა. იგი არ უშლის მამასთან ურთიერთობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ს-----------------იამ სარჩელი არ ცნო.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2018 წლის 12 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, ნ----------ია 1997 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ს-----------------იასთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი ვაჟი: თ----------------ია, დაბადებული 1----–-–---------------- და ნ-----–---------------ია, დაბადებული 2----–-–------------. ნ----------ია უ-----–--- განათლებითაა, პროფესიით სამართალმცოდნე, ცხოვრობს მშობლებთან ქ. ფოთში, ჭ-----------–---------ში. ოჯახში ცხოვრობენ ნ-----ს მშობლები: მამა - ვ----–-------ია და დედა - დ------------------ია, ძმა - ი-----–------ია - უმუშევარი.

 

ს-----------------ია უ-----–--- განათლებითაა, პროფესიით ეკონომისტი, მუშაობს ფ-------------------------------------–--------–-", მძღოლ-ოპერატორის პოზიციაზე. იგი ცხოვრობს ქ. ფოთი, რ----------------ში მდებარე სამსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მოწესრიგებული კომუნიკაციით და აღჭურვილი სათანადო ავეჯითა და ტექნიკით. ნ-----–---------------იას ფიზიკური და კოგნიტური განვითარება ასაკის შესაბამისია. პრაქტიკულად ჯანმრთელია. ჩატარებული აქვს ასაკის შესაბამისი აცრები. არის ფ------ N- ს-------- ს----–-ს მ--- კლასის მოსწავლე.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მხარეებს შორის მიღწეული მორიგება, რომლის თანახმად ნ----------იას განესაზღვრა შვილთან - ნ-----–---------------იასთან ურთიერთობისა და თან წაყვანის წესი. თუმცა ნ----------იას მიერ თვითნებურად დაირღვა სასამართლო განჩინება. აღნიშნულზე დაიწყო აღსრულების საქმისწარმოება, შედგა ადმინისტრაციული ოქმი და მიღებულ იქნა დადგენილება სახდელის სახით გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ. აღსრულების პროცესში ჩართულ იქნა რეგიონის ფსიქოლოგი, რომელმაც დააფიქსირა ის გარემოება, რომ ნ-----–----- ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ, შესაბამისად, ბავშვი ნების გამოხატვისას არ არის თავისუფალი.

 

ნ----------იას და ს-----------------იას ოჯახებს აქვთ ნორმალური პირობები ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის, მათ შესწევთ უნარი უზრუნველყონ იგი ყველა საჭირო აუცილებლობით: ჯანსაღი კვებით, ასაკისა და სეზონის შესაბამისი სამოსით, სამედიცინო მომსახურებით, განათლების მიღების შესაძლებლობით, დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები. ორივე მშობელს კარგად აქვს განვითარებული მშობლობის ზრუნვითი უნარ-ჩვევები, გაცნობირებული აქვთ პასუხისმგებლობა შვილის მიმართ. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ორივე მშობელს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ ჩართული იყვნენ ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, არ შეეზღუდოთ შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა, არ მოახვიონ ბავშვს თავიანთი შეხედულებები ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. ხელი შეუწყონ მეორე მშობელთან მდგრადი ურთიერთობის შენარჩუნებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწვეულ იქნა ფსიქოლოგი ლ--–- ნ---–--ე.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ----------ია და ს-----------------ია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1997 წლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. ნ----------იას და ს-----------------იას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1----–-–---------------- დაბადებული თ----------------ია და 2----–-–----------- დაბადებული ნ-----–---------------ია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-N01166067292, N51176000664 დაბადების მოწმობები;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. ნ----------ია 2015 წლის 22 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ--–---- ჭ------სთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-ქორწინების მოწმობა N01151022469.

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით დედას, ნ----------იას მიეცა შვილთან - ნ-----–---------------იასთან შეუზღუდავი ურთიერთობისა და კომუნიკაციის საშუალება. დედას, ნ----------იას მიეცა უფლება თავისთან ქ. ფოთში, ჭ-----------–---------ში ამყოფოს მისი არასრულწლოვანი შვილი ნ-----–---------------ია შემდეგი პერიოდულობით: ივლისსა და აგვისტოს თვეში 15-15 დღე თვის მეორე ნახევრიდან, ახალი წლის დღესასწაულებზე: პირველი იანვრიდან შვიდ იანვრამდე, სასწავლო წლის განმავლობაში: პარასკევი დღის 17 საათიდან კვირა დღის 14 საათამდე. ბავშვის სურვილის შემთხვევაში მეტი ხნით დარჩეს დედასთან, გათვალისწინებული იქნას მისი სურვილი. მამასთან დაბრუნების სურვილის შემთხვევაში დაბრუნდეს მამის ოჯახში დაყოვნებლივ დედის მიერ.ბავშვის ქალაქგარეთ - ფ--------- გაყვანის შემთხვევაში, მხარეები ვალდებული არიან ამის თაობაზე აცნობონ ერთმანეთს და გაყვანა მოხდეს ბავშვის სურვილისა და ორივე მშობლის თანხმობით. არასრულწლოვანის წამოყვანას და მამის ოჯახში დაბრუნებას უზრუნველყოფს დედა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განჩინება.

 

4.2.2. მოპასუხე ს-----------------ია არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის - ნ----------იას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ნ----------იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ს-----------------იას და ნ----------იას არასრულწლოვანი შვილის 2----–-–------------ დაბადებული ნ-----–---------------იას ძირითად საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის - ნ----------იას საცხოვრებელი ადგილი, მდებარე: ქ. ფოთი, ჭ-----------–--------.

 

ნ-----–---------------იას მამას - ს-----------------იას უნდა მიეცეს უფლება შეუზღუდავად ინახულოს და ნ-------------ას თანხმობით საცხოვრებლად თავის ან მამის მშობლების (ნ-------------ას ბებიის და ბაბუის მამის მხრიდან) სახლში წაიყვანოს იგი დროის იმ ხანგრძლივობით, როგორც ნ-----–---------------ია ისურვებს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებირვ შეფასებაში).

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–----------- დაბადებული ნ-----–---------------ია არის ნ----------იას და ს-----------------იას შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, 1. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. 2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია და ცხოვრობენ ცალკე ოჯახებად, ასევე, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ნ-----–---------------ია ცხოვრობს დედასთან, ნ----------იასთან, ერთად მისამართზე, ქ. ფოთი, ჭ-----------–-ს ქ.N---ში.

 

დადგენილია, რომ ნ----------ია ცხოვრობს თავის მშობლებლებთან და ძმასთან ერთად, სადაც პირობები, კომუნალური, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღჭურვილია ყველა საჭირო საოჯახო ინვენტარით და ელ. ტექნიკის ნივთებით.

 

ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ორივე მშობელს ერთნაირად გააჩნია, მათი ცალცალკე ცხოვრების შემთხვევაში კი უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი. საკითხის გადაწყვეტისას არსებითია ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ამ უკანასკნელის დასადგენად კი გამოკვლეული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებანი, უშუალოდ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა-მიჯაჭვულობა თითოეულ მშობელთან, გაუცხოვების არსებობისას კი მისი შესაძლო მიზეზები.

 

ამავე კოდექსის 1197-ე მუხლიდან გამომდინარე, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ჯანსაღ გარემოში და მისი დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია სახელწმიფოს მხრიდან რეაგირება.

 

სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტოს, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა (ს.ს.კ. 1198-ე მუხლი). მაგრამ მშობელთა შორის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონევნციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმები სრულად შეესაბამება ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. მშობლებთან დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება.

 

ამავდროულად, ამგვარი გადაწყვეტილების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული. საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკასა და განსაკუთრებული მნიშვნელობას ადასტურებს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ორივე მშობელს აქვს მისაღები პირობები საცხოვრებელი ფართის, საცხოვრებელ ადგილას საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით, არსებითია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, მისი ნება-სურვილიდან გამომდინარე განისაზღვროს საცხოვრებელი ადგილი, საუკეთესო ინტერესების განხორციელების მიღწევის მიზნით.

 

სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მიერ მითითებულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს თავად ბავშვის სურვილსა და ნებას, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში უნდა იყოს მის ინტერესებთან. კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას.

 

დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ-----–---------------ია სწავლობს ქ.ფ-------------------------–-ში.

 

შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებით ამ ეტაპზე არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ნ-----–---------------იას უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის, ს-----------------იას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა. ბავშვის ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით, მიზანშოწილია, მიმდინარე პერიოდისათვის არ მოხდეს მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბავშვის ერთ-ერთ მშობელთან ყოფნის ხანგრძლივობის საკითხს, მის უფრო მეტ მიჯაჭვულობას დედასთან, რაც სასამართლო სხდომაზე ბავშვის მიერ გაჟღერებულ განმარტებაშიც გამოიკვეთა. ამდენად, არასრულწლოვანი ნ-----–---------------იას ამ ეტაპზე არსებული მშვიდი, სტაბილური ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, დამატებითი რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბავშვის საცხოვრებელი ადგილი დარჩეს უცვლელი, დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ეფექტური უზრუნველყოფა, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლით ითვალისწინების იმ ზომების განხორციელების უფლებას, რომელიც მიმართულია მშობლისა და ბავშვის გარეთიანებისაკენ, მაგრამ ამასთან, მიმართებით სახელმწიფოს მიერ გარკვეული ზომების მიღების ვალდებულება არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, შესაბამისად ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობის გათვალისწინებით შესაძლებელია წარმოიშვას ბავშვის მშობელთან დაბრუნების აუცილებლობა.

 

სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. ს-----------------იას უნარჩუნდება ბავშვთან ურთიერთობის უფლება და ნ----------ია მოვალეა ასევე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (სსკ 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ორივე მშობლის მიმართ გაცემულ რეკომენდაციაზე და ასევე განუმარტავს მხარეებს, რომ რომ არასრულწლოვანი ნ-----–---------------იას საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიუხედავად, მოსარჩელე ს-----------------იას უნარჩუნდება რა ბავშვთან ურთიერთობის უფლება, ამ უკანასკნელზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული გამოიყენებს თუ არა იგი ამ უფლებას. ნ----------იას კანონით დადგენილია ვალდებულებაა არ შეუზღუდოს მეორე მშობელს, ს-----------------იას, შვილთან ურთიერთობის უფლება, კანონის შესრულება კი თითოეული მოქალაქის მოვალეობაა.

 

ამდენად, ნ----------იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ს-----------------იას და ნ----------იას არასრულწლოვანი შვილის 2----–-–------------ დაბადებული ნ-----–---------------იას ძირითად საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის - ნ----------იას საცხოვრებელი ადგილი, მდებარე: ქ. ფოთი, ჭ-----------–--------. ნ-----–---------------იას მამას - ს-----------------იას უნდა მიეცეს უფლება შეუზღუდავად ინახულოს და ნ-------------ას თანხმობით საცხოვრებლად თავის ან მამის მშობლების (ნ-------------ას ბებიის და ბაბუის მამის მხრიდან) სახლში წაიყვანოს იგი დროის იმ ხანგრძლივობით, როგორც ნ-----–---------------ია ისურვებს.

8. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ნ----------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ს-----------------იას და ნ----------იას არასრულწლოვანი შვილის 2----–-–------------ დაბადებული ნ-----–---------------იას ძირითად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ნ----------იას საცხოვრებელი ადგილი, მდებარე: ქ. ფოთი, ჭ-----------–--------.

 

3. ნ-----–---------------იას მამას - ს-----------------იას მიეცეს უფლება შეუზღუდავად ინახულოს და ნ-------------ას თანხმობით საცხოვრებლად თავის ან მამის მშობლების (ნ-------------ას ბებიის და ბაბუის მამის მხრიდან) სახლში წაიყვანოს იგი დროის იმ ხანგრძლივობით, როგორც ნ-----–---------------ია ისურვებს.

 

4. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფ------ საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე