გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/6394-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 ნოემბე---, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) - თბ--–----------–----–--------------ა
წარმომადგენელი - თა--------–------ე
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) - სს „ქე----–----–-----ი“
წარმომადგენელი - ლე---------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწე---ლობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. თბ--–----------–----–--------------ის სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.1. სს „ქე----–----–-----ისათვის“ თბ--–----------–----–--------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 79 913,24 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. სს „ქე----–----–-----ის“ სასარჩელო მოთხოვნა:
1.2.1. თბ--–----------–----–--------------ისათვის სს „ქე----–----–-----ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 47 702,01 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელე თბ--–----------–----–--------------ამ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
თბ--–----------–----–--------------ასა და შპს „თე-----------–ს“ (სს „ქე----–----–-----ი“) შორის 2014 წლის 10 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 1 011 560,00 ლარით (2015 წლის 20 აპრილის შეთანხმება). ხეშეკრულების შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა თბილისში, გლდანის, დიდუბის, ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე №-, №--, №--, №--, №-4, №--, №--, №--, №--, №--, №--, №--, №--, №--, №--, №---, №---, №---, №--7, №--2, №---, №---, №-08, №-11, №-12 სმენადაქვეითებულთა, „ათ-----ი“, „----- და „იმ---ის“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობისა და ცხელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების 3.2 პუნქტით მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღე (მიწოდების ბოლო ვადა 2014 წლის 26 აპრილი).
სს „ქე----–----–-----მა“ შეასრულა 1 011 560,00 ლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანაც ვადაში შეასრულა მხოლოდ 870 619,19 ლარის ღირებულების სამუშაოები (2014 წლის 26 აპრილი). ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრული მოცულობით დასრულდა 2014 წლის 14 ივლისს.
აღნიშნული ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო თუკი ადგილი ექნებოდა ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო განისაზღვრებოდა ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0,1%-ს.
მოპასუხემ დაარღვია 2014 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა, მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კერძოდ, 2014 წლის 27 აპრილიდან 2014 წლის 14 ივლისის ჩათვლით (ვადაგადაცილება 79 დღე) – 79 913,24 ლარი.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების საფუძველი:
2014 წლის 16 აპრილს სს „ქე----–----–-----მა“ დაასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ძირითადი ნაწილის შესრულება, რის შესახებაც იმავე დღეს ეცნობა თბ--–-----------ს და მიეწოდა ინფორმაცია, რომ სამუშაოების სრულად დამთავრება ვერ ხდებოდა მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
2014 წლის 26 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 870 619,19 ლარზე, რაც შემსყიდველს მიმწოდებლისათვის უნდა გადაეხადა აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, არაუგვიანეს 2014 წლის 26 მაისს. მოპასუხემ ნაწილობრივ დაარღვია გადახდის ვადა 2014 წლის 01 ივლისს 35 დღის დაგვიანებით გადაიხადა 166 938,82 ლარი.
2014 წლის 03 ივნისს სს „ქე----–----–-----მა“ მიმართა სსიპ ლე---------------–--------–-----------------–-------------–--------ოს შესრულებული სამუშაოების მოცულობის დასადგენად. 2014 წლის 14 ივლისს გაცემული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და თბ--–-----------ს უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასურის დარჩენილი ნაწილი - 140 940,8 ლარი.
მიმწოდებელმა 2014 წლის 17 ნოემბერს მიმართა შემსყიდველს და განუსაზღვრა ვადა შესრულებული სამუშაოს მისაღებად. აღნიშნული ვადა გავიდა 2014 წლის 27 ნოემბერს, საიდანაც 30 კალენდარული დღის ვადა 2014 წლის 27 დეკემბრამდე თბ--–-----------ს უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასურის დარჩენილი ნაწილი 140 940,8 ლარი. ეს თანხა მოპასუხემ გადაიხადა 297 დღის დაგვიანებით 2015 წლის 19 ოქტომბერს. გადახდის ვადის დარღვევისათვის თბ--–-----------ს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობეების შესაბამისად, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რისი გათვალისწინებითაც პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 47702,01 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხის სს „ქე----–----–-----ის“ პოზიცია თბ--–---------–----–--------------ის სარჩელთან დაკავშირებით:
მოპასუხის სს „ქე----–----–-----ის“ წარმომადგენლმა წე---ლობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო თბ--–----------ის სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ 2014 წლის 26 აპრილს მხარეთა შორის ნამდვილად გაფორმდა მიღება-ჩაბრების აქტი, რომლის მიხედვით მოპასუხემ 870 619,19 ლარის ნაწილში შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, თუმცა მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოები სრული მოცულობით დასრულდა 2014 წლის 14 ივლისს. მიმწოდებელს სამუშაოები დასრულებული ჰქონდა 2014 წლის 03 ივნისისათვის, რასაც ადასტურებს მის მიერ ექსპერტიზის ბიუროსათვის მიმართვის ფაქტი.
2.2. თბ--–----------–----–--------------ის პოზიცია სს „ქე----–----–-----ის“ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
თბ--–----------–----–--------------ის წარმომადგენელმა სადავოდ არ გახადა ის გარემოება, 166 938,82 ლარი გადაიხადა 2014 წლის 01 ივლისს, თუმცა მიუთითა, რომ ეს გარემოება განაპირობა მე----ს რესურსის ამოწურვით, რაც გამორიცხავს შემსყიდველის ბრალს.
თბ--–----------–----–--------------ას შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ და არა მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. მიღება-ჩაბარების აქტები დათარიღებულია 2015 წლის 21 მაისით, ამდენად თანხა მე---ას უნდა გადაეხადა 2015 წლის 21 ივნისამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. თბ--–----------–----–--------------ასა (შემსყიდველი) და შპს „თე-----------–ს“ (სს „ქე----–----–-----ი“) (მიმწოდებელს) შორის 2014 წლის 10 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულება,ხეშეკრულების შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა თბილისში, გლდანის, დიდუბის, ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე №-, №--, №--, №--, №-4, №--, №--, №--, №--, №--, №--, №--, №--, №--, №--, №---, №---, №---, №--7, №--2, №---, №---, №-08, №-11, №-12 სმენადაქვეითებულთა, „ათ-----ი“, „----- და „იმ---ის“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობისა და ცხელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც განსაზღვრული იყო მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, თან ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების 3.2 პუნქტით მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღე (მიწოდების ბოლო ვადა 2014 წლის 26 აპრილი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-67, ტომი პირველი).
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 039 999,96 ლარით (ხელშეკრულების 2.4 პუნქტი).
2015 წლის 20 აპრილის შეთანხმებით შეიცვალა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულების ღირებულება და განისაზღვრა 1 011 560,00 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-67, ტომი პირველი).
2015 წლის 20 აპრილის შეთანხმება (ს.ფ. 68-153, ტომი პირველი).
3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულებით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი.
ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-67, ტომი პირველი).
3.1.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მოხდებოდა 2014 წლის თბ--–---------------ს სახსრებით ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-67, ტომი პირველი).
3.1.5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო თუკი ადგილი ექნებოდა ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო განისაზღვრებოდა ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0,1%-ს.
ამავე ხელშეკრულების 9.6 პუნქტის მიხედვით, თუ შემსყიდველი არ შეასრულებდა ხელშეკრულების 8.2. პუნქტის მოთხოვნებს, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ჩასარიცხი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-67, ტომი პირველი).
3.1.6. 2014 წლის 26 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 10 თებერვლიდან 26 აპრილის ჩათვლით მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 870 619,19 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2014 წლის 26 აპრილის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 154, ტომი პირველი).
3.1.7. მხარეთა შორის არ არის სადავო გარემოება იმის შესახებ, რომ თბ--–-----------ს 400 000,00 ლარი წინასწარ ჰქონდა ანაზღაურებული მიმწოდებლისათვის 2014 წლის 24 მარტს და 2014 წლის 20 მაისს (2014 წლის 26 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში) შემსყიდველმა მიმწოდებელს გადაურიცხა 303 680,37 ლარი.
თბ--–----------ის წარმომაადგენელმა სადავოდ არ გახადა გარემოება იმის შესახებ, რომ შემსყიდველმა 166 938,82 ლარი გადაურიცხა მიმწოდებელს 2014 წლის 26 მაისიდან 35 კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სს „ქე----–----–-----ის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. შეგებებული სარჩელი, 3-6, მესამე ტომი).
თბ--–----------–----–--------------ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე, 123-125, ტომი მესამე).
საგადახდო დავალებები ეროვნული ვალუტის გადარიცხვაზე №--, №-2, №-9 (ს.ფ. 27-29, ტომი მესამე).
3.1.8. 2015 წლის 21 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა თანახმად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 26 აპრილიდან 14 ივლისის ჩათვლით მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 140 940,8 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
2015 წლის 21 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-.9.2--------- ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 10 თებერვლიდან 14 ივლისის ჩათვლით მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 011 560,00 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სს „ქე----–----–-----ის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. შეგებებული სარჩელი, 3-6, მესამე ტომი).
თბ--–----------–----–--------------ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე, 123-125, ტომი მესამე).
შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები №-, №3 (ს.ფ. 155-156, ტომი პირველი).
საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 157, პირველი ტომი).
3.1.9. მხარეთა შორის არ არის სადავო გარემოება, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს შემსყიდველმა მიმწოდებელს გადაურიცხა 140 940,80 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სს „ქე----–----–-----ის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. შეგებებული სარჩელი, 3-6, მესამე ტომი).
თბ--–----------–----–--------------ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე, 123-125, ტომი მესამე).
საგადახდო დავალებები ეროვნული ვალუტის გადარიცხვაზე №-2 (ს.ფ. 26, ტომი მესამე).
3.1.10. 2014 წლის 26 ნოემბერს განხორციელდა შპს „თე-----------–ის“ გარდაქმნა სს „ქე----–----–-----ად“.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2014 წლის 27 აგვისტოს და 2017 წლის 06 იანვრის ამონაწე--- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 100-102, 106-107).
2014 წლის 14 ნოემბრის შპს „თე-----------–ის“ პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 103-105).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თბ--–---------–----–--------------ის მიერ 140 940,80 ლარის გადახდის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 8.2 და 9.6 პუნქტის თანახმად, უნდა დაიწყოს 2015 წლის 22 ივნისიდან.
მხარეები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (8.2 პუნქტი) შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა 2014 წლის თბ--–---------------ს სახსრებით ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში; თუ შემსყიდველი არ შეასრულებდა ხელშეკრულების 8.2. პუნქტის მოთხოვნებს, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ჩასარიცხი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (9.6 პუნქტი).
მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ 140 940,80 ლარის ღირებულების სამუშაოების მიმწოდებლის მიერ შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა 2015 წლის 21 მაისს. რამდენადაც, მხარეებმა ხელშეკრულების პირობით ანგარიშსწორება დაუკავშირეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას და მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე განსაზღვრეს, სასამართლოს მიაჩნია, რომ შემსყიდველის მიერ გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტელოს დარიცხვა უნდა დაიწყოს 2015 წლის 22 ივნისიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400, 629-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია თბ--–----------–----–--------------ისა (შემსყიდველი) და შპს „თე-----------–ს“ (სს „ქე----–----–-----ს“) (მიმწოდებელი) შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (№-.9.2---------), რომელთა მიხედვით ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა თბილისში, გლდანის, დიდუბის, ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობისა და ცხელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, ხელშეკრულებების ღირებულება განისაზღვრა 1 039 999,96 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ხელშეკრულებების საგანზე - თბილისში, გლდანის, დიდუბის, ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობისა და ცხელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება, სამუშაოს ღირებულებაზე - ხელშეკრულებების ღირებულება განისაზღვრეს 1 039 999,96 ლარით, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოთა შესრულების ვადაზე - მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2014 წლის 26 აპრილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელს ეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეთანხმებული სამუშაოების შესრულება. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო შეთანხმებულ ვადებში სამუშაოების შესრულება და ნაცვლად 2014 წლის 26 აპრილისა, შეთანხმებული სამუშაოები მიმწოდებელმა დაასრულა 2014 წლის 14 ივლისს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წე---ლობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წე---ლობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების ვადის გადაცილებისათვის ადგენს პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების 9.2 პუნქტი). დადგენილია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების გადის გადაცილება. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ თბ--–----------–----–--------------ის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიე--- და გონივრული.
თბ--–---------–----–--------------ის წარმომადგენელი ითხოვს შესრულებული სამუშაოთა ღირებულების (1 011 560,00 ლარი) მიხედვით 2014 წლის 27 აპრილიდან 2014 წლის 14 ივლისის ჩათვლით, 79 დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდის მიმწოდებლისათვის დაკისრებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემსყიდველის მიერ ვადის გადაცილებისათვის 0,05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 39 956,62 ლარს.
სს „ქე----–----–-----ის“ შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს თბ--–----------–----–--------------ისათვის ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.
მოცემულ შემთხვევაში უდავია, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელს 166 938,82 ლარი გადაურიცხა 35 კალენდარული დღის დაგვიანებით, ამასთან, დადგენილია, რომ თბ--–---------–----–--------------ის მიერ 140 940,80 ლარის გადახდის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელდეს 2015 წლის 22 ივნისიდან.
როგორც აღინიშნა, შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1% და სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს შესყიდველის მიერ ანგარიშწორების ვადის გადაცილებისათვის 0,05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც განსახილველ შემთხვევაში აისახება შემდეგნაირად: 35 კალენდარული დღით (2014 წლის 27 მაისიდან 2014 წლის 01 ივლისამდე) გადახდის ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 2921,27 ლარს; ხოლო 2015 წლის 22 ივნისიდან 2015 წლის 19 ოქტომბრამდე 120 დღიანი ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 8456,4 ლარია.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჟეტიდან - ყველა საქმეზე. მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოპასუხე სს „ქე----–----–-----ს“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით 1198,69 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადასახდელი 50,00 ლარის გადახდა.
7.2. რამდენადაც შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა 11 377,67 ლარის ნაწილში, თბ--–----------–----–--------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება 341,33 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1089,74 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სს „ქე----–----–-----ის“ წარმომადგენელი ითხოვს საადვოკატო ხარჯის ანაზღაურებას 1 500,00 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში თბ--–---------–----–--------------ას, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 455,10 ლარის ოდენობით.
სს „ქე----–----–-----ს“ მისივე შუამდგომლობით სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით გაწეული ექსპერტიზის ხარჯი 1800,00 ლარი ანაზღაურდება თბ--–----------–----–--------------ის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად, სს „ქე----–----–-----ის“ აუნაზღაურდება გაწეული ხარჯი 900,00 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათ
ვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, რამდენდაც თბ--–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თბ--–----------–----–--------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
1.1. სს „ქე----–----–-----ს“ თბ--–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 39 956,62 ლარის გადახდა.
2. სს „ქე----–----–-----ის“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
2.1. თბ--–----------–----–--------------ას სს „ქე----–----–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 11 377,67 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე სს „ქე----–----–-----ს“ დაეკისროს ბაჟის სახით 1198,69 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადასახდელი 50,00 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.
4. მოპასუხე თბ--–----------–----–--------------ას სს „ქე----–----–-----ის“ სასარგებლოდ დაეკსიროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 341,33 ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხე თბ--–----------–----–--------------ას სს „ქე----–----–-----ის“ სასარგებლოდ დაეკსიროს მოსარჩელის მეირ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 455,10 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის 900,00 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე