განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#---------
#(0------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ხ----- ყ------–---–ი, ა-----–---–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ბ--------- შ------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, წ-------–---------------------------
ადვოკატი - ლ---- დ---–-–---–ი
კვალიფიკაცია:
ბ--------- შ------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის და დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3-----------ს განაჩენით ბ--------- შ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის ნე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, ამავე 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2018 წლის 25 იანვრიდან - 29 იანვრამდე პერიოდში, თბილისში, ე----- ღ---–--ის ქ------- -ში მდებარე საწყობიდან, ბ--------- შ------–---–ი მოტყუებით, ვითომდა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ზ---- ღ----–--ის კუთვნილ 15 120 (თხუთმეტი ათას ას ოცი) ლარად ღირებულ 630 (ექვსას ოცდაათი) სამშენებლო დგარს, რაც 2018 წლის 25 იანვრიდან 06 თებერვლამდე პერიოდში მიჰყიდა შპს „ბ-----------ს“.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
2.1. ბრალდებულმა ბ--------- შ------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2018 წლის 25 იანვრიდან 29 იანვრამდე პერიოდში, თბილისში, ე----- ღ---–--ის ქ--------ში მდებარე საწყობიდან, მოტყუებით, ვითომდა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ზ---- ღ----–--ის კუთვნილ 15120 (თხუთმეტი ათას ას ოცი) ლარად ღირებულ 630 (ექვსას ოცდაათი) სამშენებლო დგარს, რაც 2018 წლის 25 იანვრიდან 06 თებერვლამდე პერიოდში მიჰყიდა შპს „ბ-----------ს“.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ--------- შ------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
2.4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ--------- შ------–---–მა ქმედების შედეგად ზ---- ღ----–--ეს მიადგა 15 120 (თხუთმეტი ათას ას ოცი) ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში აღნიშნულია, რომ კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
2.6. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ--------- შ------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, დიდი ოდენობით.
თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3-----------ს განაჩენით ბ--------- შ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, ამავე 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.8. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2.9. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ--------- შ------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბ--------- შ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: ზ---- ღ----–--ის, გ--–- კ----------ის, ა-----– ბ-----------ის, დ----- ს-------ს, გ------ კ----------ის, ტ---- კ----------ის, ბ--- ლ----------ას ინფორმაციები, შესყიდვის აქტები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ადგილის დათვალიერების ოქმი, თბილსის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3-----------ს განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ--------- შ------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის და დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბ--------- შ------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ბ--------- შ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. ბ--------- შ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ბ--------- შ------–---–ი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; იგი არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისაკენ მიდრეკილი პირი.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ბ--------- შ------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, ბ--------- შ------–---–ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.
6.4. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1------------ის განაჩენის და 2018 წლის 1-------------ის განჩინების თანახმად, ბ--------- შ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით. ბ--------- შ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 23 თებერვლიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--------- შ------–---–ს სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად განაჩენთა ერთობლიობის წესით.
7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
7.1. ა-----– ბ-----------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთი დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.2. დ----- ს-------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.3. ბ--- ლ----------ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.4. ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 255-ე, 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ--------- შ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ბ--------- შ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 3(სამი) თვისა და 27 (ოცდაშვიდი) დღის ვადით.
4. საბოლოდ, ბ--------- შ------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
5. ბ--------- შ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანიდან - 2018 წლის 26 ოქტომბრიდან.
6. ნივთმტკიცება:
6.1. ა-----– ბ-----------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთი დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.2. დ----- ს-------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.3. ბ--- ლ----------ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.4. ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/