გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.12.2018
საქმის ნომერი
130210018002683287
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210018002683287

2-1152-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე - მ------–---------ძე

წარმომადგენელი - ნ------------შვილი

მოპასუხე - გ---------შვილი

მოპასუხე - ს-------------–-ძე

წარმომადგენელი - მ-----------–-შვილი

დავის საგანი - ხელშეკრულების ნაწილში ბათილად ცნობა მეუღლეთა

საერთო ქონების გაყოფა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს-------------–-ძესა და გ---------შვილს შორის ქ.--–----–ი, თ-----------------–-- ქ.N45-ში, პირველი სადარბაზოს მე-4 სართულზე მდებარე, 54,90 კვ.მ ფართის N12 ბინაზე (საკადასტრო კოდი 6------------------- 2018 წლის 2 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1/2 ნაწილში;

1.2. მ------–---------ძეს მიეკუთვნოს ქ.--–----–ი, თ-----------------–-- ქ.N45-ში, პირველი სადარბაზოს მე-4 სართულზე მდებარე, 54,90 კვ.მ ფართის N12 ბინის 1/2 წილი;

სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:

მხარეებმა, 2011 წლიდან 2018 წლის ოქტომბრამდე ქორწინების განმავლობაში, 2012 წელს, შეიძინეს ბინა, რომელიც ს-------------–-ძის სახელზე იყო აღრიცხული, შესაბამისად, ის, მეუღლეთა საერთო საკუთრებაა, 2018 წელს, სადავო გარიგებით, ს-------------–-ძემ ბინა მიჰყიდა გ---------შვილს. ეს ხელშეკრულება ბათილია, რადგან მოსაჩვენებლად, დაიდო - იმ მიზნით, რომ ქონებიდან წილი არ მიიღოს მოსარჩელემ;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბინა ს-------------–-ძის ნათესავმა გო--------------–-ძემ იყიდა, შესაბამისად, მეუღლეების საერთო საკუთრება არ არის, ს-------------–-ძეს გ---------შვილის ვალი ჰქონდა და მის სანაცვლოდ ბინა მიჰყიდა - მათ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ.--–----–ი, თ-----------------–-- ქ.N 45-ში, პირველი სადარბაზოს მე-4 სართულზე მდებარე 54.90 კვ.მ. ფართის N12 ბინაზე ს-------------–-ძის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2012 წლის 17 ოქტომბერს, როდესაც ის რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელე მ------–---------ძესთან. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 20 ნოემბრის სხდომის ოქმი: 17:00:45-17:01:56);

3.1.2. სადავო ნივთზე 2018 წლის 2 ოქტომბრიდან გ---------შვილის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);

3.1.3. მ------–---------ძე და ს-------------–-ძე 2018 წლის 17 ოქტომბერს განქორწინდნენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

----------–----------–----------------

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.4. სადავო ბინაში მოპასუხე ს-------------–-ძე და მისი ნათესავები ცხოვრობენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

მოპასუხე ს-------------–-ძე განმარტავს, რომ სადავო ბინა მეუღლეებს არ შეუძენიათ და ის მისმა ნათესავმა გო--------------–-ძემ იყიდა;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, განიხილა რა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, 183-ე მუხლი, 312-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1158-ე მუხლი, 1168-ე მუხლის პირველი ნაწილი

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის: 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება);

ამავე ტიპის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის N ას-1439-1357-2012 განჩნებაში აღნიშნულია: ,,სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათი მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა დაადასტურეს, რომ თანამშრომლები არიან, მათ შორის სადავო ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის 2 ოქტომბერს დაიდო და იმავე დღეს, დაჩქარებული წესით, დარეგისტრირდა ნივთზე გ---------შვილის საკუთრების უფლება. სადავოდ არ გამხდარა სარჩელში მითითებული გარემოება, რომ მეორე დღეს, 3 ოქტომბერს მიმართა ს-------------–-ძემ მოსარჩელეს განქორწინების მოთხოვნით, დადგენილია ასევე, რომ სადავო ბინაში აჟამად ისევ ს-------------–-ძე, მისი ნათესავი გო--------------–-ძე და ს-------------–-ძის ძმა თავისი ოჯახით, მესაკუთრისაგან რაიმე სანაცვლო მოთხოვნის გარეშე ცხოვრობენ. გო--------------–-ძემ უჩვენა, გ---------შვილმა უთხრა, ვიდრე ცოცხალი ხარ, იცხოვრე ამ ბინაშიო;

ასეთი გარემოებების არსებობისას, როდესაც ერთი დღის განმავლობაში, თანამშრომლებს შორის დაიდო გარიგება და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, ბინაში ისევ სერგო და გო--------------–-ძეები ცხოვრობენ, მ------–---------ძის ბინიდან წასვლის შემდეგ, იქ, ს-------------–-ძის ძმაც გადავიდა თავის ოჯახთან ერთად, დაჩქარებული წესით დარეგისტრირებული გარიგების შედეგად ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეცვლილა, გ---------შვილს ბინაში მცხოვრებთა მიმართ რაიმე საპასუხო მოთხოვნა არ აქვს (მაგალითად, ქირის), სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგება მოჩვენებითია, მოპასუხეებს არ ჰქონდათ განზრახვა მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა და დადებულია იმ მიზნით, რომ მოსარჩელემ წილი არ მიიღოს ქონებიდან;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;

312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ვიდრე ამ ჩანაწერის უზუსტობა არ დამტკიცებულა;

საჯარო რეესტრში სადავო ნივთზე დარეგისტრირებული იყო ს-------------–-ძის საკუთრების უფლება, მან გაასხვისა ის, შესაბამისად, ს-------------–-ძის და მისი მეუღლის - მოსარჩელე მ------–---------ძის საერთო საკუთრება იყო. ნივთი გო--------------–-ძის საკუთრებად რეგისტრირებული არ ყოფილა და შესაბამისად, ის მესაკუთრე არ იყო. მოპასუხე მხარის განმარტება, მის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენება იმის შესახებ, რომ ბინა გო--------------–-ძემ იყიდა არ არის მოსარჩელის ნივთზე თანამესაკუთრედ აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი;

სამოქალაქო კოდექსის: 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი;

1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

სადავო ქონება შეძენილია მ------–---------ძის და ს-------------–-ძის მიერ ქორწინების განმავლობაში, მათ წილი ქონებაში თანაბარია;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;

მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;

მოცემულ შემთხვევაში, სადავო უძრავ ნივთზე ს-------------–-ძის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით არ შეიძლება იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო ნივთი გო--------------–-ძის საკუთრება იყო და არა - მეუღლეთა საერთო საკუთრება;

არ დადგინდა გ---------შვილის კეთილსინდისერება სადავო ნივთის შეძენისას, ის მოქმედებდა იმ იზნით, რომ მოსარჩელეს წილი არ მიეღო ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებიდან;

მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ სადავო გარიგება მოჩვენებითია, სადავო ნივთი მეუღლეთა საერთო საკუთრებაა. შესაბამისად, სადავო გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 1/2 ნაწილში, უძრავი ნივთის1/2 წილი უნდა მიკუთვნოს მოსარჩელეს;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი (ს.ფ.18) და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 300 ლარი (ს.ფ.15-16,19). სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხე მხარეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

ბათილად იქნეს ცნობილი ს-------------–-ძესა და გ---------შვილს შორის ქ.--–----–ი, თ-----------------–-- ქ.N45-ში, პირველი სადარბაზოს მე-4 სართულზე მდებარე, 54,90 კვ.მ ფართის N12 ბინაზე (საკადასტრო კოდი 6------------------- 2018 წლის 2 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1/2 ნაწილში;

მ------–---------ძეს მიეკუთვნოს ქ.--–----–ი, თ-----------------–-- ქ.N45-ში, პირველი სადარბაზოს მე-4 სართულზე მდებარე, 54,90 კვ.მ ფართის N12 ბინის (საკადასტრო კოდი 6------------------- ნახევარი და მასზე დარეგისტრირდეს მ------–---------ძის საკუთრების უფლება;

2. ს-------------–-ძეს და გ---------შვილს გადახდეთ მ------–---------ძის სასარგებლოდ 300 (სამასი) ლარი - მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა და 300 (სამასი) ლარი - მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის თანხა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი