გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210118002660636
N2/885-2018
გადაწყვეტილება
გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.12.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე: მ------------–---–ი,მოპასუხე: მ-------------------ი,შპს ბ------–---------ი,მესამე პირი: აღსრულები ეროვნული ბიურო,წარმომადგენელი: კა---------------–---–ი,დავის საგანი: ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ კა---------------–---–ის მიერ, 2018 წლის 28 სექტემბრის აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.
მოსარჩელის პოზიცია:
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მ-------------------ის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება, ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. 2018 წლის 28 სექტემბერს აღსრულების მიზნით ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი და ყადაღა დაედო მ-------------------ის ბინაში არსებულ, მოსარჩელე მ------------–---–ის საკუთრებაში არსებულ მოძრავ შემდეგ ნივთებს: მაცივარს ,,HISENSE'' ვერცხლისფერი - ღირებული 500 ლარად; სარეცხ მანქანას ,,ლჯ''- ღირებული 350 ლარად; ტელევიზორს ,,სტაილენსი'' - ღირებულს 200 ლარად, პერსონალური კომპიუტერს ღირებულს 150 ლარად. მოსარჩელე არის მოძრავი ქონების მესაკუთრე. მისი იურიდიული ინტერესია სხვისი ვალის უზრუნველყოფის მიზნით არ მოხდეს მოძრავი ნივთების რეალიზაცია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ-------------------მა სარჩელი სცნო სრულად და განმარტა, რომ თანახმაა ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ კა---------------–---–ის მიერ, 2018 წლის 28 სექტემბრის აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები, ვინაიდან აქტში მითითებული ნივთები არ წარმოადგენს მის საკუთრებას. ამასთან, მოსარჩელე მ------------–---–ი არის მისი მეუღლის და, ხოლო მეუღლეა ი------------–---–ი.
2.2. მესამე პირს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლოს სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენელმა კა---------------–---–მა სარჩლი ცნო სრულად .
2.3. მოპასუხე შპს ,,ბ------–---------ის'' წარმომადგენელმა ნ--------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად მოხდა მოძრავი ნივთების აღწერა მოვალის მ-------------------ის საცხოვრებელ ბინაში. კანონის შესაბამისად არსებობს პრეზუმპცია, რომ მოვალის საცხოვრებელ ადგილზე ნაპოვნი ნივთები ეკუთვნის მას. ამასთან მ------------–---–ი წარმოადგენს მ-------------------ის მეუღლეს და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ქონება ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად.
შპს ,,ბ------–---------ს'' სასამართლო უწყება გაეგზავნა 2018 წლის 27 ნოემბერს , რაც 2018 წლის 29 ნოემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, კანცელარიის თანამშრომელს მ-----–---–---–ს. მოპასუხე შპს ,,ბ------–---------ი'' სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნოტარიუსის მიერ გაცემული N181152918 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ კა---------------–---–ის მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს აღწერილ იქნა და ყადაღა დაედო ქ.ზესტაფონში გ-------------ს ქუჩა N---ში არსებულ მოძრავ ნივთებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2018 წლის 28 სექტემბრის აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;
- მხარეთა განმარტებები
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ კა---------------–---–ის მიერ ქ.ზესტაფონში გ-------------ს ქუჩა N---ში -ში 2018 წლის 28 სექტემბერს აღწერილი და ყადაღადადებული მოძრავი ნივთები მაცივარი ,,ისენსე'' - ღირებული 500 ლარად; სარეცხი მანქანა ,,ლჯ''- ღირებული 350 ლარად; ტელევიზორი ,,სტილენს'' - ღირებული 200 ლარად; პერსონალური კომპიუტერი, სისტემური ბლოკი, მონიტორი, კლავიატურა და მაუსი -ღირებული 150 ლარად, წარმოადგენს მ------------–---–ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2018 წლის 28 სექტემბრის აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;
- მაღაზია ,,ტექნო-ბუმის'' მიერ გაცემული ცნობა, სესხის ხელშეკრულება, საგარანტიო ბარათები,3.2.2. მოპასუხე მ-------------------ი და მოსარჩელე მ------------–---–ი არ არიან მეუღლეები. შესაბამისად იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ კა---------------–---–ის მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს აღწერილი და ყადაღადადებული მოძრავი ნივთები მაცივარი ,,ისენსე'' - ღირებული 500 ლარად; სარეცხი მანქანა ,,ლჯ''- ღირებული 350 ლარად; ტელევიზორი ,,სტილენს'' - ღირებული 200 ლარად; პერსონალური კომპიუტერი, სისტემური ბლოკი, მონიტორი, , კლავიატურა და მაუსი -ღირებული 150 ლარად არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2018 წლის 28 სექტემბრის აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;
- მ-------------------ის ქორწინების მოწმობა
- მხარეთა განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 131-ე, 205-ე, 208-ე, 230-ე, 233-234-ე, 237-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მ-------------------იმ და მესამე პირმა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ კა---------------–---–მა როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნეს სასარჩელო მოთხოვნა, აღნიშნული გარემოება კი მათ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე შპს ,,ბ------–---------ის'' გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი ადგენს მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობას. კერძოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შპს ,,ბ------–---------ს'' სხდომის დრო და ადგილი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. 2018 წლის 07 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გამოცხადების შესახებ სასამართლო უწყება ჩაბარდა შპს ,,ბ------–---------ის'' კანცელარიის თანამშრომელს მ-----–---–---–ს 2018 წლის 29 ნოემბერს, მაგრამ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება. აღნიშნულის გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი შპს ,,ბ------–---------ის'' მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
6.3 ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, აუცილებელია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად დამტკიცებულად ითვლება, იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას. მატერიალური კანონი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას უნდა უკავშირებდეს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მიზნად აქვს დასახული მოსარჩელეს.
კანონმდებლობით გათვალისწინებულია მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალებაც, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დადგენილია იმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად და ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად გამართლებულია და მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხე შპს ,,ბ------–---------ის'' მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მ-------------------ის და მესამე პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სარჩელის ცნობისა და მოპასუხე შპს ,,ბ------–---------ის'' მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების გამო მოსარჩელე მ------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მთლიანად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი მოპასუხე მ-------------------იმ და მესამე პირმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სრულად ცნეს სასამართლოს მთავარ სხდომამდე, ისინი გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე შპს ,,ბ------–---------ს'' მოსარჩელე მ------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 2321-ე, 230-ე, 236-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.მოსარჩელე მ------------–---–ის (პ/ნ 1----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან შემდეგი მოძრავი ნივთები: 1). მაცივარი ,,ისენსე'' - ღირებული 500 ლარად; 2). სარეცხი მანქანა ,,ლჯ''- ღირებული 350 ლარად; 3). ტელევიზორი ,,სტილენს'' - ღირებული 200 ლარად; 4). პერსონალური კომპიუტერი, სისტემური ბლოკი, მონიტორი, , კლავიატურა და მაუსი -ღირებული 150 ლარად;
2. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ, 2018 წლის 28 სექტემბერს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტებში მითითებულ შემდეგ ნივთებზე: მაცივარი ,,HISENSE'' ვერცხლისფერი - ღირებული 500 ლარად; სარეცხი მანქანა ,,ლჯ''- ღირებული 350 ლარად; ტელევიზორი ,,სტაილენსი'' - ღირებული 200 ლარად, პერსონალური კომპიუტერი ღირებული 150 ლარად.
3. მოპასუხე მ-------------------ი და მესამე პირი- იმერეთის სააღსრულებო ბიურო გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. მოპასუხე შპს ,,ბ------–---------ს'' (ს/კ 208215821) მოსარჩელე მ------------–---–ის (პ/ნ 1----------) სასრგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხე შპს ,,ბ------–---------ს'' გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
6. გადაწყვეტილება მოსარჩელე მ------------–---–ის, მოპასუხე მ-------------------ის და მესამე პირის - სსიპ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე