გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 2/1---6-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1-----------ი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - მ-----------ე
წარმომადგენელი - ც-–--------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი - ს--–--------–--ე
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ ს----–-–-------------------------–---------ოს, მ-----------ის სასარგებლოდ, დაეკისროს გ----ე ა--------ასათვის სესხის სახით გადაცემული თანხისა და ამ უკანასკნელის ქონებაზე გაღებული სხვა ხარჯის ანაზღაურება 9 000 აშშ დოლარისა და 4004 ლარის ოდენობით.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
გ----ე ა--------ამ მოახდინა თბილისში, ი. ა--–----------------–-----------------------–----------–----------- -ის თავზე არსებული სხვენის პრივატიზაცია და დაირეგისტრირა მის სახელზე. სხვენის პრივატიზაციამდე გ----ე ა--------ასა და მ-----------ეს შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც, გ----ე ა--------ას უნდა მოეხდინა თავისი ბინის თავზე მდებარე სხვენის პრივატიზება და პრივატიზებული სხვენი საკუთრების უფლებით გადაეცა მ-----------ისათვის, რისთვისაც ამ უკანასკნელთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 9 000 აშშ დოლარის უპროცენტოდ გადაცემის თაობაზე, მ-----------ეს უნდა გაეწია სხვა აუცილებელი ხარჯებიც. რაც მოლაპარაკების თანახმად, სხვენის პრივატიზების შემდეგ, ჩაითვლებოდა საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ფასში.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გარიგების განხორციელების მიზნით, მ-----------ემ მართლაც გადასცა გ----ე ა--------ას 9 000 აშშ დოლარი, რის თაობაზეც მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 20-- წლის 19 აგვისტოს. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა ერთი თვით. ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელს უფლება ჰქონდა ვალის გადახდა მიექცია მსესხებლის იმ ქონებაზე, რომელიც გადახდის დღისათვის იქნებოდა მსესხებლის საკუთრებაში. გარდა ამისა, მან გადაიხადა სხვენის პრივატიზაციასთან დაკავშირებული სახელმწიფო მოსაკრებელი 4004 ლარის ოდენობით. ასევე, გასწია სხვენის აწევასთან დაკავშირებით ტექნიკური ნახაზის პროექტირების ხარჯები. აღნიშნული თანხები, მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა ჩათვლილიყო პრივატიზირებული სხვენის ნასყიდობის ფასში.
სარჩელში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების მ-----------ის საკუთრებაში გადაცემა ვერ განხორციელდა მხარეებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების დადებიდან მოკლე ხანში, 20-- წლის 25 სექტემბერს გ----ე ა--------ას უეცარი გარდაცვალების გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 200--–-–----- ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მ-----------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო სადავო სხვენს, რომელიც გ----ე ა--------ას სახელზე იყო საკუთრების უფლებით აღრიცხული. სხვენზე ყადაღა მოიხსნა მხოლოდ 20---–-–-----------------ს, მას შემდეგ, რაც კა------ს სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად სხვენი უმკვიდროდ იქნა ცნობილი.
ხელშეკრულების შესრულების მიზნით და სხვენის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მ-----------ემ განცხადებით მიმართა ეკ----------------------------------------ს სამინისტროს საიდანაც მიიღო უარი , ვინაიდან სხვენი იმ დროისათვის არ იმყოფებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში. კერძოდ, სამინისტრომ მ-----------ისათვის გაგზავნილ 20-- წლის 23 მარტის წერილში მიუთითა, რომ უმკვიდროდ დარჩენილი ქონება ჯერ უნდა დარეგისტრირებულიყო სახელმწიფო საკუთრებად, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგინდებოდა აღნიშნული ქონების უმკვიდრობა.
მ-----------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გ----ე ა--------ას სახელზე რიცხული ქონების - საცხოვრებელი ბინის სხვენის უმკვიდროდ ცნობის შესახებ. 2----–-–-- 27 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და აღნიშნული ქონება ცნობილ იქნა უმკვიდროდ.
სადავო უძრავი ქონების უმკვიდროდ ცნობის შემდგომ მ-----------ეს სა---–-–-------------------------–-ა სააგენტომ უარი განუცხადა საკუთრებაში გადაცემაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი 20-- წლის 19 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით არ დასტურდება, რომ უძრავი ქონება მდებარე: ა--–------------------------- -ის თავზე არსებული სხვენი არ წარმოადგენდა ა--------ასა და მ-----------ეს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას. ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ წინამდებარე სესხის დაბრუნება არ არის გარანტირებული მსესხებლის ქონებით. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, სესხი დაბრუნებული უნდა ყოფილიყო ერთი თვის ვადაში, 20-- წლის 20 სექტემბრამდე, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები ხანდაზმულია.
გ----ე ა--------ა გარდაიცვალა 20-- წლის 25 სექტემბერს, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ვადის დადგომის დღიდან - 20-- წლის 20 სექტემბრიდან, სარჩელის წარდგენის დღემდე (2018 წლის ივლისი) გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული როგორც ექვს თვიანი, ისე ერთ წლიანი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ----ე ა--------ას სახელზე ს------------------–- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ იქნა თბილისში, ი. ა--–-------------------------------------------ის თავზე არსებული საცხოვრებელი სახლის სხვენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- უძრავი ქონების პრივატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ 19)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 27)
3.1.2. 20-- წლის 19 აგვისტოს, მ-----------ესა და გ----ე ა--------ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა განისაზღვრა 9 000 აშშ დოლარით, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება სესხი დაებრუნებინა ერთი თვის ვადაში 20-- წლის სექტემბრამდე.
ამასთან, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი სესხს ვერ დააბრუნებს ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, გამსესხებელს მიენიჭა უფლებამოსილება მსესხებელს მოსთხოვოს სესხის დაბრუნება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვალის გადახდა მიაქციოს მსესხებლის იმ ქონებაზე, რომელიც გადახდის დღისათვის იქნება მსესხებლის საკუთრებაში.
ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სესხის დაბრუნება არ არის გარანტირებული მსესხებლის ქონებით. იმ შემთხვევაში თუ მსესხებელს სესხის დაბრუნების დროისათვის არ აღმოაჩნდება საკუთრებაში ქონება, სესხის დაბრუნებას შეექმნება საფრთხე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21)
3.1.3. 20-- წლის 23 სექტემბერს მ-----------ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის მოსაკრებელი, გ----ე ა--------ას სხვენის პრივატიზაციის საფასური - 3926.40 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქვითარი N 3 (ს.ფ. 20)
3.1.4. გ----ე ა--------ა გარდაიცვალა 20-- წლის 25 სექტემბერს. გ----ე ა--------ას მემკვიდრეობა მიიღო მისმა დედამ რ-----ე ა--------ამ, თუმცა სხვენი მის სახელზე არ აღრიცხულა. რ-----ე ა--------ა გარდაიცვალა 20-- წლის 11 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 27 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 125)
3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 27 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-----------ის სარჩელი და უმკვიდროდ იქნა ცნობილი გ----ე ა--------ას სახელზე 26.09.20-- წელს რეგისტრირებული თბილისში, ი-----–---------------------------------------- - ის თავზე არსებული საცხოვრებელი სახლის სხვენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 27 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 124-127)
3.1.6 უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ი-----–---------------------------------------- რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 27 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 27 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 124-127)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.26)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
20-- წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ-----------ის სარჩელი ხანდაზმულია.
უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
დადგენილია, რომ 20-- წლის 19 აგვისტოს მ-----------ესა და გ----ე ა--------ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, სადაც მხარეები შეთანხმდნენ სესხის ოდენობაზე, მისი დაბრუნების ვადაზე და წესზე.
ასევე დადგენილია, რომ გ----ე ა--------ა გარდაიცვალა 20-- წლის სექტემბერში. გ----ე ა--------ას მემკვიდრეობა მიიღო მისმა დედამ რ-----ე ა--------ამ, თუმცა სხვენი მის სახელზე არ აღრიცხულა. რ-----ე ა--------ა გარდაიცვალა 20-- წლის 11 იანვარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის მიხედვით, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს;
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის დეფინიციის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია, ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ისე კრედიტორის მხრიდან მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენის კუთხით.
სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
მ-----------ეს და გ----ე ა--------ას შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მ-----------ეს სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოშობილია 20--წლის19 სექტემბერს. მსესხებელი გ----ე ა--------ა გარდაიცვალა 20-- წლის 25 სექტემბერს. მემკვიდრეობა მიიღო მისმა დედამ რ-----ე ა--------ამ, რომელიც გარდაიცვალა 20-- წლის იანვარში, თუმცა მ-----------ემ სესხის დაბრუნების მოთხოვნით მემკვიდრის მიმართ სარჩელი არ წარადგინა.
სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 27 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავი ქონების რეგისტრაციის თარიღია 26.12.2016წელი. სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 22.02.2018წელს. ამ მოცემულობით სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 144-ე, 132-ე, 137-ე, 976-ე, 991-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველ შემთხვევაში, მ-----------ის სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით სასამართლო იმსჯელებს ვალდებულების წარმოშობის ისეთ საფუძვლებზე როგორიცაა ვალდებულების წარმოშობის სახელშეკრულებო საფუძვლები და უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესები, ვინაიდან მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, მოსარჩელე რომელიმე კონკრეტული საფუძვლით ის არ ითხოვს თანხის დაკისრებას და სამართლებრივი საფუძვლის მოძიებას სასამართლოს მიანდობს. (სხდომის ოქმი)
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
პირველ რიგში სასამართლო მსჯელობს სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე, რამდენად საფუძვლიანი და დასაბუთებულია სარჩელი და აღნიშნავს შემდეგს.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე და 327-ე მუხლებით დადგენილია პრინციპი, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში, მ-----------ეს და გ----ე ა--------ას, შორის ურთიერთობა წარმოშობილია სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი გადაცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე პუნქტის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მ-----------ეს და გ----ე ა--------ას შორის 20-- წლის 19 აგვისტოს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გ----ე ა--------ამ მ-----------ისაგან სესხად მიიღო 9000 აშშ დოლარი. სესხი დაბრუნებული უნდა ყოფილიყო ერთი თვის ვადაში, 20-- წლის 20 სექტემბრამდე.
გ----ე ა--------ა გარდაიცვალა 20-- წლის სექტემბერში ისე, რომ სესხი დაბრუნებული არ იქნა, მისი მემკვიდრეობა მიიღო დედამისმა რ-----ე ა--------ამ, ხოლო შემდგომ უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა სახელმწიფო.
დადგენილია, რომ მ-----------ეს არც რ-----ე ა--------ას და არც სახელმწიფოს მიმართ სესხის და ხარჯების დაბრუნების მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ვადაში არ წარუდგენია. ასევე დადგენილია, რომ სარჩელი ს----–-–-------------------------–----------ოს მიმართ ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ უარყო სარჩელი ხანდაზმულობაზე მითითებით. სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია უარი თქვას თანხის გადახდაზე. სარჩელის ხანდაზმულობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა. ამავე კოდექსის 137-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებებით, რომლებიც დათარირებულია 20-- და სხვა წლებით, არ დასტურდება ხანდაზმულობის ვადის დენის არც შეჩერების და არც შეწყვეტის გარემოება. მ-----------ის მიერ სარჩელის ხანდაზმულობის გამაბათილებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
6.2. სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების უპირველესი ფუნქციაა კრედიტორის ადრინდელ ქონებრივ მდგომარეობაში აღდგენის სამართლებრივი უზრუნველყოფა. ქონების უსაფუძვლოდ შეძენა ნიშნავს შემძენის ქონების გაზრდას სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე.
გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულაციური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ, მას შემდეგ რაც მივიჩნევთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ საფუძველზე, განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 11 ოქტომბრის №ას-774-723-2---განჩინება, სადაც პალატამ განმარტა, რომ „კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა)“ (შდრ. სუსგ №ას-774-723-2---, 11.10.2---).
განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.1. პუნქტით სასამართლომ დაადგინა, რომ სახელშეკრულებო, კერძოდ სასეხსო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე მ-----------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სარჩელი ხანდაზმულია.
ამასთან, დადგენილია, რომ მ-----------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს გ----ე ა--------ას სახელზე ქ. თბ--–-------------–---------------ში მდებარე ბინა # 28 -ის თავზე არსებული სხვენის უმკვიდროდ ცნობის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და უძრავი ქონება აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებად.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების გამოყენებითაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. მ-----------ის სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ დააკმაყოფილა.
7. საპროცესო ხარჯი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 787 ლარი, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე