გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/23830-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე შპს „მი-----–---------------ი“
წარმომადგენელი ნი----–-------------ძე
მოპასუხე ირ---–- გო–---
წარმომადგენელი მა-------–--ე
დავის საგანი სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ირ---–- გო–---ს, შპს „მი-----–---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან - 2015 წლის 2 სექტემბრიდან ყოველთვი----ად სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე 118 910.09 აშშ დოლარის 2.0% - ჯამში 83 784.89 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. ირ---–- გო–---ს, შპს „მი-----–---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინების საფუძველზე შეჩერებული სააღსრულებო წარმოების დასრულებამდე ან მოვალეების მიერ სასესხო ვალდებულებების ნებაყოფლობით სრულად გადახდამდე 118 910.09 აშშ დოლარის 2.0% - ყოველთვი----ად 2378.20 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელის მიხედვით, 2013 წლის 13 დეკემბერს ირ---–- გო–---ს, გი-----ი გო–---ს, ზ---ა ჯ------ს და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებლებმა ისესხეს 75 0-- აშშ დოლარი, წლი----ი 30%-ის სარგებლით. მხარეთა შეთანხმებით სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა ორჯერ. 2013 წლის 28 დეკემბერს ირ---–- გო–---ს, ი----ი გო–---ს და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ი----ი გო–---მ ისესხა 10 0-- აშშ დოლარი 30%-იანი სარგებლით. მხარეთა შეთანხმებით სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა ორჯერ. 2015 წლის 14 მაისს ირ---–- გო–---ს, ი----ი გო–---ს, რეზო გო–---ს, თ----- გო–---ს და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებლებმა ი----ი გო–---მ, რეზო გო–---მ და თ----- გო–---მ ისესხეს 33 10- აშშ დოლარი 30%-იანი სარგებლით.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ირ---–- გ--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 0-------------------------. მსესხებლებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც 2015 წლის 20 ივლისს კრედიტორმა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2015 წლის 21 ივლისს მიმართა კერძო აღმასრულებელს. სააღსრულებო ფურცლების მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალეების მიმართ შეადგენდა 118 910.09 აშშ დოლარს.
ირ---–- გ--–--ის განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეს აეკრძალა იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზ-ცია. რის გამოც შეჩერდა არამარტო გასაჩივრებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების მიზნით დაწყებული სააღსრულებო წარმოება, არამედ დამატებით ორი მიმდინარე სააღსრულებო წარმოება, რომელიც დაწყებული იყო 2015 წლის 21 ივლისის სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე და მიზნად ისახავდა მოსარჩელის მოთხოვნების (ჯამში 118 910.09 აშშ დოლარის) აღსასრულებლად იპოთეკის საგნის რეალიზ-ციას.
2015 წლის 9 სექტემბერს ირ---–- გო–---მ სარჩელით მიმართა სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
2018 წლის 13 თებერვალს შპს „მი-----–---------------მა“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, რომელიც დაკმაყოფილდა, თუმცა გასაჩივრდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, მოსარჩელე ელოდებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას და ამ ხნის მანძილზე ყოველგვარი სარგებლის გადახდის გარეშე მოპასუხე სარგებლობს ორგანიზ-ციიდან სესხის სახით გატანილი ფულადი თანხით.
მოსარჩელის ფინანსური ბრუნვიდან ამოვარდნილია 118 910.09 აშშ დოლარზე მეტი, რომელსაც მოსარჩელისთვის უნდა მოეტანა საპროცენტო სარგებლის სახით მნიშვნელოვანი შემოსავალი, რომ არა ირ---–- გ--–--ის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
მოსარჩელეს დაარსებიდან დღემდე გააჩნია სოლიდარული სასესხო ვალდებულებები ბანკებისა და სხვა კრედიტორების მიმართ, რომელთაგან სარგებლიანი სესხის სახით 2015-2017 წლებში და დღესაც მოზიდული აქვს საბრუნავი თნხები 10 0-- 0-- ლარზე მეტი. ფაქტი----ად ორგანიზ-ციის კუთვნილი და მოზიდული თანხები მუდმივ ბრუნვაშია.
გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად სახეზეა მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანი, რომელის ოდენობაც ყოველდღი----ად იზრდება. ირ---–- გ--–--ის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, იმის გამო, რომ მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინების შედეგად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ირ---–- გო–--- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 13 დეკემბერს ირ---–- გო–---ს, გი-----ი გო–---ს, ზ---ა ჯ------ს და შპს „მი-----–---------------ს“ შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებლებმა ისესხეს 75 0-- აშშ დოლარი, წლი----ი 30%-ის სარგებლით. მხარეთა შეთანხმებით სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა ორჯერ, 2014 წლის 13 სექტემბრამდე და 2017 წლის 14 სექტემბრამდე.
3.1.2. 2013 წლის 28 დეკემბერს ირ---–- გო–---ს, ი----ი გო–---ს და შპს „მი-----–---------------ს“ შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ი----ი გო–---მ ისესხა 10 0-- აშშ დოლარი 30%-იანი სარგებლით. მხარეთა შეთანხმებით სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა ორჯერ 2014 წლის 28 სექტემბრამდე და შემდგომ 2018 წლის 29 სექტემბრამდე.
3.1.3. 2015 წლის 14 მაისს ირ---–- გო–---ს, ი----ი გო–---ს, რეზო გო–---ს, თ----- გო–---ს და შპს „მი-----–---------------ს“ შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებლებმა ი----ი გო–---მ, რეზო გო–---მ და თ----- გო–---მ ისესხეს 33 10- აშშ დოლარი 30%-იანი სარგებლით.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ირ---–- გ--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 0-------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები, სესხის გრაფიკები, გარიგებანი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებში ცვლილებების და/ან დამატებების შესახებ (ს.ფ 23-93)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 20 ივლისს კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუს თამარ პოლიკაშვილის მიერ გაცემული იქნა #1--------- #1-------- და #1-------- სააღსრულებო ფურცლები, რომლის თანახმად სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სარეალიზ-ციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0------------------------- (მესაკუთრე ირ---–- გო–---)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლები (ს.ფ 94-105)
3.2.2. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუს თამარ პოლიკაშვილის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათები (ს.ფ 106-108)
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ 109-117)
3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა ირ---–- გ--–--ის განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს ”მ------–-----------------” საიდენტიფიკაციო კოდი #--------- აეკრძალა იპოთეკის საგნის მდებარე: თბილისი, მ----------------------------------------------------------–--------- ფართი 450.0- კვ.მ, (#0-------------------------) სარეალიზ-ციოდ აუქციონზე გატანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ”მისო ლიდერ კრედიტის“ საჩივარი და უცვლელად დარჩა 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინებები (ს.ფ 119-132)
3.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ირ---–- გ--–--ის სარჩელი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ირ---–- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინებები (133-144)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მი-----–---------------ის“ სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 199-ე მუხლები; საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1.. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კონსტიტუცი----ი პრინციპი ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-ე მუხლშიც, რომლის პირველი ნაწილის შინაარსით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
ამრიგად, უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნადაა გარანტირებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაც სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუცი----ი პრინციპის სამოქალაქოსამართლებრივ სფეროში რეალიზების ერთ ერთ ელემენტს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის 3-ე ნაწილის დანაწესით თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზ-რალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში შპს „მი-----–---------------ი“ ზიანის ანაზღაურების საფუძვლად ასახელებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას და ამ ღონისძიების შესაბამისად ფულადი მასის განკარგვასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს.
საყურადღებოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის დანაწესი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ წინაპირობებს არ შეიცავს და სასამართლოს მოსაზრებით სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების შემოწმების მიზნით უნდა ვიხელმძღვანელოთ მატერიალური სამართლის ანუ სამოქალაქო კოდექსის სათანადო ნორმებით.
სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია როგორც სახელშეკრულებო ისე არასახელშეკრულებო (დელიქტური) ურთიერთობის ფარგლებში მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის სავალდებულო წინაპირობები. ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებები: მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; დამდგარი ზიანი; მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; ზიანის მიმყენებელის მოქმედება უნდა შეიცავდეს სამოქალაქოსამართლებრივი ბრალეულობის ნიშნებს.
შპს „მი-----–---------------ის“ სარჩელში დასახელებული გარემოებების მტკიცების ტვირთი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესით ეკისრება მოსარჩელეს. აქედან გამომდინარე, შპს „მი-----–---------------ის“ მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების დადასტურებაც, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად ადგილი აქვს მოსარჩელის მატერიალური აქტივების შემცირებას და შესაბამისად სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის უმთავრესი წინაპირობა - შპს „მი-----–---------------ისთვის“ ზიანის მიყენების ფაქტი.
შპს „მი-----–---------------ის“ სასარჩელო განცხადების მიხედვით რომ არა ირ---–- გ--–--ის დაუსაბუთებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოსარჩელე დროულად მიიღებდა 118910,09 აშშ დოლარის, რომელსაც კვლავ გასცემდა სესხის სახით მინიმუმ წლი----ი 24% სარგებლით. აღწერილი გარემოება შეადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ ირ---–- გ--–--ისთვის მიუღებელი შემოსავლის წარმოქმნის საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის დანაწესით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საკრედიტო დაწესებულების მიმართ ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის მოტივით მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დასაბუთებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოთხოვნის ავტორმა დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება:
პირველი - მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ მას არ გააჩნდა „თავისუფალი“ ფულადი სახსრები და ახალი სესხის გაცემა დამოკიდებული იყო მხოლოდ მოპასუხე ირ---–- გ--–--ის მხრიდან თანხის დაბრუნებაზე.
და მეორე - მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ მას შერჩეული ჰყავდა პოტენცი----ი მსესხებელი, რომელიც აკმაყოფილებდა სესხის მისაღებად მოსარჩელის ყველა სტანდარტს და ასეთ სუბიექტს სესხი ვერ გადაეცა კონკრეტული მოპასუხის, ამ შემთხვევაში ირ---–- გ--–--ის საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად.
სასამართლოს მოსაზრებით მხოლოდ დასახელებული ორი გარემოების ერთობლივად დადასტურების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დადგინდეს, რომ სახეზეა უშუალოდ კონკრეტული მოპასუხის მოქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, როგორც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის დანაწესითაა განსაზღვრული. მარტოოდენ მითითება მოსარჩელის როგორც მიკროსაკრედიტო დაწესებულების სტატუსზე, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კრედიტების გაცემა და სესხიდან მიღებული საპროცენტო სარგებელის მიღება სასამართლოს მოსაზრებით არ ქმნის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს.
ამავე საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შპს „მი-----–---------------ის“ წარმოდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებს, რომელთა გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მოსარჩელე ორგანიზ-ციას ყოველწელს გააჩნია სოლიდური წმინდა მოგება და სათანადო მსესხებლის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეეძლო გაეცა სხვა სესხები ირ---–- გ--–--ისგან თანხის მიღების დამოუკიდებლად.
სასამართლოს მოსაზრებით ირ---–- გო–--- მოქმედებდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი დაუბრკოლებლად მიმართვის ფარგლებში და აქედან გამომდინარე მოპასუხის ქმედება მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ხასიათის ნიშნებს არ შეიცავს.
სასამართლოს დასკვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის 3-ე ნაწილის საფუძველზე აღძრულ სასარჩელო განცხადებაში მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთადერთ, მათავარ მიზ-ნს წარმოადგენდა არა სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, არამედ ირ---–- გო–---ს ამოძრავებდა მართლსაწინააღმდეგო მიზ-ნი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მეშვეობით შპს „მი-----–---------------ისთვის“ მიეყენებინა ზიანი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული მახასიათებლით უნდა გაიმიჯნოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის ავტორის რელური მიზ-ნია სამომავლოდ აღსაძრავი სარჩელის აღსრულების დაცვა იმ სახის მოთხოვნებისგან სადაც არაკეთილსინდისიერი მხარე საპროცესო ინსტრუმენტს იყენებს მოწინააღმდეგისთვის ზიანის მისაყენებლად. მოცემულ შემთხვევაში შპს „მი-----–---------------ის“ სასარჩელო განცხადება ირ---–- გ--–--ის მოქმედების ცალსახად მართლსაწინააღმდეგოს შეფასებისთვის საკმარის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს არ შეიცავს და სასამართლოს მოსაზრებით განსაზღვრული საკითხის დადასტურება მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „მი-----–---------------ის“ სასარჩელო მოთხოვნები მოკლებულია როგორც ფაქტობრივ ისე სამართლებრივ არგუმენტაციას და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შედეგად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ირ---–- გო–---ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე: მდებარე: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია, ს/კ #0--------------- და მცხეთა, ზ-ჰესი, ს/კ #7-----------, გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა. ასევე უნდა გაუქმდეს ამავე განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ირ---–- გო–---ს აეკრძალა შპს "+----------ს" (ს/ნ----------- და შპს "მ------–-----" (ს/ნ 2--------) საწესდებო კაპიტალში მისი კუთვნილი 10- %-იანი წილის გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „მი-----–---------------ის“ სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ირ---–- გო–---ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე: მდებარე: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია, ს/კ #0--------------- და მცხეთა, ზ-ჰესი, ს/კ #7-----------, გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა. ასევე გაუქმდეს ამავე განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ირ---–- გო–---ს აეკრძალა შპს "+----------ს" (ს/ნ----------- და შპს "მ------–-----" (ს/ნ 2--------) საწესდებო კაპიტალში მისი კუთვნილი 10- %-იანი წილის გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დატვირთვა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე