განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
050100118002473851
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 05--------------51

საქმე N 1-1---18

განაჩენი

საქართველოს სახელით

6-12.20-- წელი ქ--------------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: შ-----------ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N05---------4

ბრალდებული: მ--–---------------ა

მამის სახელი: თ------ი

დაბადებული: 0--12.19-- წელი

პირადი ნომერი: 2---------8

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლ--------ი, ჟ----------ს ქუჩა № 9-

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილი.

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. მ--–-------------ია ო----------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილისა და ქ------სის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენებით, აგრეთვე ქ------სის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით იყო რა ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ყოფილი მეუღლის ლ--------------–-–---–ის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა არაერთგზის. კერძოდ, მ--–-------------ია 2017 წლის 18 ოქტომბერს გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან და კვლავ დაიწყო ოჯახში ძალადობა ყოფილი მეუღლის - ლ--------------–-–---–ის მიმართ, რაც გამოიხატა მასში, რომ მ--–-------------ია 20-- წლის იანვრიდან 20-- წლის 27 თებერვლის ჩათვლით მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა ლ--------------–-–---–ს და განაწყენებული იმით, რომ მისი სურვილის შესაბამისად, ლ--------------–-–---–ი უარს ეუბნებოდა შეხვედრასა და მასთან კომუნიკაციაზე, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, ასევე მობილურ ტელეფონზე კუთვნილი ფეისბუქის საშუალებით უგზავნიდა როგორც შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ, აგრეთვე შანტაჟის შემცველ ტექსტურ შეტყობინებებს, რითაც ლ--------------–-–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. 20-- წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 09:45 საათზე, მალხაზ სამსონია ს-------ის ქუჩაზე შეხვდა ლ--------------–-–---–ს და განაწყენებულმა იმით, რომ ამ უკანასკნელმა არ უპასუხა მის მიერ განხორციელებულ ზარებს, კვლავ შეურაცხყო და დაამცირა იგი, რითაც ლ--------------–-–---–მა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

 

1.2. 20-- წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 09:45 საათზე მ--–------------ია ს-------ის ქუჩაზე შეხვდა ყოფილ მეუღლეს - ლ--------------–-–---–ს და განაწყენებულმა იმით, რომ ამ უკანასკნელმა არ უპასუხა მის მიერ განხორციელებულ ზარებს, შეურაცხყო და დაამცირა იგი, რის შემდეგაც დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ლ--------------–-–---–ს, რომელსაც მ--–------------იას მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დახმარებისათვის მიმართა შსს ო----------ის რაიონულ სამმართველოს.

2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.1. 20-- წლის 8------ის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ--–-------------იას მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, მ--–-------------იამ წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, სადავო მტკიცებულების გამოკვლევის შემდგომ, ბრალდებული დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო არ არის და ორივე მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, დაზარალებულმა ლ--------------–-–---–მა განმარტა, რომ მ--–-------------ია არის ყოფილი მეუღლე, ისინი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მ--–-------------იამ მისი ცემის გამო მოიხადა სასჯელი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კვლავ დაეძაბათ ურთიერთობა. ტელეფონზე არ უპასუხა ბრალდებულს, რის გამოც დახვდა ბაღთან და მოკვლით დაემუქრა. ბრალდებულის ქმედებით გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, რადგან არაერთხელ ჰქონდა ადგილი მის მიმართ ძალადობას. მცირე მიზეზითაც კი იწყებოდა მათ შორის კონფლიქტი. ლ--------------–-–---–მა აღნიშნა, რომ მ--–------------იამ ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა სოციალური ქსელით და მიაყენა შეურაცხყოფა. მისი ჩვენებით, პოლიციაში მისვლამდე გაგრძელდა მ--–------------იას მხრიდან ძალადობა, ხოლო მას შემდეგ რაც მიმართა სამართალდამცავ ორგანოს ბრალდებულთან კონფლიქტი აღარ ქონდა. 2017 წლის ოქტომბრიდან ხორციელდებოდა ძალადობა, თუმცა 20-- წლის 21 თებერვალს დიდი სტრესი მიიღო და მიმართა პოლიციას, რადგან მ--–------------იამ უთხრა, რომ მეორედ როდესაც დახვდებოდა, მოკლავდა.

 

ვინაიდან, დაზარალებულის ჩვენების გამოკვლევის შემდეგ, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–-------------იას მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მალხაზ სამოსნიას ბრალეულობას, წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში. სახელდობრ: ლ--------------–-–---–ის 20-- წლის 22 თებერვლის განცხადება თანდართული მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, დადგენილება ლ--------------–-–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი გამოკითხვის ოქმები, მ--–------------იას მიერ ლ--------------–-–---–ისათვის გაგზავნილი ტექსტური შეტყობინების დათვალიერების ოქმი, ლ--------------–-–---–ის კუთვნილი ტელეფონის დათვალიერების ოქმი ფოტოილუსტრაციით, 2016 წლის 22 აპრილის განაჩენი, ქ------სის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენი, 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინება, ცნობა მ--–------------იას პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ, მოწმეების: თ-----–---------–---ის, გ-----–---------–---–-ს და ბ-----------–--ის გამოკითხვის ოქმები, ლ--------------–-–---–ის 20-- წლის 27 თებერვლის განცხადება, ამონაწერი ლ--------------–-–---–ის მობილურ ტელეფონზე განხორციელებულ ზარებთან დაკავშირებით, ლ--------------–-–---–ის 20-- წლის 19 მარტის განცხადება თანდართული ტექსტური შეტყობინებებით, მ--–------------იას მიერ ლ--------------–-–---–თან გაგზავნილი ტექსტური შეტყობინების დათვალიერების ოქმი, 201- წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება მ--–-------------იას მიმართ შემკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, 201- წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ--–-------------იას მიმართ შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56- ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 11-, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87- ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §1-3, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06- §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია ოჯახის წევრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−1-1-ე, 1-3-ე, 1-4-ე−1-43, 1-9-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

აღნიშნული მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ლ--------------–-–---–ი არის ბრალდებულის ყოფილი მეუღლე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით, კერძოდ დაზარალებულ ლ--------------–-–---–ის ჩვენებით, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სოციალური ქსელში გაგზავნილი შეტყობინებებით დადგენილია, რომ ბრალდებული მ--–------------ია ყოფილ მეუღლეს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისტემატურად შეურაცხყოფდა, აშანტაჟებდა და ამცირებდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით. მოცემულ შემთხვევაში სასმართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ--–------------ია დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე.

 

2.4. რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის სისტემატურმა შეურაცხყოფამ, შანტაჟმა და დამცირებამ შედეგად დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

 

დადგენილია, რომ მალხაზი სამსონია ო----------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილისა და ქ------სის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენებით, აგრეთვე ქ------სის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით არის ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ყოფილი მეუღლის ლ--------------–-–---–ის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე და კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 15.1 მუხლით, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

დადგენილია, რომ მ--–------------ია, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2017 წლის 18 ოქტომბერს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79.3 მუხლით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება- სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. მ--–------------ია, იყო რა ნასამართლევი ოჯახში ძალადობისათვის კვლავ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება ნასამართლობის გაქარწყლებამდე, რის გამოც ქმედება წარმოადგენს არაერთგზის ჩადენილ დანაშაულს.

 

2.5. სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა,მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ ლ--------------–-–---–ის ჩვენებით და სოციალური ქსელის საშუალებით შემდგარი მიმოწერით, უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა წარმოადგენდა კანონდარღვევას, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა დაზარალებულის შეშინება და მის მიერ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის რეალურად აღქმა და სურდა ეს შედეგი, რის გამოც ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.

 

2.6- როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - მუქარას, შედეგს - საფუძვლიან შიშს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

დადგენილია, რომ ლ--------------–-–---–ი ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდიდა მ--–------------იას მხრიდან შეურაცხყოფას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულს რომ გაუჩნდა ასეთი შიში, ეს დადასტურებულია თავად დაზარალებულის ჩვენებით, დაზარალებულის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ბრალდებულის ქცევით მუქარამდე და მას შემდეგ, მისი დამოკიდებულებით ყოფილი მეუღლის მიმართ, დაზარალებულის ქცევით, როდესაც ის დახმარების მიზნით მიმართავს სამართალდამცავ ორგანოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენასთან, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან მუქარა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც საფუძვლიანი შიში დაზარალებულს არ გაუჩნდებოდა.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ--–-------------იას მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), წარდგენილ ბრალდებებში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201- წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–-------------იამ, მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. ასევე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები, გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მ--–-------------იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მ--–-------------იას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ--–-------------იამ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ასევე მხედველობაში არის მისაღები დაზარალებულის განმარტება, რომელმაც აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მ--–------------იასთან აღარ აქვს კონფლიქტი. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის განმარტებას, რომ არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, რაც გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44.4 მუხლის გათავალისწინებით, მის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63.3 მუხლით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63.4 მუხლით, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ--–------------ია ნასამართლევია განზრახი მძიმე და განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ჩადენაში, რაც დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას გამორიცხავს.

 

ამდენად, მ--–-------------იას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მ--–-------------იას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელები - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მ--–-------------იას მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მას, ორივე ქმედებისათვის დანიშნული სასჯელის ნახევარი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ გამოსაცდელი ვადის რამდენიმე წლით განსაზღვრით მიღწეულ იქნება სასჯელის მიზანი, რაც ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციაში გამოიხატება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რა დანაშაულთა ერთობლიობა, მ--–------------იას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მ--–-------------ია ო----------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, რისთვისაც დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

აჭარისა და გ------ს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 20-- წლის 5 აპრილის წერილით, ო----------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მ--–-------------იას დაეკისრა ჯარიმის, 500 ლარის გადახდა, სახელმწიფიო ბიუჯეტის სასარგებლოდ, არ არის გადახდილი.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ--–-------------იას არა აქვს გადახდილი წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის - ჯარიმის თანხა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მ--–-------------იას მიმართ, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა, ო----------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მ--–-------------იას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ--–-------------ია ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

1.1. მ--–-------------იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით.

 

1.2. მ--–-------------იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით.

 

1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ--–-------------იას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით.

 

1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მ--–-------------იას მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას წინა, ო----------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, მ--–-------------იას, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. მ--–-------------ია დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატურის სამსახურს.

 

3. მ--–-------------იას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 20-- წლის 6 დეკემბრიდან.

 

4. მ--–-------------ია შესახლებულ იქნას სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

5. გაუქმდეს მსჯავრდებულ მ--–-------------იას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. მ--–------------იას (პ/ნ 2---------8) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ა-–-----------------------ს (პ/ნ 2---------3) საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით - 4--4 კვ.მ, მდებარე: ლ--------ი, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ლ--------ი, კოდი 27- სექტორი - ლ--------ი კოდი 06- კვარტალი 47- ნაკვეთი 03-- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

6- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ მ--–-------------იას ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გ------ს პრობაციის ბიუროს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქ------სის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა