გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/20148-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–ია
წარმომადგენელი - მ-------------ა
მოპასუხე - ა-----------------ა“
წარმომადგენელი - ნ----------–-------ე, ა---------–---–--ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ა-----------------ა“-ს, ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–იის სასარგებლოდ დაეკისროს 14175 (თოთხმეტი ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2017 წლის 17 ნოემბერს ა-----------------ა“-ს და ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–იას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-------- ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ა-----------------ა“-ს შემსყიდველისათვის 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 56700 ლარის ღირებულების საოფისე ქონება: ღუმელები, ღუმელის მილები და ღუმელის მუხლები, რომლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად.
ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დ------------ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. ვინაიდან, ხელშეკრულებით მოწოდების ვადად განსაზღვრული იყო 2017 წლის 15 დეკემბერი, ხოლო ბოლო მოწოდება მოპასუხის მიერ განხორციელდა 2018 წლის 19 აპრილს - 125 დღის დაგვიანებით, ა-----------------ა“-ს დაერიცა საურავი ჯამში 14175 ლარის (დღეში 113.40 ლარი) ოდენობით.
მოპასუხე უარს აცხადებს დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დაზუსტებული შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2500 ლარის ნაწილში და მიუთითა, რომ ხელშეკრულების ვადაგადაცილება გამოწვეული იყო მოსარჩელის მიზეზით. კერძოდ, ტენდერი გამოცხადდა დაგვიანებით, ტენდერის არაკვალიფიციურმა და არაკეთილსინდისიერმა მონაწილე შ----------“-მ ტენდერის ფასი დააგდო 17 ბიჯით, 67349 ლარიდან 56700 ლარამდე და 16.8%-ით შემცირებულმა თანხამ შეაფერხა კონტრაქტის დროულად შესრულება. ამასთან, შემსყიდველმა ხელშეკრულების 10.3 ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე არ შეწყვიტა ხელშეკრულება.
მოპასუხის მითითებით, სარჩელსი მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და მისი დაკისრება მძიმე მატერიალურ მდგომარეობას შეუქმნის კომპანიას.
სასამარათლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 2990 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2017 წლის 17 ნოემბერს, „შემსყიდველს“ - ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–იასა და „მიმწოდებელს“ - ა-----------------ა“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N--------. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ხელშეკრულების დ------------ით განსაზღვრული საოჯახო ტექნიკა (შეშისა და დიზელის ღუმელები, ღუმელების მილები და მუხლები).
ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 56 700 (ორმოცდათექვსმეტი ათას შვიდასი) ლარით. მიმწოდებლის მიერ პროდუქციის მიწოდების ვადად - 2017 წლის 15 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19).
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დ----------- (ს.ფ 20-21).
3.1.2. 2018 წლის 30 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შ------------, რომლის თანახმადაც 17.11.2017 წელს გაფორმებული N-------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების საფუძველზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გადაიწია და განისაზღვრა 2018 წლის 30 მარტის ჩათვლით.
2018 წლის 29 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შ-------------, რომლის თანახმადაც 17.11.2017 წელს გაფორმებული N-------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების საფუძველზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გადაიწია და განისაზღვრა 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.01.2018 წლის დამატებითი შ------------- (ს.ფ. 23).
- 29.03.2018 წლის დამატებითი შ------------- (ს.ფ. 24).
3.1.3. ა----------------- მიერ შემსყიდველისათვის პროდუქციის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად:
- 2017 წლის 11 დეკემბერს მიწოდებული იქნა 3650 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (---------–-------------------–-----------------------–-;
- 2017 წლის 18 დეკემბერს 2511.40 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (---------–-------------------–-----------------------–--;
- 2017 წლის 22 დეკემბერს 2108.60 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (---------–-------------------–-----------------------–--;
- 2018 წლის 15 იანვარს 4400 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (---------–-------------------–-----------------------–--;
- 2018 წლის 23 იანვარს 1320 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (---------–-------------------–-----------------------–--;
- 2018 წლის 26 იანვარს 3520 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (---------–-------------------–-----------------------–--;
2018 წლის 12 დეკემბერს 8800 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (---------–-------------------–-----------------------–-);
- 2018 წლის 26 თებერვალს 4400 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (---------–-------------------–-----------------------–-);
- 2018 წლის 14 მარტს 2640 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (---------–-------------------–-----------------------–--;
- 2018 წლის 21 მარტს 6160 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (---------–-------------------–-----------------------–--;
- 2018 წლის 02 აპრილს 6600 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (---------–-------------------–-----------------------–--;
- 2018 წლის 12 აპრილს 5280 ლარის ღირებულების საოფისე ქონება (---------–-------------------–-----------------------–--;
ა-----------------ა“-მ შემსყიდველისათვის 5310 ლარის ღირებულების საოფისე ქონების ბოლო მიწოდება განახორციელა 2018 წლის 19 აპრილს (---------–-------------------–-----------------------–--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ 28-41).
3.1.6. ს----------–----------------------–-–იის მიერ 2018 წლის 14 მაისს ა-----------------ის“ გამგეობის წევრ ა---------–---–--ეს გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%) 14175 (თოთხმეტი ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარის დარიცხვის თაობაზე და ტანხის გადასახდელად განესაზღვრა ორკვირიანი ვადა.
მოპასუხეს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14/05/2018 წლის შეტყობინება (ს.ფ 25).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ
3.2.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს ა-----------------ა“-ს და ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–იას შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება _ მიმწოდებლის მიერ შესყიდვების ობიექტის ვადაგადაცილებით მიწოდება _ ნაწილობრივ განპირობებული იყო მოსარჩელის მიზეზით.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ ხელმოწერილ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 17 ნოემბერის N-------- ხელშეკრულების დ------------ით განსაზღვრულ საქონლის მიწოდების ვადაზე, რომლის თანახმადაც საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით; ასევე მხარეთა შორის 2018 წლის 30 იანვარს და 29 მარტს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების 17.11.2017 წლის N-------- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ N-------------------–-----------ზე, რომლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადამ გადაიწია და განისაზღვრა 2018 წლის 30 მაისის ჩათვლით, თუმცა უცვლელი დარჩა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა _ 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით;
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით და განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ კონკრეტული უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს ასევე კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
შესაბამისად, „მიმწოდებელს“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკები სწორედ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე/გაფორმებისას უნდა შეეფასებინა და მხარის სიტყვიერი აპელირება იმ გარემოებებზე, რომ საქონლის მიწოდების ვადა არაგონივრული აღმოჩნდა და რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადაწევით, იგი იმედოვნებდა რომ ასევე გადაიწევდა საქონლის მიწოდების ვადებიც _ სასამართლოს მოსაზრებით ხელშეკრულების პირობების დარღვევის ობიექტურ მიზეზად ვერ შეფასდება, რამდენადაც ზემოხსენებულიდან გამომდინარე ივარაუდება რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და დამატებით შეთანხმებებზე ხელმოწერით მხარე დაეთანხმა ხელშეკრულების/ შეთანხმებების პირობებს და შეიბოჭა კონკრეტული სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობებით.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის პრეტენზიას, შემსყიდველის მიერ ტენდერის დაგვიანებით გამოცხადებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება და არც მოპასუხე მხარე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემსყიდველის მიერ 24.10.17წ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობაზე დათანხმების მიზნით მოპასუხის მიმართ ადგილი ქონდა მოტყუებას, ძალადობას ან სხვა არამართლზომიერი ქმედების განხორციელების ფაქტს, რაც გამორიცხავდა მოპასუხის თავისუფალი ნების გამოვლენას.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–----------------------–-–იის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, მე-400-ე, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება - ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ა-----------------ა“-მ წარმოდგენილი დაზუსტებული შესაგებლით და 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი ნაწილობრივ ცნო 2990 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია. ზემოაღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2990 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს ა-----------------ა“-ს და ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–იას შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-------- ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა: მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა შემკვეთისათვის საოჯახო ტექნიკა, კერძოდ, შეშის და დიზელის ღუმელები, ღუმელის მილები და მუხლები.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-------- ხელშეკრულების დ------------ის თანახმად, მოპასუხეს შემსყიდველისათვის საქონელი უნდა მიეწოდებინა 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
უდავო გარემოებაა, რომ ა-----------------ა“-მ შემსყიდველისათვის საოფისე ქონების ბოლო მიწოდება განახორციელა 2018 წლის 19 აპრილს.
სასამართლომ დაუსაბუთებულობის გამო, არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, რომ შესყიდვის ობიექტის ვადაგადაცილებით მიწოდება განხორციელდა შემსყიდველის ბრალით.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
კონკრეტულ შემთხვევაში, ა-----------------ა“-ს და ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------------------–-–იას შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის. კერძოდ, ხელშეკრულების 10.3 ,,ბ“ პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების დ------------ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2017 წლის 17 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებაში, რაც ს----------–----------------------–-–იას წარმოუშობს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ა-----------------ისათვის“ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
6.4 სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მოქმედებენ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რაც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო, ისე რომ პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა ობიექტური გარემოებანი.
პირგასამტეხლოს პროპორციულობის განსაზღვრის თვალსაზრისით სასამართლო ასევე მიუთითებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე, რომლის თანახმადაც, „არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა, ცალკეულ შემთხვევებში, იწვევს სამართლიან უკმაყოფილებას მიმწოდებლების მხრიდან, რასაც, ხშირ შემთხვევაში, იზიარებს სასამართლო, კერძოდ, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლო მცირდება გონივრულ ოდენობამდე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია მყარი სასამართლო პრაქტიკა“. სწორედ ეროვნული სასამართლო პრაქტიკისა და საერთაშორისო პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს რეკომენდაციას: ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე 2016წ. 2017წ).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მისი ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა განისაზღვროს შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით, თუმცა ვინაიდან ა-----------------ა“-მ სასარჩელო მოთხოვნა სცნო 2990 ლარის ფარგლებში, რაც დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უპირობო დაკმაყოფილების საფუძველია, მოპასუხე ა-----------------ა“-ს მოსარჩელე ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ის ს----------–----------------------–-–იის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 2990 (ორიათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან ს----------–----------------------–-–იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე - ა-----------------ა“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არ დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–იის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. 2017 წლის 17 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ა-----------------ა“-ს მოსარჩელე ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–--ა - ს----------–----------------------–-–იის სასარგებლოდ დაეკისროს 2990 (ორიათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი