გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.11.2018
საქმის ნომერი
330210017002222298
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35763-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ვა------–ლ“

წარმომადგენელი - თა-------–---ე

 

მოპასუხე - შპს „აი-------ი“

წარმომადგენელი - ია--------ა, ან--------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე შპს „აი-------ი“-სათვის მოსარჩელე შპს „ვა------–ლ“-ის სასარგებლოდ 1500,00 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს მხარეთა შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რომ მოპასუხე მის მიერ მოსარჩელის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი ინვოისის შესაბამისად, მოძრაობის მუდმივი სქემის მომზადებისა და მისი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების მომსახურებას.

 

წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა ავანსის სახით 1 500,00 ლარი.

 

შპს „აი-------ი“-ს დირექტორის ია--------ას მიერ კომპანიის რეესტრში რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტიდან ამავე დღეს მოსარჩელეს გაეგზავნა შესაბამისი ხელშეკრულების პროექტი, რომელზეც მხარეებს ხელი უნდა მოეწერათ. მოპასუხემ თანხის მიღების შემდეგ შეწყვიტა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

მოსარჩელემ ვერ მიიღო შეთანხმებული მომსახურება. 11 თვიანი დაყოვნების გამო დამკვეთმა დაკარგა ინტერესი, რის გამოც გადახდილი 1 500,00 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს „აი-------“-მა მოამზადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და მომზადებული დოკუმენტაცია შეათანხმა თბ--–------------------------------------------თან და ში-----------------------------------------–-------–-–---თან, რის შემდეგაც სა---------–-------–-–-ამ მოითხოვა ჩასატარებელი სამუშაოების ქო---------------------------თან შეთანხმება, რაც არ შედიოდა შემსრულებლის ვალდებულებაში. ამის შესახებ ეცნობა შპს „ვა------–ლ“-ს და გაეგზავნა მეილზე შესაბამისი დოკუმენტები.

 

შესრულებული სამუშაოს მომზადებული დოკუმენტაცია ინახება მოპასუხესთან, დამკვეთს დოკუმენტები არ წაუღია.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შეთანხმების მიხედვით შპს „აი-------ი“ ვალდებული იყო მოემზადებინა სატრანსპორტო მოძრაობის სქემა, რომელიც უნდა შეეთანხმებინა მე-----------------------------------თან და სა---------–-------–-–-ასთან; სამუშაოები მოითხოვდა ავტობუსის გაჩერების გადატანას სხვა ადგილზე და მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეების ნაწილობრივ გაუქმებას, რის გამოც საპატრულო დეპარტამენტმა მოითხოვა ქო--------------------------- გადაწყვეტილება (იხ, 2018 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:21:50-17:29:01).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მხარეთა შორის არ არის სადავო გარემოება, რომ 2016 წლის დეკემბერში შპს „ვა------–ლ“-სა და შპს „აი-------ი“-ს შორის შედგა ზეპირი ფორმით შეთანხმება, რომლის მიხედვით, შპს „აი------“-ს ვალდებულება გულისხმობდა თბილისში, ყი--–--ის ქუჩაზე, ჭა-------------ის გადაკვეთასთან მიმდინარე მშენებლობის დამთავრების შემდგომ საგზაო მოძრაობის ორგანიზების მუდმივი სქემის მომზადებას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 49).

სქემა (ს.ფ. 56).

 

3.1.2. 2016 წლის 05 დეკემბერს შპს „ვა------–ლ“-მა შპს „აი-------ი“-ს გადაურიცხა 1 500,00 ლარი, მოძრაობის მუდმივი სქემის ღირებულებიდან ავანსის სახით.

 

მხარეები შეთანხმდნენ ეტაპობრივად ფასის განსაზღვრაზე, რაც გულისხმობდა შემსრულებლის შემდგომი ვალდებულებების შესრულების მიზნით, დამკვეთის მიერ წინასწარ თანხის გადარიცხვას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 13 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:33:39).

საგადახდო დავალება №1-- (ს.ფ. 17).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „აი-------ი“-ს არ დაურღვევია მოძრაობის მუდმივი სქემის მომზადების შესახებ ზეპირი შეთანხმების პირობები.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საგზაო მოძრაობის ორგანიზების მუდმივი სქემის მომზადება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შემსრულებელმა არ შეასრულა მისთვის დაკისრებული ვალდებულებები, რაც გულისხმობდა დამკვეთისათვის მომზადებული სქემის მიწოდებას, ვალდებულების დარღვევა კი გამოიხატა სქემის მოუმზადებლობასა და ადმინისტრაციულ ორგანოებიდან შეთანხმების მიუღწევლობაში.

 

საგზაო მოძრაობის ორგანიზების მუდმივი სქემა (ს.ფ. 56), სადაც დაინტერესებულ პირს წარმოადგენს შპს „აი-------ი“, შეთანხმებულია თბ--–----------–----–--------------ის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან და ხელმოწერილია სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო თბილისის სა---------–-------–-–-ის მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით სქემა არ არის დადასტურებული.

 

2016 წლის 26 დეკემბრის სა---------–-------–-–-ის დეპარტამენტის №3------ წერილის (ს.ფ. 55) თანახმად, დეპარტამენტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია მითითებულ ადგილას შესასვლელის მოწყობა წარმოდგენილი მოძრაობის ორგანიზების სქემის შესაბამისად და მოითხოვა სა---------–-------–-–-ის დეპარტამენტში თბ--–----------–----–--------------ის სსიპ ქო--------------------------- გადაწყვეტილება და თბ--–----------ის შესაბამის საქალაქო სამსახურებთან შეთანხმებული დროებითი მოძრაობის ორგანიზების ალტერნატიული სქემები.

 

დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ეტაპობრივად ფასის განსაზღვრაზე, რაც გულისხმობდა შემსრულებლის შემდგომი ვალდებულებების შესრულების მიზნით, დამკვეთის მიერ წინასწარ თანხის გადარიცხვას. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ 1500,00 ლარის ავანსის გარდა, მოსარჩელეს მოპასუხისათვის დამატებით თანხა არ გადაუხდია, კონკრეტული სამუშაოების განხორციელების მიზნით.

 

მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია კონკრეტულად რა ქმედებასა თუ უმოქმედობაში გამოიხატა მოპასუხის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა, ამასთან არ დაუსაბუთებია შესრულებულ სამუშაოებსა და მიღებულ თანხას შორის დისპროპორციულობა. მოსარჩელე მხარეს ასევე სადავოდ არ გაუხდია შემსრულებლის მიერ ვადაში ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია იმ გარემოების შესახებ, რომ მხარეებმა ზეპირი შეთანხმებით განსაზღვრეს თუ ვის ვალდებულებას წარმოადგენდა სქემის საბოლოო სახით მომზადებისათვის აუცილებელი, შესაბამისი შინაარსის ნებართვების მიღება სახელმწიფო ორგანოებისაგან, შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებული არ ყოფილა პირობა, რომ სსიპ ქო--------------------------დან გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა შპს „აი-------ი“-ს ვალდებულებას. მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ შეთანხმებული პირობებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის გადახდილი 1500,00 ლარი მოიცავდა ყველა, მათ შორის, ქო--------------------------- გადაწყვეტილების მიღების მომსახურებას.

 

მოპასუხე მხარემ კი წარმოდგენილი მტკიცებულებით უზრუნველყო დადასტურება იმისა, რომ ავანსად მიღებული თანხის პროპორციულად შეასრულა გარკვეული სამუშაოები, შეათანხმა სქემა თბ--–----------------------------------თან და მიმართა სა---------–-------–-–-ის დეპარტამენტს, რომელმაც მოითხოვა ქო--------------------------- გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში როდესაც, ნარდობის საგანს წარმოადგენდა სამუშაოს შედეგი, მოძრაობის მუდმივმოქმედი სქემა, ხოლო ნებართვის მიღება მენარდის ვალდებულება არ ყოფილა. ამდენად, არ შეიძლება ამგვარი ნებართვის მიღება განიხილებოდეს მენარდის ვალდებულებად ამაზე სპეციალური დათქმის არარსებობისას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევად ვერ მიიჩნევა ქო--------------------------- გადაწყვეტილების არარსებობა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საჭირო სანებართვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა მენარდისა, ამ უკანასკნელის სამუშაოს შედეგის მისაღებად საჭირო შესრულების მიმდინარეობის განვითარებისათვის აუცილებელი ნებართვით უზრუნველყოფა, წარმოადგენდა შემკვეთის ვალდებულებას, რაც მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენდა მის უფლებამოსილებასაც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მენარდის შპს „აი-------ი“-ს მიერ ზეპირი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ვა------–ლ“-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 644-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია შპს „ვა------–ლ“-სა და შპს „აი-------ი“-ს შორის ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „აი-------ი“-მ იკისრა თბილისში, ყი--–--ის ქუჩაზე, ჭა-------------ის გადაკვეთასთან მიმდინარე მშენებლობის დამთავრების შემდგომ საგზაო მოძრაობის ორგანიზების მუდმივი სქემის მომზადების ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი, რისი მიღწევაც დამოკიდებული იყო მესამე პირისაგან სახელმწიფოსაგან შესაბამისი ნებართვის მიღებასთან.

 

დადგენილია, რომ შპს „აი-------ი“-მ მოამზადა სქემა თბ--–----------–----–--------------ის ტრასპორტის საქალაქო სამსახურთან შეთანხმებით, ხოლო სა---------–-------–-–-ის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია მითითებულ ადგილას შესასვლელის მოწყობა წარმოდგენილი მოძრაობის ორგანიზების სქემის შესაბამისად და მოითხოვა სსიპ ქო--------------------------- გადაწყვეტილება და თბ--–----------ის შესაბამის საქალაქო სამსახურებთან შეთანხმებული დროებითი მოძრაობის ორგანიზების ალტერნატიული სქემები.

 

მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შედეგის საბოლოო სახის მიღწევა დამოკიდებული იყო შემკვეთის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების მიღწევაზე. შპს „ვა------–ლ“-ს ამგვარი გადაწყვეტილება მენარდისათვის არ გადაუცია და არც თანხა გადაუხდია მისთვის დამატებითი მომსახურების გაწევის მიზნით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 643-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის 405-? ?????? ??-2 ??????? გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა შემსრულებლის მხრიდან ნაკლიანი შესრულებისა და მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების დარღვევის ფაქტი. რამდენადაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ნაკლიანი ნაკეთობის დამზადებისა და ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დამკვეთისათვის სსკ-ის 643-ე, 644-ე და 405-ე მუხლებით მინიჭებული მოთხოვნის განხორციელების ფაქტობრივი საფუძვლები, შპს „ვა------–ლ“-ი არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს შპს „აი-------ი“-ს გადაცემული 1500,00 ლარის დაბრუნება. შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (50,00 ლარი) ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ვა------–ლ“-ის სარჩელი მოპასუხე შპს „აი-------ი“-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

4. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე