გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2313-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - გ----- ხ----------ე;
წარმომადგენელი - ხ----- კ----ე;
მოპასუხე - რ----- ბ------------ა;
უფლებამონაცვლე - ბ------ ბ------------ა;
წარმომადგენელი - ა---------– ბ----------ე;
მოპასუხე - თ------ თ------ე;
წარმომადგენელი - თ---------- მ----;
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. გ----- ხ----------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ყადაღისაგან გათავისუფლდეს (2016 წლის 19 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებლო ბიუროს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული) კუთვნილი მოძრავი ქონება: 1. სარეცხი მანქანა - სამსუნგის ფირმის, 2. ტელევიზორი ,,ორესენტ“, 3. ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, 4. წიგნების კარადა ღია და დახურული სათავსოებით, ყავისფერი შუშიანი კარებით, 5. ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი მუქი ყავისფერი, 6. ხის სკამები მუქი ყავისფერი რბილი დასაჯდომით, ფიგურიანი საზურგით, 7. სერვანდი ყავისფერი სარკიანი ვიტრინით, ოქროსფერი კანტებით, შუშის კარით, 8. ე.წ. ,,დესაუ“ ყავისფერი, ოქროსფერი კანტებით 2 ცალი, ერთი ოთხკარიანი, მეორე ორკარიანი, 9. ტელევიზორი ,,ტექნო“-ს ფირმის რუხი ფერის, 10. ტელევიზორის მაგიდა, ყავისფერი, ერთი უჯრით და გადმოსაშლელი კარით. მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: 2016 წლის 19 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებლებმა თ-------- ა---–-–---–მა და ბ----- შ-----მ შეადგინეს აქტი ,,მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ“, რა დროსაც ისინი გამოცხადდნენ მოსარჩელე გ----- ხ----------ის და მოპასუხე თ------ თ------ის საცხოვრებელ მისამართზე, მდებარე: ქ.ქუთაისი, ბ------ის ქ. N13/53. აღნიშნული აქტის საფუძველზე მოხდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ქონების დაყადაღება: 1. სარეცხი მანქანა - სამსუნგის ფირმის, 2. ტელევიზორი ,,ორესენტ“, 3. ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, 4. წიგნების კარადა ღია და დახურული სათავსოებით, ყვისფერი შუშიანი კარებით, 5. ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი მუქი ყავისფერი, 6. ხის სკამები მუქი ყავისფერი რბილი დასაჯდომით, ფიგურიანი საზურგით, 7. სერვანდი ყავისფერი სარკიანი ვიტრინით, ოქროსფერი კანტებით, შუშის კარით, 8. ე.წ. ,,დესაუ“ ყავისფერი, ოქროსფერი კანტებით 2 ცალი, ერთი ოთხკარიანი, მეორე ორკარიანი, 9. ტელევიზორი ,,ტექნო“-ს ფირმის რუხი ფერის, 10. ტელევიზორის მაგიდა, ყავისფერი, ერთი უჯრით და გადმოსაშლელი კარით. მოსარჩელე განმარტავს, რომ თ------ თ------ე არის ასაკოვანი ქალბატონი და როცა მასთან სახლში მივიდნენ აღმასრულებლები ნივთების აღსაწერად მან მიუთითა, რომ აღნიშნული ნივთები ეკუთვნოდა მის შვილს - მ--- ბ-–--ეს, ვინაიდან იგი იმყოფება რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ და სწორედ მისგან გამოგზავნილი ფულის საფუძველზე ყიდულობდა ნივთებს მისი შვილი გ----- ხ----------ე, სწორედ ამიტომ აღიქვა თ------ თ------ემ ეს ნივთები მ--- ბ-–--ის საკუთრებად. ნივთები, რომ მოსარჩელის საკუთრეებაა ადასტურებს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მოწმეთა ხელწერილები. მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მესამე პირის ვალის დასაფარავად გამოყენებული იქნეს მისი საკუთრება, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოითხოვა ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. რ----- ბ------------ას უფლებამონაცვლე ბ------ ბ------------ა სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ დაყადაღებული ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. თ------ ბ-–--ემ თავი რომ აარიდოს დავალიანების გადახდას ამის გამო გვარიც კი შეიცვალა და გახდა თ------ე. ამდენად ითხოვს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.2. თ------ თ------ემ სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით თ----- ბ-–--ეს რ----- ბ------------ას სასარგებლოდ დაეკისრა 4836 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2006 წლის 18 აპრილს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც თ----- ბ-–--ის მიმართ დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2006 წლის 18 აპრილის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 40-41.)
- სააღსრულებლო ფურცელი (ს.ფ. 39).
3.1.2. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ თ------ თ------ეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფილებით შესრულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 35-38).
3.1.3. თ------ თ------ემ გადაწყვეტილება ნებაყოფილებით არ აღასრულა და კრედიტორის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა არ გადაიხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.4. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2016 წლის 19 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებლებმა მოსარჩელე გ----- ხ----------ის საცხოვრებელ მისამართზე (ქ.ქუთაისი, ბ------ის ქ. N13/53) დააყადაღეს შემდეგი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა - სამსუნგის ფირმის, 2. ტელევიზორი ,,ორესენტ“, 3. ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, 4. წიგნების კარადა ღია და დახურული სათავსოებით, ყავისფერი შუშიანი კარებით, 5. ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი მუქი ყავისფერი, 6. ხის სკამები მუქი ყავისფერი რბილი დასაჯდომით, ფიგურიანი საზურგით, 7. სერვანდი ყავისფერი სარკიანი ვიტრინით, ოქროსფერი კანტებით, შუშის კარით, 8. ე.წ. ,,დესაუ“ ყავისფერი, ოქროსფერი კანტებით 2 ცალი, ერთი ოთხკარიანი, მეორე ორკარიანი, 9. ტელევიზორი ,,ტექნო“-ს ფირმის რუხი ფერის, 10. ტელევიზორის მაგიდა, ყავისფერი, ერთი უჯრით და გადმოსაშლელი კარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 17).
სხვა ფაქტობრივი გარემოებები სადავოა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ძირითადი სადავო საკითხია აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების საკუთრების საკითხი. დასახელებული ნივთების მესაკუთრედ ყოფნის პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე. განმარტავს, რომ დაყადაღებული ქონება მისი საკუთრებაა, რასაც არ ეთანხმება რ----- ბ------------ას უფლებამონაცვლე ბ------ ბ------------ას წარმომადგენელი. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად და გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ დაკისრებული ფაქტობრივი გარემოების ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მოძრავი ნივთების საკუთრების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. ამ საკითხის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს არ ეკისრება. მოსარჩელემ თვითონ უნდა წარმოადგინოს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებს, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მისი საკუთრებაა. მხარეებს ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით ერთმანეთის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვთ. როდესაც მხარეები დავობენ ნივთების კუთვნილებაზე, ასეთ შემთხვევაში ნივთების კუთვნილების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები მასზედ, რომ მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა - სამსუნგის ფირმის, 2. ტელევიზორი ,,ორესენტ“, 3. ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, 4. წიგნების კარადა ღია და დახურული სათავსოებით, ყვისფერი შუშიანი კარებით, 5. ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი მუქი ყავისფერი, 6. ხის სკამები მუქი ყავისფერი რბილი დასაჯდომით, ფიგურიანი საზურგით, 7. სერვანდი ყავისფერი სარკიანი ვიტრინით, ოქროსფერი კანტებით, შუშის კარით, 8. ე.წ. ,,დესაუ“ ყავისფერი, ოქროსფერი კანტებით 2 ცალი, ერთი ოთხკარიანი, მეორე ორკარიანი, 9. ტელევიზორი ,,ტექნო“-ს ფირმის რუხი ფერის, 10. ტელევიზორის მაგიდა, ყავისფერი, ერთი უჯრით და გადმოსაშლელი კარით შეიძინა მოსარჩელე გ----- ხ----------ემ და მისი საკუთრებაა. სასამართლო ამ მოსაზრებამდე მივიდა შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით ,,1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება”.
სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთების საკუთრება დამოკიდებულია მისი შეძენის დროს გამოვლენილ ნამდვილ ნებაზე. თუ ნივთი შემძენმა შეიძინა გამსხვისებლის ნამდვილი ნების გამოვლენის შემდეგ, ითვლება, რომ შემძენი ნივთის მიღების შემდეგ მისი მესაკუთრეა. უძრავ ქონებათაგან განსხვავებით მოძრავი ნივთის შეძენა არაა დამოკიდებული გარიგების წერილობით ფორმაზე და შესაბამის ორგანოში რეგისტრაციაზე, ამიტომ მოძრავი ნივთის საკუთრებასთან დაკავშირებით დავის დროს საკუთრების საკითხის გადაწყვეტა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. არსებობს პრეზუმპცია იმისა, რომ ნივთი იმ პირის საკუთრებაა, ვინც მას ფლობს შეძენისას გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე. მფლობელობა არ წარმოადგენს საკუთრების დადგენისას გადამწყვეტ გარემოებას. მფლობელი შეიძლება სულაც არ იყოს მესაკუთრე, მაგრამ დავის არსებობისას ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე თუ არ დადგინდება ამის საწინააღმდეგო გარემოება.
დასახელებულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გ----- ხ----------ე და მოპასუხე თ------ თ------ე არიან ბებია და შვილიშვილი. ცხოვრობენ ერთ სახლში. ბუნებრივია ჩვეულებრივი ცხოვრება გულისხმობს ყოველდღიური მოხმარების ნივთების შეძენას. ლოგიკურია, რომ მათ შეძენილი უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა აუცილებელი ნივთები და ეს, რომ ასეა ყადაღის აქტიდანაც ნათელია, მაგრამ საკითხის გადაწყვეტისათვის უფრო მნიშვნელოვანია ანალიზი იმისა თუ ვინ შეიძინა ეს ნივთები, ვინაა მათი მესაკუთრე და რა დანიშნულება აქვს მათ ოჯახისათვის. ოჯახში შეიძლება არსებობდეს ინდივიდუალური საკუთრება, საერთო საკუთრება და მეუღლეთა საერთო საკუთრება. უნდა დადგინდეს დაყადაღებული ნივთები ვისი შეძენილია და მათზე ვის აქვს მესაკუთრის უფლება. საქმეში წარმოდგენილია ფულადი გზავნილების ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ გ----- ხ----------ეს მ--- ბ-–--ე უგზავნიდა ფულად თანხებს.
ჟ--–---- მ---აძემ (მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ბ------ის მე-2 მ/რN13/51) და კ----–-- გ-------ემ (მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ბ------ის ქ. N13/58) სანოტარო წესით დაადასტურეს, რომ დაყადაღებული ნივთები ნაყიდი და შეძენილია გ----- ხ----------ის მიერ (გ-----ს დედა, მ--- ბ-–--ე იმყოფებოდა სამუშაოდ რუსეთის ფედერაციაში, დედის მიერ გამოგზავნილი თანხით გ-----ს მიერ ხდებოდა ზემოაღნიშნული ნივთების შეძენა).
საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა მასზედ, რომ დაყადაღებული ნივთები ეკუთვნის გ----- ხ----------ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ჟ--–---- მ---აძის და კ----–-- გ-------ის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი (ს.ფ. 20-22).
– მხარეთა განმარტებები.
– ამონაწერი შპს მ--------------------------------დან (ს.ფ. 102).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-- საქართველოს კონსტიტუცია.
-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
-- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და დაცული უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. წინამდებარე დავის გადაწყვეტაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საკუთრების უფლების რეალიზაციის საკითხი.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში იმპერატიულად აღნიშნულია - „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
სასამართლო გამარტავს, რომ საკუთრება წარმოადგენს ადამიანის ბუნებით უფლებას, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნული თავისუფლება. საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია. საკუთრება ადამიანის იმ ძირითად უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც საფუძველს უყრის დემოკრატიულ და სოციალურ სახელმწიფოს, იგი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა სახელმწიფოში საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და მეწარმეობის განვითარებისა. საკუთრების შეძენისა თუ შენარჩუნების მიზნით სამართლის სუბიექტები მონაწილეობენ სხვადასვა სამართალურთიერთობებში. საკუთრება ასოცირდება პირის დამოუკიდებლობასთან. მესაკუთრეს დამოუკიდებლად, მესამე პირების გარეშე შეუძლია საკუთრების უფლებით სარგებლობა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ის, ყადაღადადებული ნივთების მესაკუთრეა. მიუხედავად ამისა სააღსრულებო ბიურომ ნივთები მიიჩნია თ------ თ------ის საკუთრებად და დააყადაღა თ------ თ------ის ვალის დაფარვის მიზნით. მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი დარღვეული უფლების აღდგენისათვის მომართოს სასამართლოს და ამტკიცოს დაყადაღებულ ნივთებზე მისი საკუთრების უფლება.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნის პროცესუალური საფუძველია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს”.
სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დაყადაღებული ქონება მისი საკუთრებაა და რომ მათზე საკუთრების უფლება გააჩნია მხოლოდ მას. აღნიშნულის გამო ისარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, ასევე ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით და სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი წინადადებით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, ამავე კანონის 25-ე მუხლით აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში.
დადგენილია, რომ 2006 წლის 18 აპრილის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თ----- ბ-–--ეს რ----- ბ------------ას სასარგებლოდ დაეკისრა 4836 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2006 წლის 18 აპრილს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც თ----- ბ-–--ის მიმართ დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო თანხის გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას და დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით. სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. თ------ თ------ემ გადაწყვეტილება ნებაყოფილებით არ აღასრულა. აღმასრულებელმა დაადგინა, რომ თ------ თ------ე რეგისტრირებულია ქ.ქუთაისი, ბ------ის ქ. N13/53. აღმასრულებელმა მიიჩნია, რომ მისი რეგისტრაციის მისამართზე მდებარე მოძრავი ნივთები მისი საკუთრებაა, რის გამოც გამოცხადდა დასახელებულ მისამართზე და საცხოვრებელ მისამართზე მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა.
6.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ემუხლი თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. თ------ თ------ე ნებაყოფილებით არ იხდიდა დაკისრებულ თანხას, ამიტომ მან დააყადაღა მის საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული ქონება და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება. დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ აღსრულება დაიწყო და გაგრძელდა სწორად.
სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლებას ადასტურებს, ის რომ სადავო ნივთები შეძენილია გ----- ხ----------ის მიერ დედის - მ--- ბ-–--ის გამოგზავნილი თანხების მეშვეობით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოძრავი ნივთების საკუთრების უფლება კი დგინდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელობით. იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს თვით მოსარჩელემ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს გ----- ხ----------ის საკუთრებას. დაყადაღებული ნივთების მესაკუთრე არაა ის პირი ვისაც რ----- ბ------------ას ვალი აქვს. შესაბამისად ამ ნივთებით გადაწყვეტილების აღსრულება ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების აღსრულების მიზანსა და წესს. აღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე რ----- ბ------------ას უფლებამონაცვლეს ბ------ ბ------------ას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებული იქნა დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ----- ხ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან გ----- ხ----------ის (2016 წლის 19 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებლო ბიუროს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული) კუთვნილი მოძრავი ქონება: 1. სარეცხი მანქანა - სამსუნგის ფირმის, 2. ტელევიზორი ,,ორესენტ“, 3. ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, 4. წიგნების კარადა ღია და დახურული სათავსოებით, ყავისფერი შუშიანი კარებით, 5. ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი მუქი ყავისფერი, 6. ხის სკამები მუქი ყავისფერი რბილი დასაჯდომით, ფიგურიანი საზურგით, 7. სერვანდი ყავისფერი სარკიანი ვიტრინით, ოქროსფერი კანტებით, შუშის კარით, 8. ე.წ. ,,დესაუ“ ყავისფერი, ოქროსფერი კანტებით 2 ცალი, ერთი ოთხკარიანი, მეორე ორკარიანი, 9. ტელევიზორი ,,ტექნო“-ს ფირმის რუხი ფერის, 10. ტელევიზორის მაგიდა, ყავისფერი, ერთი უჯრით და გადმოსაშლელი კარით.
2. მოპასუხე რ----- ბ------------ას უფლებამონაცვლეს - ბ------ ბ------------ას დაეკისროს მოსარჩელე გ----- ხ----------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა