გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/18755 - 17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) ირ---–ი ან----ე
წარმომადგენელი დი---------------ა, მა------–-------ა
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) ნი----–---------ე
წარმომადგენელი ზუ--------------–-ძე, ნუ-------–---–--ძე
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
წარმომადგენელი ნა------------–---–ი
დავის საგანი თავადაპირველი სარჩელით არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
დავის საგანი შეგებებული სარჩელით არასრულწლოვან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით
1.1.1. არასრულწლოვანი ბავშვების, დე------ე ან----ის (დაბადებული 2--- წლის 2--------------) და და-----ა ან----ის (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, ირ---–ი ან----ის საცხოვრებელი ადგილი;
1.1.2. მოპასუხე ნი----–---------ეს არასრულწლოვან შვილებთან დე------ე ან----ესთან (დაბადებული 2--- წლის 2--------------) და და-----ა ან----ესთან (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) განესაზღვროს ურთიერთობის წესი ყოველი კვირის პარასკევის საღამოს 18:00 საათიდან კვირა დღის საღამომდე, 20:00 საათამდე.
მოსარჩელე ირ---–ი ან----ეს და ნი----–---------ეს ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 0--------–- დაბადებული და-----ა ან----ე და 2--- წლის 2-------------- დაბადებული დე------ე ან----ე. მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა 2--- წლის 1- ოქტომბერს. ირ---–ი ან----ეს და ნი----–---------ეს შორის დაძაბული ურთიერთობაა, რაც ნეგატიურ გავლენას აცდენს ბავშვების უფლებების დაცვაზე. ნი----–---------ე არ აძლევს მამას საშუალებას ურთიერთობა ჰქონდეს, მოინახულოს და იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე. მოსარჩელის მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა სასამართლოს გვერდის ავლით მხარეებს შორის მოლაპარაკება ბავშვების ნახვასთან და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ირ---–ი ან----ე იხდის როგორც ბავშვების ბაღის საფასურს, აგრეთვე ბავშვების და დედის საცხოვრებელი სახლის ქირას, ვინაიდან მოპასუხე ნი----–---------ეს შემოსავალი არ გააჩნია. მოსარჩელე ირ---–ი ან----ე დასაქმებულია ორ სამსახურში და აქვს სტაბილური შემოსავალი. ამასთან, მოსარჩელეს საკუთრებაში ერიცხება ორი უძრავი ქონება. არასრულწლოვანი ბავშვების ასაკისა და მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, თანაბრად უნდა იქნეს გადანაწილებული მშობლებს შორის ბავშვებთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი.
(იხ. სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
1.2.1. არასრულწლოვანი ბავშვების, დე------ე ან----ის (დაბადებული 2--- წლის 2--------------) და და-----ა ან----ის (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ნი----–---------ის საცხოვრებელი ადგილი;
1.2.2. ირ---–ი ან----ეს არასრულწლოვან შვილებთან დე------ე ან----ესთან (დაბადებული 2--- წლის 2--------------) და და-----ა ან----ესთან (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) ურთიერთობისათვის განესაზღვროს დროის მონაკვეთი: ყოველი კვირის პარასკევის საღამოს 18:00 საათიდან კვირა დღის საღამომდე, 20:00 საათამდე.
1.2.3. მოპასუხე ირ---–ი ან----ისათვის არასრულწლოვანი შვილების, დე------ე ან----ის (დაბადებული 2--- წლის 2--------------) და და-----ა ან----ის (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 750-750 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 02 აგვისტოდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
მხარეებს, ნი----–---------ეს და ირ---–ი ან----ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ და-----ა ან----ე (დაბადების თარიღი 03.04.2--- წელი) და დე------ე ან----ე (დაბადების თარიღი 21.09.2--- წელი). მხარეები განქორწინდნენ 2--- წლის 1- ოქტომბერს. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, ნი----–---------ესთან მისამართზე ქ. თბილისი, გლდანის ტერიტორია (საკადასტრო კოდი 7-.1-.2-.6--), მაგრამ მოპასუხეს არასდროს არ შეშლია ხელი, ენახა თავისი მცირეწლოვანი შვილები. დედასთან, მოსარჩელე ნი----–---------ის საცხოვრებელ ადგილზე არის ყველანაირი პირობა იმისა, რომ ბავშვები განვითარდნენ სულიერად, ფიზიკურად, გონებრივად და აღიზარდონ საზოგადოების ღირსეულ წევრებად. ნი----–---------ის შემოსავლის უდიდესი ნაწილი ხმარდება ბავშვების საჭიროებებს, ხოლო მოპასუხე ირ---–ი ან----ე თავისი მცირეწლოვანი შვილების ფინანსურ უზრუნველყოფაში ნაკლებად იღებს მონაწილეობას. მოპასუხე მუშაობს შპს ,,ვე---–-“ დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1000 (ათასი) ლარს. შპს ,,ვე----“-ს კაპიტალში ირ---–ი ან----ე ფლობს 33.33%-იან წილს. ირ---–ი ან----ე ასევე მუშაობს შპს ,,პრ-----------------–--ში“ სამშენებლო კონსულტანტის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს. ბავშვების მშობლები ვერ შეთანხმდნენ თუ ვისთან უნდა ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი ბავშვები. ნი----–---------ე არ არის წინააღმდეგი არასრულწლოვან ბავშვებს ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა მამასთან, თუმცა არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი და-----ა ან----ის და დე------ე ან----ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი და ამასთან, მამას უნდა განესაზღვროს ბავშვებთან ურთიერთობის წესი. მოპასუხე ვალდებულია სტაბილურად ზრუნავდეს მატერიალურად არასრულწლოვან შვილებზე და იღებდეს მონაწილეობას მათ აღზრდა-განვითარებაში. (იხ. შეგებებული სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე ნი----–---------ე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. ბავშვებს დედის მიმართ ჩამოყალიბებული აქვთ მიჯაჭვულობის გრძნობა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია არასრულწლოვანი და-----ა ან----ის და დე------ე ან----ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ნი----–---------ის საცხოვრებელი ადგილი. ბავშვები ამჟამად იზრდებიან დედასთან და მათ აქვთ შექმნილი აღზრდა-განვითარებისათვის უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო. დედა ზრუნავს არასრულწლოვან ბავშვებზე, იცავს მათი კვებისა თუ ძილის რეჟიმს. ასევე, ნი----–---------ე უზრუნველყოფს მათ გასართობ ცენტრში ტარებას. ირ---–ი ან----ესთან არსებული დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, ნი----–---------ე არ არის წინააღმდეგი მამას სტაბილური ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილებთან პარასკევს, შაბათს და კვირას, როგორც თბილისის, ასევე ბა------ს ტერიტორიაზე, თუმცა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, ნი----–---------ის საცხოვრებელი ადგილი.
2.2. მოპასუხე შეგებებულ სარჩელით მოთხოვნას ეთანხმება ნაწილობრივ.
მოპასუხე ირ---–ი ან----ე არ ეთანხმება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ გარემოებებს. ირ---–ი ან----ე მუდმივად ჩართულია ბავშვების ფინანსურ უზრუნველყოფაში და ინტენსიურად უზრუნველყოფს ბავშვებს ტანსაცმლით, საკვებით, სახლისთვის საჭირო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. მამა იხდის ბავშვების ბაღის გადასახადს. ამდენად, მცდარია მტკიცება იმისა, თითქოს ირ---–ი ან----ე თავს არიდებს ბავშვებისთვის ფინანსურ უზრუნველყოფის მონაწილეობის მიღებას. როგორც შეგებებულ სარჩელშია აღნიშნული, ირ---–ი ან----ის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 3000 ლარს. აქედან 1500 ლარის ოდენობით ალიმენტის მოთხოვნა გადაჭარბებულია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ირ---–ი ან----ეს არ რჩება საარსებო წყარო. მოპასუხეს გააჩნია წილი საწარმოში და მას სამომავლო კეთილდღეობისათვის უწევს ხშირად შენატანების განხორციელება. ირ---–ი ან----ეს სურს შვილების აღზრდაში მაქსიმალურად იღებდეს მონაწილეობას და იყოს ჩართული მათი აღზრდა-განვითარების პროცესში. მოპასუხე არ არიდებს თავს ბავშვებზე ზრუნვის ვალდებულებას, თუმცა მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი ალიმენტი მაღალია. მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე თანახმაა არასრულწლოვან შვილებს ალიმენტის სახით გადაუხადოს ყოველთვიურად 350-350 ლარის, სულ 700 ლარის ოდენობის თანხა.
(იხ. შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვების სრულყოფილი განვითარებისათვის და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მათ ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობელთან. ორივე მათგანს შექმნილი აქვს კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას მათ განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. დედის ოჯახში გამოიკვეთა ეკონომიური და სოციალური პირობები, დაკმაყოფილებულია ოჯახის წევრების, მათ შორის ბავშვების საჭირობები. ბავშვების უპირატესი ინტერესების და მათი კანონიერი უფლებების გათვალისწინებით, აუცილებელია, ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც მამასთან, ასევე დედასთან. ორივე მშობლებმა უნდა გაითვალისწი---ს შვილების ინტერესები, წავიდნენ გარკვეულ დათმობაზე, რადგან მათ შორის უთანხმოება არ აისახოს ბავშვებზე. საყურადღებოა ასევე თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ამ ეტაპზე არასრულწლოვანი ბავშვებს ორივე მშობლის მიმართ აქვთ პოზიტიური მიჯაჭვულობა, რომელიმე მშობლის მიმართ მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობა არ გამოვლენილა, რის გამოც საკმაოდ რთულია ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას რომელიმე მშობლის მიმართ უპირატესობის გამოკვეთა. მოცემულ ეტაპზე, პირველ რიგში, დაკავშირებულია მშობელსა და შვილის ურთიერთობების არასტაბილურობასთან. რომელიმე მშობელთან იშვიათი შეხვედრები შეიძლება მიჯაჭვულობის რღვევის წინაპირობა გახდეს. განსახილველ დავაზე, მშობელსა და ბავშვებს შორის ურთიერთობისათვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეები ცხოვრობენ სხვადასხვა ქალაქში და ამ ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული ხშირი მგზავრობა. შესაბამისად, სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ბავშვებთან ურთიერთობის წესი უნდა დადგინდეს ბავშვების დღის ჩვეული რეჟიმისა გათვალისწინებით ისე, რომ მათ ფსიქიკას არ მიადგეს ზიანი, რომელმაც შესაძლებელია მომავალში მათ გონებრივ განვითარებაზე უარყოფითი გავლენა მოახდი---ს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ირ---–ი ან----ეს და მოპასუხე ნი----–---------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 0--------–- დაბადებული და-----ა ან----ე და 2--- წლის 2-------------- დაბადებული დე------ე ან----ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ტომი 1, ს.ფ. 18);
_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ტომი 1, ს.ფ. 19).
3.1.2. ირ---–ი ან----ე და ნი----–---------ე განქორწინდნენ 2--- წლის 1- ოქტომბერს. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, ნი----–---------ესთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.3. ნი----–---------ე ცხოვრობს მცირეწლოვან და-----ა ან----ესთან, დე------ე ან----ესთან და ასევე უფროს ვაჟთან პირველი ქორწინებიდან. მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) გადმოცემით, ბავშვები დღე-ღამის განმავლობაში მისი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. დე------ე ან----ე და და-----ა ან----ე აღრიცხვაზე იმყოფებიან კლინიკა ,,მე---------“-ში, გაკეთებული აქვთ ასაკობრივი აცრები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახში ასევე ცხოვრობს ნი----–---------ის უფროსი შვილი - სანდრო ჯაფარიძე. ნი----–---------ის გადმოცემით, მას ყოფილი მეუღლე ირ---–ი ან----ე ეხმარება ფინანსურად, უგზავნის შვილებს 300 ლარს. ნი----–---------ე თანახმაა ბავშვებს მამასთან ჰქონდეთ სტაბილური ურთიერთობა.
სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული კვლევისა და შეფასების საფუძველზე, მოპასუხის (თავდაპირველი სარჩელით) ოჯახში ვერ გამოიკვეთა გარემო-ფაქტორები. რაც უარყოფით გავლენას მოახდენდა ბავშვების განვითარებაზე. სოციალური მუშაკის მიერ მოხდა მოპასუხე ნი----–---------ის (თავდაპირველი სარჩელით) იმდროინდელი საცხოვრებელ მისამართზე (თბილისი, გლ-----------------------------------–--------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2017 წლის 04 აგვისტოს დასკვნა N1---- (ტომი 1, ს.ფ. 50-51).
3.1.4. ნი----–---------ემ დავის მიმდინარეობისას შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი და 2018 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, მოპასუხე მხარე (თავდაპირველი სარჩელით) ბავშვებთან ერთად ცხოვრობს დედის, ქე------------–---–-ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში (მდებარე ქ. თბილისი, ინ-------------------ში). საცხოვრებელი არის ორ ოთახიანი, კეთილმოწყობილია და აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით. ბავშვებისათვის შექმნილია კეთილსაიმედო გარემო. ვიზიტის დროს ბავშვების ნივთები და ტანსაცმელი მოწესრიგებულია. ნი----–---------ე სიყვარულით და სითბოთი ზრუნავს შვილებზე. დედას დაქირავებული ჰყავს მძღოლი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების ტრანსპორტირებას საბავშვო ბაღში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ძვ--–-------–---ს სერვის ცენტრის 2018 წლის 18 აპრილის დასკვნა N8--- (ტომი 1, ს.ფ. 220).
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.5. მოსარჩელე ნი----–---------ე (შეგებებული სარჩელით) დასაქმებულია შპს ,,ნა-------–----ში“ (ბავშვთა კვების ფირმა) ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 900 (ცხრაასი) ლარს. ამასთან, ნი----–---------ის გადმოცემით, ოჯახი დასაქმებულია კერძო ბიზნესით და აქვთ სტაბილური შემოსავალი. ნი----–---------ის ოჯახში იკვეთება დამაკმაყოფილებელი ეკონომიკური და სოციალური პირობები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2017 წლის 04 აგვისტოს დასკვნა N1---- (ტომი 1, ს.ფ. 50-51).
_შპს ,,ნა-------–----ის“ მიერ 2017 წლის 11 სექტემბერს გაცემული ცნობა N1--- (ს.ფ. 91);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.6. ხე-–---------ს რაიონული განყოფილების სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი ხე-–---------ს რაიონის სოფელ ახ--––--–ი, ირ---–ი ან----ის საცხოვრებელ მისამართზე. ირ---–ი ან----ეს და ნი----–---------ეს შორის უთანხმოების შემდეგ, ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად ქ. თბილისში, ნაქირავებ ბინაში. ირ---–ი ან----ის საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი კაპიტალური შენობა, სახლის პირველ სართულზე განლაგებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო ოთახი და აივნები, ბავშვების სათამაშო ოთახი. საცხოვრებლის მეორე სართულზე განლაგებულია ხუთი საძინებელი ოთახი აბაზანით და სველი წერტილებით. მოსარჩელეს ორივე ბავშვისთვის აქვს ინდივიდუალური საძინებელი, ხოლო ბავშვებისთვის ცალკე სააბაზანო ოთახი. საცხოვრებელში განლაგებულია ყველა აუცილებელი და საჭირო ავეჯი, აგრეთვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა. საცხოვრებელში არის თანამედროვე რემონტი. სახლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა კარგია. ირ---–ი ან----ე დასაქმებულია ორ სამსახურში. ირ---–ის მამა, გრ-–- ან----ე არის სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები და მისი პენსია შეადგენს ყოველთვიურად 470 ლარს. დედა ნი---–----------ე ასაკით პენსიონერია და მისი პენსია შეადგენს 180 ლარს. ირ---–ი ან----ის და ნი--- ან----ე მუშაობს ქ. ბა------ს მერიის ააიპ სამსახურის სპეციალისტად და მისი ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს. ოჯახის საკუთრებაშია აგრეთვე ქ. ბა-----–- შერიფ ხიმშიაშვილის 15, ბინა 24. ირ---–ი ან----ის საკუთრებაშია ავტომანქანა ჯიპი, ხოლო მისი დის ნი--- ან----ის საკუთთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა ,,მე--------ი“. ოჯახის საკუთრებაშია სოფელ ახ--––--–ი 4000მ2 მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაშენებულია მანდარინი, თხილი და სხვა სასოფლო სამეურნეო ნარგავები მიღებული პროდუქციას მოიხმარს ოჯახი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ხე-–---------ს რაიონული განყოფილების 2017 წლის 14 აგვისტოს დასკვნა N749 (ტომი 1, ს.ფ. 54);
3.1.7. ირ---–ი ან----ე მუშაობს შპს ,,ვე---–-“ დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1000 (ათასი) ლარს. იგი წარმოადგენს ამავე საწარმოს 33.33%-იანი წილის მფლობელს. ასევე, მოსარჩელე (თავდაპირველი სარჩელით) დასაქმებულია შპს ,,პრ-----------------–--ში“ სამშენებლო კონსულტანტის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება არის 2000 (ორი ათასი) ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 23.03.2017 წელი (ს.ფ. 30-33)
_შპს ,,ვე----ს“ მიერ 2017 წლის 17 ივნისის ცნობა N1 (ტომი 1, ს.ფ. 28);
_შპს ,,პრ-----------------–--ის“ მიერ 2017 წლის 17 ივნისის ცნობა 22 (ტომი 1, ს.ფ. 29).
3.1.8. არასრულწლოვანი და-----ა ან----ე და დე------ე ან----ე ირიცხებიან კერძო საბავშვო ბაღში ,,ნე-----–----ი“. ბავშვები დილით იღვიძებენ 08:30 წუთზე, საუზმობენ და მიდიან საბავშვო ბაღში, სადაც იმყოფებიან საღამოს 17:30 საათამდე. ბაღიდან ბავშვები გამოჰყავს დედას ნი----–---------ეს ან ძიძას. დედის არყოფნის ან სამსახურში ყოფნის პერიოდში, ბავშვებზე ზრუნავს და მათზე მეთვალყურეობას ახდენს ბავშვების ძიძა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ღამითაც რჩება მათთან. არასრულწლოვანი და-----ა ან----ე არის კვების მხრივ პრობლემური ბავშვი და გართულებულია მისი კვება როგორც ბაღში, ასევე უცხო გარემოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2017 წლის 04 აგვისტოს დასკვნა N1---- (ტომი 1, ს.ფ. 50-51).
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით, მოსარჩელე ირ---–ი ან----ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: არასრულწლოვანი ბავშვების - და-----ა ან----ის (დაბ. 03.04.2---წ.) და დე------ე ან----ის (დაბ. 21.09.2---წ.) ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგნაირად: მამას ირ---–ი ან----ეს მიეცა უფლება არასრულწლოვანი ბავშვები და-----ა ან----ე და დე------ე ან----ე 2018 წლის 01 აგვისტოდან 2018 წლის 15 აგვისტომდე პერიოდის გათვალისწინებით წაიყვანოს მის საცხოვრებელ ადგილზე (ქ. ბა------ და ხე-–---------ს რაიონი სოფ. ახალშენი). მამას ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან უნდა ჰქონოდა დედის ან მისი უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით მიღებულ დროებით განკარგულების 2.1. პუნქტში, რომლის მიხედვითაც განჩინებით დადგენილ დროში მამას ირ---–ი ან----ეს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა განესაზღვრა დედის უფლებამოსილი პირის - ნა-------------ს (ბავშვების ძიძის) თანდასწრებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 239-243);
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 აგვისტოს საოქმო განჩინება დროებითი განკარგულების შეცვლის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 261-264).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ირ---–ი ან----ე მოსარჩელე ნი----–---------ის (შეგებებული სარჩელით) ანგარიშზე გარკვეული პერიოდულობით რიცხავს ფულად თანხებს არასრულწლოვანი შვილების რჩენა აღზრდის მიზნით. მას 2017 წლის 02 მაისს ჩარიცხული აქვს 200 ლარი, 2017 წლის 25 აპრილს - 200 ლარი და 2--- წლის 24 ოქტომბერს - 290 ლარი. არასრულწლოვანი ბავშვებისთვის ფულადი დახმარების გაწევის ფაქტს ბავშვების დედა არც მიმდინარე პერიოდისათვის უარყოფს. ირ---–ი ან----ე ბავშვეს ყიდულობს სამოსს, სათამაშოებს და სხვა საჭირო ნივთებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,თი----------ს“ 2017 წლის 02 მაისის საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 32);
_სს ,,თი----------ს“ 2017 წლის 25 აპრილის საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 33);
_სს ,,თი----------ს“ 2--- წლის 24 ოქტომბრის საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 34);
_სს ,,თი----------ს“ 18.09.2017 წლის ქვითარი, 19.09.2017 წლის ქვითარი, ,,ჯი----ს“ ქვითარი (ტომი 1, ს.ფ. 128);
_სს ,,გუ-----–-ს“ 2017 წლის 28 ივლისის ქვითარი (ტომი 1, ს.ფ. 129);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განჩინებით
არასრულწლოვანი ბავშვების, და-----ა ან----ის და დე------ე ან----ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, მათი მშობლებთან მიჯაჭვულობის ხარისხის დასადგენად მოცემულ საქმეზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს, როგორც მეურვეობის და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს ფსიქოლოგის ჩართვა.
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის ლელა პარწიკანაშვილის ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, და-----ა ან----ის და დე------ე ან----ის გონებრივი და ინტელექტუალური თავისებურებები, ასევე, ლექსიკური მარაგი შეესაბამება ასაკს. დე------ე და და-----ა ხალისიანი და მხიარული ბავშვები არიან. ახლობელ ადამიანებთან პოზიტიური მიჯაჭვულობები აკავშირებთ. მათთან არ ვლინდება შფოთვა და დაძაბულობა. ბავშვები და-----ა და დე------ე ან----ეები ვიზიტებზე იმყოფებოდნენ დედასთან და მამასთან ერთად. შესაბამისად დაკვირვება მოხდა ორივე მშობელთან მათ ურთიერთობაზე. ორივე მშობელი ყურადღებიანი და მზრუნველია ბავშვების მიმართ, ორივე მათგანი აქტიურად არის ჩართული მათ ცხოვრებაში. ქცევაზე დაკვირვება ცხადყოფდა, რომ ბავშვებს ორივე მშობელთან აკავშირებთ მიჯაჭვულობა, მათთან თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ.
დედასთან ერთად ვიზიტის დროს ბავშვები ავლენდნენ მის მიმართ პოზიტიურ მიჯაჭვულობას, რთავდნენ თამაშის პროცესში, ელოდნენ მისგან შეფასებებს. დედაც ადეკვატურად რეაგირებდა, გამოხატავდა მათ მიმართ სითბოს. მამასთან შესახვედრად მოსული ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ მას, კითხულობდნენ როის მოვიდოდა. მამის დანახვამ ისინი ძალიან გაახარა. ცხადად ვლინდებოდა მამის მონატრება და მისი ნახვით გამოწვეული სიხარული. ბავშვები გამოხატავდნენ მამასთან ერთად გასართობად წასვლის სურვილს, ამავდროულად გამოხატავდნენ მათთან ერთად დედის ყოფნის სურვილსაც. არც ერთი მშობლის მხრიდან არ ვლინდება უარყოფითი ზეგავლენა მეორე მშობელთან ბავშვების ურთიერთობაზე.
დასკვნის სახით, ფსიქოლოგის შეფასებით, ამ ეტაპზე და-----ა და დე------ე ან----ეებს ორივე მშობლის მიმართ აქვთ პოზიტიური მიჯაჭვულობა, თუმცა დედისადმი მიჯაჭვულობა შედარებით ძლიერია. ორივე მშობელი ყურადღებიანი და მზრუნველია. მოცემულ ეტაპზე რისკი, პირველ რიგში, დაკავშირებულია მშობელი-შვილის ურთიერთობების არასტაბილურობასთან. რომელიმე მშობელთან იშვიათი შეხვედრები შეიძლება მიჯაჭვულობის რღვევის წინაპირობა გახდეს. მამასთან ურთიერთობა, რომელთანაც მიჯაჭვულობა აკავშირებთ ბავშვებს, დადებითი გავლენის მქონეა მათ ემოციურ მდგომარეობაზე და შემდგომ ზრდა-განვითარებაზე. ასაკიდან გამომდინარე მამასთან ღამისთევით დარჩენაც მიზანშეწონილია. რაც შეეხება მგზავრობას შორ მანძილზე, ამ ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული ხშირი მგზავრობა. მგზავრობა უფრო მეტად ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება, თუმცა თუკი მძიმე ფორმით გამოხატება, ეს მათ ემოციურ მდგომარეობაზე მოახდენს გავლენას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 09.10.2018 წლის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები N0---------- (ტომი 2, ს.ფ. 19-21);
3.2.3. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის ინტერესებს. საქმეში არსებული მასალებით არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად მამის მხრიდან თითოეულისათვის 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის აუცილებლობა. მოსარჩელე მხარეს არც გარემოებანი მიუთითებია, რომელიც ამ ოდენობით თანხის აუცილებლობაზე იმეტყველებდა. მოპასუხე მხარე (შეგებებული სარჩელით) არ არიდებს თავს ბავშვების რჩენის ვალდებულების შესრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან გამომდინარე, არ გამოიკვეთა მოსარჩელე ირ---–ი ან----ესთან არასრულწლოვანი ბავშვებთან, და-----ა ან----ესთან და დე------ე ან----ესთან მიმართებით ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვებისათვის. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არ გამოიკვეთა მათი ამჟამინდელი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა, თუმცა ბავშვების სამომავლო კეთილდღეობისა და ინტერესების დასაცავად, მათ ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მამასთან ირ---–ი ან----ესთან, რომელიც ცხოვრობს სხვა ქალაქში, რაც ართულებს მამასა და შვილებს შორის რეგულარული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მიუხედავად აღნიშნულისა, ორივე არასრულწლოვანს მამის მიმართ გააჩნიათ პოზიტიური მიჯაჭვულობა და აუცილებელია გაუცხოვების თავიდან აცილების მიზნით, მშობელს და შვილებს შორის იყოს სტაბილური ურთიერთობები, რაც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვების ჩვეულ რეჟიმს და შემდგომში ხელს არ უშლიდეს სასწავლო პროცესში ბავშვების ჩართულობას. შესაბამისად, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს არასრულწლოვანი და-----ა ან----ის და დე------ე ან----ის ასაკობრივ მაჩვენებლებს, მათ ცხოვრების რეჟიმს და სპეციალურ მოთხოვნილებებს, რაც ასაკის შესაბამისად უნდა იქნეს დაკმაყოფილებელი. ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებთან და მოსაზრებებთან ერთად, აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს შვილების მიმართ ორივე მშობლის საჭიროება და თანასწორბარუფლებიანობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2017 წლის 04 აგვისტოს დასკვნა N1---- (ტომი 1, ს.ფ. 50-51).
_თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ძვ--–-------–---ს სერვის ცენტრის 2018 წლის 18 აპრილის დასკვნა N8--- (ტომი 1, ს.ფ. 220).
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 09.10.2018 წლის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები N0---------- (ტომი 2, ს.ფ. 19-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა ირ---–ი ან----ის სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და ამავდროულად მამას, ირ---–ი ან----ეს უნდა განესაზღვროს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან და შეესაბამება მშობელთა და შვილთა ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნი----–---------ის შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილების რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-5, მე-8, მე-9, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1230-ე; 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ირ---–ი ან----ემ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების, 2--- წლის 0--------–- დაბადებული და-----ა ან----ის და 2--- წლის 2-------------- დაბადებული დე------ე ან----ის საცხოვრებელ ადგილად, მამის, ირ---–ი ან----ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ირ---–ი ან----ეს და მოპასუხე ნი----–---------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 0--------–- დაბადებული და-----ა ან----ე და 2--- წლის 2-------------- დაბადებული დე------ე ან----ე. მხარეები განქორწინდნენ 2--- წლის 1- ოქტომბერს. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, ნი----–---------ესთან ერთად.
სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ვერ შეთანხმდნენ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილზე. დადგენილია, რომ მოსარჩელე ირ---–ი ან----ე ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. ბა-----–-, ხოლო მოპასუხე ნი----–---------ის ამჟამინდელი მისამართია - ქ. თბილისი, პ. ინ------------------. სოციალური სამსახურის მიერ შემოწმდა როგორც ნი----–---------ის ძველი საცხოვრებელი ადგილი, სადაც იყო ბავშვების აღზრდისათვის სათანადო უსაფრთხო გარემო, ასევე, სოციალური მუშაკის ვიზიტი განხორციელდა მოპასუხეს ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეც. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ნი----–---------ემ დავის მიმდინარეობისას შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი და 2018 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, მოპასუხე მხარე (თავდაპირველი სარჩელით) ბავშვებთან ერთად ცხოვრობს დედის, ქე------------–---–-ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში (მდებარე ქ. თბილისი, ინ-------------------ში). საცხოვრებელი არის ორ ოთახიანი, კეთილმოწყობილია და აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით. ბავშვებისათვის შექმნილია კეთილსაიმედო გარემო. ვიზიტის დროს ბავშვების ნივთები და ტანსაცმელი მოწესრიგებულია. ნი----–---------ე სიყვარულით და სითბოთი ზრუნავს შვილებზე. შესაბამისად, უდავოა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ბავშვები დღეის მდგომარეობით იმყოფებიან აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამის კეთილსაიმედო და დაცულ გარემოში, რაც სრულად შეესაბამება მათ უპირატესად დასაცავ ინტერესებს. რაიმე ხელისშემშლელი ან ბავშვებისათვის ზიანის მომტანი გარემოება ნი----–---------ის ოჯახის შეფასებისას არ გამოიკვეთა. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს გარემოებაც აღმოიფხვრა. ამჟამად, როგორც უკვე აღინიშნა, ბავშვები ცხოვრობენ მათთვის მისაღებ, მზრუნველ გარემოში, სადაც მაქსიმალურად არის დაკმაყოფილებული მათი საჭიროებები.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი და-----ა ან----ე და დე------ე ან----ე დადის კერძო საბავშვო ბაღში ,,ნე-----–----ში“. დედას დაქირავებული ჰყავს მძღოლი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების ტრანსპორტირებას საბავშვო ბაღში. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ ჩატარებული აქვს ასაკობრივი აცრები და იმყოფებიან აღრიცხვაზე კლინიკაში. ბავშვები დილით იღვიძებენ 08:30 წუთზე, საუზმობენ და მიდიან საბავშვო ბაღში, სადაც იმყოფებიან საღამოს 17:30 საათამდე. ბაღიდან ბავშვები გამოჰყავს დედას ნი----–---------ეს ან ძიძას. დედის არყოფნის ან სამსახურში ყოფნის პერიოდში, ბავშვებზე ზრუნავს და მათზე მეთვალყურეობას ახდენს ბავშვების ძიძა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ღამითაც რჩება მათთან. არასრულწლოვანი და-----ა ან----ე არის კვების მხრივ პრობლემური ბავშვი და გართულებულია მისი კვება როგორც ბაღში, ასევე უცხო გარემოში, თუმცა, ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს, ბავშვების დედამ დააფიქსირა რომ ბოლო პერიოდში მისი სამსახური და ბავშვების გრაფიკი თავსებადია.
არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროს სასამართლომ უნდა დაიცვას ორივე მშობლის ინტერესი, მაგრამ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვების ინტერესებს. ბავშვების ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვების ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მოცემულ დავაზე, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვთა უფლებებთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება რამდენად შეესაბამება ინდივიდუალურად და-----ა ან----ის და დე------ე ან----ის უპირატეს ინტერესებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრის შესახებ საკითხის მსჯელობისას მნიშვნელოვანია თავად ბავშვების დამოკიდებულება გადასაწყვეტი საკითხის მიმართ. მოცემული საქმის განხილვისას, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არასრულწლოვანი ბავშვების გამოკითხვა და მათი პოზიციის მოსმენა ვერ მოხდა ასაკობრივი მაჩვენებლებიდან გამომდინარე. თუმცა ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მათი ემოციური ფონის და მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების დადგენის მიზნით საქმეში ჩაბმულ იქნა სოციალური სამსახურის ფსიქოლოგი.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 15 ივლისის განჩინება, საქმე Nას-458-440-2---).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი, საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2--- წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 44 და 45. .
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ბავშვების, და-----ა და დე------ე ან----ეების ასაკი და სხვა თვისობრივი მაჩვენებლები, ასევე, ორივე მშობლის გარემო-სოციალური პირობები. სოციალური სამსახურის მიერ შეფასდა ასევე მამის, ირ---–ი ან----ის საცხოვრებელი პირობები. ეს უკანასკნელი ცხოვრობს როგორც ქ. ბა-----–-, ასევე, მისი საცხოვრებელია ხე-–---------ს რაიონის სოფელ ახალშენი. ირ---–ი ან----ის საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი კაპიტალური შენობა, სახლის პირველ სართულზე განლაგებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო ოთახი და აივნები, ბავშვების სათამაშო ოთახი. საცხოვრებლის მეორე სართულზე განლაგებულია ხუთი საძინებელი ოთახი აბაზანით და სველი წერტილებით. მოსარჩელეს ორივე ბავშვისთვის აქვს ინდივიდუალური საძინებელი, ხოლო ბავშვებისთვის ცალკე სააბაზანო ოთახი. საცხოვრებელში განლაგებულია ყველა აუცილებელი და საჭირო ავეჯი, აგრეთვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა. საცხოვრებელში არის თანამედროვე რემონტი. სახლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა კარგია. ირ---–ი ან----ის ოჯახის მატერიალური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. როგორც თავად ირ---–ი ან----ეს, ასევე, მისი ოჯახის წევრებს (მშობლები, და) გააჩნიათ სტაბილური შემოსავალი.
სასამართლო აფასებს იმ გარემოს, სადაც არასრულწლოვანმა ბავშვებს მოუწევთ გარკვეული პერიოდით ყოფნა. თავის მხრივ, ამ საცხოვრებელმა გარემომ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვების ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარებას, ფუნქციონირების და სოციალიზაციის პროცესს. აღნიშნული მსჯელობის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ზოგად მოსაზრებებს ორივე მშობელთან ურთიერთობის აუცილებლობის თაობაზე, ასევე ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ამ ეტაპზე არასრულწლოვან და-----ა ან----ეს და დე------ე ან----ეს ორივე მშობლის მიმართ პოზიტიური მიჯაჭვულობა აქვთ, თუმცა დედისადმი მიჯაჭვულობა შედარებით ძლიერია. მართალია, მკვეთრად გამოხატული არ არის აღნიშნული ემოციური ფონი დედასთან მიმართებით, თუმცა, სასამართლო დადგენილ გარემოებათა შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბავშვებისათვის ამჟამინდელი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის შეცვლის რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ ეტაპზე ბავშვები დედასთან ცხოვრების პირობებში მაქსიმალურად არიან უზრუნველყოფილნი ასაკის შესაბამისი საჭიროებით და აღზრდის შესაბამისი პირობებით. შესაბამისად, დაცულია მათი უფლებები იცხოვრონ და აღიზარდონ მშვიდ და ოჯახურ გარემოში, სადაც მათთზე სათანადოდ იზრუნებენ. სასამართლო მოცემულ საქმის განხილვის ფარგლებში მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი და-----ა და დე------ე ან----ეები იზრდებიან სიყვარულით, მზრუნველობით და სითბოთი გამოხატულ გარემოში დედასთან, რომლის მიმართაც ავლენენ პოზიტიურ მიჯაჭვულობას. ამდენად, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლის რაიმე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები გარემოება, განსახილველ საქმეზე არ გამოიკვეთა. სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რა თქმა უნდა, არ ართმევს მეორე მშობელს, ირ---–ი ან----ეს დედის მსგავსად თანაბარი უფლება ჰქონდეს მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და ზრუნვის საკითხებთან მიმართებით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების, და-----ა ან----ის და დე------ე ან----ის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ემოციური ფონისა და მათთვის მატრავმირებელი ყოველგვარი შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, ირ---–ი ან----ის სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის, ირ---–ი ან----ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბავშვების ამჟამინდელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი დედასთან უნდა დარჩეს უცვლელი.
სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას თაბარი ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილებთან, მაგრამ, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა პოზიციების, არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესად დასაცავი უფლებების გათვალისწინებით, მხარეთა შეუთანხმებლობის გამო უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანი ბავშვების, და-----ა ან----ის და დე------ე ან----ის ურთიერთობის წესი მამასთან ირ---–ი ან----ესთან, რაც არსობრივად არ ეწინააღმდეგება მის სასარჩელო მოთხოვნას. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანთა დედა, ნი----–---------ე არ არის წინააღმდეგი (უფრო მეტიც, მომხრეა) ბავშვებს ჰქონდეთ სტაბილური ურთიერთობა მამასთან, რაც დადებითად აისახება მათი განვითარების, საზოგადოების წევრად ჩამოყალიბების და სოციალიზაციის პროცესზე. ამდენად, სასამართლო ადგენს, რომ მამასთან ურთიერთობა შვილებთან გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან ორივე მშობლის ჰარმონიული მზრუნველობითი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს ბავშვების სრულყოფილებას. მოცემულ ეტაპზე, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, არასრულწლოვანი და-----ა და დე------ე ან----ეები ცხოვრობენ დედის საცხოვრებელ მისამართზე დადიან სკოლამდელ სააღმზრდელობით დაწესებულებაში (კერძო საბავშვო ბაღში) და მიჩვეულნი არიან ამ რუტინას, დაუშვებელია მათთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ამ მიჩვეულ გარემოსთან ჩამოშორება, თუმცა მეორეს მხრივ აუცილებელია მამასთან სტაბილური ურთიერთობა და იმ პოზიტიური მიჯაჭვულობის შენარჩუნება, რასაც არასრულწლოვნები მამის მიმართ ნათლად ამღჟავნებენ. აღნიშნული უნდა დაბალანსდეს არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით ისე, რომ არც ერთ მშობელს არ დაერღვეს უფლება მონაწილეობდეს არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებაში. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება და არასრულწლოვან შვილებთან ირ---–ი ან----ეს განესაზღვრა ურთიერთობისათვის კონკრეტული დრო თავის საცხოვრებელი ადგილზე წაყვანის უფლებით. უმთავრესია, რომ ბავშვები არ დაშორდნენ და მოწყდნენ ერთ-ერთ მშობელს. ბავშვებისთვის ორივე მშობელი არის რესურსი და უპირველესად, მშობლების მოვალეობაა ბავშვების ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მათვის ოჯახური გარემოს შექმნა. მოპასუხე ნი----–---------ე არ არის წინააღმდეგი მამამ არასრულწლოვანი შვილები წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას. მოცემულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ტერიტორიული დაშორება, კერძოდ, ის გარემოება, რომ ირ---–ი ან----ე ცხოვრობს სხვა ქალაქში, ხოლო არასრულწლოვნების ფაქტობრივი საცხოვრებელი ქ. თბილისშია. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს ირ---–ი ან----ის არასრულწლოვან შვილებთან და-----ა ან----ესთან და დე------ე ან----ესთან ურთიერთობისათვის კონკრეტულ დროის მონაკვეთს ყოველი თვის შესაბამისი რიცხვის მითითებით, ასევე არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, ანაწილებს ბავშვებთან ურთიერთობის დროს ზაფხულის, ზამთრის არდადეგების დროს და სადღესასწაულო დღეებში, ხოლო მართებულად მიიჩნევს, რომ პარასკევიდან კვირის პერიოდში მამის ურთიერთობა შვილებთან შედგეს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, განსაზღვრავს მშობლების ვალდებულებას ბავშვებთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთის ინფორმირებულობის შესახებ. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოცემული ტიპის დავებზე განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილებთან და ნახოს ისინი, არამედ ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესი, ერთ-ერთ მშობლებთან ცხოვრების შემთხვევაში, არ დაშორდეს მეორე მშობელს და მასთან შეინარჩუნოს რეგულარული ურთიერთობები. დამკვიდრებული პრაქტიკით, სასამართლო ადგენს ბავშვების ნახვის დღეებსა და დროის კონკრეტულ მონაკვეთს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია.
ამდენად საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ჩატარებული ფსიქოლოგის მოსაზრების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ირ---–ი ან----ის სარჩელი მოპასუხე ნი----–---------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც სრულად შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს.
6.2. ნი----–---------ემ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების, 2--- წლის 0--------–- დაბადებული და-----ა ან----ის და 2--- წლის 2-------------- დაბადებული დე------ე ან----ის საცხოვრებელ ადგილად, მამის, ირ---–ი ან----ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
მოცემული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (6.1. პუნქტი) მითითებულ სამართლებრივ ნორმებს და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო იზიარებს ნი----–---------ეს შეგეგებული სარჩელით მოთხოვნილ მოთხოვნასთან მიმართებითაც, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრას. საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლო უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგი---ს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
ზემოთ როგორც აღინიშნა, არასრულწლოვანი ბავშვები, და-----ა ან----ე და დე------ე ან----ე ცხოვრობენ დედასთან, ნი----–---------ესთან ერთად მისამართზე ქ. თბილისი, პ. ინ------------------. სადაც არის ბავშვების აღზრდისათვის მისაღები, კეთილსაიმედო, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მშობლების, არამედ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობაც მათი კონფრონტაციის ასახვის გამოც ბავშვების ფსიქიკასა და შესაბამისად მათ განვითარებაზეც. არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი საკითხი იმის შესახებ, რომელ ეტაპზე სად ჯობია იყვნენ ბავშვები, სად არის მათთვის უკეთესი, რომელ მშობელს აქვს უფრო მეტი რესურსი აღნიშნულ მომენტში, რომ მისცეს ბავშვებს უკეთ ფუნქციონირების შანსი. გასათვალისწინებელია ასევე არასრულწლოვანი ბავშვების ასაკი, ვინაიდან ასაკის გათვალისწინებას სხვა გარემოებებთან ერთად გააჩნია მნიშვნელობა ბავშვების მოთხოვნილების განსაზღვრაში, მისი საცხოვრებელი ადგილის (დედასა თუ მამასთან) პრიორიტეტების დადგენაში.
სასამართლო აფასებს იმ რისკებს, რომლებიც ეხება, ერთ შემთხვევაში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულ სტრესსა და მამასთან დაშორებით გამოწვეულ სტრესს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირ---–ი ან----ის თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნა არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, თუმცა, ორივე მშობელთან რეგულარული ურთიერთობების არსებობის აუცილებლობიდან დაადგინა კონკრეტული დროის მონაკვეთი ბავშვებთან ურთიერთობისათვის. მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში, მათი შეუთანხმებლობისას აუცილებელია ბავშვების საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ კონვენციის მე-8 მხულით დაცულ სიკეთეში ჩარევის ,,აუცილებელი საზოგადოებირივი საჭიროების“ სწორი შეფასებისათვის ყურადსაღებია ერთ-ერთ საქმეზე ევროპული სასამართლოს (Johansen v. Norway), სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვებთან გარეთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვების ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. (საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინება, საქმე Nას-868-835-2---).
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები, და-----ა ან----ე და დე------ე ან----ე ინტეგრირებულნი არიან დედის, ნი----–---------ის ოჯახში, აქვთ უსაფრთხო მიჯაჭვულობა დედაზე, მასთან თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს, ადაპტირებულნი არიან ჩვეულ გარემოში და ამ ასაკში ბავშვების დედასთან მოშორება გარკვეულ სერიოზულ რისკებთან იქნება დაკავშირებული და მატრავმირებელი იქნება ბავშვებისათვის, რაც თავის მხრივ, იმოქმედებს მათი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების პროცესზე. ის გარემო, სადაც არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებიან, სრულიად მისაღები, კეთილსაიმედო, დაცული და უსაფრთხოა, რაც სრულად შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდის კანონით გარანტირებულ ინტერესებს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სოციალური სამსახურის ფსიქოლოგის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც ბავშვების, და-----ა და დე------ე ან----ეების პოზიტიური მიჯაჭვულობა დედასთან შედარებით ძლიერია. ამ ეტაპზე ბავშვები იზრდებიან დედასთან. არ გამოიკვეთა ბავშვების დედასთან აღზრდის რაიმე ხელისშემშლელი, დამაბრკოლებელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნებოდა არასრულწლოვანთათვის. ფსიქოლოგიური გამოკვლევების შედეგებით, ბავშვებს ორივე მშობელი ძალიან უყვარს. დედასთან ერთად ვიზიტის დროს ბავშვები ავლენდნენ მის მიმართ პოზიტიურ მიჯაჭვულობას, რთავდნენ თამაშის პროცესში, ელოდნენ მისგან შეფასებებს. დედაც ადეკვატურად რეაგირებდა, გამოხატავდა მათ მიმართ სითბოს. შესაბამისად, არასრულწლოვანები ბავშვებისათვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის არანაირი აუცილებლობა მოცემულ საქმეზე არ გამოვლინდა. ფსიქოლოგიურ დასკვნაში მითითებული რისკი, რაც დაკავშირებულია მშობელი-შვილის ურთიერთობების არასტაბილურობასთან, გათვალისწინებულ იქნა ირ---–ი ან----ის თავდაპირველ სარჩელის მოთხოვნებზე მსჯელობის დროს. ზოგადად, მიჯაჭვულობის ობიექტთან და ჩვეულ, ბავშვებისათვის უსაფრთხო გარემოსგან მოშორება ბავშვებში აღძრავს დაუცველობის და ემოციური არასტაბილურობის განცდის საფუძველს, რისი თავიდან აცილებას მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სოციალური სამსახურის დასკვნებისა და ფსიქოლოგიურო გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი და-----ა ან----ის (დაბადებული 03.04.2--- წელს) და დე------ე ან----ის (დაბადებული 21.09.2--- წელს) საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, ნი----–---------ის საცხოვრებელი ადგილი და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა. რაც შეეხება იმავე შეგებებული სარჩელით დაყენებულ მოთხოვნას მამასთან ურთიერთობის წესის დადგენის თაობაზე, სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
6.2. მოსარჩელე ნი----–---------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და-----ა ან----ე და დე------ე ან----ე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩი---ნ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. ამდენად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.
მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ ორივე მშობელი დასაქმებულია და აქვთ სტაბილური შემოსავალი. მოსარჩელე ნი----–---------ე დასაქმებულია შპს ,,ნა-------–----ში“ (ბავშვთა კვების ფირმა) ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 900 (ცხრაასი) ლარს. ამასთან, ნი----–---------ის გადმოცემით, ოჯახი დასაქმებულია კერძო ბიზნესით და აქვთ სტაბილური შემოსავალი. ხოლო მოპასუხე ირ---–ი ან----ე მუშაობს შპს ,,ვე---–-“ დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1000 (ათასი) ლარს. იგი წარმოადგენს ამავე საწარმოს 33.33%-იანი წილის მფლობელს. ასევე, მოსარჩელე (თავდაპირველი სარჩელით) დასაქმებულია შპს ,,პრ-----------------–--ში“ სამშენებლო კონსულტანტის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება არის 2000 (ორი ათასი) ლარი.
მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ირ---–ი ან----ე მატერიალურად ეხმარება არასრულწლოვან შვილებს, ყიდულობს მათთვის სამოსს და საჭირო ნივთებს. ასევე, უზრუნველყოფს ბაღის გადასახადის გადახდას. აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიც. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
მოპასუხე ირ---–ი ან----ე თავს არ არიდებს ბავშვების კანონით დადგენილ რჩენის ვალდებულების შესრულებას, თუმცა მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტი არაგონივრულია და მისი ოდენობა თითოეული ბავშვის სასარგებლოდ უნდა განახევრდეს. თავის მხრივ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც თითოეული არასრულწლოვანისათვის სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით თანხის საჭიროებას დაადასტურებდა. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მამას შვილებთან აქვს პერიოდული ურთიერთობა. ზაფხულში 2-3 კვირა ბავშვები იყვნენ მამასთან და ისვენებდნენ. მამასთან ყოფნისას ბავშვებს არ აკლდათ ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა. მამა თანახმაა არასრულწლოვნებს ყოველთვიურად გადაუხადოს 350-350 ლარის, სულ 700 ლარის ალიმენტი. სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის. ალიმენტის, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვნები ყოველი თვისა თუ არდადეგების კონკრეტულ პერიოდს გაატარებენ მამის ოჯახში და ამ უკანასკნელის მხრიდან იქნებიან უზრუნველყოფილი რჩენა-აღზრდისათვის შესაბამისი საჭიროებებით. ასაკის ზრდასთან ერთად კი იზრდება ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას მისი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, თუმცა ამავდროულად, მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალის და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მხარეთა ოჯახური და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა გადანაწილდეს შემდეგნაირად: ირ---–ი ან----ეს არასრულწლოვანი შვილების დე------ე და და-----ა ან----ეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 350-350, სულ 700 (შვიდასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 14 სექტემბრიდან, ხოლო 2018 წლის 21 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ირ---–ი ან----ეს უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ 400-400, სულ 800 (რვაასი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
ირ---–ი ან----ის თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რა ნაწილშიც მოპასუხე მხარემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. ნი----–---------ის შეგებებული სარჩელი ასევე დაკმაყოფილებულ იქნა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების შესაბამისად, მოსარჩელე ნი----–---------ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 1- სექტემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი. ამასთან, მოპასუხე ირ---–ი ან----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
ამასთან, მოცემულ საქმეზე N2/1-------, არსებული ყველა დროებითი განკარგულება უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ირ---–ი ან----ის (პირადი N6----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
1.1. ირ---–ი ან----ის (პირადი N6----------) სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი ბავშვების დე------ე ან----ის (დაბადებული 2--- წლის 2--------------) და და-----ა ან----ის (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) საცხოვრებელ ადგილად მამის, ირ---–ი ან----ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
1.2. ირ---–ი ან----ეს (პირადი N6----------) არასრულწლოვან ბავშვებთან დე------ე ან----ესთან (დაბადებული 2--- წლის 2--------------) და და-----ა ან----ესთან (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) ურთიერთობის წესი განესაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ირ---–ი ან----ეს (პირადი N6----------) უფლება აქვს არასრულწლოვანი შვილები დე------ე ან----ე (დაბადებული 2--- წლის 2--------------) და და-----ა ან----ე (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას ყოველი თვის 20 რიცხვიდან იმავე თვის ბოლო რიცხვში უკან დედასთან, ნი----–---------ესთან (პირადი N0----------) დაბრუნების ვალდებულებით;
ბ) ზაფხულის არდადეგების პერიოდში - ივლის/აგვისტოს თვეში მამის, ირ---–ი ან----ის (პირადი N6----------) ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან დე------ე ან----ესთან (დაბადებული 2--- წლის 2--------------) და და-----ა ან----ესთან ( დაბადებული 2--- წლის 0--------–-) განისაზღვროს შემდეგი სახით: ერთი თვე არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან დედასთან, ნი----–---------ესთან, ხოლო ერთი თვე იქნებიან მამასთან, ირ---–ი ან----ესთან. თვის არჩევის უპირატესობა მიენიჭოს ნი----–---------ეს. ამ უკანასკნელმა ზაფხულის თვის შერჩევის შესახებ არა ნაკლებ 20 დღით ადრე უნდა შეატყობი---ს ირ---–ი ან----ეს სატელეფონო შეტყობინების („სმს“ შეტყობინების) სახით. შეუტყობინებლობის შემთხვევაში ივლისის თვე არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან მამასთან, ირ---–ი ან----ესთან;
გ) ზამთრის არდადეგების პერიოდში - იანვარში მამის, ირ---–ი ან----ის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან განისაზღვროს შემდეგი სახით: 01 იანვრიდან 06 იანვრამდე არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან დედასთან, ნი----–---------ესთან, 06 იანვრიდან 18 იანვრამდე არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან მამასთან ირ---–ი ან----ესთან, 18 იანვრიდან მომდევნო თვის (თებერვლის თვის) 17 რიცხვამდე არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან დედასთან, ნი----–---------ესთან, ხოლო 17 თებერვლიდან თვის ბოლომდე არასრულწლოვანი ბავშები იქნებიან მამასთან, ირ---–ი ან----ესთან;
1.3. 2020 წლის სექტემბრიდან 2024 წლამდე ირ---–ი ან----ეს (პირადი N6----------) არასრულწლოვან ბავშვებთან დე------ე ან----ესთან (დაბადებული 2--- წლის 2--------------) და და-----ა ან----ესთან (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) ურთიერთობის წესი განესაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ყოველი სექტემბრის თვის 1- რიცხვამდე არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან მამასთან, ირ---–ი ან----ესთან. ყოველი კვირის პარასკევს დღეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან (ასეთის არარსებობის შემთხვევაში პარასკევი დღის 12:00 საათიდან) კვირა დღის 16:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან მამასთან, ირ---–ი ან----ესთან. პარასკევი-კვირის პერიოდში მამის ურთიერთობა შვილებთან შედგეს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) იანვრის თვეში - 06 იანვრიდან 16 იანვრამდე არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან მამასთან, ირ---–ი ან----ესთან;
გ) აღდგომის და გაზაფხულის არდადეგების პერიოდში არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან მამასთან, ირ---–ი ან----ესთან;
დ) ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივლლისი-აგვისტოს პერიოდში ირ---–ი ან----ის ურთიერთობა შვილებთან განისაზღვროს შემდეგი სახით: ერთი თვე ბავშვები იქნებიან დედასთან, ნი----–---------ესთან, ხოლო ერთი თვე არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან მამასთან, ირ---–ი ან----ესთან. თვის არჩევის უპირატესობა მიენიჭოს ნი----–---------ეს. ამ უკანასკნელმა ზაფხულის თვის შერჩევის შესახებ არანაკლებ 20 დღით ადრე უნდა შეატყობი---ს ირ---–ი ან----ეს სატელეფონო შეტყობინების („სმს“ შეტყობინების) სახით. შეუტყობინებლობის შემთხვევაში ივლისის თვე არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან მამასთან, ირ---–ი ან----ესთან, ხოლო აგვისტო თვე დედასთან, ნი----–---------ესთან;
ე) არასრულწლოვანი ბავშვების, და-----და და დე------ე ან----ეების ერთ-ერთ მშობელთან ყოფნის პერიოდში, ამ უკანასკნელს ჩართული ჰქონდეს საკომუნიკაციო საშუალება (ტელეფონი ან სხვა რამ მხარეთა შეთანხმებით) მეორე მშობლის მხრიდან შვილებზე ინფორმაციის მიღების მიზნით 19:00 საათიდან 21:00 საათამდე;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ ირ---–ი ან----ე ვერ ახერხებს დედის საცხოვრებელი ადგილიდან შვილების წაყვანას, აღნიშნულის თაობაზე ირ---–ი ან----ე ვალდებულია არანაკლებ ერთი დღით ადრე შეატყობი---ს ნი----–---------ეს სატელეფონო შეტყობინების („სმს“ შეტყობინების) სახით;
ზ) არასრულწლოვანი ბავშვების, და-----ა ან----ის და დე------ე ან----ის მშობლებთან ურთიერთობის წესი შეიძლება შეიცვალოს მშობელთა ურთიერთშეთანხმებით;
თ) მამა-შვილების ურთიერთობა შედგეს ირ---–ი ან----ის მხრიდან ბავშვების წაყვანის და უკან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
2. ნი----–---------ის (პირადი N0----------) შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2.1 არასრულწლოვანი ბავშვების დე------ე ან----ის (დაბადებული 2--- წლის 2--------------) და და-----ა ან----ის (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ნი----–---------ის (პირადი N0----------) საცხოვრებელი ადგილი;
2.2. ირ---–ი ან----ეს (პირადი N6----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების დე------ე ან----ის (დაბადებული 2--- წლის 2--------------) და და-----ა ან----ის (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) სასარგებლოდ თითოეულის მიმართ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 350-350 (სამას ორმოცდაათი-სამას ორმოცდაათი) ლარის, სულ 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 14 სექტემბრიდან, ხოლო 2018 წლის 21 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ირ---–ი ან----ეს (პირადი N6----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების დე------ე ან----ის (დაბადებული 2--- წლის 2--------------) და და-----ა ან----ის (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) სასარგებლოდ თითოეულის მიმართ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 400-400 (ოთხასი-ოთხასი) ლარის, სულ 800 (რვაასი) ლარის ოდენობით;
3. დაუბრუნდეს ნი----–---------ეს (პირადი N0----------) მისი წარმომადგენლის ნუ-------–---–--ძის (პირადი N1----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ( სს “ლიბერთი ბანკი“, მიმღების ანგარიში №300773150) 2017 წლის 1- სექტემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
4. დაეკისროს ირ---–ი ან----ეს (პირადი N6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
5. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე (2/1-------) არსებული ყველა დროებითი განკარგულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი მაისურაძე