გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/7658-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ი----“
წარმომადგენელი - თ----- ბ--------–---–ი, გ-------– ვ--------ე
მოპასუხე - დ------–--- მ----–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე დ------–--- მ----–--ეს მოსარჩელე შპს ,,ი----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის 3700 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე დ------–--- მ----–--ეს მოსარჩელე შპს ,,ი----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 10 თვის სარგებლის გადახდა 1782.16 აშშ დოლარის ოდენობით.
1.3. მოპასუხე დ------–--- მ----–--ეს მოსარჩელე შპს ,,ი----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1198.8 აშშ დოლარის ოდენობით.
1.4. კრედიტორის მოთხოვნების გადახდევინება მოხდეს მოპასუხე დ------–--- მ----–--ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2016 წლის 21 აპრილს, მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 3700 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების 2.4 პუნქტით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვის პირობით. მხარეებმა სესხის სარგებელი განსაზღვრეს შემდეგი სახით: სესხით სარგებლობის პირველი თვისთვის სესხის (დარჩენილი ნაწილის) 3.5% - 129.5 აშშ დოლარი, მეორე თვისთვის - სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) 4.5% - 166.5 აშშ დოლარი, მესამე და მომდევნო თვეებისათვის კი სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) 5% - 185 აშშ დოლარი. ამასთან, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში მსესხებელი სრულად ან ნაწილობრივ არ/ვერ დაუბრუნებდა გამსესხებელს სესხს/სესხის დარჩენი, ნაწილს და თუ გამსესხებელი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, სესხის დარჩენილ (დაუბრუნებელ) ნაწილზე გაგრძელდება სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურად სესხის 5%-ის მოცულობის ანგარიშით და რომელიც გადახდას ექვემდებარება სესხის ან/და სარგებლის იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე და მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 30 ოქტომბრამდე ანუ მანქანის გადაფორმებამდე გასულია 10 თვე და 17 დღე. შესაბამისად, სესხზე რიცხული სარგებელი შეადგენს (129.5+166.5+185X8+6.16=1782.16) 1782.16 აშშ დოლარს. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით გადასახდელი სარგებლის ჯამური ოდენობა შეადგენს 1782.16 აშშ დოლარს.
სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გადააცილებდა სესხის დაბრუნების ვადას, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, მსესხებლისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.25%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვა გაგრძელდებოდა სესხისა და სარგებლის დაბრუნებამდე (გადახდამდე), ან გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლამდე, ან გირავნობის საგნის რეალიზაციამდე. ამასთან, გამსესხებელმა გამოიყენა ხელშეკრულებით მონიჭებულ უფლებამოსილება ნაწილობრივ და ნაცვლად 0.25%-სა მოითხოვა მხოლოდ 0.1%-ს ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც ყოველი დღისთვის შეადგენს 3.7 აშშ დოლარს, ხოლო რამდენადაც ვალდებულების დარღვევა მოპასუხემ დაიწყო პირველივე თვიდან და საერთოდ არანაირი თანხა არ დაუბრუნებია, პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა შეადგენს 1198.8 აშშ დოლარს. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა და 10 თვის სარგებელი, ასევე პირგასამტეხლო; ამასთან, აღსრულება გავრცელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მთელ ქონებაზე (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ------–--- მ----–--ემ სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირითადი თანხის 3700 აშშ დოლარის ნაწილში ცნო. დანარჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ ამჟამად მხარეებისთვის უცნობია დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2016 წლის 21 აპრილს, შპს ,,ი----“-ა და დ------–--- მ----–--ეს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 3700 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების 2.4 პუნქტით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვის პირობით. მხარეებმა სესხის სარგებელი განსაზღვრეს შემდეგი სახით: სესხით სარგებლობის პირველი თვისთვის სესხის (დარჩენილი ნაწილის) 3.5% - 129.5 აშშ დოლარი, მეორე თვისთვის - სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) 4.5% - 166.5 აშშ დოლარი, მესამე და მომდევნო თვეებისათვის კი სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) 5% - 185 აშშ დოლარი. ამასთან, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში მსესხებელი სრულად ან ნაწილობრივ არ/ვერ დაუბრუნებდა გამსესხებელს სესხს/სესხის დარჩენი, ნაწილს და თუ გამსესხებელი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, სესხის დარჩენილ (დაუბრუნებელ) ნაწილზე გაგრძელდებოდა სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურად სესხის 5%-ის მოცულობის ანგარიშით და რომელიც გადახდას დაექვემდებარებოდა სესხის ან/და სარგებლის იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე და მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდებოდა სამი თვის განმავლობაში ეტაპობრივად და იმგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად, არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 21 რიცხვისა გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტულობით, ხოლო სამივე თვის გასვლისთანავე, არაუგვიანეს 2016 წლის 21 ივლისისა დააბრუნებდა სესხს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება #1-------- (ს.ფ. 18-28)
- სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 29)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 30)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობით დაიტვირთა მოპასუხე დ------–--- მ----–--ის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, შემდეგი მახასიათებლებით: მარკა, მოდელი - M------------, სარეგისტრაციო ნომერი - S-----, გამოშვების წელი - 2---, ფერი - შ---, ტიპი - კ----, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, შასის ნომერი - W----------------.
ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენდა მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა გირავნობის საგნიდან ან/და მსეხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან ნებისმიერ ეტაპზე.
ხელშეკრულების 16.5 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის გირავნობის საგნით სრულად ან ნაწილობრივ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დამგირავებელი ვალდებული იყო მოგირავნის წინაშე პასუხი ეგო მთელი თავისი ქონებით იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გირავნობის საგანი ვერ დააკმაყოფილებდა უზრუნველყოფილ მოთხოვნას, რა დროსაც, უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა შესაძლოა გაცდენოდა მაქსიმალური თანხის მოცულობის ფარგლებს და იგი არ შემოიფარგლებოდა მაქსიმალური თანხის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება #1-------- (ს.ფ. 18-28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. მოპასუხე დ------–--- მ----–--ემ დაარღვია შპს ,,ი-------“ 2016 წლის 21 აპრილს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულება, შესაბამისად, დავალიანებამ შეადგინა, სესხის ძირი თანხა 3700 აშშ დოლარი, 10 თვის საპროცენტო სარგებელი 1782.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო -1198.8 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება #1-------- (ს.ფ. 18-28)
- ანგარიშის ბარათი (ს.ფ. 30)
- გაფრთხილების წერილი (ს.ფ. 31)
- საფოსტო კორესპონდენცია (ს.ფ. 32)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. საქმეზე წარმოდგენილი 2016 წლის 21 აპრილის სალაროს გასავლის ორდერით დგინდება, რომ თანხა გამოიწერა მოპასუხის დ------–--- მ----–--ის სახელზე, თუმცა იგი მიიღო ბ-----------–--ემ.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხე დ------–--- მ----–--ე, ვინაიდან მან სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სესხის ძირი თანხის ნაწილში სცნო სარჩელი, ამასთან, მას არც შესაგებლის წარმოდგენის დროს გაუხდია სადავო საქმეში მითითებული გარემოებები. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და მოაპსუხედ მითითებული დ------–--- მ----–--ეა ის პირი, ვისაც ეკისრება ვალდებულება თანხის დაბრუნებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა - შპს ,,ი----ს“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 254-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 420-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, 2016 წლის 21 აპრილს, შპს ,,ი-----“ და დ------–--- მ----–--ეს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 3700 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების 2.4 პუნქტით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვის პირობით. მხარეებმა სესხის სარგებელი განსაზღვრეს შემდეგი სახით: სესხით სარგებლობის პირველი თვისთვის სესხის (დარჩენილი ნაწილის) 3.5% - 129.5 აშშ დოლარი, მეორე თვისთვის - სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) 4.5% - 166.5 აშშ დოლარი, მესამე და მომდევნო თვეებისათვის კი სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) 5% - 185 აშშ დოლარი. ამასთან, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში მსესხებელი სრულად ან ნაწილობრივ არ/ვერ დაუბრუნებდა გამსესხებელს სესხს/სესხის დარჩენი, ნაწილს და თუ გამსესხებელი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, სესხის დარჩენილ (დაუბრუნებელ) ნაწილზე გაგრძელდებოდა სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურად სესხის 5%-ის მოცულობის ანგარიშით და რომელიც გადახდას დაექვემდებარებოდა სესხის ან/და სარგებლის იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე და მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხე დ------–--- მ----–--ემ დაარღვია შპს ,,ი-------“ 2016 წლის 21 აპრილს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულება, შესაბამისად, დავალიანებამ შეადგინა, სესხის ძირი თანხა 3700 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 1782.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1198.8 აშშ დოლარი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე დ------–--- მ----–--ემ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, დავალიანების ძირითადი თანხის 3700 აშშ დოლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელე შპს ,,ი----ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე დ------–--- მ----–--ის მიმართ მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე დ------–--- მ----–--ემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებლები დაეთანხმნენ იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღეს შეთანხმებული კრედიტის თანხები სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკებით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლებს, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ერიცხებათ პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა, 3700 აშშ დოლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, სასამართლოს მიერ უნდა იქნეს შემცირებული. კერძოდ, მოპასუხე დ------–--- მ----–--ეს შპს ,,ი----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 200 აშშ დოლარის გადახდა, რაც გონივრულია ხელშეკრულების ძირი თანხისა და სარგებლის გათვალისწინებით.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას აღსრულების მოპასუხის სხვა ქონებაზე მიქცევის თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად, სწორედ მსესხებელს ანუ დურმისხან მ----–--ეს ჰქონდა რა დაკისრებული ვალდებულების შესრულება მოსარჩელის მიმართ, მოსარჩელეს შეეძლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა როგორც დაგირავებული საგნიდან, ასევე „მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან ნებისმიერ ეტაპზე“, ვინაიდან დაგირავებული საგანი „ერთადერთი“ საშუალება არ იყო ვალდებულების შესასრულებლად. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხების გადახდევინება მოპასუხის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ დ------–--- მ----–--ემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირი თანხის ნაწილში სცნო, მოსარჩელე შპს ,,ი----“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 275,28 ლარი, ხოლო დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული (იმ ნაწილში, რომელიც არ ცნო მოპასუხემ) სახელმწიფო ბაჟის 147.47 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-ე, 244-ე, 248- 250-ე, 257-ე, 2591, 364-ე 369-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ი----ს" (ს/კ N4--------) სარჩელი დ------–--- მ----–--ის (პ/ნ N0----------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე დ------–--- მ----–--ეს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე შპს ,,ი----ს" (პ/ნ N4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 21 აპრილის სესხისა და გირავნობის N 1-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 3 700 (სამი ათას შვიდასი) აშშ დოლარის (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, სარჩელის შემოტანის მომენტისათვის არსებული კურსის შესაბამისად) - გადახდა.
1.2. მოპასუხე დ------–--- მ----–--ეს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე შპს ,,ი----ს" (პ/ნ N4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 21 აპრილის სესხისა და გირავნობის N 1-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10 თვის საპროცენტო სარგებელი - 1782.16 (ერთი ათას შვიდას ოთხმოცდაორი და თექვსმეტი) აშშ დოლარის (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, სარჩელის შემოტანის მომენტისათვის არსებული კურსის შესაბამისად) - გადახდა.
1.3. მოპასუხე დ------–--- მ----–--ეს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე შპს ,,ი----ს" (პ/ნ N4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 21 აპრილის სესხისა და გირავნობის N 1-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლო 200 აშშ დოლარის (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, სარჩელის შემოტანის მომენტისათვის არსებული კურსის შესაბამისად) - ოდენობით.
1.4. კრედიტორის მოთხოვნების გადახდევინება მოხდეს მოპასუხის დ------–--- მ----–--ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
2. მოსარჩელე შპს ,,ი----" (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს ლ--------–-–---–-- მიერ 2017 წლის 10 მარტს, ს-----------------–-----ში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 496,40 ლარიდან 275,28 (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო დავალება N-), ხოლო დარჩენილი თანხა 221,12 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე დ------–--- მ----–--ეს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე შპს ,,ი----ს" (პ/ნ N4--------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან ნაწილის - 147,47 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე