გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6099-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელეები წარმომადგენელი ვ-–------------------–ი, თ---------------–----; ვა---–-------–-–---–ი;
მოპასუხე წარმომადგენელი შპს ''დ---–-----------–-----ი''; ტა-----–------–---–ი;
დავის საგანი სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა, იპოთეკის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ე---------------–--ის მიერ 2018 წლის 11 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1--------. 1.2. შეწყვეტილ იქნეს კერძო აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის წარმოება, სადაც კრედიტორს წარმოადგენს შპს ''დ---–-----------–-----ი'', ხოლო მოვალეებს - ვ-–------------------–ი და თ---------------–----. 1.3. გაუქმდეს - თ---------------–----ა და შპს ''დ---–-----------–-----ის'' შორის და თინათინ კოპალიანს, ვ-–------------------–ს შორის 2015 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება N1-------- და მის საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკა, რითაც იპოთეკით დაიტვირთა თ---------------–----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, ბინა - მდებარე: ქ. რუ-----–ი, კო----------–--ს ქ. N--, ბ----, ფა------------6 კვ.მ. (ს.კ. 0------------------). სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 27 ნოემბერს ვ-–------------------–სა და შპს ''დ---–-----------–-----ის'' შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება N2----, რის საფუძველზეც ვ-–------------------–ი დასაქმებულ იქნა შპს ''დ---–-----------–-----ში''. შრომითი ხელშეკრულება დაიდო 1 წლის ვადით - 2016 წლის 27 ნოემბრამდე, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესაძლებლობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, შრომის ანაზღაურების ოდენობა, სამუშაო დრო და სხვა პირობები. შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში - 2015 წლის 3 დეკემბერს ვ-–------------------–ის მეუღლეს თ---------------–----ა და შპს ''დ---–-----------–-----ს'' შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N1--------, რომელიც დამოქმებულ იქნა სანოტარო წესით და რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში, რის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თ---------------–----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, ბინა - მდებარე: ქ. რუ-----–ი, კო---------–--ს ქ. N--, ბ----, ფართი -32.06 კვ.მ. (ს.კ. 0------------------). იპოთეკის საგნით მოხდა 2015 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლებოდა წარმოშობილიყო იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის მიერ დარღვეულ იქნებოდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის შედეგადაც მატერიალური ზიანი მიადგებოდა შპს ''დ---–-----------–-----ის''. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბოლო სახელფასო ანაზღაურება ვ-–------------------–ს ჩაერიცხა 2017 წლის 20 სექტემბერს (აგვისტოს) თვის ხელფასი, რის შემდგომაც მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ფაქტობრივად შეწყდა. მიუხედავად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა, ძალაში დარჩა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკა, რომლის გაუქმებაზეც არაერთი ზეპირი მოთხოვნის მიუხედავად შპს ''დ---–-----------–-----ი'' აცხადებს უარს. შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასაქმებული ვ-–------------------–ის მიერ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ხორციელდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მის შემდგომაც დამსაქმებელს არანაირი პრეტენზია არ გამოუხატავს დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოს მიმართ. მოსარჩელეთა მითითებით, შპს ''დ---–-----------–-----მა'' განცხადებით მიმართა ნოტარიუს ე---------------–--ეს და მოითხოვა ვ-–------------------–ის მიმართ - 17 677.71 ლარის და 125.52 ლარის დაკისრება და აღსრულების მიზნით თ---------------–----ს საკუთრებაში არსებული ქონების (იპოთეკის საგნის) რეალიზაცია, აღნიშნული მოთხოვნა ნოტარიუსმა დააკმაყოფილა და 2017 წლის 11 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. შპს ''დ---–-----------–-----მა'' ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი 12.01.2017 წელს წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებით აღსასრულებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეები ითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხე შპს ''დ---–-----------–-----ი'' სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: ვ-–------------------–ი დასაქმებული იყო შპს ''დ---–-----------–-----ში'' და მის მოვალეობას შეადგენდა გადახდისუნარიანი კლიენტების მოძიება და მათთვის დამსაქმებლის სახელით გარკვეული პროდუქციის მიწოდება. მოპასუხის მითითებით მოსარჩელემ 2017 წლის სექტემბრის თვეში ყოველგვარი ინფორმირების გარეშე ფაქტობრივად შეწყვიტა შრომითი ვალდებულების შესრულება, რის შედეგადაც კომპანიას მიადგა ზიანი, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ოდენობით, რამდენადაც არ მომხდარა კონტრაგენტი პირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კომპანიისათვის, ვერ ხერხდება მათი ადგილმდებარეობის მოძიება, შესაბამისად, კომპანიას მიადგა ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 27 ნოემბერს ვ-–------------------–სა და შპს ''დ---–-----------–-----ის'' შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება N2----, რის საფუძველზეც ვ-–------------------–ი დასაქმებულ იქნა შპს ''დ---–-----------–-----ში''. შრომითი ხელშეკრულება დაიდო 1 წლის ვადით - 2016 წლის 27 ნოემბრამდე, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესაძლებლობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, შრომის ანაზღაურების ოდენობა, სამუშაო დრო და სხვა პირობები. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, როგორც მომხმარებელთათვის პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფისას, ასევე პროდუქციისათვის საზღაურის მიღებისას დასაქმებული მოქმედებს დამსაქმებლის სახელით. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის საქმიანობა დამსაქმებლის საზოგადოებაში მოიცავს: დამსაქმებულის მითითებით, მის მფლობელობაში არსებულ საყოფაცხოვრებო/საკვები პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, პოტენციური მომხმარებლის მოძიებას, დამსაქმებლის სახელით პროდუქციასთან დაკავშირებული შეკვეთის მიღებას, შეკვეთის შემდგომ გადამისამართებას დამსაქმებლის მიწოდების სამსახურისათვის, მომხმარებლისათვის პროდუქციის დროული მიწოდების გაკონტროლებას, ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში დამსაქმებლის სახელით საზღაურის მიღებასა და მიღებული საზღაურის ბრალეული გაჭიანურების გარეშე, არაუგვიანეს მიმდინარე სამუშაო დღისა, დამსაქმებლის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისათვის (ბუღალტერია) გადაცემას ან/და დამსაქმებლის შესაბამის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვას ხოლო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამსაქმებლისათვის წარდგენას. ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, მხარეები ცნობად იღებენ, რომ დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის ინტერესებისათვის ზიანის მიყენების, მისთვის გადაცემული თანხის გაფლანგვის, პროდუქციის საფასურის მითვისების, ხელმოწერის გაყალბების შემთხვევაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია/ვალდებულია მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა ზიანის ანაზღაურების მიზნით, მათ შორის მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, აღძრას სარჩელი სასამართლოში, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვოს დასაქმებულის (მათ შორის იპოთეკით დატვირთულის, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქონების იძულებითი რეალიზაცია, დასაქმებულის მოვალეთა რეესტრში შეყვანა და ა.შ. ხელშეკრულების 10.3. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკა/გირავნობით დატვირთოს მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი/მოძრავი ნივთი ან ნებისმიერი მესამე პირის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი/მოძრავი ნოვთი. 15.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების 10.2. მუხლით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მათ შორის დამსაქმებლის კუთვნილი დამსაქმებლისათვის გადასაცემად მომხმარებლის კუთვნილი თანხების მითხვისების, გაფლანგვის, ან/და დამსაქმებლის სტრუქტურულ ერთეულისათვის (ბუღალტერია) დაგვიანებით გადაცემის ან/და დამსაქმებლის ანგარიშზე დაგვიანებით ჩარიცხვისთვის, დოკუმენტაციის გაყალბებისათვის, დამსაქმებელი უფლებამოსილია პირგასამტეხლოს სახით მოითხოვოს დასაქმებულისაგან - 10 000 ლარის გადახდა. ხელშეკრულების 5.2.18. პუნქტის თანახმად, სრულად აანაზღაუროს მისი ქმედებით ან უმოქმედობით დამსაქმებლისათვის მიყენებული ზიანი. 3.1.2. შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში - 2015 წლის 3 დეკემბერს ვ-–------------------–ის მეუღლეს თ---------------–----ა და შპს ''დ---–-----------–-----ის'' შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N1--------, რომელიც დამოწმებულ იქნა სანოტარო წესით და რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში, რის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თ---------------–----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, ბინა - მდებარე: ქ. რუ-----–ი, კო---------–--ს ქ. N--, ბ----, ფართი 32.06 კვ.მ. (ს.კ. 0------------------). იპოთეკის საგნით მოხდა 2015 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლებოდა წარმოშობილიყო იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის მიერ დარღვეულ იქნებოდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის შედეგადაც მატერიალური ზიანი მიადგებოდა შპს ''დ---–-----------–-----ს''. 3.1.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანის მაქსიმალურ ოდენობად გათვალისწინებული იქნა - 25000 ლარი, რამდენადაც წინამდებარე იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკარის მოთხოვნა მოვალის მიმართ - 25000 ლარით. იპოთეკით ასევე უზრუნველყოფილია იპოთეკარის ძირითადი მოთხოვნა მოვალის მიმართ, შესაძლო ზიანი, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსრულების, აგრეთვე ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა სახის ხარჯი. 3.1.4. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბოლო სახელფასო ანაზღაურება ვ-–------------------–ს ჩაერიცხა - 2017 წლის 20 სექტემბერს (აგვისტოს) თვის ხელფასი, რის შემდგომაც მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა. მიუხედავად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა, ძალაში დარჩა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკა, რომლის გაუქმებაზეც შპს ''დ---–-----------–-----ი'' აცხადებს უარს. 3.1.5. შპს ''დ---–-----------–-----მა'' განცხადებით მიმართა ნოტარიუს ე---------------–--ეს და მოითხოვა ვ-–------------------–ის მიმართ - 17677.71 ლარის და 125.52 ლარის დაკისრება და აღსრულების მიზნით თ---------------–----ს საკუთრებაში არსებული ქონების (იპოთეკის საგნის) რეალიზაცია, აღნიშნული მოთხოვნა ნოტარიუსმა დააკმაყოფილა და 2017 წლის 11 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, 2017 წლის 11 იანვრის სააღსრულებო ფურცელით ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მითითებულია: 2015 წლის 3 დეკემბრის თ---------------–----ა და შპს ''დ---–-----------–-----ის'' შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება N1--------. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა: ძირითადი თანხა - 17 677.71 ლარი და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გასაცემად გაწეული ხარჯი - 125.54 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2015 წლის 27 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულება (სარჩელის უზრუნველყოფის მასალები, ს.ფ. 22-31); - იპოთეკა (სარჩელის უზრუნველყოფის მასალები, ს.ფ. 12-15); - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (სარჩელის უზრუნველყოფის მასალები, ს.ფ. 16-17; 32-33); - სააღსრულებო ფურცელი (სარჩელის უზრუნველყოფის მასალები, ს.ფ. 62-64); - მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის და შეფასების, ასევე მხარეთა ასხნა-განმარტებებზე დაყრდნობით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას მასზედ, რომ მოსარჩელის ქმედებით მიადგა ზიანი და მის მიერ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 17 677.71 ლარი.
- აღსანიშნავია, რომ ზიანის მიყენების ფაქტის და ოდენობის დასადასტურებლად მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია უწყისი, რომელიც მოიცავს მხოლოდ სხვადასხვა მომხმარებლების (ობიექტების) ჩამონათვალს და მათ გასწვრივ გარკვეული თანხების მითითებას, საერთო ჯამში - 16 283.70 ლარის ოდენობით, მითითებული რიცხვიც კი არ არის თანხვედრაში სააღრულებო ფურცელით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობასთან (იხ.ს.ფ. 33-35, ტომი 2).
- სააღსრულებო ფურცლით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 17 677.71 ლარის ოდენობით წარმოადგენს იმ პროდუქციის ღირებულებას, რომელიც დამსაქმებულის მითითებით, მის მფლობელობაში არსებულ საყოფაცხოვრებო/საკვები პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, დასაქმებული მიერ დამსაქმებლის სახელით გადაეცა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებს (მომხმარებლებს), რომლებიც მითითებულია მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ უწყისში.
- საყურადღებოა, რომ როგორც მომხმარებელთათვის პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფისას, ასევე პროდუქციისათვის საზღაურის მიღებისას დასაქმებული მოქმედებდა დამსაქმებლის სახელით.
- დადგენილია, რომ დასაქმებულის საქმიანობა დამსაქმებლის საზოგადოებაში მოიცავდა მხოლოდ დამსაქმებულის მითითებით, მის მფლობელობაში არსებულ საყოფაცხოვრებო/საკვები პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, პოტენციური მომხმარებლის მოძიებას, დამსაქმებლის სახელით პროდუქციასთან დაკავშირებული შეკვეთის მიღებას, შეკვეთის შემდგომ გადამისამართებას დამსაქმებლის მიწოდების სამსახურისათვის, მომხმარებლისათვის პროდუქციის დროული მიწოდების გაკონტროლებას.
- დადგენილია, რომ დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის ინტერესებისათვის ზიანის მიყენების, მისთვის გადაცემული თანხის გაფლანგვის, პროდუქციის საფასურის მითვისების, ხელმოწერის გაყალბების შემთხვევაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა ზიანის ანაზღაურების მიზნით - აღნიშნულის არსებობის ფაქტი კი დასაქმებულის წინააღმდეგ საქმეში არსებული დოკუმენტაციით არ დგინდება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ვერ წარმოადგინა რაიმე სახის სათანადო მტკიცებულებები მასზედ, რომ მისთვის რეალურად მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 17 677.71 ლარს და ეს ზიანი სწორედ მოსარჩელის ქმედებით არის გამოწვეული და შესაბამისად, სახეზეა იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იპოთეკარის მოთხოვნა მოვალის მიმართ - 25000 ლარის ფარგლებში, რამდენადაც, შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფა განხორციელდა იპოთეკის ხელშეკრულებით, რომელიც შეიძლებოდა წარმოშობილიყო იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის მიერ დარღვეულ იქნებოდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის შედეგადაც მატერიალური ზიანი მიადგებოდა შპს ''დ---–-----------–-----ს''- აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა საქმეზე დადასტურებული არ არის, შესაბამისად, მიიჩნევა, რომ შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვ-–------------------–ის რაიმე სახის ვალდებულება შპს ''დ---–-----------–-----ის'' მიმართ არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 27 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულება (სარჩელის უზრუნველყოფის მასალები, ს.ფ. 22-31);
- იპოთეკა (სარჩელის უზრუნველყოფის მასალები, ს.ფ. 12-15);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, (ს.ფ. 16-17; 32-33);
- სააღსრულებო ფურცელი (სარჩელის უზრუნველყოფის მასალები, ს.ფ. 62-64);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი;
- უწყისი (იხ.ს.ფ.33-35).
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. საყურადღებოა, რომ 2017 წლის 11 იანვრის სააღსრულებო ფურცელით ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მითითებულია 2015 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება N1--------. მოცემულ შემთხვევაში, კი სახეზე არ არის იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი ვალდებულების დარღვევა - ზიანის არსებობა, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდა მითითებული იპოთეკის ხელშეკრულებით, რამდენადაც, საქმის მასალებით არ დგინდება, დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც მატერიალური ზიანი მიადგა მოპასუხე მხარეს.
3.2.2. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონი, ''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონი, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე, 286-ე, 992-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. ''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 34-ე მუხლის ''დ'' ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულება შეწყდება თუ: გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება გაუქმებულია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი ვალდებულების დარღვევა, ზიანის არსებობა, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდა იპოთეკის ხელშეკრულებით, რამდენადაც, საქმის მასალებით არ დგინდება, დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც მატერიალური ზიანი მიადგა შპს ''დ---–-----------–-----ის''. ამდენად, მიიჩნევა, რომ შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვ-–------------------–ის რაიმე სახის ვალდებულება მოპასუხის მიმართ არ გააჩნია. რამდენადაც, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის ინტერესებისათვის ზიანის მიყენების, მისთვის გადაცემული თანხის გაფლანგვის, პროდუქციის საფასურის მითვისების ფაქტი - საქმეში არსებული დოკუმენტაციით არ დასტურდება. სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას და იმისათვის რომ კრედიტორმა მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული მოთხოვნა მოვალის მიმართ, ხოლო მოვალეს გააჩნდეს ვალდებულება კრედიტორის მიმართ. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ-–------------------–ის და შპს ''დ---–-----------–-----ის'' შორის არსებობდა შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა შრომითი ხელშეკრულებიდან არ დგინდება, რომ მოვალემ ხელშეკრულებით ნაკისრი რომელიმე პირობა დაარღვია და შესაბამისად, კრედიტორს წარმოეშვა რაიმე სახის - მათ შორის ზიანის მოთხოვნის უფლება - 17 677.71 ლარის ოდენობით. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და განმარტავს, რომ პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი მიუძღვის ზიანის მიმყენებელს. საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის არსებობის ფაქტი, რომელიც მიადგა დამსაქმებელს, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უწყისი (იხ.ს.ფ.33-35), რომელიც მოიცავს მხოლოდ სხვადასხვა მომხმარებლების (ობიექტების) ჩამონათვალს და მათ გასწვრივ გარკვეული თანხების მითითებას, საერთო ჯამში - 16 283.70 ლარის ოდენობით, მითითებული რიცხვიც კი არ არის თანხვედრაში სააღრულებო ფურცელით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობასთან. რამდენადაც, არ არსებობს შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის მიმართ, არ დგინდება მოსარჩელის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი და მის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობად - 17 677.71 ლარის არსებობის ფაქტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააღსრულებო ფურცლის გაცემის რაიმე სახის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობით ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ''ბ'' ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა, ასევე ამავე მუხლის ''ე'' ქვეპუნქტის საფუძველზე - მხარეთა წერილობითი შეთანხმება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას და მისი არსებობა დამოკიდებულია იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობაზე. იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს ხელშეკრულება, რომელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაძლო ვალდებულების/მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაც არსებობდა იპოთეკა - ასეთი იპოთეკა იურიდიული ძალის არმქონეა და უნდა გაუქმდეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა და 2017 წლის სექტემბრის თვიდან ვ-–------------------–ი აღარ არის დასაქმებული შპს ''დ---–-----------–-----ში'', ამასთანავე, ვ-–------------------–ის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შპს ''დ---–-----------–-----ის'' მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა, ხოლო იპოთეკა ემსახურებოდა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების/მოთხოვნების უზრუნველყოფას. შპს ''დ---–-----------–-----მა'' ვერ დაადასტურა ვ-–------------------–ის მხრიდან რაიმე სახის სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ანდა ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული უფლების არსებობის საფუძველი და იგი უნდა გაუქმდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, გადახდილი ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ვ-–------------------–ის და თ---------------–----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. გაუქმდეს ნოტარიუს ე---------------–--ის მიერ 11.01.2018 წელს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი და შეწყდეს ნოტარიუს ე---------------–--ის მიერ 11.01.2018 წელს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, სადაც, კრედიტორია - შპს ''დ---–-----------–-----ი'', მოვალეები - ვ-–------------------–ი, თ---------------–----.
1.2. გაუქმდეს თ---------------–----ა და შპს ''დ---–-----------–-----ის'' შორის 2015 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება და მის საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკა, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თ---------------–----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. რუ-----ი, კო---------–--ს ქ. N--, ბი-----4, ფა------------6., საკადასტრო კოდი N0------------------.
2. მოპასუხე შპს ''დ---–-----------–-----ის'' მოსარჩელეების - ვ-–------------------–ის და თ---------------–----ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით - 585 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი