გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
330210018002558456
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22135-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე ბ-------–-–---–ი;

წარმომადგენელი მ---------------ე;

მოპასუხე სს "ს----------–--------ი";

წარმომადგენელი მა----------------ა;

დავის საგანი უსაფუძვლოდ გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს "ს----------–--------ს" ბ-------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 7 878.61 ლარის უკან დაბრუნება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს "ს----------–--------ი"-მა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა სს "ს----------–--------ი"-ს წარმომადგენელმა ბ-------–-–---–ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ, კერძოდ მოსარჩელემ მოითხოვა 2007 წლის 07 აგვისტოს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და 2007 წლის 24 მაისს გაცემული საკრედიტო ბარათზე გახარჯული თანხის გადაუხდელობის გამო, მთლიანობაში დაკისრებოდა ძირითადი თანხიდან (4 000 ლარიდან) 3904.46 ლარი ძირითადი თანხისა და 7587.98 ლარი სარგებლის (პროცენტის) გადახდა, ასევე საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1477.95 აშშ დოლარისა და 438.10 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბანკის სასარგებლოდ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს "ს----------–--------ი"-ს სარჩელი და ბ-------–-–---–ს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 3904.46 ლარისა და სარგებლის (პროცენტის) 7587.98 ლარის გადახდა, ასევე საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1477.95 აშშ დოლარისა და 438.10 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

3.1.2 დადგენილია, რომ 2016 წლის 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ბ-------–-–---–მა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

 

3.1.3. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქოა საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით საჩივრის ავტორის განცხადება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 03 მაისის განჩინებით და ბ-------–-–---–ის 2016 წლის 15 იანვრის განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 ივნისის განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს მითითების გათვალისწინებით, გაუქმდა 2016 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 01 ივნისის განჩინებით დადგენილ ვადაში საქმეზე ბ-------–-–---–მა წარადგინა დასაბუთებული შესაგებელი, სადაც სარჩელის უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა ბანკის მხრიდან დაყენებული მოთხოვნის ხანდაზმულობა, რაც სარჩელზე უარის თქმის უპირობო საფუძველს წარმოადგენდა.

 

3.1.5. დადგენილია, რომ სს "ს----------–--------მა" საქმის მოსამზადებელ სხდომაზე გამოიყენა საპროცესო უფლება და მის მიერ სასამართლოში შემოტანილი სარჩელი გაიხმო, სარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, ვინაიდან მოთხოვნის წარმოშობიდან - 2007 წლიდან სარჩელის აღძვრამდე - 2015 წლამდე გასული იყო სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, სასამართლოს მიერ სს "ს----------–--------ი"-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სს "ს----------–--------ი"-ს სარჩელი ბ-------–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დარჩა განუხილველად ბანკის მიერ სარჩელის გახმობის გამო.

 

3.1.6. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში შესვლითანავე, ვიდრე ბ-------–-–---–ისათვის ცნობილი გახდებოდა აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსებობა და იგი ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიმართავდა საქალაქო სასამართლოს, თბილისის აღსრულების ბიუროს მიერ, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.12.2015 წელს გაცემული 2/9023-15 აღსრულების აქტის საფუძველზე დაწყებული იყო სააღსრულებო წარმოება 15------/ 29.01.2016 წლის საინკასო დავალებით.

 

3.1.7. დადგენილია, რომ სს "ვი----------------------ში" არსებული ბ-------–-–---–ის პირადი ანგარიშიდან ჩამოიჭრა და სს "ს----------–--------ს" ჩაერიცხა 1082.61 ლარი, აქედან მოყოლებული სააღრულებო წარმოება 15-------ის საფუძველზე სააღსრულებო ბიუროს მიერ ბ-------–-–---–ს დაუკავდა ჯამში - 6796 ლარი, ფულადი თანხის დაკავება შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ რაც ბ-------–-–---–მა სააღსრულებო ბიუროს წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 ივნისის განჩინება 2016 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; (ს.ფ 19-23);

- განცხადება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე; (ს.ფ 24-25);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 ივნისის განჩინება 20106 წლის 15 იანვირს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. (ს.ფ 26-30);

- შესაგებელი (ს.ფ 31-38);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინება; (ს.ფ 39);

- 29.01.2016 წლის საინკასო დავალება; (ს.ფ 41);

- შპს "ცემპიონები 111"-ს 18.05.2018 წლის N0-------- წლის ცნობა;(ს.ფ 42);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.01.2016 წერილი (ს.ფ 45);

- მხარეთა ასხნა- განმარტება (იხ. სარცელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე, 976-ე, 979-ე, და 991-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე (ი.ხ სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის შესაბამისად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს გამოთხოვილი.

 

ამასთან, დადგინდა, რომ 2015 წლის 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე სს "ვი----------------------"-ში არსებული ბ-------–-–---–ის პირადი ანგარიშიდან ჩამოიჭრა და სს "ს----------–--------ს" დაერიცხა სულ ჯამში - 7878.61 ლარის ოდენობის თანხა, რაც შემდგომ აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობა დადგინდა 2016 წლის 01 ივნისის განჩინებით, ხოლო შემდგომ განახლებული (მიმდინარე) საქმე 2017 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით დარჩა განუხილველი, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან თანხის მოხსნა განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იმ დროისათვის მოპასუხე ბ-------–-–---–ს ჩამოეჭრა თანხა, შესაბამისად, მოსარჩელეს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით, აქვს შესაძლებლობა მოითხვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება, რასაც მოპასუხე მხარე ეთანხმება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ურთიერთობის სპეციალური მომწესრიგებელი ნორმა, როდესაც იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის თანახმად: 1. უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე,ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ბ-------–-–---–ის მიერ 7878.61 ლარი გადახდილია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ექვემდებარება დაბრუნებას უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი - 118.17 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი - 118.17 ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ-------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე სს "ს----------–--------ს" მოსარჩელე ბ-------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს თანხის - 7878.61 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე სს "ს----------–--------ს'' მოსარჩელე ბ-------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 118.17 ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე ბ-------–-–---–ს (პირადი N1----------) დაუბრუნდეს მ---------------ის (პირადი N0----------) მიერ 2018 წლის 24 ივლისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი -236.34 ლარის ნაწილი - 118.17 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №0.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი