გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3980-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
6 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - ავ--------– ჩხ----, მა-- ჩხ----
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლა–- ქუ-------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადამინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „მა-- ჩხ---ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2018 წლის 24 მაისის №-------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების - ავ--------– ჩხ---ის და მა-- ჩხ---ის ოჯახისათვის 2014 წლის 3 დეკემბრიდან, 2015 წლის დეკემბრამდე სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის აღდგენის შესახებ;
1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავ--------– ჩხ---ისა და მა-- ჩხ---ის სასარგებლოდ მიუღებელი სოციალური შემწეობის სახით ზიანის ანაზღაურება 2014 წლის 3 დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელეების ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან და იღებდა სოციალურ შემწეობას. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმებულ იქნა 2014 წლის დეკემბერში და მიღებული ქულის საფუძველზე ოჯახს შეუწყდა სოციალური შემწეობა.
2014 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელე მა-- ჩხ----მ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აღნიშნა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რის გამოც მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება ხელახლა მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, 2015 წლის 12 იანვარს წარდგენილი განცხადებით, მოსარჩელე მა-- ჩხ----მ 2014 წლის 18 დეკემბრის განცხადებაზე რეაგირება ითხოვა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14 იანვრის წერილით მას ეცნობა, რომ განმეორებითი შეფასების მოთხოვნით შეეძლო სააგენტოსათვის ერთი წლის შემდეგ მიემართა.
2015 წლის 21 იანვარს მოსარჩელე მა-- ჩხ----მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მისი ოჯახისათვის 2014 წლის დეკემბერში განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელე მა-- ჩხ----მ მოითხოვა, სადავო აქტის მოქმედების შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის წერილით, მოსარჩელე მა-- ჩხ----ს ეცნობა, რომ მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული განსახილველად, რადგან ქულის მინიჭება და სოციალური შემწეობის შეწყვეტა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ განხორციელებულა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება (საქმის№---------- (2კ-17)) (ს.ფ. 66);
- (ს.ფ. 117-122);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. მოსარჩელეებმა მა-- ჩხ----მ და ავ--------– ჩხ----მ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14, 21 და 30 იანვრის წერილები გაასაჩივრეს სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მა-- ჩხ---ის და ავ--------– ჩხ---ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14, 21 და 30 იანვრის წერილები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე მა-- ჩხ---ის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელეების მა-- ჩხ---ის და ავ--------– ჩხ---ის სა--საციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში, სა--საციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში უნდა ემსჯელა, როგორც თავად გაზრდილი ქულის მინიჭების კანონიერებაზე, ასევე შეფასება უნდა მიეცა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობისათვის.
სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებების (განჩინების) საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, 2018 წლის 24 მაისს გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მა-- ჩხ---ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, მოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ იმსჯელა მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობის თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება (საქმის№---------- (2კ-17)) (ს.ფ. 66);
- „მა-- ჩხ---ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2018 წლის 24 მაისის №-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ავ--------– ჩხ---ისა და მა-- ჩხ---ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადა--რგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა სა--ნონმდებლო აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელეების მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და მიუღებელი სოციალური შემწეობის სახით ზიანის ანაზღაურების დავალებასთან და--ვშირებით.
6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა კომუნალური სუბსიდიის მიღება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან და--ვშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
მითითებული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან და--ვშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეების ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან და იღებდა სოციალურ შემწეობას. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმებულ იქნა 2014 წლის დეკემბერში და მიღებული ქულის საფუძველზე ოჯახს შეუწყდა სოციალური შემწეობა. ამასთან, 2014 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელე მა-- ჩხ----მ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აღნიშნა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რის გამოც მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება ხელახლა მოითხოვა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, 2015 წლის 12 იანვარს წარდგენილი განცხადებით, მოსარჩელე მა-- ჩხ----მ 2014 წლის 18 დეკემბრის განცხადებაზე რეაგირება ითხოვა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14 იანვრის წერილით მას ეცნობა, რომ განმეორებითი შეფასების მოთხოვნით შეეძლო სააგენტოსათვის ერთი წლის შემდეგ მიემართა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 21 იანვარს მოსარჩელე მა-- ჩხ----მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მისი ოჯახისათვის 2014 წლის დეკემბერში განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელე მა-- ჩხ----მ მოითხოვა, სადავო აქტის მოქმედების შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის წერილით, მოსარჩელე მა-- ჩხ----ს ეცნობა, რომ მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული განსახილველად, რადგან ქულის მინიჭება და სოციალური შემწეობის შეწყვეტა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ განხორციელებულა.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მა-- ჩხ----მ და ავ--------– ჩხ----მ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14, 21 და 30 იანვრის წერილები გაასაჩივრეს სასამართლოში, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მა-- ჩხ---ის და ავ--------– ჩხ---ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14, 21 და 30 იანვრის წერილები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე მა-- ჩხ---ის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელეების მა-- ჩხ---ის და ავ--------– ჩხ---ის სა--საციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
სასამართლო აქტების სავალდებულოობასთან და--ვშირებით სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე №----------(2კ-13). სა--საციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული.
სა--საციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულოობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სა--საციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სა--საციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სა--საციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას შეეხებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში, სა--საციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში უნდა ემსჯელა, როგორც თავად გაზრდილი ქულის მინიჭების კანონიერებაზე, ასევე შეფასება უნდა მიეცა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობისათვის, ხოლო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებების (განჩინების) საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, 2018 წლის 24 მაისს გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მა-- ჩხ---ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სადაც ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა შეეხება მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლოს დავალებით არ გამოუკვლევია, არ შეუფასებია და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ გადმოუცია გაზრდილი ქულის მინიჭების კანონიერების საკითხი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა მას დავალებული.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან და--ვშირებით. კერძოდ, უდავოა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან და--ვშირებული წარმოებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მისი გამოცემის აუცილებელი წინაპირობის - კანონიერ ძალაში არსებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი არ არის შესაბამისობაში სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ, მისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ პირობებთან. ადმინისტრაციული ორგანოს რეაგირება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებაში, წინააღმდეგობაშია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების ნამდვილ ფუნქციასთან, რაც, როგორც აღინიშნა, ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა გამოსცეს აქტი, არამედ, გამოიკვლიოს ყველა ის ფაქტები და გარემოებები, რომელთა დაუდგენლობის გამო ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ხელახლა საკითხის განხილვა და კანონიერი და დასაბუთებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე - 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ავ--------– ჩხ---ის და მა-- ჩხ---ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „მა-- ჩხ---ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2018 წლის 24 მაისის №-------- გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან და--ვშირებით.
6.5. რაც შეეხება დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემულად მიიჩნია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო იგი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების - მოსარჩელეთა ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და სოციალური შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე მსჯელობის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა, ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სწორედ მითითებული საკითხის გამოკვლევასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზეა დამოკიდებული მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის 2014 წლის 3 დეკემბრიდან აღდგენა და მიუღებელი სოციალური შემწეობის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ავ--------– ჩხ---ისა და მა-- ჩხ---ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი „მა-- ჩხ---ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2018 წლის 24 მაისის №-------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მა-- ჩხ---ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივართან და--ვშირებით;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი